დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: HW 100 S - სრული განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
cz80
bazuka
ოღონდაცა რაა :-D
bazuka
cz80
ეუფ, შენ ისევ ფეხზე ხარ ????

სკაიპზე ეხლახანს ვნახე მოგიწერია, ტელეფონით ვფლოსტაობდი და ვერ ვნახე იმ მომენტში ...
ja_ja
მოკლედ შეიძლება შემდეგში სხვებს გამოადგეს ასეთი ინფო.

ესეიგი გუშინ ჩემთან მოხვდა ერთი HW100. იმენნა ერთი 10-20 წუთი ვერ გავიგე რა სჭირდა.

პრობლემა მდგომარეობდა იმაში რომ ბალონის მოჭერის შემდეგ კოლოფის ქვემოდან სადაც ზედმეტი ჰაერის გამოსაშვები ხვრელი აქვს, გამოდიოდა რიკინ რიკინით ჰაერი. ვაწვალე ხან მოვუჭირე, ხან მოვუშვი, შევამჩნიე რომ ჰაერის გამოპარვის ინტენსოვოობაც იცვლებოდა... ჰმმმ მეთქი და მოდი ჩავხედავ კარგად ეგებ და რა ხდება მეთქი.



დავაპირე მოშვება და დავინახე ერთი ფაქტი, რეზერვუარი ბოლომდე არ ეჭირება თუ გინდა გასკდი შუაზე... ვააა რაცხა ახალია.... ნუ მეთქი ბუდეა ან რეზბაა გაფუჭებული ან რაღაც ეგეთიათქვა, დავიწყე რეზერვუარის მოშვება და უცებ დაიბათქუნა რაღაცამ რეზერვუარი მკვეთრად ცდილობს ხელიდან გაქცევას და მიჭირავს, ამასობაში თოფის კოლოფიდან რაღაც დეტალები ცვივა.... ეეე მეთქი smile.gif

ვაკვირდები და გადმოიყარა ეს დეტალები



მიდი ახლა გაიგე რა რაფერ იჯდა smile.gif ვეძებ ინტერნეტში აღწერებს და სურათებს და შენც არ მომიკვდე არსად ეგ დეტალები საერთოდ ნაჩვენები არაა არის მაქსიმუმ მთლიანი აკრეფილი ნაწილი ნომრად PW240 შიგნით რა ხდება კაცმა არ იცის smile.gif

ნუ ვცადე ისე ჩაწყობა ასე, ანუ ბურთულა თავში ბურთულა ბოლოში, მერე ამ ყველაფრის მოჭერა შიგნით....





ჩემი ფეხები ჰაერს მაინც აპარებს, სამაგიეროდ რეზერვუარი ეჭირება ბოლომდე, ანუ გამოვიდა ის რომ აი ის ამოვარდნილი წვრილი ბრინჯაოს დეტალი იყო მოშვებული და თავი ჰქონდა ამოწეული შედეგად რეზერვუარს არ აძლევდა საშაულებას ბოლომდე ჩასულიყო კოლოფში. ნუ კაი კოლოფში ჩადის უკვე მაგრამ ჰაერს რატომ აპარებს????

დავუბრუნდი დაშლილ კონსტრუქციას ვუყურებ ვუყურებ და ვფიქრობ... ბლიაძ ბრინჯაოს დეტალი ეხრახნება ბრინჯაოს შტუკაში, იასნია რეზინა არსადაა და ჰაერი რეზბაზე გამოვა მეთქი... ანუ იასნია რომ არღაც ობტურაცია უნდა მარა სად და რა ზომის რეზინა უნდა? დაკარგვით პონტია დაკარგულიყო ყველაფერი ერთად გადმოიყარა თან ისეთ ვარიანტში მეჭირა რომ ლოგინის გადასაფარებელის ნაკეცში მოხვდა ყველაფერი...



მოკლედ დავიწყე ფორუმებზე ძებნა, ვაი ვუი და რომელიღაც ინგლისურ ფორუმზე ვნახე კონსტრუქცია შიგნით როგორაა მოწყობილი



ესეიგი ყვითლად შეღებილი არის, ის დეტალი რაც მოძვრა, ნახაზზე ჩანს რა მიმდევრობით უნდა იყოს ჩასმული ზამბარა და ბურთულა, და აი ბურთულასთან ჩანს კიდევ რომ უნდა იყოს რეზინა smile.gif


კაროჩე იმდენად დაშლილი იყო თოფი რომ ვივარაუდე რომ ეს ადგილიც ადრე ვიღაცამ დაშალა, მერე გადმოეყარა შIგნეულობა, ვერ გაიგო რა რაფერ გაეკეთებინა, რაც ნახა ჩაყარა შიგნით ვითომ მოუჭირა და აიდააა... ამასობაში აპარებს და აპარებს თოფი ჰაერს smile.gif

ნუ მაგ რეზინის ზომების პოვნა ცალკე თავგადასავალი იყო, ბოლოს ვნახე, მაგარი სტრანნი ზომა აქვს 2.57მმ x 1.78მმ-ზე, ანუ ბრიტანული სტანდარტის რეზინაა.... მადლობა Benjamin Discovery-ს რომ მაგ ზომის რეზინას იყენებს smile.gif შედეგად აღმომაჩნდა ეგეც ადგილზე smile.gif ჩავსვი ავაწყვე და დიდება დრახმაპუტრუს, აღარ აპარებს ჰაერს smile.gif

მარა ნუ თვითონ თოფი მოკლულია ბლიაძ... აუ რეები სჭირს... რას ერჩოდა პატრონი ამ გერმანელს კაცმა არ იცის... რა დაუშავა smile.gif რეზერვუარის დამტენი პორტი ატვიორტკითაა გაჩხაპნილი და ჰაერს აპარებს, მანომეტრის ბუდიდან ძალიან ცოტას მაგრამ ჰაერს აპარებს, მთლიანი კონსტრუქცია ნაცემი, ნასოსი მოკლული თან 2 ცალი... ვაიმე ჩემო გერმანიავ რას გერჩოდნენ ასე უმოწყალოდ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
soxa
ჯაჯ, კაკოია უნდა მაგას მინდორში ჩაქუჩით biggrin.gif
ja_ja
soxa
აშკარად smile.gif
bazuka
მაგდენ ქექვას დაგერეკა და ჩემთან ვნახავდით, შენცა ხარ რაა ...
ja_ja
bazuka
ბიჯო მამენტ კი ვიფიქრე შენთან დარეკვა თან მახოსვს ამბობდი ეგ ადგილი დავშალეო რაცხა სჭIრდაო, მარა მეთქი სამსახურშია გაწამაწიაში იქნება და ახლა მაგ კაცს დავადგე რაცხა ნიტო იქნებათქვა smile.gif ჰოდა მივადექი ინტერნეტს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
არა, გაწამაწიაში კი ვარ მარა მეც მაგრად მინდა სუფთა ჰაერი, ზავოდ-კრავოტმა მომკლა, ამოვირბენდი 9-ის მერე და გარაჟში 1-2 საათს მოვკლავდით.
ამოვიდა ყელში ეს რუთინა რაა ....
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 26th December 2013 - 11:04 PM) *
ამოვიდა ყელში ეს რუთინა რაა ....

ესეიგი მომწოფდი არაა :smile.gif

მე ლამის 1 თვეა შვებულებაში ვარ და იმენნა ამოვისუნთქე რა ბლაიძ, მართალია გარაჟის საქმეები იმდენია რომ ლამის იქ გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ ყოველდღე რაღაც ახალი კუკუობა ხდება და რაღაც მინი გადახალისებაა, თუმცა ესეც ასე უსასრულოდ თუ გაგრძელდება... სამსახურისგან დიდად განსხვავებული რუტინა არ იქნება smile.gif
bazuka
ზედმეტი ხელები თუ გინდა მზად ვარ wink.gif
ja_ja
bazuka
ნუ ეგ შენ თუ გინდა თორემ მე რა smile.gif

აი დღეს CNC-ს რაცხა უნდა გავამზადო, 2 ნასოსი მოვიყვანო მწყობრში და 2 სპორტული პისტოლეტი უნდა მოვიყვანო აზრზე. თუ გინდა სამუშაოს რომ მორჩები გადმორეკე, დიდი ალბათობაა იმისა რომ ამ ყველაფერს გვიანობამდე ბვერ მოვრჩები, შედეგად სალაპარაკოც გექნება, სახალისოც, შეიძლება რაცხასაც ხელი მოგიდო და რავი smile.gif
feeder
მაგნუმს ასეთი ფასდაკლება რომ აქვს ამ შაშხანაზე, რამე ცუდი ხომარ ხდება? თუ იცით ვინმემ? ანუ ნამდვილად გერმანელია თუ....?
okela84
feeder
რა ფასდაკლება აქვს და რა ღირს ნასოსის გარეშე ეგ თოფი ?
ბაიკერი
რავი საიტზე 2030 ლარი ადევს. აუ მევასება ეგ თოფი რა.
geojorjika
არაფერი არ ხდება, გერმანულია დაჩთან მაგარ ფასად
ja_ja
თემა გაწმენდილია. აღარ დამიწყია გარჩევა რომელი სადაა გადასატანი ან სხვა გარჩევა, უბრალოდ მივაშალე ყველაფერი ბოლო 2 გვერდის მანძილზე

kubi11
გაითვალისწინე ცალკე გადევნებ თვალყურს, სადმე ზედმეტ ბალამუტს გამოიწვევს და ახსნა განმარტების გარეშე გამოგიწერ შეპირებულ წამალს,

არანაირად საჭირო არაა იქ რაღაცას ხაზი გაუსვა (რაც ისედაც ნათელია და ყველამ იცის, თუ შენ არ იცი და განმარტება გჭირდება შესაბამისი თემა მონახე ან თუ არ არსებობს ახალი გახსენი, სხვა დალაგებულ თემებში გამოწვეული დომფხალი აღარ დავინახო, თემატური განყოფილებაა და არა ფლეიმის განყოფილება) ან რაღაც სხვა უაზრო გასასამართლებელი საბუთი მონახო და თვალი აუხვიო ყველას, აქ საქართველოს დომფხალი პარლამენტი არაა. ზედმეტი კუდის მოქმევა და უკვე იცი რაც მოყვება. ასე რომ ყველაფერი კარგად აწონ დაწონე და ნუ გადარიე მთელი ფორუმის წევრები...

პასუხი არ დაწერო, იგივე მივლინეის გამოწერა მოყვება, მიიღე ის რაც დავწერე ახსნა განმარტების გარეშე, არც თანხმობა მინდა არც სხვა არაფერი.
ბაიკერი
50 მეტრზე რა ჯგუფი აქვს ამ პუშკას? ვიზუალურად ულამაზესია მოკლე ვარიანტი.
ja_ja
ნუ მანდ აზრი რამდენიმედ გაიყოფა და მგონი მსროლელზეა დამოკიდებული, მე პირადად გადასარევი ჯგუფები გამომდის, 2012 წლის გამარჯვებულიც მაგ თოფით იყო, მაგრამ ასევე მინიმუმ 3 მსროლელს ვიცნობ რომელიც ეწავ და ბეჩავ, მარა რავიცი ვერაფერი მოახერხეს smile.gif
ბაიკერი
ისე ძირითადად FT არის ამ თოფის დანიშნულება თუ სანადიროდაც გამოდგება?
ja_ja
ისეთი თოფია რომ ყველა დანიშნულებაზე აქვს პრეტენზია
okela84
ჩემი აზრით მოკლე ყველაფერი ნაკლებად ზუსტია, ნუ რაღათქმაუნა იმ შემთხვევაში როცა მწარმოებელი ერთია და სხვაობა მხოლოდ ლულის სიგრძეშია. წინაღდეგ შემთხვევაში ყველა მოკლეს იყიდიდა, ზედმეტი წონის თრევა არავის სიამოვნებს.
ნადირობისას კომპაქტურობა და წონა იმხელა პლიუსია რო სიზუსტეში მინიმალურ სხვაობასაც თავისუფლად გადაწონის და პლიუს ამას დარწმუნებული ვარ ხელიდან სროლისას რამენაირად იყოს შესაძლებელი იმ მინიმალური სხვაობის შემჩნევა რომელიც იქნება მოკლე და გრძელულიან ვერსიებს შორის.
ბაიკერი
რამდენად ზუსიტა ეს თოფი ვისაც გაქვთ იქნებ დაწეროთ. დაინტერესებული ვარ განსაკუთრებით მოკლე ვარიანტები მომწონს
geojorjika
ბაიკერი
ზუსტია, პირვეკ პოსტში წერია როგორიც wink.gif , + ერთი ტურნირი HW100 მოიგო
ბაიკერი
მოკლე ვარიანტებიც ზუსტია? ანუ რაც ღირს მიიცემა ხო?

1950 ლარი ღირს მაგნუმში. ისაა ცუდი რომ შემოწმების საშუალებას არ იძლება მაღაზია. რომ გავიტანო და ბრაკი იყოს მამენტ რა ვქნა
geojorjika
ბრაკი რა უნდა ქონდეს? ვიზუალურად თუ კარგია 99% კარგი იქნება
ბაიკერი
ნუ ყველაფერი შეილება დეფექტით იყოს. წესით სატესტო უნდა ჰქონდეთ ტირის მაგვარი რომ გაისინჯოს თOფი. მანდ ყიდვა გამოწერის პონტია biggrin.gif
okela84
ბაიკერი
შენ იყიდე და გარანტიას მოგცემენ როგორმე biggrin.gif
ბაიკერი
მაგრად მინდა ეს თოფი. მობილური გავყიდე. ეხლა თოფსაც ვყიდი. თუ გაიყიდა ვიყიდი sad.gif
okela84
ბაიკერი

ხელიდან სროლა თუ გევასება რამე დაბალი ჯერადობის პატარა მსუბუქი ოპტიკაც დაუყენე, ხუფებიანი მექანიზმით იგივე (dead hold)-ით და მაგრად ისიამოვნებ ნადირობისას wink.gif
ბაიკერი
okela84
შორ მანძილზე მინდა და პატარა ჯერადობა არ გამოდგება სამაგისოდ. მაქვს 4-16 და იმას ვიხმარებ თუ ვიყიდი.
თან ბევრი ვარიანტია ამ თოფების და ჯერ იმაზე მომიწევს დიდი ფიქრი რომელი ვიყიდო biggrin.gif მოკლე გრძელი ისაო ესაო.
okela84
ბაიკერი
მე მეგონა მარტო მოკლე ჰქონდათ მაგნუმში და მაგიტო გირჩიე. მოკლე არის ხელიდან სროლისთვის და სანადიროდ უფრო მაგარი და იდიალური იქნებოდა ის რაც მე გირჩიე და საერთოდ იცოდე რო ძაან მოუხერხებელია მაღალი ჯერადობით ხელიდან სწრაფი სროლა
ბაიკერი
okela84
რა დასამალია და ხელიდან ვეღარ ვისვრი კარგად. გადავეჩვიე ძალიან. მგონი მოკლე გრძელი ვარიანტებია გუშინ ვიყავი შესვენება იყო ვეღარ ვნახე კარგად. შენ კმაყოფილი ხარ? როგორი ვარიანტი გაქვს 100ის მერე და დაბოლოება აქვს?
geojorjika
რისთვის გინდა ეგ ფიშტო, სანადიროდ?
ბაიკერი
სანადიროდ რა, ყვავს შეიძლება ვესროლო. ძალიან მეზიზღებიან. ისე მიზანში რომ ვისროლო ძირითადად
geojorjika
ბაიკერი
მაშინ გრძელ ლულიანი იყიდე
ბაიკერი
ფორუმელმა რომ მაჩვენოთ და მასროლინოთ შEგიძLიათ?
okela84
ბაიკერი
მანქანა და ნასოსი იშოვე და გასროლინებ wink.gif
ბაიკერი
okela84
ორივე მაქვს biggrin.gif გადამყვანი უნდა რამე?
geojorjika
გირჩევთ ტირში ისროლოთ
ბაიკერი
geojorjika
რატო?
პოსტები: 10,666
biggrin.gif დროზე დაპოსტე
geojorjika
იმიტომ რომ არავინ.მოგადგება საბუთები მანახეო
okela84
ბაიკერი
პმ-ში მოგწერე ნომერი და როცა გადაწყვეტ დამირეკე და მოვილაპარაკოთ და ტირში წავიდეთ მართლა თუ გინდა ბურევესნიკში
pilotina
okela84

სად არის ეგ ბურევესტნიკი და რა ღირს მანდ სროლა?
pilotina
და რამდენ მეტრიანი ტირია მანდ?
soxa
ტირი 50 მეტრიანია
okela84
pilotina
ხვალ დავრეკავ და ვიკითხავ თუ იქნებიან. წამოიღე შენი თოფიც შესადარებლად და ტირში უფრო ზუსტ სხვაობას იგრძნობ.

გარეთ გასვლის შემთხვევაში იდიალური ამინდი თუ არ იქნა ვერ გაიგებ თოფის რეალურ შესაძლებლობებს. ასე რომ ტირი იდიალური აჩევანია ყველამხრივ. მათშორის ჩვენი თოფების უსაფთხოების მხრივაც.
pilotina
okela84

ეჰ, კაი იქნებოდა და მეც მინდა გავსინჯო,მარა სამწუხაროდ ხვალე ვმუშაობ და საღამოს ჩამოვალ მხოლოდ.... sad.gif

ისე სად არის ტერიტორიულად? მგონი მაღლივისკენ რო გადასხვევია მაგ ქუჩაზეა ხო?
okela84
pilotina
ხო მანდ არის

რა პრობლემაა მერე იყოს
Multi-Tool
ციტატა(aleqsandre @ 8th February 2015 - 11:57 PM) *
ჩემი აზრით მოკლე ყველაფერი ნაკლებად ზუსტია, ნუ რაღათქმაუნა იმ შემთხვევაში როცა მწარმოებელი ერთია და სხვაობა მხოლოდ ლულის სიგრძეშია. წინაღდეგ შემთხვევაში ყველა მოკლეს იყიდიდა, ზედმეტი წონის თრევა არავის სიამოვნებს.
ნადირობისას კომპაქტურობა და წონა იმხელა პლიუსია რო სიზუსტეში მინიმალურ სხვაობასაც თავისუფლად გადაწონის და პლიუს ამას დარწმუნებული ვარ ხელიდან სროლისას რამენაირად იყოს შესაძლებელი იმ მინიმალური სხვაობის შემჩნევა რომელიც იქნება მოკლე და გრძელულიან ვერსიებს შორის.

ლულის სიგრძე სიზუსტეში არ მოქმედებს. უბრალოდ იმავე სიჩქარეზე მეტ ხარჯვას, შესაბამისად ნაკლები რაოდენობის გასროლას მიიღებს.
სიზუსტეში ლულის სიგრძეს მხოლოდ ღია სამიზნეს გამოყენებისსას აქვს მნიშვნელობა. რადგან რაც უფრო დიდია მანძილი წინა და უკანა სამიზნეს შორის მითუფრო ნაკლებია ხარვეზი დამიზნებაში.
რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, ოპტიკით სროლისას აქაც ნაკლები მნიშვნელობა აქვს ლულის სიგრძეს.
SCORPIONS
Multi-Tool ეეხ,შენ რო ერკვევი,ნეტავ ყველა ახალბედა ეგრე ვერკვევოდეთ.. smile.gif wink.gif სათრევადაა იოლი,თორემ მე,სრულყოფილ ვერსიას ვემხრობი!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.