საღამო მშვიდობის აირგანელებო!
მოკლედ დღეს მე და MonSoon-ნმა გავიროინეთ მინდვრად

თან ჩემი სატყუარა ფიტულები (თუ მაკეტები) გავიყოლეთ და ვაკვირდებოდით რას მოიმოქმედებდნენ ყვანჩუკები, ან საერთოდ გაამართლებდა თუარა და ა.შ.
ხოდა წინასწარვე გეტყვით რომ გამართლებით ამართლებს, ხოლოთ ალბათ გლუვლულიანისთვის უფრო, პნევმატურისთვის ნაკლებად და რატო გეტყვით:
ესეიგი როგორცკი დავაწყობდით იმ არემარეზე თუკი სადმე გადაიფრენდა ყვავი არარსებობს რომ ყურადღება არ გამოეჩინა და არ შემოეტრიალებინა თუნდაც სხვა მიმართულებით ქონოდა გეზი, მარა საქმე იმაშია რომ ეს შემოტრიალებული "შავი გაგების მავნებლები" დაბლა არაფრით ეშვებოდნენ, არცერთ შემთხვევაში გარდა ერთი გამონაკლისისა რომელიც ზემოთ მაღალი ძაბვის მაგისტრალზე შემოსკუპდა (ეტყობა ეს ნამეტანი დაღლილი იყო

) და იქიდან ათვალიერა და ერთი-ორჯერ ჩამოსძახათ კიდეც, მარა ვიმეორებ ეს კენტი, მარტო მფრენი ფრივველი იყო, დანარჩენ შემთხვევაში მოვიდოდნენ დაიწყებდნენ წრეზე "პაჩოტნი" ტრიალს ატეხავდნენ თავიაანთ დამახასიათებელ "გალობას" (დაახლოვებით ზუსტად ისევე იქცეოდნენ როგორც ერთერთი მათგანის ჩამოგდებისას რომ შეიცხადებენ ხოლმე და ვაი-მიშველეთ, დედა ეს კაცი დავკარგეს ძახილით რო შეიკრიბებიან ხოლმე იმ არე-მარის ყველა "შავგვრემანი" აი მასე!) ხოდა ეს ყველაფერი პირველ ხანებში მარტო და მერე ეს ჩემი მაკეტები პასუხს რომ არ უბრუნებდნენ და ძაან საეჭვოთ გაქვავებულები იყვნენხოლმე, ინტერესს კარგავდნენ თუ რა არ ვიცი ალბათ ერთი თქვენი დამკარგვის დედაცო ამოიკურთხებდნე კახურად და წავიდოდნე სულ დაიკარგებოდნენხოლმე იქაურობიდან. ეს გავიმეორეთ ორ სხვადასხვა ადგილას. ნუ მოკლედ ვიდეოების დადებასაც ვეცდები (რამდენად გამომივა არვიცი) და თქვენთვითონ ნახავთ

საბოლოო ჯამში კარგათკი გავერთეთ


აქ უკვე ადგილი შევიცვალეთ, წინა ადგილას ხალხმა დაიწყო სიარული და საქონლის ტარება აქეთ-იქით და იმას მივაწერეთ რო აღარ მოდიოდნენ, მარა აღმოჩნდა ისინი არაფერშუაში იყვნენ. უბრაოდ პირველი ყურადღების შემდეგ კარგავდნენ ინტერესს და ვსიო ახლოსაც აღარ ეკარებოდნენ.

ისიც უნდა ვთქვა რომ იმ კაკალზეც დავკიდეთ ბოლოს რაზეც ვსაუბრობთ ამ ვიდეოში მარა შედეგი ნული, აღარაფრით აღარ ეკარებოდნენ ახლოს!!!
მოკლედ ან ახალი მეთოდი უნდა მოვიფიქრო რამე ან და ეს მეთოდი მარტო საფანტიან თოფისთვისაა განკუთვნილი.
მადლობა ყურადღებისთვის, ღამე მშვიდობით!