ochopintre ნუ ის რა პრობლემასაც შენ ქწააწყდი... მამენტ ერთისმხრივ იმის ბრალია რომ 1377-ის და დისკოს ნორმლური განხილვის თემა არ დევს ფორუმზე

მოკკლედ 1377-ს აქვს ძალიან ცუდი და მძიმე სასხლეტი იმის გამო რომ ეგრეთწოდებული შეპტალო არის მარტო, არ აქვს შუალედური დამაკავშირებელი, გამწყვეტი რგოლი (ინგლისურად Link, რუსულად разобшитель), შედეგად სასხლეტი კაკვი პირდაპირ აწვება შეპტალოს და ცდოლობს გამოაცალოს დამრტყმელ ჩაწუჩს, რომელაც ამასობაში დამრტყმელის ზამბარა მთელი ძალით აწვება და მაგის გამო მიუხედავად ყველანაირი პოლირებისა მაინც ძლიერი ხახუნი წარმოიქმნება.
ზემოთაღწერილს ემატება ის გარემოება რომ 1377-ში და დისკოშიც, ეგრეთწოდებული თვითგასროლის აღმოსაფხვრელად (რუსულად самастрел) შეპტალოს აქვს ძლიერი ზამბარა, ანუ იმის გამო რომ შეპტალო არაფერს არ ეყრდნობა, არა და ამასობაში დამრტყმელის ზეწოლას უნდა გაუძლოს და არაფრის დიდებით სასხლეტის გამოკვრის გარეშე არ უნდა ჩამოიწიოს და არ უნდა გამოანთავისუფლოს დამრტყმელი.... მოკლედ ეს ყველაფერი რეზლიზებულია ძლიერი ზამბარით რომელიც შეპტალოს ძალით აჩერებს თავის ადგილზე რომ დამრტყმელი არ დასრიალდეს....
შედეგად გამოდის რომ გასროლისას გვაქვს მინიმუმ 3 წინააღმდეგობა გადასალახი:
1) არ არსებობს ბერკეტი, რომელიც შეამსუბუქებდა სასხლეტის ძალას, იმიტომ რომ სასხლეტი პირდაპირ შეპტალოს ეჯაჯგურება
2) შეპტალო შეტენილია ძლიერი ზამბარის ძალით დამრტყმელი ჩაქუჩის წინ და ამ ზამბარის ძალითაა გაჩერებული შებტალო საბრძოლო პოზიციაში რომ დროზე ადრე არ მოხდეთ თვითგასროლა. შედეგად გასროლისას გარდა 1 პუნქტში აღწერილი ბერკეტის არ არსებობისა, ასევე ვცდილობთ დავძლიოთ შეპტალოს ძამბარის ძალა, არა და საკმაოდ ძლიერი ზამბარაა გამოყენებული
3) შეპტალოს უკნიდან აწვება დამრტყმელი ჩაქუჩი, რომელსაც ტავისმხრივ საბრძოლო ზამბარა აწვება და მზადყოფნაშია რომ ჩაქუჩი გააქანოს და კლაპანს ჩაათხლიშოს... გასწოლისას გვიწევს შეპტალოს გამოძრობა დამრტმელის ქვეშიდან, ამასობაში დამრტყმელის და შეპტალოს შეხების წერტილში დიდი ზეწოლა და ხახუნი წარმოიქმნება....
გამოდის რომ გასროლისას ვერ ვიყენებთ ბერკეტის ძალას, გარდა ამისა გვემატება შეპტალოს ზამბარის ძალის გადალახვა, და ამას კიდევ ემატება შეპტალოსა და დამტყყმელის ურთიერთშეხების ძალა და ხახუნი... ყვერლაფერი ამის შედეგად დისკოდან და 1377-იდან როდესაც მიწევს ხოლმე გასროლა სულ მგონია რომ ან თოფი დატენილი არაა ან მცველზე აყენია სასხლეტი, იმიტომ რომ ვაწვები, ვაწვები და არაფრის დიდებით გასროლა არ ხდება, ბოლოს კიდევ დააწვები ლამით თითში რომ სასხლეტი შეგერჭობა და უცებ და მოულოდნელად ხდება გასროლა, არა ადა ამ მომენტში რაღაცნაირად არარ ელოდებოდი გასროლას, მომხადებული და კონცენტრირებული არ ხარ და გასროლისას ტყვია სადღაც ისეთ ადგილზე მიდის, სადაც საერთოდ არ გინდოდა რომ წასულიყო

ნუ ხშირი სროლისას რაღაცნაირად ეჩვევი თოფის საქციელს, მაგრამ მიმუხედავად ამისა მაინც მოუხერხებელია....
ახლა განვიხილოთ შენ რა დაინახე იმ ლინკზე და რა შტუკა გაქვს და რას გაძლევს
ნუ თვითონ 1377-ის სასხლეტი და სახელური აი ასე გამოიყურება:

ყველა ზემოთ აღწერილი პრობლემა იმდედია ნათლად ჩანს, გარდა დამრტყმელის პრობლემისა, ნუ ეგ ეხლა უკვე საკუთარი წარმოსახვა ჩარტეთ და მიხვდებით

.... ბევრნაირი გამოსავლის მცდელობა იყო რამდენიმე 10 წლეულის მანძილზე, ყველაფერი პირველი გადალახვის ვარიანტი იყო ეგრეთწოდებული SuperSear შეპტალო, რომელსაც ისე ჰქონდა შეცვლილი ბრუნვით წერტილი რომ სასხლეტზე გამოკვრა შედარებით იოლი ხდებოდა, თუმცა რაიმე სუპერ გამოსავალი არ იყო, მაგრამ ქარხნულ ვერსიას ლამის 10 თავით ჯობდა

შემდეგ ეტაპად წავიდა ლამის ერთდროულად ამერიკული ვერსია, რაც შენ დადე და რუსული ვერსია, რასაც დალშე დავდებ
ანუ ამერიკელებმა ვითომ და გამოსავალი ნახეს და შეპტალოს მიმწოლი ზამბარა შეასუსტეს და მერე შემდეგში მიჭიმვის რეგულატორი გაუჩიტეს, ნუ 3 აღწერილი პრობლემიდან 1 პრობლემის შემსუბუქება ხდება მაგ მეთოდით, მაგრამ მაგარი სტრანნი მეთოდია, რადგან დიდ ვერაფერს ამსუბუქებს, პლიუს ასუსტებს შეპტალოს ზედა პოზიციაში გამჩერებელ ზამბარას, არა და სწორედ ეს ზამბარა ეწინააღმდეგება დამრტყმელის ძლიერ ზამბარას და თუ შეპტალოს ზამბარა სუსრია, მაშინ იზრდება იმის შანსი რომ შეპტალო ვერ დააკავებს დამტყყმელს, შედეგად შეიძლება თვითგასროლა მოხდეს

მემგონი დიდი წატრმოსახვა არ უნდა რომ ყველა ხსენებული პლიუს მინუსი დაინახოთ
ამასობაში რუსეთში მოყვარულები იწყებენ с помощю кувалды напильника и какойто матери რაცხას გამოგონებას, რომელიც სინამდვილეში კარგი გამოსავალია და იყენებს უკვე ბერკეტსაც, დამაკავშირებელსაც მაგრამ დამზადების მეთოდი და ფორმა იმდენად უცნაურია რომ რავი... არა და მართლა ყველანაირი ღადაობის გარეშე ამას აკეთებენ ძველი საბჭოთა ქლიბებისგან, რატომღაც მთელი რუსეთი თვლის რომ ძველი საბჭოტა ქლიბის მასალა არის, ნუ აი არ ვიცი სუპერ გამძლე და ძლიერი

არა და ქლიბების ზედა ფენაა ცემენტირებული, გოროც კი აათლით ხორკლებს და ძირეულ ფენამდე ცახვანთ ყველაფერ რბილ ლითონს იღებთ, არავის მოგსვლიათ ქლიდის ყუნწის გაღუნვა მუშოაბის დროს? თუ იცით რატომ იღუნება ქლიბის ყუნწი სახელურთან, იმიტომ რომ იგივე რბილი რკინაა გამოყენებული


სხვათაშორის რუსები დღემდე მიიჩნევენ რომ ეს არის სუპერ სოლუშენი და ამიტომაც 1377-ზე მინიმუმ 6-7-ჯერ მეტი უნდა ღირდეს

თუ არაგჯევართ აგერ დატკბით, სასტავი დღემდე ან
ქინძობას Ebay-ზე 260$-ად ყიდის

არის კიდევ რამდენიმმე შაულედური სოლუშენები, მაგრამ მემგონი ყველა ეგენი მოკლა თვითონ Crosman-მა როდესაც გამოუშვა Marauder Pistol, ამჯერად ეტყობა კროსმანმა შეისმინა ბევრი ლანძღვაგინება თავის ქმნილებაზე , დასვა ინჟინრები და ბევრი ფიქრის მერე გამოაცხვეს აი ასეთი მექანიზმი:

მთელი ცვლილება და ვიტანიმები მგონი ამ სურათზე ჩანს

ყველაფერ ამის შემდეგ დასკვნა შემდეგია:
შედარებით კუსტარული მეთოდია რუსული მეთოდი, ან რუსეთიდან გამოიწერე (იქ იაფია) ან ნახაზები არსებობს და შენით უნდა გამოთალო, ან უფრო ჭკვიანურია, გამოიყენო კროსმანის ახალი მთლიანი სახელური რომელიც Marauder Pistol-ისთვისაა გაკეთებული მტელი რეგულირებებით და სიყვარულობებით, მგონი ორიგინალი 56$ ღირს თუ არავცდები...