ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა

რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ.
მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს

დავიწყეთ....
თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი


მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები

მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს.
თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა


შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს


ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას...

ბალონების სხვადასხვა ეტაპები


მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით

ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს

ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული

მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან



ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება

ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო
ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები

მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც
