BAKURIANI ციტატა(BAKURIANI @ 28th August 2012 - 10:45 AM)

თქვენი ჩამოგდებული ჩიტებია მაქსიმუმ 35 მეთრიდან,ეს ჩემი აზრია,ხო შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს ამ ფორუმზე )))
ნუ აზრი შეიძლება გქონდეს, მაგაზე ბაზარი არაა, თავისუფალ ქვეყანაში ვართ და პირიქით მისაღებია რომ ყველას თავისი დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეს, მაგრამ მომკალი და არ მესმის:
ციტატა
თქვენი ჩამოგდებული ჩიტებია მაქსიმუმ 35 მეთრიდან
ერთია შენ გჯერავს, მეორე რომ ჩვენ გვიმტკიცებ რომ გინდა თუ არა მაგ მანძილზე გაქვთ ჩამოგდებულიო? რის ხარჯზე?
დაესწარი რომელიმე ფაქტს და შემდგომ გადაზომვისას აღმოაჩინე რომ ის ვინც წერდა 60 ან სიტყვაზე 300 მეტრს იტყუება? რის ხარჯზე?, ეგრე მე შემიძლია ვთქვა რომ შენ რასაც ესვრი ყველ;აფერი მაქსიმუმ გაწი გამოწიე 3 მეტრზე ზის, ნუ შანსი არაა რა მეტზე მოარტყა

, აი თუ არაგჯერავს მათემატიკური დამადასტურებელი ფორმულა...
ესეიგი ვიღებთ კოტანგესს ვადებთ მის ვირტუალურ გამოანგარიშებას ხეს, შემდეგ ვუყურებთ მზეს რომელი მხრიდან ჩადის, ვამრავლებთ ღრუბლის მოძრაობეზე და ვაკლებთ მთვარის ამოსვლის 65 გრადუსს

, შემდეგ ამას ყველაფერს ვამრავლებთ პ-ზე (ანუ 3.14-ზე) მიღებულ შედეგს ვყოფთ 4-ზე და ვიღებთ კვადრატულ ფესვს, ნუ შანსი არაა რომ 3 მეტრზე მეტი მიიღო

თუ მაგარი ხარ დამიმტკიცე საწინააღმდეგო

კაცოუ აზრის ქონა ერთია და გინდა თუ არა ჩვენ გვიმტკიცო ასეა წესები და რას ატრაკებთ ამა და ამ ხის ამა და ამ კუთხით ესა და ეს მანძილი მიიღებაო....
ციტატა(BAKURIANI @ 28th August 2012 - 10:45 AM)

ცოტა უბრალო ენით დავწერ ,ხის სიმაგლე 20 მეთრია,,კომფორტული,, სროლისთვის ხიდან 15-20 მეთრში უნდა დავდგეთ
სად ნახე რომ ყველაფერი გინდა თუ არა 20 მეტრის სიმაღლეზე ჯდებოდეს, სად ნახე რომ ყოველთვის გინდა თუ არა 15-20 მეტრის დისტანციიდან ესვრი.... გრეხია ვთქვათ 10 მეტრის სიმაღლეზე იჯდეს და 100 მეტრიდან ვესროლო?
აგერ მარტივი მაგალითი, მოპირდაპირე კორპუსი დგას ჩემი კორპუსისგან განსხვავებით ამაღლებაზე (სადღაც 10 მეტრი), კორპუსის სიმაღლეა 30 მეტრი, დაამატე ლიფტის შახტის და მატორის განყოფილება 2 მეტრი, პლიუს ზედ ადგას ანტენა რომლის სიმაღლეა 3 მეტრი. უხეშად მივიღეთ ჩემი კორპუსის ზედაპირიდან (პირველი სართულიდან ) სადღაც 30+10+2+3= 45მეტრი (ნუ ეს ყველაზე მოკრძალებულ შემთხვევაში, ახლა გარეთ სირბილი და ყველაფრის ზომვა მეზარება, პირიქით დავაკელი მნიშვნელობები).
მე ვარ მე 9 სართულზე, ანუ უხეშად 27 მეტრზე. რა მანძილზეა მოპირდაპირე კორპუსის ანტენის კენწეროზე მჯდომი ყვანჩო? პირდაპირ შეგვიძლაი ვთქვათ რომ განსხვავება ჩემსა და ყვავს შორის არის, 8 მეტრი (სიმაღლის მხრივ), ისევ მეტყვი 30-35 მეტრიო? როგრო შეიძლება ამ მონაცემებით მანძილი გამოაინგარიშო?
საერთოდ ხალხს სჩვევია მეტი მანძილისწარმოდგენა, არა იმიტომ რომ გაზვიადება უყვართ (ნუ ეგეც არის) არამედ უბრალოდ ტყუვდებიან მანძილში და თადარიგის დაწერით მეტ მანძილს თვლიან ხოლმე - ამის გამო არის, ასეთი ანდაზა:
- მანძილმზომის შეძენის შემდეგ, თითქმის ყველა დისტანცია ნახევრდებაო!ეხლა რასთან დაკავშირებით ვამბობ ამას... ზემოთ აღწერილი კორპუსები და რამე რუმე, მე მიმაჩნდა რომ იყო 90-95 მეტრზე, იქ გუგლით გაზომვა ერთი ამბავი და ასე შემდეგ... მანძილმზომის შეძენის შემდეგ აღმოჩნდა რომ არის ზუსტად 61 მეტრი... ახლა მითხარი ან ახლოს როგორ მივიდე იმ კორპუსთან (ფრენა მე არ ვიცი და ვერტმფრენი მე არ მყავს), ან მიწიდან როგორ წარმოგიდგენია კორპუსის ძირში დადგე და მის სახურავის ცენტრში მდგარი ანტენა დაინახო?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანძილს ვერ ვამცირებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საძმო სასაფლაო მაქვს გახსნილი იმ ანტენის ძირში. გინდა დაიჯერე გინდა არა ეს უკვე შენი არჩევანია, თავისუფალი ხარ მაგაში, მაგრამ ნუ დამიმტკიცებ რომ მე 30 მეტრზე ვისვრი მანამდე, სანამ რეალურ დამამტკიცებელ ფაქტებს არ მომიყვან

მე იმაზე აღარაფერს ვამბობ იხვებზე ნადირობა რომ გვაქვს დაფიქსირებული 144 მეტრზე თავისი ვიდეოთი, მეორე 120 მეტრზე (ვიცი ფორუმზე რამდენიმეს არ სჯერავს, ვიდეოს ნახვის მერეც კი, ნუ თემა დახურულშია და ყველა დეტალს რომ ვერ ხედავენ იმიტომაც გამოაქვთ მცდარი აზრი)... მანძილმზომით გვაქვს გადაზომილი და არა ძაფით, ნაბიჯებით და რუსული სამხედრო მეთოდით (დაატოლე თითო, მიატოლე ასანთის კოლოფი მერე გამოიანგარიშე ფორმულით და შემდეგი სისულეები)...
შენ თუ რამეს ვერ აკეთებ ეგ არ ნიშნავს რომ სხვას არ შეუძლია... მართალია ის 150 და 120 მეტრზი ზ.დ.პ სისტემის პნევმატიკით არ იყო გაკეთებული და ზ.დ.პ-თი ძნელია მაგ მანძილებზე გაიქაჩო, მაგრამ PCP სისტემა გაძლევს საშუალებას 150 მეტრზე პინგ პონგის ბურთულა მოხსნა, 200 მეტრზე კი ბოთლი გატეხო...
ზ.დ.პ-დან არაა პრობლემა 50 მეტრზე და მეტზე მონადირება... სასტავი შეჯიბრებებზე ზ.დ.პ-ს მეშვეობით(მოკლედ რომ არ დაიბნე ზ.დ.პ არის
ზამბარ დგუშიანი პნევმატიკის აბრევიატურა), 50 მეტრზე 1 სანტიმეტრიან რგოლში სვავს 5 ტყვიას.... რა პრობლემაა მისთვის 70 მეტრზე ვთქვათ ყვავის ფიგურაში მოხვედრა რომელიც სადრაც 15-20 სანტიმეტრი მაინც არის?