ციტატა(jjjjkki @ 16th May 2011 - 11:29 PM)

დარწმუნებული ვარ არასდრროს არ გვქონია ქართველებს დანების გაკეთების ტექნიკა (რამე განსაკუთრებული)
რამდენი წლის კვლევა-ძიების შემდეგ დაასკვენი და ასე დარწმუნებით იძახი ამას? რამდენი წლის ხარ საერთოდ? ცნობისათვის დანებს მარტო ქალები ატარებდნენ. გულის დანა თუ რაღაც მასეთი ერქვა. რატომ ატრებდნენ ქალები ალბათ მიხვდები. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში.
ნუ გადამრიეთ ხალხნო საქართველოზე იძახით,რომ ფოლადის დამუშავება არ ვიცოდით როცა საქართველო მეტალურგიის სამშობლოთ ითვლება? ნერვები არ მყოფნის რისი დაწერაც მინდა რო გადმოგცეთ.
ციტატა(nihontoman @ 17th May 2011 - 12:28 AM)

nihontoman
ეტყობა კარგად არ დაინტერესებულხარ ძმაო ქართული ხმლებით თორემ თბილისში არ გაგიჭირდება მოიძიო და მიაგნო მასალებს.
მახსოვს ადრეც იყო ფორუმზე რაღაც კამათი ქართული ხმლების დამუშავების ტექნიკაზე და იქ დავწერე თუ ვინმეს სერიოზულად აინტერესებს არის თბილისში ასეთი პიროვნება გიორგი შაველაშვილი . ტელეფონის ნომერიც მიწერა. მოიძიეთ და ეწვიეთ სახელოსნოში. მე პირადად მისაუბრია იმ კაცთან, მუშოაბს ქართული ხმლის ჭედვის ტექნიკის მოძიებაზე. მას ხელში ჩაუვარდა ზუსტად ის ხმალი რომელიც უკვე საუკუნეებია საერთოდ გადაკარგულია ტექნიკა დამზადების. გაგიკვირდებათ და იმ რამოდენიმე საუკუნის ხმალმა თქვენი იაპონური ხმალი ისეთ დღეში ჩააგდო,რომ კაცი რო მელაპარაკებოდა ემოციებისგან ლამის ცრემლები მოდიოდა. რა სპაიდერკო და ქოლდ სტილი,ბოკერი,რის ტანტო შმანტოები.
ვეთანხმები ფოქსის,რომ ჯერ ჩვენი უნდა ვისწავლოთ და მერე განათლებისათვის უკვე სხვისაზე გადავიდეთ. დიდოსტატის მარჯვენა თუ წაგიკითხავთ? თუ არა და წაიკითხეთ და იქაც საინტერესო მონაკვეთი არის ქართული ხმალზე. თუ გსმენიათ ქართულ ხმალზე რომელიც ისეთი ელასტიური იყო,რომ წელზე ქონდათ შემორტყმული და ამ ხმლის შემხედვარე ვინმე იტყვის,რომ საქართველოში არ იცოდნენ ფოლადის დამუშავება?
თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო