lamer_07 ნუ კაიხანია შენს ნიკს ვაკვირდები, მეთქი პროსტა სტუმარია თუ დაწერს მეთქი რამეს..

კეთილი იყოს შენი შემოსვლა და ბარემ ერთი პაწა კითხვა მაქვს შენთან - ცოტა არ იყოს საკუთარ თავს რატომ დაარქვი ეგეთი სახელი? ნუ კომპიუტერულ სამყაროსთან თუ გაქვს შეხება ქე იცი რასაც ნიშნავს და რას ერჩოდი საკუთარ თავს

ახლა კი რაც შეეხება შენს კითხვას... ნუ მართალი გითხრა უკეთესი იქნებოდა დაგეწერა ღია სამიზნეზე ლაპარაკობ თუ ოპტიკურზერ... ჩემის გათვლით მემგონი თავისი ღია სამიზნე რაც აქვს იმაზე საუბრობ ხომ?
ნუ მაშინ საკმაოდ მარტივია, მაგ თოფს ისევე როგორც ყველა სტანდარტულ თოფს ლულაზე აქვს 2 სამიზნე, ქინა და უკანა, როგროც წესი წინა ყველა თოფზე გაყინული და არ მოძრაობს, აი უკანას კი აქვს საშუალება იმოძრაოს მარცხნივ მარჯვნივ და ზემოთ ქვემოთ.
მოკლედ შენ გინდა ახლა რაიმე ადგილი ნუ მინიმუმ ასე 10 მეტრი რომ მაინც იყოს. სასურველია მაგიდა, მაგრამ სხვა მყარი ადგილიც გამოდგება, (ბეტონის ფილა, სწორი ქვა და ასე შემდეგ). მერე დებ შენს თოფს მაგაზე წინ სამიზნეს ამაგრებ (ქაღალდი და ფლომასტერით დასმული ერთი წერტილი საკმარისია) და აკეთებ პირველ გასროლას
იმის და მიხედვით სად წავა ტყვია მიზანთან მიმართებაში,. იწყებ უკანა სამიზნის გასწორებას. ოღონდ აი აქ აღარ მახსოვს საითა მხარეს უნდა გაწიო მოხვედრის მხარეს თუ საწინააღმდეგო მხარეს... ნუ ეგ დიდი პრობლემა არაა, ბოლო ბოლო ადექი ვთქვათ ტყვია მოხვდა მარცხნივ, შენც გაწიე უკანა სამიზნე მარცხნივ, გაისროლე კიდევ ერთხელ და ნახე რა მოხდება თუ ტყვია დამიზნებულ ობიექტს პირიქით უფრო ასცდა, ესეიგი მე სწორად აღარ მახსოვს (3 წელია ღია სამიზნიდან აღარ მისვრია და დამავიწყდა

) და საწინააღმდეგო მხარესაა უკანა სამიზნე გასაწევი, იგივე ეხება ზემოთ ქვემოთ მოხვედრას. მოკლედ მაქსიმუმ დახარჯავ 10 წუთს და თოფს გაასწორებ

ოღონდ დაიმახსოვრე, ტყვია სწორედ ანუ ლაზერის სხივივით არ დაფრინავს, დედამიწის მიზიდულობის გამო წარამარა ეცემა ძირს, რის გამოც ფრენის ტრაექტორია რკალს გავს... ასე რომ თუ გაასწორე სამიზნე ვთქვათ 20 მეტრზე, მაშინ უნდა იცოდე რომ 30 მეტრზე თუ უმიზნებ რაიმეს, იმას ცოტა ქვევით მოხვდება ტყვია, ხოლო თუ უფრო ახლო მანძილზე უმიზნებ იგივე 20 მეტრზე გასწორებული სამიზნით, მაშინ იმ ობიექტს ცოტა ზემოთ მოხვდება ტყვია....
ნუ დანარჩენი უკვე პრაქტიკაში მოვა და წინა სამიზნით, ანუ მუშკით აიღებ ხოლმე პაპრავკებს