დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მრავალჯერაბი co2-ის ბალონები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > CO2 პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3
gigi30
ახლა, ცოტა "შევაშინოთ" ბატონი jaja : http://www.youtube.com/watch?v=Jf1odjaKTak
ja_ja
foxi
შენა რა დალიე? რა ჭამე დას წვიმდა ეგრე საშინლად smile.gif, რაის ნასოსი რაის ჰაცანი? რაზეა ამ ტემაში საუბარი თუ წაიკითხე მაინცა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაცოუ პისტოლეტებში რომ პატარა ბალონი იდება ნახშირორჟანგით გავსებული იმაზეა საუბარი და არა თოფზე და ნასოსებზე....

gigi30
ნუ მაგის ნაკლებად მეშინია smile.gif, რომელი გარე მოვაჭრე მე ვარ და პაპანაქება მზეში სად ვდგევარ ბალონით ხელში smile.gif
gigi30
foxi, მაშინ ეს დაგაინტერესებს: http://forum.guns.ru/forummessage/24/120104.html
foxi
ja_ja

უი!, შემეშალა მამივიდა რაღა. სხვაგან უნდა დამეწერა. მაგრამ ვეღარც გადამაქვს და ვეღარც ვშლი. blush.gif
ja_ja
მოკლედ ბალონები მოვრჩი სრულად, ნუ ამ ეტაპზე და ამ გადასახედიდან რასაც ვუყურებ smile.gif, სურათებს მოგვიანებით დავდებ ფოტოაპარატი ჩემებმა წაიღეს და ახლა ხელთ არ მაქვს.


შაბათს დავიწყებ სადგურის განზადებას და ....
ilariona
ja_ja

შენა და მერე ერთი ჩამოჩოთქე რა დაგიჯდება ეს ყველაფერი რა smile.gif ამდენი წვალებად ღიირს ეგ ფინტიკლუშკა?
geojorjika
ციტატა(ilariona @ Jun 15 2012, 12:36 AM) *
ja_ja

შენა და მერე ერთი ჩამოჩოთქე რა დაგიჯდება ეს ყველაფერი რა smile.gif ამდენი წვალებად ღიირს ეგ ფინტიკლუშკა?


+1
gregory
ja_ja
ერთი რამე ვერ გავარკვიე: როდესაც ქარხნულ ბალონს დებ პისტოლეტში მოჭერის შემდეგ ის იხვრიტება(თავზე ძაან თხელი ფენა აქვს) იარაღზე დამაგრებული პკინის მილით და აირი შედის იარაღში. შენს შემთხვევაში ამ მილმა კლაპანი უნდა ჩაწიოს ქვევით. ან დროს კლაპანზე ბალონში არსებული აირის მაღალი წნევა მოქმედებს და მისი ჩაწევა საკმაო ენერგიას მოითხოვს. მოერევა ეს ვიწრო მილი ამ ენერგიას? არ დაზიანდება?
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 15th June 2012 - 12:36 AM) *
შენა და მერე ერთი ჩამოჩოთქე რა დაგიჯდება ეს ყველაფერი რა ამდენი წვალებად ღიირს ეგ ფინტიკლუშკა?

ნუ ის ევრეი ხომ ეგრევე გაიჩითა სადაც ფულია ნახსენები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაც შეეხება ჩამოთვლას... ნუ ჩემთვის რაფრა დავთვალო კაცოუ smile.gif უფრო მეტი ხელობა მიდის ვიდრე მასალები... ნუ წვრილი სამუშაოებია, ლამის საიუველირო... ნუ ახლა სხვისთვსი რომ ვაკეთებდე ჩემს ხელობას და ჩემს წვალებას შევაფასებდი და არა მასალებს smile.gif, საკუთარი ტავისთვსი მუშაობა რაფერ შევაფასო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

gregory
ციტატა(gregory @ 15th June 2012 - 08:10 AM) *
როდესაც ქარხნულ ბალონს დებ პისტოლეტში მოჭერის შემდეგ ის იხვრიტება(თავზე ძაან თხელი ფენა აქვს)

კი როგორც ირკვევა 0.5-დან 0.6 მილიმეტრამდე, ერთისხმრივ ეს საკმაოდ კარგი ინფო აღმოჩნდა ჩემთვის თუ ეგეთი თხელი ფენა უძლება co2-ს ზნაჩიტ ჩემი ნახელავი უპრობლემოდ გაუძლებს უფრო მეტსაც smile.gif

ციტატა(gregory @ 15th June 2012 - 08:10 AM) *
იარაღზე დამაგრებული რკინის მილით და აირი შედის იარაღში. შენს შემთხვევაში ამ მილმა კლაპანი უნდა ჩაწიოს ქვევით. ან დროს კლაპანზე ბალონში არსებული აირის მაღალი წნევა მოქმედებს და მისი ჩაწევა საკმაო ენერგიას მოითხოვს

ნუ ვაბშეტა რკინის არა უფრო ფოლადია მაღალ ლეგირებული, ძალიან მკვრივი და მყარი მასალისგანაა გაკეტებული.... რაც შეეხება ბალონში არსებულ წნევას თუ მოერევა და ხომ არ დაზიანდება..
- ზედაპირული დაკვირვებით არაფერი არ დაზიანდება, ერთი ფეხებია ეგ რკინის მილი მოჭერისას უჟანგავი რკინის პლიონკას მიაწვება დეფორმირებას გაუკეთებს და გახვრიტავს (ანუ მაგაზეც ძალა აწვება ისე არაა რომ შეეხო და არიქაა, ეგრე რომ იყოს ის უკან არსებული წნევა ნემსის გარეშე თვითონ გამოხევდა აპკს), თუ უბრალოდ დააწვება კლაპანს და გახსნის... იმენნა გახსნის ანუ ჩაწევის მომენტში დააწვება ძალა, როგორც კი კლაპანი გაიხსნება, მერე უკვე ნემსის ირგვლივ და ბალონში ერთნაირი წნევაა და პისტალეტის თუ თოფის კლაპანი კეტავს უკვე აირის გამოსვლას, შიდა სივრცეში კი ერთნაირი წნევაა და არავინ არავის აღარ აწვება... ნუ რჩება ერთი პაწია ძალა, რომელსაც ზამბარა წარმოქმნის და ცდილობს კლაპანი დახუროს smile.gif

და ბოლოს, ნუ პირველები ამ საქმეში ნამდვილად არ ვართ, ასე რომ მსოფლიო გამოცდილება არსებობს და რავიცი ეგეთი არაფერი წამიკითხავს რომ ვინმე ნემსის ასევთქვათ ჯანმრთელობას უჩიოდეს მრავალჯერადი ბალონის გამოყენების მერე... პლიუს ბრინჯაო რომელსაც ვიყენებ საკმაოდ რბილი ლითონია ფოლადისთვის შედეგად ეგ ნემსი უფრო დაჩხაპნის და დაკაწრავს კლაპნის თავს ვიდრე პირიქით კლაპანი რაიმეს მოსწევს ნემსს smile.gif

მანდ უფრო სხვა პრობლემა ჩნდება ნელნელა.... კერძოდ კლაპანს ზედაპირი ბრტყელი აქვს, ფოლადის ნემსის ზედაპირიც ბრტყელია და გათვლილია აპკის უხეში ძალით გაღუნა და გახევაზე, მაგრამ რაფერ მოიქცევა ბრტყელ ზედაპირთან მიმართებაში.... ანუ სტანდარტულ ბალონში ჩახია აპკი და ნემსში არსებული ხვრელი ეგრევე ბალონშია ჩამძვრალი და იხვლიპავს აირს... კლაპნიან ვერსიაში კი ნემსის ზედაპირი ბრტყელ ზედაპირს ედება და საინტერესოა მოახერხებს თუ არა აირის ამოხვლიპვას თუ მოხდება ისე რომ ბრტყელ ზედაპირს პრტყელი ნემსი შეეხება და თავის თავს გადაუკეტავს აირის შეხვლიპვის საშუალებას smile.gif

მოკლედ ეგ ყველაფერი ამბათ ხვალ გაირკვევა....
gregory
ციტატა(ja_ja @ 15th June 2012 - 08:51 AM) *
მანდ უფრო სხვა პრობლემა ჩნდება ნელნელა.... კერძოდ კლაპანს ზედაპირი ბრტყელი აქვს, ფოლადის ნემსის ზედაპირიც ბრტყელია და გათვლილია აპკის უხეში ძალით გაღუნა და გახევაზე, მაგრამ რაფერ მოიქცევა ბრტყელ ზედაპირთან მიმაღტებაში.... ანუ სტანდარტულ ბალონში ჩახია აპკი და ნემსში არსებული ხვრელი ეგრევე ბალონშია ჩამძვრალი და იხვლიპავს აირს... კლაპნიან ვერსიაში კი ნემსის ზედაპირი ბრტყელ ზედაპირს ედება და საინტერესოა მოახერხებს თუ არა აირის ამოხვლიპვას თუ მოხდება ისე რომ ბრტყელ ზედაპირს პრტყელი ნემსი შეეხება და ტავის ტავს გადაუკეტავს აირის შეხვლიპვის საშუალებას

ja_ja
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მეც smile.gif
კლაპნის ზედაპირი სოლისებური რომ გააკეთო? ან შუაში პატარა ღარი გაუკეთო და აირი უპრობლემოდ შება მაგ ღაროდან?
ja_ja
ჰო კიდევ რა აღმოვაჩინე.... ბევრ Crosman-ის ბალონს უკანა მხარეს აქვს რაღაც ხაზები, ნაჭ*ლეტები... თითქოს ღარაც ვინტით არის მოჭერილიო.... დააკვირდით ძირა სურათს,. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს ჩანაჭ*ლეტები მარჯვენა ბალონის უკანა ზედაპირზე



როგორც გაირკვა ინტერნეტში უსასრულო ქექვისას, კროსმანი ერთერთი იმ მწარმოებელთაგანია, რომელიც ასევთქვათ მომხამრებლის ჯიბეზე ზრუნავს და თან ეკოლოგიაზე, ანუ გამოყენებულ ბალონებს უკან იბარებს ქარხანა და ხელახლა ტენის! ეს რა თქმა უნდა ამცირებს წარმოების ხარჯებს... აღარაა პირველჯერივით ახალი ბალონები მოსაჭრელი, უბრალოდ ივსება არასაკმარისი რაოდენობა, დანარჩენი კი უკვე გამოყენებული ბალონების ხელახმა დატუმბვა და ხელახლა გაყიდვა მიმდინარეობს... ამიტომაცაა ამერიკაში ეს ბალონები ასეთი აიფი რომ ღირს, პრაქტიკულად მხოლოდ co2-ის ფულს იხდი...

ამ ერთი შეხედვით ისე რა ფაქტს საკმაოდ კაი შინაარსი აქვს, ანუ თვითონ მწარმოებელიც კი ამ ბალონებს მრავალჯერადად იყენებს, ასე რომ არიქა იქ მეორადია და სახიფათოა... ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საერთოდ ამოვარდა ეს თემა, პლიუს უკრაინლების ტესტი არის კროსმანის ბალონის სტრეს ტესტზე... დეფორმირება ბალონს დაეწყო 350 ატმოსფეროს მერე, რეალურად გახევა... ხაზს ვუსვავ გახევა და არა აფეთქება და ნაწილებად გაფანტვა, მოხდა მიახლოებით 1000 ატმოსფეროზე.... ბალონთან დამჭირხნავი ერთდებოდა სტანდარტული M5 რეზბით. ისეთივეთი რასაც მე ვიყენებ smile.gif ასე რომ არც პრობკა ამოვარდა 1000 ატმოსფეროზე...

გარდა ამისა უნდა ავღნიშნო რომ ბალონი არის, რაღაც არაადეკვატურად პლასტიური ფოლადისგან დამზადებული, მარკის გაგებაში არ ვარ, მაგრამ როგორც კი ოდნავ ბევრს აიღებ რეზეცით ეგრევე ეტყეპება, ეწეპება... მერე ეს დაწეპებული მასა აღარ იჭრება შედეგად იმიტომაც იყო რომ არასწორი ცენტრირებისას ბალონს ბაბთიდან მიგდებდა, ან თუ მყარად იყო ჩამაგრებული, მაშინ ბაბთაშივე ღუნავდა.... ეგეთი საზიზღარი თვისება აქვს AMG მარკის ალუმინს, სადაც ალუმინი უფრო მეტია და დურალის თვისებები არ აქვს, ითხიპნება, იზილება, მოკლედ ვერ დაჭრი smile.gif ახლა რისთვისაა ეს ეფექტი კარგი... იმისათვის რომ პლასტიური ლითონი არ იმსხვრებავა არამედ ყველაზე კოშმარულ შემთხვევაშიც კი იხევა და არ სკდება, ანუ ერთი მთლიანი დეტალი რჩება და შრაპნელად არ იშლება.... მოკლედ ასეა თუ ისე ეს ბალონები ლამის 10-მაზი მარაგითაა გაკეთებული და ....



ახლა რაც შეეხება გუშინდელ შეპირებულ სურათებს:

გამზადებულები არიან და ელოდებიან დატენვას





ეს კი აწონვა დატენვის წინ... საშუალოდ 35 გრამია თითო ბალონის წონა, ანუ როდესაც დაიტენება +12 გრამი უნდა დაემატოს ამ ბალონებს და უხეშად სადღაც წონა უნდა გახდეს 47 გრამი.



ყველაზე მსუბუქი


ყველაზე მძიმე


gregory
ციტატა(gregory @ 15th June 2012 - 09:16 AM) *
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მეც
კლაპნის ზედაპირი სოლისებური რომ გააკეთო? ან შუაში პატარა ღარი გაუკეთო და აირი უპრობლემოდ შება მაგ ღაროდან?

აი არ ვიცი ვნახოთ რა, ჯერ პირველი რას მინდა გავაკეთო ეს არის დატენვა, თუ დაიტენა, ნუ მთავარი პრობლემა მოხსნილი იქნება და მერე უკვე დავიწყებ მაგაზე ფიქრს თუ ეგ პრობლემა გაიჩითება, მაგის შემოწმება კი საკმაოდ მარტივია, უბრალოდ ჩადებ პისტალეტში და ვსიო smile.gif

ბოლო ბოლო ყველაზე მარტივი გამოსავალი არსებობს ასეთი (ნუ ჯერ რაც მომივიდა თავში), ავდგები და წვრილ ხაზს დავიტან კლაპნის ზედაპირზე, ნუ აი ატვიორკისთვის თომ არის, ისეთს smile.gif მორჩება მაგით პრობლემა...

მანდ პრობლემები შეიძLებას კიდევ სხვაც იყოს, მაგალითად შეიძლება კლაპნის სიმაღლე გახდეს დასაპატარავებელი, ნუ ეხლა ზედაპირის სისწორეზეა, მაგრამ თოფში ჩაწებისას თუ ისე მოხდა რომ ნემსი ეგრევე შეეხება კლაპანს შეიძლება ეგრევე გაახსნევინოს თავი, აი ეგ რომ არ მოხდეს შეიძლება 1 მილიმეტრით დასაპატარავებელი გახდეს კლაპნის სიმაღლე....

ნუ კაროჩე ეს ყველაფერი ცალკე ექსპერიმენტია და დატენვის მერე იგეგმება smile.gif
gigi30
ეს კარგი ინფორმაციაა დასამშვიდებლად, თან ვიღაცას co2 პისტოლეტი psp-დ გადაუკეთებია და ამ 12გ ბალონჩიკში 200ატმ ჰაერს ტენის თურმე ხელის ტუმბოთი( აქვე პოსტი 54) და მანამდე შემოწმებისას ყველაზე "სუსტი" ბალონი 560ატმ-ზე გახეულა. ნემსის კლაპანზე საჭირო დაწოლის ძალის გაანგარიშება ახლავე შეიძლება, წნევა იცი(70ატმ გადაყვანა უნდა პასკალებში), სარქველის(მომბეზრდა კლაპნის წერა და მერე ბრჭყალებში ჩასმა biggrin.gif ) განივკვეთის ფართობი(მეტრკვადრატებში), ამათი ნამრავლი იქნება "ნიუტონი" და იმას კიდე G-ზე (დაახლოებით 10-ზე) გაყოფ და მიიღებ "კილოგრამს"(მოკლედ, ათოსანი მაღალკლასელი გვჭირდება biggrin.gif )
ja_ja
gigi30
ნუ მე კაიხანია მათემატიკაში არ მიჩალიჩია, მაგრამ შემიძლია სხვა გამოსავალი შემოგთავაზო smile.gif, 70 ატმოსფერო ეს არის 70 კილოგრამი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე. ანუ კლაპანი თუ იქნება 1 კვადრატული სანტიმეტრის (ანუ თუ მრგვალია მაშინ უნდა იყოს 11.2 მილიმეტრიანი), მაშინ მის გახსნას დასჭირდება 70 კილოგრამის ძალა.

მაგრამ იმის გამო რომ კლაპანი (კაი იზვინი შემდეგში მეც სარქველს დავწერ, ისე აქამდე რატომ ვერ მოვტვინე smile.gif) არის სულ რაღაც 2.8 მილიმეტრი, გამოდის რომ ფართობი არის 0.06157521601035995 სანტიმეტრ კვადრატი... ახლა უბრალოდ 70 გავამრავლოთ ამაზე და მივიღებთ საჭირო ძალას ანუ 4.310265120725193 კილოგრამს.


დარწმუნებული ვარ მემბრანის გახევას უფრო მეტი ძალა სჭირდება ვიდრე 4-5 კილოგრამი smile.gif, ან იგივე... მოკლედ ძალიან დიდი ძალა ნამდვილად არაა საჭირო smile.gif თან 70 ატმოსფერო 30 გრადუსზეა, ნორმალურ სიტუაციაში კი ტემპერატურა არის, 20-25 გრადუსი, ანუ უხეშად 60 ატმოსფერო, ნუ შედეგად ნაკლები ძალა გამოდის smile.gif თუმცა ვერ გამოვრიცხავთ პაპანაქება სიცხესაც ჩვენს საყვარელ ზაფხულში smile.gif მარა რავიცი, რავიცი....
gigi30
არც იქნება მეტი, ბოლობოლო სუსტი ზამბარა და მჩატე ჩაქუჩი ახორციელებს გასროლას ანუ ამ წნევის ძალის გადალახვას. ასეთი ბალონით ნემსი უფრო შეინახება, გადამტენ ბალონსაც ერთხელ მოუპრიალებ თავს და გერმეტიზაციის რეზინაც არ დაზიანდება უცაბედად. მართალი ხარ, "მანძილი" იქნება საჩალიჩო, რომ არც ადრე გაიხსნას სარქველი და co2 ჰაერში გაიფანტოს და არც ისე რომ ვერ მიწვდეს და ვერ გახსნას.... სადღაც წავიკითხე, 37 გრადუსზე co2 აქტიურად გადადის თხევადიდან აირად მდგომარეობაში და წნევა მკვეთრად იმატებსო(ნუ, მაინც დავწერე, ისე, ინფორმაციისთვის biggrin.gif )
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 15th June 2012 - 03:57 PM) *
სადღაც წავიკითხე, 37 გრადუსზე co2 აქტიურად გადადის თხევადიდან აირად მდგომარეობაში და წნევა მკვეთრად იმატებსო(ნუ, მაინც დავწერე, ისე, ინფორმაციისთვის )

ნუ მაგაზე იოლი ექსპერიმენტი რა არის, შეკაცო smile.gif დადებ მზეზე და გამოხვალ გვერდზე smile.gif 5 წუთში 37 გრადუსი კი არა კაი 60-იც იქნება და თუ რამე შეუძლია იქვე იზამს smile.gif
ja_ja
მტააკ მოკლედ დღეს ვიწყებ აი ასეთი რანცხას გაკეთებას



რა გამოვა საბოლოოთ ვნახოთ იმედია ხვალ საღამოსთვის მოვრჩები, თუმცა რანცხა მკარნახოვს რომ სამუშაო ბევრია და ეგრე იოლად ვერ მოვრჩები smile.gif
gregory
მარტო ჩემთან არ ჩანს სურათი?
ja_ja
gregory
რავი ჩემთან ჩანს... შენთან რა ჩანს აბა?
gregory
ციტატა(ja_ja @ 16th June 2012 - 11:11 AM) *
რავი ჩემთან ჩანს... შენთან რა ჩანს აბა?

ja_ja
ექსპლორერში გადახაზული ჯვარი ჩანს( აი სურათი აღარააო რა მაგის პონტში), ოპერაში გამოჩნდა სურათი. არადა დანარჩენი სურათები ექსპლორერშიც მშვენივრად ჩანს
ja_ja
მოკლედ გუშინ მთელიდღე ორ დეტალს ვთლიდი.... საკმაოდ ძნელია ჩემს პაწუა დაზგაზე ამხელა დეტალის გამოჩარხვა... ახლ აკი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდები.... ამსიგრძე დეტალის ბოლოში რეზბის მოჭრა....


ბლიაძ! ბაბთაში რომ ამაგრია და ლამის 15 სანტიემტრში ბაბთიდან გიწევს მუშაობა, პრობლემა ისაა რომ აქეთა ბოლო ყანყალს იწყებს როგორც კი რეზეცს მიადებ...

მოკელდ დღეს მთელიდღე გარკვევა მორგებაში წავა ალბათ.... ვნახოთ როგრო განვითარდება სიტუაცია, მანამდე კი სურათები.






ნუ ეს მომზადებული თავსახურიანად რეზბის მოსაჭრელად.... პატარა დეტალში რეზბები უპრობლემოდ იჭრება, აი დიდში და თან შიგნიდან კი ვავა.... ჯერ თავის ფხანის სტადიაში ვარ




P.S. ხალხნო არავის გაქვთ ძველი პისტალეტი Co2-ზე? აი 12 გრამიანი ბალონები რომ არ ეტევა და ცოტა პატარა ანუ 9 გრამიანი ბალონები რომ უნდა... გუშIნ მეზობელმა გადაყარა ეგეთი ბალონების იაშიკი და 5 ცალი ამოვარჩიე ცოცხალი... მართალია ამათი მრავალჯერადზე გადაკეთება მეეჭვება გამოვიდეს, რადგანაც ბალონები თუჯისაა და ამის შარის ტავი არ მაქვს, მაგრამ ერთ ჯერზე შეიძLება ვინცხას გამოგადგეთ.... მახსოვს ადრე ფორუმზე ვიღაც წერდა მაქვს ეგეთი პისტალეტი და ბალონებს ვერ ვშოულობო...





ესეც შედარებისთვის ზომები.... მოკლედ მსურველი თუ ხართ მითხარით უფასოდ ჩაგახუტებთ ამ შტუკებს smile.gif

zviigo
მე მაქვს ეგეთი ბალონი დაუცლელია მემგონი, ძველ ცეცხლსაქრობში იდო.
ja_ja
ბლინ, მესამე დღეა ამ რეზბებს ვეჩალიჩები რა... sad.gif

ამ დიდ ბალონებზე რაფრაც იქნა დავადგინე ეგრეთწოდებული ტრი-ჩეტვერტი რეზბაა, ნუ ეს ჩვენებური სანტექნიკის მილების მიხედვით... თუმცა კალამბური აქაც ვებერთერლაა

3/4 დუიმებში არის 19.05 მილიმეტრი, მაგრამ რეალურად რეზ,ა არის 26.45 მილიმეტრი... მოკლედ ამ ბრიტანული სტანდარტების დედაც რა ჯეკ smile.gif სამი დეტალი გავაფუჭე დღეს მეოთხეს ვთლიდი და ბოლომდე ვეღარ მივედი, ტაკუნები აღარ მეყო... შუა კვირაში სამსახურის მერე მუშაობა მაგარი მურტალია, დრო დროდ არ გყოფნის, პლიუს დაღლილი....

მოკლედ გაიჭიმა ეს პროცესი ბოლო საფეხურების გამო.... sad.gif
ochopintre
ციტატა
P.S. ხალხნო არავის გაქვთ ძველი პისტალეტი Co2-ზე? აი 12 გრამიანი ბალონები რომ არ ეტევა და ცოტა პატარა ანუ 9 გრამიანი ბალონები რომ უნდა... გუშIნ მეზობელმა გადაყარა ეგეთი ბალონების იაშიკი და 5 ცალი ამოვარჩიე ცოცხალი... მართალია ამათი მრავალჯერადზე გადაკეთება მეეჭვება გამოვიდეს, რადგანაც ბალონები თუჯისაა და ამის შარის ტავი არ მაქვს, მაგრამ ერთ ჯერზე შეიძLება ვინცხას გამოგადგეთ.... მახსოვს ადრე ფორუმზე ვიღაც წერდა მაქვს ეგეთი პისტალეტი და ბალონებს ვერ ვშოულობო...

აააააა მე მინდა , მე მიგდია ამდენი ხანია რაცხა ურჯულო ფიშტო ეგეთ ბალონებზე და ვერსად ვპოულობდი, შემინახე რა ჯაჯა 1 ცალი მაინც მაინტერესებს რას იზავს , იქნებ საერთოდ არ ვარგა ეს ფიშტო და მოვიშორო
ja_ja
ochopintre
ერთიცალი კი არა ყველას მოგცემ smile.gif მე რა ჭირად მინდა smile.gif
zviigo
არ გადააგდო მე მომეცი თუ გინდა wink.gif კარგი აზრი მაქვს.
ja_ja
zviigo
ვის მიმართავ? რაზე წერ?

ამ თემაში მე არ მინახია რომ ვინმე რაიმეს გადაგდებაზე წერდეს....
ochopintre
ციტატა
ochopintre
ერთიცალი კი არა ყველას მოგცემ მე რა ჭირად მინდა

შაბათ/კვირას გამოგივლი და გამოგართმევ.
ja_ja
მოკლედ ამ პროექტზე მუშოაბა მაგრა გამეწელა კა მინიმუმ 2 კვირის წინ უნდა დამემთავრებინა, მაგრამ.... ხან ქეიფიო, ხან სამსახურიო, ხან ოპტიკა, ხან ბუნებაში სროა და... კაროჩე რა smile.gif


მოკლედ ნელნელა მაინც მიიწევს საქმე, დღეისათვის სადგური ამ დღეშია



1) დეტალი რომელიც ბალონზე ჩამოეხრახნება, ამაზე ორი რეზბა დარჩა მოსაჭრელი და ხვალ თუ მექნა დრო გავაკეთებ
2) თვითონ ბალონის ჩასასმელი დეტალი - ამაზეც ერთი რეზბა დარჩა მოსაჭრელი, ხვალ არამგონია მოვეჩე, მითუმეტეს რანცხა მოდიფიკაციები კიდევ მომივიდა თავში და....
3) დეტალი რომელიც რეზბაზეა და მეორე დეტალში ჩასმულ ბალონს მიაწვება იმისათვის რომ პირველ დეტალში არსებულ "კლაპანს" მიაჭიროს.


ესეც მეორე სურათი სადაც მეორე და მესამე დეტალი უკვე ერთმანეთშია ჩასმული



ნუ ეს მესამე დეტალი ცოტა სტრანნი ფორმისაა, იმიტომ რომ დამენანან ალუმინის მაგაზე გაფუჭება, ისედაც კაი ბლონად მასალა დაიხარჯა ამ მამაძაღლზე სანამ რანცხა ფორმამდე მივედი... მოკელდ ნარჩენი მქონდა რანცხა და იმისგან გამოვთალე smile.gif იმიტომაცაა ეგეთი სტრანნი ფორმის თორემ ჩვეულებრივი მრგვალიც შეიძლება იყოს, ოთხკუთხედიც... მოკედლ ვის რა ფორმის მოესურვება smile.gif
ja_ja
მოკლედ ხომ არ მოიწყინეთ ჩემო კარგებო და ბედნიერებო? რავარც იქნა არც ნორიკა მაწუხებს, არც, სამსახური, არც ალიაქოთი, ჰოდა მეც ავდექი და დღეს 3-4 საათი ჩავუჯექი ჩვენს საქმეს... მისაყვანი იყო საქმე ბოლომდე, თან რამდენი ხანია ხალხი საბოლოო შედეგს ველოდებით.... მოკლედ მოდით ნელ-ნელა მივყვეთ....

მართალი გითხრათ თავიდან რაღაც არ მინდოდა იმოდენა ბალონზე მიკარება... რავიცი უფრო მეტზე დატენილი თოფი მიდევს სახლში და იმ დიდ ნაკლებ წნევიან ბალონთან მიკარების... smile.gif ნუ მოკლედ....


ასე იყო თუ ისე საბოლოოდ დავამთავრე დასატენი სადგური, ბლომად ვეჩალიჩე რომ რეზბებს სუფთა სვლა ჰქონოდათ ყანყალის გარეშე, ბოლოს კი პაწა წავიდიზაინერე სტანოკსადა შიდა smile.gif

ადგილი სადაც ბალონი ჯდება


ასე ვთქვათ დაშლილი რომ ყველაფერი გასაგები იყოს


ყველაფრის მოჭერის მერე რა ფორმას იღებს...


ჩავიგდე ხელთ ერთერთი ბალონი, და ავწონე საწყისი წონა რა ჰქონდა



როგორც ჩანს ცარიელი ბალონი იწონის 35.64 გრამს, ახლა დარჩა დატენვა, კანკალი და....

მოკლედ წამოვაცვი დიდ ბალონს ჩემს სადგურზე გადამყვანი


მივახრახნე სადგურიც


და ბოლოს მოვუჭირე წნევის დამგდებიც.... სხვათა შორის ძირითად ცილინდრზე ხვრელები რატომაა ხომ მიხვდით smile.gif


მოკლედ აგერ გამზადებნული ყოლიფერი, დარჩა მხოლოდ დიდ ბალონზე ონკანის მოხსნა და ვაი დედა რაფრა არ მინდა biggrin.gif



ნუ მოკლედ დევიწყეთ ოპერაცია...



მერე კამერა ერთი ხელიდან მეორეში გადავიტანე და ეტყობა სტოპზე მომიხვდა ხელი ასე რომ ვაგრძელებთ მეორე ვიდეოში....



ეს უკვე გამოსწორებული ბალონის ადაპტერი სადაც ჰაერი არ გასდის... ვნახოთ რაიმე სხვაობას თუ მოგვცემს...



აგერ ბალონის სურათი პირველი ჩქარი დატენვის მერე


ეს მეორე დატენვა, ანუ ხელახლა შევაერთე და ვსინჯე მეტი ხომ არ შეივსებოდა....




ესეც დატენვის მერე როგორ ამოიწია კლაპნის თავმა



ნუ იდეაში რეზინა მიიჭყლიტა და რაც ჩვეულებრივ რეჟიმში მეგონა რომ გასწორებული მქონდა, დატენილ 70 ატმოსფეროს შემთხვევაში კლაპანმა ცოტა თავი ამოყო... ნუ პირველი ტესტისთვის და გასროლისთვის წავა, იმიტომ რომ მე ჩემი პისტოლეტის კლაპანი გაფუჭებული მქონდა და ცოტა ღრმა რეზინა ჩავსვი, ახლა კი ეს ზემოთ ამოწეული კლაპანი პირიქით გამომადგება მთავარია, სწორმა სიბრტყემ არ გაახუროს და არ გადაუკეტოს, co2-ს გზა კლაპნისკენ


ასეა თუ ისე დატენილი ბალონი გვაქვს 2.5 გრამით, ვნახოთ რას იძლევა ეს 2.5 გრამი, ანუ როდესაც ბალონში მხოლოდ 2.5 გრამია დარჩენილი ისვრის კიდევ თოფი თუ არა....



როგორც ხვდებით მრავალჯერადი ბალონი გადასარევად მუშაობს, ახლა დარჩა ერთი საქმე ბალონის ბოლომდე დატენვა, ამისთვის როგორც ვხვდები ჩემი დიდი ბალონი თავდაყირა თუ არა ნუ რაღაც დონეზე დასაყირავებელი მექნება რომ ონკანთან თხევადი co2 გაიჩითოს და ბალონში ბლომად შეაშხაპუნოს...

რამდენხანს იმუშავებს ასეთი ბალონი, ამას დრო გვიჩვენებს და ბოლოს... ვიდეოშიც კი ვთქვი, მაგრამ აქაც დავწერ... მოკლედ მე სახლში მაქვს, co2 რომელსაც სადღაც 6-7 წლის წინ ერთი ტიპი კაფეში იყენებდა გაზიანი წყლების გასაკეთებლად (ნუ მერე ქირის ფული არ გადაიხადა და რამე და ეს ბალონი დამრჩა). არ ვიცი ამ დროის განმავლობაში ამჟავდა ეს აირი თუ თავიდანვე ასეთი იყო, მოკლედ ვერ ვიტყვი რომ მყრალი სუნი აქვს, მაგრამ სუსტი მჟავე სუნი აშკარად აქვს, განსაკუთრებით მაშინ იგრძნობოდა როდესაც პირველი დატენვისას აპარებდა სადგური...

დიდად ვერ ვერკვევი co2-ის მახასიათებლებში და ამიტომაც ვთვლი (შეიძლება შეცდომით) რომ საკვები წარმოებისთვის გამოყენებული co2 ცოტა არ იყოს მჟავე სუნისაა... მგონი ჯობია ცეცხლმაქრობების და ტექნიკური co2-ისკენ გვეჭიროს თვალი, ისე წავალ ახლა ვიკიპედიაში გადავიკითხავ შეილება ეს მჟავე სუნი ამ აირის საერთო დამახასიათებელი თვისებაა...

Davitus
ja_ja

მალადეც შენ, კარგად გიშრომია, დაგიფასდა კიდეც smile.gif


co2 სუნი არა აქვს არანაირი, ტექნიკური და საკვები ეგეთი დაყოფა მე რამდენადაც ვიცი არ არსებობს, მქონია შეხება ბევრნაირ კონცენტრირებულ ნახშირორჟანგთან (მწერების საანესთეზიოდ გამოიყენება კვლევებისას smile.gif )

ხოდა მე ვერანაირი სუნი ვერ შევატყვე, შეიძლება მაგ ბალონში სითხე ან ზეთია შესული და წლების მანძილზე აყროლდა
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 9th July 2012 - 12:09 AM) *
შეიძლება მაგ ბალონში სითხე ან ზეთია შესული და წლების მანძილზე აყროლდა

არაა გამორიცხული....
ilariona
ja_ja
მალადეც smile.gif აი დელაწ წებე ჰმ რააა biggrin.gif

gigi30
ისე, პატარა ბალონის თავი იღბლიანად ამოწეულა, თუმცა აქ რეზინაზე უფრო კაპროლონი ამართლებს თურმე(ანტენის სადენის შიგნითა საიზოლაციო ფენა, მაგალითად). ჰო, მაინც, დატენვის წინ ასე 20-30 წუთით ბალონის და სატენის საყინულეში გაცივება არ დაგავიწყდეს. პრადალჟენიე სლედუეტ, ხო?
gregory
ნახშირბადის დიოქსიდს სუნი აქვს! ნაღდად ვგრძნობ როცა ბალონი სწრაფად იცლება! ნუ მყრალის რა მოგახსენო, მაგრამ სპეციფიური სუნი ნამდვილად იგრძნობა.
ja_ja
საინტერესოა ამ 2მა გრამმა რამდენი გასროლა გააკეთა? ისე ქარხნულად დატენილ ბალონში რეალურად 12 გრამია რო?
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 9th July 2012 - 10:35 AM) *
საინტერესოა ამ 2მა გრამმა რამდენი გასროლა გააკეთა?

სრული სადღაც 8-9 მერე დაიწყო გაჭედვები, ანუ ყობელ გასწოლაზე რომ გადატენვა უნდა

ციტატა(gregory @ 9th July 2012 - 10:35 AM) *
ისე ქარხნულად დატენილ ბალონში რეალურად 12 გრამია რო?

აი ეგ არ ვიცი... არც გამახსენდა როდესაც მთელი ბალონები მქონდა ჯერ ამეწონა როცა სავსე იყო და მერე როცა დაიცლებოდა მერე შემემოწმებინა...


gigi30
ციტატა(gigi30 @ 9th July 2012 - 05:52 AM) *
რეზინაზე უფრო კაპროლონი ამართლებს თურმე(ანტენის სადენის შიგნითა საიზოლაციო ფენა, მაგალითად)

სუფთა ჯანკიარდის ტექნოლოგიაა smile.gif, ანუ ნაგავსაყრელის ტექნოლოგია, და მხოლოდ რუსებს შეეძლოთ მაგის მოგონება... კაცოუ 5-6 მილიმეტრიანი კაპრონი რა გახდა რომ ანტენების გათლა არ დაიწყო? ჯერესერთი ანტენაში რბილი კონსისტენციის აქაფებული შტუკასავით რაცხაა რომელსაც იმენნა გამოსრისავს 70 ატმოსფერო... მოკელდ რა ეს რუსები ნამეტანი სტიმ პანკის მიმდევრები არიან...


ციტატა(gigi30 @ 9th July 2012 - 05:52 AM) *
ჰო, მაინც, დატენვის წინ ასე 20-30 წუთით ბალონის და სატენის საყინულეში გაცივება არ დაგავიწყდეს.

ეს ჯერ ჰაერში კიდია, მაცივარში გააცივე, მერე გამოიღე სანამ გარაჟში ჩახვალ მიაერთებ... სისყულელეა smile.gif, ჯერჯერობით გასატესტია თხევადი co2-რაც არის დიდ ბალონში ის რამენაირად გადავიყვანო პატარა ბალონში... გაციება გათბობა სისულელეა, დატენვის დროს ბალონი ოდნავაც არ შემთბარა , ეგ ერთი...

როდესაც პრაკლადკას გასდიოდა, ბალონი ისე გაცივდა რომ... ბალონი კი არა მთლიანად სადგურიც კი გაცივდა, ასე რომ მე თო მკითხავ მამენტ შეიძლება თავიდან ბალონს ბოლომდე არ უნდა მოუჭირო, ერთი ორი რეზკად უნდა გახსნა დიდი ბალონის ონკანი და დახურო, ამ დროს, გამოსული და აორთქლებული co2 გააციებს ბალონს და ეგეც შენი მაცივრის ეფექტი, თუმცა როგორც ვთქვი ბალონი საერთოდ არ გამთბარა იმ 2.5 გრამის დატენვისას, ასე რომ ეგ თეორია ჯერ კიდევ კითხვის ქვეშაა სანამ პრაქტიკაზე არ შევამოწმებ smile.gif

ჰო თუ იქნება აზრები ტიპა - ჯერ 12 გრამამდე არ იყო დატენილი და იმიტომ არ იყო გამთბარიო... კაცოუ იმ 2.5 გრამის დატენვისას დროს ბალონშI წნევა უნკე ავიდოდა შესაბამის 70 ატმოსფეროზე, შემდეგ უკვე ბალონში თხევადი co2-ის გადადინება მიმდინარეობს, წბნევის ზრდა აღარ ხდება, შესაბამისად 2.5 გრამი იქნება თუ 12 გრამი, დიდი ტემპერატურული ცვლილება მანდ არ იქნება.

ეგეც 9 ლიტრიანი ბალონი ხომ არაა 300 ატმოსფეროზე რომ გაცხელდეს smile.gif
koknar
ერთი რამე ვერ გავიგე smile.gif sad.gif აი ნახევრათ დაცლილი როა ის დიდი ბალონი და გათხევადებული CO2 რო ასხია სიტყვაზე ნახევრამდე ეგ როგორ ხდება ბალონში ხო ერთი წნევაა თავიდან ბოლომდე ტემპერატურაც თანაბარია მთელი ბალონის და როგორ გამოდის ეგრე რომ ერთ წნევაზე იგივე გაზი ნახევარი თხევადია ნახევარი აირი. ??
ja_ja
koknar
ნუ ამისათვის ფიზიკის და ქიმიის კურსი უნდა გავიხსენოთ.

1) მოდი შევთანხმდეთ რომ თხევად მდგომარეობაში ნივთიერება უფრო კონცენტრირებულია ვიდრე აირადში (მაგალითისთვის იგივე ბენზინი გამოვიყენოთ)
2) ასევე შევთანხმდეთ იმაზე რომ გარკვეული წნევის შექმნისას პრაქტიკულად ყველა აირი, გადადის აირადი მდგომარეობიდა, ან თხევად ან მყარ მდგომარეობაში
3) დავალ წნევაზე სითხე როგორც წესი დუღს, რაც წარმოადგენს სიტხის გადასვლას აირად მდგომარეობაში . მაგალითად წყალი ზღვის დონეზე დუღს 100 გრადუსზე, მთაში უნფო ნაკლებზე.. CO2 დუღს -20 გრადუსზე ჩვეულებრივი ატმოსფერული წნევისას ზღვის დონეზე და გადადის აირად მდგომარეობაში

ახლა თუ ეს სამი ჩამოთვლილი გასაგებია და არ წარმოადგენს საკამათო თემას, მაშინ გამოდის, ასეთი რამ:

1) ვთვქათ ბალონი სავსეა თხევადი co2-ით ყელამდე, 1 მოლეკულის ადგილიც არაა თავისუფალი.

2) გავხსენით ონკანი, ატმოსფეროში კავშირი გაიხსნა, და ატმოსფეროში არის, ვთქვათ +30 გრადუსი, როგროც ვიცით co2 დუღს 1 ატმოსფეროს წნევაზე -20 გრადუსზე, შესაბამისად იწყებს მომენტალურად დუღილს და ნაწილი თხევადი სუბსტანცია გადადის აირადში რომელიც გამოდის, გახსნილი ონკანიდან.

3) რაც აორთქლდა თხევადი სუბსტანციიდან და ონკანიდან გამოვიდა აირის სახით, იასნია გამოანთავისუფლა ადგილი ბალონში, ვთქვათ ესე დაიცალა 50% ბალონის. ახლა ვკეტავთ ონკანს რომელის მეშვეობითაც co2-ს აქვს კავშირი ატმოსფეროსთან

4) ბალონში იქმნება შემდეგი სიტუაცია, ახლახანს დაიკეტა კავშირი ატმოსფეროსთან, 50% მოცულობაში არის პირობითად 1 ატმოსფერო, თხევადი Co2 აგრძელებს დუღილს და აირის გამოყოფას.

5) გამოყოფილი აირი ვეღარსად ვეღარ გადის და იასნია იწყება ბალონში წნევის ზრდა.... როგორთ თავიდან შევთანხმდით ყველა აირი გარკვეული წნევის დროს, თხევად მდგომარეობაში გადადის, ნუ აირადი CO2 რომ გვქონდეს, და შევკუმშოთ დღევამდელი ზაფხულის ტემპერატურისას 70 ატმოსფერომდე ის დაიწყებს ნელნელა კონდენსირებას. რაღაც ამდაგვარი ხდება ბალონში გამოყოფილი აირით წნევის აწევისას, ოღონთ თხევად მდგომარეობაში კი არ გადადის გამოყოფილი აირი, არამედ ბალონში წნევის ზრდასთან ერთად ხდება დუღილის კლება და ახალი აირადი პორციის გამოყოფა...

6) როგროც კი დუღილით გამოიყობა ბალონში იმდენი აირი რომ მან ბალონის შიგნით 70 ატმოსფეროს მიაღწიოს.. ბალონში თხევადი co2-ის ღუღილი წყდება და ახალი პორცია აირადი Co2 აღარ გამოიყოფა.

7) შედეგად ბალონში რჩება 50% თხევადი სუბსტანცია, და 50% მოცულობა რომელიც შევსებულია აირადი CO2-ით ზემოთხსენებული წნევით. ეს მოცულობა, თან არის აირად მდგომარეობაში თან არის თხევად მდგომარეობაში, ნუ ზღვარზეა რა . თხევადში ვერ გადადის იმიტომ რომ მოცულობა შემცირდება გამო თხევადი სუბსტანცია დუღილს დაიწყებს... მოკელდ ასე ზღვარზე არის გამოკიდებული

8) თუ გარემოს ტემპერატურა გაიზრდება ვთქვათ 40 გრადუსამდე (ნუ იასნია ბალონიც თბება რა ნელნელა და შიდა ნივთიერებასაც გადაეცემა ტემპერატურა), მაშინ თხევად Co2-ს ბალონში შექმნილი წნევა 70 ატმოსფერო ვეღარ შეეწინააღმდეგება და თხევადი სუბსტანცია დაიწყებს დუღილს, ისევ გამოყოფს აირს და როგორც კი მიაღწევს საჭირო წნევას, ნუ ზუსტად არ ვიცი ვთქვათ იყოს 80 ატმოსფერო, ისევ გაჩერდება დუღილი.

თუ მოხდება ისე რომ გარე ტემპერატურა შემცირდება ვთქვათ 0 გრადუსამდე, მაშინ ბალონში არსებული წნევა საჭიროზე მეტია, ამ ტემპერატურაზე co2- დუღს მგონი 30 ატმოსფეროზე, თუ ბალონში 70 ატმოსფერო იყო, იასნია რომ 40 ატმოსფეროს ძალა ტყუილაა ბალონში, თხევადი co2-ი მაინც არ დუღს და შესაკავებელიც არაფერია, ამიტომაც, ნაწილი აირადი co2 იწყებს თხევად მდგომარეობაშI გადასვლას, მანამდე სანამ აირად დარჩენილი co2-ის წნევა დუღილის ზღვრისთვსი საჭირო წნევას არ გაუთანაბრდება...

ნუ ესაა რა უხეში მონახაზი, იმედია იასნია სიტუაცია smile.gif
koknar
ja_ja
ანუ P წნევაზე A აირი T ტემპერატურაზე შეიძლება იყოს როგორც აირად, ასევე თხევად მდგომარეობაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P = 80 ატმ.
T= 30 გრ.
A = CO2

Am I right ?
ja_ja
koknar
ორივეში ერთად ვერ იქნება, ან ერთია ან მეორე smile.gif
koknar
მაშ შენ არ ამბოფ ბალონში ნახევარი თხევადია ნახევარი აირადიო, ტემპერატურა ერთიდაიგივეა წნევაც იგივეახომ აბა ბალონში სხვადასხვა წნევა ხო არაა ნახევარ ნახევარში, გაზიც იგივეა, მარა მხოლოდ განსხვავდება აგრეგატული მდგომარეობა. ეგარი და ეგ. ისე რეალურათ მართლა ნახევარი სითხეა და ნახევარი აირი თერმოდინამიკის კანონები არამგონია ამ უბრალო ბალონში ირღვეოდეს. პირადათ ვიკამათოთ როცა შევხვდებით ესე ძნელია !
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 9th July 2012 - 07:12 PM) *
პირადათ ვიკამათოთ როცა შევხვდებით ესე ძნელია !

ნიხტ პრობლემო, თუმცა კამათი არ გამოვა, აი ახსნა პაჯალიუსტა biggrin.gif
minchanin
საღამო მშვიდობისა მეგობრებო. თუ დავუჯერებთ პროფესორ ტროფიმოვს, ცო2 ბალონში ერთი და იგივე ეტმპერატურის დროს, ერთი და იგივე წნევა იქნება მიუხედავად იმისა თუ რამდენი თხევადი გაზია ბალონში. მაგალითად თუ 40 ლიტრიან ბალონში მხოლოდ ერთი წვეთია თხევადი ცო2, იგივე წნევა იქნება, რამდენიც იქნება 40 ლიტრიან ცო2-ის ბალონში, რომელიც თხევადი სუბსტანციითაა სავსე და აკლია მხოლოდ ერთი წვეთი. რა თქმა უნდა თუ გარემოს ტემპერარურა ერთნაირია. რაც შეეხება ბალონების შევსებას , სრულიად მოსალოდნელია რომ მათ ავსებდნენ სანახევროდ. я так думаю.
ja_ja
minchanin
წნევა კი ერთი იქნება, მაგაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ 1 წვეთი ეკლდება თუ ერთი წვეთი იქნება ბალონში დარჩენილი სითხის ფრაქციის სახით, დანარჩენ მოცულობაში რაც სითხეს არ უჭირავს იქნება აირად მდგომარეობაში...

აი მაგი უკვირს კოკნარას რაფრა შეიძლება სიტყვაზე ნახევარი ბალონი თხევად მდგომარეობაში იყოს და მეორე ნახევარი აირადშიო smile.gif
Davitus
ციტატა
აი მაგი უკვირს კოკნარას რაფრა შეიძლება სიტყვაზე ნახევარი ბალონი თხევად მდგომარეობაში იყოს და მეორე ნახევარი აირადშიო


და ეგ რატომ არის გასაკვირი?

აზოტს როგორ ათხევადებენ ქარხნულად თუ იცით, ამ კითხვაზე ავტომატურად გაგეცემათ პასუხი smile.gif
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 10th July 2012 - 05:55 AM) *
და ეგ რატომ არის გასაკვირი?

ეტო ნე იააა smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მე მჯერავს მაგი და მეთვითონაც მაგას ვამბობ smile.gif
minchanin
ja_ja
ციტატა
წნევა კი ერთი იქნება, მაგაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ 1 წვეთი ეკლდება თუ ერთი წვეთი იქნება ბალონში დარჩენილი სითხის ფრაქციის სახით, დანარჩენ მოცულობაში რაც სითხეს არ უჭირავს იქნება აირად მდგომარეობაში...

აი მაგი უკვირს კოკნარას რაფრა შეიძლება სიტყვაზე ნახევარი ბალონი თხევად მდგომარეობაში იყოს და მეორე ნახევარი აირადშიო


იასნია, ბაზარა ნეტ!


ვახ, ციტატა მაინც ვერ ჩავსვი ნორმალურად. ვითხოვ პატიებას.
ja_ja
მოკლედ ნაწილობრივ ცუდი ინფორმაცია მაქვს. სანთებელას რეზინები არ ამარათლებს sad.gif

უფროსწორედ ერთ კონტურში ამაღტლებს და 5-იანზე მუშოაბს, მაგრამ კონკრეტულად კლაპანი სადაც არის, იქ არ ამართლებს sad.gif...

მოკლედ ზედა პოსტებისა და წინა გვერდებიდან გამომდინარე იცით რომ მაქვს 5 მრავალჯერადი ბალონი, მოკელდ ის რომელით პისტალეტში არის, ხოლმე არ გასდის, ნუ არ გასდის იმიტომ რომ პისტალეტის კლაპანს უჭირავს smile.gif

აი დანარჩენი 4-ი კი 2-3 დღის განმავლობაში იცლება, ზოგი ჩქარა ზოგი ნელა.... პლიუს კიდევ ერთი ცუდი თვისება აღმოაჩნდა ამ ფორმის კლაპანს რეზინა ხანდახან თავისი ადგილიდან ხტება და მინიატურულად დატოვებულ ხვრელში ცდილობს გამოძრომას, გასაგებია რომ არ გამოსდის, იმიტომ რომ ადგილი არაა, მაგრამ მისი ასეთი უკონტროლო მოქმედება იწვევს იმას რომ კლაპანი კორექტულად არ იხსნება, ან გახსნის მერე კორექტულად არ იხურება....

მოკელდ ასეა თუ ისე ახლა კი მაქვს 5 ბალონი, მაგრამ 1 ძალიან ჩქარა იცლება, კიდევ ერთი ისე რა სიჩქარით იცლება, დანატრჩენი სამი სადღაც 2-3 დღე უძლებს.

ჯამში რეზინებიანი კლაპნები იმ კონსტრუქციაშI რომელიც მე გამოვიყენე მუშოაბენ, მაგრამ დიდი ვადით ვერ ინარჩუნებენ აირს ბალონში...

ასეა თუ ისეა გადავდივარ სხვა ფორმის კლაპნების გაკეთებაზე smile.gif ვნახოთ იქ რა გამოვა

P.S. სხვათაშორის თვითონ რეზინები გაფუჭებული არაა, უფრო კლაპნის კონსტრუქციის გამო ვერ მუშაობენ ისე როგორც მე მინდა smile.gif
gregory
მდაა...
შენს \გარემონრტბულ 1077-ს მაგრად უჭირავს წნევა!
უბრალოდ "ხელით მოჭერა არ გამოგის:ოდნავ თუ გახვრეტს ბალონს და ...
რეზინი და ნახშირბადის დიოქსიდი არ მგობრობენ. ეგრევე კარგავს რეზინი თავის ფუნქციებს
minchanin
ჯა-ჯა ბატონო,

ხომ არ ჯობდა ავტომობილის ნიპელის გამოყენება გეცადათ. მე რამოდენიმე ექსპერიმენტალური ბალონი გავაკეთე მინსკში და საკმაოდ ხარისხიანი გამოვიდა. მხოლოდ მე ნიპელის კორპუსის ჩახრაXნვის დროს კალას ვხმარობდი, და ამიტომ პროცესი საკმაოდ არა ტექნოლოგიური იყო. მე მგონი თქვენც კარგად იცით ეს ტექნოლოგია. ჰო და ამ ორი ტექნოლოგიის გიბრიდი რომ გაგეკეთებიათ შეიძლება უფრო უკეთესი გამოსულიყვეს, რადგან მას "უპლატნენიე" საკმაოდ გამძლე აქვს. უდაჩი.

patosi
გამარჯობა!!! ყველას. მე ახალი ფორუმელი ვარდა პისტოლეტიც ახალი შეზენილი მაქვს, და მეც მაქვს პრობლემა ბალონების სჰეზენასტან და მალე დამტავრებასტან დაკავსირებიტ, ასე რომ მეც მეც თქვენტან ვარ და მეც მინდა მასეთი მრავალჯერადი ბალონიsmile.gif)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.