birkof2 უკვე არარ ვიცი რა დავწერო

წარმომიდგენია ბარამში რატომ ბუინობდნენ

, ჩვენ და თუნდაც მე, ამ საქმეში არაფერ შუაში ვართ და უკვე "პრავებს" გვიკაჩავებ

რას გვერჩი

მგონი შენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ, დაჟე ამ პლანეტაზეც კი არ ხან ნამყოფი. რაც შეეხება შემოთავაზებულ თეორიას
ციტატა(birkof2 @ 24th September 2011 - 09:23 AM)

თავდასხმა საუკუეთEსო თავდაცვაა
ნუ ეგ იმის მერე იწყება როდესაც არგუმენტები თავდება ხოლმე

, შენ თუ ასეთი შემართებით იყავი ბარამთან მიკვირს საერთოდ სროლით და ბაახბუხით როგორ არ დამთავრდა საქმე...
დებენ ამერიკაში, ფუთავენ არ ფუთავენ... აქ მაღაზიებში იყიდება ... საბაჟოზე კანონს ვერ დაარღვევენ... მგონი მართლა ამ ქვეყანაზე არ ხარ

სკანერი როგორ ფიქრობ საბაჟოზე რისთვისაა? მთელი რიგები რომაა თუ ცი ვისი ტვირთი გატარდება ჯერ სკანერში, აქამდე 1 ცალი ჰქონდათ ახლა მგონი მე-2 დაამატეს და მე-3-ეს უკვეთავენ,. შენ კიდევ გჯერავს რომ იქ გადაფუთავენ და აქ ბაზარი არაა ეგრევე გამოატარებენ...
ამერიკაში შეფუთეს ჩემი პეინტბოლის ბალონიც და საბაჟოზე შენს მიერ ნაქებმა სუპერ მოზგებმა რადიოაქტიული ნივთიერების კონტეინერად მიიჩნიეს და საბაჟოზე გააქანეს 1.5 კვირა დავსდევდი მაგათ. სხვათაშორის ბარამმა ჩამოიტანა ის ბალონი (
თან სხვის სახელზე მქონდა გამოწერილი!). და იცი რაა, იმათთან ჩხუბის მაგივრად ისე გამოვიდა რომ ხან თავიანთი მინდობილობა გამომატანეს რომ შემიძლია წაღება თუ საშიში ნივთიერება არაა, ხან დაურეკეს საბაჟოს, და ბოლოს იმდენი პატივიც მცეს რომ თვითონ წამომყვა საბაჟოზე, ჩაერია საქმეში, გამოვაკვლევინეთ რომ საშიში არაფერი იყო, თვითონ გამოიტანა საბაჟოდან და ჩამაბარა ხელში (ამასობაში არც ვიცნობდი სასტავს და არც არაფერი, მაქსიმუმ მაგათი მეშვეობით 10-ჯერ მქონდა რაღაც ჩამოტანილი - ვაბშე უცხო ვიყავი მაგათთვის).
მიდგომაა ყვეაფერთან საჭირო და არა ხიშტებით და ზარბაზნით მიდგომა.
ეს სიტუაცია საქართველოს პრაქტიკაა, საბაჟო აჩერებს და მორჩა გადამზიდავი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია საბაჟოს, კანონიერია თუ უკანონო, მოვიდეს პატრონი და ჩვენ გვარკვევთ. საბაჟო არაფერს არ აძლევს გადამზიდავს. გადამზიდავი თავისუფალია მომხმარებლის საქციელისგან.
ანალოგია შემდეგია:
1) შენ შემოგაქვს აკრძალული ნივთი, ან კანონიერი, მაგრამ უვიცი მებაჟე ვერ ერკვევა და აჩერებს ტვირთს. შენ კი როგორც გაურკვეველი ტვირთის მესაკუთრე დაკავებული ხარ და საქმის გარკვევამდე იზოლატორში მიდიხარ.
2) გადამზიდავს რამდენიმეს საქონელი ჩამოაქვს, ყველას მაგივრად იზოლატორში ვერ ჩაჯდება, ამიტომა საბაჟო ახსნა განმარტების გარეშე ართმევს ნივთს და ეუბნება პატრონი მოვიდეს.
ის განმარტება რომ არიქა და საბაჟო კანონს ვერ დაარღვევს.. ნუ რა დავწერო? მაგარ იდილიურ სამყაროში გგონია თავი

, აბა ვინ არღვევს

და კიდევ ერთი შეცდომა - მაღაზიებში რომ იყიდება ესეიგი შემოაქვთ - არა არ შეამოაქვთ (
გაყიდვა შეიძლება, მოხმარება შეიძლება, მაგრამ შემოტანაა აკრზალული, შემოტანა!), რომ ვწერ არ მიჯერებ ახალი წლის მერე ვერავი ვერ შემოიტანა პნევმატური იარაღი, ყველა მაღაზია გაჩერებულია და ახალი არაფერი შეამოქვთ, აგერ მაგნუმს (ყველაზე დიდ მაღაზიას) ჰქონდა აურაცხელი ფირმის მოდელი, დღეს რაც დარჩათ ეგაა... HAtsan-ის პნევმატიკა ჰქონდათ ოხრად, გათავდა ახალი დაკვეთა ჰქონდათ თურქეთში და ეს სიტუაცია რომ გაიჩითა დაკვეთა გააჩერეს დღეს Hatsan AT44-ს ხის კონდახით ქალაქში ვერ იშოვი, არა და ისე ეყარა რომ რავისი...
რაღა შორს მიდიხარ, აგერ ჩვენი ფორუმელი გრეგორი არის Crosman-ის წარმოამდგენელი, მაგასაც ჩამოაქვს საქონელი, მარა დღეს მისი საქონელიც გაჩერებულია საბაჟოზე და დამიჯერე შენს 50$ პისტალეტისგან განსხვავებით გაცილებით დიდი მოცულობის საქონელი აქვს გაჩერებული, აქვს ყველანაირი ლიცენზია, ნებართვა, მაგრამ საბაჟოზე დევს საქონელი და ვერ გამოუტანია კაცს.
შენგან განსხვავებით მაგ კაცს საქმე უჩერდება, უნდა გაეყიდა ეგ საქონელი ფული ამოეღო და ახალი პარტია დაეკვეთა, ეგაა მისი შემოსავალი, როგორ ფიქრობ წყარად ზის? და როგორ ფიქრობ დათმო საბაჟომ რაიმე? დაიყვანება ყველაფერი იმაზე რომ გეკუთვნის, მარა არ გეკუთვნის - დამირეკოს იმან ვინს ამიკრძალა და გაგატანო, ისე ვერაო. ვსიო.
არ გინდა შენ არაფრის გაგება, დანახვა და წაკითხვა, წერია ეს ყველაფერი ფორუმზე, თემებიც მოგეცი, ასე და ასეამეთქი... მოკლედ ღმერთი შენსკენ, ჩვენ პრავებს ნუ გვიკაჩავებ, კანონით რომ გვეკუთვნის ვიცით, მაგრამ რომ არ გვატანენ ეგეც ვიცით, ამ ფორუმზე მინიმუმ, სულ მინიმუმ მე-4 კაცი ხარ ვინც არ ეგუება ამ სიტუაციას და ჩვენ გვეჩხუბები. არაფერი გაქვს ჩვენთან გასარკვევი. ბარამთანაც არაფერი გაქვს გასარკვევი, გეუბნები როგორც ამ საქმეში გამოცდილი, ჩემს კისერზე გადავიტანე და ვიცი, გეუბნები იმ კუთხიდანაა, თუ ბოლოდან არ უდგები საკითხს რომლიდანაც უნდა მიუდგე, აყევი ვიღაც იურისტს და ისიც იდილიური სამყაროს სისულელე პირობებს გეუბნება - პატრული, ოქმი, ბარამი... დაიკიდე სისულელეა და ბოლი!
საქმე გაქვს საბაჟოსთან, ჯერ მიდი და საბოლოოდ გაარკვიე რომ იმათთან არის შენი ნივთი, რომ საერთოდ არ დაიკარგოს მაინცა, 1 თვის მერე უპატრონო ნივთებში გადადის და საერთოდ კონფისკაციას ექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ (მერე ნახავ ჩამორთმეული ნივთების მაღაზიოაში შენს პისტოლეტს და იყიდი სახელმწიფოსგან

). მერე როდესაც გაარკვევ რომ საბაჟოზეა, უნდა დაჯდე და დაელოდო როდის დაგრთავენ ნებას რომ გამოიტანო. თუ სასამართლო გინდა, საბაჟოსთან უნდა გამართო და არა ბარამთან, გეუბნები წააგებ მაგ სასამართლოს თუ ბარამთან დაიწყებ კაჩავს. ბარამი იტყვის საბაჟომ ჩამომართვა, აგერ მოვიკითხე საბაჟოზე და ესა და ეს ტვირთი არის საბაჟოზე (ან იყო საბაჟოზე), მოქმედი კანონის მიხედვით კი თუ ნივთი საეჭვოა საბაჟომ მე უნდა ჩამომართვას და შემდეგ მოქალაქესთან არკვევს საქმეს, მე პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ვარ. მორჩება საქმე, დაიკარგება დრო, ნერვები, ნივთი და ფული რომელსაც სასამართლოს გადაუხდი. ბარამთან კი ურთიერთობას გაიფუჭებ (ნუ იდეაში უკვე გაფუჭებული გაქვს, შენ მაგათთან აწი მიმსვლელი არ ხარ, იმათ კი შენი დანახვა აღარ გაუხარდებათ

)
წააგებ, თორემ სულ არ მაინტერესებს.
შენ რა გგონია მე არ მინდა გასართობი? მეც ვუყურებ ერთერთ პისტოლეტს აგერ უკვე 3 წელია. 2 წლის განმავლობაში ვჭიმე და არ გამოვიწერე, ახლა კი არ ვიწერ სანამ არ ჩაწყნარდება საქმე. მარა სხვები ჯერ აკეთებენ დაკვეთას, მერე პრობლემებში ეხვევიან, მერე იგებენ ამ ფორუმის შესახებ აქ ელიან რაღაც ზეციურ დახმარებას, ვერ ნახულობენ და მერე ფორუმელებს გვებრძვიან

აგერ რამდენიმე ფორუმელსაც მოსდის ნერწყვები უცხოურ თოფებზე, მაგრამ ზიან წყნარად, რაც არ გაიკითხეს გაარკვიეს, ნუ ვერ გამოაძვრენ რა გაჭიმული ბადიდან და რაც გინდა აკეტე.
რა ვქნა რით დაგეხმარო? უმსხვილესი შემომტანები ვერაფერს გადიან კავშირები რომ აქვთ და ჩვენ რით დაგეხმაროთ? დავდგეთ და ერთად ვიძახოთ ვაი-ვაი? არის ეგეთი თემაც ცალკე
მოკლედ, აღარ გვინდა ეს უსასრულო და უშინაარსო საუბარი. რაც ჩვენი გამოცდილებით ვიცით ის უკვე შემოგთავაზე. ის თუ რა გვეკუთვნის ან არ გვეკუთვნის, ისიც ვიცით და ჩვენც კი გვინდოდა ახალი კანონის დაწერაში ჩართვა, მაგრამ არავინ მიგვასუნინა, ასე რომ მთლად ტყემალზე არ ვზივართ და თუ ღმერთი გწამს ვიღაც იურისტების ნაბოდვარ იდილიურ ფაქტებს ნუ გვეუბნები, შენ ახლა წააწყდი მაგ საქმეს და აქაური ძველი ხალხი უკვე 3 წელია ვუყურებთ მაგ დომფხალს ვერაფრით გაგვაკვირვებ და ვერაფერს ახალს ვერ გვეტყვი.
ახალი ის იქნება რომ მოახერხო შენი იარაღის გამოტანა და დაწერო როგორ მოახერხე, მაგრამ იმ მიდგომით რაც ახლა გაქვს... რავიცი, რავიცი...