გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Hatsan Torpedo Pellets 9.5 grains - განვიხილოთ, ვეცნობით ახალ ტყვიებს
ja_ja
პოსტი Apr 29 2010, 10:06 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი თურქეთი... ისე რა ბედი გვაქვს რა აქეთ დიიდი თურქი, იქეთ დიიდი რუსი.. მდაა

ჰო ესეიგი სად გავჩერდი? აა ჰოო, ესეიგი იყო დიდი თურქი და უშვებდა ოდითგანვე თურქულ პნევმო ტყვიებს, ოღონდ ერთ დღესაც გათენდა და გადაწყვიტეს რომ თურქული ტყვიების დონე დაბალია და სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს პრობლემა.

ალბათ ასე დაიწყებოდა რომელიმე დიდი რომანი ზღაპრული ჩანართებით სადაც მოთხრობილი იქნებოდა დიადი თურქების შრომაზე პნევმო ბაზრისთვის... მაგრამ ჩვენი დღევანდელი საქმე ამ ტყვიების განხილვა და შეფასებაა და არა ზღაპრების მოყოლა. მოკლედ დავაძრეთ სასწორი, პლასტენილი, ქაღალდი თოფი შტანგელი... ჩავიცვით რეზინის ხელთათმანები, გამოვაძრეთ კარბონის სათვალეები და ბრჭყვიალა პინცეტი...

სადაა პაციენტი??? ო! აგერაა ბატონო



მაშ ასე დღეს სტუდიაში გვყავს თურქული ფირმა Hatsan-ის შედარებით ახალი პროდუქტი (ეს ჩვენთვისაა ახალი პროდუქტი რადგან აქამდე ქართულ ბაზარზე ეს ტყვიები არ არსებობდა), ტყვიები კარგად არის შეფუთული, და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება, მაგრამ მოდით ჩვენს ჩვეულ მეთოდს მივყვეთ რომ პარალელების გაყოლება იოლი იყოს.

წონა: მწარმოებლის განცხადებით 9.5 გრანი
კალიბრი: 177 (4.5მმ)
რაოდენობა შეფუთვაში: 450 ცალი
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
შეძენილია: მაღაზია "მაგნუმში"
ფასი თბილისში: 30 ლარი

მართალი რომ გითხრათ თურქულ ტყვიებზე დიდი ვერაფერი წარმოდგენა მაქვს, ქვეცნობიერად ველოდები რომ რაღაც ისე არ იქნება როგორც საჭიროა, მაგრამ გარეგნულად ვერაფერს იტყვი, ტყვიები იდეალური ფორმისაა, წონაც თუ სიმართლეს შეესაბამება არც თუ ისე მსუბუქი გამოდის. მაგალითად Crosman Premier-ები 10.5 გრანია, JSB Heavy 10.2 გრანი, მაშინ რატომ არ უნდა იყოს თურქულისთვის ოპტიმალური წონა 9.5 გრანი???



ასე თუ ისე პირველი გადათვალიერებისას ვერაფერი თვალის ფრძხილის და ასევთქვათ მიზეზის წამოსადები ვერაფერი ვნახე, ტყვიები გარეგნულად მართლაც იდეალურად გამოიყურებიან, აშკარად განსხვავდება Hatsan Pointed Pellet-ისგან, შეიძლება ითქვას ცა და დედამიწაა.


კაი ბატონო ჩემი სუბიექტური აზრი ერთია, მაგრამ თქვენც ხომ უნდა შეაფასოდ? ამიტომაც გადავხედოთ მწკრივში ჩასმულ ტყვიებს



ხედავთ რაიმე ხარვეზს?? მე ბევრი თვალიერების შემდეგ ვერაფერი ვერ ვიპოვე, ან პრეს ფორმა შეარჩიეს თურქებმა იდეალური, ან სათითაოდ ახარისხებენ, ან ხარისხის კონტროლი აწიეს ზეციურ ნიშნულამდე, იდეაში ეგრეც უნდა იყოს 30 ლარი ღირს 450 ცალი ტყვია, ამასობაში არ დაგავიწყდეთ იდეალური JSB 500 ცალიანი კოლოფი ჯდება სადღაც 30-33 ლარი თბილისში ჩამოტანით, CUM 500 ცალიანი კოლოფი ჯდება 25-28 ლარი, დასახელებული 2 ტყვია უმაღლეს დონეს განეკუთვნება, შესაბამისად 30 ლარში HATSAN-ს მწარე მოთხოვნებს ვუყენებთ. იმიტომ რომ ფასით ლამის JSB-ზე ძვირი გამოდის.

კაი მოდით შევხედოთ ქვედა ბოლოებს



ისევ და ისე პრაქტიკულად იდეალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, არ იცი რა გააკეთეს ან შეცვალეს თურქებმა, ან აქამდე სად იყვნენ...



სურათს მხოლოდ ფასი აფუჭებს, ეს ტყვიებიც სხვა თურქულებივით 2-3 ლარი რომ ღირდეს, მგონი მთელი საქართველო ამ ტყვიებზე გადავიდოდა.



ტყვიის შენადნობი სხვათაშორის საოცარია. ქვედაბოლოში რომ შეხედავთ ტყვიას, აშკარად ჩანს რომ მისი კედლები CP-ზე მინიმუმ 3-ჯერ ნაკლებია, ანუ თხელია, მაგრამ ამასობაში მისი გასრესვა თითებით საკმაოდ ძნელია, კარგად, თითების გალურჯებამდე უნდა დააწვე ტყვიას რომ დეფორმაცია დაიწყოს. სხვათაშორის საკმაოდ თეთრი ფერის ტყვიებია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია იმით რომ შენადნობში კალა არის დიდი რაოდენობით გამოყენებული

კაი ბატონო გადავიდეთ წონით ერთეულებზე. დავაძრე სასწორი და სტანდარტულად ველოდები რომ მექნება 1-1.5 გრანიანი ნახტომები ტყვიების წონებს შორის...



ნურას უკაცრავად.. smile.gif მართალია შეპირებული 9.5 გრანი იშვიათია, მაგრამ შესაშურად სტაბილურად ამოდის ტყვიები 9.6 გრანის წონით. ანუ სულ არის 2 წონა 9.5 იშვიათი და ძირიტადი 9.6 გრანი.



გაინტერესებთ 10 ტყვიის საშუალო წონა? არ დაიჯერებთ, არც მე მეჯერა, მაგრამ 3 სხვადასხვა 10-ეულის აწონვის მერე მომიწია დაჯერება, ან სასწორი ახურებს, ან თურქებს ზეციერი ცხონება ეღირსათ.



აბა რას იტყვით გჯერავთ?? მგონი პირველი რეპორტია ჩემგან როდესაც ტყვიებზე ასეთ დადებით რეპორტს ვწერ biggrin.gif იმედია ბოლოში არ ჩაისვრის ეს ტყვიები.

კაი ბატონო წონის ტესტი ჩაბარებულია გადავიდეთ ზომით ტესტზე...



თავის ზომა საკმაოდ სტაბილურია, მერყეობს 4.49-სა და 4.5-ს შორის.



იდეაში 4.49 ჩვენს კანონმდებლებს გაუხარდებოდათ biggrin.gif აგერ არის 4.5-ზე ნაკლები ტყვიაო biggrin.gif იმედია ამ სტატიას ჩვენი ჭკუათხელი და გონება მოღრეცილი კანონმდებლები არ კითხულობენ რომლებმაც კანონში ჩაწერეს რომ ნებადართულია 4.5-ზე ნაკლები კალიბრის მქონე პნევმატიურის შეძენა... ნეტა რომელ ხეზე დამწიფდა ის კანონმდებელი? ნეტა ის ხე მანახა. ბავშობაში ისეთი დაჩაგრული იყო რომ ტირშიც არ უსვრია არაფერი? ისე ბატონო კანონმდებელო თუ ამ სტატიას კითხულობ, იქნებ გადახედოთ ქართულ კანონებს და ჩაასწორეთ უაზრობები რომელიც მებაჟეებს საშუალებას აძლევს 2-ნაირად მოთარგმნონ თქვენს მიერ დაწერილი ტექსტი.. და საერთოდ დროა 4.5 კალიბრით შეზღუდვა მოიხსნას, მგონი მარტო საქართველოა ერთადერთი ქვეყანა რომელსაც ეშინია მეტი კალიბრის მქონე პნევმატიკის გაყიდვისა.

კაი დავუბრუნდეთ ჩვენს ტყვიებს და გავზომოთ ქვედაბოლო...



ჰოო საკმაოდ დიდია, ვერაფერს ვიტყვი, მთელი 0.3 მილიმეტრით მეტია 4.5 კალიბრზე. ერთი შეხედვით უზრუნველყოფს ლულასთან კაი მოჭიდებას, მაგრამ მეორეს მხრივ ლულაში შეტენვისას შეიძლება დეფორმაცია მიიღოს.



თუმცა უნდა ავღნიშნო მარადიორში უპრობლემოდ იტენება და სულაც ვერ გრძნობ რომ მყარი ლითონია და 0.3 მილიმეტრით მეტია, არ ვიცი რატომ.

სიგრძეშიც ვიღებთ სტაბილურ ზომებს..



მოკლედ თურქებმა რაღაც ჯადო გააჩალიჩეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სხვა ახსნას ვერ ვნახულობ როგორ მოახერხეს ასეთი სიზუსტით ტყვიების გეომეტრული ზომების დაჭერა და თუნდაც განცხადებულ წონაში ჩატევა...



იმედია ნელნელა თურქები ჩაჯდებიან ფორმაში, ჩვენი მაღაზიები კი დაწევენ ფასებს და ეს ტყვიები საყოველთაოდ მიღებული იქნება...

სანამ ამ მიმოხილვას დავამთავრებ, წინ დაგვრჩა სროლის შედეგები, მაგრამ ჯერ ჩავამატებ შედარებით ახალ ხილს, ანუ პლასტენილში სროლას და ტყვიის ბალისტიკური შესაძლებლობების ჭრილის დათვალიერებას.

ადრე უკვე დავდე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ამ ტყვიის შესაძლებლობები.



იმის გამო რომ ტყვია საკმაოდ მკვრივია, პლასტენილში მოხვედრისას დეფორმაციას არ იღებს, თუმცა შემავალი ჭრილობა მაინც საკმაოდ დიდია და რაღაც ბალისტიკური და ჰიდრო დარტყმის ეფექტი აქვს.



ვერ ვიტყვი რომ ეს ტყვია დააგდებს ნებისმიერ არსებას ან კონკურენციას გაუწევს ვთქვათ და BHP-ს, მაგრამ რაღაც კომბინირებული შესაძლებლობები აქვს, ანუ თან ჰიდრო დარტყმას აჩალიჩებს თან ხვრეტის ეფექტი აქვს.

კაი ბატონო გადავიდეთ ქაღალდზე... უფრო სწორედ ქაღალდის სამიზნის დახვრეტაზე.

სროლა ჩავატარე 2 სიჩქარეზე საშუალოდ 260 მეტრ-წამზე და 300 მეტრ წამზე.

სროლა სტანდარტულად 25 მეტრიან დისტანციაზე



ეს არის ნასროლი 260 მეტრ წამზე, შედარებით კარგად მიდის მიზანში, მართალია 25 მეტრზე 25 მილიმეტრი ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც კაი, მითუმეტეს რომ ერთი მოწყვეტილი ტყვია არის ამ ნასროლში, თუ მას გამოვაკლებთ მივიღებთ 18 მილიმეტრის



რაც უკვე საკმაოდ მიმზიდველს ხდის ამ ტყვიებს. მაგრამ ამ ტყვიებისთვის მაღალი სიჩქარეები არ არის მიღებული და აი რატომ...



300 მეტრ წამზე გაფანტვა უკვე საკმაოდ დიდია... ასე რომ მაღალი სიჩქარეები ამ ტყვიისთვის არ არის, ან სპეციფიური ლულა უნდა შესაბამისი ტვისტით.

კაი მოდით დავაჯამოთ შედეგები რაც მივიღეთ

პლიუსები:
1) პრაქტიკულად მძიმე ტყვიებში გადის
2) თბილისშივე იყიდება
3) კაი შესრულებულია, პრეს ფორმით დამზადებულია.
4) 25 მეტამდე მანძილზე მიზანში სტაბილურად მიდის დაბალ სიჩქარეზე
5) სტაბილური წონა
6) სტაბილური ფორმები

მინუსები:
1) ძვირია
2) მაღალ სიჩქარეზე გაფანტვა აქვს.
3) მიზანში ზუსტი სროლისთვის არ გამოდგება


მართალია მე პირადად ამ ტყვიებში 30 ლარს არ გადავიხდიდი, იმიტომ რომ იგივე ფასში შემიძლია უკეთესი ტყვიების შეძენა და თან 500 ცალის 450-ის მაგივრად.... მაგრამ ალტერნატივად შეიძლება განხილული იყოს, თუმცა ფასი რომ დაბალი იყოს უფრო გამართლებული იქნებოდა ამ ტყვიების ბაზარზე არსებობა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Apr 29 2010, 10:20 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ძვირია!!!

ფანტომზე წავა. ია ტაკ დუმაიუ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Apr 29 2010, 10:28 PM
პოსტი #3


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



მდააა, ვიდზე მართლა მაგრებია ეს შეობელძაღლი...

იორამას ვეთანხმები, ფანტომი ალბათ საამისო სიჩქარით გაუშვებს ამ ტყვიებს, თუმცა 30 ლარი ჰატსანის 450 ცალ ტყვიაში..... ბენჯამინ ჰოლო-პოინტს რამით ჯობია? არა, ხოდა იმას ვიყიდი რაა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Apr 29 2010, 10:33 PM
პოსტი #4


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(nihontoman @ Apr 29 2010, 11:28 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მდააა, ვიდზე მართლა მაგრებია ეს შეობელძაღლი...

იორამას ვეთანხმები, ფანტომი ალბათ საამისო სიჩქარით გაუშვებს ამ ტყვიებს, თუმცა 30 ლარი ჰატსანის 450 ცალ ტყვიაში..... ბენჯამინ ჰოლო-პოინტს რამით ჯობია? არა, ხოდა იმას ვიყიდი რაა...



თუ ჰოლოვპოინტებს შევადარებტ ჩემი აზრი ასეთია. თუ სტაბილურად ისროლა ფანტომმა ჰაჩიკები,წონის ხარჟზე მეტი ეფეკტი არ ექნება დასაზიანებლად? პონტები 7,9 არ არის?

მაგრამ ფასი მაინც ნიტოა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 29 2010, 10:33 PM
პოსტი #5


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



მადლობა ჯაჯ wink.gif

ისე მაგის ერთად ერთი პლიუსია ის რომ ტბილისშია მეტი არაფერი smile.gif
იგივე ფასად JSB-ის იყიდი და თან 50 ცალით მეტს wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Apr 29 2010, 10:44 PM
პოსტი #6


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



iorama
ბენჯამინ ჰოლოპოინტები 10.5 გრანია....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Apr 29 2010, 10:47 PM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ციტატა(nihontoman @ Apr 29 2010, 11:44 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
iorama
ბენჯამინ ჰოლოპოინტები 10.5 გრანია....



აღარ დავაკვირდი ბენჟამინი თუ იყო. სორი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Apr 30 2010, 12:23 AM
პოსტი #8


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ჯაჯა ზი ბესტ biggrin.gif biggrin.gif

საღოლ ჯაჯ... wink.gif უმაგრესი გემრიელი რეპორტია wink.gif

geojorjika
ციტატა(giorgi @ 29th April 2010 - 11:33 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე მაგის ერთად ერთი პლიუსია ის რომ ტბილისშია მეტი არაფერი


+100000000

smile.gif
პროსტო თურქებისგან ცოტა არ იყოს და ძნელი წარმოსადგენი იყო ეგეთი ხარისხი biggrin.gif

ისე საინტერესოა თვ ითონ თურქისტანში რა ღირს ეს ტორპედოები (არა და რა სახელია აქვს არა "ტორპედო" biggrin.gif biggrin.gif )
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Apr 30 2010, 02:51 AM
პოსტი #9


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



თურქეთში ბავრი რამ იცვლება უკეთესობისკენ.(თუნდაც მაღაზიები და ტურისტული მომსახურება.)
ჩვენ საქმე გვქონდა ყველაზე იაფფასიან ცუდად შესრულებულ ტყვიებთან.თუმცა თუ დაათვალიერებთ ჰაცანის საიტს ბევრ საინტე
რესო ტყვიებს ნახავთ. ეს უკანასკნელი ამის დასტურია. ასერომ საჭიროა თურქეთის ნაწარმის შემომტანი.მხოლოდ მაგნუმი არა!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Apr 30 2010, 09:48 AM
პოსტი #10


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



foxi
რატო, მაგნუმში მგონი ყველაზე იაფად ყიდიან ჰატსანის ფისტოებს, მე, ყოველ |სემთხვევაში, სხვაგან უფრო იაფად არ მინახავს...

ტყვიებზე კი რა მოგახსენო, არ ვიცი როგორაა....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:09 PM
Hosted by Pro-Service