არ ვიცი რეები აყენია სასტუმროებში, მაგრამ მანქანებში co2 ბალონები როგორც წესი არ გამოიყენება, ზაფხულში ჩაკეტილ მანქანაში ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს რაც თხევადი co2-ის აგრესიულ დუღილს და რეაქტიულად წნევის ზრდას იწყებს, ბოლოს შეიძლება ბა-ბახი მოხდეს.
მაგ მიზეზის გამო როგორც წესი მანქანებში გამოიყენებს ფხვნილის ან ქაფის ცეცხლმაქრები.
ცეცხლმაქრები იყოფა 4 კატეგორიად, ცეცხლის და პირობების მიხედვით, ნუ არის ჩვეულებრივი ხანძრის, ცეცხლმაქრები, ნავთობის და ზეთების სხვა კატეგორიაა, ელექტრო ხანძრებისთვის და აპარატურისთვის სხვა კატეგორიაა და არის კიდევ აირადი თუ არავცდები.
ცეცხლი მეცნიერულად ითვლება რომ არის 3 ძირითადი კომპონენტის შემცველი რის გამოც მას ცეცხლის სამკუთხედსაც ეძახიან, კერძოდ: საწვავი, ჟანგბადი და ტემპერატურა....
საკმარისია ამ სამკუთხედიდან ერთი კომპონენტი გამოაცალო რომ ცეცხლი გაქრეს. უმეტესი ცეცხლმაქრები მინუმუმ 2 შემადგენელ ნაწილს ებრძვიან, ძირითადად ჟანგბადი და ტემპერატურა.... თუმცა არის კიდევ საწვავის გამოცლის ვარიანტებიც.
მაგალითად:
1) ფხვნილის ცეცხლმაქრები ავტომატურად გამოდევნიან გაფრქვევის ზომიდან ჰაერს და ჟანგბადს, შედეგად წვა უკვე ვეღარ მიმდინარეობს, გარდა ამისა ზედაპირზე გაფრქვეული ფხვნილი ქმნის ბარიერს და პირდაპირი მოკიდება ვეღარ ხდება, ანუ რაღაც დონეზე საწვავის გამოცლა ხდება
2) ქაფის თხევადი ცეცხლმაქრები, როგორც წესი თავისი თხევადობის გამო გაფრქვეული ზედაპირის გაგრილებას იწვევენ, პლიუს სითხის აორთქლება წარმოქმნის ბევრ ორთქლს რომელიც ცეცხლის ზონაში ჰაერის ჩანაცვლებას აკეთებს, შედეგად ალი ქრება, პლიუს ზედაპირზე გაფრქვევისას საწვავ მასალას ართმევს ალს, ანუ ზემოდან არის ქაფის სახით გადაფარებული მასალაზე და ცეცხლს რეალურად საკვები აღარ აქვს
3) co2-ის ცეცხლმაქრები მინიმუმ 2 საქმეს აკეთებენ ერთად, თავისთავად წარმოქმნიან co2-ის ღრუბელს და წვის ზონიდან ჰაერს დევნიან შედეგად წვა ვეღარ გრძელდება, პლიუს ფიზიკის კანონების მიხედვით შეკუმშული აირის გამონთავისუფლება და გაფართოება თხევადიდან აირად მდგომარეობამდე იწვევს მკვეთრად ტემპერატურის დაწევას, რჩება მხოლოდ საწვავი.
4) სპეციალიზირებული ცეცხლმაქრობები, ნუ ეს უკვე სპეც ტექნიკის ან შენობებისთვის არის შექმნილი, ისეთი რამ როგორიცაა ვთვქათ FM200 ან ეგრეთწოდებული "მშრალი წყალი", ესენი ძირითადად ჰაერის გამოცლას აკეთებენ, ნუ ეს თავისებური შენობებისთვის გამოიყენება, მაგალითად დატაცენტრებისთვის, სადაც ტექნიკა არ უნდა დაზიანდეს წყლით ან ქაფით, ხოლო co2-ის შემთხვევაში შეიძლება პერსონალი გაგუდო, ამიტომაც გამოიყენება შესაბამისი რეაგენტები, რომელიც ჟანგბადის მოცულობას მკვეთრად ამცირებს და წვას უკვე საკმარისი ჟანგვადი აღარ რჩება, მაგრამ ადამიანს გაჭირვებით, მაგრამ სუნთქვა შეუძლია და იმის დრო მაინც აქვს რომ უსაფრთხოდ დატოვოს შენობა სუნთქვის შეკავების გარეშე.
გამოყენების მხრივ ყველას თავისი ზონები აქვს, მაგქალითად ნავთობპროდუქტებისთვის უფრო ქაფი გამოიყენება, რომელიც ნავთობროდუქტებს ზემოდან ეფარება და საწვავს ართმევს ალს. co2-ი გამოიყენება იქ სადაც არ არის სასურველი დასველება მაგალითად ელექტრო გამანაწილებლები და ელ მოწყობილობები, მაგრამ ღია ადგილი უნდ აიყოს თორემ გაგგუდავს

ფხვნილი ძირითადად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ხანძრები, ნუ იქ ტახტი, ხე, ქაღალდი და სხვა ამდაგვარი...
რა თქმა უნდა ერთმანეთში არევა შეიძლება, მაგრამ არაეფექტურია ეგეთი საქციელი, მაგალითად ნავთობპროდუქტების ხანძრისას ფხვნილით ჩაქრობა არაეფექტური იქნება, რადგან ირგვლივ ყველაფერი გავარვარებულია და ნავთობპროდუქტი ლამის წყლის კონსისტენციაშია, ხოლო ბენზინი და დიზელი ისედაც თხევადია, შედეგად ფხვნილის ცეცხლმაქრი საწყის ეტაპზე გაამართლებს, მაგრამ თუ გაცხელებულია ყველაფერი, მაშინ ზედაპირს კი გადაეფარება და ერთი შეხედვით საწვავი წაართვა ცეცხლს, მაგრამ თხევადი ნივთიერებით უცებ გაიჟღინთება და პირიქით კაი ბაზა იქნება საწვავისთვის, ხოლო გავარვარებული ტერიტორიის გამო ან ირგვლივ აირადი ალის ნაკადების გამო ცეცხლი ისევ იოლად წარმოიქმნება და....
საერთოდ ყველა ცეცხლმაქრი შექმნილია პირველადი რეაგირებისთვის და ყველაზე დიდი ცეცხმლაქრებიც კი მაქსიმუმ 20-40 წამი მოქმედებენ, პატარები კი მაგალითად 2-3 ლიტრიანი რეალური მიშვებისას 15-20 წამში ფაფუ

ფხვნილის საერთოდ 10 წამში გაქრება, განსაკუთრებით მანქანებისთვის 1 ლიტრიანები რომ არის

....
პლიუს გასათვლელი ისაა რომ ხშირად მინახია გამოუცდელი ცეცხლს რომ უშვერს ცეცხლმაქრს, ცდილობს შორიდან და ზემოდან მიუშვიროს ცეცხმლაქრი, ამასობაში ძალიან ახლოდან არის მისაშვები, თორემ დისტანციის ზრდასთან ერთად პროგრესულად მკვეთრად ეცემა ცეცხლმაქრის ეფექტურობა ჰაერთან გაზავების გამო