დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დამეხმარეთ ვინმემ თუ იცით პნევმატური პისტოლეტი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2
birkof2
გამარჯობათ
მე მინდა დახმარება თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ როგორ მოვიქცე, ამაზონიდან გამოვიწერე 49$ ღირებულების პნევმატური კისტის პისტოლეტი, ბერეტა, კომპანია
"ბარამი"-ს ჩამოვატანინე, მაგრამ დაკარგეს, ამბობენ საბაჟომ გააჩერაო, საბაჟოზე მივდივარ ბარამ-ში მაგზავნიან მათ აბრალებენ, მოკლედ მოიპარა ბარამმა თუ რა მოხდა არ ვიცი, ფაქტია რომ ნივთი ვერ მივიღე, ნივთს ვკარგავ მგონი, მეუბნებიან ბარამში რო რაღაც ცნობა გინდაო მომსახურების საგენტოდანო, მაგრამ ვერ კონკრეტდებიან რა ცნობა მინდა ვინ უნდა მომცეს, როგორ მოვიქცე, ანუ მაქსიმალურად თავიდან ირიდებენ ამ პრობლემას, ჩვენ საქართველომდე ჩამოვიტანეთო, დანარჩენი აღარ გვეხებაო, რო ვეკითხები ტერიტორიულად რომელ საბაჟოზეა და სად არისთქო ვერ მეუბნებიან, არ ვიცითო სადაა საბაჟოვო, გთხოვთ გამარკვიოთ ან სად ავიღო ეს ცნობა, ან რა ტიპის ცნობაა, ვინ უნდა მომცეს, ეს ხომ სათამაშოს პონტში გადის და ასე რატო იქცევიან, მოკლედ ნივთის დაბრუნება მინდა ან თანხის მაინც, ან დამაკვალიანეთ ან რა ვიცი, როგორ მოვიქცე
koknar
ხოოო, ეხლა რაგატკის გარდა ყველაფერს აჩერებენ, გართულებულია ყველაფერი. შენი ტვირთი იდეაში უნდა იყოს ფოსტის საბაჟოზე, ეგაა დადიანის ქუჩაზე მგონი 34 ნომერია. ნახალოვკაში. თუ კაი თვალით შემოგხედეს შეიძლება გამოგატანონ. არ გეხუმრები მართლა ეგრეა
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 15th September 2011 - 09:25 AM) *
მე მინდა დახმარება თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ როგორ მოვიქცე, ამაზონიდან გამოვიწერე 49$ ღირებულების პნევმატური კისტის პისტოლეტი, ბერეტა

ჰოოოო, საბაჟოზე წესით უფრო უნდა ეთქვათ სწორედ ჰოოოოო

ანუ მიზეზსს არ გიხსნიან გეუბნებიან - ჰოოო პნევმატიკა გამოიწერე... ჰოო მაგი არ შეიძლება.

ახლა სერიოზულად რომ დავიწყოთ თავიდან. ვხედავ შენი პირველი პოსტია ფორუმზე. კეთილი იყოს შენი ფეხი. მაინტერესებს რამდენიხანია იცი ამ ფორუმის შესახებ? წესით თუ დიდიხანია იცია და არ იზარებ წაკითხვას მაშინ უნდა გენახა აი ეს თემა.

მოკლედ პრობლემა რაშია - იანვრიდან დაწყებული ვერავის ვერ შემოაქვს პნევმატიკა საქართველოში. კანონი ნებას იძლევა, მაგრამ ვიღაც ასევთქვათ თავის თავში დარწმუნებული და კანონზე მაღლა მდგომი (ნუ ასე ფიქრობს რომ კანონზე მაგარია), საბაჟოს აძლევს სიტყვიერ ბრძანებას რომ პნევმატიკის შემოტანა აკრძალულია და არავის არ აქვს მაგის შემოტანის უფლება. რატომ არ გაძლევენ მაგას არავინ არ ხსნის, აქ ბევრი ეცადა რაიმენაირად კანონის გამოყენებით, უკანონოდ ან რაიმე მეთოდით მიაღო თავისი ჩამოტანილი პნევმატიკა, ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ერთეულ შემთხვევაში ვიღაცის პნევმო გამოიპარება ხოლმე და ატყდება ვაი უშვენებელი, აი მე მომცეს და თქვენ რას ატრაკებთო, მაგრამ ერთეული შემთხვევაა ეგეთი (მგონი საერთოდ ერთადერთი შემთხვევა იყო ახალი წლის მერე).

კონკრეტულად შენს შემთხვევაში სავარაუდოდ მოხდებოდა შემდეგი:

1) შენ გამოიწერე პნევნატიკა
2) ჩამოიტანა გადამზიდავმა საზღვრამდე
3) საზღვარზე აჩერებს იარაღს საბაჟო და აღარ აძლევს გადამზიდავს
4) შენ მიდიხარ ხარ ერთთან, ხან მეორესთან და იქეთ აქეთ გიშვებენ


ახლა ის თქვი რამდენიხნის წინ ჩამოვიდა შენი პნევმატიკა? თუ ჯერ 1 კვირა არაა გასული, სავარაუდოდ საბაჟოს ჯერ აღრიცხვაზე არ ყავს აყვანილი და ატრაკებენ რაღაცას, კლასიკური სიზარმაცის პონტია, თუმცა არ გამოვრიცხავ უარესსაც რომ საბაჟოზე არსებული დაკავებული პნევმატიკის საწყობშია და აერიათ რა ვისია (ნუ მოკელდ დაკარგეს).

რაც არ უნდა იყოს, ბარამმა თუ ჩამოიტანა და საბაჟომ გაუჩერა, ბარამს რაიმე საბუთი უნდა ჰქონდეს რომ საზღვრანმდე მოიტანა და საბაჟომ ჩაიბარა. ნუ შენ თვითონ დაუკვირდი, მოიტანა საბაჟომდე და მერე გადააგდო თუ ვინმემ ჩამოართვა? თავის გასასამართლებელი კლიენტთან ხომ უნდა ჰქონდეს რომ ხელი გაიშვიროს აი იქ არის, ამისა და ამის საფუძველზე. მერე უსასრულო და უშედეგო სიარული საბაჟოზე.

მოკლედ პისტოლეტს არ მოგცემენ - გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის (© "ცისფერი მთები ანუ ტიანშანი" - იმენნა უკვდავი ფილმია, ყველა რეჟიმსა და მთავრობას ერგება)

როგორც გითხარი აქ გვყავს ფორუმელები რომლებიც ახალი წლიდან ელიან თავიანთ კუთვნილი ნივთის მიღებას მაგრამ არავინ აძლევს და არც უხსნიან რატომ, რაიმე იურიდიულ საბუთსაც ვერ იგდებენ ხელში რომ მის საფუძველზე სასამართლოს წესით მოითხოვონ ტავიანთი ნივთი, კანონი არ კრძალავს შემოტანას და ნათლად წერია რომ დაშვებულია და არანაირ საბუთს არ საჭიროებს, მაგრამ ვიღაცის ზეპირსიტყვიები ბრძანების გამო არავის არ ატანენ და რადგანაც ზეპირ სიტყვიერი ახირებაა იურიდიულ დამადასტურებელ საბუთსაც არ გაძლევენ რომ მათთანაა გაჩერებული ამა თუ იმ მიზეზით. კაროჩე ვაქხანალიაა.


koknar
QUOTE (ja_ja @ 15th September 2011 - 09:01 AM) *
გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის

© "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" უფლებებს ნუ არღვევ
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 15th September 2011 - 10:13 AM) *
© "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" უფლებებს ნუ არღვევ

ბლინ შემეშალა, მართალი ხარ smile.gif, არადა 1 კვირის წინ ვუყურე მაგ ფილმს და რაფერ ამერია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
რაც უნდა გენახა ვეღარ ნახავ - ესე უფრო კაი იქნებოდა biggrin.gif
birkof2
ჩამოსვლით ჩამოვიდა გუშინ წინის წინ, ანუ სამი დღეა რაც ჩამომივიდა, მაგრამ არ ჩამომივიდა, საბაჟომ გააჩერაო ასე ამბობს ბარამი რომელსაც მრავალი ხალხი ყავს გადაყრილი როგორც მსმენია,
მოკლედ რა გავაკეთო ხალხო, არ არსებობს რამე არ შეიძლებოდეს, კანონი ვიცით, დავიჯერო იმ დონის ნაგლები არიან რო კანონიც და კანონის დამწერიც კიდიათ ერთ ადგილზე დღევანდელ დღეს? ნუ გასაგებია რო კანონი სრულად ვერ მოქმედებს რადგან მაინც საბაჟოა და ღვთისგან დაწყევლილი ხალხი მუშაობს როგორც ძველი ებრაელები იტყოდნენ, მაგრამ მაინც....
koknar
birkof2
მიდი ფოსტის საბაჟოზე, რამეს გეტყვიან ან კაის ან ცუდს, გეცოდინება მაინც

მერე მიდი გრიგოლთან და იყიდე ეს beretta 8000
ადრე მისულიყავი გადარჩებოდი შარს. ცოტა ძვირია მარა ჯიბეში გედებოდა
birkof2
დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემ პოსტს გამოეხმაურა, რაც შეეხება ამ ფორუმის შესახებ ჩემ ინფორმირებულობას, ერთი დღეა, ანუდღეს გავიგე, ამდენი სირბილით დავიღალე პამპულასავით, და ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის ძიება, მერე რომელიღაც ნეთ მეგობარმა მითხრა ამ ფორუმის შესახებ, და შემოვედი, მოკლედ არ ვიცი რა გავაკეთო, თურმე ძალიან მძიმე და უსიამოვნო შეგრძნება არის უსამართლობა,
"გეკუთვნის მარა არ გეკუთვნის"
ამდაგვარი რამ გენიალურ ფილმშიც არის "ცისფერი მთები" ციტატა: "იგავების საკითხზე ვარ და თუ იცით მიიღებს" - ამბობს მარკშეიდერი, მშვენიერი ახალი თანამშრომელი პასუხობს: "არა მაგრამ არც უარს გეტყვით" smile.gif)))
birkof2
საბაჟოზე არ უთქვამთ ეგეთი არაფერი რომ სადმე ეგეთ ადგილასაა, მაგრამ მაინც სადაა ეგ ფოსტის საბაჟო, ისე საჰაერო გადაზიდვით მაქვს გამოწერილი, ანუ აეროპორტის საბაჟოზე ამიტომ ჩავაკითხე,
ეგ ფოსტის საბაჟო სადაა? ზემოთ ხსენებულ დადიანის ქუჩაზე რომაა ამას გულისხმობთ?

მართლა ცისფერი მთებია რაა, კი ჩამოვიდაო არისო, გეკუთვნისო მაგრამ ვერ წაიღებო, მოკლედ არც უარი მითხრეს და არც კი, მხოლოდ გულში გაიფიქრა მებაჟემ იდი....-ო
koknar

QUOTE (birkof2 @ 15th September 2011 - 05:26 PM) *
საჰაერო გადაზიდვით მაქვს გამოწერილი

შენ გულისხმობ ბარამის საჰაეროთი, თუ ეგრეა მაგათი ტვირთები ჩამოდის დადიანზე და იქ ჩერდება, მარა შავი ხვრელები იცის მანდ თუ მოყვა გთავებული ამბავია, (საბაჟო კოდების სიაა რომლებიც იბლოკება, თუ მაგ კოდით ჩამოვიდა სერიუზული ვალაკიტა იჩითება. რამოდენიმე თვიანი, ან მერებიშვილი უნდა მიიყვანო)
birkof2
კროსმანი და ეგეთი რამეები არ მინდოდა, არც თანხის გადახდა შემეძლო ძვირის ამიტომ გამოვწერე ეს, თან ეს ბერეთა ძალიან ლამაზი არის, მაგრად მომეწონა დიზაინით, კროსმანი მონადირეში ვნახე მაღAზიაში მაგრამ ჯერ ერთი ძვირია, მერე მეორე კიდევ ხარისხით ვერ ქაჩავს, საკმაოდ უხარისხოებია, როგორც ამიხსნეს, რამდენად მართალია ეგ ამას ვერ გეტყვით რადგან პრაქტიკაში არ მქონია შეხება, მხოლოდ მაღAზიაში ვნახე, და არ მომეწონა, თუნდაც წონის გამო ძალიან მსუბუქი პლასტიკია, რაც დაბალ ხარისხზე მიუთიტებს ჩემი აზრით, (მე არ ვარ კაი მცოდნე ამ საკითხში - ანუ ეს ჩემი აზრი არაა დიდად მნიშვნელოვანი)
ხელშიც შესბამისად ისე კარგად ვერ ზის რო მყარად დაიკავო დამიზნებისას,

ნეტა ვიცნობდე მაგ დალოცვილ კაცს და მიყვანისა რა გითხრა, არაა ბიძაჩემი სამწუხაროდ smile.gif)))))))) ისე მიკვირს რო არ იჭერენ მებაჟეებს, ხო ყველამ იცის რო ეგეთ რამეებს ჩალიჩობენ და უამრავ ნივთებს იპარავენ ასე smile.gif)
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 15th September 2011 - 05:26 PM) *
ზემოთ ხსენებულ დადიანის ქუჩაზე რომაა ამას გულისხმობთ?

კი კერძო პირების გზავნილები დადიანზეა, უბრალოდ ჩემი მწარე გამოცდილებით დადიანზე აეროპორტიდან 3-4 დღის მერე გადააქვთ, მანამდე თავს იშტერებენ ეგეთი რამ ჩვენთან არ არის გადამზიდავს მოკითხეო, ლამის მივახრჩე როდესაც 1 კვირის მერე თქვეს უი ყოფილა დღეს მოიტანესო... შე შობელძაღლო თუ იცი რომ ვეჩნა ეგრე აგჰვიანებთ რაღა ცივ უარს მეუბნები შეამსუბუქე და მითხარი სავარაუდოდ 2-3 დღეში გადმოგვიგზავნია და გამოიარეთო...

გიჟები არიან, რა საერთოდ არ ითვალისწინებენ ადამაინების ნერვებს....
birkof2
დადიანზე რა ადგილას მივაკითხო და რა ვიკითხო კონკრეტულად, რა ვუთხრა შეგიძლიათ ვინმემ დამაკვალიანოთ? ცნობაზე დაველაპარაკო თუ პირადობა მივცე და ვკითხო ამანათი ნახეთთქო???
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 15th September 2011 - 09:34 PM) *
დადიანზე რა ადგილას მივაკითხო და რა ვიკითხო კონკრეტულად, რა ვუთხრა შეგიძლიათ ვინმემ დამაკვალიანოთ?

არაფერი, მიდიხარ დადიანის 30-ში შედიხარ, იქ ბევრი ასევთქვათ ღია ფანჯარაა, ნებისმიერთან მიდი სადაც რიგი არ იქნება ან ნალკები ხალხი იქნება და უთხარი, ამანათი უნდა ჩამოსულიყო, მე ვარ ესა და ეს, გადამზიდავი ესა და ეს, ჩამოსვლით უნდა ჩამოსულიყო ამა და ამ თარიღში და ვსიო. დანარჩენ სამოქმედო ინფორმაციასს ასევთქვათ ადგილზე მიიღებ.

ანუ პირადობა, რა ტიპის საქონელია, რა ღირებულების და ასე შემდეგ....

აი რომ გეტყვიან ვერ გაგატანთო, აი მერე იწყება ეპოპეა, თუ შესძლებ ოფიციალური წერილობითი საბუთი გამოართვა თუ რატომ არ გატანენ მერე უკვე რეალური გატრაკების შანსი გექნება რომ უკანონობას აქვს ადგილი თუ არა და.....
birkof2
მადლობა გაიხარეთ, ვცდი აბა ამ დღეებში გავალ, რა გამოვა ვნახოთ.......
birkof2
გამარჯობათ კეთილის მსურველო ფორუმელებო
ახლა მოვედი დადიანის 30 დან, საბაჯო არქივიდან, სადაც როგორც მოგვიანებით აგიარეს საწყობიც ყოფილა, არქივშიველაპარაკე ვიღაც ქალები იჯდნენ, საჭირო ადგილას არ მოხვედიო მარწმუნებდნენ, გეზში უნდა წახვიდეო, ვიღაც ჯუღელი უნდა ნახოვო, და ის გაგცემს პასუხსპო, დადიანის 30 ში რო საწყობია მაგას აბარია ესო, მოკლედ თავიდან მომიცილეს საუბრის ბოლოს, დაგიკავშირდებიანო თვითონო რო დარწმუნდებიანო რო ნამდვილი არ არისო, ვუთხარი რო საბაჟოზე ბავშვები მუშაობენ და ვერ არჩევენ ნამდვილს და სათAმაშოებსთქო, ეგ ვიცითო ბევრი არასერიოზული მუშაობსო ასე მითხრეს, მაგრამ ჩვენ სხვა ვერაფერ პასუხს გაგცემთო უნდა დაელოდოვო,
ja_ja
birkof2

ციტატა
ვიღაც ჯუღელი უნდა ნახოვო


ეჰ.....

birkof2
რომელმა გამოიტანა ასეთ შემთხვევიდან თავის ამანათი? რეები არის საჭირო? ან როგორ გავიგო ტერიტორიულად სად არის ჩემი ამანათი?
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 17th September 2011 - 10:08 AM) *
რომელმა გამოიტანა ასეთ შემთხვევიდან თავის ამანათი?

ვერავინ. ყველამ იბუინა, მე იმას ვიცნობ, მე ამის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ყვეკლაფერი ბოლოს ერთნაირად რჩება, ანუ უშედეგოდ. ახალი წლის მერე არავის არაფერი არ დაუჭერია ხელში!

ციტატა(birkof2 @ 17th September 2011 - 10:08 AM) *
რეები არის საჭირო?

არაფერი


ციტატა(birkof2 @ 17th September 2011 - 10:08 AM) *
ან როგორ გავიგო ტერიტორიულად სად არის ჩემი ამანათი?

კაცოუ smile.gif ხომ დავწერე თუ გადამზიდავმა ჩამოიტანა, ჰკითხე შენი ტრეკინგის მქონე საქონელი სადაა. თუ გეუბნება საბაჟოზეა, მაშინ მიდიხარ დადიანის 30-ში და იქ ეუბნები, ამა და ამ გადამზიდავით უნდა ჩამოსულიყო ჩემს სახელზე ტვირთი, ამა და ამ ტრეკინგის ნომრით.

ვსიო, დალშე ან გეუბნებიან, კი აქ არის, მაგრამ არ გაგატანთ - დაელოდები, იმ ბედნიერ დღეს როდესაც ის ვიღაც ვინც სიტყვიერად აკრძალა პნევმატიკის შემოტანა გონს მოეგება და კანონს მისცემს საშუალებას იმუშაოს.

ან გეუბნებიან, რომ ეგეთი მათთან არაფერია - ამ შემთხვევაში თუ იძლევიან ცნობას რომ ეგეთი რამ არ მიუღიათ გამოართვი (არ ვიცი იძლევიან თუ არა ეგეთ რაიმეს, ეგ ადგილზე გაარკვიე) და შემდეგ მიდიხარ გადამზიდავთან და არკვევ საკითხს, ეუბნები რომ საბაჟოზე ტვირთი დღემდე არ იძებნება და გაარკვიონ სად წაიღეს ტვირთი და სწორი მიმაღტულება მოგცენ.

სხვა აქ გამოსავალი არ არსებობს.

P.S. ჰო მართლა, ასაკით რამდენის ხარ? თუ 18 წელზე პატარა ხარ, ვააბშე ცუდათაა საქმე, მაშინ ხელზე პნევამტიკას არ მოგცემენ, ეგ კანონითაა აკრძალული.
rekshet
ციტატა(ja_ja @ Sep 21 2011, 04:27 PM) *
birkof2

თუ 18 წელზე პატარა ხარ, ვააბშე ცუდათაა საქმე, მაშინ ხელზე პნევამტიკას არ მოგცემენ, ეგ კანონითაა აკრძალული.


ანუ კანონში ცვლილება შეიტანეს ? და არ დაუმტკიცებიათ ხო ? აქამდენ არ იყო ასაკოვანი ზრდა მნიშვნელოვანი
ja_ja
rekshet
ციტატა(rekoshet @ 21st September 2011 - 10:12 PM) *
ანუ კანონში ცვლილება შეიტანეს ? და არ დაუმტკიცებიათ ხო ? აქამდენ არ იყო ასაკოვანი ზრდა მნიშვნელოვანი

აქამდეც იყო და მაგასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ შესულა.

წესით და რიგით არცერთ გამყიდველს უფლება არ აქვს მოგყიდოს პნევმატური იარაღი თუ 18 წლის არ ხარ, მინიმუმ მშობელი ან ვინმე უნდა გახლდეს.

პირდაპირ რომ მიხვიდე სიტყვაზე 10 წლის ბავშვი და უთხრა მომეცი აი ის თოფი მინდაო, უარი უნდა გითხრან, კანონი ასე მოითხოვს, ისევე როგორც დანასთან მიმაღთებაში, მაგრამ თუ მაღაზიაში გამყიდველი მიქარავს და შენც გაგიმართლებს ეგ სხვა საქმეა.

სახელმწიფო კი მაგ შემთხვევაში არ მიქარავს - რაც გეკუთვნის იმას არ გაძლევენ და თან ვერ გიხსნიან რატომ, და რაც არ გეკუთვნის და ხელი ექნებათ შესახოცი, იმაზე ხომ საერთოდ smile.gif
minchanin
ბირკოფ2, ჩემი აზრით საშიში არაფერია, როგორც მე მითხრეს მადაურმა იურისტებმა, უახლოეს პერიოდში გაირკვევა კანონების შეუსაბამისობა , და შენს მისაღებ ნივთს მიიღებ, არ დაიკარგება. რა თქმა უნდა თუ ასაკი ხელს გიწყობს.
birkof2
ასაკს რაც შეეხება ვარ 27–ის, რაც შეეხება პნევმატიკას, ადვოკატს ველაპარაკე დღეს ერთს, ისიც ვუთხარი რომ რამე ცნობას ან ქაღალდს რო ვითხოვდი რო ნამდვილად მოიტანა ბარამმა საბაჟომდე ბარამის თანამსრომლები აგრესიულ პროვოკაციაზე წამოვიდნენ, ასე ვთქვათ შეურაწყოფილიც კი წამოვედი მორალურად, მოკლედ ასეთი რამ მითხრა ადვოკატმა, მანდ თუ პატრულის გარეშე მიხვალ ყველაფერზე წავლენ პროვოკაციის მოსაწყობადო, ანუ პატრულთან ერთად უნდა მიხვიდე და ოქმი შედგეს, აი პატრული რო ოქმს შეადგენს რო ქართული კანონმდებლობა არ გაითვალისწინა კომპანიამ და მის თანამშრომლებმა იმ ოქმზე ყველა ვარიანტში ხელის მოწერა მოუწევთ ბარამის თანამშრომლებს რომლებიც იცილებენ თავიდან ტყუილებით, აი ეს ხელის მოწერა კი იქნება საფუძველი სასამართლოზე საქმის გატანის და მოგების, რასაც დააახლოებით სავარაუდოდ 3–4 თვე დასჭირდებაო, სარჩელის შეტანა მგონი60 ლარი ღირს, +ადვოკატი, სულ ესაა, მოკლედ მე ამ ეტაპზე ვფიქრობ რამდენად მიღირს ამ ყველაფრად ეს სათამაშო, აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ ცოტა ხნით, თუ ვინმეს დაბრუნება უნდა ამანათისა აი ესაა გზა, არ აქვს რომელ გადამზიდავთან აქვს საქმე, აქ მთავარია ქართული კანონმდებლობა რომელიც ასე ვთქვათ ვიღც შავმა ბიზნესმენმა ეხზე დაიკიდა და ნაგლად არღვევს, სასამართლომდე რო მივა საქმე მერე უკვე ვეღარ დაიკიდებს რადგან საკმაოდ მსუქანი ჯარიმების გადახდა მოუწევს და პლიუს იმიჯის გატეხვაც ზედ ექნება ბუნებრივია, მე სავარაუდოთ რაღც დროის გასვლას დაველოდები ჯერ, მანამდე თან მოვიფიქრებ, თან შანსს მივცემ სარჩელს კი ალბათ მერე შევიტან, ყველას წარმატებები და გისურვებთ სამართლიანობის აღდგენას, და მაფიოზების დამხობას რომლებიც ასეთ ხელოვნურ პრობლემებს ფულით უქმნიან ხალხს
rekshet
birkof2

მდაააა ლილოში საბაჯოზე ყოფილხარ ?
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 22nd September 2011 - 09:58 PM) *
მოკლედ ასეთი რამ მითხრა ადვოკატმა, მანდ თუ პატრულის გარეშე მიხვალ ყველაფერზე წავლენ პროვოკაციის მოსაწყობადო, ანუ პატრულთან ერთად უნდა მიხვიდე და ოქმი შედგეს, აი პატრული რო ოქმს შეადგენს რო ქართული კანონმდებლობა არ გაითვალისწინა კომპანიამ და მის თანამშრომლებმა იმ ოქმზე ყველა ვარიანტში ხელის მოწერა მოუწევთ ბარამის თანამშრომლებს რომლებიც იცილებენ თავიდან ტყუილებით, აი ეს ხელის მოწერა კი იქნება საფუძველი სასამართლოზე საქმის გატანის და მოგების, რასაც დააახლოებით სავარაუდოდ 3–4 თვე დასჭირდებაო, სარჩელის შეტანა მგონი60 ლარი ღირს, +ადვოკატი, სულ ესაა, მოკლედ მე ამ ეტაპზე ვფიქრობ რამდენად მიღირს ამ ყველაფრად ეს სათამაშო, აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ ცოტა ხნით, თუ ვინმეს დაბრუნება უნდა ამანათისა აი ესაა გზა, არ აქვს რომელ გადამზიდავთან აქვს საქმე, აქ მთავარია ქართული კანონმდებლობა რომელიც ასე ვთქვათ ვიღც შავმა ბიზნესმენმა ეხზე დაიკიდა და ნაგლად არღვევს, სასამართლომდე რო მივა საქმე მერე უკვე ვეღარ დაიკიდებს რადგან საკმაოდ მსუქანი ჯარიმების გადახდა მოუწევს და პლიუს იმიჯის გატეხვაც ზედ ექნება ბუნებრივია, მე სავარაუდოთ რაღც დროის გასვლას დაველოდები ჯერ, მანამდე თან მოვიფიქრებ, თან შანსს მივცემ სარჩელს კი ალბათ მერე შევიტან, ყველას წარმატებები და გისურვებთ სამართლიანობის აღდგენას, და მაფიოზების დამხობას რომლებიც ასეთ ხელოვნურ პრობლემებს ფულით უქმნიან ხალხს

რაცხა სულ გავრეკე ეტყობა...

და ისა რა ჰქვია კაცო, ბარამში რა გინდა პატრულით? მაგი ადვოკატი მგონი უბერავს ხომ იცი, გაგებაში არაა რას გეუბნება, ან მოცილებაზეა...

კაი ვთქვათ და მიხვედი პატრულით და ბარამმა დაწერა ეგ ცნობა, ოქმი ხელში გაქვს და გახარებული შევარდი სასამართლოში (ნუ ის გადასახადებიც გადახდილი გაქვს)... მერე???

ეგ ადვოკატი ან სამკურნალოა ან არ ვიცი..., კაცო სასამართლოზე თუ იცი რა დამტკიცდება? ის რომ ბარამმა ჩააბარა საბაჟოს, ან არ ჩააბარა. მეორე შემთXვევაში მოხდება სასაცილო რამ, კერძოდ - ბარამს დაეკისრება შენვის ახალი პისტოლეტის ჩამოტანა, ჩამოიტანს ვთქვათ დადგენილ ვადებში და ისევ საბაჟო ჩამოართმევს... მერე? ისევ იგივე პატრულით მისვლა, ისევ სასამართლო, მეორეთ მოგება, ბარამი კიდევ წავიდა საყიდლად და... ბოლოს თუ ხედავ ამ იდიოტიზმში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგ ადვოკატი სამკურნალოა, თქვენ ცნობა ბარამისგან კი არ გჭირდებათ, რომელსაც კანონი იცავს ამ შემთხვევაში და ავალდებულებს საბაჟოს დაემორჩილოს, შენ გინდა საბაჟოსგან ცნობა რომ კი! შენი მივთი მანდაა, არ გაძლევენ და არ გაძლევენ ამა თუ იმ მიზეზის გამო.

ბარამმა გითხრა საბაჟოზეაო? ვსიო დალშე საბაჟოზეა გასარკვევი. საბაჟოზე რა გითხრეს? გვაქვს შენი ნივთი თუ არაო? იყავი დადიანზე საერთოდ?

იცი კაიფი რა არის... იციან რომ არ დაიწყებ ჩივილს სასამართლოში (ნუ მართლა არ ღირს, 3-4 თვე ტვინის ჭ*ლეტვა, კიდევ იქეთ ფულის გადახდა და კაროჩე რა, იციან ეგ და იმიტომ არიან ეგრე) და ამიტომაც სიტყვიერად მოგიცილებს საბაჟო, გაითვალისწინე საქმე საბაჟოსთან უნდა გქონდეს და არა ბარამთან.

ისე ძველი გამოთქმა არსებობს ისტორიას გამეორება უყვარსო smile.gif იცი რაზე მეღიმება, უკვე მერამდენედ ერთი და იგივე წრეზე მივდივართ, შემოვა ახალბედა ფორუმელი და იწყებს წერას, გამოვიწერე და არ მატანენ, მუქარები საბაჟოსთან, ვიღაც წერს, რომ რას ამბობ მე ისეთ ხალხს ვიცნო რომ გამომატანენ, გრძელდება ასეთი ბუინობა 2-4 კვირა და მორჩა, მერე სიჩუმეა.

rekshet
ციტატა(rekoshet @ 22nd September 2011 - 10:22 PM) *
მდაააა ლილოში საბაჯოზე ყოფილხარ ?

მაიცა კაცო რა ლილო??? საიდან მოიტანე, ეს კაცი იურიდიული პირი კი არაა, ფიზიკური პირია, რა ჭირი და დოზანა უნდა ლილოში, დადიანის 30-შია ფიზიკური პირების განბაჟება და საწყობი.

minchanin
ციტატა(minchanin @ 22nd September 2011 - 09:54 PM) *
ჩემი აზრით საშიში არაფერია, როგორც მე მითხრეს მადაურმა იურისტებმა, უახლოეს პერიოდში გაირკვევა კანონების შეუსაბამისობა ,

ისე ბოდიში შენი სახელი არ ვიცი რომ მოგმართო smile.gif,

მოკლედ არ ვიცი ვის ესაუბრე, მაგრამ რაღაც ღიმილს იწვევს ეგ საკითხი, სამინისტროები იძახიან მალეს და 1-2 დღეს უკვე 9 თვეა... რომელმა იურისტმა გითხრა? პარლამენტში ვერ გაურკვევიათ რა უნდათ და რომელიღაცა იურისტმა იცის უკვე რომ ნუ ღელავ სულ მალე იქნება??? ნუ შეიძლება ნამეტანი პესიმისტის პონტში ვიქცევი, მაგრამ შენ იქ ხარ ჩვენ აქ და რაცხა ცოტა უფრო სხვანაირად ვხედავთ ცხოვრებას.

ვიცი ჩამოსვლას აპირებდი შენი პნევმატიკით და ალბათ მაგის პონტში დაუკავშირდი მაქედან აქაურ იურისტებს... იმედია მე აღმოვჩნდები მტყუანი, მაგრამ ჯერჯერობით არსებული გადასახედიდან მე დასამშვიდებელს ვერაფერს ვხედავ.
rekshet
ja_ja

1 თვის წინ ვიყავი დადიანზე და მითხრეს ლილოში გადავედითო მერე წავედი ლილოში ველაპარაკე უფროს დამანახა ნებართვა საბუთი რომელშიც იყო ჩამოთვლილი პნევმატიკა აირსოფტი და ასე შემდეგ რო დროებით აკრძალულია შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე ბეჭედიც იყო ჩარტყმული sad.gif sad.gif
gregory
ციტატა(rekoshet @ 22nd September 2011 - 11:38 PM) *
დამანახა ნებართვა საბუთი რომელშიც იყო ჩამოთვლილი პნევმატიკა აირსოფტი და ასე შემდეგ რო დროებით აკრძალულია შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე ბეჭედიც იყო ჩარტყმული

დაგანახა და შეინახა? იქნებ ასლი გეთხოვა? საერთუდ რისი ბეჭედი ერტყა ან ვისი ბრძანება იყო კონკრეტულად, ან ვინ აწერდა ხელს?
აი ეგ აქტი უნდა გაასაჩივროს კაცმა თუ სასამართლოს გზა აირჩია...
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 23rd September 2011 - 08:35 AM) *
დაგანახა და შეინახა? იქნებ ასლი გეთხოვა? საერთუდ რისი ბეჭედი ერტყა ან ვისი ბრძანება იყო კონკრეტულად, ან ვინ აწერდა ხელს?
აი ეგ აქტი უნდა გაასაჩივროს კაცმა თუ სასამართლოს გზა აირჩია...

+ 100%



rekshet
ციტატა(rekoshet @ 22nd September 2011 - 11:38 PM) *
1 თვის წინ ვიყავი დადიანზე და მითხრეს ლილოში გადავედითო

ვაა სულ გარეკეს ამათი დედა ვატირე?

ძლივს იყო ქალაქში შემოიტანეს რომ ხალხს ტრაკში არ ევლო, ახლა ისევ გაიტანეს ქალაქიდან ტრაკში, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ დადიანზე რემონტი და აღჭურვილობის ფული გადაყარეს, ლილოში ალბათ თავიდან გააკეთეს... მდააა, მაგისთანა საქმეს ჯანსაღი ჭკუა ნამდვილად ვერ მოერეოდა, კაკ მინიმუმ იმბეცილის ჭკუა იყო მაგ საქმეში საჭირო.
rekshet
ციტატა(gregory @ Sep 23 2011, 08:35 AM) *
დაგანახა და შეინახა? იქნებ ასლი გეთხოვა? საერთუდ რისი ბეჭედი ერტყა ან ვისი ბრძანება იყო კონკრეტულად, ან ვინ აწერდა ხელს?
აი ეგ აქტი უნდა გაასაჩივროს კაცმა თუ სასამართლოს გზა აირჩია...


ხო დამანახა და მერე შეინახა . ასლი იმიტომ არ გამოვართვი რო საქონელი მქონდა ჩამოტანილი და რაღაც პრობლემები შემექმნა და უფროსმა გამომატანინა რა არ დაუწყე მანდ საქმის გარჩევებივისი და არ ვკითხე ვისი ხელი იყო მოწერილი ან ბეჭედი ერტყა ეგ საქმეს გამიფუჭებდა ... და მაინც მომიწევს 1 კვირაში მანდ წასვლა და ასლს გამოვართმევ და აქ დავაგდებ
ja_ja
rekshet
ციტატა(rekoshet @ 23rd September 2011 - 10:34 AM) *
მაინც მომიწევს 1 კვირაში მანდ წასვლა და ასლს გამოვართმევ და აქ დავაგდებ

აი ეგ გადასარევი რამ იქნება.
birkof2
მდაააა ლილოში საბაჯოზე ყოფილხარ ?

გამარჯობა, ლილოს საბაჟოში თუ გეზს გულისხმობ, აეროპორტისკენ რომაა მანდ ვიყავი და მანდ მითხრეს რო საქართველოს ყველა მოქმედი სამინისტროდან ცნობა და მინისტრების ხელმოწერები მომიტანეო რო ნამდვილად შენიაო და ნამდვილად პნევმატურიაო,

ნუ ალბათ სათამაშოს და ნამდვილს ვერ არჩევენ და ნაცნობობით მოხვდნენ იმ სამსახურში შემთხვევით,
birkof2
პირველ რიგში გეტყვი რომ ადვოკატი ჩვენზე მეტად ერკვევა მსგავს საკითხებში რადგან მისი პროფესიაა სამართლის ცოდნა, მოდი ამის გამო ლანძღვას ნუ დავუწყებთ smile.gif (ბარამში ხომ არ მუშაობ რატომ განეწყვე აგრესიულად ადვოკატის მიმართ?) smile.gif) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით
ხოლო რაც შეეხება იმას რომ ბარამი რომ ამბობს საბაჟოზეა და მორჩა ჩვენ გვკიდია რას იზავო ეს არის სუფთა ქუჩური მიდგომა საკითხიდან თავის დაძვრენა, რადგან საბაჟომ თუ დაიტოვა ის აუცილებლად გარკვეულ ცნობის სახით რამეს მისცემდა რომ ამა და ამ მიზეზის გამო ჩვენ წაგგლიჯავთ ამ ამანათს რადგან ასე გვინდა, ნუ დავუშვათ ასეცაა, ამ შემთხვევაში ბარამი როგორც ლოჯისტიკური კომპანია ვალდებულია თავის კლიენტს მისცეს საბაჟოს მიერ მიცემული ცნობა , სადაც აღწერილია ქართულად და გარკვევით თუ რატო წაართვა მებაჟე რეკეტიორმა კომპანიას ან ფიზიკურ პირს კონკრეტული ესა თუ ის ამანათი რომელსაც ქართული კანონმდებლობა არ კრძალავს, რის საფუძველზეც საქმე აღიძვრება საბაჟოს მიმართ და არა კომპანიის მიმართ, მაგრამ რადგან კომპანია შეგნებულად ვიღცის მითითებით არ გაძლევს ამ ცნობას არც იმას გიკონკრეტებს რომელ საბაჟოზეა და სად დაიტოვეს (საქართველოში ბევრი საბაჟოა, ამიტომ დაკონკრეტებაა საჭირო, რასაც ბარამი თავს არიდებს, არ ვიცითო რომელ საბაჟოზეაო) ტელეფონის ნომერი მომცეს ბარამში დარეკეო საბაჟოს ცხელი ხაზიაო და გაარკვიეო, და ნომერზე რო დავრეკე საბაჟოზე კი არა სამინისტროში მოვხვდი, ესეც მორიგი ტყუილი ბარამისა.

ბარამი გეუბნება ზოგადად მე რა ვიცი საბაჟომ დაიტოვა და მორჩა, ჩვენ გვკიდია, ასე არ ხდება, საბაჟომ თუ დაიტოვა მაშინ უნდა იცოდნენ რომელ საბაჟომ დაიტოვა და საიდან მოაქვს ხოლმე ამანათები არც ეს არ იციან რატომღაც, ან უბრალოდ დაავიწყდათ, ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში, აქედან კი ტიპიური თავის დაძვრენა ჩანს, ფიზიკურ პირთან და ამანათების პატრონებთან პასუხისმგებელი არის ლოჯისტიკური კომპანია და არა საბაჟო, საბაჟოს საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთის შემოტანისას მისი გადამოწმება, და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა განბაჟებაზე
აქედან გამომდინარე პატრულის ოქმის შედგენის შემდეგ საქმე აღიძვრება კომპანიის მიმართ და არა საბაჟოს მიმართ, დანარჩენი უკვე შემდგომ გაირკვევა, საბაჟოს დანაშაული რა არის და ვისთან არის, ამ შემთხვევაში საბაჟოს რომც გაეჩერებინა მართლა და კომპანიას არ ქონდეს ამანათზე პრობლემა მაინც კომპანიაა ვალდებული ამანათის მფლობელთან, კომპანიასთან კი საბაჟოა ვალდებული გამოატანოს ის ამანათი რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არაა

როგორც ჩანს ისე კიდევ ხდება დღესაც საბაჟოებში და კომპანიებში თანამშრომლების აყვანა "ყუფარაძის" ზარის დახმარებით smile.gif)) "ყუფარაძეს რომ არ დაერეკააა" (ცისფერი მთები ანუ ტიანშანი" - მართლაც უკვდავი კინოშედევრი) smile.gif))
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 23rd September 2011 - 03:28 PM) *
ამ შემთხვევაში ბარამი როგორც ლოჯისტიკური კომპანია ვალდებულია თავის კლიენტს მისცეს საბაჟოს მიერ მიცემული ცნობა

აი მანდ გეთანხმები 100%-ით უნდა იყოს, მაგრამ იმ ბარამს არავინ აძლევს ცნობას როს საფუძველზეც თვითონ მოგცემს რაიმეს. ისე კი რაღაც კონკრეტული მისამართი ან ადგილი მაინც უნდა გითხრან, მაგაშიც მართალი ხარ.

ციტატა(birkof2 @ 23rd September 2011 - 03:28 PM) *
საბაჟოს საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთის შემოტანისას მისი გადამოწმება, და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა განბაჟებაზე

ნურას უკაცრავად smile.gif, დადიანზე როგორც ირკვევა აღარ არიან, ადრე კი როდესაც იქ იყვნენ, მეთითონ შევესწარი 2-ჯერ სხვადასხვა სცენარს:

1) იყიდა ტიპმა რაღაც ბენზინის დანამატი, საბაჟომ გააჩერა, მივიდა გასარკვევად და არ ატანდნენ იმის გამო რომ აქციზი იყო გადასახდელი, აქციზი კი როგორც გაირკვა წინასწარ უნდა შეიძინო (თუ გადაიხადო) და არა შემოტანის დროს, ან მერე. მოკელდ ზუსტად დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ნუ ჩამორთმევაზე იყო საუბარი.

2) მეორე ჯერზე მთელი პოლიცია და ერთი ამბავი იყო, იმიტომ რომ ტიპს რაღაც წამლები დაუკვეთია ჩამოვიდა, საბაჟომ გააჩერა და შემოწმებისას ექსპერტი ამტკიცენბდა რომ რაღაც სუბოტექსის ნაირსახეობა იყო, მოკელდ საცოდავი ტიპი ადგილზე გაკვანძეს და წაიღეს. იდეაში მაგარი არანორმალური იყო ვიღაც იყო, გამოგზავნილი გქონდა, დიდი ცელოფნის პარტი, რომელზეც არანაირი მარკირება არ იყო და ეყარა აურაცხელი აბი. ალბათ რამდენიმე ათასიცალი იქნებოდა. ნუ თვითონ გაყო თავი შარში.

ასე რომ საბაჟოზე ბევრი რამ ხდება და არა მარტო განბაჟების ფაქტის დაფიქსირება. ნუ ახლა შენი თოფი პნევმატიკაა, აქვთ სიტყვიერი ბრძანება და ძალით გაწვალებენ, მაგალიტად ის დურაკული მოთხოვნა რომ ყველა სამინისტროდან მომიტანე ცნობაო, ნუ ორივე ვხვდებით პროსტა გიცილებს ტიპი, რაღაც მიუღწეველი აურა შექმნა და წყნარადაა, სჯერავს რომ ვერ მიიტან ეგეთ ცნობას. იდეაში სამინისტროში რატომ უნდა იცოდნენ შენ რა შემოგქონდა, შესაბამისად ვერანაირ ცნობას ვერავინ ვერ და რაც მთავარია არ ეხებათ ეგ საქმე და არ მოგცემენ, გეტყვიან ჩვენ ეგეთ არანაირ ცნობას არ გავცემთო.

მაგრამ ვთქვათ და ცეცხლსასროლი იარაღი შემოგქონდა... მაშინ უნებართვოსთვის გეკუთვნოდა ჯარიმა, პლიუს დაკავება და ნუ მოკლედ ვიღაცის გაბედნიერება შენს უბედურებაზე.

მოკლედ რა უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ ფაქტი ერთი რჩება, ახალი წლის მერე ვერავინ ვერ გამოიტანა თავისი პნევმატიკა, მიუხედავად ნაცნობისა, ჩარევისა, მუქარისა თუ "პრავების" კაჩავისა.
gregory
birkof2
სერიოზულად მაინტერესებს: პატრულმა რა ოქმი უნდა შეადგინოს? ან რა მიზეზით უნდა გამოიძახო "ბარამში"?
birkof2
რაც შეეხება დადიანის 30-ში მდებარე საფოსტო საბაჟოს ვიყავი და მითხრეს რო გეზში გადავიდნენო, წადიო და ვიღAც ჯუღელი ნახეო, smile.gif
პატრულის ოქმს რაც შეეხება ეგ არის ერთადერთი გზა რომ ვათქმევინოთ გადმომზიდი კომპანიის თანამშრომელს სად დაკარგა ამანათი რომელიც საზღვრამდე შემოიტანა, რადგან არც წერილობით მიდასტურებენ რომ ნამდვილად საბაჟოზეა და ნამდვილად მოიტანეს საზღვრამდე და არც რაიმე ტიპის ცნობას მაძლევენ რაც საბაჟოზე გაჩერების შემთხვევაში ნებისმიერ ვარიანტში ექნებათ რადგან საბაჟოზე აუცილებლად მისცემდნენ რამეს, ოქმი კი იმისთვისაა საჭირო რომ თAნამშრომლებისგან პროვოკაციას არ ქონდეს ადგილი და თან ქაღAლდზე დაფიქსირდეს მიზეზი დავის და პლიუს მათი ის სიტყვები რომლებითAც თავიდან იცილებენ კლიენტებს ვისთანაც პასუხისმგებელნი არიან, პლიუს ხელმოწერა, ეს ყველაფერი რო გექნება უკვე საფუძველიც გექნება იმისა რომ სარჩელი შეიტანო და სასამართლოს გზით მოითხოვო შენი ამანათი რომელსაც ვიღAცა ძალადობით თუ მოპარვით მოკლედ როგორცაა დაწერებას ცდილობს, პატრულთან ვეღAრ წამოვლენ პროვოკაციაზე და ვეღAრ გაკადრებენ არაკორექტულ სიტყვებს და ცინიკურ და აგდებულ ლაპარაკს ვეღAრ დაგიწყებენ, ყველას შეუძლია სცადოს ასე და შედეგიც იქნება ალბათ : რადგან საქართველოს კანონმდებლობა დღეს არ კრძალავს ამას ეს ნიშნავს რომ ამანათის დაკავება უკანონოა და კანონდარღვევაა,
რაც შეეხება მათ ყალბ და აგდებულ პასუხებს რომ რაიმე კანონის გამოსვლას ელიან სასამართლო ბუნებრივია არ ითვალისწინებს წინასწარ მეტყველებას, და იქ ვერც ვერავინ იტყვის ასეთ პასუხს, ისე ქართველებიც ველოდებით კაი ცხოვრებას და სამშობლოს გამთლიანებას მაგრამ არ ნიშნავს რო სანამ ეს ყველაფერი მოვა თავები უნდა დავიხოცოთ უბრალოდ დღეს დღევანდელი ცხოვრებით და კანონმდებლობით უნდა ვიცხოვროთ,

მოკლედ ყველას წარმატებებს გისურვებტ რა ინფოც მოვიძიე სამართლის აღდგენისთვის დავწერე ეს იმედია მალე მორჩება უკანონობა და გაითვალისწინებენ ქართულ კანონმდებლობას, რადგან ეს მხოლოდ ფორმალურად არ უნდა იყოს დაწერილი, smile.gif
Hellados
gregory
ციტატა(birkof2 @ 23rd September 2011 - 11:35 PM) *
სერიოზულად მაინტერესებს: პატრულმა რა ოქმი უნდა შეადგინოს? ან რა მიზეზით უნდა გამოიძახო "ბარამში"?

გამოუძახებს პატრულს და ეტყვის ბარამა ამანთი დამიკარგაო, ნუ პატრული ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ვერაფერს მოიმოქმედებს გარდა იმისა რომ ოქმი შეადგინოს და მხარეებს აუხსნის რომ ასეთი სამოქალაქო დავები სასამართლოს გზით უნდა მოგვარდეს, ამის შემდეგ კი სასამართლო და ეგაა...

პროსტა მაინც კარგად გადახედე ბარამის ხელშეკრულებას, რაიმე ვალდებულებები თუ გააჩნია დაკარგული ამანათის ანაზღაურებაზე, იქნებ უწერია რომ რაც არ უნდა დავკარგო არ ვანაზღაურებო და მიდი და ედავე biggrin.gif
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 23rd September 2011 - 11:35 PM) *
პატრულის ოქმს რაც შეეხება ეგ არის ერთადერთი გზა რომ ვათქმევინოთ გადმომზიდი კომპანიის თანამშრომელს სად დაკარგა ამანათი რომელიც საზღვრამდე შემოიტანა, რადგან არც წერილობით მიდასტურებენ რომ ნამდვილად საბაჟოზეა და ნამდვილად მოიტანეს საზღვრამდე

მგონი პასუხი ჯერ აი აქ უნდა ნახო

ციტატა(birkof2 @ 23rd September 2011 - 11:35 PM) *
რაც შეეხება დადიანის 30-ში მდებარე საფოსტო საბაჟოს ვიყავი და მითხრეს რო გეზში გადავიდნენო, წადიო და ვიღAც ჯუღელი ნახეო

ზედმეტად ძაბავ საკუტარ თავს, ნუ ია ტაკ დუმაიუ. ტყუილა დაკარგავ დროს ბარამის კაჩავში. იმ ვიღაც ჟუღელმაც თუ ხელები გაასავსავა, მერე უნდა მიადგე ბარამს სად წაიღეთ ჩემი ტვირთი საბაჟოზე არსად იძებნებათქო.
birkof2
პატრული საჭიროა მხოლოდ პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად და მათი ავტოგრაფის მოსაპოვებლად, დანარჩენი სასამართლოს საქმეა, რაც შეეხება მათ შიდაგანაწესს მკაცრად ასაიდუმლოებენ, საიტზეც ბევრი ვერაფერი ვნახე smile.gif
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 24th September 2011 - 12:47 AM) *
რაც შეეხება მათ შიდაგანაწესს მკაცრად ასაიდუმლოებენ

მემგონი ქარის წისქვილებს ებრძვი smile.gif

რაის შინაგანაწესი, რა პროვოკაცია? არა იმედია სწორედ გამიგებ სულად არ ვიკლავ თავს ბარამისთვის, მაგრამ ბარამია თუ ჩვეულებრივი ფოსტა ერთი ფეხებია, მაგას აკისრია გადატანა ერთია დგილიდან მეორემდე, თუ რომელიმე ქვეყნის საბაჟო ან პოლიცია აჩერებს ტვირთს, იქ გადამზიდავი კომპანია გვერდზე გაწეული smile.gif შენ კი იმენნა მაგათ ებრძვი..

ნუ რავი ღმერთი შენსკენ, მაგრამ ჩემი გადასახედიდან არასწორე მიმართულება გაქვს არჩეული.

მოდი ასეთი რამ რომ გაარკვიო არ ჯობია:
1) მიხვიდე იმ ჯუღელთან და გაარკვიე მათთან არის ეგ ტვირთი თუ არა.
2) დამიჯერე ბევრი გადამზიდავია საქართველოში და არავის არასდროს არ გაუცია არანაირი ის ცნობა რომლის მოპოვებასაც შენ ცდილობ თუნდაც პატრულის მეშვეობით.
3) ზეპირსიტყვიერად ხდება ახსნა მომხმარებლისთვის, შენი ტვირთი ჩამოგვქონდა და საბაჟომ გააჩერა. მორჩა იქ ყველა გადამზიდავი გევრდზეა გადაწეული და მხოლოდ შენ და საბაჟო არკვევთ ურთიერთობას.
4) ყველა ამისთანა შემთXვევაში დამატებით წერილებისა და ოქმების გარეშე მივდივართ საბაჟოზე და როგორც წესია იქ არის ხოლმე ჩვენი ნივთები
5( თუ საბაჟოზე არ იძებნება და ამტკიცებენ რომ ის ტვირთი რაზეც შენ ამბობ მათთან არ არსებობს აი მერე უნდა მიადგე ბარამი იქნება, იბნ ხასანი, თუ ბინლადენი და ეუბნები რომ საბაჟოზე ნივთი არაა, ან გამირკვიეთ, ან ამინაზღაურეთ. როგორც წესი იწყება პირეველით და თუ რამეა ეგრევე მეორეზე მიდის გადამზიდავი.

მესმის რომ არ გჯერავს, მაგრამ დამიჯერე საქართველოში ეს უკვე ამ ფორმით რამდენიმე წელია მუშოაბს, მაგრამ შენ გინდა თუ არა უკუღმა იწყებ, ეგებ და არის ის შენი ნივთი საბაჟოზე კაკრაზ იმ ჯუღელის ოთახში დევს... მერე??? პროსტა არ გატეხავს საქმე საქმეზე რომ გაირკვევა და ბოლოს გეტყვის ის პატრულიც და მოსამართლეც - შე კაცო მისულიყავი ჯერ გაგერკვია ერთი ამბავი რომ ატეხეო...

რავიცი, რავიცი
birkof2
ვერ დაგეთანხმები ზეპირსიტყვიერად რაღაც სისულელის დახეთქებას და ქუჩურ ჩაცუცქულ საუბარს სასამართლო სხვანაირად ჩათვლის არა თუ გაითვალისწინებს უფრო ცუდისკენაც წავა, მაგათი დანაშაული სწორედ ამ ქუჩურ ზეპირ სიტყვიერ თავიდან მოსაცილებელ სიტყვებშია,
რაც შეეხება იმას თუ ამანათის პატრონს ვისთან აქვს საქმე გეტყვუი რო აქ საბაჟო არაფერ შუაშია, რადგან თავად კომპანიას აქვს ეს პრობლემა კონკრეტული კატეგორიის ნივთებზე, ასე რომ არ იყოს საბაჟო საკმაოდ მკაცრად დაცულია ასეთ კომპანიებთან შედარებით, ნუ ცხადია დარღვევას ვერსად გამორიცხავ მაგრამ ამ შემთხვევაში მე ტრანსპორტირების ფულს კომპანიას ვუხდი და არა საბაჟოს, საბაჯოს პრობლემა ვერ ექნება იურიდიულად იქიდან გამომდინარე რო ქართულ კანონმდებლობაში გარკვევით წერია ყველაფერი, (გარკვევით ვგულისხმობ მათთვის ვინც ქართული წერა კითხვა იცის) რადგან კომპანია ქუჩურად ზეპირი სიტყვით თავიდან გიცილებს ყოველგვარი წერილობითი და ცნობითი დადასტურების გარეშე ეს ნიშნავს იმას რომ სასამართლოზე ის თავის სიტყვებს უკან წაიღებს და უარყობს არ მითქვია ეგეთი არაფერიო
მითუმეტეს იმასაც ვერ გეუბნებიან რომელ საბაჟოზეა, ვერ გეუბნებიან ტერიტორიულად სად არის საიდან მოაქვთ ხოლმე ტვირთი, ყველაფერს გიმალავენ და გატყუებენ, სიცრუე კი დასჯადია როცა საქმე ოფიციალურ საუბარს და მსგავს ტიპის გაურკვეველ სიტუაციას ეხება,
შენ თუ იცი საქართველოში რამდენი საბაჟოა სხვადასხვა ადგილას? smile.gif) საკმაოდ ბევრია, ბარამის დაცვას რაც შეეხებათქვენი დაცვა არ უნდა ადვოკატს აიყვანენ ფული კი აქვთ ოხრად და... smile.gifეგ არ გაუჭირდებათ...

ამბის ატეხვას რაც შეეხება ვერავინ მეტყვის მაგას იმიტომ რომ მე არცერთმა მხარემ სხვა გზა არ დამიტოვა, იმ ჯუღელთან რა უფლებით უნდა იდოს მაშინ მანაც პასუხი უნდა აგოს ბუნებრივია, ამანათის მოპარვაზე, რამდენადაც ვიცი რეკეტიორობა და ნივთების მოპარვაც დასჯადია თუ რა თქმა უნდა კანონი არ აძლევს კონკრეტულ პირს ამის უფლებას smile.gif
რაც შეეხება თქვენს მოსაზრებას იმაზე რო კომპანია ზეპირსიტყვიერად გიცილებს თავიდან და გვერდზეა მერე ის გაწეული ყოველგვარ რეალობას არის მოკლებული ეს აზრი, და აგიხსნი რატო, გვერდზე მაშინ იქნება გაწეული როცა მოგცემს იმ ცნობას რაც გამოართვა საბაჟოს იმის დასტურად რომ ნამდვილად მოიტანა საბაჟომდე, მე რა ვიცი რატო უნდა ვენდო კომპანიას რომელიც გზა და გზა ნივთებს კარგავს და მერე ქუჩური ზეპირი სიტყვით თავიდან გიცილებს??? ნდობა დამეთანხმები რო აქ გამორიცხულია, ნდობის არ ქონის მეორე მიზეზიც არსებობს, ერთხელ საერთოდ ღია აგრესიაზე წამოვიდნენ ასე ვთქვათ მგლებივით დამესივნენ კომპანიის თანამშრომლები და აქეთ მეჩხუბნენ? მითხარით ეს კანონიერია? რატომ იყვნენ ასეთი აგრესიულები მე ვესაუბრებოდი ერთ თანამშრომელს და ჩAერია მთელი ყველა მომუშავე დაწყებული ოპერატორიდან დამთავრებული მათ პროგრამისტამდე, ასე ღია პროვოკაციაზე რო მოდის ხალხი უკვე აშკარაა რო სადღAც არიან გასვრილები და ცდილობენ აქეთ ვინმეს გაუწიონ პროვოცირება და მას უჩივლონ იქით
პრიმიტიული პირველ ყოფილური ტაქტიკაა "თავდასხმა საუკუეთEსო თავდაცვაა" მაგრამ ჩვენ საუკუნეში ეს არ ჭრის რადგან თAვდასხმა და პროვოცირებაც დასჯადია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს წინაშე ამის ახსნაც მოუწევთ, მახლდა ერთი თანამშრომელი რომელიც შეესწრო ამ მომენტს მასაც საკმაოდ ცუდი ტონით მიმართა ერთ თანამშრომელმა, ისიც გაღიზიანდა თუმცა არ აყვა და მიხვდა რო პროვოკაციაზე მოდიოდნენ შეგნებულად.

მოკლედ ვისაც ეს პრობლემა გაქვთ ხალხო, ყველამ დაიმახსოვრეთ ან ბეჭდით და ხელმძღვანელის ხელმოწერით დამადასტურებელ ცნობას გაძლევთ კომპანია, ან თუ ასე არ ხდება მაშინ გაანებეთ საბაჟოს თავი საბაჟო არაფერ შეუაშია, მათი დავალება შემოწმება განბაჟებაა, მორჩა, თქვენთან კომპანიაა პასუხისმგებელი, ოღონდ არა ქუჩურად ზეპირსიტყვიერად, არამედ ოფიციალური დამადასტურებელი ცნობით, ამას თუ მოგცემენ მერე ნამდვილად გვერდზე იქნება კომპანია მერე მიაწვები საბაჟოს ცხადია სამართლებრივი გზებით...
მოკლედ ნურავინ დააბოლებინებთ და მოატყუებინებთ თავს, კანონზე თუ დაგიწყებენ ლაპარაკს და აკრძალვებზე არის ასეთი საიტი პარლამანტ.გე და პოლიცე.გე, ორივეგან ნახავთ ქართულ კანონმდებლობას ამოუბეჭდეთ და მიუტანეთ რო ტყუილში ამხილოთ smile.gif))შემდეგ კი ისევ ცნობა მოსთხოვეთ კომპანიას, საბაჟო დაივიწყეთ ყველამ, მასთან არავის აქვს შეხება,
birkof2
კიდევ დაიმახსოვრეთ ერთი გარემოება საბაჟო არ აჩერებს პროდუქტს რომელიც კანონით დაშვებულია და განბაჟებას არ საჭიროებს, ეს თავად კომპანია ამერიკაშI როცა ფუთავს ამანათებს კომპანიების თანამშრომლები აწყობენ ცალკე თუ რამე ისეთი კატეგორიის ნივთია რაც აკრძალულია, ანუ აკრძალულ ნივთებთან ერთად კომპანიამ მოათავსა ამერიკაშივე იქიდანვე ასეთი პატაკით მოდის პროდუქტი, შესაბამისად საბაჟო აჩერებს იმ კატეგორიის ნივთებს რომლებიც კომპანიის მიერ მიჩნეულია და მოთავსებული აკრძალულ ნივთებში, ვისაც უნდა დაიჯერეთ, ვისაც გინდათ დაიცავით კომპანიები მოკლედ ასეა smile.gif) გითხრეს ერთია მაგრამ თეორემას დამტკიცება სჭირდება აუცილებლად პრიმიტიული არითმეტიკული კანონზომიერებაა...
birkof2
ხო კიდევ ერთი გარემოება რაც უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის რო არ მოგატყუონ ასე ადვილად, მონადირის მაღაზიებში იყიდება ესეთი ნივთები ფაქტი კი ისაა რო უპრობლემოდ შემოაQვთ, თუ აკრძალულია რა უფლებით შემოაქვთ?????? არავინ დაინტერესებულხაართ? მითუმეტეს შემოაქვთ და ოთხმაგ ფასებში ყიდიან, ??????? smile.gif კანონში არ წერია რომ მხოლოდ ბიზნესმენისთვისაა დაშვებული, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ყიდვა და შესაბამისად ყოველგვარი რეგისტრაციის და გაფორმების გარეშე ყიდიან მონადირის მაღაზიები, მოკლედ ვფიქრობ კომპანია არღვევს ამ კანონს ვიღAცის მითითებით ვისაც აწყობს რომ აქ იყიდოს მსურველმა და არა სხვა ქვეყანაში იაფად. შეზღუდვა არის უშუალოდ კომპანი-ების მხრიდან.. ადვოკატმა ასე მითხრა, ჩემი აზრიც ასეთია არ ვიცი თუ ვცდები მითხარით ვინმემ დასაბუთებით და გავჩუმდები smile.gif))) ყოველთვის ვაფასებ ჯანსაღ აზრს....და რჩევასაც ცხადია.....
koknar
birkof2
მაღაზიაში ტანკსაწინააღმდეგო შაშხანებიც იყიდება მარა ხომ ვერ შემოიტან არა?, ეგ სხვა რამეა. იურიდიული პირები სხვანაირად მუშაობენ, დარეგისტრირებულებულები არიან საგასახადო სამსახურში როგორც იარაღის იმპორტიორები და კოდი აქვთ თავისი. ის მებაჟე თავის ჯადოსნურ კომპში შეიყვანს კოდს და აინთება მწვანე. შენ კიდე მარტო სახელი და გვარი გაქ, კერძო პირებზე აკრძალულია კარკვეული პროდუქციის შემოტანა, ცნობილი არაა ყველა დასახელება მარა რაც ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი შეიყვანეს. ეს კანონში პირდაპირ არ წერია მარა არსებობს ზემოდან დაშვებული მითითება რომელიც კანონზე მაღლა დგას და ჯოკერივითაა შენ რაც გინდა ცნობა მიიტანე მაინც გადაგიჯოკრავენ. თუ იჩივლებ და ბევრ ფულს დახარჯავ და კანონით მიაწვები ბოლობოლო A4 ლაზერკაზე ამოგიბეჭდავენ უცებ რაღაცა დადგენილებას რომელშიც ეწერება რომ კანონში რო წერია დადგენილი წესების მიხედვით უნდა მოხდეს იმპორტი ეს ქაღალდია სწორედ იმ წესების დამდგენი და განმსაზღვრავი. უბრალოდ შენ არ იცოდი ეს ყველაფერი. და რატო არ იცოდი ეს შენი პრობლემაა და არა იმათი. კიდე ჯარიმაც გეკუთვნის თუ არ იცოდი. ამიტომ თუ მაიდამაინც შენით დაუკვეთე და ნეტით გინდა იყიდო პნევმატიკა მაშინ მოთმინებით მოეკიდე და წყნარათ ესაუბრე. ბავრჯერ ესაუბრე 10 მისვლაზე უკვე გიცნობენ ეგრე ხდება ყოველთვის უფრო მეტს გეტყვიან და რამე სასარგებლო ინფოს გეტყვიან. "დობრათ" ჯობია დამიჯერე მეტი შანსია
ja_ja
birkof2
უკვე არარ ვიცი რა დავწერო biggrin.gif

წარმომიდგენია ბარამში რატომ ბუინობდნენ biggrin.gif, ჩვენ და თუნდაც მე, ამ საქმეში არაფერ შუაში ვართ და უკვე "პრავებს" გვიკაჩავებ biggrin.gif რას გვერჩი smile.gif

მგონი შენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ, დაჟე ამ პლანეტაზეც კი არ ხან ნამყოფი. რაც შეეხება შემოთავაზებულ თეორიას

ციტატა(birkof2 @ 24th September 2011 - 09:23 AM) *
თავდასხმა საუკუეთEსო თავდაცვაა

ნუ ეგ იმის მერე იწყება როდესაც არგუმენტები თავდება ხოლმე smile.gif, შენ თუ ასეთი შემართებით იყავი ბარამთან მიკვირს საერთოდ სროლით და ბაახბუხით როგორ არ დამთავრდა საქმე...

დებენ ამერიკაში, ფუთავენ არ ფუთავენ... აქ მაღაზიებში იყიდება ... საბაჟოზე კანონს ვერ დაარღვევენ... მგონი მართლა ამ ქვეყანაზე არ ხარ smile.gif სკანერი როგორ ფიქრობ საბაჟოზე რისთვისაა? მთელი რიგები რომაა თუ ცი ვისი ტვირთი გატარდება ჯერ სკანერში, აქამდე 1 ცალი ჰქონდათ ახლა მგონი მე-2 დაამატეს და მე-3-ეს უკვეთავენ,. შენ კიდევ გჯერავს რომ იქ გადაფუთავენ და აქ ბაზარი არაა ეგრევე გამოატარებენ...

ამერიკაში შეფუთეს ჩემი პეინტბოლის ბალონიც და საბაჟოზე შენს მიერ ნაქებმა სუპერ მოზგებმა რადიოაქტიული ნივთიერების კონტეინერად მიიჩნიეს და საბაჟოზე გააქანეს 1.5 კვირა დავსდევდი მაგათ. სხვათაშორის ბარამმა ჩამოიტანა ის ბალონი (თან სხვის სახელზე მქონდა გამოწერილი!). და იცი რაა, იმათთან ჩხუბის მაგივრად ისე გამოვიდა რომ ხან თავიანთი მინდობილობა გამომატანეს რომ შემიძლია წაღება თუ საშიში ნივთიერება არაა, ხან დაურეკეს საბაჟოს, და ბოლოს იმდენი პატივიც მცეს რომ თვითონ წამომყვა საბაჟოზე, ჩაერია საქმეში, გამოვაკვლევინეთ რომ საშიში არაფერი იყო, თვითონ გამოიტანა საბაჟოდან და ჩამაბარა ხელში (ამასობაში არც ვიცნობდი სასტავს და არც არაფერი, მაქსიმუმ მაგათი მეშვეობით 10-ჯერ მქონდა რაღაც ჩამოტანილი - ვაბშე უცხო ვიყავი მაგათთვის).

მიდგომაა ყვეაფერთან საჭირო და არა ხიშტებით და ზარბაზნით მიდგომა.

ეს სიტუაცია საქართველოს პრაქტიკაა, საბაჟო აჩერებს და მორჩა გადამზიდავი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია საბაჟოს, კანონიერია თუ უკანონო, მოვიდეს პატრონი და ჩვენ გვარკვევთ. საბაჟო არაფერს არ აძლევს გადამზიდავს. გადამზიდავი თავისუფალია მომხმარებლის საქციელისგან.

ანალოგია შემდეგია:

1) შენ შემოგაქვს აკრძალული ნივთი, ან კანონიერი, მაგრამ უვიცი მებაჟე ვერ ერკვევა და აჩერებს ტვირთს. შენ კი როგორც გაურკვეველი ტვირთის მესაკუთრე დაკავებული ხარ და საქმის გარკვევამდე იზოლატორში მიდიხარ.
2) გადამზიდავს რამდენიმეს საქონელი ჩამოაქვს, ყველას მაგივრად იზოლატორში ვერ ჩაჯდება, ამიტომა საბაჟო ახსნა განმარტების გარეშე ართმევს ნივთს და ეუბნება პატრონი მოვიდეს.

ის განმარტება რომ არიქა და საბაჟო კანონს ვერ დაარღვევს.. ნუ რა დავწერო? მაგარ იდილიურ სამყაროში გგონია თავი smile.gif, აბა ვინ არღვევს smile.gif

და კიდევ ერთი შეცდომა - მაღაზიებში რომ იყიდება ესეიგი შემოაქვთ - არა არ შეამოაქვთ (გაყიდვა შეიძლება, მოხმარება შეიძლება, მაგრამ შემოტანაა აკრზალული, შემოტანა!), რომ ვწერ არ მიჯერებ ახალი წლის მერე ვერავი ვერ შემოიტანა პნევმატური იარაღი, ყველა მაღაზია გაჩერებულია და ახალი არაფერი შეამოქვთ, აგერ მაგნუმს (ყველაზე დიდ მაღაზიას) ჰქონდა აურაცხელი ფირმის მოდელი, დღეს რაც დარჩათ ეგაა... HAtsan-ის პნევმატიკა ჰქონდათ ოხრად, გათავდა ახალი დაკვეთა ჰქონდათ თურქეთში და ეს სიტუაცია რომ გაიჩითა დაკვეთა გააჩერეს დღეს Hatsan AT44-ს ხის კონდახით ქალაქში ვერ იშოვი, არა და ისე ეყარა რომ რავისი...

რაღა შორს მიდიხარ, აგერ ჩვენი ფორუმელი გრეგორი არის Crosman-ის წარმოამდგენელი, მაგასაც ჩამოაქვს საქონელი, მარა დღეს მისი საქონელიც გაჩერებულია საბაჟოზე და დამიჯერე შენს 50$ პისტალეტისგან განსხვავებით გაცილებით დიდი მოცულობის საქონელი აქვს გაჩერებული, აქვს ყველანაირი ლიცენზია, ნებართვა, მაგრამ საბაჟოზე დევს საქონელი და ვერ გამოუტანია კაცს.

შენგან განსხვავებით მაგ კაცს საქმე უჩერდება, უნდა გაეყიდა ეგ საქონელი ფული ამოეღო და ახალი პარტია დაეკვეთა, ეგაა მისი შემოსავალი, როგორ ფიქრობ წყარად ზის? და როგორ ფიქრობ დათმო საბაჟომ რაიმე? დაიყვანება ყველაფერი იმაზე რომ გეკუთვნის, მარა არ გეკუთვნის - დამირეკოს იმან ვინს ამიკრძალა და გაგატანო, ისე ვერაო. ვსიო.

არ გინდა შენ არაფრის გაგება, დანახვა და წაკითხვა, წერია ეს ყველაფერი ფორუმზე, თემებიც მოგეცი, ასე და ასეამეთქი... მოკლედ ღმერთი შენსკენ, ჩვენ პრავებს ნუ გვიკაჩავებ, კანონით რომ გვეკუთვნის ვიცით, მაგრამ რომ არ გვატანენ ეგეც ვიცით, ამ ფორუმზე მინიმუმ, სულ მინიმუმ მე-4 კაცი ხარ ვინც არ ეგუება ამ სიტუაციას და ჩვენ გვეჩხუბები. არაფერი გაქვს ჩვენთან გასარკვევი. ბარამთანაც არაფერი გაქვს გასარკვევი, გეუბნები როგორც ამ საქმეში გამოცდილი, ჩემს კისერზე გადავიტანე და ვიცი, გეუბნები იმ კუთხიდანაა, თუ ბოლოდან არ უდგები საკითხს რომლიდანაც უნდა მიუდგე, აყევი ვიღაც იურისტს და ისიც იდილიური სამყაროს სისულელე პირობებს გეუბნება - პატრული, ოქმი, ბარამი... დაიკიდე სისულელეა და ბოლი!

საქმე გაქვს საბაჟოსთან, ჯერ მიდი და საბოლოოდ გაარკვიე რომ იმათთან არის შენი ნივთი, რომ საერთოდ არ დაიკარგოს მაინცა, 1 თვის მერე უპატრონო ნივთებში გადადის და საერთოდ კონფისკაციას ექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ (მერე ნახავ ჩამორთმეული ნივთების მაღაზიოაში შენს პისტოლეტს და იყიდი სახელმწიფოსგან biggrin.gif ). მერე როდესაც გაარკვევ რომ საბაჟოზეა, უნდა დაჯდე და დაელოდო როდის დაგრთავენ ნებას რომ გამოიტანო. თუ სასამართლო გინდა, საბაჟოსთან უნდა გამართო და არა ბარამთან, გეუბნები წააგებ მაგ სასამართლოს თუ ბარამთან დაიწყებ კაჩავს. ბარამი იტყვის საბაჟომ ჩამომართვა, აგერ მოვიკითხე საბაჟოზე და ესა და ეს ტვირთი არის საბაჟოზე (ან იყო საბაჟოზე), მოქმედი კანონის მიხედვით კი თუ ნივთი საეჭვოა საბაჟომ მე უნდა ჩამომართვას და შემდეგ მოქალაქესთან არკვევს საქმეს, მე პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ვარ. მორჩება საქმე, დაიკარგება დრო, ნერვები, ნივთი და ფული რომელსაც სასამართლოს გადაუხდი. ბარამთან კი ურთიერთობას გაიფუჭებ (ნუ იდეაში უკვე გაფუჭებული გაქვს, შენ მაგათთან აწი მიმსვლელი არ ხარ, იმათ კი შენი დანახვა აღარ გაუხარდებათ smile.gif)

წააგებ, თორემ სულ არ მაინტერესებს.

შენ რა გგონია მე არ მინდა გასართობი? მეც ვუყურებ ერთერთ პისტოლეტს აგერ უკვე 3 წელია. 2 წლის განმავლობაში ვჭიმე და არ გამოვიწერე, ახლა კი არ ვიწერ სანამ არ ჩაწყნარდება საქმე. მარა სხვები ჯერ აკეთებენ დაკვეთას, მერე პრობლემებში ეხვევიან, მერე იგებენ ამ ფორუმის შესახებ აქ ელიან რაღაც ზეციურ დახმარებას, ვერ ნახულობენ და მერე ფორუმელებს გვებრძვიან smile.gif

აგერ რამდენიმე ფორუმელსაც მოსდის ნერწყვები უცხოურ თოფებზე, მაგრამ ზიან წყნარად, რაც არ გაიკითხეს გაარკვიეს, ნუ ვერ გამოაძვრენ რა გაჭიმული ბადიდან და რაც გინდა აკეტე.

რა ვქნა რით დაგეხმარო? უმსხვილესი შემომტანები ვერაფერს გადიან კავშირები რომ აქვთ და ჩვენ რით დაგეხმაროთ? დავდგეთ და ერთად ვიძახოთ ვაი-ვაი? არის ეგეთი თემაც ცალკე

მოკლედ, აღარ გვინდა ეს უსასრულო და უშინაარსო საუბარი. რაც ჩვენი გამოცდილებით ვიცით ის უკვე შემოგთავაზე. ის თუ რა გვეკუთვნის ან არ გვეკუთვნის, ისიც ვიცით და ჩვენც კი გვინდოდა ახალი კანონის დაწერაში ჩართვა, მაგრამ არავინ მიგვასუნინა, ასე რომ მთლად ტყემალზე არ ვზივართ და თუ ღმერთი გწამს ვიღაც იურისტების ნაბოდვარ იდილიურ ფაქტებს ნუ გვეუბნები, შენ ახლა წააწყდი მაგ საქმეს და აქაური ძველი ხალხი უკვე 3 წელია ვუყურებთ მაგ დომფხალს ვერაფრით გაგვაკვირვებ და ვერაფერს ახალს ვერ გვეტყვი.

ახალი ის იქნება რომ მოახერხო შენი იარაღის გამოტანა და დაწერო როგორ მოახერხე, მაგრამ იმ მიდგომით რაც ახლა გაქვს... რავიცი, რავიცი...
birkof2
წარმატებები ყველას თქვენც და მეც, ვნახოთ რა იქნება, დაახლოებით იქით კვირისთვის მეცოდინება მეტი ალბათ, smile.gif
birkof2
აქ არანაირ დახმარებას არ ველი აქეთ თAვდასხმები მომიწყეს ლამის და რომელ დახმარებაზეა smile.gif))
birkof2
მოკლედ მხოლოდ ის გავიგე რომ მეკუთვნის მაგრამ არ მეკუთვნის, smile.gif)) კომპანიამ არ იცის რომელ საბაჟოზე დაკარგა ამანათი, ვერ იხსენებენ თუ არ იციან ვერც ამას აკონკრეტებენ, მხოლოდ ამას მეუბნებიან სადაც გინდა იქ გაარკვიე და ეძებეო, შეიძლება ჩვენ სათაო ოფისშიაო და რო გაგირკვიოთო ტრანსპორტირებისა გადაიხადეო smile.gif)))
მოკლედ ხალხო მხოლოდ გირჩევთ არავინ აღარ გამოწეროთ, მაინც ვერ მოაღწევს თქვენამდე და თანხა არ დაკარგოთ ტყვილად, ბევრნაირად ვცადე მიდგომა მაგრამ....... მგონი არაფერს არ აქვს აზრი
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 26th September 2011 - 10:34 PM) *
მოკლედ ხალხო მხოლოდ გირჩევთ არავინ აღარ გამოწეროთ, მაინც ვერ მოაღწევს თქვენამდე და თანხა არ დაკარგოთ ტყვილად, ბევრნაირად ვცადე მიდგომა მაგრამ....... მგონი არაფერს არ აქვს აზრი

რასაც აქამდეც ვამბობდით.

აქ რომ შემოსულიყავი ამნამდე სანამ გამოიწერდი, მაგ ნერვების გლეჯას აიცდენდი ტავიდან, მაგრამ რაც მოხდა მოხდა.

ახლა ერთადერთი ის იქნება კაი თუ ამ ქვეყნიური სისულეების გამო გულს პნევმატიკაზე არ აიცრუებ. მართალია არ ვიცი რა შემოგთავაზო შენი იარაღის დასაბრუნებლად, მაგრამ რავიცი, ვიქონიოთ იმედი რომ პროსტა დაკარგა ბარამმა და მოძებნიან, ან გაარკვევენ სად დატოვეს, თუ ვერ გაარკვიეს მინიმუმ იმედია აანაზღაურებენ თანხას. მარა აქ მაგ ტანხად რას იყიდი არავინ არ იცის sad.gif
rekshet
ერთი რამ მეც დამაინტერესა ახლა ახლა მე თუ არ მივიღე ცემი ამანათი და კანონი აკრძალავს პნევმატიკის შემოტანას ანუ რა უსა2 ტრანსპორტირების ფული უნდა გადაუხადო ? sorry.gif pardon.gif beee.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.