დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დამეხმარეთ ვინმემ თუ იცით პნევმატური პისტოლეტი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2
ja_ja
rekshet
ციტატა(rekoshet @ 27th September 2011 - 12:37 AM) *
ერთი რამ მეც დამაინტერესა ახლა ახლა მე თუ არ მივიღე ცემი ამანათი და კანონი აკრძალავს პნევმატიკის შემოტანას ანუ რა უსა2 ტრანსპორტირების ფული უნდა გადაუხადო ?

შენი პისტოლეტიც გაჩერებულია ხომ მგონი?

მაგრამ ვერ გავიგე U2G-ს შენ რატომ უნდა გადაუხადო? ნუ მაგათ წესებში უწერიათ პნევმატიკას არ ჩამოვიტანთ და ნუ დაუკვეთავთო და მაგათ ასევტქვათ ბრალს ვერ მოსდებ რატომ არ მაძლევთ საბაჟოს რატომ დაოტევეთთქო, ყოველთვის ხელს ტავიანთი წესებისკენ გაიშვერენ - ხომ იცოდი რაც გვეწერაო, მაგრამ იქეთ კიდევ რატომ უნდა გადაუხადო? ყველაზე უსიამოვნ პონტშI შერჩება საბაჟოს ეგ პისტალეტი და ეგ იქნება. U2G-საერთოდ გვერზე დგას მაგ დროს და ვერანაირ დამატებით თანხას ვერ მოითხოვს.
birkof2
ეგ კომპანია არ ვიცი შეხება არ მქონია, ბარამს რაც შეეხება შიდა განაწესი ვთხოვე წამაკითხეთთქო არ წამაკითხეს, საიტზე ვერ ვნახე, თანხის ანაზღაურებას რაც შეეხება ზღაპარი მგონია რადგან ძალაც აქვთ და ფულიც საკმარისად იმისთვის რო ქართულ კანონმდებლობაზე მაღლა აყენებენ თავს თუნდაც ამ სიტყვებიდანვე ჩანს ეს რაც გუშინ მიპასუხა ბარამის თანამშრომელმა,

"გადახდის ქვითარი მომიტანე და გაგირკვევ ჩვენ სათაო ოფისშია თუ არა,შეიძლება იქაცაა უკვე რადგან საბაჟო თავისთან დიდხანს არ იჩერებს ამანათებს, ეს რომ გაგირკვიო ქვითარი მოიტანე აუცილებლად თუ არა და რაც გინდა ის გიქნია სადაც გინდა იქ გაარკვიე ჩვენი პრობლემა არაა შენ რო ამანათი დაგეკარგა"

აი ეს პასუხი მითხრეს და ისევ პროვოკაციაზე სცადეს წამოსვლა რო რამე ისეთი მეთქვა ან უხეშად ან არაკორექტულად რომ ეჩივლათ, ნუ რა თქმა უნდა არ შევცდი მე ამაში უბრალოდ გამოვბრუნდი და დავემშვიდობე ზრდილობიანად

ამასთან გაითვალისწინეთ ის გარემოება რო დაახლოებით 2 წელია ვურთიერთობ ბარამთან ანუ ჩემთვის რო ვიწერ ხოლმე რაღაცებს, არასოდეს დაჭირვებიათ ქვითარი იმისთვის რომ გაერკვიათ ამანათის ადგილმდებარეობა, ახლა სჭირდებათ
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ კითხვას ტრანსპორტირების გადახდაზე, თქვენი არ ვიცი ისე მოიქეცით როგორც კორექტულად ჩათვლით, მე პირადად ასეთ პასუხს გავცემ მოთხოვნის შემთხვევაში "ამანათს რო ჩამომიტანთ გადაგიხდით" ასეც მოვიქცევი ცხადია გადავიხდი რა უფლებამაქვს არ გადავიხადო თუ ჩამოიტანენ ადგილამდე და ან არ დაკარგავენ ან ვინმე არ მოიპარავს
birkof2
მოკლედ აღარავინ გამოიწეროს არაფერი თითქმის ყველა მეთოდი ვცადე, და ფიქრითაც იმ აზრამდე მივედი რომ ერთადერთი შანსი არის სასამართლო გზა სადაც მერწმუნეთ ამანათშ ვერ დაიბრუნებთ რადგან უკვე ახალი პატრონი ეყოლება, უბრალოდ გადმომზიდი კომპანია თანხას აგინაზღაურებთ რადგან კანონით ასეც უნდა იყოს, სამართლებრივი გზის გარეშე ვერაფერს ვერავინ იზავს, უბრალოდ თანხები ჯდება გარკვეული სარჩელის შეტანა60 ლარი, + დრო+ ადვოკატის ფული+ნერვები რომელსაც შეგნებულად კომპანია აუცილებლად მოგიწამლავთ, რაც შეეხება სარჩელის საფუძველს ისინი პრინციპულად არ მოგცემენ, საქმე რო ავტომატურად აღიძრას ერთადერთი გზა არის რაც იმ დღეს დავწერე, ანუ პატრული უნდა მიიყვანოთ რო არ გაძლევენ და არც გეუბნებიან სადაა ამანათი, (საქართველოში ბევრი საბაჟოა) საფოსტო ცალკეა და ასე შემდეგ) პატრული შეადგენს ოქმს სადაც ორივე მხრის ჩვენება და ხელმოწერა დაფიქსირდება, და ავტომატურად აღიძვრება საქმე კომპანიის წინააღმდეგ,
მოკლედ ეს არის ერთადერთი გზა თანხის დაბრუნებისა მხოლოდ, რადგან ამანათი უნდა დაივიწყოთ ის უკვე ახალ პატრონთანაა
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 27th September 2011 - 08:52 AM) *
მოკლედ აღარავინ გამოიწეროს არაფერი თითქმის ყველა მეთოდი ვცადე, და ფიქრითაც იმ აზრამდე მივედი რომ ერთადერთი შანსი არის სასამართლო გზა სადაც მერწმუნეთ ამანათშ ვერ დაიბრუნებთ რადგან უკვე ახალი პატრონი ეყოლება

მდააა. 3 გვერდი დაგვჭირდა იმისათვის რომ შენც იგივე დაგეწერა smile.gif თავიდან მაგას არ ვამბობდით smile.gif

თუმცა შენ ისებ ბარამს ასევთქვათ ასამართლებ smile.gif ნუ ტოისტ ბრალდებულად გყავს მიჩნეული. მარა რავიცი მე მაინც სხვას მივიჩნევ ბრალდებულად, თუ ვის ეგ უკვე ზედა პოსტებში არაერთხელ ვახსენე.

რაც შეეხება ჩამოტანის ტანხის გადახდას... ეგ ეგრეა, მართლები არისნ, თანხა უნდა გადაუხადო, რამდენადაც კურიოზული არ უნდა იყოს, რადგან პროცედურა შემდეგნაირია თუ საბაჟოზეა შენი ტვირთი:

1) ჩამოგაქვს და ჩამოართვეს გადამზიდავს (ნუ ვთქვათ იმის გამო რომ 300 ლარზე მეტის საქონელია და განბაჟება უწევს)
2) გადამზიდავი გეუბნება საბაჟოზეა, მაგრამ თანხა უნდა გადაიხადო
3) იხდი თანხას და გადამზიდავმა მიმართვა უნდა დაგიწეროს საბაჟოზე (თავიდან ასე იყო მერე მგონი დაიკიდეს, აღარ ვიცი მართალი რომ გითხრა, არაერთხელ მეც მიფიქრია ახლა გადამზიდავს თანხა რომ არ გადავუხადო რას მიზამენ მეთქი smile.gif, ანუ თეორიულად შეგიძLია არ გადაიხადო და პირდაპირ საბაჟოზე მიაჭრა, რადგან ამ ბოლოდროს გადამზიდავს აღარ სთხოვენ რომ მიმართვა გამოგიწეროს, პირდაპირ მიდიხარ შენი ფეხით საბაჟოზე)
4) მიგაქვს საბაჟოზე ეგ მიმართვა (წერია ტრეკინგი, ვისია, როდის ჩამოვიდა და ასე შემდეგ) და იქ ნახულობენ შენს ტვირთს
5) გეკითხებიან რა არის, ეუბნები, ავსებენ დეკლარაციას.
6) თუ უწევს განბაჟება, მაშინ გეკითხებიან გადამზიდავს რამდენი გადაუხადე და გთხოევენ გადახდის ქვითარს
7) აძლევ ამ ქვითარს, შენი საქონლის ღირებულებას ამატებენ ჩამოტანისთვის გადახდილ თანხას - ამ ჯამური თანხის 18%-ს იღებენ და გიშვებენ ბანკში, თანხების გადასახდელად (ანუ 18% ეს ერთი თანხა, პლიუს მოსაკრებლის 11 ლარი, და კიდევ რაღაც არის 2 თუ 3 ლარიანი. 3-3 გადახდა არის ხოლმე მემგონი, და თითეოულის გადახდაზე ბანკი დამატებით 1 ლარს გახდევინებს). პლიუს ბანკში სპეციალური ბეჭედი უნდა დაგირტყავ სანბაჟოს თანხების გადახდსთვის რომელსაც აწერია "დებიტირებულია" თუ რაღაც ეგეთი სისულელე, ისე საბაჟო მაგ ქვითარს არ განიხილავს.
8) ბრუნდები საბაჟოზე (ნუ ადრე დადიანზე იყო და იქვე იყო ბანკების გამოფენა, ახლა სადაც არიან იმედია ისევ იქნება ოხრად ბანკები), აძლევ გადახდის ქვითრებს, ავსებენ რაღაც ქაღალდებს და 5-10 წუთში გახუტებენ შენს ტვირთს.

ნუ მე მქონია შემთხვევა როდესაც შეცდომით გააჩერეს საქონელი და 300 ლარს მიღწეული არ იყო, ნუ პროსტა გახსნეს დაათვალიერეს და ბოლოს კაი აჰა წაიღე და გაგვანებე თავიო smile.gif, ნუ რაცხა საბუთები შეავსეს რომ ვიყავი და წამოვიღე ი ვსიო.

წესით და რიგით შენს შემთXვევაშI ეს მეორე სცენარი უნდა გათამაშდეს, მაგრამ წესით პირველი სცენარიდან ის მიმართვა გამოსაწერი გაქვს (თუ რა ტქმა უნდა კიდევ წერენ ეგეთ საბუთს საერთოდ).
rekshet
ციტატა(ja_ja @ Sep 27 2011, 01:15 AM) *
rekshet

შენი პისტოლეტიც გაჩერებულია ხომ მგონი?

მაგრამ ვერ გავიგე U2G-ს შენ რატომ უნდა გადაუხადო? ნუ მაგათ წესებში უწერიათ პნევმატიკას არ ჩამოვიტანთ და ნუ დაუკვეთავთო და მაგათ ასევტქვათ ბრალს ვერ მოსდებ რატომ არ მაძლევთ საბაჟოს რატომ დაოტევეთთქო, ყოველთვის ხელს ტავიანთი წესებისკენ გაიშვერენ - ხომ იცოდი რაც გვეწერაო, მაგრამ იქეთ კიდევ რატომ უნდა გადაუხადო? ყველაზე უსიამოვნ პონტშI შერჩება საბაჟოს ეგ პისტალეტი და ეგ იქნება. U2G-საერთოდ გვერზე დგას მაგ დროს და ვერანაირ დამატებით თანხას ვერ მოითხოვს.



მე გამოვიწერე ჩემი თოფი კროსმან ტიტანი 8 თვეა რაც საბაჯოზე დგას თებერვალში გამოვიწერე როცა მაგათ ბლოგში ეწერათ რომ შეიდზლება ჩამოტანა პნევმატიკის მერე რამდენიმე დღე
ში შევედი და ვნახე რო აკძალულებში იყო პნევმატიკური იარაღი და რა ჩემი ბრალია მაგითივე უტვინობის გამო გამიცერეს ცემი ამანათი
ja_ja
rekshet
ციტატა(rekoshet @ 27th September 2011 - 12:28 PM) *
მე გამოვიწერე ჩემი თოფი კროსმან ტიტანი 8 თვეა რაც საბაჯოზე დგას თებერვალში გამოვიწერე როცა მაგათ ბლოგში ეწერათ რომ შეიდზლება ჩამოტანა პნევმატიკის მერე რამდენიმე დღე
ში შევედი და ვნახე რო აკძალულებში იყო პნევმატიკური იარაღი და რა ჩემი ბრალია მაგითივე უტვინობის გამო გამიცერეს ცემი ამანათი

ჰოო შენთანაც კაი ჩახლართული ყოფილა ეგ ამბავი....
rekshet
ციტატა(ja_ja @ Sep 27 2011, 12:43 PM) *
rekshet

ჰოო შენთანაც კაი ჩახლართული ყოფილა ეგ ამბავი....



ხოო აი ახლა ველაპარაკე უსა2 მეუბნებიან კანონი თუ შემოიღეს და თქვენი თოფი არ მიესაბამება აღნიშნულ კანონს თქვენ მაინც უნდა გდაიხადოთ ტრანსპორტირების ფული . მაგრამ მე არ ვაპირებ მაგის გაკეთებას თუ ჩემი ამანათი არ დამიბრუნეს მალე 1 წელი გახდება და ჯერ არაფერი არაა ცნობილი რა კანონს შემოიუტანენ..... და ჩემი კროსმანი არის 5 კილო მაგათმა 12 კილო ჩამიწერეს biggrin.gif მაგრამ მაგაზეც მივაწექი და ბოდიში მოიხადეს და ოფიში ავწონით და ეგრე გაგატანთო
birkof2
ხო კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი ამას ნურავინ დაიჯერებს რო საბაჟო აჩერებს, საბაჯოზე მართლა არ რჩება ამანათი, ანუ დიდი ხანი რო დაიტოვოს საბაჟომ ამისთვის კომპანიას დააჯარიმებენ აქედან გამომდინარე ლოგიკური დასკვნა, ამანათი რჩება კომპანიას და არა საბაჯოს, და კიდევ ერთი ამანათი საბაჟომდე ხვდება აკრძალულ ნივთებში ანუ მაშინ როდესაც ამანათი იფუთება კომპანიის მიერ, საბაჟომ იცის მხოლოდ ნივთის კატეგორია რა კატეგორიის ნივთია ანუ "sport and outdoor", "personal care" "electronic" და ასე შემდეგ, ამანატს აწერია ესენი, საბაჟო ამოწმებს და ახარისხებს ამის მიხედვით, აკრძალულ ნივთებში ათავსებს უშუალოდ კომპანიის თანამშრომელი რომელიც ამანათს უკეთებს ონლაინ მაღზიის შემდგომ მეორად გადაფუთვას, და ამერიკიდანვე მოდის მის მიერ შეფასებულ ეგრეთ წოდებულ აკრძალულ ამანათად, ასე რომ ნუ მოატყუებინებთ თავს რომ საბაჟომ აღიქვა აკრძალულ ნივთადო, როგორი პატაკითაც მოდის ამერიკიდან ისე ამისამართებს საბაჟოც, აკრძალული ნივთების კატეგორია ცალკე აქვს კომპანიას და იქ ათავსებენ გამოგზავნისას, შესაბამისად კომპანიას ეთანხმება საბაჟო ალბათ არსებული მითითებების საფუძველზე რომ ეს მართლა აკრძალული ნივთია მიუხედავად იმისა რომ ქართული კანონმდებლობით დაშვებულია და არ იკრძალება

რაც შეეხება გულის აცრუებას პნევმატიკაზე მეგობარო ბუნებრივია რომ მე მსგავსი ტიპის პროდუქტს უბრალოდ არ გავეკარები იქიდან გამომდინარე რომ ლოგიკურად ეს არის ბიზნესმენის სიტყვით აკრძალული რომელსაც უნდა რო მხოლოდ მისგან იყიდო ამ კატეგორიის ნივთები ოთხმაგ ფასებში, ეს ნივთი ჩემთვის იყო უბრალოდ სათამაშო რის მუღამიც მქონდა ყოველთვის, მაგრამ არასოდეს მქონია კისტის თოფი, და ეს ის მუღამი იყო რომლის ასრულებას შევეცადე და ამაშიც ვიღაც გამაძღარ და გაბოროტებულ ბიზნესმენმა აჩამისვარა ასე ვთქვათ, თვეში მაქსიმუმ 5 დღე მქონოდა ამისთვის რო გავერთობოდი ამ სათამაშოთი მინდორში სადმე sad.gif არანაირი სურვილი არ მაქვს რო მსგავსმა ბიზნესმენებმა ფული აკეთონ და პროდუქტი გავუსაღო, უბრალოდ შევეგუები იმ აზრს რო ქართველებს არ გვაქვს უფლება რო მუღამი გვქონდეს რაიმე გართობის, და რაიმე სათამაშოს ქონის ან შეძენის. სულ ესაა. რჩევასაც ყველას მივცემ რო სხვა რამით გაერთონ მაგალითად ქაუნთერის თამაშით რო ასეთ გაბოროტებულ და გამგელებულ ხალხს ბიზნესი ჩაუვარდეს smile.gif

ტრანსპორტირების ფულს ვერ მოგთხოვენ ჩემი აზრით სანამ არ ჩამოგიტანენ ამანათს რომელიც დაგიკარგეს, არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ უბრალოდ ჩემი აზრით უფლება არ აქვთ, ნუ თუ აქაც არ გადაუხვიეს ქართული კანონმდებლობიდან ვინმემ

იმ კომპანიას კი რომელიც გეუბნება რო მათ არ ეხებათ და არ იციან რომელ საბაჟოზე შემოიტანეს და სად დაკარგეს მგონი ნათელია ყველაფერი smile.gif რა ქნან არ იციან რომელ საბაჟოზე დაკარგეს და თავიანთ ბრალი ხომ არ არის smile.gif))
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 27th September 2011 - 03:31 PM) *
ბუნებრივია რომ მე მსგავსი ტიპის პროდუქტს უბრალოდ არ გავეკარები იქიდან გამომდინარე რომ ლოგიკურად ეს არის ბიზნესმენის სიტყვით აკრძალული რომელსაც უნდა რო მხოლოდ მისგან იყიდო ამ კატეგორიის ნივთები ოთხმაგ ფასებში,

თეორიულად მართალი ხარ და 100%-ით ეგეთი სუნი უდის მაგ საქმეს, მაგრამ იცი რა მაკვირვებს smile.gif ის რომ ვერცერთ მარაზიას და ბიზნესმენს ვერ შემოაქვს უკვე 9 თვეა პნევმატიკა, მაშინ რომელი ბიზნესმენის ინტერესშია ეგ დეგენერატიზმი smile.gif
gregory
ციტატა(birkof2 @ 27th September 2011 - 03:31 PM) *
ხო კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი ამას ნურავინ დაიჯერებს რო საბაჟო აჩერებს

birkof2
რატომ შეგექმნა ასეთი მცდარი წარმოდგენა?! შემიძლია 100%-ით დაგიმტკიცო რომ ესეა smile.gif
ციტატა(birkof2 @ 27th September 2011 - 03:31 PM) *
აკრძალულ ნივთებში ათავსებს უშუალოდ კომპანიის თანამშრომელი რომელიც ამანათს უკეთებს ონლაინ მაღზიის შემდგომ მეორად გადაფუთვას

და საერთოდ რომ არ იყოს მეორედ გადაფუთული?

მოკლედ , როგორც მივხვდი, შენ დაიჯერე რომ ეს არის "გადამზიდავების" და "პნევმატიკის შემომტანების"(თუ მეც მიმიღებენ, მაშინ ჩემიც biggrin.gif ) შეთქმულებაა!
არადა ყველაფრის მიზეზი ძალიან ბანალურია: ეს საკითხი დაიკიდეს ან გადადეს და შეიქმნა ქაოსი, რომელშიც არავის სურს თავის თაზე პასუხისგებლობის აღება!!!
თქვენი პისტოლეტის თქვენზე ჩაბარება გადამზიდავის დიდი სურვილია. მაგრამ არც ერთი გადამზიდავი არ "შეაკვდება" და ბევრი თავსაც დაუხრის საბაჟოს...
უბრალოდ იმიტომ რომ შემდგომში "ზედმეტი" პრობლემები არ შეექმნას....
birkof2
საიდან მოიტანეთ რო ვერცერთ მაღაზიას ვერ შემოაქვს, დაიარეთ მონადირეების მაღაზიები კილოობიტ იყიდება, დავიჯერო თავად უშვებენ საქართველოშივე?
სიმართლე გითხრა ყველა მონადირის მაღაზიაში იყიდება თანაც ყოველგვარი ლიცენზიის გაფორმების და რეგისტრაციის გარეშე, აბა დაუფიქრდეთ საიდან ჩნდება თუ არსაიდან შემოაქვთ?? რამდენადაც ვიცი საქართველოში არაა შესაბამისი საწარმო ან ქარხანა რომ აქვე გამოუშვან აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ლოგიკურია რომ საიდანღაც შემოდის ამ მაღაზიებში, ოღონდ გადამრავლებულ ფასებში,

რაც შეეხება ბატონ გრეგორის პოსტს მე არ ვიცი ვისი რა ბრალია, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია რომ რადგან მხოლოდ ფიზიკურ პირისთვისაა შემოტანა აკრძალული თანაც ზეპირი სიტყვით და არა კანონით, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ აქ საბაჟო არაფერ შუაშია, ჩემ შემთხვევაშიც ისევე როგორც ბევრი სხვა დაზარალებულის შემთხვევაში გადამზიდავითავიდან იცილებს ტყუილებით და პროვოკაციული პასუხებით

გადამზიდავის ინტერესში რომ იყოს ამ პრობლემის მოგვარება ელემენტალურად მიგითითებდა ამა და ამ საბაჟოზეა გაჩერებულიო და ასე მკაცრად არ გაასაიდუმლოებდნენ ამ საბაჟოების ადგილმდებარეობას, მე რატომღაც მჯერა რომ ნამდვილად იციან რომელ საბაჟოდან მოაქვთ ხოლმე ამანათები და რომელი საბაჟო უჩერებს ამა თუ იმ ამანათს, ამანათი რომელიც ჩერდება საბაჟოზე ის მოდის ამერიკიდანვე გადამზიდავის მიერ მოთავსებულია ამერიკაშივე "აკრძალულ ნივთებში" მოკლედ ყველას თავისი აზრი გვაქვს რეალობას ვერც გავიგებთ რადგან კანონი ნაკლებად აინტერესებს ამის ამკრძალავს ალბათ, sad.gif საბაჟო არაფერშუაში არაა, საბაჟოზე არაა გაჩერებული ამანათები, ამანათი რომელიც აკრძალულია კანონით ის მიდის შესაბამის ორგანოებში Dა იბარებენ ნივთის პატრონს, ხოლო თუ ასე ზეპირი სიტყვით არის აკრძალული უბრალოდ გადამზიდავს მიაქვს ეს ამანათები და თავისთვის იტოვებს, smile.gif გადამზიდავს არანაირი სურვილი არ აქვს რო დაგიბრუნოს ნივთი რომელიც კი არ გაგიჩერეს არამედ ჩამოგართვეს,( ამას ადასტურებს მათი ტყუილები რომ საბაჟო არ იციან სად არის, არც ის იციან რომელ საბაჟოზე დაკარგეს ნივთი, არც ის იციან რა საფუძველზე გაუჩერეს, არც ის იციან რატო გაუჩერეს, არც ის იციან ვინ აკრძალა და ვინ დგას სახელმწიფოს კანონმდებლობაზე მაღლა. მოკლედ რა ვქნა არ მჯერა არანაირად ეს შეიძლება არ ვარ მართალი და მართლა მათ ეკუთვნის ეს ნივთი ) მადლობაც არ დასცდენია არავის არავისთან ამერიკულ ოფისში ეგეთი საჩუქრები რო მიდის უხარიათ smile.gif მარტივი ლოგიკაა, მოკლედ რა ვუყო შეერგოთ და დაიტოვონ, მთელი ცხოვრება ეგეთი სამართლით და სიმართლით იარონ, მე მაინც აღარ მაქვს სურვილი მსგავსი ტიპის სათამაშოების, რადგან ..... დავჯდები და ქაუნთერს ვითამაშებ, ან რამე კარგ თამაშს, მაგალითად ჭადრაკს, დამიჯერეთ ბევრად ჯობიახარჯიან თამაშებს, პნევმატიკის მარტო ბალონები გაყიდის ადამიანს, ერთი ბალონი 2 ლარზე მეტი ღირს, კარგად რო გაერთო 2 საათი მაინც მინიმუმ 10 ბალონია საჭირო, ჭადრაკს კი არც ბალონი სჭირდება და არც არაფერი smile.gif ჭადრაკის დაფის ყიდვაც არაა ძვირი, იმედია არ აკრძალავენ ამასაც, ყველას წარმატებები
birkof2
.......................................................... thank_you2.gif give_heart.gif give_heart.gif
birkof2
ჩვენ ვზივართ და ვპროფესორობთ ვფიქრობთ ათას იდეაზე მოსაზრებებზე, ვნერვიულობთ ვიღაცები კი ან ღადაობენ ჩვენნაირ დაზარალებულებზე ან უბრალოდ მომდევნოს ელოდებიან რო კიდევ ვინმე დააგოიმონ smile.gif)) ისე მაგარი შეურაწყოფილად ვგრძნობ თავს მაგრამ უფრო მძიმე შეგრძნება ისაა რომ ჩემი ბრალია და არავისი სხვისი, ამ 49$ ად რამე კაი მობილური ტელეფონი მომივიდოდა გაბანძებულით რო დავდივარ, ბავშობის მუღამის ასრულება ვარჩიე მობილურს და.... ვიღაცამ 49$ იშოვა კომპანიის თანამშრომელს ვგულისხმობ რომელიც შეირგებს ჩემ სათამაშოს smile.gif
gigi30
ეხ, მეგობარო, ამ ფორუმზე უკვე რამდენიმე თვეა იწერება, რომ ეს პრობლემა არსებობს და ნეტა გამოწერამდე შემოგეხედა...
ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 27th September 2011 - 09:46 PM) *
საიდან მოიტანეთ რო ვერცერთ მაღაზიას ვერ შემოაქვს, დაიარეთ მონადირეების მაღაზიები კილოობიტ იყიდება, დავიჯერო თავად უშვებენ საქართველოშივე?
სიმართლე გითხრა ყველა მონადირის მაღაზიაში იყიდება თანაც ყოველგვარი ლიცენზიის გაფორმების და რეგისტრაციის გარეშე, აბა დაუფიქრდეთ საიდან ჩნდება თუ არსაიდან შემოაქვთ??

ვაიმე დავიღალე ახსნით და დაწერით.

კაცო არაბულად არ ვწერ, იაპონური მე არ ვიცი, მაღაზიებს ერთი წლის წინ რა მარაგიც აქვთ შენმოტანილი ის აქვთ და ახალს ვერ ამატებენ მეთქი!, "მაგნუმ"-ი რომ ვახსენე წინა გვერდებზე წაიკითხე? თუ დიდი პოსტი იყო და დაგეზარა გადაკითხვა? ვერ შემოაქვთ ვერა! კიდევ დაწერ ახლა აბა აქ აწარმოებენო? არა არ აწარმოებენ და მხოლოდ ის მარაგია დარჩენილი რაც 1 წლის წინ შემოიტანეს, ვსიო დაიცლება ეგეც და იმ მონადირეების ყველა მაღაზიაშიც მხოლოდ ცეცხლსასროლი იქნება დადებული.

ძაან რთულად უყურებ ცხოვრებას, ეჩხუბები გადამზიდავს და აბრალებ რომ გინდა თუ არა იმან მიითვისა შენი ქონება, საბაჟოს ხელს უსვავ მისი ბრალი არაა პატრულით ბარამს უნდა დავადგეო. ახლა საწარმოები აამუშავე საქართველოშI და რაღაც მაფიოზური კლანები გამოყავი რომლებსაც თურმე შემოაქვთ პნევმატიკა საქართYველოს საბაჟოს გვერდის ავლით და ლიჟბი იმათმა ხელი მოითბოს რაღაც შეთქმულებაა შექმნილი.

ზღა-პრე-ბი-ააააააააააა. ვაა smile.gif გავრეკე უკვე, ასეთი არაფერი მინახია ერთს ვწერდეთ და ყოველ ახალ პოსტშI უფრო და უფრო არაამქვეყნიური და უფრო ჩახვეული გეგმები მოგდის თავში. შეეშვი ვირტუალიზაციას, რეალობაზე გეუბნებით რაც ხდება.

არანაირი შეთქმუნება არაა, უთავბოლოობა და ტუტუცობაა, სახელმიფოს უნდოდა ფულის შოვნა და ვერ მოაბა თავი რა კანონი და რა რაფერ შეემუშავებინა. დაემთხვა საყვარელი ოპოზიციის მიტინგები და არიქა ამათმაც უცებ გააბრიქეს აი საშიშIა ულიცენზიოთ იყიდება და რაღაცაში გამოიყენებენო, მერე უნიჭო სტანდარტები დაწერა სტანდარტების სააგენტომ და სანამ მაგის გადაკეთებაზე ვიღაც ჩალიჩობდა, 2-მა ლაწირაკმა ერთმანეთს პნევმატური თოფიდან სრკოლაშI დააყარეს (ერთი იდიოტი დირექტორის შვილი იყო და მართლა იდიოტია ეგ დაუნი რომ არ უკვირდება არც თვითონ და არც მისი მშOბელი არაფერს), ეგრევე აიიიი!!! ხომ ხედავთ რა საშიშIა, და კიდევ გადაიდო სტანდარტების დახვეწა და დრეს ისეთი დომფხალია რომ ყველას ეზარება მაგის გარკვევა, ჩვენც კი შევთავაზეთ დახმარება მაგრამ უარი თქვეს, თვითონ თავს ვერ აბავენ და არის ასე ჰაერში გამოკიდებული გაუგებრობა.

ვინც ეს დომფხალი არ იცის უკვეთავს ებმება მახეში, მერე არც კი ისმენს რატომ და რა და მიდის შეთქმულების თეორიების დამუშავება ისეთ დონეზე რომ რავიცი!!!!

იგივე გრიშაზე არ მოგწერე ეგეც ამერიკული ფირმა Crosman-ის წარმოამდგენელია და მაგასაც კი ტავარი აქვს გაჩერებული და 50$-ის კი არა ათასების მეთქი, წინა გვერდზე აგერ კაცმა დაწერა, მეც ვერ შემომაქვსო. შენ კიდევ არიქაა !! სარდაფის მინი საწარმოები, შეთქმულება, მაღაზიებში არის, ბრმები ხართ.... კარგი რა, მართლა კარგი რა....


ციტატა(birkof2 @ 27th September 2011 - 09:46 PM) *
რაც შეეხება ბატონ გრეგორის პოსტს მე არ ვიცი ვისი რა ბრალია, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია რომ რადგან მხოლოდ ფიზიკურ პირისთვისაა შემოტანა აკრძალული თანაც ზეპირი სიტყვით და არა კანონით, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ აქ საბაჟო არაფერ შუაშია, ჩემ შემთხვევაშიც ისევე როგორც ბევრი სხვა დაზარალებულის შემთხვევაში გადამზიდავითავიდან იცილებს ტყუილებით და პროვოკაციული პასუხებით

ისევ არ უკვირდები სხვის პოსტებს და რას წერ არ იცი!!!!, გრიშა არის, კროსმანის წარმოამდგენელი და იურიდიული პირი თავისი ნებართვებით და ლიცენზიებით, აგერაა მაგ კაცის ოფიციალური საიტი, თუ მაგის არ გჯერავს, გადი დიღომში გუდვილში, მანდ არის საქართველოში უმსხვილესი მონადირის მაღაზია "მაგნუმი", ფილიალები აქვს, კახეთში, ქუთაისში, ბათუმში, და კიდევ 4 რეგიონში, თბილისშI მგონი 3 ფილიალი აქვთ, ერთ ჩამოტანაზე 100-ეულობით ათასის ტავარი ჩამოჰქონდათ, შარშან ამ დროს, მხოლოდ გერმანიიდან HW-ის პროდუქცია შემოიტანეს მგონი 150-200 ატასის (მხოლოდ პნევმატიკა!) ვეღარ შემოაქვთ იმათაც!!!!

მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარე არ გინდა? მიდი და უთხარი მინდა დაგიკვეთოთ Hatsan AT44-10 ხის კონდახითქო. ნახე რას გეტყვიან არ გაინტერესებს? თუ რაიმე ჩაწყობა, ბლატები ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფი, ფულის მომტეხები და რამე არსებობენ შენი თეორიების მიხედვით, მაგათ შეუძლიან იყვნენ ეგეთები, იმიტომ რომ ყველაზე დიდი, ძლიერი და კავშირებიანი მაღაზიაა.. მარა მაგათმაც თუ გითხრეს ჯერ კანონის გამო ვრე შემოგვაქვსო და ველოდებით კანონსო, მერე იმედია რაღაც მაინც შეიცვლება შენს მსოფმხედველობაში.

შენ კიდევ გაიძახი ფიზიკურ პირებს გვჩაგრავენ ვაი-ვაი!!!

კაცო რამე შიშI გაქვს საბაჟოსი, მორიდება, რამე ქრთამი მოგცეს თუ რა პონტია, დიმიტრი თავდადებულივით გინდა თუ არა საბაჟოს რომ ეფერები ხელს ადებ და კაცმა არ იცის ვისკენ იშვებ ბრალდების ხელებს.

ზემოთ წაიკითხე ამავე პოსტშI დავწერე რომ თვითონ უთავბოლოობის გამო ვერ დაწერეს სტანდარტი, ძველი კანონი უკვე მოხსნილია, ახალი ძალაშია შესული სადაც წერია რომ სტანდარტები უნდა იყოს შემუშავებული და ეს სტანდარტები რომ არ არსებობს, ვააბშე არაფერს არ უშვებენ საზღვარზე.

ეგ კი არა სპორცმენები ვერ გადიან ტავიანთი პნევმატიკით საზღვარზე, იმიტომ რომ უკან დაბრუნებისას არ შემოატანინებენ თავიანთვე იარაღს... მაინც მოდი ისევ ბარამს და კაცმა არ იცის ვის დავაბრალოთ...

ციტატა(birkof2 @ 27th September 2011 - 09:46 PM) *
საბაჟო არაფერშუაში არაა, საბაჟოზე არაა გაჩერებული ამანათები

შე ვერ დაგაყენებთ მართებულ გზაზე, არ ვიცი ან პროსტა აქაურებს ცდი როდემდე შესძლებენ ჯიქურ შენს არასწორი მიამრთულების გამოსწორებას, ან არ ვიცი...

მოდი ასე მოვილაპარაკოთ, შენ საბაჟოს შეეშვი (ნუ ისედაც იცავ და მაგათ არ ეკარები), და სამაგიეროდ გატისკე ბოლომდე ბარამი... აგერ ნახავ რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, მართალია საბაჟოს გატისკვის დროსაც ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ საბაჟოზე ადრე თუ გვიან გაირკვევა ყველაფერი, აი ბარამი კი ვააბშე არაფერ შუაშია.

ბარამი, ლოგიქსი, უსა2გეორგია, შოპზილა, გეტიტ.გე და ასე შემდეგ, თბილისშI მინიმუმ 50 გადამზიდავია, სოკოებივით არიან, მნიშვნელობა არა აქვს რომელს ჩამოატანინებდი, ყველა შემთხვევაში ერთი სცენარი გექნებოდა, მაგრამ შენი შემართებით შენ მერე იმ გადამზიდავს ჩააცივდებოდი. აგერ ერთი კაცი იყო შენნაირი შემოსული დაწერა რომ ჩემი ტირ4თიც საბაჟოზეაო და U2G-ს აქვს ჩამოტანილიო.


მოკელდ მე უკვე დავიღალე ერთი და იგივეს წერით, თუ ისევ იგივე მიმართულება ექნება ამ თელას და ისევ იგივეს მტკიცება მოგვიწევს, მოკელდ ნუ მიწყენ და პროსტა ამ უაზრო თემის ადგილს ამ ფორუმზე ვერ ვხედავ, უბნრალოდ დავხურავ თემას.

უკვე რწმენის ომივით გამოდის, რა, არა ჩვენ ქრისტიანები ვართ და მართლები ვართ, არა ჩვენ მუსულმანები ვართ და უფრო მართლები ვართ. რწმენის ომია უკვე, რწმენის ომში კი გამარჯვებული არავინ არასდროს არ ყოფილა და ყველა თავის რწმენაზე რჩება. იგივე გამოდის, აქაც, გეუბნებით საბაჟჟო, საბაჟო, მაინც უბრუნდები, ბარამიიიიი, ბარამიიიი smile.gif smile.gif


P.S. სუფთა სატელევიზიო მოწამვლის სიმპტომები ჩანს შენსი, იმდენადა დარწმუნებული ხარ რომ იდეალურ ქვეყანაშI ცხოვრობ და სახელმწიფო სტრუქტურა ვერაფრის დიდებით ვერაფერს ვერ მიქარავს, რომ... მოკედლ ეგეთი რამ არსებობს, მხოლდო საქთული ტელევიზიების გაპიარების გამო, ან რუსული პროპაგანდისტული არსების გამო (ისინიც რუსეთს ადიდებენ და ასევთქვათ სულიერ და მორალურ ზნეს მაღლა წევენ), რეალობაში კი ორივე ტელევიზიის მიერ შექმნილი აურა არის, ერთი და იგივე შედეგი, უბრალოდ, სხვადასხვა უკიდურესობაა შედეგი კი ყოველთვის ერთი და იგივეა smile.gif დარწმუნებული მოქალაქე რომ მხოლდო კომერციული ორგანიზაციები არინ სახელმწიფოში მამაძაღლები, სახელმწიფო სტრუქტურები კი ხალხს ეფერებიან და შოკოლადიან კამფეტებს აჭმევენ.

დაეშვი დედამიწაზე smile.gif
birkof2
ფაქტი ისაა რო მაღაზიებში იყიდება და უბრალოდ ადამიანებს ვერ შემოგვაქვს, ლოგიკას კი თავის მიმართულება გააჩნია, პოლიტიკაში ნუ გადახვალთ მთლად, პოლიტიკას ნაკლებად აინტერესებს სათამაშოები, ნებისმიერ ქვეყნის პოლიტიკისთვის სათამაშო უინტერესოა, smile.gif)) თქვენ გინდათ სატელევიზიო წამლად შემრაცხეთ და რაც გინდათ მიწოდეთ, ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი აზრი გააჩნდეს, მე დაშვებული ვარ დაბლა და ამიტო ვნერვიულობდი ამ სათამაშოზე ამდენს, რომელიც წამართვა კომპანიამ სავარაუდოთ.
P.S
სიმართლე გითხრათ ვერ ჩავწვდი თქვენ დაწერილ პოსტს, ან რა შუაშია ტელევიზია, ან რა შუაშია პოლიტიკა, ან რა შუაშია ეროვნება, ან რა შუაშია მრწამსი???? აქ სადმე მსგავსი ტიპის რამე წაიკითხეთ? ან საიდან მოგივიდათ ეს აზრები, დიდი ფანტაზიის უნარი კარგია მაგრამ მთლად ვიღაცების კრიტიკას მხოლოდ იმიტო რო საკუთAრი აზრი გააჩნია ადამიანს არ უნდა დახვრიტოთ ჩემი აზრით, მე აღAრ შეგაწუხებთ რადგან ასე პრინციპულად არ გსიამოვნებთ ჩემი შემოსვლა ამ ფორუმზე, ყველას წარმატებები განურჩევლას ეროვნების მრწამსის და ყველაფრის განურჩევლად, smile.gif)) მაგრად მაცინეთ უნდა ვაღიარო მულტფილმებშიც არ მინახავს მსგავსი რამ, უკაცრავად რომ შემოვედი თქვენს ფორუმზე და ჩემი აზრი გამოვთქვი, მეგონა ქონდა ადამიანს ამის უფლება, ....
birkof2
საბაჟოს ხელს როგორ ვაფარებ აბა ლოგიკურად დაუკვირდი, საბაჟოზე რო იყოს ნივთი უბრალოდ მეტყოდნენ რო ამ საბაჟოზეა და ეს აქ არის, მაგრამ პრინციპულად მალავენ და ასაიდუმლოებენ. არ ამბობენ რომელ საბაჟოზეა, კიდევ მე მაბრალებთ საბაჟოზე ხელის დაფარებას? smile.gif))) საბაჟოზე თუ არის ხოლმე და იცით მითხარით და წავალ გამოვიტან.
birkof2
არ მგონია რო ძველ შემოტანილებს ყიდიდნენ ვინმე, რადგან რამდენი ხანი ეყოფათ რამდენ ხანს გაყიდიან ძველ შემოტანილებს,? smile.gif
რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს მათთან არ აქვს შეხება ამ საკითხში კონკრეტულ პირს ჩემი აზრით smile.gif
შოკოლადებს არავინ არავის აჭმევს ვისაც უნდა მიდის მაღაზიაში ყიდულობს და ჭამს შოკოლადს., სხვების იმედი ნუ გექნებათ, მოკლედ სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობთ რადგან პრინციპულად ცდილობთ არ გამიგო მეგობარო... წარმატებები და კარგად, მოდერს ვთხოვ წაშალოს ჩემი პროფილი ფორუმიდან და აღარ შეგაწუხებთ

ja_ja
birkof2
ციტატა(birkof2 @ 28th September 2011 - 10:27 AM) *
ფაქტი ისაა რო მაღაზიებში იყიდება და უბრალოდ ადამიანებს ვერ შემოგვაქვს, ლოგიკას კი თავის მიმართულება გააჩნია

უკვე გითხარი რა იყიდება და როდინდელი შემიტანილი, მაგრამ....

ციტატა(birkof2 @ 28th September 2011 - 11:02 AM) *
არ მგონია რო ძველ შემოტანილებს ყიდიდნენ ვინმე, რადგან რამდენი ხანი ეყოფათ რამდენ ხანს გაყიდიან ძველ შემოტანილებს,?

ნუ თოფით რომ დაგადგე მაინც არ დაიჯერებ და რა ვქნა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რამდენიმე მაღაზიის შემომტანს თან მსხვილს პირადად ვიცნობთ ამ ფორუმის მესვეურები, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა და ვიცით ეს საკითხი რეალობიდან და არა გამოგონილიდან, დაასახელე აბა რომელიმე მაღაზია რომელშიც ეჭვი გეპარება რომ მისი ნაჩალიჩარი სიტუაციაა და თვითონ შემოაქვს საქონელი... მეეჭვება ეგეთი იყოს, თუ არაა საუბარი ერთეულ პნევმო იარაღზე რომელიც ამა თუ იმ მიზეზით გამორჩა ან ნაცნობობის გამო გამოატარეს საბაჟოზე. პარტიას თან გასაყიდს ვერავინ შემოიტანს, ფაქტი აგერ შენთვითონ გაქვს. იურიდიული და ფიზიკური პირიც ერთ კატიოლშია გატარებული და არანაირი განსხვავება არ აქვს საბაჟოზე მაგ ორ სტატუსს.

იმიტომ გეუბნები მრწამსის ბრძლოს გავს მეთქი შენი და ჩემი პოსტები, ჯვაროსნული ომია, გინდათუარა მე ვარ მართალია, მეორე იძახის - არა მე ვარ მართალი... და ასე შედმეგ უსასრულოდ. ეროვნება და სხვა სისულეები მე არ მიხსნებია, მე მოგწერე, რომ ქართულად ვწერ და არა არაბულად ან იაპონურად რომ ვერ გაიგო მეთქი....

ციტატა(birkof2 @ 28th September 2011 - 10:40 AM) *
საბაჟოზე რო იყოს ნივთი უბრალოდ მეტყოდნენ რო ამ საბაჟოზეა და ეს აქ არის, მაგრამ პრინციპულად მალავენ და ასაიდუმლოებენ. არ ამბობენ რომელ საბაჟოზეა, კიდევ მე მაბრალებთ საბაჟოზე ხელის დაფარებას? ))) საბაჟოზე თუ არის ხოლმე და იცით მითხარით და წავალ გამოვიტან.

შეკაცო, ფიზიკური პირების ამანათების საბაჟო ერთადერთია, მიუხედავად იმისა რომ ფოთში, ბათუმში, აღმოსავლეთ საქართველოში, ან აეროპორტში იქნება ტვირთი გაჩერებული, ბოლოს ერთ ცენტრალიზებულ ადგილზე მიდის. დავწერეთ მილიონჯერ რომ ადრე იყო ეს ყველაფერი დადიანის 30-ში, ახლა როგორც ამტკიცებენ გადასულან ლილოშI. მიდი ჯერ და გაარკვიე, დააფურთხე ამ დედა არღნიან ბარამს, მართლა ხომ არ შევაგინებ მაგ ბარამს, დაეხსენი მე მაგათი ჭკუაც ვატირე, არ გეუბნებიან იმიტომ რომ ჯერ ჩამოტანის ფული უნდათ მიიღონ!!! შენ არ უხდი, ისინი არ გეუბნებიან, ვაა რა არის აქ რთული.

მოგწერე უკვე რომ პირდაპირ მიაჭერი მეთქი საბაჟოზე, მიმართვის გარეშე მეთქი, ბოლო ბოლო მიხვალ ერთგან და გეტყვიან აქ კონტეინერების განბაჟებაა არასწორად მოხვედი, უნდა მიხვიდე---- და გეტყვიან კონკრეტულ მისამართს, იქ მიხვალ და ეგეც შეცდომით იქნება და ასე შემდეგ რა... არ გინდა შენ ჩალიჩი და რა ვქნათ?

აგერ არის ამანათების ელექტრონული განბაჟების ვებ გვერდიც http://services.rs.ge/PaymentParcel/

სინჯე აბა, იქნებ და მოიძებნოს შენი ამანათი!, მაგრამ უფრო არ მოიძებნება იმიტომ რომ განბაჟება არ სჭირდება შენს ამანათს უბრალოდ გაჩერებული აქვს საბაჟოს საქმის გარკვევამდე. ბოლო ბოლო დარეკე შემოსავლების სამსახურში და ჰკითხე ტერიტორიულად სად არის ფიზიკური პირების ამანათების განბაჟების სერვის ცენტრითქო.


ციტატა(birkof2 @ 28th September 2011 - 11:02 AM) *
წარმატებები და კარგად, მოდერს ვთხოვ წაშალოს ჩემი პროფილი ფორუმიდან და აღარ შეგაწუხებთ

ასევე გისურვებ წარმატებებს. თემას ვხურავ, მაგრამ პროფილს არ წავშლი, ასეთი რამ არ ხდება, თუ აღარ გინდა ნუ შემოხვალ ფორუმზე, ეს არჩევანი ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს.

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.