dushura ციტატა(giorgi1985 @ 29th October 2019 - 02:25 PM)

ჩვეულებრივი ნასოსით ვერ დაიტუმბება..
კი როგორ არ დაიტენება, ოღონდ ასე 4-6 ატმოსფერომდე, მერე მთელი მეგობრების დაწოლით შეიძლება 8-დან 10 ატმოსფერომდე ახვიდე... დალშე შანსი არაა, სპილოს მოყვანა დაგჭირდება, პლიუს თვითონ ნასოსი გაიხევა ნაკერზე...
ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო და იმედია არ მიწყენ...
ის ძვირი ნასოსები ჩვეულებრივი არაა, შიგნით რამდენიმე სარქვეკი და საფეხურია, სხვადასხვა დიამეტრების, რაც ამცირებს ზეწოლას და იოლად გატენინებს, მთელი საიდუმლო პატარა ფართობშია... ჩვეულებრივ ნასოსში კიდევ 40 მილიმეტრიანი მილია და ეგ გამოდის 12.5 კვადრატული სანტიმეტრი. 1 ატმოსფერო კი უდრის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 1 კილოგრამის დაწოლას...
ანუ 10 ატმოსფეროზე უკვე 125 კილოს ძალით უნდა დააწვე, 100 ატმოსფეროზე 1250 კილოთი, ხოლო 200 ატმოსფეროზე 2500 კილოს ძალით. ვერც შენ შექმნი ეგეთ ძალას და ვერც ნასოსი გაუძლებს ეგეთ დატვირთვებს...
იმის გამო რომ მაღალი წნევის ნასოს რთული კონსტრუქცია აქვს იმიტომ ღირს ძვირი... ვერ გაექცევი მაგ საქმეს... მარა ასევე ბალონიც განიხილე, შეიძლება ეგ უფრო მომხიბვლელი იყოს, თუმცა 2-ჯერ ძვირი იქნება ნასოსზე, სამაგიეროდ ბუქნაობა არ გიწევს