ესეიგი რა ხდება,
ბოლოს გასვლი შემდგე მე ისევ თავში მიტრიალებს მხოლოდ ერთი რამ, როგორ გადავაკეთო ჩემი თოფი, რომ ან სპორტული იყოს ან და სანადირო. ახლა არც მძიმე ტყვიებს (13.4 გრაინი მაქვს მხედველობაში) ისვრის სწრაფად და მსუბუქებს (10.2 აქ) კი ფანტავს.
დღეს მე და ჯაჯამ ჩავუტარეთ მინი ოპერაცია ფიშტოს და გავაკეთეთ ასეთი რამ:
1) რედუქტორის მიღმა გავუზარდეთ მოცულობა 125-დან 142-მდე

ვისროლეთ პირველი ტყვია და ........... იმ სიტყვებს ვერ დავწერ რაც მე ვთქვი, 270 მ.წ-ი გავგიჟდი კინაღამ, როგორ შეიძლება ამხელაზე გაზარდო კაცმა რედუქტორის მიღმა ჰაერი და სისწრაფემ საერთოდ არ მოიმატოს. აქვე დავწერ, რომ ადრე მაქვს გაქრონილი 13.4 გრაინიანი ტყვიები სანამ თოფს შევეხებოდი და მაშინაც მიწერდა 270-ს.
2) ჯაჯას გაახსენდა, რომ დამრტყმელი ზამბარაც უნდა მოგვეჭიმა, რომ ძალა ჰქონოდა, ჰოდაა ვეტაკეთ ეგრევე დავშალეთ უკნიდან და ამოვაგდეთ ზამბარა, დავითრიეთ შისწიგრანნიკი და დავიწყეთ გადაჭერა, 1/8 ბრუნი გაკეთდა თუარა და ზამბარა აღარ ეჭირება.
ოიი რას ხედავს ჩვენი თვალები და ზამბარას უყენია პატარა შისწიგრანნიკი, რომელიც იცავს უკან მოშვებისგან. აგრანიჩიწელი.
ვეტაკეთ ინსტრუმენტებს და ოიიიი, ის ზომა რომელმაც უნდა მოუშვას ეგ ჯანდაბა შისწიგრანნიკი არ გვქონია
არადა ლისზე ვართ ასულები და თოფი დაშლილი, მაგიდა გაწყობილი და ეს ყველაფერი ტყუილად

ნუ არ დავიბენით და გამოვიქეცით ქალაქისკენ, ავკრიფეთ ეს ჩვენი გუდა-ნაბადი ავაწყვეთ თოფი, რედუქტორის მიღმა 142-დან დავწიეთ 134-ზე (სტანდარტი რაც იყო იმაზე მეტი) და გავიქეცით ჯაჯასთან სახლში ინსტრუმენტებიზა.
უკვე გვიან იყო და ლისზე დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, ავდექით და გავედით ჩემთან ოფისში. მოვეწყეთ მაგიდასთან, მოვხსენით აგრანიჩიწელი და მოვჭიმეთ ზამბარა ორი ერთი ბრუნით,
დავიწყეთ ქრონში გატარება და რას ხედავს ისევ ჩემი თვალები, 280-ზე ზევით ისევ არ ადის. (ისევ ვიგინები) მე ეგრევე წამოვაყენე იდეა, რომ მოდი ისევ რედუქტორის მიღმა ავწიოთ წნევა მეთქი, 142-ზე დავაყენოთ მეთქი.
ჯაჯამ გააპროტესტა და უარი განმიცხადა ჩემს უგუნურ საქციელზე. არაო რა ცოდოაოო.
კარგი მეთქი, ავდექით და ზამბარას მოვუჭირეთ კიდევ ნახევარი ბრუნით.
(სულ დამავიწყდა დაწერა იმისა, რომ ქრონმა სასწაულად გაგვაწვალა, ხან სინათლე არ ყოფნიდა და თანაც ვის ტერიტორიაზე ჰააა? პროლაითის ტერიტორიაზე რომ სინათლე არ გეყოფა!!! და ხან კიდე რანცხა სასწაულს წერდა, რომელიც ჯაჯამ პრობლემების სიაშიც კი ვერ იპოვა. მერე დავუყენეთ ბევრი განათება, თოფს დავუყენეთ მაყუჩი და ქრონი გამოსწორდა)
გავისროლეთ ისევ მძიმე ტყვია და სადღაც 286 მ.წ დაიჭირა სისწრაფე. სამწუხაროდ რეზერვუარი დაიცალა 22 გასროლაში.
ფაქტიურად თოფის რესურსის მაქსიმუმი გვქონდა გამოყენებული, რედუქტორს მიღმა 125-ის ნაცვლად 134 გვქონდა დაყენებული და ზამბარა ორი ბრუნით მოჭიმული. გასროლების რაოდენობაც 42-დან 22-ზე იყო ჩამოსული.
ნუ მომეღუნა სახე, მაგრამ რა უნდა ვქნა ჰა? ასეთი შედეგი არ მაწყობდა ნაღდად. ამდენი ვიწვალო და 286-ით ვისროლო არ მინდა მეთქი ვუთხარი ჯაჯას და ახლა დავიწყეთ პირიქით სიჩქარის დაგდება.
რედუქტორის მიღმა დავტოვეთ 120 ატმოსფერო და ზამბარა მოვუშვით თითქმის სამი ბრუნით.
გამოვიდა 10.2 გრაინიანი ჯსბ-ის ტყვიებით 293 მ.წ.
სპორტული სროლისთვის სავსებით საკმარისიაოოო ასე გადავწყვიტეთ და ამ დროს რა გამოვიდა იცით?
42 გასროლის ნაცვლად მივიღე სადღაც 60 გასროლა

არადა რა დააკლდა 304-ით ისროდა ამ ტყვიებს და ახლა ისვრის 293-ით.
რამხელა სვაობას აძლევს ეს 11 მ.წ გადახარჯვაზე

175 კუბიკით 60 გასროლა და თანაც 293-ით მაგარი შედეგია ხო?

ნუ მოვრჩით და ავაწყვეთ თოფი ჩავბარგდით მანქანაში და წავიყვანე ჯაჯა სახლში.
რა თქმა უნდა მთელი გზა მოღუშული სახე მქონდა, (მოღუშულ სახიანი სმაილიკი) ერთი აზრი მიტრიალებდა სულ, რატომ არ გავზარდე მეთქი რედუქტორის მიღმა სადღაც 140 ატმოსფერომდე მეთქი, იქნებ და მიმეღო ის ჩემი სანატრელი შედეგი მძიმე ტყვიებით მეთქი.
კაროჩე რამოდენიმეჯერ კიდევ გზად განვიხილეთ მიღებული შედეგი და ბოლოს გადავწყვიტეთ ასეთი რამ (ტოესწ მე გადავწყვიტე)
ხვალ მივდივარ სასროლად და თანაც ჯაჯას ოპტიკით, ვაკვირდები თოფს, თუ კარგი შედეგი მომცა და ის ზედმეტი 11 მ.წ რომელიც უშლიდა თოფს ზუსტ სროლაში გამართლდა და თოფდა მართლაც დაიწყო სასურველი შედეგის ჩვენება სპორტულ სროლაში, მასინ ამ თოფს არ ვეხები და ვიტოვებ ჩემპიონატებისთვის. იდეალური იქნება 175 კუბიკით 60 გასროლა რედუქტორით და 293 სისწრაფით.
აი თუ ისევ გაფანტვა მომცა, მერე ვშლი ისევ და ვაყენებ რედუქტორის მიღმა 140 ატმოსფეროს და დამრტყმელ ზამბარას დავჭიმავ სამი ბრუნით. დარწუმებული ვარ მაგ შემთხევაში გაისვრის მინიმუმ 295-ით 13.4 გრაინიან ტყვიას და მექნება სადღაც 18 გასროლა.
ნადირობისთვის იქნება იდეალური თოფი. მაგხელა ენერგეტიკით რასაც არ უნდა მოხვდეს გააქვავებს ადგილზე.
აი მერე კი უნდა ვიყიდო მეორე თოფი სპორტისთვის და ის თოფი სახელად იქენბა ..........???

აი ესეთი დღის შედეგი მაქვს

ხვალ ეს ისტორია გაგრძელდება.