დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Weihrauch HW80
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2
foxi
ისე თავისუფლადაც იყიდება გერმანულ საიტებზე გაცილებით ძლიერი გერმანული. კერძოდ დიანას ზამბარები. მართალია ფასი იკბინება, 37 ევროდან იწყება,მაგრამ მაგ თოფისთვის ძალიან მაგარი იქნება.
feroni
ეხლა პატარა რისერჩი გავაკეთე ამ თოფზე, მე ძალიან მომწონს hw97 და მაგის რევიუს რო უყურებდი იქვე იყო ამ თოფის რევიუც, მოკლედ ეს თოფი 7.9 გრეინიან ტყვიას საშუალოდ ისვრის 251მ/წ-ით, რაც 35 მეტრში გვაძლევს 10.65 ჯოულ ენერგიას, 75 მეტრში კი ეს ენერგია ჩამოდის 6.6 ჯოულამდე, სადღაც მოსმენილი მაქვს იუთუბზე რომ რაზეც ნადირობ იმის წონა უნდა გაამრავლო 2 და მაგდენი ფუტპაუნდი ენერგია უნდა ქონდეს თოფს რომ ამ ზომის ნადირზე თუ ფრინველზე წარმატებულად ინადირო!
მამალი "გლუხარის წონა" არის 6.5 კილოგრამი რაც არის 14.52 ფუნტი ასე რომ ამ ფრინველზე რომ ზემოთ ნახსენებ მანძილზე წარმატებით ინადირო მინიმუმი საჭირო ენერგია არის 29 ფუთპაუნდი რაც არის 39-40 ჯოული , რისი მოცემაც ამ თოფს ფიზიკურად არ შეუძლია არანაირი ტყვიით, ასე რომ როგორც ზევით ბიჭებმა დაწერეს ასეთი თოფით ხარზეც შეგიძლია სანადიროთ წახვიდე მაგრამ რა ხეირი რო?
კარგი მოარტყი ვთქვათ იმ გლუხარს 70-80 მეტრში ამ თოფით, თუ თავში მოარტყი გაგიმართლა და მემგონი ასეთ გამართლებას აქვს ზევით წარმოდგენილ სურათებში ადგილი, აი თუ არ გაგიმართლა და სადმე ტანში მოხვდა ტყვია, გავრინდება და ტყვიასაც თან წაიღებს მერე შეიძლება სადმე მოკვდეს ან საერთოდაც არ მოკვდეს, თუ მოკვდა დამიჯერეთ მოკვდება წვალებით ან მელას და ტურის საჯიჯგნი გახდება, ასე რომ ის ტიპები მაგ სურათებში რომ არიან მინიმუმ უპასუხისმგებლო მონადირეები არიან.
ესაა ჩემი კომენტარი smile.gif
foxi
ციტატა(feroni @ 4th January 2012 - 02:31 PM) *
თუ მოკვდა დამიჯერეთ მოკვდება წვალებით ან მელას და ტურის საჯიჯგნი გახდება, ასე რომ ის ტიპები მაგ სურათებში რომ არიან მინიმუმ უპასუხისმგებლო მონადირეები არიან.
ესაა ჩემი კომენტარი


ჯიგარი ხარ! სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს მონადირე. ერთსაც დავძენ ამ კომენტარს,თოფი უცილობლად კარგი ხარისხიანია.მაგრამმ,80 მეტრზე ზუსტად თავში მორტყმის ვარიანტი გამოირიცხება მაგ თოფით.
მიხომიტო
მე იარაღში არ ვერკვევი განსაკუთრებით პნევმატიურში, უბრალოდ რადგან ეს მოდელი ევიძინე უცაბედად დავიწყე ინფორმაციის მოძიება.
და იმ კაცმა კი ხაზი გაუსვა შაშხანის გაძლიერებაზე და პირველივე იღბლიან 70 მეტრის ნანადირევზე...
http://talks.guns.ru/forummessage/96/179783.html
ilariona
მიხომიტო

და ამდენ მარჩიელობას არ გირჩევნია გახვიდე ბუნებაში, დადო 80 მეტრზე (არა 80 ნაბიჯზე) შუშის ბოთლი და ესროლო smile.gif ზუსტად მიხვდები რასაც წერენ აქ გამოცდილი მსროლელები.

80 მეტრზე ნადირობა პნევმატურით ცოტა რთულია, მითუმეტეს როდესაც საუბარია ზ.დ.პ-ზე.

არის შანსი, რომ მოინადირო მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ
ციტატა(feroni @ 4th January 2012 - 02:31 PM) *
აი თუ არ გაგიმართლა და სადმე ტანში მოხვდა ტყვია, გავრინდება და ტყვიასაც თან წაიღებს მერე შეიძლება სადმე მოკვდეს ან საერთოდაც არ მოკვდეს, თუ მოკვდა დამიჯერეთ მოკვდება წვალებით ან მელას და ტურის საჯიჯგნი გახდება


ასე დასრულდეს ნადირობა.

მიხომიტო

ჩემი თხოვნაა და არა მარტო თქვენ გთხოვთ არამედ ყველას ვთხოვ, რომ ვინმემ თუ რამე მოინადირეთ მაგაზე დაწერეთ!!!!!!!!!!!!! ის ფაქტი, რომ ვიღაცამ სადღაცას მოინადირა და ამ მანძილზე ეს არის ყოვლად მიუღებელი!
1) 80 მეტრი გაზომა? თუ ნაბიჯებით გადაზომა?
2) სად მოხვდა?
3) როგორი პოზიციიდან ისროდა?
4) რომელი ტყვიით მოინადირა?
5) და 1000 კიდევ სხვა კითხვა რომელიც ჩნდება ასეთ დროს, რომელსაც პასუხს მხოლოდ მსროლელი გაგვცემს.

ასე რომ ნუ მიწყენთ, მაგრამ უაზრო პოლემიკად მიმაჩნია ყველა დანარჩენი დაწერილი.

დაუჯერებელი ცხოვრებაში არაფერი არაა და 200 მეტრშიც შესაძლებელია მოინადირო 16 ჯოულიანი იარაღით ფრინველი, მაგრამ ეს რომ მოხდეს უნდა ათასი ხელის შემწყობი ფაქტი.

აი ამაზეა აქ საუბარი მეტი არაფერზე.

მიხომიტო
მასეც მოვიქცევი, უბრალოდ რახან ვყიდი არ ვეხები.
შაბათს გამოვცდი აუცილებლად ფოტოებსაც გადავიღებ. . და კიდე ერთი რჩევა მინდა გთხოვოთ , როგორ გსვასწორო ოპტიკა აი ეს ვიპოვე აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1079 ანუ აი ის იდეალური წერტილი ცენტრი.
ოპტიკა დავაყენე.
30-50მეტრში დავდებ ა4-ზე დაბეჭდილ მიზანს .
ვესვრი. მერე რას ვაკეთებ? წერტილი როგორ დავსვა ათიანში.
ზედა და გვერდითა ოპტიკის გასასწორებელი საით და როგორ დავალეგულირო?
ან მიმითითეთ სად წავიკითხო და ვისწავლო შაბათისთვის
feroni
ციტატა(მიხომიტო @ 4th January 2012 - 06:59 PM) *
როგორ გსვასწორო ოპტიკა

შენს თოფს როგორც რევიუებიდან ჩანს ძალიან მოსწონს jsb exact ყვიები წონით 8.45 გრეინი (0.547 გრამი) .
თუ თოფს გაანოლებ 31.5 მეტრზე მიიღებ საუკეთესო ეგრეთწოდებულ ბრტყელ ტრაექტორიას 11 მეტრიდან 35 მეტრამდე, ანუ მარტივად რომ გითხრა 11 მეტრიდან 35 მეტრამდე რასაც არ უნდა დაასვა ჯვარი და ესროლო ყველაფერს ჩამოაგდებ, ამ დისტანციაზე ტყვიის ტრაექტორია არ აგემატება 16 მილიმეტრს რაც საკმარისია ბეღურის ჩამოსაგდებადაც კი.

ilariona
თემა გავასუფთავე და გთხოვთ ნუღარ გააოფებთ ასე მწარედ.
norica_dragon
ციტატა(feroni @ Jan 4 2012, 07:59 PM) *
შენს თოფს როგორც რევიუებიდან ჩანს ძალიან მოსწონს jsb exact ყვიები წონით 8.45 გრეინი (0.547 გრამი) .
თუ თოფს გაანოლებ 31.5 მეტრზე მიიღებ საუკეთესო ეგრეთწოდებულ ბრტყელ ტრაექტორიას 11 მეტრიდან 35 მეტრამდე, ანუ მარტივად რომ გითხრა 11 მეტრიდან 35 მეტრამდე რასაც არ უნდა დაასვა ჯვარი და ესროლო ყველაფერს ჩამოაგდებ, ამ დისტანციაზე ტყვიის ტრაექტორია არ აგემატება 16 მილიმეტრს რაც საკმარისია ბეღურის ჩამოსაგდებადაც კი.



აუ შენ რაღაც კაი ბალისტიკური პროგრამა აქვს გეტყობა, არ გინდა რო გამიზარო?? biggrin.gif
მიხომიტო
დღეს როგორც შეკპირდით ოღონდ დაგვიანებით (რისთვისაც ვიხდი ბოდიშს) გავედით ბუნებაში მე ჩემი შვილი და ვაირაუხი 80. წავიღეთ ორი სამიზნე აოთხზე ერთზე რკალი 5სმ რადიუსი მეორე 20 თეთრიანი. დისტანცია ზუსტად 50 მეტრი. 5სმ სამიზნეს ვესროლეთ 10-ჯერ . ჯსბ-8გრანიანი 3 შიგნით 3 ახლოს 2-3 სანტიმეტრში ქვემოდან და 4 6-7 სანტიმატრში ქვემოდან. მერე დავდევით 20 თეთრიანი სამიზნე ისევ 50 მეტრი , სანამ ვისროლე ისრების მიმართულებით გადავწიე სამიზნე ნახევრით ზედაც და გვერდითაც. ჩემი ჭკუით მიზანს ავწევ. შაშხანა იდო ძირს (სპალნიკზე) ვესროლეთ 20-ჯერ ტყვიები თითქმის ჯგუფურად ჯდებოდნენ ზევით მარჯნივ 5,7,10 სანტიმეტრში 20 თეთრიანისგა . მოკლედ მერე შებინდდა ცოტა. ჩავრთე წითელი წერტილი. ერთი ტყვია მიზანში მოხვდა, უბრალოდ გამიმართლა რადგან დანარჩენები ჯიუტად უკვე 8-10 სანტ. ხვდებოდნენ ხან ზემოთ ხან ქვემოთ. ყინვამ და ბინდმა სულ დაგვღალა და გადავდევით ოპტიკის გასწორება ხვალინდალ დღეზე.
ოპტიკის გასწორებაზე წავიკითხე უცხოურ ფორუმებზე, მაგრამ ეგება აქ ვინმემ მარტივად ამიხსნას -ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ ტრიალის დროს საით მოძრაობს წერტილი. blush.gif
gregory
ციტატა(მიხომიტო @ 14th January 2012 - 07:21 PM) *
მაგრამ ეგება აქ ვინმემ მარტივად ამიხსნას -ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ ტრიალის დროს საით მოძრაობს წერტილი


მიხომიტო
თქვენ რაც გიწერიათ "4-9X32 LI წითელი წერტილი" ეგეთი ვერ ვნახეsad.gif
http://www.baueroptics.com/eng./zielfernro...ht-absehen.html
აქედან რომელი ბადე აქვს თქვენს ოპტიკას?
საერთოდ ესე ხდება: ზედა სატრიალო ვერტიკალს(ზევით-ქვევით) არეგულირებს, მარჯვენა შესაბამისად ჰორიზონტალს(მარცხნივ-მარჯვნივ).
საათის ისრის მიმართულებით თუ ატრიალებთ, მაშინ ტყვია დაბლა(თუ ზედა სატრიალებელს ატრიალებთ) ან მარცხნივ(თუ მარჯვნიდან რომაა იმ სატრიალებელს ატრიალებთ) მოხვდება.
მიხომიტო
აი ასეთი


ვერტიკალი გავიგე, ისრის მიმართულებით ქვევით ჩადის და ჰორიზონტალური ისრის მიმართულებით საით გადაადგილდაბა , მარცხნივ?
sekurifa
მიხომიტო - ოპტიკა უნდა გაასცორო მაგიდასთან დამჯდარი.მაგიდაზე დადე რამე შემაღლებული ( აგურები,წიგნები ან რამე მკვრივი სხვა)ჩაყარე პატარა ნაჭრის ტომარაში გრეჩიხა ოღონდ ისე რომ არ გაივსოს ბოლომდე და დადე მაგ შემაღლებულზე ზემოდან,ტომარაზე კი კონდახი ჩამოადე ისე რომ უკანა კონდახი მაგიდაზე ჩამოდო.შემაღლება დაარეგულირე შენით უკანა კონდახთან ისე რომ თოფი ჰორინზოტალურად იყოს.სროლისას მარცხენა ხელით კონდახის უკანა მხარე გაამაგრე ბეჭთან.ასე თოფს უკეთ გააშეშებ.გაისროლე ორჯერ ზედიზედ,შეხედე სად დაჯდება ტყვიები მერე გაიხედე ოპტიკაში ისევ ისე როგორც უმიზნებდი და დაატრიალე ნელნელა სარეგულიროები და მიიყვანე ნასროლ ტყვიებთან ჯვარი.ეცადე ჯვრის გადაადგილებისას თოფი კარგად გააშეშო.
gregory
ციტატა(მიხომიტო @ 14th January 2012 - 08:31 PM) *
ჰორიზონტალური ისრის მიმართულებით საით გადაადგილდაბა , მარცხნივ?

ტყვია უფრო მარცხნუვ მოხვდება
მიხომიტო
აი ესაა რაც წერია ჩემი ოპტიკა და ფოტო რატომღაც არაა

http://www.uk.baueroptics.com/zielfernrohr...-3-9x32-l4.html
მადლობა დახმარებისთვის ხვალ გამოვჩდი
კოპიო 3.9.50ია ოღონდ 32

ციტატა(sekurifa @ Jan 14 2012, 08:31 PM) *
მიხომიტო - ოპტიკა უნდა გაასცორო მაგიდასთან დამჯდარი.მაგიდაზე დადე რამე შემაღლებული ( აგურები,წიგნები ან რამე მკვრივი სხვა)ჩაყარე პატარა ნაჭრის ტომარაში გრეჩიხა ოღონდ ისე რომ არ გაივსოს ბოლომდე და დადე მაგ შემაღლებულზე ზემოდან,ტომარაზე კი კონდახი ჩამოადე ისე რომ უკანა კონდახი მაგიდაზე ჩამოდო.შემაღლება დაარეგულირე შენით უკანა კონდახთან ისე რომ თოფი ჰორინზოტალურად იყოს.სროლისას მარცხენა ხელით კონდახის უკანა მხარე გაამაგრე ბეჭთან.ასე თოფს უკეთ გააშეშებ.გაისროლე ორჯერ ზედიზედ,შეხედე სად დაჯდება ტყვიები მერე გაიხედე ოპტიკაში ისევ ისე როგორც უმიზნებდი და დაატრიალე ნელნელა სარეგულიროები და მიიყვანე ნასროლ ტყვიებთან ჯვარი.ეცადე ჯვრის გადაადგილებისას თოფი კარგად გააშეშო.


ხვალ ზუსტად მასე გავაკეთებ და რო არ ვირბინო წინ და უკან ბინოკლს წავიღებ 10X25 ლეოპოლდისას.

ისე მინდა გითხრად 50 მეტრში შუშის ბოთლს ხვრეტს ნახევარლიტრიანი ბორჟომს . და გუშინ იყო მყიდველი სამ ეტაპად გადაგიხდიო ოქტომბრამდეო. მასროლინეო , ბევრი ვიფიქრეთ რაზე გვესროლა 20 კვადრატულ ოთახში.smile.gif
ვესროლეთ ძველ კომუნისტურ სამედიცინო სწავლის წიგნს 4 მეტრიდსნ biggrin.gif გახვრიტა 130 ფურცელი შემდეგ 40 ფურცელი გახეთქა

ზუსტად 126ფურცელი გაიარა ბარაკუდა 10გრანიანი. ძაან მძიმე თოფია ხელიდან სროლა ძაან რთულია ოპტიკით 4.5 კგ და ამ წონაშიც დიდი უკუცემა აქვს.
მწოლიარე ვესროდი და მარცხენა ხელით ოპტიკის ქვეშ შაშხანას ვაწვებოდი სროლის დროს და მაინც დახტოდა. ხმაც აქვს. სხვათსშორის მაგ 80 მოდელების ფოტოები რომ ვნახე დიდი უმეტესობას მაყუჩი უყენია.
sekurifa
მიხომიტო - როგორც ჩანს შენს ოპტიკას დანაყოფები არააქვს ასე რომ იმ მანძილზე გაასწორე ჯვარი რომელსაც ყველაზე ხშირად იხმარ.
dawiti
ციტატა(sekurifa @ 14th January 2012 - 07:31 PM) *
ჩაყარე პატარა ნაჭრის ტომარაში გრეჩიხა
გრეჩიხიანი ტომრის ტარებას, მარტო ტომარა წაიღე და ადგილზე რომ მიხვალ მიწა ჩაყარე და ეგ არის smile.gif
sekurifa
ციტატა(daviti @ Jan 15 2012, 10:08 PM) *
გრეჩიხიანი ტომრის ტარებას, მარტო ტომარა წაიღე და ადგილზე რომ მიხვალ მიწა ჩაყარე და ეგ არის smile.gif

ხო მასეც შეიძლება თუ კარგი მშრალი მიწაა,თეთრი ქვიშაც კარგია კარგად აფიქსირებს.
მიხომიტო
ველოდები ამინდებს ,მზიანს, ეს დღეები ცოტა ცივა.
მიხომიტო
ხვალ გავდივარ ოპტიკის გასასწორებლად ჩემს ვარიაზე იმედია არ გავიყინებიsmile.gif
მიხომიტო
გავასწორე ოპტიკა დღეს დილით. მანძილი ზუსტად 40 მეტრი. ტყვიები ჯეესბე და ბარაკუდა. ჩემი აზრით ჯეეზბე ბევრად ჯობს ბარაკუდას, მიზანი იყო მიმაგრებული ახალ წყალ გამძლე (დეესპეზე) ბარაკუდა 40 მეტრზე შევიდა 5მმ ჯეესბე კი 8-9მმ.
ბოლო სამი გასროლა ზედიზედ წითელი ათიანი ჯეესბე 40 მეტრი. ორი ნატყვიარევი ჩანს მესამე გასროლა ტყვია ტყვიას დააჯდა biggrin.gif
nihontoman
რაღაც ვერ მივხვდი ჯგუფების განლაგებას. ის ბრონზისფერი რგოლები რა არის? რამდენი ტყვია ისროლე? აწი ჯგუფს რომ გააკეტებ, გააკეტე 5 ტყვიიანი ჯგუფები, ერტი და იგივე ფირმის ყვიებზე (მაგალიტად ჯსბ) და არ ცვალო ტყვიები, ტორე სიზუსტეს არ მოგცემს...
მიხომიტო
ეს შავი მგვალი (ნაკლეიკებია) ვაწეპებდი რომ არ ამრეოდა ნასროლი, მე ხომ ყოველ გასროლაზე 80 მეტრს დავრბოდი ამ ყინვაში.smile.gif 11 მაქვს გასროლილი. თან ვატრიალებდი ვერტიკალს და მერე ჰორიზონტს.
ქვედა სამი ბარაკუდაა არ ჩავთვალოთ დანარჩენი ზედები ჯსბ. ამ ვარიას ტყვია ჯსბ ყოფილა. ბარაკუდა არც მე და არც შაშხანას არ მოგვეწონა. ძაან დაძალებით ისროდა.
nihontoman
მიხომიტო
ცუდი ვარიანტი გაგიკეტებია. ზ.დ.პ.-დან კარგი ჯგუფების გაკეტება ისედაც ზნელია და შენ თუ ყველა გასროლაზე მირბოდი სამიზნესთან და ნიშნავდი, მასე აზრი არ აქვს. აიღე რამდენიმე სამიზნე და ერთს ესროლე 5 ტყვია, სირბილის და მონიშვნის გარეშე. მერე მეორე ჯგუფი გააკეთე სხვაგან და ა.შ. შენ რაც გააკეტე არაა პრაქტიკული და შედეგიც სახეზეა - მაგხელა გაფანტვა არ უნდა მოეცა... აღარ გავიმეორებ სხვადასხვა ტყვიებზე.


მოკელდ ჩემი მხრიდან რჩევა ასეთი იქნება - აიღე ჯსბ და იმითი გააკეთე ჯგუფები სირბილს გარეშე. 5 ტყვიიანი სტანდარტია ასე ვთქვათ biggrin.gif არაფერს მონიშვნა არ უნდა.


ციტატა
თან ვატრიალებდი ვერტიკალს და მერე ჰორიზონტს.

როგორც მივხვდი შენ ეხლა ოპტიკას ასწორებდი და ჯგუფებს არ აკეთებდი. თუ იმასაც სწორედ ვხვდები, რომ ბოლო სამი გასროლა აღარ გაგისწორებია ოპტიკა და აღარც გირბენია აქა იქ, გამოდის რომ 3 ტყვიიანი ჯგუფი გააკეთე ძალიან პატარა, ალბათ 1 სმ-ც არ იქნება. თუ სწორად მივხვდი, მაშინ გამოდის რომ ძალიან ზუსტი ფიშტოა biggrin.gif


ცადე კიდევ ერთხელ ჯგუფების გაკეთება, შედეგი მართლა საინტერესო იქნება smile.gif
მიხომიტო
რაც ბრძანე ზუსტად მასე მოხდა ყველაფერი: იყო საათი 10 -4 გრადუსი. თოვლზე გავშალე ნატოს ჯარის (სპალნიკი) და მასე ვისროდი. მიზანი იყო მხოლოდ ოპტიკის გასწორება საჩქაროდ, რადგან მაზეგ შაშხანას ვუგზავნი მამაჩემს სოფელში. თუმცა ხვალ ან ზეგ არის ვარიანტი გავცვალო ვარია ორ ლულიანში ტოზ-54. ვნახოთ!

თქვენი თქმის არიყოს ზუსტი ფიშტოა და უზუსტესი. თან ვჩქარობდი, ამ ყინვაში და სირბილში მწოლიარე როცა გულუ გამოვარდნაზეა დაღლილობისგან და ყელი გაყინული მართლაც მაგარი მიზანი ქონია ვარიას. ბოლო სამი გასროლა ძაან სწრაფად მოხდა რადგან გავიყინე და დავიღალე და შაშხანამ გამაკვირვა 40 მეტრი! გავზომე 50 მეტრიანი საზომით. ბოლო სამი გასროლის შემდეგ რო ვნახე ორ გასროლის შორის ლამის მილიმეტრია და მესამე გასროლა მეორე განასროლის ტყვიას დააჯდა თავზე სასწრაფოდ სახლში გავიქეცი გასათბობად გაფიქრებით აქ აღარაფერი მესაქმებაsmile.gif სახლში შაშხანა ისე დაორთქლდა რო გუბე დააყენა.
ვფიქრობ ზეგ გავიმეორო ისევ თუ მოვახერხე ჯსბეთი , მაგნუმში უნდა ვიყიდო.
nihontoman
მიხომიტო
მასეთი ზუსტი ზ.დ.პ.-ს გაცვლა რაღაც ბანალურ ტოზში რავი, არ მიმაჩნია სწორად ჩემი გადმოსახედიდან biggrin.gif

ისე, მართლა კარგს იზავ თუ ჯსბ-თი ჯგუფებს გააკეთებ. აქ მგონი ბევრს პცპ-თი არ გამოდის მასეთი ჯგუფები, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იქნება თუ მაგის გამეორებას მოახერხებთ smile.gif
მიხომიტო
მხოლოდ ხვალ დილით მაქვს დრო სასროლად, ხვალვე შუადღე ვაგზავნი სოფელში. აი იქ უკვე მთელი ზაფხული ჩემს ხელში იქნება.
რაც ეხება გაცვლას 99 პროცენტი ალბათ ვერ გავცვლი თოფი მამაჩემს უნდა ძალიან. თანაც ხვალ ვარიას ვაგზავნი. დღეს ალბათ : ჩამოვალო რაიონიდან .. ასეთ თქვა ტოზის მფლობელმა. ეს ყველაფერი შეიძლება არც მოესწროს დღეს. თოფი კი ახალივით უნდა იყოს რომც გავცვალო.
მიხომიტო
თოფი ორჯერ ძვირიც რომ იყოს ვარიაზე მე ვერ გამოვიყენებ , რადგან ნადირობის (სასტიკი) წინააღმდეგი ვარsmile.gif მიზანში სასროლად კი პნევმატიური ნებისმიერ თოფს მირჩევნია. მითუმეტეს არც ხმა აქვს და არც გაფორმებას საჭიროებს გონივრულად გამოყენების თვალსაზრისით
მიხომიტო
გუშინ დილით ვიყიდე თუ არა ჯეესბე ეგზაკტ ჰეავი 670 გრამიანი (წინა იყო 500 რაღაცა გრან) ერთი სიტყვით. რამოდენიმეჯერ ვისროლე ნაჩქარევად , რადგან კაცი მელოდებოდა უკვე მანქანაში დასავლეთში წასაღებად. ბევრი გასწორება არ დამჭირვებია ოპტიკის რომ გადამეყვანა 500იანი 670 ოდნავ მძიმე კია სროლის ხმაზეც ეტყობა. და ნაკლებად ზუსტი ან ძაან რომ ვჩქარობდი იმის ბრალია.
ერთი სიტყვით თუ 500გრან რკინის ერთ ლარიანში 40მეტრზე ჯდებოდა ტყვია-ტყვიაში, 670გრანიანი 40 მეტრზე დამიჯდა ერთ ლარიანში სანტიმეტრის დაშორებებით, ...ფოტო ვერ გადავიღე , ..
ja_ja
მიხომიტო
ნუ ახლა ამჯერად კი ვხვდებით რაზე წერ, მაგრამ შემდეგში თხოვნა იქნება გრანებს (ბრიტანული წონის ერთეული) და გრამებს (მეტრული წონის ერთეული) ერთმანეთში ეგრე ნუ აურევ.

მძიმე JSB ატვ 670 გრამიანია და არც 670 გრანიანი smile.gif, პირველ შემთხვევაში გამოდის ნახევარ კილოზე მეტი smile.gif (მაგას გაუბიციდან თუ გაისვრი ორემ ჩვენი თოფები 1 მილიმეტრითაც ვერ დაძრავს) და მეორე შემთხვევაში 670 გრანი გამოდის 43 გრამი მეტრულ სისტემაში smile.gif, მოკეედ შემდეგისთვის გაითვალისწინე JSB Exact Heavy არის 0.67 გრამი, ანუ 1 გრამზე ნაკლები, ან ბრიტანულ სისტემაში თუ ვსაუბრობთ ეგ გამოვა 10.2 გრაინი (გრეინი, გრანი, ხრენ ივო ზნაიტ, სიტყვა კი გაქვს ჩვენებულ გრამს, მაგრამ 1-2 სიმბოლოა განსხვავებული, რის გამოც 1 ჩვენებური გრამი უდრის 15.43 გრაინს).

შემდეგში რომ არ აიბნე, გამოიყენე აი ეს კონვერტორი, ძალიან ბევრ რაღაცაში გამოგადგება smile.gif

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.