ციტატა(gregory @ Apr 19 2011, 12:39 PM)

nihontoman
ხომ ხარ იურისტი?
კი ვარ იურისტი (ნუ მინდ რომ ვიყო)
ხოდა მე ამაზე რას ვფიქრობ:
სტანდარტები ეხება მოქალაქეთა ინტერესებს, მომხმარებელთა უფლებებს და თანაც ძალიან ცუდი მხრიდან. კერძოდ, თუ მათ ეს სტანდარტები დაამტკიცეს,
და სტანდარტში არ იქნა გათვალისწინებული ამ მონაცემების ზემოთ მდგომი თოფების გადაფორმება როგორც ცეცხლსასროლად, მაშინ გამოდის, რომ ზალიან ბევრს მართლაც მოგიწევთ იარაღის მახასიათებლის ახალ რეგულირებამდე ჩამოყვანა (ალბათ არავის გინდათ) ან მართლაც ხეზე შემომტვრევა (ესეც არავის გინდათ).
ერთადერთი გზა, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ უფლებები დაიცვათ ამ ეტაპზე არის ის, რომ მიმართოთ სახალხო დამცველს ან რაიმე სხვა მსგავს ორგანიზაციას თხოვნით, რომ დაიცვას თქვენი უფლებები, რომელიც მართლაც დაირღვევა. დაირღვევა იმიტომ, რომ კანონი იდეაში არ უნდა აუარესებდეს მისი დაქვემდებარებულის (ანუ თქვენი) უფლებებს, აქ კი თუ ისე მოხდა როგორც მუქად დავწერე, სწორედ ამას ექნება ადგილი. ასეთ კანონებს იდეაში არ აქვთ უკუძალა, თუმცა რაკი იარაღი "განსაკუთრებული რეგულირების სფეროა" შეიძლება ამიტომაც დაიკიდონ. აქააა საჭირო სწორი არგუმენტაცია და ვინმე სერიოზული უფლებათა დამცველი პირი, ვინც დაამტკიცებს, რომ მისაღები სტანდარტები არ არის ადექვატური ქართულ რეალობასთან და არღვევს თქვენს უფლებებს. აქ უკვე სამინისტროს გადასაწყვეტია, მაინც მიგაპაშოლებენ, თუ გონზე მოეგებიან.
ესაა ჩემი აზრი, სულ რომ არაფერი, ცდა მაინც ღირს.
სულ დამავიწყდა - გაერთიანებებს, ასოციაციებს და ორგანიზაციებს გაცილებიტ მეტი ძალა აქვთ, ვიდრე ფიზიკურ პირებს 9სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ) ამიტომ მეტი შანსი იქნება, თუ დაარეგისტრირებთ ამ დედააფეთქებულ სპიმას და მის მეშვეობიტ დაიცავთ საკუთარ უფლებებს!!! მე მზად ვარ სპიმას წევრი გავხდე, მთავარია ზოგ-ზოგიერთმა ყვერებზე ფეხი არ დაიდგას.....