დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Weihrauch HW50S
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4
iosebovich
აი ეს მოდელი როგორია? გაცილებით ძვირი ღირს. WEIHRAUCH HW 80. მე მინდა უხმაურო სროლით მოვინადირო 50-70 მეტრის ფარგლებში ვთქვათ ქედანი, გვრიტი, და მსგავსები, ყვავებზე დაკაჭკაჭებზე აღარ ვსაუბრბ, ნადირობის სეზონზე.
nihontoman
iosebovich
ისე, პირველი - ეგ მე ვარ ვინც ფანტომით მაგ შედეგებს იღებს.


ფანტომს დაახლოებით 18-20 ჯოული აქვს, მაგ გერმანულს კი მაქს. 16. ფანტომი მაგაზე ძლიერია. თუმცა მაგ 4 ჯოულის დედაც, ამორჩევის საშუალება რომ მქონდეს, ეგრევე ვაირაუხს ავიღებდი, მერე რა რომ უფრო სუსტია? ზატო გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს სიზუსტეში. მარტო გამშვები მექანიზმი მირჩევნია მთლიან ფანტომს smile.gif

შენი არ ვიცი და 50 მეტრში მე არ გამიჭირდება ვაირაუხით ნადირობა, არანაირად. 4X ოპტიკითაც კი.... ეგ კი არა, მაგ მანძილზე ფანტომზე უფრო ადვილი ვაირაუხის ხმარება იქნება სანადიროდ, იმიტომ რომ ზუსტია უფრო. ფანტომზე ერთხელ პრუჟინა გამიტყდა და ისეთი დასუსტდა, დარწმუნებული ვარ 16 კი არა, 10-12 ჯოული ქონდა სულ, მარა იგივე 70 მეტრზე ისევ ისე ჩამოვიღე ყვავი (პროსტო ოპტიკის ჯვარი შედარებით ზემოთ იყო აწეული...)

მარა ერთია - თუ ჯერ ფანტომი არ გაქვს ნანახი, ვაირაუხის მუღამი სეიძლება ვერ გაიგო და დაფირდე მაინც რასი მივეცი მეტიო biggrin.gif
iosebovich
გაიხარე. მაინც მაგ მოდელისკენ ვიხრები. ვიზუალურადაც ძალიან მომწონს. მოკლედ სექტემბრის ბოლოს როგორც კი ფული მექნება ეგრევე ვიყიდი რაა. დიდ ფულს ვერ მივცემ პნევმატიკაში, 2000-ის საშუალება რო იყოს ცეცხლსასროლ იარაღს დავიმატებდი FABARM lion38-s დავითრევდი. იმედია გეოჟორჟიკა არ მიწყენს, ვიცი ცეცხლსასროლებიც აქვს და ძალიან სერიოზული პნევმატიკაც. ამას ვიყიდი და მერე ნახეთ ყვავების აყვავება smile.gif
nihontoman
iosebovich
არ ინანებ. კარგი იარაღია, დიდი სიზუსტით და საკმაო სიმძლავრით. პროსტო ერთია - კაი ოპტიკას ითხოვს. მაგაზე ლილოს ოპტიკა არ დაიდგმება, კაკმინიმუმ ლიპერსის 3-9, ან სულაც უკეთესი - 4-16 უნდა biggrin.gif
iosebovich
ისე საიტზე მაგნუმს ოპტიკით აქვს გამოტანილი. დავიჯერო არ მოყვება? თუ არ მოყვება ესეიგი რაც მირჩიე amazon-დან მექნება გამოსაწერი. ნუ როცა კარგი გინდა შედეგითაც და ხარისხითაც მაშინ ჯიბეზეც უნდა გაიკრა ხელიsmile.gif იმედია ჩვენთან ყვავებზე ნადირობა არაა აკრძალულიsmile.gif
nihontoman
iosebovich
80-ე ვაირაუხი საერთოდ გამომრჩა. ეგ ორივეს ჯობია biggrin.gif ფანტომზეც ძლიერია, სადღაც 22-23 ჯოული აქ სტოკში როგროც ვიცი და პოტენციალი აქვს დამატებით სიმზლავრის მომატების უბრალო ზამბარის გამოცვლით ისე, რომ სიზუსტეს არაფერი დაემუქროს სადღაც 26-27 ჯოულამდე. ხელში მეჭირა ეგ მოდელი და მიუხედავად დიდი წონისა, ძალიან დაბალანსებული და მოსახერხებელი მეჩვენა....

სდღაც რუსულ ფორუმზე ტიპს სურათი უდევს როგორ გააგორა კაჭKAწის მაგვარი 80 მეტრიდან ვაირაუხ 80-ით...
iosebovich
ესეიგი 80 მაგარია ხო? ფასიც შესაბამისი აქვს. უკვე იკბინება. მე მგონი მაგას მოყვება ოპტიკა ხო? ნეტა ნორმალური მოყვება?
nihontoman
iosebovich
ოპტიკა რ მოყვება 80-ს. 50-ზე არ ვიცი რ ხდება.....
sekurifa
ციტატა(iosebovich @ Aug 13 2011, 11:24 PM) *
აი ეს მოდელი როგორია? გაცილებით ძვირი ღირს. WEIHRAUCH HW 80. მე მინდა უხმაურო სროლით მოვინადირო 50-70 მეტრის ფარგლებში ვთქვათ ქედანი, გვრიტი, და მსგავსები, ყვავებზე დაკაჭკაჭებზე აღარ ვსაუბრბ, ნადირობის სეზონზე.

70 არვიცი მარა 50 მეტრზე თავისუფლად ინადირებ.ბოლობოლო 50 მეტრზე ჩემი თოფით მომიკლია გვრიტი ოპტიკის გარეშე.ეგ კი ნემეცკოე კაჩესტვოა biggrin.gif
iosebovich
sekurifa

გამარჯობა. და შენი იარაღი რომელია?
sekurifa
მე ლეგენდარული :მურკა: მაქვს biggrin.gif გაძლიერებული ჰაერის ზამბარაზე,მაგრამ ეგ გვრიტი 50 მეტრზე მანამდე მყავს მოხსნილი სანამ ჰაერის ზამბარას დავაყენებდი.გამოს ზამბარა მეყენა. WEIHRAUCH HW 80 კარგი არჩევანია თუმცა უფრო იაფიანითაც მიიღებ იმ შედეგს რაც შენ გინდა.
iosebovich
გაიხარეთ. ძალიან დამეხმარეთ. ალბათ ჯერჯერობით WEIHRAUCH HW 50-ს ავიღებ. 50 მეტრზე ვეცდები დავარეგულირო. ერთია კიდევ: რომელი ტყვიები იქნება მაგის შესაფერისი. ფორუმზე ახსენებდნენ JSB- ს ტყვიებს. მაგისთვის მსუბუქები იქნება უფრო კარგი? რახან 16 ჯოულია? და მსუბუქი ყვავს 50-მეტრზე ჩამოაგდებს?
foxi
თუ სანადიროდ გინდა იყიდე 80 მოდელი. თუ საპლინკაო სამაიმუნოდ მაშინ, 50 მოდელი. ტYვიების შესაფერისად მძიმე 80-ზე
მსუბუქები 50 მოდელზე.
nihontoman
ციტატა(foxi @ Aug 16 2011, 04:17 PM) *
თუ სანადიროდ გინდა იყიდე 80 მოდელი. თუ საპლინკაო სამაიმუნოდ მაშინ, 50 მოდელი. ტYვიების შესაფერისად მძიმე 80-ზე
მსუბუქები 50 მოდელზე.

+1

50-ე კი გაქაჩავს წესით, მარა 80 მაინც ჯობია biggrin.gif

50-იც კარგი არჩევანია იმჰო....
iosebovich
ეხლა გადავიკითხე რუსული ფორუმები. მიწაში დებენ ვაირაუხს. უკვე ჩამოყალიბდნენ რო გერმანული აღარაა და მთლიანად ჩინეთშია აწყობილიო. მოკლედ ვერარავის ენდობი რაა. ტიპი წერს ისეტი გულით ვიყიდეო და სრული ნაგავი აღმოჩნდაო. 30 გასროლის მერე დაიწყო პრობლემებიო და 2 გვერდი უწერია ერთიმეორეზე მიყოლებით რა პრობლემები აღმოაჩნდა. მერე სხვებმა აუბეს მხარი და საბოლოოდ დაასკვნეს, ტანაც ესენი ისინი არიან ვისაც ვაირაუხები აქვთ და სხვადასხვა მოდელი. ერთმნიშვნელოვნად ჩინეთს მიაკუთვნეს და გერმანელებს სულ ღორები და დებილები უწოდეს. თოლკრუზეა ეგ ყველაფერი. აი ასე მეგობრებო, ეგეც თქვენი ნაქები ვაირაუხი და გერმანული ხარისხიsmile.gif
nihontoman
iosebovich
შენ რუსული ფორუმების კითხვა გააგრძელე და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ ყველაზე მაგარი ზ.დ.პ. მთელს მსოფლიოში ჩინური ბამ 40-ია (ეარარმს-ის კლონი, რომ იცოდე) დამედვედევი კიდევ პრეზიდენტი....


დაიკიდე გეუბნები. იყო ერთი ტიპი რუსულ ფორუმზე, ძალიან დიდი "ავტორიტეტი" და გურუ სრული ამ სიტყვის მეშვეობით. მაგან რომ ვაირაუხ 100 მიწაში ჩაფლა, მოკლედ არ ვიცი, მარა საბოლოო ჯამსი მაინც ვერ ვნახე ერთი დამამტკიცებელი საბუთი.

შენ ეხლა რა ცადე იცი? აიღე და გადაიკითხე ის ფორუმები სადაც ვაირაუხი გააბანძეს და გაფილტრე ინფორმაცია.


ან ვაბშეც ადექი და რომ არ ინერვიულო იყიდე კროსმნ ვენომი - ძალა იმდენი აქვს, მსუბუქი ჯსბ არ ყოფნის აშკარად და ერთი-ორჯერ მგონი სებგერითზე გაუშვა. მაქვს და კმაყოფილი ვარ ჯერ-ჯერობიტ, სასხლეტი ჩვეულებრივზე უკეთესია, ოპტიკა მოყვება რომელიც დაგესლება და რავი, ჰაერის ზამბარაა, რომლსი პლიუსებზე ნახევარი ფორუმი გატენილია, ხოდა იფიქრე....
iosebovich
არა მე ეგრე ადვილად არ ვიჯერებ რათქმაუნდა. იმის თქმა მინდოდა რო ცუდია თუ ამდენი მაგინებელი ყავს რუსულ ფორუმებზე. მართალი გითხრა ვაირაუხის ეგეტი ზაგება გამიკვირდა.პირიქით ველოდებოდი. Crosman 1/1 Nitro Venom ამაზე მეუბნევი ხო? არის ხის კონდახით და პლასტიკით. ოპტიკა ვერ გავუგე რა უყენია. მაგას რამდენი ჯოული აქვს? მაგით მოხსენი ყვავი 70 მეტრზე? ვიდზე ზაან ლამაზია. გრიგოლს ააქვს თუ უნდა გამოვიწერო? ხო ზამბრიანია?
koknar
iosebovich
Nitro Venom ზამბარიანი როგორ იქნება biggrin.gif
iosebovich
ხო რავიცი. მე მაგეებში ვერ ვერკვევი. მე მინდა გადასატეხლულიანი და არა დასატენი და რაც მთავარია მძლავრი.
koknar
iosebovich
ნიტრო რომელსაც უწერია ნიშნავს ნიტრო პისტონიანს ანუ შეკუნშული აზოტის მექანიზმს. მაგ თემაზე აქ ბევრი რამე წერია შეგიძლია გადაიკითხო
iosebovich
მოკლედ როგორც ვატყობ ფანტომი ჯობია თურქულებს და ვაირაუხი ძვირი მოდელებია კარგი. ესეიგი რა უნდა ქნას ადამიანმა ვისაც მძლავრი პნევმატიკა უნდა შედარებით იაფად. უნდა იყიდოს ფანტომი. ფორუმზე ყველა აქებს და რავიცი.
nihontoman
ციტატა(koknar @ Aug 16 2011, 06:32 PM) *
iosebovich
Nitro Venom ზამბარიანი როგორ იქნება biggrin.gif

ზამბარაა მა რა არი? biggrin.gif პროსტო არა რკინის სპირალური ზამბარა, არამედ შეკუმშული აზოტის ზამბარა...

iosebovich

გადასატეხლულანია ნიტრო. ოპტიკა 3-9X32-ზე მოყვება ცენტრპოინტის, ნორმალურია, ჯერ არანაირი პრობლემა არ შეუქმნია..

70 მეტრზე ყვავებზე ვნადირობდი ფანტომით და არა ვენომით. ვენომი სულ ახლახანს ვიყიდე და ჯერ ოპტიკაც არ გამისწორებია ნორმალურად.... ძალა .177 კალიბრში 24 ჯოულამდე უწერია კროსმანის საიტზე და რატომღაც მგონია, რომ მართლა ეგრეა biggrin.gif

ისე, ვაირაუხზე ზალიან მალე მიეცი ზადნი. რათა ჰა? biggrin.gif
iosebovich
50-ზე დავზადნე რაა. სუსტიაო,ანუ სანადიროდ ვერ გამოგადგებაო და რავიცი,რავიცი. ნიტრო თუ ზამბარაზე არაა და გადასატეხლულიანია, რის ხარჯზე ისვრის? თუ აზოტის, მაშინ აზოტის დამატება უნდა ხოლმე თუ როგორაა? და სად იყიდება?
nihontoman
iosebovich
კარგად წაიკითხე რა დავწერე? წამბარაზეა, მარა ეგ ზამბარა ცოტა სხვანაირად მუშაობს და არა როგორც კლასიკური სპირალური ზამბარა.... არაფრის დამატება და რამე არ უნდა....

ნიტრო გრიგოლთან იყიდება (ისევე როგორც ფანტომი და ნბისმიერი სხვა კროსმანი/ბენჯამინი) და ღირს 540 ლარი.... მოყვება ოპტიკა...
iosebovich
ვნახე გრიგოლის საიტზე, ვიზუალურად მომწონს და 24 ჯოულიც კარგია, 16-ს ჯობია. ჯსბ მსუბუქი უნდა მაგასაც ტუ მზიმეებსაც მოერევა? აუ დაწერე რა რო გამოცდი როგორია? თუ ის არის რაც მე მოტხოვნას ვუყენებ რო 60-70 მეტრზე ყვავი ჩამოაგდოს, მიყიდია და ეგაა რაა.
ilariona
iosebovich

წინასწარ მაინც იცოდე, რომ 60-70 მეტრში არა თოფს უნდა წაუყენო მოთხოვა არამედ საკუთარ თავს. ეი სი მანძილი არაა, რომ ესროლე და გარანტირებული მოინადირე.

gregory
ციტატა(iosebovich @ 16th August 2011 - 11:37 PM) *
არის რაც მე მოტხოვნას ვუყენებ რო 60-70 მეტრზე ყვავი ჩამოაგდოს, მიყიდია და ეგაა რაა.

iosebovich
რეალურად რმდენია 70 მეტრი თუ იცით? უბრალდ, იმიტომ გეკითხებით რომ ეგ მანძილი "ვარმინტია" ზდპ-სთვის. რეალურად, სანადირო მანძილი 25-45 მეტრი იქნება 95%-ით

iosebovich
45-ზე არა და 25 მეტრზე შურდულითაც ჩამოვაგდებ ფრინველს. მაშინ რა საჭიროა ოპტიკა და სხვა მონაცემები თუ რეალურად 25-30 მეტრს ქაჩავს? არა მეგობრებო, 30 მეტრზე სასროლად მაგხელა ფულს ნამდვილად არ გადავყრი . ესაა ჩემი კომენტარიsmile.gif
gregory
ციტატა(iosebovich @ 16th August 2011 - 11:50 PM) *
45-ზე არა და 25 მეტრზე შურდულითაც ჩამოვაგდებ ფრინველს. მაშინ რა საჭიროა ოპტიკა და სხვა მონაცემები თუ რეალურად 25-30 მეტრს ქაჩავს? არა მეგობრებო, 30 მეტრზე სასროლად მაგხელა ფულს ნამდვილად არ გადავყრი . ესაა ჩემი კომენტარი

მე ის ვთქვი რომ რეალურად სანადირო მანძილი ეგაა, თორემ თავისუფლად შეგიძლია მეტზეც ინადირო(თოფი და ოპტიკა ნამდვილად ქაჩავს)....
ilariona
iosebovich

წყენის გარეშე, მაგრამ აქ ხალხი 2000 ლარებს ვყრით გგონია?

ეს არის ჰობი და არა სანადირო თოფები, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ და ვწვალობთ, რომ ეს ჰობი გავაერთიანოდ ნადირობასთან.

25-30 მეტრში ჰაჩიკებით არტყავენ მიზანს და 45 მეტრი 30-ს ბევრად ცდება. გრიგოლმა მოგწერათ, რომ 25-45 მეტრი და არა 30-თი. ზ.დ.პ-თვის ეს საკმაოდ დიდი მანძილია.

ხშირად გასვლებზე მინახავს, რომ 1500 ლარიან პ.ც.პ-ს აუცილებია 50 მეტრზე სამიზნისთვის და მათ შორის მეც ხშირად ამიცილებია.

თქვენ თუ 45 მეტრს ადარებთ 45 ადამიანის ნაბიჯს, მაგ შემთხევაში 60 მეტრზეც ინადირებთ უპრობლემოდ.
iosebovich
გასაგებია მეგობრებო. გრიგოლს ვეთანხმები, სანადირო მანძილი რეალურად მართლაც 45 მეტრია . ცეცხლსასროლით მაგალითად ოპტიმალური 35-40 მეტრია საფანტით და 70 მეტრი ტყვიით. ეტყობა მე მართლა ბევრი მოვინდომე პნევმატიკისგან, ჩემი უცოდინრობის ბრალია და იმედია არ მიწყენთ. მოკლედ ესე,ან 410 ლარიან რემინგტონს ავიღებ გრიგოლტთან ან მაგ 540 ლარიან ნიტროს. ვნახოთ, როგორც ფინანსური საშუალება გამიშვებს. საკონტაქტო ტელეფონი ვიცი.
nihontoman
ilariona
მოდი ერთ რამეს ვიტყვი - გრიგოლმა მათხოვა ამას წინათ მანძილმზომი და ის მანძილი რასაც ამდენ ხანს გავიძახოდი 70 მეტრია მეთქი, მართლა 70 მეტრი ყოფილი (72 "დაჟე" biggrin.gif) ასე რომ ნაბიჯებს ნაღდად არ ვადარებ და ვიცი რაზეც ვლაპარაკობ...

მარა ამავდროულად იმასაც დავამატებ, რომ მასეთი შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრი პრაქტიკა დამჭირდა. არ მგონია ბევრს ამ ფორუმზე ერთი და იგივე იარაღიდან, ერთი და იგივე მანძილზე იმდენი ესროლოს რამდენიც მე.... თუ გინდათ დამუღამება დაუძახეთ, მთავარია რომ ეფექტური აღმოჩნდა - თორე თავიდან ვაბშე ვერაფერს ვარტყავდი და ძალიან ნერვებს მიშლიდა.

თოფს შეჩვევა სჭირდება - ამის მაგალითად ვენომიც გამოდგება, რომელსაც არ ვიცნობ კარგად და ერთ დღეს რომ გადასარევ შედეგს მაძლევს, მეორე დღეს ვერაფერს ვარტყავ... არადა ვხვდები რომ ჩემი ბრალია და არა თოფის....


მოკლედ მორალი ასეთია: რაც არ უნდა იყიდოთ, ყველაფერს შეჩვევა სჭირდება....
Cowboy
გაუმარჯოს ყველას! მეც ვფიქრობ ამ თოფის ყიდვაზე (HW50S), როგორც მივხვდი ეს ვაირაუხი ხარისხით ბევრად ჯობია ქროსმანებს (ფანტომს და ეგეთებს) ხო? ნუ სიმძლავრე გასაგებია, ნაკლები აქვს... და კიდე მაინტერესებს დეკონსერვაცია ჭირდება თუ არა, როგორც მფლობელმა დაწერა არ ჭირდებაო თითქოს. წინასწარ მადლობა... wink.gif
nihontoman
ციტატა(ARASERIOZULI @ Aug 18 2011, 02:00 AM) *
გაუმარჯოს ყველას! მეც ვფიქრობ ამ თოფის ყიდვაზე (HW50S), როგორც მივხვდი ეს ვაირაუხი ხარისხით ბევრად ჯობია ქროსმანებს (ფანტომს და ეგეთებს) ხო? ნუ სიმძლავრე გასაგებია, ნაკლები აქვს... და კიდე მაინტერესებს დეკონსერვაცია ჭირდება თუ არა, როგორც მფლობელმა დაწერა არ ჭირდებაო თითქოს. წინასწარ მადლობა... wink.gif



გაუმარჯოს.

1) რაღაც მართლა არასერიოზული სახელი აირჩიე, თითქოს არ აპირებ ფორუმზე დიდ "მოღვაწეობას" და ისე, "რაძი კაიფა" შემოიარე biggrin.gif

2) ნუ გერმანულია, მეწირა ხელში მაგისი უფროსი ბიძაშვილი (80 მოდელი) და ძალიან მომეწონა. ხის დამუშავება, მეტალის დამუშავება, ანოდირება და სხვა ყველაფერი ძალიან მომეწონა. დაჟე ბალანსიც კი ზალიან კარგი ქონდა, არადა ეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზ.დ.პ.-ეა რაც არსებობს... ფანტომის ბალანსი არ ვარგოდა, ვენომს ძალიან კარგი ბალანსი აქვს, და დამუშავების ხარისხიც თითქოს უკეთესია, უბრალოდ ვაირაუხის დონემდე მაინც არ არის....

3) დეკონსერვაცია არ ვიცი, სეიძლება დასწირდეს, შეიძლება არა, მარა ყველა ზ.დ.პ.-ს დაშლა და შემოწმება IMHO აუცილებელია შემდეგზე: უხეში კიდეები. ვაირაუხებს განსაკუთრებით ბასრი კიდეები აქვს და ვაითუ საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს და ეგ კიდეები არასწორი მიმართულებით წავიდა, მანჟეტს რამდენიმე გასროლასი შეჭამს. ამიტომ უნდა დაშალო, და ცილინდრის ყველა ფრეზირებული არე შეამოწმო როგორია. თუ სადმე რამეს გამოედო, აირე და ქლიბით ერთი-ორი გადაუსვი, უბრალოდ რომ გასწორდეს, სულ ეგაა. დეკონსერვაცია უნდა თუ არა მიხვდები, ბევრი ზეთი არ უნდა იყოს.... ან გასროლის დროს თუ ცეცხლები ყარაბ და რამდენიმე გარსოლაში არ გადაუარა, მაშინ დეკონსერვაცია უნდა....

Cowboy
გაიხარე მადლობა wink.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 18th August 2011 - 02:52 AM) *
დეკონსერვაცია არ ვიცი, სეიძლება დასწირდეს, შეიძლება არა, მარა ყველა ზ.დ.პ.-ს დაშლა და შემოწმება IMHO

მე რამდენადაც ვიცი არ უნდა, თუმცა არ გამოვრიცხავ.

ციტატა(nihontoman @ 18th August 2011 - 02:52 AM) *
უხეში კიდეები. ვაირაუხებს განსაკუთრებით ბასრი კიდეები აქვს და ვაითუ საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს და ეგ კიდეები არასწორი მიმართულებით წავიდა, მანჟეტს რამდენიმე გასროლასი შეჭამს. ამიტომ უნდა დაშალო, და ცილინდრის ყველა ფრეზირებული არე შეამოწმო როგორია. თუ სადმე რამეს გამოედო, აირე და ქლიბით ერთი-ორი გადაუსვი, უბრალოდ რომ გასწორდეს, სულ ეგაა.

ზღაპარია არ დაიჯერო, ეს შეიძლება ყველა სხვა მწარმოებელს ეხებოდეს, მაგრამ ვეირაუხს არ ეხება. სადღაც იუტუბზე ეგდო ვიდეო როგორ მუსაობდა ვეირაუხის ქარხანა... რომ გენახა როგორ ამუშავებდნენ დეტალებს ეგ აზრი არც კი მოგივიდოდა თაბში.

1) ნუ ჯერ იასნია ჩარხავენ
2) მერე როჟა ცალკე ყველა დირკას ამოწმებს შაბლონებით მეტია ან ნაკლებია აგდებენ.
3) ზუმფარის ქაღალდით დამუსავება ხდება მერე, ლენტოჩნი სტანოკზე.
4) მერე ვიბრო სტანოკში მიდის, საპრიალებელი მასალა რომ ყრია თუ გინაცია, ანუ რაღაც წვრილი კერამიკული ქვებივითაა ვიბრატორი ჯამია და იმაშI ყრია, შუაში რაღაც ღერძია რომელიც ვიბრირებს, ამ ქვიშაში აგდებენ დეტალს და ის ვიბრატორი ყველა დეტალს დაათრებს ზემოდან ქვემოთ, ატრიალებს და აპრიალებს, ეს გრძელდება 3 საათიო, დეტალი გამოდის გამოლოკილი, ბასრი კუთხეები კი არა ენა რომ უსვა ყველა კუთხეზე ნაკაწრი არ გაგიჩნდება
5) მიდის ანოდირებაზე ან შეღებვაზე, ეგეც 3 ეტაპად ხდება და არა პროსტა საღებავის დასხმა
6) აწყობა სათითაო თოფის ხელით და შემოწმება, ზეთს და ტაოტს კი იყენებენ აწყობისას, მაგრამ დეკონსერვაცია არ სჭIრდება, იმიტომ რომ იქვე ქარხანაში ამწყობი რამდენჯერმე ტენის და ისვრის რომ შეამოწმოს რა როგორ მუშაობს, შესაცვლელია რაიმე თუ არა.
7) ამის მერე გადააქვთ ცალკე ცეხშI, ჯერ კონდახი არ აქვს არცერთ თოფს, დებენ სტანოკშI და სატესტოდ ისვრიან 5 ტყვიას ყველა თოფიდან, ნორმაში თუ არ ჯდება დაშლა და ნაგავშI გადაყრა უწერია, თუ არა და ბოლოსწინა ცეხშI გადადის
8) კონდახის ჩასმა
9) შეფუთვა.

პონტია რომ მაგ თოფს რაიმე ეგრეთქოდებული ზაუსენიცა ჰქონდეს, გინდა გარეთ გინდა შიგნით, თურქულ ჩინური ნაგავი კი არ არის. მაგ ვიდეოს რომ ვუყურე მაშIნ მივხვდი რატომ მოუნდა მაგნუმი 2 თვე ლოდინს რომ მისი დაკვეთა გაემზადებინათ და ვაბშე რატომ ღირს ეგ თოფები ეგრე ძვირი. გერმანელის ხელფასი და ნამუშევარი ჩინელის ხელფასს და ნამუშევარს ვერ დაეტოლება.
Cowboy
აჰა, ესე იგი არაფერს არ დაჭირდება ხელის ხლება, ვიყიდი და ვისვრი... ეგ იმიტო მაინტერესებდა რო არასოდეს არა მქონია თოფი და დაშლა-აწყობაც არ ჩამიტარებია... მომწონს ხარისხი, სილამაზითაც, რავიცი თუ ექნებათ მაღაზიაში შეიძლება ვიყიდო.
Cowboy
და თუ ვიყიდე ბარემ რომელი ტყვიები ვუყიდო ვერ მირჩევთ? რომელი უფრო უხდება ამ თოფს?
ja_ja
მე ზუსტად არ ვიცი, გირჩევდი ექსპერიმენტალურად შეგერჩია, მაგრამ დაწყებით დაიწყე JSB-ის ტყვიებით.
Cowboy
OK. smile.gif
nihontoman
ja_ja
სიბასრეზე ის ვიგულისხმე, რომ მეტალის ნაწილების კუთხეები ხშირ შემთხევვაში ძალიან პატარაა და მაქედანაც სიბასრე. ბევრი სურათი მინახავს ხელებ-დაჭრილი ხალხისა ვაირაუხის ზ.დ.პ.-ს დაშლა-აწყობისას. ნუ ეგ ალბათ მაგათი უადგილო ადგილიდან ამოსული ხელების ბრალია - იქ ყოფენ სადაც არ უნდა ჩაყონ biggrin.gif მარა მაინც....

ნუ ძალიან კარგი თუ მასეა, ე.ი. სიაფანდია რუსები რასაც წერენ და ეგ მე პირიქით მიხარია smile.gif

ისე, მაგ ვიდეოს რა ერქვა თუ გახსოვს? მაინტერესებს ვნახო უნდა...

ARASERIOZULI
თუ 50-ე მოდელი გინდა, მაგისთვის სამი ტყვია მახსენდება :

JSB Exact (500 ცალი 17 ლარი მაგნუმში),
H&N Field Target Trophy (ეგეც მაგნუმში. მგონი 500 ცალი 19 ლარი ღირს თუ რაღაც...)
Crosman Premier Light (გრიგოლს აქვს. კარდონის დიდ პაჩკაშია, 1250 ცალი სადღაც 50 ლარი ღირს მგონი...)

ეს სამივე მსუბუქი ტყვიებია, რომელიც მაგ სიმძლავრის ფიშტოზე იდეალურად უნდა წავიდეს. სამივე პრემიუმ კლასის ტყვიებია, მაგაზე უკეთესს პრინციპში ვერც აქ იშოვი და ვერც საზღვარგარეთ, რაც არ უნდა ეძებო. მე მაგალითად სეხება მქონია JSB Exact-თან და H&N Field Target Trophy-თან. კროსმანის მსუბუქი კარდონის პრემიერები არ ვიცი როგორია, მარა კროსმანის ულტრა მაგნუმები საკმაოდ მაქვს ნასროლი (კარდონის პრემიერები იდეაში ჯობია ულტრამაგნუმებს) და ძალიან მომეწონა სამივე, განსაკუთრებით კროსმანი და ჯსბ. გერმანულიც კარგია, მარა ყველაზე კარგი შედეგები არ მოუცია ამ სამს შორის, თუმცა შენს თოფს შეიძლება ზუსტად ეს ტყვია მოეწონოს smile.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 18th August 2011 - 06:20 PM) *
ისე, მაგ ვიდეოს რა ერქვა თუ გახსოვს? მაინტერესებს ვნახო უნდა...

არ მახსოვს sad.gif, მეთვითონ დილიხორში ვარ და ვეძებ smile.gif თუ ვიპოვე დავაგდებ.

Cowboy
გაიხარეთ მადლობა!
Cowboy
მოკლედ ბიჭებო გადავწყვიტე hw50s ყიდვა, ხვალე ვაპირებ წასვლას მაგნუმში და ალბათ ვიყიდი. რა მაინტერესებს, უბრალო იაფიანი თურქული ტყვიები რომაა, ის თუ შეიძლება ვიხმარო ზოგჯერ მიზანში სასროლად, ღირს ყიდვა? და თოფს ხო არაფერს უზამს, რავიცი ნორმალური კითხვა დავსვი? biggrin.gif
nihontoman
ARASERIOZULI
ნორმალური კითხვა დასვი, ნორმალური კი არა საჭირო.

ეხლა პუნქტობრივად განვიხილოთ რატომ არ ღირს თურქული ტყვიის ყიდვა შენი თოფისათვის:

1) მიზანში სასროლად არ გამოდგება თურქული ტყვიები. 10-15 მეტრს იქით ისე მიდის ტ**ში, რომ ვერც გაიგებ. რომ ამბობ მიზანში სასროლად მინდაო, არ გამოდგება, თუ რა თქმა უნდა შენი მიზანი 2 მეტრა სიგრძე-სიგანის არაა და 10 მეტრში არ დევს/დგას biggrin.gif

2) მაგ ნაგავს რომ ჩადებ ლულა გაივსება სიბინძურით, რაც შემდგომში სხვა ტყვიებზეც იმოქმედებს, თუ ლულა არ გაწმინდე, რაც საკმაოდ შრომატევადი რამეა. თუ გინდა შენი პნევმოდან სტაბილური შედეგი მიიღო ყველაზე კარგი ვარიანტია სულ მუდამ ერთი ტყვია ისროლო, რათა ასვინცივკა მოხდეს ნორმალურად და სხვადასხვა შენადნობით არ გაივსოს.

3) რამდენიმე ბრენდი თურქული ტყვიების უბრალოდ დაასამარებს თოფის შიგნეულობას - განსაკურებით მანჟეტს, შეილება ზამბარასაც დაუშაოს. მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთი ბრენდის ტყვიები უფორმო, გამჭოლად დადირკული ნაგვის გროვებია, (ინცე თუ რაღაც მაგდაგვარი მაგალითისათვის) რომელიც არ უზრუნველყოფს ნორმალურ იზოლაციას და შედეგად ზ.დ.პ.-ს დგუში მოძრაობისას ვერ წარმოქმნის ჰაერის ბალიშს. ამიტომ, დგუში მოძრაობის ბოლოში ამ არარსებულ ბალიშზე არ ამორტიზდება და მთელი ძალით ეჯახება ცილინდრის ბოლოს, იქ სადაც გადამშვებია. ძალიან დიდია ალბათობა, რომ ამ დროს მანჟეტი უბრალოდ შუაზე გასკდეს და მას ზამბარაც მიყვეს... ნუ პცპ-ს ასეთი რამე არ ემუქრება, მარა მარტო იმიტომ, რომ თოფს არაფერი მოუვა, შიგნით ნაგვის ჩადებას არც პცპ-შნიკი იკადრებს - თუ არ გჯერა კითხე აქ ხალხს smile.gif


4) თურქული ტყვიები საკმაოდ ბევრი ღირს. მაგალითად ყველაზე ნაგავი ინცე-ც კი ზოგან 3 ლარად იყიდება. ნუ ავიღოთ ყველაზე იაფი - 2 ლარი (ძალიან მეეჭვება ასე ცოტა ღირდეს, მარა დავუშვათ მაინც...). პაჩკაში იდეაში დევს 200 ცალი (ზოგი, მაგალიტად ოზიტაი 250-იანია მგონი). ტყვიების გადარჩევისას აღმოაჩენ, რომ დაახლოებით 20% არის ნაღვენთი, უფორმო მასა, რომელიც არაფერში გამოდგება (ისევე როგორც დანარჩენი biggrin.gif) კიდევ ერთი 10 % ტყვიის ფორმას მიმსგავსებულია, თუმცა საშინელი გადახრებით (ნახევრად "ჩაკბეჩილი" კაბით, რახიტი თავით და ა.შ.). არის კიდევ ისეთები, რომლებიც შეიძლება ასე თუ ისე გავდეს ტყვიას, მარა ზოგადად იყოს ძაან პატარა ან ძაან დიდი. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ერთი მთლიანი 500 ცალიანი პაჩკა ოზიტაის ტყვიებისა (რომელიც სხვათაშორის 5 ლარი ღირდა), რომლებშიც ყველა ტყვია რაც ვცადე მილიმეტრის რამდენიმე მეათედით პატარა იყო საჭირო ზომაზე და შედეგად ლულიდან ვარდებოდა - იზოლაციაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.... მივიღე ის, რომ 5 ლარი წყალში გადავყარე... თუ ინცეებს დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ იმ შეპირებული 200-დან, 50 ცალი "ტყვია" საშინელ მდგომარეობაშია და გამოყენება არ შეიძლება - ისევე როგორც დანარჩენი 150-ის biggrin.gif განსხვავება ისაა, რომ ამ 50-ს უბრალოდ ლულაში ვერ შედებ, ხოლო დანარჩენზე თვალი ზაან მაგრა უნდა დახუჭო და თოფიც უნდა გაიმეტო, რომ ეგეთი ნაგავი ისროლო... შედეგად მიიღებ იმას, რომ როცა 17 ლარად შეგიძლია მართლა 500 ცალი მსუბუქი ჯსბ-ის ყიდვა, რომელშიდაც შეიძლება ერთი ცალი ან აღმოჩნდეს ოდნავ დეფორმირებული ან არა (ჩემს ხელში გაიარა რამდენიმე კოლოფმა და მხოლოდ ერთში იყო ოდნავ დეფორმირებული ტყვია) და 500-ვე გარანტირებულად მოგცემს შედეგს, ჩნდება კითხვა: მართლა ასეთი იაფია ეს ბოზიტაი?

თურქულ ტყვიებს ვერ გაარტყავ ვერაფერს, ძალასაც ვერ მიატანინებ (იმ შემთხვევისათვის, თუ გაგიმართლა და სასწაულებრივად გაარტყი რაღაცას), რადგან ძალიან მსუბუქებია... ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ მანჟეტს და ზამბარას დაასამარებს. ულტრამაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ში კი შეიძლება საერთოდ ცილინდრი გაიბზაროს... მოკლედ მაგ ტყვიებით იმას ვერ მიიღებ, რაც პნევმატური თოფისგან უნდა მიიღო კაცმა - სიამოვნებას. ფულს დიდად ვერ დაზოგავ და შეიძLება ერთხელაც უფრო მეტი დაგიჯდეს, ვიდრე ნორმალური ტყვიების გამოყენება....


მოკლედ არ ღირს არანაირად თურქული ტყვიის ყიდვა, არანაირ შემთხვევასი, არანაირი საბაბით. ისროლე ნორმალური ტყვია, ან საერთოდ არ ისროლო. დამიჯერე, ეგრე ჯობია სენთვისაც და შენი ფიშტოსთვისაც...

ჩემი რჩევაა - რომ იყიდი ვაირაუხს, ერთი კოლოფი მსუბუქი ჯსბ-ის წამოაყოლე. სასურველია სხვა ბრენდის ტყვიაც სცადო, მაგალითად H&N FTT. პირველი 17 ლარი ღირს 500-იანი კოლოფი, მეორე კი ამავე რაოდენობის - 19 ლარი. ვაბშეც კარგი იქნებოდა მერე გრიგოლთანაც გაგევლო (იქვეა მაინც) და ერთი 1250-იანი მსუბუქი პრემიერებიც აგეღო biggrin.gif
ja_ja
ARASERIOZULI
ციტატა(ARASERIOZULI @ 23rd August 2011 - 12:21 AM) *
მოკლედ ბიჭებო გადავწყვიტე hw50s ყიდვა, ხვალე ვაპირებ წასვლას მაგნუმში და ალბათ ვიყიდი. რა მაინტერესებს, უბრალო იაფიანი თურქული ტყვიები რომაა, ის თუ შეიძლება ვიხმარო ზოგჯერ მიზანში სასროლად, ღირს ყიდვა? და თოფს ხო არაფერს უზამს, რავიცი ნორმალური კითხვა დავსვი?

ნუ ნიხომ უკვე დაწერა, მაგრამ ახლა გეტყვი შენი პოსტი რა პონტში ჩანს...
5-6 წლის წინ ქუჩაში მივდიოდი და 2 ტუტუცი ნაშა გაიჩითა, ხელში ნავაროჩენი კომუნიკატორი ეჭირათ და მარიაჟობდნენ, მეთქი ვააა ამ ლაწირაკებს თუ ამის თავი აქვთ (მაშIნდელი გათვლებით სადღაც 1.2-დან 1.5 ათასს ურტყავდა ეგეთი ტელეფონები). პროსტა ისე დაემთხვა რომ გზად ერთად მივდიოდით ცოტათი ჩამოვრჩებოდი მათ. უცებ ერთი მეორეს ეუბნება, აუ 1 ლარი არა გაქვსო, მეორემ ვაინე არაო და რისთვის გინდაო, ტელეფონში 8 თეთრი დამრჩა და შევსება მინდაო.

მეორე ვარიანტი, რამდენიმე წლის წინ (სადღაც 10 წელი კი გავიდოდა) ნაცნობი გოგოს ძმა ჩამოვიდა გერმანიიდან და ჩამოიყვანა BMW (მოდელი არ მახსოვს, მაგრამ კაი პიპია იყო ძვირიანი). მოკლედ გერმანიაში უარი უთხრეს და დეპორტირება მიარჭვეს, იქეთ ვეღარ ჩადიოდა, აქ სამუშაოზე არ კადრულობდა ჩალიჩს, მანქანას არ ყიდიდა და არც დადიოდა იმ მანქანით, იმიტომ რომ ბენზინის ფული არ ჰქონდა.

ახლა მორალი ამ იგავებისა - თუ იმის შენახვის თავი არ გაქვს რასაც ყიდულობ, მაშინ რაღას იჭაჭები smile.gif ეყიდათ იმ გოგოებს 50 ლარიანი რაიმე დიშოვკა ტელეფონი და 100 ლარი სალაპარაკოთ და სამესიჯოთ ბალანსზე შეეტანათ, გაეყიდა იმ ნაცნობის ძმას მანქანა რომელიც მაშIნ კაი ფასი გამოდიოდა, ეყიდა ჟიგული და ექნებუდა ბენზინის ფულიც და საჭმლის ფულიც - მაგრამ ორივე შემთხვევაში არ ექნებოდან კლასი, ანუ დონე.

შენ თუ დონეს ყიდვა გინდა, ნუ იქ პონტია რომ რაღასაზე მერე ჟმოტაობა დაიწყო, იგივეა რომ ბილ გეიცი დაპატიჟო საქართველოში მაგარი სამზარეულო გვაქვსო და დიამოზე წაიყვანო ბაზრობასთან და ფენოვანი ხაჭაპური იყიდო smile.gif


მოკლედ ეგ თოფი არის, იმისათვის რომ ზუსტი იყოს, გასიამოვნოს და გააკეთოს თავისი საქმე. მიზანი გინდა ნადირობა, გართობა თუ სხვა, გადატენი ესვრი და იცი რომ მოარტყავ, თუ ვერ არტყავ და ძირითადად შენი ბრალია (აგიცდა, დაგეღალა ხელი, შემთXვევით გამოკარი და ასე შედმეგ), შენ თუ თურქული ტყიები გაინტერესებს სიიაფის ვარიანტში ყველაზე იაფი ეგენი ღირს, ლილოს ბაზრობაზე, 250 ცალიანი 1.5 ლარი, მაგრამ 1 პაჩკის გასროლის მერე ლულაში პლასტენილის ნადებივით გექნება. შედეგად ეგ ლულა რომ გამოწმინო ნუ ენით ვერ აგიღწერ რა უნდა იჩალიჩო, თან გაითვალისწინე, რკინების რტყმევა და ასე შედმეგ ლულაში არ შეიძლება, თუ გააფუჭე ნარეზები შეგიძლია ლულა გადააგდო, ეგ ლულა კი მაგ თოფის ნახევარი ღირს, თუ მეტი არა.

თუ მაგისთანა იაფიან ტყვიებზე გადახვა, და ეკონომიას დაიწყებ, ბოლოს ეკონომიით შენახულ 4-5 და გინდაც 10-15 ლარს, უნდა დაამატო ზემოდან 200$ რომ თოფი მწყობრშI მოიყვანო, მერე კიდევ ამოავსევ ნაგვით, ისევ 200$ და მაგარი ეკონომია გამოვა smile.gif

შენ თუ ტყვიების ფასი ამა თუ იმ მიზეზით ძვირი გეჩვენება (ნუ მე მაგალითად 2 წლის წინ ოპტიკაში 1000 ევროს მიცემა სიქაჯედ მეჩვენებოდა, ნელნელა მოვმწიფდი რომ საჭიროა და ახლა მინდა ყიდვა, მანამდე კი თვალები დავითხარი ყველანაირი გაუგებრობით), ესეიგი ჯერ მზად არ ხარ ,არა ხარ დამწიფებული ძვირიანი ტყვიებისთვის... მაშIნ მაგ თოფის ყიდვა დანაშაულია, შენთვისაც და სხსივთვისაც. ჯობია ჯერ იყიდო თურქული თოფი, გაცილებით იაფი დაგიჯდება თოფიც და მისი შენახვაც, მერე ნახავ რა არ მოგწონს, რა მოგწონს, რისი გამოცვლა გსურს.... ნელნელა მომწიფდები და მერე თოფსაც უფრო იოლად იყიდი და მისთვის ტყვიებსაც.
nihontoman
ja_ja
+1 ტელეფონების ამბავი მაგარი იყო biggrin.gif მე ვიც მასეთი ერთი, პაჯერო ყავს ევოლუშენი და გაზზე გადაიყვანა biggrin.gif

ARASERIOZULI
ჯაჯამ უკვე თქვა და ვიმეორებ - ეგ თოფი მაგ ტყვიებისათვის ცოდოა...
Cowboy
გაიხარეთ ბიჭებო. ვიყიდე უკვე თოფი და სახლში მაქვს, მოკლედ ძალიან ძალიან მომწონს ( ეს ჩემი პირველი თოფია), საკმაოდ პატარა ზომა აქვს, მსუბუქია, მოკლედ მაგრად მასიამოვნებს ალბათ, ჯერ არ გამისვრია, ცარიელზე ვისროლე 2 ჯერ უბრალოდ. 5 კოლოფი jsb exact წამოვიღე, მსუბუქები. ქვევიდან ოდნავ უსვია რაღაც ( ლულა სადაც ტყდება) სილიკონივით, რავიცი. მაინც მირჩიეთ, დეკონსერვაცია ხო არ უნდა, თუ ვიხმარო უკვე შემიძლია? არაფერი არ მოყოლია, ყუთი გამომიტანა, აი ამაში იდოო და ეგ ყო. ისე მომსახურება აქვთ მაგარი, ჯერ ხო ყურადღებას არავინ მოგაქცევს, რო ვკითხე სამიზნეები ხო არ მოყვება საცვლელი მეთქი (ვიცოდი თითქოს რო უნდა მოყოლოდა), რა უნდა მოყვეს, ვინ გითხრა რო მოყვებაო, ისეთი შემომიღრინა, აღარაფერი მიკითხავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოკლედ ზუსტად თუ არ იცი რა გინდა ისე არ უნდა შეხვიდე, რჩევას მაგათ ვერ კითხავ ვერაფერში...
ja_ja
ARASERIOZULI
მშვიდობაში, გილოცავ!
Cowboy
მადლობა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.