დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კანონი გაიჭედა, ეგებ და დავეხმაროთ
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
ja_ja
ხალხნო ცალკე თენაა ერთერთი სადაცმიდის იმის განხილვა რომ Co2 პისტოლეტი ჩამოიტანა სასტავმა და ზ.დ.პ, მაგრამ საბაჟოდან ვერ გამოაქვთ იმ მიზეზით რომ ძველი კანონიდან ამოთღებული ტერმინი რომ ნებადართულია 4.5 კალიბრიო, ახლა კალიბრი საერთო აღარაა ნახსენები და ერთის შეხედვით ყველა ბედნიერი ვართ, მაგრამ მივიღეთ მეორე სიტუაცია,იმის მაგივრად რომ მუშაობდეს წესი:

- რაც აკრძალული არაა ნებადართულია

მუშაობს ქართული დეგენერატული წესი:

- რაც დაწერილი და დაღეჭილად ნებადართულია არაა არ ვიცით რა ვქნათ, ვდგევართ მაგდანას ლურჯასავით და თვალებს ვყვლიპავთ

სასაცილოა მაგრამ ამ ერთი ტერმინის ამოღებამ იმის მაგივრად რომ გამოიწვიოს ნებისმიერი კალიბრისიარაღის შემოტანა,გამოიწვია საბაჟოს გამოთაყვანება (ცოტა უხეში სიტყვის გამოყენებისგან თავს ვიკავებ). მოკლედ არ უწერიათ რომელი კალიბრია ნებადართული და დგანან ვირებივით, ვააბშე არანაირ პნევმატიკას არ უშვებენ. ხელს იშვერენ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსკენ.

მოკლედ აქ ფორუმზე უკვე იყო ამის განხილვა ერთერთ თემაში რომ არსებობს რაღაც სტანდარტების ნაკრები, რომელშიც ხალხმა ფულიც კი გადაიხადა, მთელი გაუგებრობები მოყვა მაგას (ვაღიარებ დამნაშავე მე ვარ ნამეტანი დავძაბე იმ თემაში სიტუაცია, იმედია მაპატიებთ), მაგრამ საერთო ჯამში იკვეთებო არაერთგვაროვანი აზრი:

1) არსებობს რაღაც ნაკრები
2) ოფიციალურ სტრუქტურებშI რატომღაც არ იციან
3) ზოგიერთი წყაროს მიხედივთ საერთოდ არაფერიც არ არსებობს
4) ზოგიერთი წყაროს მიხედვით შსს-ს არ მოსწონს და გადაკეთება უნდა

მოკლედ აზრები მილიონნაირია, ლამის ჭორების დონეზე ვართ ასულები, ამასობაში კი ზარალდება პნევმატიკის მოყვარული იმის გამო რომ ვიღაც უაზრომ თავის დროზე უჭკუო კანონი დაწერა, მერე ვითომ ჭკვიანმა გადააკეთა და ამასობაში საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.

ახლა რაზე დავწერე ეს ამოდენა შესავალი, მე ქე იცით ასე თუ ისე ენა ძვლის გარეშე მექა, რაცხაც ამ პნევმოების საქმეშI ვიცი, მაგრამ რაფრა გავიდე ამ სასტავზე გაგებაში არ ვარ. ვინმეს რამენაირად ხელი ფეხი ან სხვა ორგანო ამ ორგანიზაციებთან არ მიგიწვდებათ? არ შეგვიძლია გავიდეთ კავშირზე გავეცნოთ შევთავაზოთ ჩვენი დახმარება, ეგებ და ჩვენც ხეირი და მაგათაც, იმიტომ რომ აშკარად ვამჩნევ არც უცხოეთის გამოცდილება აქვთ არც თავიანთი და რას წერენ და რას აკეთებენ კაცმა არ იცის.

იყო აქ ერთი პერიოდი დარაზმვა რომ არიქე ეგებ და ხმა მივაწვდინოთო, მაგრამ იმ ავადსახსენებელ თემაშI ნაწილობრივ მე მოვკალი საუბარი იმიტომ რომ კანონი თუ მიღებულია მაგი აღარ განიხილებათქვა, არადა როგორც ჩანს არაფერიც არაა მიღებული გადაწყვეტილი და მემგონი კაი გემრიელად ახატიათ კიდევათაც.
Power_VANO
სპიმა-ს სახელIთაა დაკავშირება საჭირო smile.gif მეტი შანსი იქნება თანამშრომლობისათვის.


თუ გამოვიდა რამე, ბრწყინვალე დასაწყისი იქნება სპიმასთვისაც და თავისთავად პნევმო საზოგადოებისთვის იქნება ძალიან კარგი.
nihontoman
გეთანმხებიტ ორივეს.
foxi
ჯაჯა ამას რათ უნდა ამდენი დავიდარაბა? ისევ უაზრო პოსტებით გაივსება ეს თემაც.

წინადადება მაქვს ასეთი: დაწერე აქ რის შეთავაზებას ვაპირებთ და განვიხილოთ აქვე.შენზე უკეთ ვინ დაწერს და ჩამოაყალიბებს მაგ აზრს? ჩვენი მხრივ ჩვენც რამე რუმეს შევასწორებთ, მოვიწონებთ დავიწუნებთ. ბოლოს მივიღებთ იმ მიმართვას, რომელიც უმრავლესობის აზრს დაემთხვევა. მერე მიხვალთ შენ ჯაჰი და ჯორჯიკა, აუხსნით ჩვენს შეთავაზებულ პროექტს და ვნახოთ და გამოვა.
masteroff
კაცო მერიაში რო მივიდეთ და რამენაირად გავარკვიოთ ვინ განაგებს ამ პნევმატურის საქმეს,ანდა ოფიციალური მიმართვა გავაკეთოდ ჩვენი ფორუმიდან და სპიმა-ს სახელით ეგება მოგვაქციოს ყურადღება ვინმემ,თორე ესე ორივე მხარე ზარალდება,ანუ რისი გარკვევა მინდა სად ვის ან რა დაწესებულებას ეკუთვნის ეს საქმე გავარკვიოთ სახელიდა გვარი და მივაკითხოთ ანდა წერილობით მივმართოდ,ფაქტია რომ საქმე უნდა დაიძრას..
ფოქსი მართალია,ჯაჯა შენზე კარგად ამას ვერავინ დაწერს უბრალოდ მაგ მიმართვაში გამოიყენე უცხოეთის გამოცდილება და ფაქტები რადგან უყვართ უცხოელების გამოცდილება
ja_ja
masteroff
ციტატა(kakha @ 17th March 2011 - 06:46 PM) *
დაწერე აქ რის შეთავაზებას ვაპირებთ და განვიხილოთ აქვე.შენზე უკეთ ვინ დაწერს და ჩამოაყალიბებს მაგ აზრს?

masteroff
ციტატა(teimuraz @ 17th March 2011 - 06:56 PM) *
ფოქსი მართალია,ჯაჯა შენზე კარგად ამას ვერავინ დაწერს

კაცოუ მე კანონპროექტების და სტანდარტების წერის პრაქტიკა არ მაქვს, ამიტომაც ვამბობკონტაქტზეაგასასვლელი მეთქი,აგერ NSO-მ დაწერა იმ სტანდარტების ორგანიზაციის უფროსის ნომერი ველაპარაკე ნორმალური კაციაო. პროსტა უნდა მიმართვა არა ისე რომ აი მე ჯაჯა ვარ ფორუმიდან ან ნორიკა, და ასე შემდეგ, არამედ რაღაც ნორმალური ვარიანტით და შეთავაზება უნდა:

- გვაქვს გარკვეული გამოცდილება, მოდით შევიკრიბოთ გავიაროთ რას ვაყალიბებთ ჩვენს გვაქვს ინფორმაცია მოგაწვდით, თქვენს თქვენს აზრს გამოიტანთ ჩვენს შეიძლება დამატებითი წინადადებები შემოგთავაზოთ... და ასე შედმეგ

თორემ იქ ტელეფონზე დაურეკე და აბა მოვალ ჩავერევი საქმეშI არ ჭრის, მაქვს ეგეთი ერთი გამოცდილება, ინტერნეტის დომენების გაცემაზე მარეგულირებელში დაუკითხავად დავადექით ერთერთ სხდომაზე, ტექნიკურად ტერმინებში და საკითხებში ჩავბრიდე, მაგრამ წყენად მიირეს ცხვირი აიპრიხეს რომ მართლა რაღაც გასაკეთებელი შევთავაზე და დავუსაბუთე იმათ კი მხოლოდ ხარჯების გატარება უნდოდათ, შემდგომშI ჩუმად ჩაატარეს გაუგებარი სხდომები და რაც უნდოდათ ანუ ტუფტა ოქმები შექმნეს, ტიპა შევიკრიბეთ ვიბჭეთ კიდევ საჭიროა შეკრება, ამ შეკრების მოწყობაშI დაიხარჯა 50 000 ლარი. და ასე შედმეგ.

იგივე რომ არ მოხდეს, ტონკი და ამასობაში საქმიანი მიდგომაასაჭირო, თორემ ბაზარი არაა ხვალვე დავურეკავ და ჩემი სახელით შევთავაზებ დახმარებას, მიიღებენ საწყენად, თქვენ აქ უცოდინრების ბანდა ხომარ გგონივართო და აღარ ხმას გაგვცემენ ცივ უარს მივიღებთ შეთავაზებაზეც და.... ნუ კაროჩე რა.
masteroff
ხოდა კაცო შევიკრიბოთ ვიმსჯელოთ ვიკამათოდ თუ საჭიროა,მერეკიდე კანონი კი არ შევთავაზოთ არამეთ ჩვენი პრობლემა მოვახსენოთ თუ როგორ ვზიანდებით ამ ყველაფრით ,ანუ ტექნიკურად შავახუჭუჭოდ რა
levanib
გამარჯობათ!! მეც შემექმნა პრობლემები პნევმატურ თოფზე გამოვიწერე usa2georgia-ს მისამართზე და საბაჟო არ იძლევა,არადა რაც კანონები ვნახე ყველა იძლევა უფლებას რო შემოვიტანო 4.5 მმ-იანი კალიბრის იარაღი

parliament.ge

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
masteroff
თუ კანონით გეკუთვნის მაშინ მიმართე ვინმე ნაცნობ ადვოკატს და წადით საბაჟოზე არანაირი უფლება არააქვთ ნივთი შეაჩერონ უმიზეზოდ ცოტა მიაწექით ისე არაფერი გამოვა
ilariona
ხვალ დავურეკავ და გავარკვევ შეხვედრა იქნება თუ არა შესაძლებელი.

ოღონდ მინდა რომ ჩამოყალიბებული აზრი გქონდეთ.
ilariona
დავურეკე როგორც დაგპირდით და რამოდენიმე საინტერესო ფაქტიც დავაფიქსირე.

ერთი სიტყვით მე ველაპარაკე შსს-ს იურიდიული ჯქუფის მმართველს, მან შემატყობინა რამოდენიმე დღის წინ, რომ პნევმატიკასთან დაკავშირებით საუბრები იყოო და ვერაფერი რომ ვერ გაარკვიესო მერე გადადეს გვერძეო ეგ საკითხი.

დღეს კითხვაზე, თუ ვინ კურირებს ამ საკითხ, რომ ჩვენც ჩავერთოთ მეთქი, პასუხად მივიღე რომ შსს-ს პარლამენტში ასეთი საკითხები არ გააქვსო. ამ კანონს იარაღთან დაკავშირებით კი იღებს მხოლოდ პარლამენტიო, მერე გადმოგვეცემა ჩვენ დამუშავებაზე და კორექტივებზეო.

ასეთი რამ შემომთავაზა რომ გვეცადა:
ძირითადად ასეთ საკითხებში ერთვება მონადირეთა კავშირიო და იქნებ თქვენ მათ დაუკავშირდეთ და აუხსნათ ის რაც გინდათო, მერე მათ უნდა დაინტერესდენო და მიმართონ პრლამენტსო, პარლამენტში უნდა შემუშავდეს ახალი კანონიო და მერე გადმოგცენ ჩვენო.

ტოესტ გამოდის, რომ ჩვენ არა შსს-ში უნდა ვიძებოთ ნაცნობები, არამედ მონადირეთა კავშირში, რომ მათი მეშვეობით მივაწვდინოთ ხმა პარლამენტს.

ახლა ვის გყავთ ნაცნობები მონადირეთა კავშირში? smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(ilariona @ Mar 18 2011, 11:24 AM) *
ასეთი რამ შემომთავაზა რომ გვეცადა:
ძირითადად ასეთ საკითხებში ერთვება მონადირეთა კავშირიო და იქნებ თქვენ მათ დაუკავშირდეთ და აუხსნათ ის რაც გინდათო, მერე მათ უნდა დაინტერესდენო და მიმართონ პრლამენტსო, პარლამენტში უნდა შემუშავდეს ახალი კანონიო და მერე გადმოგცენ ჩვენო.

ტოესტ გამოდის, რომ ჩვენ არა შსს-ში უნდა ვიძებოთ ნაცნობები, არამედ მონადირეთა კავშირში, რომ მათი მეშვეობით მივაწვდინოთ ხმა პარლამენტს.

ახლა ვის გყავთ ნაცნობები მონადირეთა კავშირში? smile.gif

ჰმ.. რაღაც გაურკვევლობა.. სად მონადირეთა კავშირი და სად პნევმატიკა და ის რომ საბაჟოზე ვერ შემოაქვს ხალხს პნევმო?

მაგრამ მგონი უნდა ვცადოთ smile.gif სხვა ნაირად ყინული არ დაიძრება
cz80
მაიცა მაიცა, რამდენადაც ვიცი მონკავშირი აღარ არსებობს,მაგათ ალბათ იგულისხმეს კლუბები
წიპა ოჩოპინტრე ან მონადირე.ჯის პონტი.. მდაა
ja_ja
ilariona
აი ამ პოსტს გადახედე, სულ სხვა ორგანიზაციაზეა გასული nso


აქაც დავაკოპირებ მთელს პოსტს. პროსტა არ მინდა პირდაპირ ვახალო იმ კაცს და ცალცალკე დავურეკოთ. ნუ ტიპა არ გადავრიოთ სანამ საუბრის სურვილი აქვს.

ციტატა(nso @ 17th March 2011 - 05:58 PM) *
მოკლედ ახალი ამბები მაქვს. ამ სააგენტოს უფროსის ნომრები მოვიპოვე და ეხლა ველაპარაკე. რომ ვახსენე პნევმატური ეგრევე სიცილი აუვარდა, უკვე აიი...აქ მაქო))) მილიონმა დამირეკაო, მეთქი კიდევ დაგირეკავენ.


მოკლედ ადრე კანონში მარტო კალიბრი ეწერაო, და ეს საკმარისი ინფორმაცია არ იყოო, და მაგიტომ მოხსნეს საერთოდ და წესით ახლა იმუშავებენ ახალ მახასიათებლებს, სიძლიერეს, კალიბრს, და კიდევ ბევრ სხვა მახსიათებლებსო. კომისია შექმნილიაო, უკვე 2-ჯერ შეხვდაო და კიდე ერთი ორჯერ უნდა შეიკრიბონო. კაროჩე გაიწელება კიდე დროში ეგ, თვე მინიმუმ, და როგორც ამის ლაპარაკიდან დავადგინე სპეციალისტები არ ჰყავთ ნორმალური, იქნებ ვინმემ დახმარება შესტავაზოთ, რავიცი აბა რა ვქნათ.


სალაპარაკოდ სასიამოვნო პიროვნებააა, ნომერს დავწერ დაურეკეთ კიდევ სხვა ინფო თუ გაინტერესებთ, და მერე გაგვიზიარეთ.

ავთანდილ ჭიჭინაძე
საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო-ს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
307962





წესით ამ სტანდარტების ორგანიზაციას ავალია კაკრაზ იმ დოკუმენტის შემუშავება რომელიც ჩვენს ინტერესებშია.

ანუ სასურველია ორგანიზაციის ან კლუბის,ან ფორუმის სახელით დავუკავშირდეთ, და შევთავაზოთ ჩვენი დახმარება. სახელი მათი ჟღერდეს და ქულები მთავრობასთან ქინება თუ ტელევიზიაში თვითონ დაიწერონ, მთავარია საქმე გაკეთდეს რომელიც ჩვენცგამოგვადგება და მომავალ თაობებსაც.

ანუ იმათ სახელი ჩვენ შედეგი smile.gif, მემგონი უნდა გაამართლოს.
cz80
ციტატა(ja_ja @ 18th March 2011 - 12:30 PM) *
ანუ სასურველია ორგანიზაციის ან კლუბის,ან ფორუმის სახელით დავუკავშირდეთ

+10000000
ilariona
ja_ja

ეს პოსტი არ წამიკითხავს, კარგი არომ დადე.

ერთი სიტყვით მაშინ უნდა ავმოქმედდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. დავურეკოთ იმ კაცს და შევხვდეთ, აბა რას იტყვით?
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 18th March 2011 - 01:16 PM) *
დავურეკოთ იმ კაცს და შევხვდეთ, აბა რას იტყვით?

მაგას ვიძახი მეც, მარა პრეზიდენტი და გიო რატომღაც ჩუმად არიან. მედარეკვაზე კი არ მიტყდება ან მცხვენია დავრეკავ, პროსტა არ მინდა კერძო პირის ზარი იყოს.

ჯორჯიკას არანაკლებად აქვს საუბრის ნიჭი, თან პრეზიდენტია,ჰოოოდა.... ჯორჯიკ სად ხარ შემოიხედე რა!!!
წავალ ახლა ჯორჯიკას დავურეკავ მობილზე და ვეტყვი შემოვიდეს.
ilariona
smile.gif
ja_ja
მოკელდ პრეზიდენტი საქმის კურსშია, უბრალოდ ახლა გზაშია, მივა კომპამდე და შემოიჭყიტავს აქინე.
koknar
ისე რანაირათ არ იციან, კანონს წერენ და სპიმა რო დარეგისტრირდა არ იციან? განა რამდენი ორგანიზაციაა პნევმატიკის ან ფორუმი კიდე ერთი ალბათ ხო. კაროჩე მაგრა კიდიათ რა, იმისთანა რაღაცეებს ჩაწერენ რო თვალები ყალყზე აგიდგება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
giga_st
ავთო ჭაჭანიძესთან მე ვარ მგონი ნასაუბრები ოღონდ სულ სხვა რაღაცაზე. თუ ეგ არის ძალიან ყურადღებიანი და გონიერი კაცია, მისასვლელია მაგ კაცთან და გასარკვევი ის სტანადარტი რაც ჩვენ ფორუმელს მისცეს პროექტი იყო თუ საბოლოო ვარიანტი, რადგან ჯერ ისევ გაურკვევლობაა როგორც ჩანს პროექტია, პირადად ჩემთვის კანონში ყველაფერი გარკვეულია კალიბრზე შეზღუდვა არაა, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს შეიმუშავებს საქსტანდარტი რომელიც გაივლის რევიზიას შსს-ში. კანონში ჩემი აზრით არანაირი ცვლილება არ შევა იქ ნათლად წერია ყველაფერი.
norica_dragon
დღეს საბაჟოზე ვიყავი და რათქმა უნდა არ გავუშვი შანსი რო უფროსთან მელაპარაკა ამ თემაზე, მითხრა სასწაული მდგომარეობააო, გაჩერებული მაქვს უამრავი CO2 და ზამბარდგუშიანებიო, არც იფიქრო შევეთან მანა კანონი არ ჩამოყალიბდებაო, ვერ გაგატანო....

მოკლედ საბაჟო ორგანოა, რომელიც კანოებს ემორჩილება, ჩემთვის მთავარია ვიცოდე რა შეიძლება გავატარო და რა არაო, ეხლა დამუშავების პროცეშიაო და თუ რამე ინტერესი გაქვს ამ პროცესის დროზე დაუკავშირდით ავთოსო და ჩაერიეთო, თორე ეგ კანონი თუ მიიღეს მერე კაი ხანი არ შეიცვლებაო.

არ ვიცი რის მიხედვით იქნებაო, თუ ენერგეტიკით განისაზღვრა მაშინ ვყელანაირ აირგანს ექსპერტიზა დაჭირდებაო, ეს კიდე სისულელეაო, კაცმა 100 დოლარი თოფში მიცეს და ერთი მაგდენი ენერგენიტიკის გარკვევაზე ხარჯოსო... მოკლედ იმ კაცმა თქვა, რო რაც არ უნდა კრიტერიუმები არსებობდეს ყველა ვარიანტში ჯობია რო შეფასდეს იმის მიხედვით რაც თოვს აწერიაო!!!!!
geojorjika
ეს ყველაფერი კაი მარა ვის სად უნდა შევხვდეთ ან დაველაპარაკოთ?
Power_VANO
geojorjika
ჯორჯიკ, იმ კაცს, ავთანდილს უნდა დაურეკოთ სპიმას სახელით და მოხდეს შეხვედრის ორგანიზება. გარედან ესე ჩანს რომ სპეციალისტები ამ საქმეში არ ჰყავთ და ამიტომ იწელება ეს ყველაფერი. + მიდის უაზრო თარგმანი და კოპირება რუსული კანონის.

ჰოდა სპიმას ჩარევით სავსებით შესაძლებელია რომ თანამშრომლობის გზით ყველაფერი ისე გადაწყდეს, რომ სასარგებლო იყოს ჩვენთვისაც და სამომავლოდ პნევმო ცხოვრების განვითარებისთვის ჩვენთან.
norica_dragon
ჩამოვყალიბდეთ რა როგორ გვაწყობს ჩვენ და ზოგადად კანონს და ისე მივიდეს ვინმე
nihontoman
Power_VANO
არა მოივა, რა რუსული კანონის? რუსებს 3 ჯოულზე აქვთ დაწერილი შეზღუდვები. biggrin.gif
Power_VANO
ჯა_ჯა-ს ჰქონდა რომელიღაც თემაში ჩამოყალიბებული კარგად რა და როგორ.

ტიპა 4.5 თავისუფალ მიმოქცევაში, 4.5+ გაფორმებით და შეუზღუდავად და ა.შ.კარგი რამე-რუმეები ეწერა smile.gif
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 18th March 2011 - 06:23 PM) *
ჯა_ჯა-ს ჰქონდა რომელიღაც თემაში ჩამოყალიბებული კარგად რა და როგორ.

ტიპა 4.5 თავისუფალ მიმოქცევაში, 4.5+ გაფორმებით და შეუზღუდავად და ა.შ.კარგი რამე-რუმეები ეწერა

ეგ რაღაც 1 წინადადება იყო, მაგრამნეტავ სად დავწერებლინ????
foxi
ციტატა(koka @ 18th March 2011 - 03:55 PM) *
თვალები ყალყზე აგიდგება


მაიცა, აქ ეგ სიტყვა უნდა გეწეროს? lol2.gif
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 18th March 2011 - 07:09 PM) *
ეგ რაღაც 1 წინადადება იყო, მაგრამნეტავ სად დავწერებლინ????

მე მახსოვს რომ ცოტა უფრო ვრცლად იყო smile.gif ენივეიზ, ხელახლაა ჩამოსაყალიბებელი რადგან იმას ვერ ვპოულობთ.

ვიკენდი გამოვიყენოთ იქნებ ჩამოსაყალიბებლად და ორშაბათს უკვე რომ მოხდეს დაკონტაქტება იმ კაცთან და შეთანხმება შეხვედრაზე.
masteroff
ნუ ჩამოყალიბება არ ვიცი მაგრამ ჩემ აზრს ვიტყვი,დაშვებული იქნას ნებისმიერი პნევმატური იარაღი ბალისტიკური შემოწმებით და გაფორმებით როგორც ცეცხსასროლ იარაღზეა ვგულისხმობ 4.5კალიბრის ზევით პირადად ჩამოტანის ანუ ინდივივუალური გასცენ ლიცენზია ანუ ინვოისის საფუძველზე შემომაქ ესა და ეს ,მაგალითად ავიღოდ ყველაზე ახლო ქვეყანა თურქეთი არანაირი შეზღუდვა არანაირი გაფორმება და რომც იყოს გასაფორმებელი იქვე ადგილზე მაღაზიაში მოგვარდება და არა 10 და 20 დღის განმავლობაში,სხვა რა უნდა განიხილოს ან სულ უნდა მოიხსნას შეზღუდვა ან გაფორმება სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ამ 5,5 ერთადერთი დამაბრკოლებელი მიზეზი არის გეკო ანუ მხოლოდ ამის ეშინიათ და ვერავინ ვერ იღებს საკუთარ თავზე ამ კანონს,წესით ამ მომენტისთვის არანაირი კანონი არაარი რომ პნევმატური იარაღი ესა თუ ის კალიბრი იკრძალება ნუ მე ვერ მოვიძიე და შესაბამისად ვერც საბაჟო გააჩერებს,ერთი სიტყვით რაც არარის აკრძალული ესეიგი დაშვებულია უბრალოდ ზოგზოგიერთებს ეშინიათ რისი ვერ ვხვდები,
nihontoman
ციტატა
რაც არარის აკრძალული ესეიგი დაშვებულია


ჩვენტან, გურჯისტანში, ეგ ყველაფერი პირიქიტაა საქმე საქმეზე რომ მიდგება...


5.5 კალიბრზე შიშები კი უსაფუძვლო მიმაჩნია - თუ გული გულობს, ვისაც უნდა ის საერთოდ 4.5 გადაჩარხავს და ისე გააკეთებს ცეცხლასსროლისათვის...

ჩემი იდეა შემდეგშია - პნევმატური იარაღი ნებისმიერი კალიბრის 30 ჯოულამდე (ვთქვათ) შეიძლებოდეს ყველაფრის გარეშე ყიდვა. ზემოთ ხდებოდეს მისი ნებართვით ყიდვა და გაფორმება.
Power_VANO
nihontoman
ჯოულები pain in the ass-ია ჩემი აზრით. რთულია მაგის კონტროლი და მაშინ ყველა იარაღი უნდა გაიხსნას საბაჟოზე და შემოწმდეს.

ჰოდა ჯერ ერთი, რომ რატომ უნდა შეეხოს ჩემს იარაღს ვიღაც "ექსპერტი" თან თუ იარაღი 1000+ მიჯდება და ძვირფასია საკმაოდ.

მეორე რომ სპეც ლაბის გაკეთება იქნება საჭირო.

მესამე - PCP კიდევ ხო, და როგორ გინდა ზდპ ჩამოსვლისთანავე, დეკონსერვაციის გარეშე ვიღაც ექსპერტებს ამოწმებინო სიმძლავრეზე და ასროლინო? გაგისწორდება შენი ახალი ზდპ ერთი 5-ჯერ რომ გაისროლონ? smile.gif იასნია არც შენ გაგიხარდება ეგ ამბავი და შენს ზდპ-ზეც, რომელშიც შეიძლება ასევე ბევრი გადაიხადე, სავალალოდ აისახოს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ენერგეტიკის კონტროლი საბაჟოზე ძალიან რთულია და ასევე ძალიან არასასიამოვნო პროცესი იქნება, მომხმარებლებისთვის უპირველეს ყოვლისა.
masteroff
მაშინ მწარმოებლის მონაცემებს უნდა დაეყრდნონ,დაიშვას 5,5 6,35მმ შაშხანების შემოტანა ლიცენზიირება და პრობლემაც მოგვარდება ანუ ჩვეულებრივი მარტივი გაფორმების პროცედურა,სუმთლად უნებართოდ შემოტანა ტარების ყფლებას არამგონია დათანხმდნენ
Power_VANO
masteroff
მწარმოებლის მონაცებსაც რომ ვერ დაეყრდნობი რეალურად?

მაგალითად დისკოს აწერია 1000 FPS, რა ტყვიებით, ღმერთმა იცის. როგორ უნდა გაზომო ამაზე ენერგეტიკა ქარხნული მონაცემებით?


მე იდეაში ვემხრობი იმას, რომ ენერგეტიკა იყოს შეუზღუდავი. თავისუფალ ბრუნვაში იყოს 4.5, ხოლო 4.5-ს ზევით გაფორმებით და 18+ ასაკობრივი ზღვრით, ანუ ბავშვების ხელში რომ არ ჩავარდეს დიდკალიბრიანი იარაღი.
rekshet
ციტატა(nihontoman @ Mar 18 2011, 11:36 PM) *
ჩემი იდეა შემდეგშია - პნევმატური იარაღი ნებისმიერი კალიბრის 30 ჯოულამდე (ვთქვათ) შეიძლებოდეს ყველაფრის გარეშე ყიდვა. ზემოთ ხდებოდეს მისი ნებართვით ყიდვა და გაფორმება.


შეილება ეგენი ნებისმიერ კალიბრზე არ დათახმდნენ მაგრამ 4.5 კალიბრის ზემოთ უკვე 5.5 6.5 მაგათზე გაფორმება იყოს საცირო ..(ყველაფრის გარეშე ყიდვა) ანუ უ ოპტიკოთ ? smile.gif
cz80
ციტატა(rekoshet @ 19th March 2011 - 11:47 AM) *
..(ყველაფრის გარეშე ყიდვა) ანუ უ ოპტიკოთ ?

ოპტიკა რა შუაშია საერთოდ სიმძლავრესთან და კალიბრთან??

ციტატა(Power_VANO @ 19th March 2011 - 11:43 AM) *
თავისუფალ ბრუნვაში იყოს 4.5, ხოლო 4.5-ს ზევით გაფორმებით და 18+ ასაკობრივი ზღვრით, ანუ ბავშვების ხელში რომ არ ჩავარდეს დიდკალიბრიანი იარაღი.

ეგეც მისაღები ვარიანტია..მაგრამ მიიღებენ რო... unknw.gif
nihontoman
Power_VANO
მართალი ხარ. შენი ვარიანტი კიდევ უფრო მეტად მომწონს biggrin.gif
masteroff
მეც ვეთანხმები,აი ასაკობრივი ზღვარი კი გაფორმების შემთხვევაში ისედაც იგულისხმება არასრულწლოვანი ვერანაირად ვერ გაიფორმებს,ენერგეტიკას რაც შეეხება ვიგულისხმე რაც აწერია ის გატარდეს და არა ის რომ შეამოწმონ,ეგ კიდე დამატებითი ხარჯებია ჩვენთვის,მოკლეთ რომ ვთქვათ უნდა შევხვდეთ იიმ კაცს და დაველაპარაკოთ მასაც ექნება რაიმე აზრი ამ ყველაფერთან ანუ დისკუსიაა საჭირო და რამე ერთიან აზრამდე მისვლა,
Power_VANO
რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?

დაეკონტაქტეთ იმ ადამიანს?
ja_ja
geojorjika
სლუში პრეზიდენტ! ამერთი კომენტისთვის იყავი შემოსული? მეტი ნიხრენა?

კარგით რა არც გია არც პრეზიდენტი ხმას არ იღებთ, კომენტს არ დებთ....

ilariona
ებიჭო სულ გაგიჟდენ ამ საბაჟოზე, ახლა ამერიკიდან გამოგზავნილი ტყვიები გამიჩერეს. ოხ ბლიაადდდდდ. რამე ქენით თორე მალე ჩაგვაბარებინებენ ჩვენ ფიშტოებს დაშლილებში.

გაჩერების მიზეზი, პნევმატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი ჩერდებაო.
rekshet
ციტატა(ilariona @ Mar 21 2011, 02:07 PM) *
ებიჭო სულ გაგიჟდენ ამ საბაჟოზე, ახლა ამერიკიდან გამოგზავნილი ტყვიები გამიჩერეს. ოხ ბლიაადდდდდ. რამე ქენით თორე მალე ჩაგვაბარებინებენ ჩვენ ფიშტოებს დაშლილებში.

გაჩერების მიზეზი, პნევმატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი ჩერდებაო.



უკვე ტყვიებსაც აჩერებენ ტოოო swoon.gif საქმე ცუდათააა
ilariona
ციტატა(rekoshet @ 21st March 2011 - 03:12 PM) *
უკვე ტყვიებსაც აჩერებენ ტოოო swoon.gif საქმე ცუდათააა


კი ცუდათაა და თანაც ძაან ცუდათ.
Davitus
საკონტაკტო მოიძიეთ ვინმემ და მე დავუკავშირდები ან სევხვდები ბოლო-ბოლო, არ მეზარება

სად ხარ პრეზიდენტ, სად ხარ დირეხტორ, რა ახლა მოგინდებათ ეს კუკუდამალობანა smile.gif
rekshet
თუ ტყვიასაც არ იდზლევიან ანუ ოპტიკაც არ შეილება მაშინ
ilariona
კაკრას ოპტიკაზე ორჯერ გავარკვიე და არანაირი პრობლემა არ არისო.

დამიკონკრეტეს მკაფიოდ, პნევმატიკასთან რაც არის შეხებაში ეგ არის გაჩერებულიოოო.
VTEC
ციტატა(ilariona @ 21st March 2011 - 03:07 PM) *
ებიჭო სულ გაგიჟდენ ამ საბაჟოზე, ახლა ამერიკიდან გამოგზავნილი ტყვიები გამიჩერეს. ოხ ბლიაადდდდდ.

აბა დამერხა? ოპტიკა გამოვიწერე გუშინწინ sad.gif



ციტატა(ilariona @ 21st March 2011 - 03:41 PM) *
კაკრას ოპტიკაზე ორჯერ გავარკვიე და არანაირი პრობლემა არ არისო.

დამიკონკრეტეს მკაფიოდ, პნევმატიკასთან რაც არის შეხებაში ეგ არის გაჩერებულიოოო.

როგორც ამანერვიულე ისევე შენ დამაწყნარე biggrin.gif

მაგრამ ოპტიკა პნევმატიკასთან არაა კავშირში? რომ მკითხონ რათ გინდაო, რა ვუპასუხო... რა იმათ მინდაო? მეზობელს უნდა ვუჭყიტინო ფანჯარაშითქო თუ პნევმოსთვის არ მინდა, ცეცხლსასროლზე უნდა დავაყენოთქო? smile.gif
ilariona
მასეთ კითხვას არც კი დაგისვავენ smile.gif ასე რომ ნუ ნერვიულობ. ოპტიკა არ არის იარაღის შემადგენელი ნაწილიო და აკრძალვაში არ ხვდებაო. ასე მითხრეს მე.

გამოდის რომ ოპტიკას თუ გინდა ცოცხზე მიამაგრებ და ირბენ biggrin.gif მგონი ნამეტანი გავაოფეთ და მოდერებო გადაიტანეთ ეს ჩემი მაიმუნობები სადმე სხვაგან.
VTEC
ციტატა(ilariona @ 21st March 2011 - 03:59 PM) *
გამოდის რომ ოპტიკას თუ გინდა ცოცხზე მიამაგრებ და ირბენ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ცოცხზე არ ვიცი და აი ჩაქუჩზე TS პლატპორმაზე უნდა იყოს ხო? biggrin.gif


ციტატა(ilariona @ 21st March 2011 - 03:59 PM) *
მგონი ნამეტანი გავაოფეთ და მოდერებო გადაიტანეთ ეს ჩემი მაიმუნობები სადმე სხვაგან.

+1
ჩემებიც წაიღეთ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.