bubusicha იდეაში ყველაზე იაფი ეგ უნდა დაჯდეს და რატომ არაა გავრცელებული პრაქტიკაში და რამდენად მართებულია კისლაროდის ბალონის გადაკეთება ჟანგბადზე პცპ-ს დასატენად?
პრაქტიკულად ერთიდაიგივე საგანზე საუბრობ მეგობარო

ხან რუსულად (კისლადი) ხანაც ქართულად (ჟანგბადი) ასერომ შენ რაც იკითხე ეგ ერთიდაიგივე ნივთიერების (ჟანგბადის) ბალონზეგაქ ლაპარაკი.
კითხვის აზრს მიგიხვდი. შენ ალბათ გინდოდა გეკითხა ჟანგბადის ბალონი თუ შეიძლება ჩვეულებრი ჰაერით დაიტენოსო ხო? რომლითაც მერე პცპ სისტემის თოფის დამუხვტვას მოახდენ ხო? ხოდა შეიძლება. შეიზლება კი, მარა მანდ ბევრი ნიუანსია, კერძოდ:
ზედ უნდა ეწეროს რომ ეგ ბალონი განკუთვნილია სამუშაო წნევა 250ბარ. და ტესტირების 375 ბარზე. როგორც წესი ჟანგბადის (კისლაროდის) ბალონების 90% გათვლილია 150ბარ. მუშაობაზე და ეგ წნევა არაფრად არგამოგადგება გარდა ბენჯამინ დისკოვერისა ან მსავსი დაბალი წნევაზე გათვლილი თოფისა.
მერე მეორე თუ სიტყვაზე და იშოვე 250ბარზე მომუშაავე ბალონი მერე ტესტირება უნდა აუცილებლად რო შემოწმდეს რესურსი არ ქონდეს ამოწურული. შემდეგ სპეციალური მოწყობილობის მიერთება გჭირდება ბალონზე რითიც თოფს დატენი ( მგონი დამტენი სადგური ქვია ქართულად) და კიდევ ტოკართან მოგიწევს გადამყვანის დამზადება ეგ სადგური რომ ბალონზე მიაერთო. ხოდა აი მაგ ყველაფრის შემდეგ შეგიძლია გამოიყენო პცპ ის სატენად

ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და მაგიტო გწერ რომ შენც მზად იყო ამ ყველაფრისთვის თუ მაგ საქმეს შეეჭიდები. მე ეგ სადგური რუსეთიდან ჩამომიტანეს ძალიან იაფად ( ნუ აქაურ ფასთან შედარებით. აქ 180ლ. ღირს მაგნუმში და მე მგონი 70 თუ 80ლ. დამიჯდა) პირველი 2ლ. მოცულობის ბალონი აქ შევიძინე. მერე სულ ახალი აი რომ იტყვიან ცინცხალი ბალონი შემხვდა იაფად და ეგეც იგივე 2ლ. მოცულობით შევიძინე. მარა მაგის სამუშაო წნევა 200 ბარია. მარა მე გამომადგება. ჩემს ცაცოს (თოფს ვეძახი ასე

) სულ რაღაც 105კუბიანი რეზერვუარიაქვს. და ბოლოს რამდენიმე დღის უკან მაჩუქეს 1.3ლ. მოცულობის ნახმარი მარა ესეც კარგ მდგომარებაში მყოფი ბალონი (კახელებმა რომ ვიცით: ცოტათია ნახმარიო აი მასეა

) ხოდა ხვალ ან ზეგ მიმაქვს ტესტირებაზე გლდანში და აი მაგ საბუთის შემდეგ უკვე შემეძლება მივიტანო დასატენად.
აი ასეთი ამბების გავლა მოგიწევს მეგობარო შენც
წარმატებები