მოკლედ ბოლომდე არ გადამიკითხია, მაგრამ სწორედ ისაა რაც ვიფიქრე, მოკლედ შევეცდები ახლა აგიხსნა რა ჭირი და დოზანაა და რაფერ შეიძლება მისი გამოყენება, მერე შენ და სხვებმა გადაწყვიტეთ ღირს ყიდვა თუ არა.
მაშ ასე ეს არის ბუსტერი, როგორც ავხსენი გამაძლიერებელი. ანუ გაქვს რაღაც წნევის ჰაერი და შეუძლია გაზარდოს მისი წნევა, ნუ ახსნილია რომ მინიმუმ გჭირდება 100PSI რომელიც შეიძლება გაძლიერებული იყოს 50-ჯერ და აწეული იყოს 5000-PSI-მდე, მაგრამ მთლად ეგრე არაა საქმე, ასევე მეორე ჰაერის წყაროც არის საჭირო რომ ეგ წნევა მიიღო.
ჯამში ეს არის დანამატი კომპრესორისთვის, ნუ შეიძლება მაღალი წნევის კომპრესორებში ესეთი შტუკები კაკრაზ აყენია, მაგრამ მე ვგულისხმობ, სტანდარტულ კომპრესორს, მაგალითად Beqa-ს რაც აქვს.
ბექას აქვს ტანკის კომპრესორი რომელიც მუშაობს 150 ატმოსფერომდე, და ამ წნევას იძლევა გადასარევად, მაგრამ ბექას გადაკეთებული აქვს და 200 ატმოსფერომდე ყავს აწეული, ეგ კი იმ კომპრესორს უკვე უჭირს, ბღუის, ცხელდება, დენს ჭამს და 2 ლიტრიან ბალონს მგონი 30 წუთი ტენის 200 ატმოსფეროზე. თან ეგ 200 ატმოსფერო პატალოკია.
აი თუ გაქვს ეგეთი კომპრესორი და გინდა 200-ზე კი არ იყო გაჩერებული, არამედ 300-350 ატმოსფერომდე ახვიდე, მაშინ ყიდულობ მაგ შტუკას, აყენებ კომპრესორზე როგორც დამატებით მე-4 საფეხურს და ის უკვე გიზრდის გამომუშავებულ 150 ატმოსფეროს (ამ წნევას კი კომპრესორი იოლად იძლევა) სასურველ 300 ატმოსფერომდე.
ნუ იქ შლანგებით მიაწვდი ჰაერს, ერთ ნაწილში 100PSI-ს ექვივალენტს, მეორე გვერდითა ხვრელში კი მიაწვდი 150 ატმოსფეროს, და გამომავალ პორტზე მოგცემს წვალების გარეშე 5000 PSI-ს. ახლა იმედია გასაგებია რაც არის. საინტერესო კი ამ კონსტრუქციაში ის არის, რომ
დენი არ სჭირდებაო, არ ვიცი როგორაა მოწყობილი კონსტრუქცია, შეიძლება 2 მიწოდებული წნევიდან ანუ ერთ ძირა პორტში 100PSI მიეწოდება, მეორეში კი 500-დან 3000PSI-მდე.... მოკლედ შეიძლებ ერთერთი ამ მიწოდებული წნევიდან, მუშაობს მექანიკის ასამოძრავებლად....
ნუ ტიპა ხომ არის, გაკეთებული პნევმო მატორები, იგივე შიდა წვის ძრავის პონტია, უბრალოდ საწვავის აალების მაგივრად ხდება მაღალი წნევის ჰაერის შეშვება კლაპნიდან, შედეგად იგივე მოძრაობა იქმნება, შეიძლება ერთერთი ამ წნევებიდან სწორედ ეგეთი სამუშაოსთვის გამოიყენებოდეს და დენის გარეშე მექანიკური მატორის და კომპრესორის ნაწილების მოძრაობას ხმარდებოდეს რომ ერთი წნევა მეორე წნევამდე აქაჩოს, თორე, პროსტა ჰაერი შეუშვი და მაღალი წნევა გამოვიდეს, რაცხა პერპეტუმობილეს სუნი მცემს

მოკლედ ახლა მოდი დეტალურად განვიხილოთ:
კომპექტაციაში არის აი ეს და ღირს 450 დოლარი.

მინი ინსტრუქციის პონტში აქვს ასევე სურათი თუ სად რომელი წნევა უნდა მიეწოდოს

უკვე გასაგები ხდება რომ დამოუკიდებლად ვერაფერს აწევს
და ბოლო მაგალითი ერთერთ მომხმარებელს როგორ აქვს ეგ საქმე გაკეთებული

აღებული აქვს, 2 ბალონი (უკანა და ძირა შლანგების ბოლოს დააკვირდი, სკუბა, ანუ მყვინთავების ბალონების ჩამოსაცმელი პორტი აქვს), ერთიდან ერთ წნევას აწვდის, მეორედან კი მეორეს, ზედა პორტიდან კი გამოდის სანატრელი 5000PSI

ნუ იდეაში თუ იქნება შესაძლებელი სადმე 2 ბალონი დაიტენოს და მესამე ბალონიც იქნება შესაძლებელია ნორიკას ოცნების მიღწევა და ბალონის 300 ატმოსფერომდე დატენვა. მაგრამ ცალკე ეგ დეტალი 450$, ცალკე კომპრესორი, ან ცალკე 3 ბალონი, ნუ რა ფინანსებში გავალთ ქე არის გასაგებლარი

ახლა კი თარგმანი რომ გუგული ბიძის თარგმანს არ დავეყრდნოთ (ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტები - ნუ ტიპა ცისფერი მთების პონტში

)
ციტატა
It is used to BOOST the pressure of Nitrogen or Compressed Air UP TO 5000psi using shop air pressure (90 to 100psi) to drive it.
ეს შტუკა შეკუმშული ჰაერის ან აზოტის წნევას ზრდის 5000-PSi-მდე, ამისათვის იყენებს ხელსაწყოებში გამოყენებულ (ნუ ტიპა ვულკანიზაციაზე რომ იყენებენ რა პნევმო ბოლტების მომშვებში და პალიროვალშიკში, შეიძლება ასევე საბურავების დასაბერი ელექტრო შტუკის გამოყენებაც მაგრამ მაგაზე ძირს დავწერ) სამუშაო წნევას 90-100 PSI-ს წნევით
ციტატა
booster will not compress atmospheric air to fill your paintball tank. You need no less than 500psi of input air to start. Even though this booster will work with input air as low as 500psi, I really recommend 1500psi or more, to reduce the time it takes to fill a tank.
ბუსტერი არ შეკუმშავს თავისით ატმოსფერულ ნორმალურ წნევას რომ გაგივსოთ თქვენი ბალონი, თქვენ გჭირდებათ არანაკლებ 500 PSI შემავალი წნევა იმისათვის რომ მან დაიწყოს მუშაობა. მიუხედავად იმისა რომ 500PSI-ზეც მუშაობს ეს შტუკა მე გირჩევთ და რეკომენდაციას გიწევთ გამიყენოთ არანაკლებ 1500Psi ან მეტი, რომ შეამციროთ ის დრო რომელიც საჭირო იქნება ბალონის გასავსებად.
ციტატა
The simplest way I can explain the function of this gas booster is like this: 1500 to 3000psi compressed air or nitrogen + This Booster + your regular 100psi shop air compressor = 3000, 4500, or 5000psi Paintball HPA tank fills.
ყველაზე მარტივი მეთოდი ამ შტუკის გამოყენებისთვის რომელიც შემოძლია გირჩიოთ: 1500 ან 3000 psi-ზე შეკუმშული ჰაერი ან აზოტი + ეს გამაძლიერებელი + თქვენი სტანდარტული პნევმო ხელსაწყოების ჰაერის კომპრესორი = გამომავალი 3000, 4500 ან 5000 psi ბალონის შესავსებად.
და ბოლო შტუკა, დანარჩენი სარეკლამო ტექსტს, ან რომელი ბალონი რა აირი და როგორ გამოიყენო, ნუ ეგ ძირითად კონცეფციას არ ცვლის ასე რომ მაგას აღარ გადავთარგმნი
This booster requires no electricity. To operate this booster, you must have
two things, a supply of compressed air or nitrogen which is 500 to 1000 psi or greater (like a SCUBA tank or bulk nitrogen/HPA tank),
and a supply of compressed air at 100 psi to operate the booster. Any standard shop air compressor will work great for the drive air. I recommend that the the flow rate of the compressor is 5 CFM or higher. You can use a smaller air compressor, like the little $60 ones at Harbor Freight, but you will not be able to fill tanks as fast.
ამ ბუსტერს არ სჭირდება ელექტრო ენერგია. იმისათვის რომ ამუშაოდ ეს მოწყობილობა
გჭირდებათ ორი რამ, შეკუმშული ჰაერი ან აზოტი რომლის წნევაც მინიმუმ იქნება 500-1000psi ან უფრო მეტი (მაგალითად უკვე დამუხტული დაივერების ბალონი)
და შეკუმშული ჰაერის მიმწოდებელი 100psi-ს ვარიანტში რომ ამ ბუსტერმა იმუშაოს, ნებისმიერი სახელოსნოს მშრალი შეკუმშული ჰაერის კომპრესორი ამ საქმეს მშვენივრად გაართმევს, მე გირჩევთ რომ თქვენს კომპრესორს მინიმუმ ჰქონდეს 5 CFM-ი წარმადომა (CFM-ი არის, კუბური ფუნტი წუთში, ანუ გამართული მუშაობისთვის ეს კომპრესორი უნდა მიაწვდიდეს ბუსტერს 5 უბურ ფუნტ შეკუმშულ ჰაერს წუთში რაც ჩვენებულ მეტრულ სისტემაში არის 141.5 ლიტრი ჰაერი სტანდარტულ 1 ატმოსფეროზე წუთში), თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა კომპრესორი როგორც 60$-იანი შტუკა, მაგრამ მისი წარმადობა საკმარისი არ იქნება და ბალონის ავსებას დიდხანს მოუნდებით.
ნუ ბოლო ტექსტის გადათარგმნიდან კაკრაზ ჩანს მუშაობის ძირითადი პრინციპი, რომელიც მე ასე გავიგე და ასე ვხსნი:
1) გაქვს ბალონი რომელიც დატენილია 3000psi-ზე, ვთქვათ დაივერების სტანდატული ბალონი ვთქვათ 10 ლიტრიანი
2) ამ ბალონს აერთებ ძირა კორტში სადაც უნდა მიეწოდებოდეს 500-დან 3000 psi-მდე ჰაერი, მაგრამ თავისით ეს ბუსტერი მაგ ჰაერს ვერ ააწევინებს წნევას, იმისათვის რომ მექანიზმმა იმუშაოს გადავდივართ შემდეგ პუნქტზე
3) უკანა პორტში უნდა გათხარო კიდევ ერთი შლანგი და მიაწოდო ჰაერი 100psi წნევით, რომელიც მექანიზმს აამუშავებს და დაიწყებს იმ მიწოდებული 500-დან 3000psi-მდე ჰაერის დაჭირხვნას რომ აიყვანოს 5000-psi-ზე
4) ნუ პირველ პუნქტში ნახსენები 10 ლიტრიანი ბალონი რამდენ ლიტრიან ბალონს დაგამუხტინევს 5000-ზე ეგ ცალკე დასაანგარიშებელია, რადგან როდესაც იმ ბალონში 500-ზე დაბლა ჩამოვა წნევა ბუსტერი ვეღარ შეკუმშავს ჰაერს, ეგ კი გარკვეულ მოცულობას დაგაკარგვინებს, ნუ მოდი ასე ვიანგარიშოთ, 10 ლიტრიანი ბალონი უხეშად გადაგაკონვერტირებინებს წნევას და შეგავსებინებს 4500-ზე 5-6 ლიტრიან ბალონს, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბოლო ციფრები ჰაერიდანაა მოტანილი და რეალობასთან არაფერი არ ექნება საერთო.
P.S. პირველ სურათში ნაჩვენებია რეპკომპლექტის რეზინები, ერთი ვეებერთელა და 2 პატარა, ნუ მანდვე ჩანს, რომ დიდი არის, უკანა პორჩენის ტრაკისთვის და პატარები აშკარად წინა პორშენის თავისთვისაა, იმედია ხვდები მუშაობის პრინციპი როგორ პონტზე იქნება აწყობილი