დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დანის გამოწერა
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4
iorama
ციტატა(kardinnal @ 17th May 2011 - 11:12 AM) *
ემოციებს ავყევი და წლოვანება აღარ გავითვალისწინე ,მაგ ბავშვის



რამდენი წლისაა?

nihontoman
iorama
ერთი პერიოდი დავინტერესდი, მარა რა ინფორმაციის მოძიებაც შევზელი, საკმაოდ უკაკუნებდა ფანტაზიას და რეალობასტან შორს იდგა.... გამიჭირდა იქიდან სიმართლის მარცვლების მოძიება და მერე ერთმანეთთან სერწყმა, ამიტომაც ხელი ცავიქნიე.

და თუ ასეთი მაგარი მჭედლები გვყავს, რატო არ არიან საერთასორისო დონეზე ცნობილნი? მე ვამბობ მართლა ცნობილს და არა ისე, რომ რარაცა წრემ იცოდეს მხოლოდ და სხვა აზრზე არ იყოს. იგივე ამერიკაში ზალიან დიდი ინტერესია ეთნიკური სამჭედლოების მიმართ, მარა რავი.....

დასკვნა ერთია - ის, რომ მე გაუნათლებელი ვარ ამ საკითხსი, ისევ და ისევ პირველწყაროს ბრალია, რატო არ ცდილობენ ახალ ორბიტაზე გადასვლას და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას? რატომ არიან ჩაკეტილი ერთ პატარა ყუთში და მილიონერების ზაკაზებზე მუსაობის გარდა არაფერს აკეთებენ?

ციტატა
გაგიკვირდებათ და იმ რამოდენიმე საუკუნის ხმალმა თქვენი იაპონური ხმალი ისეთ დღეში ჩააგდო,რომ კაცი რო მელაპარაკებოდა ემოციებისგან ლამის ცრემლები მოდიოდა. რა სპაიდერკო და ქოლდ სტილი,ბოკერი,რის ტანტო შმანტოები.


საინტერესოა, სად იშოვა ამ კაცმა იაპონური ხმალი, რომ რარაც დღეში ჩაეგდო biggrin.gif როდესაც ხმალი რამდენიმე ათასი და ათეული ათასი ღირს, შეეძლო მას კი რომ გაებედა და ასეთი ხარჯები გაეღო? თუ მართლაც გააკეთა და ერთმანეთს უწახუნა, არ გამიკვირდებოდა, რომ იაპონური ხმალი, რომელიც სულ სხვა კონსტრუქციისაა და სხვა რამეზეა გათვლილი, გაღუნულიყო ან რამე მაგგვარი და ქართული ისევ ისეთი დარჩენილიყო ცოტაოდენი ნაკაწრებით... იაპონური და ქართული ხმალი ისე განსხვავდება ერტამანეთისაგან ფორმით, ფუნქციით და კონსტრუქციით, როგორც სარბოლო მანქანა და ყველგანმავალი ჯიპი - იდეაში ერთი ნივთია, ხმალია, მარა მათი გამოყენების არეალი სულ სხვადასხვაა....
მარა თუ ჩაატარა ტესტი სხვა რამეზე, მაგალითად პირის სიმყარეზე, სხვადასხვა სამიზნეების ჭრის ხარისხზე და ა.შ. საინტერესო იქნებოდა ამისი ნახვა, თუნდაც სურათებით ან თუნდაც კარგად აღწერილ ტექსტის წაკითხვა....

დიდოსტატის მარჯვენა წამიკითხავს და ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინე ფოლადის წრთობის პროცესმა, რომელიც ფაქტიურად უკაკუნებდა თანამედროვე ჰაერით წრთობად ზეგამძლე საიარაღო ფოლადს (A2 ან S7 მაგალითისათვის). არ მიკვირს, რომ თუ ქართველებს მართლაც ქონდათ ასეთი ხმლები, ისინი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, სწრაფი და დაფასებული იქნებოდა მთელს რეგიონში. სიამოვნებიტ ვიყიდიდი ასეთ ხმალს, თუ კიდევ აკეთებს ვინმე, ოღონდ თუ სახლის გაყიდვა არ მომიწევს კარგი იქნება biggrin.gif

ციტატა
ვეთანხმები ფოქსის,რომ ჯერ ჩვენი უნდა ვისწავლოთ და მერე განათლებისათვის უკვე სხვისაზე გადავიდეთ.


სწავლის პროცესი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, ყველაზე მცოდნეც კი გაიგებს ბევრ ახალს, ამიტომაც რარაც სფეროს ბოლომდე შესწავლა შეუძლებელია და არავის ქონდეს ილუზია ამაზე biggrin.gif გამოდის, სხვისი სწავლება ყველაზე სწავლულსაც კი არ უნდა შეეძლოს? (ჩემს თავს არ ვგულისხმობ ღმერთმანი, ცუდად არ გამოგოთ smile.gif) ასე არ ვფიქრობ.... გამიზიარეთ რაც იცით და მეც გაგიზიარებთ რაც ვიცი, ფორუმიც ხომ ამისთვისაა შექმნილი smile.gif


ციტატა(iorama @ May 17 2011, 11:39 AM) *
რამდენი წლისაა?



16 წლისაა, როგორც თვითონ თქვა....
davil
16 წლისა ხალიბების თამადობით ჩვენი წინაპრების სადღეგრძელოს ვსვამდი უკვე ჩემს მეგობრებთან ერთად. მათ შესახებ კი ზუსტად იმ მტვრიან წიგნებში მქონდა წაკითხული და დღესაც ვკითხულობ სიამოვნებით.
iorama
ციტატა(nihontoman @ 17th May 2011 - 11:53 AM) *
ერთი პერიოდი დავინტერესდი, მარა რა ინფორმაციის მოძიებაც შევზელი, საკმაოდ უკაკუნებდა ფანტაზიას და რეალობასტან შორს იდგა.... გამიჭირდა იქიდან სიმართლის მარცვლების მოძიება და მერე ერთმანეთთან სერწყმა, ამიტომაც ხელი ცავიქნიე.


ზუსტად მაგაშია საქმე,რომ იმ დონის იყო ტექნიკა რო ეხლა ფანტაზიად მივიჩნევთ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი დაიკარგა და ყველანაირად უნდა ვეცადოთ,რომ მოვიძიოთ და აღვადგინოთ. უამრავი ქართული საქმიანობა შეიძლება ეხლა ფანტაზიად მოგვეჩვენოს. მტერი მარტო ხალხის დარბევითა და ხოცვა-ჟლეტით არ შემოიფარგლებოდა და კულტურის განადგურებასაც ცდილობდა რამაც შეიწირა ის უამრავი ჩვენი სიმდიდრე რომლებშიც ერთ-ერთი თუნდაც ფოლადის დამუშავება იყო.

ციტატა(nihontoman @ 17th May 2011 - 11:53 AM) *
საინტერესოა, სად იშოვა ამ კაცმა იაპონური ხმალი, რომ რარაც დღეში ჩაეგდო biggrin.gif როდესაც ხმალი რამდენიმე ათასი და ათეული ათასი ღირს, შეეძლო მას კი რომ გაებედა და ასეთი ხარჯები გაეღო?


დამიჯერე ამის საშუალება ნამდვილად აქვს smile.gif

ციტატა(nihontoman @ 17th May 2011 - 11:53 AM) *
რატო არ ცდილობენ ახალ ორბიტაზე გადასვლას და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას? რატომ არიან ჩაკეტილი ერთ პატარა ყუთში და მილიონერების ზაკაზებზე მუსაობის გარდა არაფერს აკეთებენ?


გლავნოე ნე კოლიჩესტვო ა კაჩესტვო wink.gif თუნდაც იმიტომ,რომ რამოდენიმე კაცი რამდენის დამზადებას მოახერხებს,რომ ამაზონზე დადოს გასაყიდად? biggrin.gif


ციტატა(nihontoman @ 17th May 2011 - 11:53 AM) *
სიამოვნებიტ ვიყიდიდი ასეთ ხმალს, თუ კიდევ აკეთებს ვინმე, ოღონდ თუ სახლის გაყიდვა არ მომიწევს კარგი იქნება


როცა ამას წერდი ხო დარწმუნებული იყავი რო სახლის გაყიდვა მოგიწევდა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
iorama
ციტატა(nihontoman @ 17th May 2011 - 11:53 AM) *
საკმაოდ უკაკუნებდა ფანტაზიას და რეალობასტან შორს იდგა



შეგიზლია წამოიდგინო,რომ არსებობდა ისეთი ჯიშის ვაზი რომლიზგანაც ხიდები იწნებოდა? მგონი არა ხომ? არა და ფაქტია

სერგო ვარდოსანიძეს თუ იცნობთ ვინმე აბა ჰკითხეთ ფლობდა თუ არა ქართველი მებრძოლი გაუჩინარების ტექნიკას? ესეც ხომ დაუჯერებელია? აშკარად ფანტასტიკაა,მაგრამ ფაქტია რომ იყო და ეხლა მარტო ნინძებზე კინოებშია
gregory
ციტატა(iorama @ 17th May 2011 - 12:23 PM) *
სერგო ვარდოსანიძეს თუ იცნობთ ვინმე

ეგ რომელს? სასულიერო აკადემიაში რომ კითხულობს ლექციებს?
iorama
ციტატა(gregory @ May 17 2011, 12:29 PM) *
ეგ რომელს? სასულიერო აკადემიაში რომ კითხულობს ლექციებს?



კი ბატონო. ისტორიკოსია და ცოცხალი მემატიანე



ისე თემის ავტორთან დიდ ბოდიშს კი ვიხდი მგონი გავცდით თემის არსს smile.gif
gregory
ძაან კარგად ვიცნობ: სულ ახალგაზრდა, "ახალგამოჩეკილი" მასწავლებელი იყო ზესტაფონის რ-ნის სოფელი ზოვრეთიდან, ჩვენს სკოლაში რომ მოვიდა და ჩემი ისტორიის მასწავლებელი გახდა wink.gif
მაგ კაცთან ერთად ფეხით მაქვს თუშეთ-ხევსურეთი შემოვლილი( ეჰ, მაშინ მერვე კლასელი ვიყავი) wink.gif
iorama
ციტატა(gregory @ 17th May 2011 - 12:38 PM) *
ძაან კარგად ვიცნობ: სულ ახალგაზრდა, "ახალგამოჩეკილი" მასწავლებელი იყო ზესტაფონის რ-ნის სოფელი ზოვრეთიდან, ჩვენს სკოლაში რომ მოვიდა და ჩემი ისტორიის მასწავლებელი გახდა



სიდან ხარ გრიგილიე ბუჯო ზესტაფონიდააანნნ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif

ეხლა კი უეჭველი მივიჭიპები ადმინიზგან. მაპატიეთ მეტს აღარ ვიზავ blush.gif blush.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
ციტატა(iorama @ 17th May 2011 - 12:51 PM) *
სიდან ხარ გრიგილიე ბუჯო ზესტაფონიდააანნნ?

არა, სერგოა ზესტაფონიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მე თბილისში, პირველი ექსპერიმენტული დავამთავრე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(iorama @ 17th May 2011 - 12:51 PM) *
ეხლა კი უეჭველი მივიჭიპები ადმინიზგან. მაპატიეთ მეტს აღარ ვიზავ

არც მე wink.gif
nihontoman
gregory
ბოლობოლო, რომელს იწერ? biggrin.gif
EnDeL
foxi

http://kakhaberzarnadze.ge/New_page_2.htm

ვზივარ და პირდაღებული ვათვალიერებ........

მომიტევეთ ოფერისტობა.. შეგიძლიაათ გაასუფთაოთ ისე ეს თემა...
WARNer brother
რა ვქნა არ მომწონს არც ერთი ქართული დანის დიზაინი

giorgi05 არაუშავს
nihontoman
ამ დანებზე ლაპარაკ-ლაპარაკში აი ეს სემომეწერა:




http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...html?s=KS1665OR

თან ფასიც ძალიან დაბალი აქვს (ისე, 60-მდე უკაკუნებს) ხოდა....

მოკლედ დანაზე ხმა არ ამოიღოთ!!!
foxi
ისეთი საინტერესო თემაა გვერდს ვერ ვუვლი. პარამეტრები რომლითაც ცივი იარაღის ავ კარგოზე შეიძლება ვიმსჯელოთ,მისი პირდა
პირი დანიშნულებიდან მოდის. მაგალითისთვის ერეკლე მეფის ხმალი,მისი წონა 16 კილოგრამს აღემატება!!!! წარმომიდგენია რამდენ ტონა კატანას გადაჭრის. yess.gif ცნობილია ფაქტები ერეკლეს ცხოვრებიდან რომ ცხენიანი მეომარი ყავს გაპობილი შუაზე თავის აბჯართან ერთად. ისტორიას შემორჩა ქართული ნაჭედი ხმლები რომელთა ფასიც ბევრად აღემატება უცხოურ ხმლებს.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ კატანა, ან იგივე დამასკოს ხმალი ,უფრო ნაკლებია. ცივი იარაღის ქარხნული წარმოება ვერასდროს შეედრება ოსტატის ხელით ნაწედ ექსკლუზიურ იარაღს. nihontoman რაც შეეხება შენს მოსაზრებას იმის თაობაზე რომ მასიურ წარმოებას ვერ აბავენ თავს და მხოლოდ მილიონერებზე მუშაობენ ეგ ზარნაძე არ ეხება!!!! ის ძალიან დიდი კაცი იყო და მასე მდაბიოდ არ ფიქრობდა. უბრალოდ ერთხელ რომ გაიარო და ნახო მისი სამჭედლო ურიგო არ იქნება. მერწმუნე ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ. მით უმეტეს რომ ცდილობ იყო განსწავლული მაგ კუთხით. ძალიან ბევრი რამის მოყოლა შემიძლია მის მიერ დამზადებულ იარაღზე. თუ გაინტერესებს არ მეზარება. მაგრამმ ერხელ მაინც მოუსმინე ფოლადის სიმღერას, ნახე როგორ ჭრის ლურსმნებს როგორ თლის უგოლნიკის კუთხეებს და ამასთანავე ბასრი პირი საერთოდ არ ჩლუგდება.იქნებ მერე მიხვდე რომ ქართული მჭედლობა რა გამქრალა.
nihontoman
foxi
რაღაც არ მგონია, რომ 16 კილოიან ხმალს რაიმე პრაქტიკული დანიშნულება ჰქონოდა. ეგ იქნებოდა უფრო რიტუალური ან რამე მაგგვარი დანიშნულებით.... ბრძოლაში ხმალი რაც მსუბუქია, მით უკეტესი, უბრალოდ შეუძლებელია 16 კილოიანი ხმლის აწევა და აქეტ იქიტ ქნევა.....


ისე, ზარნაძესტან კი უნდა გავიარო ერთხელ, ყველა მაგაზე ლაპარაკობს, როცა ქარტველ მჭედლებზე მივა საუბარი....

nihontoman
gregory


ესეტზე რას იტყვი? მსვენიერია....
WARNer brother
ხოო მეც გავივლი მამაჩემთან ერთად
თუ იცი მისამართი?
nihontoman
jjjjkki
არ ვიცი, ის იცი რომ ნსადღაც ძველ თბილისშია, მგონი ორთაწალაში....
gregory
ციტატა(kakha @ 17th May 2011 - 04:20 PM) *
უბრალოდ ერთხელ რომ გაიარო და ნახო მისი სამჭედლო ურიგო არ იქნება.

სიამოვნებით გავივლი კი არადა სპეციალურად მოვინახულებ wink.gif
ციტატა(nihontoman @ 17th May 2011 - 04:40 PM) *
ისე, ზარნაძესტან კი უნდა გავიარო ერთხელ, ყველა მაგაზე ლაპარაკობს, როცა ქარტველ მჭედლებზე მივა საუბარი....

ხოდა კიდდო: biggrin.gif
მაინც მე ვინჩო გამოვიწერე: ჯერ ერთი ჯაჯას აქვს biggrin.gif მერე და იაფია wink.gif
რეპორტს დავდებ, თორე პნევმოებზე აღარაა რეპურტები sad.gif
gregory
ხოოო,არც პოსტები, არც ესვიდეო ჯერ არ მქონდა ნანახი, დარავიცი აბა...
nihontoman
gregory
იმედია გამოგადგება.

რეპორტს ველოდებით smile.gif


ვის მეშვეობით გამოიწერე და საიდან თუ საიდუმლო არაა?
gregory
ელს-ის
რავი სახლში მოაქვთ და smile.gif
nihontoman
gregory
დანებზე არ ჭედავენ მერე? სახლში U2G-საც მოაქვს....
Der Rote Baron
აქ რა ამბები ყოფილა.. საინტერესო პოსტებსაც მოვკარი თვალი, ნაღდად ,,საინტერესო ოFFია'' ხვალ გადავიკითხავ
WARNer brother
ხალხნო ალბათ იცით რომ დანას ვარჩევდი Outdoorsman -ი მომეწონა იმის დე... და მე ჭკვიანმა კიდე დავიწყე დანების თვალიერება ხოოდა მგონი ერთი დანა შემიყვარდა http://www.amazon.com/Voxknives-Gnome-Canv...646&sr=8-19 ყველაფერი მომწონს იმის გარდა რო ძვირია და ვერ გამოვიყენებ. http://www.amazon.com/Cold-Steel-Outdoorsm...8391&sr=8-1 ამას გამოვიწერ ეხლა და ვინმეს იმ ბოკერთან გქონიათ შეხება? რაში იყენებთ? ისეთი ლამაზია მინდა რო ხელში მეჭიროს

nihontoman
jjjjkki
გნომი მაქვს და ძალიან კარგია. უფრო პრაქტიკულია, ვიდრე გგონია. ხარისხიც მშვენიერია და ასესრულებაც....

პ.ს. ჩამომივიდა ჩემი გამოწერილი კერშო და ძალიან კმაყოფილი ვარ. 30 დოლარად ისეთი ხარისხი აქვს, როგორიც ბევრ 100+ დოლარიან დანებზე გვხვდება. თან ამერიკაშია დამზადებული....


სურათებს მერე დავდებ, როცა ხასიათზე ვიქნები....biggrin.gif
nihontoman
როგორც იცით, ვიყიდე კერშოს დანა, ხოდა აქ დავწერ პატარა მიმოხილვასავით smile.gif თუ სურვილი იქნება, გადავიტან ცალკე თემას გავუხსნი ან რამე....


ყველაფერი ორი-სამი კვირის წინ ამ თემის გამოცოცხლებიტ დაიწყო. მგონი გრეგორის უნდოდა ახალი დანის გამოწერა, ხოდა მირჩიეთო. მე რა თქმა უნდა ვერ გავძელი ცხვირის ჩაყოფის გარეშე და არჩევანი დახმარების გაწევა მოვინდომე (რამდენად გამოადგა ჩემი კოლსუნტაციები სხვა საკითხია, ჯერ არც ვიცი გამოიწერა თუ არა საერთოდ დანა). ბევრი ვარიანტი შევარჩიე, და სხვადასხვა საიტზე ბოდიალისას, ამ პატარას გადავეყარე:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...html?s=KS1665OR

ის ფაქტი, რომ ყოველთვის მინდოდა კერშოს დანის ქონა, ასევე ყოველთვის მინდოდა ნარინჯისფერი G-10 ტარი და ასევე ისიც, რომ დანა სეილზე იყო სულ რაღაც 30 დლარად, გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მაუსით და კლავიატურით რამდენიმე, მარტივი მოძრაობით ეს პატარა გამომეწერა biggrin.gif
პლიუს ამას, სურათიც საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა:



გადაწყვეტილება საკმაოდ სპონტანური იყო, მართლა არ ვაპირებდი არაფრის ყიდვას, მარა ცდუნებას ვერ გავუძელი smile.gif განხილვები ამ კონკრეტულ მოდელზე (ნარინჯისფერი ტარით) ცოტა იყო, სურათებიც ასევე არ ეყარა ინეტ-სივრცეში, ამიტომ ჩემი თავის მიკვირს როგორ გავრისკე - როგორც წესი, თუ რამის ყიდვას ვცაპირებ, მინიმუმ ერთი კვირა მასზე ინფოს მოძიებაში ვარ ხოლმე.... yes.gif

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოტ, დანის ტექნიკური მონაცემები:

ფოლადი: შვედური კომპანია Sandvik წარმოებული 14C28N უჟანგავი;
პირის სიგრძე: 8.3 სმ;
დაკეცილ მდგომარეობაში სიგრძე: 10.5 სმ;
ღია მდგომარეობაში სიგრძე: 18.4 სმ;
ტარი: ნარინჯისფერი კომპოზიტი G-10, შავი დეტალებით და შავი G-10-ის გამყოფით;
წონა: 3 უნცია, ანუ სადღაც 85-86 გრამი, რაც ძალიან მსუბუქია ამ ზომის დანისათვის.

დანის დადებით მხარეებად, ან ეგრეთწოდებულ "ნავაროტებად" შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ იგი წარმოებულია ამერიკაში (რაც მის მაღალ ხარისხზე აისახება), მისი დიზაინეტრი, კენ ონიონი ძალიან ნიჭიერი ვინმეა, იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, რომ დიზაინი წარმატებული იყოს. დანას აქვს ასევე საკმაოდ კარგი სისტემა SpeedSafe რაც მის გახსნას აადვილებს.



როგორც კი ჩამოვიდა, ეგრევე გავხსენი და ეგრევე ვიგრძენი რამდენიმე რამ:

1 - დამუავების ხარისხი ძალიან მარალია, ფაქტიურად 100$-იანი დანების დონეზე. მართლა საღოლ კერშოს.
2 - დიზაინი ძალიან ერგონომიულია და მიუხედავად იმისა, რომ ტარი ცოტა პატარაა ჩემი ხელისათვის (საშუალო ზომის ხელები მაქვს მგონიbiggrin.gif ) იგი ძალიან კარგად ჯდება ხელში მისი ფორმის გამო.
3 - გასახსნელად გამოიყენება კლასიკური ღილაკები რომელიც დანის პირზეა მოტავსებული და ასევე ეგრეთწოდებული ფლიპერი. მეორე გაცილებიტ მოსახერხებელი და სასიამოვნო სახმარია, განსაკუთრებით SpeedSafe-თან ერთად.
4 - დანის პირი, ისევე როგორც სხვა დანარცენი ნაწილები, ერგონომიულადაა განლაგებული ტართან მიმართებაში, დიდი მუცელი აქვს და ადვილი სახმარია. ასევე, საშინლად ბასრია - წვერიც კი გავიპარსე ერთ მხარეს biggrin.gif



დაკეცილ მდგომარეობაში დანა კომპაქტურია და ჯიბეში კარგად მიდის. არ ქმნის უხერხულობებს, რადგან საკმაოდ მსუბუქია (რაც ნაწილობრივ სკელეტონიზებულ რკინის ჩარჩოს და G-10ის დამსახურებაა) და თხელია. კლიპი ნორმალურია, თუმცა უკეთესიც სეიძლება ყოფილიყო - ზომაზე მეტად ხისტია და შარვილის ჯიბეს და აგრესიულ G-10-ს შორის საკმაოდ დიდ დატვირთვებს ქმნის იმისათვის, რომ ნაჭერი გაცვითოს და შეჭამოს...








ჩამკეტი მექანიზმი კლასიკური ლაინერია, დიდი არაფერი ინოვაციური, თუმცა საკმაოდ კარგადაა შესრულებული და საკმაოდ სქელიცაა smile.gif ზუსტად ისე მუშაობს, როგორც მე მომწონს - მთელი თავისი სისქით ედება პირის ძირს, თუმცა უკიდურეს მარცხენა მხარეში, რაც საკმაო "ზაპასს" აძლევს ცვეთისათვის:



ჩამკეტი იდეალურია - არანაირი ფლოხვა და თამაში არც ჰორიზონტალური და არც ვერტიკალური მიმართულებით. პირი დასრიალებს, რაც ორმაგი ბრონზის შაიბების დამსახურებაა (საკმაოდ იშვიათია, უფრო ხშირად ტეფლონს იყენებენ ხოლმე, ან ტეფლონ/ბრონზის კომბინაციას).

რაც შეეხება SpeedSafe სისტემას - იგი ეხმარება დანის გახსნისას და ასევე საიმედოდ იჭერს მას დაკეცილ მდგომარეობაში და დამატებითი გარანტიაა უსაფრთხოებისათვის. იგი წარმნოადგენს ზამბარას, რომელიც გახსნისას აწვება პირს და ინერციას აძლევს მას, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში, იცავს პატრონს დანის პირის ადვილად გახსნისაგან. დიაგრამის მეშვეობით ალბათ გაცილებით უფრო ადვილი გასაგები იქნება მისი მუშაობის პრინციპი:



სისტემა საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია, რადგან არც გახსნილ და არც დაკეტილ მდგომარეობაში, მასზე დიდი ძალა არ მოდის. დაჭიმული მხოლოდ მაშინაა, როცა დანას ვხსნით.

საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ - მშვენიერი ზომის და დიზაინის მქონე ჯიბის დანაა, ბევრი კარგად გათვლილი ნიუანსით და რაც მთავარია, ძალიან იაფია ჩმა.



შეაფასეთ.
WARNer brother
ლამაზიაა clapping.gif clapping.gif
nihontoman
დანებიანების თემა რო გავხსნა შეიძლება? აქ დანებზე საუბარი ცოტა ოფფერისტობაში შეიძლება ჩაითვალოს
foxi
nihontoman

გილოცავ. სახში დასადებად თუ გინდა არ არის ცუდი. ამხელა მოდერეტორი კაცი ხარ და ჩვენი დანები რომ აქვს ამ ფორუმს არ გახსოვს არა?
nihontoman
ციტატა
გილოცავ.


მადლობა

ციტატა
სახში დასადებად თუ გინდა არ არის ცუდი.


ნამდვილად არ ვაპირებ სახლში დადებას, პროსტო თან ტარებაც პონტია biggrin.gif

ციტატა
ამხელა მოდერეტორი კაცი ხარ და ჩვენი დანები რომ აქვს ამ ფორუმს არ გახსოვს არა?


??? მეჩვენება თუ რარაც საინტერესო წავიკითხე ეხლახანს??? biggrin.gif
foxi
lol2.gif ეხ ნიჰოლოზ ნიჰოლოზ... ბერდები უკვე. საძიებო ველში ნახე თემა ჩვენი დანები. სხვათა შორის შენი პოსტებითაა გატენილი და ბევრი შენი დანაც არის დასურათებული. lol2.gif
WARNer brother
ხო მეც მაქ ნანახი
nihontoman
დანებიანების თემაზე რა აზრის ხარ?
nihontoman
jjjjkki
რა აზრის უნდა ვიყო, გახსენი biggrin.gif
WARNer brother
რავი რ დამმვორნო
იქ რო ვისაუბროთ დანებზე
gregory
ციტატა(nihontoman @ 31st May 2011 - 04:25 PM) *
მგონი გრეგორის უნდოდა ახალი დანის გამოწერა, ხოდა მირჩიეთო. მე რა თქმა უნდა ვერ გავძელი ცხვირის ჩაყოფის გარეშე და არჩევანი დახმარების გაწევა მოვინდომე (რამდენად გამოადგა ჩემი კოლსუნტაციები სხვა საკითხია, ჯერ არც ვიცი გამოიწერა თუ არა საერთოდ დანა).

nihontoman
ამ ფორუმზე ერთია ყველაფერს რომ ყიდულობს ად არაფერი შეიძინა ჯერ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
კი გამოვიწერე და თბილისშია უკვე. ჯერ არ გამომიტანია:ხვალ ან ზეგ, როცა გამოვიტან ფოტოებსაც დავდებwink.gif
შენს "ოქროს თევზსს" გილოცავ! ძაან ფუტურისტულია ჩმა wink.gif არადა ნაკეთობა მართლაც კარგია smile.gif

WARNer brother
მე ვარ ხო ეგეთი
EnDeL
ციტატა(nihontoman @ 31st May 2011 - 06:20 PM) *
??? მეჩვენება თუ რარაც საინტერესო წავიკითხე ეხლახანს???



http://www.airgun.ge/forums/index.php?show...%83%91%E1%83%98


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

nihontoman
EnDeL
ეგ რისი ლინკია??? არ გადმოვწერ სანამ არ იტყვი biggrin.gif
EnDeL
ლინკი შემშლია იზვინი ჩავასწორე...
gregory
ხალხნო არ გაგეცინოთ და "კუხნის დანების ნაბორის" გამოწერა მინდა სიდედრისთვის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ძაან ძვირიანი არ მინდა: მაქსიმუმ 50 - 60$
აბა რას მირჩევთ? იქნებ აქ ყიდვა ჯობდეს სულაც?
ანა nihontoman , არ დაიზარო და აქაც გამოიჩინე შენი პროფესიონალიზმი wink.gif
ilariona
ციტატა(gregory @ 1st June 2011 - 02:40 PM) *
ხალხნო არ გაგეცინოთ და "კუხნის დანების ნაბორის" გამოწერა მინდა სიდედრისთვის


მოდი და ნუ გაგეცინება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ციტატა(ilariona @ Jun 1 2011, 02:42 PM) *
მოდი და ნუ გაგეცინება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



+1


გრიგოლ, არც სენ გაგეცინოს, მარა რისი ყიდვაც ღირს, კაკმინიმუმ 100დოლარზე მეტია. სხვა საკიტხია შენ როგორ გიყვარს სიდედრი და გაიმეტებ თუ არა მაგდენს biggrin.gif
ისე კი, ყველაზე იაფიანი და ამავდროულად კარგი კომპლექტი არის ქოლდსტილის აი ეს:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...html?s=CS59KSET


ან კერშო:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de....html?s=KS99007

ყველაზე იაფი რისი ნახვაც შევძელი აი ესენია:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...html?s=BOBM1112


მოკლედ სენი გადასაწყვეტია. ახლა გამოცნდება, რამდენად აფასებ სიდედრს biggrin.gif
gregory
nihontoman
კიდი დაძებნე შე კაცო biggrin.gif
კაი მაქს 100$ იყოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ისე კი ერთს ვიტყვი - კუხნის დანებს ტავისებური გაფრთხილება სჭირდება. დანები თუ არ დევს ტავის შესანახ ბლოკში და უჯრაში სხვა რკინის ნივთებს ედება, აზრი არ აქვს რაც არ უნდა კარგი იყოს, მაინც დაბლაგვდება. კარგი საკლესავი რომ იყიდო დანებისატვის არ გინდა?

მაგალიტად შარფმეიქერი სპაიდერკოსაგან - კაკრას 50 დოლარი ღირს და ძალიან კარგია. დანები იქნება მუდამ ბასრი biggrin.gif

gregory
ბოლო ნახე?
nihontoman
ან კიდევ ერთი ვარიანტია - იყიდე ერთი-ორი ცალ-ცალკე ნორმალური დანა, მაგალიტად ერთი იანაგიბა და ერთიც რამე უტილიტარული - ყველაფერს დაწრის, დაფცქვნის და რამე და ტან ნორმალური ხარისხი იქნება.

მაგალიტად:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_st...tarq%3Djapanese

ან ეს საყვარლობაც შეიძლება:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...tml?s=KSABS0900

ნახე, რა ფერადია biggrin.gif

საჩუქრად ბოლო ორივე ძალიან კარგი ვარიანტი მგონია. მართლა კარგებია ეგენი როგორც ამბობენ, ხოდა....
gregory
ციტატა(nihontoman @ 1st June 2011 - 03:18 PM) *
ნახე, რა ფერადია

ოხ როგორ გეტყობა რომ არა გყვს სიდედრი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეგ რა უბედურებაა! ლამაზი კია, ვაღიარებ, მარა რომანტიული ვახშმის მოსამზადებლად კი არ მინდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

nihontoman
gregory
რავი იაფი და კარგი ეგაა. ტან ეგ ფერები სილამაზისთვის არაა - ადვილი იქნება განსხვავება იმისა, თუ რომელი დანიტ რა პროდუქტს ჭრის (ტევსი, ხორცი, ბოსტნეული და ა.შ.) და გემოტა არრევაც არ მოხდება....

თუ ეგენი არ მოგწონს, პირველზე რარაც ისტყვი? ისინიც მაგრებია, აარჩიე ერთი-ორი ცალი და გამოუწერე smile.gif
giorgi-RW1k77X2
სიდედრისათვის არა, მაგრამ მეკარგა ხანია ჩემთვის მინდა რამე ვიყიდო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია და ვერ შემირჩევია ბოლომდე.
Miracle Blade რეკლამები რომ გადიოდა და საკმაოდ ძვირადაც რომ ყიდდნენ, ამაზონზე სადღაც 20$ ფარგლებში გადავაწყდი ამასწინად. გქონიათ ვინმეს? ვარგა რამედ თუ მარტტო რეკლამაა? ამაზონზე კი ეწერა კარგი რევიუები მაგრამ რავიცი...
nihontoman
ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Jun 2 2011, 12:24 PM) *
სიდედრისათვის არა, მაგრამ მეკარგა ხანია ჩემთვის მინდა რამე ვიყიდო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია და ვერ შემირჩევია ბოლომდე.
Miracle Blade რეკლამები რომ გადიოდა და საკმაოდ ძვირადაც რომ ყიდდნენ, ამაზონზე სადღაც 20$ ფარგლებში გადავაწყდი ამასწინად. გქონიათ ვინმეს? ვარგა რამედ თუ მარტტო რეკლამაა? ამაზონზე კი ეწერა კარგი რევიუები მაგრამ რავიცი...



ეგენი არ ვარგა, მაგარი ბანძი რამეა.....

მაგაში ფულის გადახდას, ისევ ჯობია ადგე და მინის ნამსხვრევებით დაჭრა პროდუქტი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.