მტააკ ესეიგი მუსიე
bazuka და მუსიე
soxa აგერ პაწია საინფორმაციო მიმოხილვა რომელიც ასე თუ ისე საქმის კურსში ჩაგაყენებთ რა რეზბაი გაქვთ ბოთლსაი თქვენსაი შიდა

ёსეიგი გუშინ ბახუკამ გამოიტანა ბალონი თავისი ნებითაი თავისითაი... მარა გვიანი იყო ასე 11-ი იყო დაწყებულიდ ა გუშინვე ჩალიჩმაიკერობა დამეზარა. დღეს სამსახურის მერე, კარგად ჩავძეხი ვითარცა გერმანელი შვაინე

და ჩავუარე გზად ბაზუკას ბალონსაი... ნუ იმ იმედათ რომ მოვჭრიდი საიდუმლო ამერიკულ რეზბას

ნუ როგროც წინა გვერდებზე ვწერდი სამხედრო სპეციფიკაციების მიხედვით საჭიროა რომ რეზბა იყოს 1-1/8 დუიმი და 12 ძაფი 1 დუიმში, ნუ წესით უნდა ყოფილიყო კლასიკური სწორი რეზბა, მარა მე და სოხამ რომ ვუყურეთ და უხეში ანაზომები ავიღეთ ვტოდე კონუსური უნდა ყოფილიყო....
ნუ მოკლედ ავიღე ამოსავალ წერტილად სპეციფიკაციებში ნახსენები 3A სპეციფიკაცია, რომლის მიხედვითაც რეზბის გარე დიამეტრი უნდა ყოფილიყო 27.2 მილიმეტრი, მინუმუმ ამ სპეციფიკაციით დაიშვება 27.08 მილიემტრი გარე დიამეტრი
ნუ ახლა ალუმინისგან საცდელი დეტალის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, ალუმინი ან დურალი მაინც არ გამოდგებოდა, მაი საქმისთვის (მიუხედავად იმისა რომ შიგნით კოლბა კომპოზიტურ ბალონში ყოპველთვის დურალისაა), რკინა მე არ მქონდა, ბრინჯაო სპეციფიკაციებში ნახსენები არაა და ამიტომ არც განვიხილავდი (პლიუს ექვსკუთხედი არ მქონდა) ამიტომაც, საცდელად გადავწყვიტე კაპრონისგან გამომეთალა დეტალი და რეზბა შემემოწმებინა, სწორე იყო თუ კონუსური.
ავიღე კაპრონი, უხეში ზომა ჩამოვჭერი გავფრცქვენი და რეზბისთვის საჭირო 42 მილიმეტრის სიგრძის მანძილზე დეტალი დავიყვანე 27.2 მილიმეტრზე



როგორც ხედავთ ცოტათი სამხედრო სპეციფიკაციებს ავცდი და 27.2 მილიმეტრის მაგივრად გამომივიდა 27.18 მილიემტრი

მარა ნომინალამდე არ ჩავსულვარ ასე რომ სტანდარტებში ვზივარ და 2 მეასედი იმედია მეპატიება

ნუ მერე იასნია რეზბის მოჭრას შევუდექი....


მე ჩემებური ბანძი მეთოდი მაქვს, შემუშავებული წარამარა რომ არ ვამოწმო რეზბის სიღრმე, ამისათვსი გარედან დეტალს ზუსტ ზომაზე ვთლი, შემდეგ კი ვღებავ მარკერით, მერე ვიწყებ რეზბის მოჭრას და როდესაც ლურჯი ფერი გაქრება ეგ იმის მანიშნებელია რომ კონუსები ზუსტად შეიკრა (ბოლო გავლებისას, ამ დროს 0.025 მილიმეტრს ვიღებ ხოლმე რომ არ გამექცეს ზომა და შემთხვევით მეტი არ ავათალო)
შედეგად მივიღე აი ასეთი რეზბაი


ამის მერე რაღა დარჩა ავიღე და ვეცი ბაზუკას ბალონს

მოვაძრე ორიგინალი პრობკა და შევეცადე ჩამეხრახნა ახლახანს გამოთლილი საშინელება, აი რა გამოვიდა




ზის იდეალურად, არ ყანყალებს და არც არაფერი, იმენნა სუპერ იდეალურად დაჯდა, არც ეჭედება, არც ყანყალებს, რავი კარგად დაჯდა რა.... ამასობაში გარე დიამეტრიდან 27.2 მილიემტრიდან რადიუსშI რეზბის ჭრისას შევედი 1.775 მილიემტრით, ანუ დიამეტრში დეტალს მოაკლდა 1.775x2=3.55 მილიმეტრს,
ახლა 27.2 მილიმეტრს, გამოვაკლოთ აგი 3.55-ი და მივიღებთ 23.65 მილიმეტრს, ანუ აი ესაა რეზბის შიდა დიამეტრი - მოკლედ სწორი რეზბაა რა ყველანაირი კონუსების გარეშე

ჰოო დალშე კიდო რა... აა ხო მართლა სანამ სურათებს გადავიღებდი აგერ ვიდეო მასალაც, მართალია აკუმულატორი მიჯდებოდა და ბოლო 2-3 სიტყვა ვეღარ ჩაიწერა, მაგრამ საერთო ჯამში ვიდეო მგონი გამოვიდა

ახლა დანარჩენს და გადამყვანის გამოთლას რაც შეეხება, ნუ მე მაინც მოხარული არ ვარ ბრინჯაოს და ლატუნის იდეისა, რავი მეშინიასავით, მიუხედავად იმისა რომ მანქანის ბალონებზე უყენიათ პრინჯაოს დამტენი პორტები და კრანები და ტენიან 250 ბარზე, მაინც არასწორად მიამჩნია, ეგ ბალონებიც ხომ იდეაში 200 ატმოსფეროზეა გათვლილი და არა ქართულ რეალობის 250 ატმოსფეროზე. რავი არ მიყვარს ეს გრუზუნული გადახვევები...
ამიტომ ჯობია რკინის დეტალი გავაკეთოთ, იდეალში ჯობია უჟანგავი ფოლადის, მაგრამ მაგას ჩვენ ექვსკუთხედის ფორმისას აქ ვერ ვიშოვით, რომც, ვიშოვოთ ისეთი საზიზღარია უჟანგავი ფოლადი დასამუშავებლად რომ მე პასს, ზომები მოგწერეთ ტესტი ჩატარებულია და მაშინ ვინმე ცოტა ძლიერი დაზგის მფლობელი ნახეთ... რკინას რაც შეეხება გაკეთებადია, უბრალოდ სანამ ამ რეზბას მოვჭრით მანამდე გამოსაჭრელია ონკანის ბუდე და შესაბამისი რეზბა. ასე რომ ჯერ ონკანები გაჩითეთ

ანუ მოქმედებები შემდეგი იქნება:
1) იჩითება ონკანი რაიმე რეზბით, უმჯობესია პირდაპირი რეზბით და სასურველია 22 მილიმეტრზე მეტი არ იყოს რეზბის გარე დიამეტრი
2) ვთრეულობთ ექვსკუთხედ რკინას, ან მერე ფრეზზე ვაძლევთ ღარებს იმისათვსი რომ რაიმე "კლუჩით" იყოს მოჭერის შესაძლებლობა
3) ვთლით ფუღუროს, ონკანის რეზბისთვის
4) პლიუს ერთ წვრილ გამჭოლ ხვრელსაც ვაკეთებთ
5) ვჭრით რეზბას ონკანისთვის
6) ვატრიალებთ დეტალს და დაგვყავს 27.2-მდე რეზბის მოსაჭრელად
7) ვჭრით რეზბას
ნუ იქ გამოვტოვე ზედაპირების დამუშავება, რეზინისთვის ადგილის ამოღრუტვნა, კუთხეების მომრგვალება, ეს იგულისხმება, მე ხაზი შირითად პრინციპს გავუსვი რომ არ იყოს კითხვა ტიპა - რა პრობლემაა ჯერ ბალონის რეზბა მოვჭრათ და მერე კრანს რომ ვიშოვით კრანის რეზბაო... პრობლემა ისაა რომ მერე კრანისთვის რომ დაგვჭირდება რეზბის მოჭრა, დეტალი უნდა დაამაგრო ბაბთაში ძლივს წვალებით გამოთლილი რეზბით, რაც მიუღებელია... დამატებით კალიბრის გამოჭრა და შიდა რეზბაზე ჩალიჩი არ მინდა რომ ეს დეტალი ჩავხრახნოთ რეზბით შიგნით და შედეგად რეზბა არ დავაზიანოთ... ისედაც ამის გამოთლაზე ჩემს დაზგაზე კაი ბლომად დრო წავა და კიდევ დამატებით არასაჭირო ერთჯერადი დეტალისთვის აურაცხელი დროის ხარჯვა ნაღდად არ მინდა.
მოკლედ სულ ესაა რა