დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3
ja_ja
minchanin
1) ჯერ ერთი კონკრეტულ ახალ საქონელს სთავაზობ ხალხს, შესაბამისად ცალკე თემაა საჭირო თავისი დასურათებით და პუნქტებად ჩამოყრილი და გაწერილი ვარიანტებით. კონკრეტულად ამ შენს პოსტში რატომღაც ზოგიერთი აბზაცი წყდება და ახალი სტრიქონიდან გრძელდება, ვერ მოვწვი რატომ...

მოკლედ იმავე ბელარუსიაში ერთ დაწყებულ რაღაც ჩაძირულ თემაში იმედია არ იწყებდით ყველა თქვენი ნახელავების დაწერას და შეთავაზებას... კაცი როდესაც ეძებს რაიმეს უნდა იცოდეს რომ შესაბამისი სათაურის ტემა არსებობს რომ იოლად იპოვოს, დაგისვას კითხვა, ან სხვა რაც იქნება.

2) სურათები ერთერთი აუცილებელი თემაა, სიტყვა სიტყვაა, მაგრამ ადამიანის გონება უმეტეს წილად ვიზუალურ ეფექტებს მოითხოვს, სურათი უფრო მეტად ახსნის ზოგიერთ მომენტს, ვიდრე ჩახუჭუჭებული სიტყვები

3) ნუ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, შეცვალე ეს წყალწაღებული უსახელო ავატარი, მგონი მარტო შენ დარჩი ფორუმზე უავატაროდ, პრაქტიკულად მეწარმე ხდები და ხალხს რაღაცას სთავაზობ, რაღაც ვირტუალური წარმოსახვა აუცილებელია ამ შემთხვევაში, რაიმე დააყენე თორემ ძალით რაღაც საშინელებაზე შეგიცვლი, რომ იძულებული გახდე და ნორმალური რაიმე დააყენო smile.gif

4) ფოსტის ხარჯებზე გითხრეს უკვე და საკმაოდ მართებული შემოთავაზება იყო

5) გახსენი ახალი თემა და ნაწილ ტექსტებს მე ჩაგისწორებ, თორემ ყურს ჭრის ეს ქართულ რუსული არეული ტერმინოლოგია...

6) ნუ მესმის ეს საკითხი ჩემი საქმე არაა, მაგრამ ნუ როცა მინსკში იყავი კაი მესმის მინჩანინი იყავი, მოსკოვში რომ ყოფილიყავი მოსკვიჩი იქნებოდი, მაგრამ ახლა საქართველოში ხარ და რავიცი სად მინსკი სად საქართველო smile.gif (განსაკუთრებით ზესტაფონი - ხომ არ იფიქრებდი რაიმე ტიპა... ზესტაფონსკი ან რაიმე ასეთზე smile.gif ) ხომ არ გინდა რაიმე ნეიტრალური, ან ქართული დაირქვა, თუმცა ეს მესმის სრულიად სხვა საკითხია და შეგიძლია მწარედ მითხრა შემეშვი შენი საქმე არააო და მართალი იქნები...

7) დაბრუნება და რამერუმეზე რომ გიწერია, კარგი იქნება თუ პუნქტებად ჩამოყრი რაიმე საგარანტიო პონტივით... მოკლედ თემა რომ გახსნა ისეთი რომ ბომბა იყოს, ნუ წიპა პატარა შენი საკუთარი სამფლობელო, მაღაზია, ნუ რავიცი იმედია ხვდები მთელს დატვირთვას....

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 27th June 2012 - 12:26 AM) *
ისე, მე თქვენი არ ვიცი და მარშრუტკის მძღოლის იმედ\ზე ყოფნას მირჩევნია ის 5-6 ლარი გადავიხადო და ვიცოდე რომ მოვა...

ვის როგორ... ისე ეს ჩვენი ქართული მიდგომაა, ერთი იმის დედაც, ამის მამაც, იქ 2 ლარი, აქ 5 ლარი... რუსებს და უკრაინლებს რომ ვუყურებ, დიდად ფულის გიჟები და მათხოვრები არ არიან, მაგრამ სათითაო კაპიკს უფრთხილდებიან... არაა გამორიცხული აქაც ხალხი იყოს ვისაც ის იქეთ გაგზავნა 10 ლარი, მერე აქეთ გამოგზავნა 10 ლარი (ნუ ვამრგვალებ რა...), საბოლოო ჯამში შეიძლება აყენებს მაი მარკეტზე ნაყიდ თოფში რომელიც სულ 50 ლარად დაითრია... ნუ ხომ ხვდები რისკენ მიმყავს ბაასი....

იყოს ორივე ვარიანტი და რომელსაც მოისურვებს კაცი იმას ამოირჩევს და გადაიხდის, მწარმოებელმა უბრალოდ უნდა დააყოლოს, რომ ფოსტის შემთხვევაში გარანტია, არის მიღებაზე, მარშუტკის შემთხვევაში....

P.S. ისე მეთვითონ ზესტაფონელი ვარ ფესვებით და ყოველი ზესტაფონელი ლამის ძმაკაცივით იცნობს მარშუტკის მძღოლებს smile.gif . ასე რომ არანაკლები გარანტია სასტავი გამოდიან... ნუ მინჩანინისთვის შეიძლება ეგრე არ იყოს, ჯერ, ახალი დაბრუნებული და შეიძლება არ იცნობდეს ხალხს, მარა ზესტაფონი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს...
ზაზა
minchanin

კაი რაღაცაა ნამდვილად აუცილებლად ჩავაყენებ ცოტა ხანში ჩემ MP-512

გადახდის საშუალებაზე არაფერი გწერიათ.. კარგი იქნება თუ გადახდა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ელექტრონული ვალუტით მაგ. ემონი, ვებმონი და ა. შ.
ja_ja
Zaxar
ციტატა(lamer_07 @ 27th June 2012 - 01:33 AM) *
თუ გადახდა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ელექტრონული ვალუტით მაგ. ემონი, ვებმონი და ა. შ.

ნუ webmoney ზესტაფონში კაცმა რაში გამოიყენოს? emoney კიდევ მესმის (ბოლო-ბოლო ლიბერტი ბანკმა იყიდა ეგ სისტემა და აქაური ბანკია რა...), გარდა მაგისა არსებობს აურაცხელი მარტივი მეთოდი, ელექტრონული გადახდებიდან დაწყებული (თავისი საკომისიოთი), დამთავრებული საერთოდ უფასო ნიუანსით. მაგალითად ხსნის რომელიმე ბანკში ანგარიშს, იმას წერს თავის პოსტში, მყიდველი იმავე ბანკის აქაურ ფილიალში შედის და მის ანგარიშზე შეაქვს თანხა (საერთოდ უფასო პროცედურაა), ერთადერთი მოილაპარაკეთ იდენტიფიკატორზე რომ მიხვდეს ვისგან მიიღო თანხა, ამისათვის დანიშნულების ველში ოპერატორს ჩააწერინეთ (ნუ რამდენიმე შესაძლო ვარიაციაა):

- თანხის შემოტანა 0808 (ანუ რაღაც ციფრი მიუმატეთ რაც დამკვეთის ნომერი იქნება და მინჩანინი მიხვდება ვის მიერ შემოტანილი თანხაა)
- ბალანსის შევსება Zaxar (ანუ რაღაც სიტყვები და ბოლოში ან თავში ნიკი ვისგანაც გაიგზავნა თანხა, მინჩანინი ისევ მიხვდება ვისგან მოვიდა თანხა)

ერთადერთი დანიშნულებაში არ დაწეროთ შემდეგი სტრანნი სიტყვები:
- გადახდა
- დაკვეთა
- დეტალის შეძენა

და ასე შემდეგ.... ანუ კანონმდებლობით მოქალაქეებს შეუძლიათ ერთმანეთს თანხები ჩაურიცხონ, ეს არაა აკრძალული, თუ ეს გადახდა არ იქნება კომერციისთვის გამოყენებული, ამ შემთხვევაში მინჩანინს მოუწევს საგადასახადოსთან ურთიერთობა, ზედმეტი ხარჯები, სალარო აპარატები და სხვა ქაჯობა, პლიუს კომერციულ შინაარს რომ დაინახავენ ბანკში თვითონ ოპერატორი გეტყვის უარს, არ შეიძლება ასეთი გადარიცხვაო, მაშინ იურიდიულ პირს უნდა გადაურიცხო თანხა და არა ფიზიკურ პირსო. ამიტომაც სიტყვების თამაში მიდის ხოლმე, იგივე ამერიკიდან ჩამომტანი მინი კომპანიებიც მაგ მეთოდებს იყენებენ (ვთქვათ გადახდაში გაწერინებენ - ტრანსპორტირება დ454545) smile.gif დიდი არაფერია, მაგრამ იურიდიულად მოსადავებელი საფუძველი ქრება.

თვითონ მინჩანინს შეუძლია ანგარიშზე მიაბას ბარათი და გამოიტანოს თანხები ბანკომატიდან, და ინტერნეტ ბანკინგით აკონტროლოს ვისგან და როდის ჩაერიცხა თანხა... საკმაოდ მოხერხებულია, დაჟე ახლა ბანკების ბაზარზე დიდი კონკურენციაა და მგონი პროკრედიტი, ბაზის ბანკი და ნუ რა თქმა უნდა ლიბერტი ბანკი მომხმარებელს ბარათით ბანკომატიდან თანხის განაღდებაში საკომისიოს არ ართმევენ, ეგეც კიდევ ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდება, შედეგად მინჩანინს ჩაერიცხება ვთქვათ დათქმული 35 ლარი, იმასაც ფულად დასჭირდება, მივა ბანკომატთან და ზუსტად 35 ლარსვე გამოიტანს.. ეგეც თქვენი გადახდის სქემა, როგორც წესი ერთი ბანკის მასშტაბით გადარიცხვები ლამის მომენტალურად 1-2 წუთის განმავლობაში ხდება.


ანუ კიდევ ერთხელ ვუმეორებ იმათ ვინც უკუღმართად გაიგო, თუ მინჩანინი გახსნის ანგარიშს სიტყვაზე ლიბერტი ბანკში, და მომხმარებელიც თბილისში იმავე ბანკის ფილიალში მივა და მინჩანინის ანგარიშზე თანხას შეიტანს ეს იქნება ორივესთვის უფასო ანგარიშსწორების მეთოდი...

ხოლო თუ ვიღაცას დაეზარება და მიუხედავად იმისა რომ მინჩანინი სიტყვაზე წერს რომ ლიბერტიში გავხსენი ანგარიშიო და თქვენ მიდიხართ თბილისში TBC ბანკში, მაშინ იმისათვის რომ TBC-დან ლიბერტიში გადაირიცხოს თანხა, ამას სჭირდება დრო (ან იმავე დღეს მაგრამ გვიან, ან ყველაზე ხშირად მეორე მესამე დღეს ხდება გადარიცხვა) პლიუს TBC გამოგართმევთ 1 ლარს საკომისიოს იმის გამო რომ სხვა ბანკში რიცხავთ თანხას. გაითვალისწინეთ ეს მხოლოდ TBC-ს ხუშტური არაა, ყველა ბანკში მოხდება 1 ლარის საკომისიოს გადახდა, თუ სხვა ბანკში რიცხავთ თანხას.



minchanin

როგორც ხედავ ინტერესი დიდია, პოტენციური მომხმარებლები შენს განცხადებაში ხარვეზებს პოულობენ, ამიტომაც მოდი ახალი თემა გახსენი როგროც ზედა პოსტში შემოგთავაზე, და მომხმარებლების მიერ შემოთავაზებული პუნქტებიც გაითვალისწინე (გადახდის მეთოდი, გაგზავნის მეთოდი და ასე შემდეგ).
sekurifa
ციტატა(nihontoman @ 26th June 2012 - 11:26 PM) *
ისე, მე თქვენი არ ვიცი და მარშრუტკის მძღოლის იმედ\ზე ყოფნას მირჩევნია ის 5-6 ლარი გადავიხადო და ვიცოდე რომ მოვა...

გაზის ზამბარას ზედ თუარ დააჯდა ვინმე ისე არ გაფუჭდება, ძირსაც რომ დავარდეს არ გაფუჭდება. გამოგზავნისას იფუთება დადუტულ ცელოფანში და მერე ყუთში. ჩემი აზრით მძღოლი უფრო უსაფრთხოდ ჩამოიტანს ვიდრე ფოსტა. ჩემი ზამბარა ჰაცანისთვის ფოსტით ჩამომივიდა და ყუთს ფორმა დაკარგული ქონდა.
minchanin
გამარჯობათ, ბევრი შენიშვნები და წინადადებები არის, და ამას ყველაფერს ტვინში გადახარშვა ჭირდება. დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.
ზაზა
minchanin

ნამდვილად ჯობია ბატონო minchanin (თქვენი ნამდვილი სახელი არ ვიცი ) ახალი თემა გახსნათ როგორც ჯა ჯა-მ გირჩიათ და ზუსტად დაწეროთ თქვენი პირობების შესახებ უფრო დაწვრილებით.. დანარჩენი თემის მსვლელობისას დაიხვეწება.. რასაც თქვენ აკეთებთ მართლა არ არის ხელწამოსაკრავი საქმე.. პირიქით, კიდევ ერთი ნაბიჯით დაწინაურდა ქართული პნევმატური სამყარო smile.gif
ochopintre
ხახლხო ვინმემ ხომ არ იცით ამ პატიოსანი კაცის ნომერი minchanin
ფორუმზე აღარ შემოდის და რაღაცის კითხვა მინდა
Multi-Tool
პმ ში ნახე
giorgi80
ციტატა(sekurifa @ Aug 3 2011, 04:40 PM) *
ხო მართლა თუ ვინმეს აინტერესებს ეს ზამბარა დამიჯდა 35$.რესურსი რომ გაუა გაუგზავნი მინჩანინს უკან დატენის და გამომიგზავნის.კარგ დროს გამოჩნდა ეს კაცი ჩემთვის თორემ უკრაინიდან ვაპირებდი გამოცერას და სადღაც 60 დოლარი დამიჯდებოდა.მინჩანინი კი ჯიგარი გამოდგა და ერთი თვე მაცლის ფულს. wink.gif ამით ჩემი ცდები მპ-512 ებთან დასრულდა.ორივე გავანავაროტკე საუკეთესოდ რაც კი შეიძლებოდა.ერთზე ახლა მიგია 3მმ სისქის ძლიერი ზამბარა ტელესკოპური მიმმართველ-დამამძიმებელით (ნაწრთობი ფოლადიდან)და მეორეზე ჰაერის ზამბარა.ორივეს შედეგებით კმაყოფილი ვარ.ამის იქით უკვე სხვა გეგმები მაქვს და ამ გეგმას (Benjamin Discovery) ქვია biggrin.gif ოღონდ ეს მომავალში.თუმცა ჩემს მურკაზე მეტად მაინც ვერ შევიყვარებ biggrin.gif

გამარჯობა.მინჩენინის \ზაბარამ რამდენ ხანი იმუშავავა. ანუ რამდენად კმაყოფილიხარ. კაიხნის ნაყიდი გაქ და მიტო მაინტერესებს. მეც მინდა გავაკეთებინო
sekurifa
მე მინჩანინის ჰაერის ზამბარა მურკაზე მეყენა. რამოდენიმე თვე ვიხმარე სულ მერე გავყიდე ზედეპეები ყველა. ზამბარით კმაყოფილი ვიყავი ძან. ჩემს ხელში არ დამჯდარა და ძალა არ მოკლებია. რომ გავყიდე მის მერეც მითხრა პატრონმა ხოშიანად მუშაობს და ძაან ზუსტია თოფიო.

ერთი რამ არის კიდე რაც ჰაერის ზამბარებს ეხება. მათ მეთი ყურადღება ჭირდება ვიდრე ფოლადისას. თოფი უნდა შეინახო დაყუდებული ისე რომ ზამბარის მამოძრავებელი შტოკი დაბლა იყოს. ასეთდროს სალნიკები სმაზკაშია სულ. რომ ამბობენ გადატენი და მთელი დღე ატარე ტუგინდა არ დაჯდებაო, ამის გაკეთებაც არაა სასურველი. ნუ ნადირობისას რაღაც გარკვეული დრო შეიძლება გადატენილი ატარო ხვეულ ზამბარასთან შედარებით მეტ ხანს.

ასევე მინუსებში საერთოდ არაა მიზანშეცონილი თოფის გამოყენება. მე მიტო მქონდა ორი მურკა, ერთი ფოლადის ზამბარაზე (ზამთარში სახმარად) და მეორე ჰაერის ზამბარაზე (გაზაფხული, ზაფხული,შემოდგომაზე) სახმარად. სიცივეში სალნიკები ხისტდება, სიჩქარე უვარდება და სავარაუდოდ ჭნევასაც კარგავს ნელნელა.

ასე რომ თუ მინუსებში აპირებ ჰაერის ზამბარის ხმარებას გაითვალისჭინე ეს ყველაფერი. ეს ყველა ჰაერის ზამბარას ეხება არააქვს მნიშვნელობა ქარხნულია თუ კუსტარული. ხოლო თუ აპირებ მის ჩაყენებას თოფში და ზომები გინდა ზუსტი მისი მაშინ ჯობია აქ გააკეთებინო, რადგან ერთხელ ხელმეორედ ზამბარის თავიდან დატენვა შედის მომსახურებაში. ანუ მერედაც როცა მოგინდება მაშინ შეარემონტებ და დატენი რა.

ნუ ალბათ სხვა ქარხნულ ზამბარებსაც არემონტებს მინჩანინი ეგ ზუსტად არვიცი. ერთი რამ ვიცი რომ სხვა არავინ ჩალიჩობს მაგ ზამბარების დამზადებაზე საქართველოში.
giorgi80
დიმზდლობს გაიხარე.აქებენ ჰაერის ზამბარას და მეც მინდა დავაყენო ჰაცან135ზე.ზამთარში რომ ვამუშავო ანუ მინუსებში ხომზრდზზიზნდება?ძაან უვარიდება ენერგია მინიუსებში? და ერთი რჩევაც მთხარი.ტყვის სიჩქარე ჰაერის ზამბარას ხომ იგივე ექნება ანუ ჩემ თოფს380 უწერია და ეგმინდა დარჩეს ან მეტი რომ ქონდეს კარგი იქნებოდა თუ თოფი კს

კარ
რგად იმუშავებს მლად კარგი.ითხარი შენი მოსაზრება.ძლიერიც მინდა დარჩეს.

დიმზდლობს გაიხარე.აქებენ ჰაერის ზამბარას და მეც მინდა დავაყენო ჰაცან135ზე.ზამთარში რომ ვამუშავო ანუ მინუსებში ხომზრდზზიზნდება?ძაან უვარიდება ენერგია მინიუსებში? და ერთი რჩევაც მთხარი.ტყვის სიჩქარე ჰაერის ზამბარას ხომ იგივე ექნება ანუ ჩემ თოფს380 უწერია და ეგმინდა დარჩეს ან მეტი რომ ქონდეს კარგი იქნებოდა თუ თოფი კს

კარ
რგად იმუშავებს მლად კარგი.ითხარი შენი მოსაზრება.ძლიერიც მინდა დარჩეს.
sekurifa
ჰაცანზე საერთოდ სასურველუა ჰაერის ზამბარა უფრო მსხვილი შტოკით. არ მახსოვს ზუსტად დიამეტრი. ანუ იმაზე მსხვილია ვიდრე სტანდარტულები რაც მურკაზე და კროსმანებზე ყენდება. რაც შეეხება ძალას ფოლადის ზამბარაზე მეტ ძალას ვერ მოგცემს. მაგხელა წნევაზე რომ დაიტენოს მალე გამოვა მწყობრიდან მითუმეტეს თუ მინუსებში გინდა იხმარო. მაგრამ მაინც ძლიერი იქნება ზედეპეებში))

აქ არჩევანი უნდა გააკეთო. სიზუსტე ან ძალა. რადგინდა მაგხელა ძალა თუ 50-60 მეტრში პივის ქილას არ მხვდება? რაში გინდა ძალა? რას ვერ გააკეთებს 250 ით ნასროლი პრემიერის ტყვია ისეთს რასაც ჰაცანი აკეთებს? ვედროს ვერ გახვრეტს? და ვედროს სახვრეტად გინდა დაახარჯო ფული ჰაერის ზამბატას იმს გამო რომ უფრო კომფორტულად გახვრიტოს ვედრო?

არააქვს აზრი მაგას. არ მგცემს იმ შედეგს რაც შენ გინდა. ვერასდროს მოხსნი მაინც 100 მეტრში ასანთის ყუთს. ვერც 70 ში. ოპტიკებზე აღარ მაქვს ლაპარაკი რომ არა ერთს მოგისპობს. საბოლოოდ კი აგივა ხარჯი ნორმალურ ზდპ ემდე.

ერთს გეტყვი ჰაცანის ზედეპეებზე. ერთადერთი და ყველაზე გამართლებული მოდელი არის ჰაცან-99 და ისიც ჰაერის ზამბარით. ჰაერზე არ ვამბობ ამას. მე თავიდან ზედეპეების ფანი ვიყავი და ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ყველა ზედეპე მომესინჯა რაც ქართულ ბაზარზეა. ვთავაზობდი ყველას ვისაც ინტერესი ქონდა თოფის დეკონსერვაციას შემდგომი ოპტიკის გასწორებით 50 მეტრზე. სასროლეთიც მაქვს ჩემი თბილისის ზღვაზე დანომრილი ხეებით დისტანციებზე.

რავი რა ვთქვა. დიანას და ვაირაუხის გარდა თითქმის ყველა გატესტილი მაქ. აი ჰაცანს კი არაფერი არ ეშველება არასდროს თუ სიჩქარე არ დააკლდება. არაა ეგ თოფი ზუსტი სროლუსთვის. აუ სოფელში მე პირადად ვიქონიებდი იმ მხრივ რომ არ მომიწევდა ქათამზე და ინდაურზე დევნა დასაკლავად) ვლეწავდი 10 მეტრში გრამიანს და მორჩა. ასევე გოჭსაც ადგილზე გავაქვავებდი უხმოდ)

ეგ თოფი კარგია მოშინაურებულ კურდღლებზე სასროლად, 30 მეტრში რო გიშვებენ და ზიან გაპიტკინებულები როგორც უცხოურ ვიდეო როლიკებშია და ხიდან რომ ესვრიან კიდე პატარა ტახებს 15 მეტრში კარმუშკაზე რო მოდიან საშენში.

დიდი სიძლიერე და სიზუსტე შეფარდებით აქვს ბენჯამინ ნიტროებს. გაბნევა მათაც აქვთ მაგრამ რა შედარებაა ჰაცანთან. სადაა საქართველიში მაგით სანადირო ობიექტები? ხოლო რაც არის იმათ 250მწ იც ყოფნის 70 მეტრში.

ასე რომ თუ სროლის სიზუსტე და დისტანციის გაზრდა გინდა სიჩქარე უნდა დაუკლო. 30 მეტრში კი თავის საქმეს აკეთებს ეგ თოფი ფოლადის ზამბარითაც.

vexam
"ეგ თოფი კარგია მოშინაურებულ კურდღლებზე სასროლად, 30 მეტრში რო გიშვებენ და ზიან გაპიტკინებულები როგორც უცხოურ ვიდეო როლიკებშია და ხიდან რომ ესვრიან კიდე პატარა ტახებს 15 მეტრში კარმუშკაზე რო მოდიან საშენში."
არ არის მაინცდამაინც მოშინაურებულები და "საშენში". უთუბზე გავრცელებული მსგავსი ვიდეოების უმრავლესობა, თუ დაკვირვებიხართ, ევროპის ქვეყნებშია გადაღებული. ევროპაში, განსაკუთრებით ბრიტანეთში მსგავსი ცხოველები ბევრია ბუნებაში და ფაქტიურად მავნებლებად არიან ქცეული. მათ შორის-შინაური ღორები, რომლებიც საშენიდან არიან გაქცეული და თავისუფლად მრავლდებიან ტყეში. Feral pigs -ეძახიან ბრიტანეთში. მაგ "სიამოვნებას" მოკლებული ვართ საქართველოში. მსგავს პირობებში, დიდი სიამოვნებით ვინადირებდი მაგ ცხოველებზე - ჰაერის ზამბარითაც, ფოლადის ზამბარითაც, პცპ-ით, მშვილდით, შურდულით და ა.შ. 11.gif
giorgi80
ასაგებია. მადლობა მადლობა და კიდე მადლობა.ვესაუბრე მინჩანინს და ეგრე მითხრა წეხან.მაგრამ ცვრილი შტოკით ვაკეთებო ანუ 230მეტრი წამში დარჩებაო.მინუს5გრადუსში მუშაობსო.230ან220 მეტრიწამით მაგალითად70მეტრზე ყვავს მოკლავს?
pilotina
ციტატა(giorgi80 @ 7th February 2017 - 04:59 PM) *
230ან220 მეტრიწამით მაგალითად70მეტრზე ყვავს მოკლავს?


70-ზეც მოკლავს და 90-ზეც თუ მოხვდა წესიერად.
giorgi80
პატარა შტოკით ვაკეთებოდა მაგ მაეჭვებს ჩმი თოფისთვის რამდენად კარგი იქნება როგორია ეგ შტოკი.მერო ვიშოვო რამესად შეიზლება მოვიძიო ეგ დიდი შტოკი.პაჯერო იოს ამორტიზატორიმაქ დიდი იქნება ალბათ.სტანდარტული რამდენი მილიმეტრია რო ვეზებო ეგეთი?არვიცი რამდენად სორად გეკითხები დამწყები ვარ და მინდა გავერკვიო ცოტა.მადლობა კიდევ.
sekurifa
და ახლა დაფიქრდი კარგად. 230მწ პრემიერებით ჰაცან 125 ზე ნაკლები გაბარიტების თოფიც იძლევა ჰაერის ზამბარით. მაგალითად ჩემი ჰაცან 99- ი 245-250 იძლეოდა.

თუ გსიამოვნებს მაგხელა თოფი მაშინ ჩასვი ეგ ზამბარა და იყავი ბედნიერი) ვიწრო შტოკის ეგრე ძან ნუ შეგეშინდება იმუშავებს ოღონდ მსხვილშტოკიანზე ოდნავ სუსტია.

ხო კიდე სულ დამავიწყდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. როცა ჰაერის ზამბარას აყენებ აუცილებლად უნდა აამჩატო დგუში მაქსიმალურად. ზოგო დირკავს და ზოგი ფრეზით ჭრილებს უკეთებს. ჰაეტის ზამბარას საერთოდ არ ჭირდება მძინე დგუში. მძიმე დგუში პირიქით ხელს უშლის ზამბარის შტოკს.

მე როგორც შეგატყვე შენ ძალაზე აკეთებ აქცენტს და შიშობ რომ თოფს ძალა არ ეყოფა 70 მეტრში რო ყვავი მოკლას)) საერთოდ მაგ დისტანციაზე ნუ იფიქრებ ხშირად, რეალურად სულ 40-50 მეტრში მოგიწევს სროლა ყვავებზე)

რაც შეეხება ძალას კიდე ერთს გეტყვი. როცა მე გადავწყვიტე ჩემი მურკის გაყიდვა გავედი თბილისის ზღვაზე რომ რეალში გამეტესტა მისი ძალა რომ ზუსტი ინფო დამედო განცხადებაში. მურკაზე მე სულ მჩატე ჯსბ ის ვხმარობდი, 230-240 ით ისროდა. ზუსტ 50 მეტრში ბორჯომის ბოთლში სუფთა სკვაზნოის ტოვებდა. მერე ჩემი 30 მეტრიანი რულეტკით გაგავზომე 70 მეტრი. დავდე თევზის კონსერვის ქილა შპროტის და გვერდით ბოთლი. ცოტა ქარი იყო. სამი გასროლით დავაკვირდი ტყვია საით მიქონდა და მერე მეოთხე და მეხუთე მოხვდა ორივე მიზანს. ქილაც გახვრიტა და ბოთლიც დაფშვნა. ეს მჩატე რბილმა ჯსბ ტყვიამ 230მწ ით 70 მეტრში.

ესეც კი საკმარისია ყვავს მკერდში რომ მოხვდეს. შენი ჰაცანი კი 230 ით თუ გაისვრის პრემიერებს თავისთავაყ ყელში ამოუვა ეგ ენერგია.



giorgi80
ანუ330 მეტრი ცამი მიტხრადა,პრემიერე იტ კიდე დაბლა დაცევს ენერგიას? დგუსჰი რომ დამცჰატტდება მერე რომ ზამბარის ცჰადება გინდოდეს ვტავატ ფოლადზე ვამბობ მად როგორარი საქმე.?ანუ მირცჰევ რომ ცჰაუდო ეგ ზამბარა.

ტექსტი მანქანური თარჯიმნით არის გადაყვანილი, ავტორს უკვე არაერთხელ ვთხოვე ლათინური ანბანით ტექსტები არ დაეწერა, ნუ შემოიღებ ამას ჩვევად, მერე რაღაცას დავწერ ან მოვიმოქმედებ და მეტყვი რას მერჩოდიო, არადა მერამდენედ გთხოვ ნუ აკეტებ ამას....
okela84
giorgi80
330 ით ყვავს კი არა ფასკუნჯს ვერ გაარყავ 70 მეტრზე.

გამოცდილი მწარმოებლები გიჟები კი არ არიან 25 ჯოულს რომ არ სცდებიან. ჰაცანს კიდე სხვა რა დარჩენია, კარგში ვერ უწევს კონკურენციას ვერავის და იძულებულები არიან ახალბედა მომხმარებლების მოტყუებაზე გადავიდნენ. მეც ვიყავი ერთ დროს ჰაცანების მთელი სერიის მსხვერპლი და მისი ველური ენერგიით ყბა დაღებული biggrin.gif
sekurifa
ციტატა(giorgi80 @ 8th February 2017 - 09:02 AM) *
anu330 metri cami mitxrada


შენ 230 გიწერია თავიდან. 330 არ გიხსენებია. ეგ უკვე არვიცი რომელ ტყვიებზე გულისხმობს მაგ სიჩქარეს მინჩანინი. თუ არ ჩააყენებ ვერავინ ვერაფერს წინასწარ ვერ გეტყვის. ჰაცან 125 ის წუნინგი იმ საინფორმაციო წყაროებიდან რისი წვდომის საშუალებასაც გვაძლევს ინტერნეტი,პასუხია ერთი -- ან ძალა აკლდება ან არა. მეტი არაფერი.

სიზუსტეზე რჩება იგივე! და ამის გამო უმეტესობა ტოვებს ფოლადის ზამბარას. ის ძალაც რაღატო დაკარგოს თუ სიზუსტე იგივე რჩება?

ამჩატებულ გდუშზე რომ მერე ისევ ფოლადის ზამბარა დასვა თავისთავად ოდნავ მოიკლებს სიჩქარე რადგან მაგ დროს სომძიმე გაქანებისას აძლევს ენერგიას ბოლოში დაჯახებისას და ასეთ მომენტში ნამდვილად არაა სასურველი დგუშის ამოფრეზვა რადგან შეიძლება დეფორმირება მიიღოს სტოიკებში და გაოჭედოს ზამბარა დგუშში.
geojorjika
მაჩუქეთ ერთი 125 ვინმემ რა smile.gif და ნახავთ როგორი ფიშტო დადგება მაგისგან

ისე გუშინ მომიტანეს 99 მიდელი და ლულის მუღტა აქვს დეფორმირებული ვიბრაციისგან, ყველს ბოლტი მიშვებული და მერე გაღუნულ ჩაჭედილ, მოკლედ გადასაგდებია ლულა მუფტაში 5-6 მმ ლუფტით ყანყალებს
sekurifa
კიდე ამ დგუშებიდან პირველის ამჩატება არაა მიზანშეწონილი ხოლო მეორე მჩატდება. რომელი აქვს ამ ორიდან შენ ჰაცანს?




ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 8th February 2017 - 01:23 PM) *
მაჩუქეთ ერთი 125 ვინმემ რა და ნახავთ როგორი ფიშტო დადგება მაგისგან

შენ ჯერ სხვების მოწოდებას შეეშვი და მოიტა IJ60-ის ჟანგიანი კოლოფი ბლიაძ smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

giorgi80
მისმინე სკოლაში მათემატიკას ხომ სწავლობდი? იმედია ასევე ფიზიკის მასწავლებელიც ცოცხალი იყო....

გაიხსნე აბა როდესაც ამოსაცნობი გაქვს მაგალითი მინიმუმ 1 უცნობით რეებია საჭირო რომ იცოდე? როდესაც მხოლოდ ერთი მნიშვნელობა გაქვს, იქნება ეს 330-ი თუ იქნება ეს 480, მაინც ერთი მნიშვნელობაა კერძოდ კი სიჩქარე, მარტო სიჩქარით კიდევ რას გაიგებ???

მარტივი მაგალითი - და იოლად აღქმადი რომ იყოს შენი ტავი წარმოიდგინე. დგეხარ მდინარის პირას და მოგეცი კენჭი ხელში და გეუბნები გადააგდე იქეთა ნაპირზე მეთი...

ნუ დიდი ალბათობით მოახერხებ ალბათ გადაგდებას, მაგრამ აბა მეორე ჯერზე რიყის ლოდი რომ მოგაწოდო მოახერხებ ისევ მეორე ნაპირზე გადაგდებას თუ იქვე 1-2 მეტრში დააგდებ???

ნუ აყვები მწარმოებლების რეკლამას და ნუ მოიტყუებ თავს ისევე როგორც შენ ასევე თოფსაც შეუძლია რაღაც ენერგიის გამომუშავება...

ანუ შენ თუ ერთი და იგივე ენერგიას გამოიმუშავებ, მაშინ მსუბუქი ობიექტის გადაგდებისას იგივე ძალას იყენებ და შორს ისვრი, ხოლო მძიმე ობიექტის გადასაგდებად იგივე გამომუშავებული ენერგია აღარ გყოფნის....

ასევეა თოფი... როდესაც საუბარია მხოლოდ სიჩქარეზე, იქ მინიმუმ 2 უცნობი არ გაქვს, ესაა თოფის პოტენციური ენერგიის გამომუშავება და ტყვიის მასა, მხოლოდ ამ სამი პარამეტრით შეგიძლია ლავირება და თუ ერთერთი არ იცი შეგიძლია ცნობილი 2 პარამეტრით მესამე გამოიანგარიშო

ფორუმის თავზე ქუდში არის ლინკი დასახელებით "აირგანელის კონვერტორი" როგორ ფიქრობ ტყუილაა მოფიქრებული? ბოლო ველი განსაკუთრებით საინტერესოა


გაქვს 3 პარამეტრი და 2-ის შეყვანით შეგიძლია მე-3 მიიღო, ვთქვათ ავიღოთ Stoeger x5 (ზამბარ დგუშიანი), რომელიც ზუსტად ვიცი რომ 7.9 გრენიან ტყვიას ისვრის 250 მეტრ წამით. ჩავწეროთ ახლა ეგ პარამეტრები მაგ კალკულატორში და გამოვა რომ თოფს სულ აქვს 16 ჯოული ენერგიის გამომუშავება, ვსიო....

ახლა იცი რომ თოფს აქვს სულ 16 ჯოულის თავი, მაშინ შეგვიძლია უკუ ანგარიშიც გავაკეთოთ, ანუ მათემატიკური მაგალითი

- რა სიჩქარეს მოგვცემს თოფი, თუ ვიცით რომ მაგ შეუძლია 16 ჯოული ენერგიის გამომუშავება და ვაპირებთ გავისროლოთ ტყვიით რომლის წონაც არის ვთქვათ 10.5 გრეინი...

ავიღოთ იგივე კალკულატორი და ჩავწეროთ 16 ჯოული ენერგიაში და 10.5 გრეინი წონაში, ვაჭერთ ტოლობის ნიშანს და ვხედავთ რომ ამ თოფს პოტენციურად შეუძლია ეს ტყვია გაისროლოს 216-217 მეტრ წამით. ვსიო მორჩენილია მათემატიკა....


საერთოდ რაც შეეხება თურქულ თოფებს ან ნაკლებად ცნობილებს მწარმოებელი ყოველთვის წერს მხოლოდ სიჩქარეს თომ მოხიბლოს კლიენტი, ამასობაში არ წერს ეს სიჩქარე რა ტყვიით მიიღო, ან საერთოდ ტყვია გაისროლა თუ ბამბა???

ეგრე დისკოთი მაქვს თავის დროზე 520 თუ 530 მეტრ წამი მიღებული, თოფით რომელსაც 10.5 გრამზე პატალოკი სიჩქარე აქვს 265 მეტრ წამი, ეგეც იდეალურ შემთხვევაში... შემეკითხები როგორ მივიღე ეგეთი სიჩქარე? გაგიკვირდება და არანაირი მოდიფიკაცია არ ჩამიტარებია პროსტა ყურის გამოსაწმენდი ჩხირიდან ბამბა მოვაძრე ჩავტენე და ქრონში გავისროლე....

სიჩქარე კი დაწერა, მარა რათ გინდა სიმსუბუქის გამო 1 მეტრში დაეცა ეგ ბამბა smile.gif ასე რომ მხოლოდ სიჩქარე არაფერს არ გაძლევს.... ნორმალური მწარმოებელი ენერგიას წერს, ხოლო თუ არ გაქვს ეგ ენერგიის მაჩვენებელი ერთხელ მაინც უნდა გაატარო თოფი ქრონში, გამოიყენე კალკულატორი და დალშე თეორიებში ვეღარ გაგჭედავს ვერავინ....
giorgi80
მადლობა ყველას ჩემ თოფს მეორრე აქვს მაგრამ დისათხელებლად მენანება რომ ვერივარგოს ჰარის ზამბარამ მერე ფოლადის ჩასმაც საჭვოა.რავირა.ჩავდებ მძიმეებს და გაისვრის დაბალი სიჩქარით ალბათ.
geojorjika
ja_ja
წაიღე მერე რატომ შემიკიკინე, გამახსენე და წამოგიღებ smile.gif

ადაპტერ თუ გააკეთებ პოდ ჰაცანის რეზიკზე, არც მე დაგავიწყდე smile.gif
mister_io
ციტატა(giorgi80 @ 8th February 2017 - 11:12 PM) *
რომ ვერივარგოს ჰარის ზამბარამ

მე მაქვს ჰაერის ზამბარა კროსმან ფანტომზე სოსოს გაკეთებული და კარგია, ზამ|თარში კი სუსტდება საკმაოდ სოფელში რო მიმაქვს სანადიროდ მაგრამ მაინც საკმარისი ძალა აქვს ფრინველზე სანადიროდ , სროლაც გაცილებით სასიამოვნო გახდა და ყველაფერი უკეთესიაქვს ჰაერის ზამბარას თუარჩავთვლით სიცივეშI ძალის დავარდნის ფაქტორს, ჩემი თოFI 16 ჯოულიანი იყო და ეხლა 23 ჯოულია, 0.67 ჯსბ ვისვრი და კარგია საკმაოდ
giorgi80
ანუ მოემატა ჯოული ჰაერის ზამარამ?თუ როგორაა ეგ?
giorgi80
ხოდა ეგ ძალის დაკარგვა მაფიქრებს.ჯერ ისე აკლდება ძალა ჰერის ზამბარას რო დებ მერე ზამთარში საგრ ნობლად სუსტება დყა ზამთარშია კარგი ნადირობა და ნუ რაგამოვიდა ხდება ორჯერ სუსტი.მად ვიჭედები.არა და მინდა ეგ ჰაერის ზაბრამ ნუ ვეგა გავიგე რავქნა.მაქ ტორუმ მაგნუმ დაბალი სიჩქარის და მასე რომ ესამხელა თოფ დავაყენო რააზრიაქ.რავი დავიბენი.
sekurifa
დატოვე ისე როგორც არის. 125 ს უნდა მსხვილი შტოკით ზამბარა მაღალ წნევაზე რომ ისევ დარჩეს ვირივით ძალა. ეგეთ ზამბარას ვერ იშოვი აქ. ან დათმე სიჩქარე ან ნუღარ იფიქრებ მაგაზე.

შენ მიტო გაფაწყვიტე ჰაერის ზამბარა რომ არ გაკმაყოფილებს თოფის სიზუსტე. ეძებ გამოსავალს რომ იგივე ძალით მაღალი სიზუსტე მიიღო ჰაცან 125 ზე. აქ ფორუმზე არავის გაუკეთებია ჯერ ეგრე და რა უნდა გითხრათ? ისედაც ამომწურავად გიპასუხეს.


გამოცადე და შენ იქნები პირველი მერცხალი მაგ თემით აქ.
giorgi80
მადლობა ყველას გაიხარეთ.ბევრი რამ ვისწსვლე თქვენი დახმარებით.
mister_io
ციტატა(giorgi80 @ 9th February 2017 - 12:37 AM) *
ანუ მოემატა ჯოული ჰაერის ზამარამ?თუ როგორაა ეგ?

ჩემსას მოუმატა კი
soso_k3
გამარჯობათ ხალხო? ერთი კითხვა, ამ ჰაერის ზამბარას რამდენ გასროლაზე ჭირდება დაზეთვა? ანუ ნიტრო მაქვს მე და ეგ მაინტერესებს.
sekurifa
დაზეთვაში რას გულისხმობ? ეგ არ იზეთება, შიგნით აქვს სმაზკა და სალნიკები სულ სმაზკაშია. როცა წნევა უვარდება ან იწყებს ზეთის გაპარებას მაშინ უნდა რემონტი.
gela
soso_k3

ციტატა(soso_k3 @ 10th February 2017 - 07:27 PM) *
ჰაერის ზამბარას რამდენ გასროლაზე ჭირდება დაზეთვა


ზამბარას არაფერი დაზეთვა არ ჭირდება როგორც ვიცი, გადატენე და ისროლე , სულ ეგ არის smile.gif
gregory
soso_k3
ქროსმანი წერს, რომ ყოველ 800 გასროლაში 1 წვეთი სილიკონის ზეთი ჩააწვეთეო იწ საიდანაც ჰაერი გამოდის
soso_k3
გაიხარეთ, მადლობები ყველას. ნუ რავიცი დგუში ხო მოძრაობს შიგნით და დროთაგანმავლობაში მეთქი უნდა ცოტა დაზეთვათქო. გრიგოლ სილიკონს შენთან ვიყიდი და თან დამაკვალიანე მერე.
giorgi80
მოგესალმებიტ ყველას მრავალს დაესცარით. ტქვენი რჩევა მჭირდება. ესეიგი ვიყიდე ბაგაჯის ამორტიზატორი 10 მილიმეტრიანი შტოკიტ. მინდა ჰაცან 135თისთვის.მაინტერესებს რამდენ ატმოსფეროზე უნდა დაიტენოს.ანუ 75 კილოზე უნ და დაიტენოს და რამდენ ატმოსფეროს მოიტხოვს. ზოგი 200 ატმოსფეროს ტენის ზოგი 175 და რომელი ატმოსფეროა მიზან შეცონილი.?
soso66
გამარჯობათ.თუ მაგ საქმეში გამოცდილება არ გაქვთ,შეეშვით.მარკეტზე იყიდება 90 ლარად
სპეციალისტის დამზადებული ჰატსან 125 და ის აიღეთ.
feeder
ჰაერის ზამბარა 200 ატმოსფეროზე?????? 16.gif 16.gif
maqsimusa
ციტატა(giorgi80 @ 3rd January 2018 - 06:28 PM) *
ზოგი 200 ატმოსფეროს ტენის

აუცილებლად დაანგრევს თოფს რამდენიმე გასროლაში, უეჭველად ჩატეხავს რამეს შიგნით.
giorgi80
რავი იუტუბზე 185 175 ატმოსფეროზე ტენიან ერტს ორასზეც აქ და რავი. მინჩანინს ჩაუტანე და 160 ვაკეტებინებ. ბევრიაო მეუბნება. და ერს აქ ჰაცან 99 დაუყენებია და ეკიტხება რამდენი ატმოსფეროზეაო და ცერს 140 ატმოსფერო არის 99ებისტვისო და მე 135 მინდა თან 10 მილიმეტრიან შტოკია. ცჰვენი ფორუმელი ცერს რომ 99 ზე 140 სტანდარტიო და მე 135 160მოცზე ვაყენებ და რავი ბევრი როგორარი.?

რავი იუტუბზე 185 175 ატმოსფეროზე ტენიან ერტს ორასზეც აქ და რავი. მინჩანინს ჩაუტანე და 160 ვაკეტებინებ. ბევრიაო მეუბნება. და ერს აქ ჰაცან 99 დაუყენებია და ეკიტხება რამდენი ატმოსფეროზეაო და ცერს 140 ატმოსფერო არის 99ებისტვისო და მე 135 მინდა თან 10 მილიმეტრიან შტოკია. ცჰვენი ფორუმელი ცერს რომ 99 ზე 140 სტანდარტიო და მე 135 160მოცზე ვაყენებ და რავი ბევრი როგორარი.?
mister_io
ციტატა(giorgi80 @ 4th January 2018 - 01:17 PM) *
რავი იუტუბზე 185 175 ატმოსფეროზე ტენიან ერტს ორასზეც აქ და რავი. მინჩანინს ჩაუტანე და 160 ვაკეტებინებ. ბევრიაო მეუბნება. და ერს აქ ჰაცან 99 დაუყენებია და ეკიტხება რამდენი ატმოსფეროზეაო და ცერს 140 ატმოსფერო არის 99ებისტვისო და მე 135 მინდა თან 10 მილიმეტრიან შტოკია. ცჰვენი ფორუმელი ცერს რომ 99 ზე 140 სტანდარტიო და მე 135 160მოცზე ვაყენებ და რავი ბევრი როგორარი.?

მე გავაკეთებინე მინჩანინს ჰაერის ზამბარა სადღაც 2 წლის წინ ჩემს კროსმანზე და დღესაც უპრობლემოდ მუშაობს, დაუჯერე იმ კაცს , იცის თავისი საქმე და ცუდად არგაგიკეთებს smile.gif ოპტიმალურ სიმძლავრეს შეგირჩევს და ისიამოვნებ სროლით
giorgi80
ერტისიტყვიტ ჩაუტანე ჩჰემი ჰაცან 135 მინჩანინს და ამორტიზატორი 10 მილიმეტრიანი შტოკიტ. დაიტოვა. მაგრამ აგმოჩჩნდა რომ ამოტტიზატორი დგუშში არეტევა ნუ არც დიდი კორპუსიაქვ და რატო მოხდა ასე არვიცი. ვკიტხე ზავაცკოი ზამბარა რო ვიყიდო თუ ჩაეტევატქოდა არც ზავაცკოი არ ჩაეტევაო. ანუ ჩემი დგუშია ასეთი ტუ რატო მოხდა ასე.იუტუბზე უპრობლემოტ დებენ და დაჯე იზოლაციას ახვევენ რომ შიგნიტ არიმოზრაოს და რავი ეს რატოაგმოჩნდა ასეთი.მიტხრა რომ ახალი დგუში უნდა დავამზადოო და შენი დამიტოვეო. ერტი რამ მაინტერესებს ეს დამზადებული დგუსში რამდენად კარგია ანუ ხომარ გაცვდება მალე კაუჭი სადაც იკავებს ან კასტილი სადაც აცვება.საერტოდ დგუსჰები რამე განსაკუტრებული მსალაა უნდა იყოს ? როგორარი ეგამბავი
floyd
გამარჯობათ აირგანელებო... დახმარება მჭირდება თქვენი, თუ შეგიძლიათ, ანუ ჰაცანი მაქვს ზდპ რაიონში 2 წელია სადღაც, რომ ჩავდივარ ვისვრი ხოლმე მაშინ და ყიდვიდან მალევე შევამჩნიე ზეთი მხვდებოდა ჩამოსული ყოველ ჩასვლაზე, სასხლეტის დამცველიდა ნკონდახზე , ანუ ვინახავდი ვერტიკალურ მდგომარეობაში, ლულით ზემოთ.. ბოლო პერიოდში აღარ შემინიშნავს ზეთი, მაგრამ ძალა აქვს აშკარად დაკარგული, რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვინ შეიძლება დამეხმაროს თბილისში?
sekurifa
floyd

რა ზამბარა დევს შენს ჰაცანში?
floyd
ნიტრო
sekurifa
floyd

თუ ქრხნული ზამბარაა და ზეთს აპარებს სამწუხაროდ თბილისში ვერავინ შეაკეთებს მაგას. უნდა გამოცვალო ახლით. საქართველოში ერთი კაცია მარტო ვინც ჰაერის ზამბარებს ამზადებს და ზესტაფონში ცხოვრობს, მაგრამ არც ის მოკიდებს ხელს ქარხნულ ზამბარას და არც ღირს მაგის შეკეთებაში თანხის გადაყრა.

თუ ზეთს ზამბარა აპარებს სალნიკები აქვს დაზიანებული და თავისთავად წნევაც უვარდება. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული რამოდენიმე მიზეზით.

შენი ზამბარა ვინ ჩააყენა თოფში? როგორც ვიცი ჰაცანის ზდპ ეებს არ აქვთ ნიტრო ზამბარები. (იქნებ ვცდები არვიცი ახლა თუ უშვებენ ეგეთებს) და თუ ყიდვის შემდგომ იქნა დაყენებული ეგ ზამბარა ტექნიკურად გათვალისწინებული იყო ყველა ის ნიუანსი რაც მაგ პროცესს ჭირდება?

მაგალითად როგორი აქვს ზამბარის შტოკს ცენტროვკა? ლულით მაღლა თუ ინახავდი და ზეთი სდიოდა ესეიგი შტოკი სასხლეტის მხარეს არის და შესაძლოა შტოკის მაცენტრირებელი შაიაა ცუდი და ყანყალებს შიგნით შტოკი, რომელის მკვდარივით უნდა იჯდეს შაიბაში.

ერთი სიტყვით თუ ვერ მოგვაწვდი სრულ ინფოს სურათებით მიახლოებით მეტს ვერაფერს გირჩევთ. რომ გითხრა ახალი ზამბარა იყიდეთქო არ იკნება სწორი რადგან თუ ცუდად დაყენდება ისევ გაგიფუჭდება.

ასევე სალნიკები ფუჭდება როცა ზამთარში გააქვთ ნიტრო ზამბარიანი თოფი მინუს გრადუსზე. სალნიკები ხისტდება და შტოკი ვეღარ დასრიალებს კარგად. სალნიკის და ცილინდრის შიდა კედლის (აბტურაცია) ანუ უბრალო ენით ჰერმეტულობა იკლებს და წნევას აპარებს ყინვაში.
floyd
ქარხნულად ნიტროა, რაც ვიყიდე მაღაზიაში, მის მერე ხელი არ დამიდია.. ხელოსანი არავინ იქნება რომ ჩამოვუტანო და ზუსტი დიაგნოზი რომ დაუსვას რა ჭირს? მადლობა გამოხმაურებისთვისsmile.gif
ja_ja
სცადე ჯერ Geohorjika-ს მწერე თუ მაგან ვერ მოიცალა მერე შემეხმიანე, თუ მარტო ჰაერი აქვს დაკლებული მაგას მოვაგვარებთ და დაგიტენი, თუ სხვა რამე იქნება მაშინ მოგიწევს ვინმე სხვის მონახვა, რადგან მე პირადად ზ.დ.პ-ებით დიდად არ ვსაქმიანობ....
floyd
გასაგებია, მადლობა, აღდგომის შემდეგ ჩამოვიტან და შეგეხმიანებით
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.