დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კაჭკაჭი,ყვავი,ყორანი და სხვა.
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > მავნე ცხოველთა რაოდენობის რეგულირება (Pest Control)
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
bubusicha
aleqsa

ხმის იმიტატორის დადგმა თუ დააპირებ ფრთხილად იყავი აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით

პირის საყვირი არ არის აკრძალული

მე რო გირჩიე ისე თუ ცდი. წესით ახლო მახლო მიუჯდებიან და სკუპ-სკუპით დაუწყებენ მიპარვას რომ წაართვან.

ჩემი აზრით ყველაზე მეტი შანსი ესეა რომ დასვა ეგენი.

aleqsa
bubusicha

კი, ვიცი ძმაო, მადლობა smile.gif
მანოკი არცამაქვს და არც მხიბლავს სიმართლე გითხრა, მავნებლებთან მიმართებაში იმდენად არა, მარა მწყერთან და გაამფრენ ფრინველებთან მიმართებაში კატეგორიული წინააღმდეგივარ ელექტრო სახმობების.
ერხელ ლამის ვეცემინე ერთ ვაი მონადირეს მაგის ყიდვას ცდილობდა მაღაზიაში და იქ შევლაპარაკდით, ისე წავიდა ვერ იყიდა!! smile.gif smile.gif
mamukaaa
http://onbird.ru/opredelitel-ptic/voron/golos
აქ ბევრია ყვავის ხმები
giga2010
ციტატა(aleqsa @ Feb 19 2018, 01:00 PM) *
bubusicha

კი, ვიცი ძმაო, მადლობა smile.gif
მანოკი არცამაქვს და არც მხიბლავს სიმართლე გითხრა, მავნებლებთან მიმართებაში იმდენად არა, მარა მწყერთან და გაამფრენ ფრინველებთან მიმართებაში კატეგორიული წინააღმდეგივარ ელექტრო სახმობების.
ერხელ ლამის ვეცემინე ერთ ვაი მონადირეს მაგის ყიდვას ცდილობდა მაღაზიაში და იქ შევლაპარაკდით, ისე წავიდა ვერ იყიდა!! smile.gif smile.gif

მანოკი რომ აკრძალულია ვიცი, არც გამომიყენებია. რამდენჯერმე ვცადე მავნებლებთან მიმართებაში, ყვავებზე. ისიც ტელეფონით და ბლუთუსის პატარა დინიმაკით. მეც ვაკვირდებოდი. შედეგი აშკარად ქონდა, იქცევდა ყურადღებას.
okela84
ციტატა(userman @ 19th February 2018 - 11:04 AM) *
რადგან ყვავები განგაშებდნენ , ესე იგი ფიტულებს აღიქვავდნენ , როგორც მკვდარ ყვავებს .

მეც ეგ ვიფიქრე. ყვავებზე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კაჭკაჭები მკვდარ კაჭკაჭს რო ხედავენ ზუსტად მასე იქცევიან



mamukaaa
აბა ეს ნახეთ. https://www.facebook.com/permalink.php?stor...100000200218920
ბაიკერი
aleqsa

ეს ვაირაუხი მოკლე ვარიანტია თუ გრძელი? ანუ K არის თუ არა




[/quote]
aleqsa
ბაიკერი

კი 97 K ა და მე რამდენადაც ვიცი 97 ებში გრძელ ლულიანი ვერსია არცაა, 77 კიბატონო მარა 97 არის, მარტო K და TK რაც კონდახის სხვაობაშია მარტო
geojorjika
aleqsa
არის სრული ვერსიებიც და მაგარი მახინჯია

ადრე გამოდიოდა ეხლა კაი ხანია აღარ გამოდის
Dave
ფიტულები კაია მარა 20 მეტრში რო მანქანიდან უყურებ დამიჯერე არ დაგიჯდება არცერთი ... 50-60 მეტრი უნდა მოშორდე და ცოტა შეფარულ ადგილას დადგე, პირადი გამოცდილებიდან ვიძახი, ფანტაზიის ნაყოფი არაა : )))))
aleqsa
geojorjika

ხო ეგ არ ვიცოდი და არც სადმე შემხვედრია 97 გრძელი ლულით არადა მთელი იუთუბია თუ გუგლია თითქმის სულ გადაქექილიმაქ ამ მოდელზე. 6 თვით ადრე დავიწყე ამის შესწავლა ვიდრე ვიყიდიდი
ისე მე ამათ (ვაირაუხის კომპანიას) მეილზე მივწერე კითხვები, ზამბარის, ზამბარის გარსაცმის, მანჟეტის, ნუ მთელი კომპლექტის გამოწერაც მინდათქო და სიჩქარესთან დაკავშირებით და ლულის სიგრძესთანაც ვკითხე, იმათ თოფის მოდელი და ნომერი მთხოვეს, და ვიღაც სხვასთან უფ კომპეტენტურთან ტექნიკურ საკითხებში გადამამისამართეს, მგონი ინჟინერთან ხოდა მაგანკიდევ ტყვიის სიჩქარეს რაც შეეხებაო, თუგინდა თოფს სიზუსტე მოსთხოვოთო სიჩქარე 290მ.წმ. არ უნდა აღემატებოდესო და ჩვეკიდე პრეტენზია გვაქვს ზუსტ თოფების წარმოებაზეო, და ლულის სიგრძეც ზუტად მაგიტომააო მაგ მოდელის თოფებში 30სმ იო. ესეიგი ვიდრე დგუში ცილინდრის ძირს დაეჯახებაო ტყვიამ ლულა მანამდე უნდა დატოვოსო, რომ დაჯახების ვიბრაციამ სიზუსტეზე არ იმოქმედოსო და ამიტომაცააო 30სმ იო და არა 50 იო როგორც სხვა მოდელებშიო (ნუ დაახლოვებით ესეთი რაღაც მომწერეს ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს) და სათადარიგო ნაწილებზე კიდევ აქედან ვერ გამოგიგზავნითო, ჩვენი უახლოესი წარმომადგენელი უკრანიაშიაო და იმის მეილი მომწერეს იმას დაუკავშირდითოო.

ციტატა(Dave @ Feb 23 2018, 04:06 PM) *
ფიტულები კაია მარა 20 მეტრში რო მანქანიდან უყურებ დამიჯერე არ დაგიჯდება არცერთი ... 50-60 მეტრი უნდა მოშორდე და ცოტა შეფარულ ადგილას დადგე, პირადი გამოცდილებიდან ვიძახი, ფანტაზიის ნაყოფი არაა : )))))


20მ. ში არავართ მეგობარო, შეიძლება კამერის ფოკუსმა დაგიტოვა მასეთი შთაბეჭდილება, 45-55მ. დაშორებით იყო დალაგებული, როგორც შევატყე სულ რომ წავსულიყავით მაქედან არც ისე დაჯდებოდნენ, ეგენი მაგ ფიტულებს როგორც უცხოს თუ საფრთხეს მასე აღიქვანდნენ და გვერიდით არაფრით არ მიჯდებოდნენ
MonSoon
მე მქონდა შემთხვევა, ალექსამ კი იცის.

50 მეტრში გავემაიმუნე რუხებს, მოგროვდნენ უცბათ, სად იყვნენ ამდემი არ ვიცი. მე არ გავნძრეულვარ, ზუსტად იგივე სიტუავია იყო რაც ვიდეოშია, ცოცხალი თავით არ ჯდებოდნენ.

ესეიგი ისეთი პოზიციიდამ უნდა ესროლო რო ვერ მოიტანონ ეჭვი შენზე ??
Dave
არ უნდა ჩანდე საერთოდ, ისე შანსი არაა არ გაგიჩერდება ყვავი მაგარი ჭკვიანია. ტანსაცმლის ფერს, ადამიანის სახეს და მენრებსაც კი იმახსოვრებენ ....
MonSoon
ციტატა(Dave @ Feb 23 2018, 06:25 PM) *
არ უნდა ჩანდე საერთოდ, ისე შანსი არაა არ გაგიჩერდება ყვავი მაგარი ჭკვიანია. ტანსაცმლის ფერს, ადამიანის სახეს და მენრებსაც კი იმახსოვრებენ ....

რო არ ვჩანდი რა გავაკეთო. არ ჯდებიან და რა ვიყოთ
aleqsa
სალამი მეგობრებო, ამ დილით სამუშაოზე წასვლის სამზადიშსი აივნიდან უცნაური, ჩემთვის უცხო ჭიკჭიკის ხმა შემომესმა, გავიხედე და ჰოი საკვირველებავ ჩვენი მშობლიური შოშია არ შემოსკუპებულა ამ ჩემს აივანზე და თავის სტიქიაშია, არადა შოშიების ხმა ბევრჯერ მაქვს მოსმენილი მარა ეს რაღაც სხვანაირ ხმაზე "უშტვენდა" smile.gif მოკლედ ბერი რომარ გავაგრძელო აქამდის მარტო შოშიების გუნდის ჟივილ-ხივილი მქონდა გაგონილი, ესე ცალად მოჭიკჭიკე პირველად ვნახე და მოვისმინე. მომეწონა და დავაძრე ტელეფონი, ვიდეოს ბოლო ნაწილში რო უსტვენს აი მასე გალობდა კაი ხანს, ვიდრე გადაღებას მოვიფიქრებდი დაიღალა ეტყობა smile.gif და ისე ინტენსიურად აღარ გალობს ვიდეოში. მოკლედ მაგის ყურება გადაღებაში სამუშაოზე დავიგვიანე მარა არაუშავრა, მემგონი ღირდა smile.gif wink.gif

პ.ს. ხო მართლა ადმინს ვთხოვ მაპატიოს ვიცი თემის შეუსაბამო პოსტია, შოშია რომელი ქვეყნის ამომგდები მავნებელია, მარა ვერ მოვნახე შესაბამისი პოსტი და თუ არის იქნებ იქ გადავიტანოთ?

giga2010
aleqsa
უნდა დაიმეგობრო და თუ შეიჩვიე ყოველ დილით გალობით გაგაღვიძებს friends.gif
aleqsa
ციტატა(giga2010 @ Mar 26 2018, 11:40 PM) *
aleqsa
უნდა დაიმეგობრო და თუ შეიჩვიე ყოველ დილით გალობით გაგაღვიძებს friends.gif


კიი გიგა, ვეცდები. ზუსტად მაგ ადგილას სადაც ეგ იჯდა აივანზე დაფა მიდევს და ზედ ყოველთვის ვყრი მორჩენილი პურის ნამცეცებს მტრედებისთვის, გვერდით კორპუსში ბინადრობენ ოხრად, ხოდა მეც ვეხმარები ცოტა მომრავლებაში და ეტყობა ეგეც მაგ ნამცეცებზე მოვიდა smile.gif
ja_ja
aleqsa
კაი როჟაა, პროსტა შემდეგში ვიდეო გადაიღე ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად. ყველა აპარატურა, იქნება ეს მონიტორი, პლანშეტი, თუ ტელევიზორი არის, ჰორიზონტალური ყურებისთვის შემქნილი და ადამიანის თვალიც ფართო რადიუსზე აღიქვავს სამყაროს და არა მობილური ტელეფონის ვერტიკალურად დაჭერის რეჟიმში smile.gif

ასე რომ შემდეგში უფრო ინფორმაციული იქნება ჰორიზონტალური ფორმატით გადაღებული ვიდეო smile.gif

P.S პრიჩკა კაი როჟაა, მაგრამ მგონი მაგას პურის გარდა ხორცეული უყვარს მატლების და მწერების სახით smile.gif
aleqsa
ციტატა(ja_ja @ 27th March 2018 - 12:15 PM) *
შემდეგში ვიდეო გადაიღე ჰორიზონტალურად


კაი გავითვალისწინებ აუცილებლად. უბრალოდ იმდენად მოულოდნელი იყო რო გადაღება გვიან მომაფიქრდა და რო მომაფიქრდა სიჩქარეში ვერტიკალურად ჩავრთე და მერე აღარ გადავაბრუნე. არადა კაიხანს ვუყურე. ფაქტიურად ის მთელი "მარილიანი" გალობა არაა გადაღებული.
aleqsa
ბიჭებს გაუმარჯოს!

მოკლედ ბიჭებო ამ დილით ფანჯრიდან გავიხედე ამინდი მაინტერესებდა და ჩემი ფანჯრის დაბლა კაკალზე რაღაც ჩოჩქოლი შევნიშნე, რო დავაკვირდი შაშვს და კაჭკაჭს ქონდათ ორთაბრძოლა გამართული (მაგ კაკლის ძირში მარადმწვანე ფათალოიანი ღობეაქვს მეზობელს და მაგ ფათალოებში ბინადრობენ შაშვების ოჯახი, კაიხანია ვმეგობრობ მაგ ოჯახს და ეგენიც დილაობით სასიამოვნო გალობით მაღვიძებენ უკვე რამდენი წელია) friends.gif
ხოდა აი ამ ჩემი მეგობარი ოჯახის უფროს და ერთ "ვიგინდარა გადამთიელს" ქონდათ ერთი ვაი უშველებელი ატეხილი.

დავინეხე თუარა ეს ალიაქოთი ინსტიქტურად ჯერ თოფისკენ გამექცა თვალი და ხელი, მიხმარება მინდოდა მარა მერე შევნიშნე ეს ჩემი მეგობარი "შალიკო" აშკარად ჯაბნიდა 24.gif (ის კვაჭი ტანის მიხედვით თუ ვიმსჯელებ ახალბედა ჩანდა) ხოდა რადგან დავატყე ეს ჩემი ძმაკაცი უჩემოდაც უმკლავდებოდა მერე ტელეფონს ვეცი, მარა ვიდრე სატენიდან მოვხსენი და კამერა ჩავრთე ამაობაში ეტყობა კვაჭიმაც დაატყო საქმე რომ სახეიროდ ვერ მისდიოდა და უკვე შორიდან გინებაზე იყვნენ გადასული გადაღება რო დავიწყე.

ასერომ სამწუხაროდ ბრძოლის ბოლო კადრებს გთავაზობთ მხოლოდ და კვაჭის კუდამოძუებულ გაქცევას! smile.gif




p.s. ჩემი გადამკიდე ჩემს უბანში ყვავ-კაჭკაჭის ჭაჭანება აღარ იყო ხოლმე და ამ გაზაფხულზე შევნიშნე ახალი თაობის შემოტევაა უბანზე, ნელნელა სასროლი საზღვრები გადმოლახახეს. ხოდა ამ გამრავლების პერიოდის გამო "მორატორიუმი" მქონდა გამოცხადებული მავნებლებთან მარა, ვატყობ ესეთი ფაკტების გადამკიდე ჩემი წესების დარღვევა მომიწევს!?
chicho
რა უბანია ალექს?
aleqsa
chicho


ციტატა(gihap0 @ 23rd April 2018 - 01:16 PM) *
რა უბანია ალექს?



ვარკეთილი 3
koba1973
aleqsa
ციტატა(ale @ 23rd April 2018 - 10:59 AM) *
გამრავლების პერიოდის გამო "მორატორიუმი" მქონდა გამოცხადებული მავნებლებთან მარა, ვატყობ ესეთი ფაკტების გადამკიდე ჩემი წესების დარღვევა მომიწევს!?

მავნებლებზე მორატორიუმი არ არის საჭირო, მთელი წლის განმავლობაში ანადგურებენ სანადირო მეურნეობები ბევრ ქვეყანაში. ჩვენთან პირიქით იცავენ.
userman
ციტატა(koba1973 @ 23rd April 2018 - 04:52 PM) *
მავნებლებზე მორატორიუმი არ არის საჭირო, მთელი წლის განმავლობაში ანადგურებენ სანადირო მეურნეობები ბევრ ქვეყანაში. ჩვენთან პირიქით იცავენ.


ვინ იცავს კაცო , ამოსულ სიმინდს რომ გადაგიჭამენ დაიცავ კიდევ biggrin.gif .
დღეს ერთი სიმინდის ყანა გადავარჩინე .
ეს მცირედია იქიდან :


ja_ja
ეხ, თეთრი შურით მშურს რომ მაგის დრო გაქვთ... ახალიწლიდან მოყოლებული ერთხელ რაცხა იმპროვიზირებული გასვლა მოვაწყვე და იქაც არავინ იყო ჩამოსაგდები sad.gif მეფხანება უკვე გულმკერდი შიგნიდან biggrin.gif
userman
ja_ja

ციტატა(ja_ja @ 27th April 2018 - 11:27 AM) *
ეხ, თეთრი შურით მშურს რომ მაგის დრო გაქვთ


არადა, ასე მგონია ჩემზე მეტი საქმე ამ ქვეყანაზე არავის არა აქვს მეთქი...

თუმცა საჭიროა, ხანდახან , განტვირთვიოს წუთები მოვაწყოთ ხოლმე smile.gif .
okela84
ციტატა(userman @ Apr 27 2018, 11:18 AM) *
ვინ იცავს კაცო , ამოსულ სიმინდს რომ გადაგიჭამენ დაიცავ კიდევ biggrin.gif .
დღეს ერთი სიმინდის ყანა გადავარჩინე .
ეს მცირედია იქიდან :


რაამბავია, ქიმიური იარაღი ხომ არ გამოიყენე ? biggrin.gif
sekurifa
ეჰ მეც როგორ მომენატრა ეგ შეგრძნება( სასხლეტს რო გამოკრავ და მკვახე ტყლაშანი რომ გაისმის შორს მოხვედრისას და ცალი ფეხით რო გადმოეკიდება ხოლმე ყვანჩო) გარემოსთვისაც სასარგებლოა და შენთვისაც)

სადღაც წავიკითხე ინგლისში თუ საფრანგეთში ფსიქოლგები გასაუბრებაზე პესტ-კონტროლს უნიშნავენ მამაკაცებს სპეციალურ მეურნეობებში) თურმე გასროლილ ტყვიას თან მიაქვს უარყოფითი აურა))
giga2010
მე კი ვერ ვესვრი. ვერც ყვანჩალებს, ვერც კაჭკაჭებს. მეცოდებიან. ასიდან ერთ ბეღურას თუ გავიმეტებ, ისიც თუ საინტერესო მანძილიზეა
pilotina
giga2010
ციტატა(giga2010 @ 27th April 2018 - 11:10 AM) *
მე კი ვერ ვესვრი. ვერც ყვანჩალებს, ვერც კაჭკაჭებს. მეცოდებიან.

აი ეს ნახე. არა მგონია ამის მერე შეფეცოდონ. და ეს კი ყველაზე უწყინარია მათ ნამოქმედარს შორის. გაცილებით უარესს აკეთებენ ( ბარტყების განადგურება, კვერცხების განადგურება, მათ შორის მტაცებელი და მგალობელი ფრინველების და ა. შ. )



pilotina
userman

ბარაქა ბესოოოო!!!! ეგ ექვსი და სხვა მრავალი! biggrin.gif
ეეეჰ როგორ მომენატრა ეს ამბავი, მარა ვერა და ვერ მოვიცალე რომ დავერიო ...... sad.gif
giga2010
pilotina
მადლობა ვიდეოს გაზიარებისთვის. სხვა მათი მავნებლობებიც მაქვს ნანახი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ქედანზე, მტრედზე, იხვზე აღარ ვსაუბრობ აუღელვებლად გამომიკვრია სასხლეტს, ამათ კი სამიზნესაც არ ვუსწორებ. რატომღაც ბევრად ჭკვიანი და აზრზე მოსულები მგონია
gregory
ბუნებაში მავნებელი და სასარგებლო არარსებობს. ყველა თავის ნიშას იკავებს და შთამომავლობის დატოვებითაა დაკავებული. რატომაა შველი საყვარელი და აფთარი მავნებელი?
აბა რა ქნას?! ვაიმე რა საყვარელია ამას როგორ შევჭამო?
koba1973
userman
მაგარია!
gregory
ციტატა(gregory @ 27th April 2018 - 01:18 PM) *
ბუნებაში მავნებელი და სასარგებლო არარსებობს. ყველა თავის ნიშას იკავებს და შთამომავლობის დატოვებითაა დაკავებული. რატომაა შველი საყვარელი და აფთარი მავნებელი?
აბა რა ქნას?! ვაიმე რა საყვარელია ამას როგორ შევჭამო?

სრულიად მართალი ბრძანდებით ბატონო გრიგოლ. თუმცა გარკვეულ თანაფარდობას თუ არ დავიცავთ ცუდ სურათს მივიღებთ. რატომღაც არავის უნდა ხორცისმჭამელი ცხოველის და ფრინველის ხორცი და ბალახისმჭამელებზე ნადირობენ. თავის მხრივ ხორცისმჭამელ ნადირ-ფრინველსაც კვება უნდა და ისინიც ბალახისმჭამელებზე ნადირობენ, ამიტომ საჭიროა ბალანსი.

კვირიონი ძალიან ლამაზი და საყვარელი ფრინველია, მაგრამ აბა ერთი მეფუტკრეებს კითხეთ. არც ტურები აშავებენ რამეს, ბუნების მიერ დადგენილ წესს მისდევენ და რაკი მინდვრად საკმარისი საკვები არ არის სოფელში დაძვრებიან. ჩემი წყენინება ნამდვილად არ უნდოდათ, მაგრამ შიოდათ და შემოეჭამათ სულელი ინდაური რომელიც გაიპარა და მეზობლის ბოსტანში გადაწყვიტა ბუდის მოწყობა.
koba1973
კინაღამ დამავიწყდა: დღეს კაჭკაჭი მიუვარდა კრუხად მჯდომ სხვა ინდაურს და არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ ერთი კვერცხი გატეხა, რომელშიც თითქმის შებუმბლული ჭუკი იყო. რამდენიმე საათი ვდარაჯობდი მაგრამ ეშმაკები არიან, აღარ მოვიდნენ.
aleqsa
koba1973


ციტატა(koba1973 @ 27th April 2018 - 11:06 PM) *
სრულიად მართალი ბრძანდებით ბატონო გრიგოლ. თუმცა გარკვეულ თანაფარდობას თუ არ დავიცავთ ცუდ სურათს მივიღებთ. რატომღაც არავის უნდა ხორცისმჭამელი ცხოველის და ფრინველის ხორცი და ბალახისმჭამელებზე ნადირობენ. თავის მხრივ ხორცისმჭამელ ნადირ-ფრინველსაც კვება უნდა და ისინიც ბალახისმჭამელებზე ნადირობენ, ამიტომ საჭიროა ბალანსი.

კვირიონი ძალიან ლამაზი და საყვარელი ფრინველია, მაგრამ აბა ერთი მეფუტკრეებს კითხეთ. არც ტურები აშავებენ რამეს, ბუნების მიერ დადგენილ წესს მისდევენ და რაკი მინდვრად საკმარისი საკვები არ არის სოფელში დაძვრებიან. ჩემი წყენინება ნამდვილად არ უნდოდათ, მაგრამ შიოდათ და შემოეჭამათ სულელი ინდაური რომელიც გაიპარა და მეზობლის ბოსტანში გადაწყვიტა ბუდის მოწყობა.



შენმა პოსტმა ჩემი ამავე თემის თეBერვლის პოსტი გამახსენა, ერთ აზზრზე ვყოფილვართ მეგობარო smile.gif wink.gif

აი პოსტის ასლიც

მეც ვიტყვი ჩემსას თუარ დამძრახავთ smile.gif ყვავ-კაჭკაჭებთან დაკავშირებით: თავშივე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ადამიანი თუ ნადირობ სანადირო ფრინველზე და მოინადირებ ერთს, არააქ მნიშვნელობა მაგალითად მტრედ ან ქედანს აუცილებლად უნდა მიაყოლო რამოდენიმე "მავნებლებიც" თუნდაც პირადი ბალანსი რო დაიცვას კაცმა, ნუ თუ იმ პრინციპს გავყვებით რომ "არ იჭმება და რატო მოვკლა?" მასე არც ტურა მგელი იჭმება მარა გამოხშირვა აუცილებელია და თუ გული შეგტკივა და გენანება სასიკვდილოდ მაშინ მტრედმა რა დააშავა? ან ქედანმა და იხვმა კეთილები შეგვაგინა? (პრემიერმა მხსნილიაო კეთილებზე smile.gif ) ხოდა ამ შემთხვევაში მინდა დავეთანხმო ჯაჯას რომ თუ რამე ობიექტი გენანება საიკვდილოდ მაშინ საერთოდ არაფერზე არ უნდა ვინადიროთ, მარტო ფურცელზე ვისროლოთ და საერთოდ რომ იტყვიან ჭიანჭველასაცკი არუნდა დაადგა ფეხი მაშინ, მარა არამგონია აქ რომელიმე ჩვენთაგანი ასეთი უცოდველები ვიყოთ, ხოდა ვეცადოთ რამენაირად რომ სხვა თუ არაფერი ჩვენი პირადი ბალანსი მაინც დავიცვათ!
აქვე ვიძახი რომ შორსავარ იმ აზრისგან რომ სუმთლა გასაწყვეტია ყვავ-კაჭკაჭი ან თუნდაც ტურა-მგელი, მარა პირადად მაქვს ნანახი რისი მაქნისებიც არიან, (ერთი ფრინველი დავჭერი "შავგრემანი" wink.gif და ბექობის თავზე დავარდა, ეს ბექობი სირბილით ავირბინე რომ არ გამქცეოდა და დამეკარგა და რომ ავედი უკვე სამი კაჭკაჭი წამოსდგომოდა და უნისკარტებდნენ სამივე, არადა სულ რაღაც 25-30მ. ავირბინე) და კიდევ ფეისბუკზე ვიდეო მაქვს ნანახი რა დღეში აგდებს ერთი კაჭკაჭი საწყალ ბაჭიას, დედა კურდღელი კი იცავს თავ გამოდებით მარა არამგონია იმ ბაჭიას გაეხარა ისეთ დღეში ჩააგდო საწყალი.

https://www.facebook.com/thehounders/videos/967003890120459/

აი ლინკიც ვიპოვე და თქვენი თვალით ნახეთ.


userman
ცოტათი მაინც შევამცირე დღეს, მავნებლები . თუ არავის ეწყინება აგერაა smile.gif >>>

მანძილი 60 და 70 მეტრი.

koba1973
userman
ბესოს გაუმარჯოს.
ბარაქიანი რეიდი მოგიწყვია.
okela84
კაი ჟლეტვა მოგიწყვია
chicho
userman

საღოლ მაგარია
კაცურად მითხარო როგორ ნადირობ, ამ ზაფხულს დიდის ამბით თოფო წავიღე სოფელში და კაჭკაჭებს ბევრი ვსდიე მარა სასროლ მანძილზე არ დაჯდა არცერთი ძალიან ფრთხილი ყოფილა ეგ ოხერი
userman
chicho
ციტატა(gihap0 @ 28th September 2018 - 04:27 PM) *
სასროლ მანძილზე არ დაჯდა არცერთი ძალიან ფრთხილი ყოფილა ეგ ოხერი


ნამეტანი ფრთხილები არიან , მარა ერთი ნაკლი აქვთ. ერთს, თუ მოკლავ ყველანი იქ მოდიან. დაახლოებით 300-500 მეტრის რადიუსიდან.
ამავე დროს ერთმა მაინც უნდა დაინახოს, რომ მოკვდა და განგაშს ტეხს , დასჩხავიან და მგლოვობენ .
მოდიან და მოდიან მის ჩხავილზე და გარშემო სხდებიან . მე რაღა დამრჩენია სროლის მეტი smile.gif . მაგრამ ერთი კია , აშკარად და ნამეტნავად ღიად არ უნდა ჩანდე . ამის გაკეთება 40 - 50 მეტრამდე ცოტა რთულია . 60-70 მეტრზე უფრო ადვილია .
chicho
userman

ესეგი ერთი რო მოვკლა და სტოლბაზე ჩამოვკიდო თვალსაჩინოდ ხომ მოვლენ. აი ეგ პირველის მოკვლააა დასაწყისი მაშინ
okela84
ყვავის ნათესავია და ესეც საკმაოდ ჭკვიანი ფრინველია. ადამიანებს სახეზე იმახსოვრებსო და არაა გამორიცხული ბესოს კაკ მინიმუმ ფოტორობოტი ჰქონდეთ შედგენილი დაჭრილი კაჭკაჭების მონაყოლიდან biggrin.gif


chicho
okela84

სახეზე იმახსოვრებს კიარა ეს მგონი თოფებსაც ცნობს biggrin.gif ეგ რომ მითხრა არ გამიკვირდება იმდენი მაქ ნადევნი ამათზე და უშედეგოდ biggrin.gif
aleqsa
ციტატა(chicho @ Sep 29 2018, 02:59 AM) *
okela84

სახეზე იმახსოვრებს კიარა ეს მგონი თოფებსაც ცნობს biggrin.gif ეგ რომ მითხრა არ გამიკვირდება იმდენი მაქ ნადევნი ამათზე და უშედეგოდ biggrin.gif



გასწავლი როგორ უნდა მოინადირო პირველი მსხვერპლი, მეც კაიხანს ვდიე შენსავით და ასეთუისე პატარა გამოცდილება დავაქუჩე wink.gif და დანარჩენი მერე ბესომ როგორც დაწერა ზემოთ უკვე პანაშვიდზე მოსული ძმაკაცების გვედით მიწვენა შედარებით იოლი საქმეა,

მოკლედ საქმე რაში მდგომარეობს, მათავარია პირველი მსხვერპლის მონადირება, ხოდა აი ეგ პირველი შეგიძლია სატყუარაზე წამოაგო სუ იოლად, სატყუარად კი გაგიკვირდება და დამტვრეული სარკის ნამსხვრევები ან რამე ბრჭყიალა ნივთები შეგიძლია გამოიყენო, მაგალითად საახალწლო ნაძვისხის მოსართავი ბრჭყვიალა "წვიმებს" რომ ეძახიან ეგეც გამოდგება ან სულაც ნაძვისხის თხელი შუშის სათამაშოები უნდა დატეხო და აუცილებლად ისეთ ადგილას მიმოფანტო სადაც მზის სხივებძე მეტად იკაშკაშებს და იბრწყინებს, როგორც დავასკვენი მაგათ (კვაჭებს) ძალიან იზიდავთ ეს ბრჭყვიალა ნივთები, ხოდა დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა რა wink.gif smile.gif

აი ყვანჩუკების მაგ სატყუარაზე წამოგება ცოტა ძნელია გაცილებით ფრთხილები არიან ვიდრე კაჭკაჭები, ყვავებზე ძირითადად მოღრუბლულ, ოდნავ რომ წვიმს ძალიან წვრილად (მოკლედ ძველად იცოდნენ თქმა "მოჟამულ") ამინდში გავდივარხოლმე სანადიროდ, მაეთ ამინდში დაბლა მიწაზე ეშვებიანხოლმე და დღის უმეტეს ნაწილი მიწაზე სხედან გუნდურად, მარა არამც და არამს დაბლა დამჯდარ გუნდს არ მიეპარო, უნდა მოათვალიერო ზემოთ ხეზე, დენის გადამცემ ხაზებზე ან უბრალოდ მაღლობზე არარსებობს 1 ან 2 "გუშაგი" რომ არ ყავდეთ შემოსკუპებული, რაც არუნდა ფრთხილად მიეპარო დაბლა მჯდომებს მაღლიდან არასებობს რომ არ შეგამჩნიონ და ერთი რო დაიჩხავლებს "ვაიო" და წამოშლის იმ გუნდს მერე უტყლაშუნე ჰაერში რამდენიც გინდა, მაე გლუვლულიანით ინადირებ მხოლოდ.
ანუ ჯერ უნდა იპოვო გუშაგები რამდენი სად სხედან, არ იჩქარო შორიდან შეგიძლია დააკვირდე, თუ რამემ არ გააფრთხოთ ძალიან დიდხანს იციან მასეთ ამინდში ერთ ადგილას ჯდომა და დაახლოვებით ყოველ 30წთ. იდან 1 სთ. ის ინტერვალში იცვლებიან გუშაგები და მასე შეგიძლია აღმოაჩინო მაგათი "პოზიციები" wink.gif ხოდა როცა უკვე აღმოაჩენ ეპარები შენგან უახლოეს გუშაგს, როგორც წესი თუ რამდენიმე გუშაგუ ყავთ ერთად არ სხედან, გუნდის თავ-ბოლოში ნაწილდებიან (მოკლედ კარგად რო დააკვირდები იტყვი ბევრი ქვეყნების საჯარისო შენაერთებს შეშურდებათ მაგათი მოქმედების ტაქტიკა და დისციპლინაო რაა smile.gif wink.gif )

თუმცა ყოფილა, იშვიათი მარა მაინც, შემთხვევა რომ ყვანჩუკებიც წამოგებულან კვაჭების სატყუარაზე, მარა როგორც წესი უფრო ფრთხილობენ ეგენი, და ხო კიდევ ერთმანეთის პანაშვიდებზე უყვართ მაგათ სიარული, ნუ ყვავების პანაშვიდებძე კვაჭები უფრო ბევრჯერ მინახია დასწრებულები ვიდრე პირიქით, მარტა მაინც დადიან რა საბიძაშვილოში სამძიმრებზე biggrin.gif

აი სულ ესაა რაც მე დავაგროვე გამოცდილება ამ 2 წლის მანძილზე მაგათ დევნაშიიიი, თუ ვინმეს რამეში გამოგადგათ ჩემი რჩევა ხო კაი და თუარადა არც არავის არ გაწყენთ ზედმეტის ცოდნა biggrin.gif biggrin.gif
koba1973
chicho
ციტატა(gihap0 @ 29th September 2018 - 02:59 AM) *
სახეზე იმახსოვრებს კიარა ეს მგონი თოფებსაც ცნობს

მარკას არა მგონია არჩევდეს, მაგრამ თოფს ჯოხისგან ნამდვილად ანსხვავებს.
okela84
ციტატა(koba1973 @ 29th September 2018 - 10:22 PM) *
მარკას არა მგონია არჩევდეს, მაგრამ თოფს ჯოხისგან ნამდვილად ანსხვავებს.

100%
userman
დღეს ცოტა წავივარჯიშე მიზანში სროლაში , ექსტრემალურ სიტუაციებში biggrin.gif .
მავნებლებიც გავამწარე ...

ja_ja
ამ წვიმაში კაი გაძლება გქონია


P.S. თოფი გაამშარალე და დაზეთე
SANY
ესეც გუშინდელი ყვანჩალა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.