დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატური იარაღი 165$ის ფარგლებში იქ :)
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
zviigo
ბატონო ბიძინა გაგვიხსენი საბაჟო რაააა biggrin.gif
feeder
რა კალიბრის შემოტანაა აკრძალული?

edgun matador r3 in .177 Cal რა აზრის ხართ ამ შაშხანაზე? მემგონი ამის შემოტანა არ არის აკრძალული?
sekurifa
ციტატა(feeder @ 26th November 2012 - 03:46 PM) *
edgun matador r3 in .177 Cal რა აზრის ხართ ამ შაშხანაზე? მემგონი ამის შემოტანა არ არის აკრძალული?

ხოოო გემოვნება კაი გაქვს smile.gif კაი ხანს მოგიწევს მაგ მატადორის თვალიერება ინტერნეტში smile.gif

გადაიკითხე კარგად ყველაფერი კანონის შესახებ. ჯერ ვერაფერს შემოიტან და კიდევ რამდენ ხანს იქნება ასე კაცმა არიცის.
feeder
ეგ ხომ კალიბრზეა დამოკიდებული? 4.5 მმ პრობლემა არ უნდა იყვეს მემგონი? თუ გაქვთ ინფორმაცია მომწერეთ რისი შემოტანა შეიძლება? მე ინფორმაცია ვერ მოვიძიე. ჭორის დონეზე ვიცი ვიღაც პიროვნებას შემოაქვსო?

ყველაზე საუკეთესო ვარიანტი რისი შემორტანა შეიძლება?
ან მაღაზიას რო მოელაპარაკო არ გამოვა...?
sekurifa
ციტატა(feeder @ 26th November 2012 - 04:36 PM) *
ყველაზე საუკეთესო ვარიანტი რისი შემორტანა შეიძლება?

ვერაფერს ვერ შემოიტან. კალიბრი აქ არაფერ შუაშია.
feeder
რატომ? ვერ ვხვდები?

აქ ხომ აქვთ მასეთი სისტემის შაშხანები?
sekurifa
ციტატა(feeder @ 26th November 2012 - 04:49 PM) *
აქ ხომ აქვთ მასეთი სისტემის შაშხანები?

გასაყიდი არავის არააქვს და ვისაც აქვს წლების უკან ნაყიდია ისინი .
ja_ja
fff
გადაიკითხე ამ განყოფილებაში არსებული თემები....

ახალი კანონი არც 5.5-ს არ კრძალავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა სტანდარტები დღემდე არაა შემუშავებული რის გამოც ყველას ყველანაირ პნევმო იარაღს ართმევენ საბაჟოზე და ასაწყოვებებენ....

2 წელია უკვე ეგრეა, უფროსწორედ 30 დღეში იქნება ზუსტად 2 წელი რაც ეგ ხარვეზია და კაციშვილს ვერ გამოაქვს საბაჟოდან, ვერც აირსოფტი, ვერც პეინტბოლი, ვერც CO2-ი და ვერც ჩვეულებრივი პნევმატიკა, (სხვათაშორის შვილს ისარსაც იგივე პრობლემა აქვს)...

არ გვინდა აქ განხილვა რატომ და კანონშI ხომ არის გაწერილი და რა უფლებით მართმევენ... ეგ ყველაფერი სასამართლოს რომელსამ მინიმუმ ჩვენთვის ცნობილი 2 პროცესი დღემდე ვერ დაამთავრა და რეალურ მფლობელებს არ მისცა საშუალება თავისი პროდუქცია ხელშI აეღოთ.

ერთია დაწერილი კანონი, მეორეა მისი მუშაობა. ამაზე აურაცხელი საკამათო თემები იყო და აურაცხელი კაჩაობა რომელიც ყოველთვის კომფრონტაციით მთავრდება იმის გამო რომ ზოგს დაჯერება არ უნდა ზოგს იქეთ უნდა რაღაც დაგაჯეროს, მოკელდ აქ არ დავინახო მაგ ყველაფრის განხილვა, ძალიან მკაცრ ზომებს მივმართავ.

ასევთავათ აქსიომაა რომელსაც დამტკიცება და განხილვა არ სIჭრდება, ასეა დღეს სიტუაცია საქართველოში რომელსაც ჯერჯერობით არ ეშველა. ან უნდა მიიღი ეს სიტუაცია და დაელოდო ან ტყუილა უნდა აიწიოს საუბარი.
Der Rote Baron
ციტატა(bazuka @ Nov 21 2010, 08:12 PM) *
http://www.pyramydair.com/s/m/Weihrauch_HW25L/22

აი ეს მომწონს, მარა ბიუჯეტს სცდება sad.gif


http://www.pyramydair.com/p/gamo-hunter-sp...air-rifle.shtml
აი ეს გამოც მშვენიერეია, თუმცა 10$-ით სცდება შენს ბიუჯეტს

ფიქსირებული ლულით როა მომეწონა საკმაოდ ზუსტი იქნება თან ბიუჯეტურია
ja_ja
Der Rote Baron
ბარონჩიკ სლუში სტარაჟილი კი ხარ, მარა ვისთვსი წერ და რატომ წერ ეგ გაგვაგებინე?

რას ერჩი ამ ხალხს რას უშლი საღერღელს smile.gif 2-3 წელია არ გამოჩენილხარ ფორუმზე და შაიცვალა სიტუაციები ამ პერიოდში, ვერ დაიადებს მაგ თოფს ვერავინ და რას ერჩი ამ ხალხს?
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Nov 26 2012, 10:17 PM) *
Der Rote Baron
ბარონჩიკ სლუში სტარაჟილი კი ხარ, მარა ვისთვსი წერ და რატომ წერ ეგ გაგვაგებინე?

რას ერჩი ამ ხალხს რას უშლი საღერღელს smile.gif 2-3 წელია არ გამოჩენილხარ ფორუმზე და შაიცვალა სიტუაციები ამ პერიოდში, ვერ დაიადებს მაგ თოფს ვერავინ და რას ერჩი ამ ხალხს?

რა არი გეწყინათ ჩემი გამოჩენა?
მთავარია რომ უკვე აქ ვარ
რაც დათრევას შეეხება აკრძალულია ხო ფიზიკური პირების მიერ გამოწერა? თუ?
თან ყიდვა არ მიხსენებია, ავღნიშნე რომ მომწონს
ilariona
ციტატა(George @ 27th November 2012 - 03:05 PM) *
რაც დათრევას შეეხება აკრძალულია ხო ფიზიკური პირების მიერ გამოწერა? თუ?


იურიდიული პირებიც შეაჩერეს კარგა ხანია, აგერ გრიგოლს წელიწადზე მეტია რაც გაუჩერეს საქონელი და არ აძლევენ.

ასე რომ ცუდათაა ჩვენი საქმე უკვე კარგა ხანია.
ja_ja
Der Rote Baron
ციტატა(George @ 27th November 2012 - 04:05 PM) *
რა არი გეწყინათ ჩემი გამოჩენა?

კიუ ზარაზა! smile.gif

ე ბიჯო კაცს რომ მოუწონე და კაია (საერთოდ გამოცდილი კაცი როდესაც რაღაცას იწონებს ახალბედას თვალში ეგ დაბროს ნიშნავს მოქმედებაზე... ქე იცი ახლა შენ მაგი და ტყუილა მაწერინება ამ ეპოპეას smile.gif ), მოუნდება მაგ კაცს და ტყუილა უნდა გადახტეს ფულში smile.gif. სტარაჟილი ხარ, კაცი შეხედავს შენს რეგისტარციას და ნუ პატივსაცემი კაცი ხარ... დაგიჯერებს დაუფიქრებლად და მერე ვავა...

მერე გამოვა ძახილი - მე მარტო მოვიწონეო და იმ კაცს კიდო საბაჟოზე და სასამართლოებში ექნება სარბენი smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Nov 27 2012, 05:26 PM) *
Der Rote Baron

კიუ ზარაზა! smile.gif

ე ბიჯო კაცს რომ მოუწონე და კაია (საერთოდ გამოცდილი კაცი როდესაც რაღაცას იწონებს ახალბედას თვალში ეგ დაბროს ნიშნავს მოქმედებაზე... ქე იცი ახლა შენ მაგი და ტყუილა მაწერინება ამ ეპოპეას smile.gif ), მოუნდება მაგ კაცს და ტყუილა უნდა გადახტეს ფულში smile.gif. სტარაჟილი ხარ, კაცი შეხედავს შენს რეგისტარციას და ნუ პატივსაცემი კაცი ხარ... დაგიჯერებს დაუფიქრებლად და მერე ვავა...

მერე გამოვა ძახილი - მე მარტო მოვიწონეო და იმ კაცს კიდო საბაჟოზე და სასამართლოებში ექნება სარბენი smile.gif

მართალი ხარ friends.gif
კი ვიცოდი მარა აღარ მახსოვდა იურიდიულ პირებსაც რომ შეუჩერეს
feeder
ja_ja შენ რომ მომწერე მაგნუმში იყიდება air arms -ებივო. ვიკითხე და ეგ 1.5 წელია აღარ გვაქვსო და "ვინ გითხრა ეგო" ასე მკითხეს თავიდან რომ ვიკითხე. რამე სხა გზა არის რომ შევიძინო.... ან ვინმე ხო არ ყიდის?
ja_ja
fff
ციტატა(feeder @ 30th November 2012 - 03:12 PM) *
შენ რომ მომწერე მაგნუმში იყიდება air arms -ებივო. ვიკითხე და ეგ 1.5 წელია აღარ გვაქვსო და "ვინ გითხრა ეგო

სად იყავი თამარ მეფეზე და ალბათ ულვაშა გამყიდველი რომაა პუტკუნა ღიპით იმას კითხე ხომ smile.gif

თუ ეგრეა, მაშინ დროა დაივიწყო ეგ ფილიალი და გაქანდე გუდვილში რომ მაგნუმის ფილიალია იქანე, თამარ მეფეზე ცხოვრებაში პნევმატიკა არ ჰქონიათ და რაის 1.5 წელი საერთოდ არ უნახია მაგ კაცს ნორმალური პნევმოები...

რაც შეეხება არარ აქვთ და ვაი ვუი, აგერ საიტი და შენთვითონ ნახე პროდუქციებში ამოირჩიე დროპდაუნში პნევმატიკა და გადადი მეორე გვერდზე, ნახავ რაც აქვთ დარჩენილი

2 სახეობის S510-ი აქვთ დარჩენილი PCP-ებიდან
ასევე აქვთ ზ.დ.პ კლასის 2 ნაირსახეობა AIR ARMS PRO SPORT და AIR ARMS TX200 ეს კაკრაზ მგონი შენ გეწერა სიაში... დანარჩენი რაც ჰქონდათ S410-ები და TDR-ები ყველაფერი გაყიდულია.... ბოლო ბოლო 2 წელია მაღაზიას თავარი არ შეუვსია პნევმატიკაში და რა გინდა, კიდევ გასაკვირია რომ მაგდენი ტავარი საერთოდ დარჩა smile.gif
Shalva32
QUOTE (smekosmeko @ Nov 25 2012, 09:22 PM) *
ვერ გამოიწერ ჯერ პნევმოს ამჟამინდელი პრობლემების გამო, ანუ აკრძალულია. ვერცერთ მოდელს, ვერც აირსოფტს. მგონი სრულად გაგეცი პასუხი smile.gif

კი, გაიხარე. მაგრამ მაინც მინდა რამენაირად მოვახერხო. ამაზე მაქვს ახლა გაჭედილი http://www.amazon.com/Crosman-Nitro-Venom-...rds=nitro+venom
Shalva32
QUOTE (ja_ja @ Nov 26 2012, 12:16 AM) *
Shalva32
შენი პოსტის ზემოთ დევს VTEC-ის პოსტი, აბა გადაიკითხე კაცი რას წერს.

2 წელია შეზღუდულია იარაღის გამოტანა საბაჟოდან. ამერიკაში გაგზავნა პრობლემა არაა აქეთ გამოგზავნაც შეგიძლია, მაგრამ ხელში ვერ დაიჭერ, დარჩება საბაჟოზე ალბათ კიდევ 1-2 წელი


შემოსავლების სამსახურში ველაპარაკე ახლობლებს და როგორც მითხრეს შსს მომსახურების სააგენტოში უნდა აიღო ნებართვა შემოტანაზე და საბაჯოდან გამოგატანენო. ადრე იყო ხარვეზებიო. ნუ რამდენად სიმართლეა არ ვიცი მაგრამ მე მომსახურების სააგენტოში ვაპირებ მისვლას და ყველაპრის გაიასნებას, საბუთსაც გამოვართმევ რომ მაქვს ნებართვა და მერე ვაპირებ გავრისკო და გამოვიწერო. თუ მომატყუეს და გამიჩალიჩეს მაშინ მაგათ დედაც ვატირე მაგრამ სტანდარტები თუ დადგენილი არ არის ხომ მეტყვიან არა? რავიცი მინდა რომ ვცადო. ამის დათრევა მინდა და შენ თუ არ შეწუხდები მითხარი აბა როგორია, მგონი ფასთან შედარებით კარგი უნდა იყოს ხო? 5.5 იანს ვაპირებ რომ გამოვწერო. http://www.amazon.com/Crosman-Nitro-Venom-...rds=nitro+venom
ja_ja
Shalva32
ციტატა(Shalva32 @ 30th November 2012 - 06:42 PM) *
მე მომსახურების სააგენტოში ვაპირებ მისვლას და ყველაპრის გაიასნებას

ციტატა(Shalva32 @ 30th November 2012 - 06:42 PM) *
5.5 იანს ვაპირებ რომ გამოვწერო

მდააა ხალხს ნუ ცოცხალი თავით არ უნდა დაჯერება რომ არაფერი გამოუვათ smile.gif, ნებართვაზე რომ იყოს საქმე როგრო გგონია მინიმუმ 2 სასამართლო პროცესი რომ არის, დღემდე და ჯერ არ დასრულებულა ის ხალხი ამ 2 წლის განმავლობაში სანებართვოში ვერ მივიდოდა თუ....

კაროჩე მე დავიღალე დევნით და ხალხისგან საკუთარი თავის შეძულების ხარჯზე მათი ინტერესების დაცვისგან, არავის არ უნდა დაჯერება, სინჯეთ, ოღონდ მერე არაფერი დაწეიროთ რომ არ იცოდით....
Shalva32
ციტატა(ja_ja @ Nov 30 2012, 09:02 PM) *
Shalva32


მდააა ხალხს ნუ ცოცხალი თავით არ უნდა დაჯერება რომ არაფერი გამოუვათ smile.gif, ნებართვაზე რომ იყოს საქმე როგრო გგონია მინიმუმ 2 სასამართლო პროცესი რომ არის, დღემდე და ჯერ არ დასრულებულა ის ხალხი ამ 2 წლის განმავლობაში სანებართვოში ვერ მივიდოდა თუ....

კაროჩე მე დავიღალე დევნით და ხალხისგან საკუთარი თავის შეძულების ხარჯზე მათი ინტერესების დაცვისგან, არავის არ უნდა დაჯერება, სინჯეთ, ოღონდ მერე არაფერი დაწეიროთ რომ არ იცოდით....


არავის სძულხარ დამიჯერე smile.gif ნუ ვცდი რა და რა და როგორ იქნება დავწერ. რათქმაუნდა თუ ვიზარალა მაგას მხოლოდ საკუთარ თავს დავაბრალებ smile.gif და თოფზე რას მეტყვი? როგორია? მე აზრზე არ ვარ პნევმატიკის და რაც გავიგე თქვენი ფორუმის მეშვეობით
ja_ja
Shalva32
მე ზ.დ.პ-ში დიდი მრჩეველი ვერა ვარ....
დაველოდოთ სხვები რას იტყვიან
CHICO30
თუ მაინცდამაინც ახალის ყიდვა გინდა ქარავანში ქონდათ დარჩენი რაღაც პნევმოები. რავიცი შეიარე ნახე. მე გირჩევდი მაიმარკეტზე დაელოდო სანამ ვინმე რამე წესიერს შემოაგდებს. ფული გაყინე სახლში და ელოდე. შეიძლება მეც გავყიდო ცოტახანში სტოგერ X50 თუ ვერ შევეწყვე.
Shalva32
QUOTE (ja_ja @ Nov 30 2012, 10:04 PM) *
Shalva32
მე ზ.დ.პ-ში დიდი მრჩეველი ვერა ვარ....


ზ.დ.პ ალბათ ზამბარ დგუშიანი თუ რაგაც მაგდაგვარია ხო? ეგ არარის ზ.დ.პ., ნიტრო უწერია რავიცი
CHICO30
ნიტროს არა აქვს ფოლადის ზამბარა. ნიტრო არის აირის ზამბარა. ანუ წარმოიდგინე მინი ამორტიზატორი მაღალ წნევაზე დატენილი. ფოლადის ზამბარასთან განსხვავებით არა აქვს გასროლის დროს ვიბრაცია რაც შესაბამისად დადებითად მოქმედებს სიზუსტეზე. ჩემს სტოგერსაც ეგ უყენია.
feeder
ja_ja მადლობა. გუდვილის რომელ ფილიალში აქვთ? შენ მოწოდებულ ლინკზე ვერ შევდივარ.
ძალიან ცუდი მარტო ეგენი რომ დარჩათ. 510-ებს "გადასატენი მექანიზმი" აქვთ მოუხერხებელი მაგრამ მაინც კაია.
გუშნ ერთ-ერთ მაღაზიაში მითხრეს თებერვლისთვის შემოვიტანთ საბაჟოზე გაჩერებულ პროდუქციასო.
CHICO30
ხო ეგ მაგათ გონიათ რო თებერვალში იქნება შეიძლება იქეთა წლის თებერვალშიც არ იყოს.
ja_ja
fff
აი ამ პოსტს გადახედე და მერე მითხარი 2 წელი ხომ ისინი ატრაკებდნენ, ახლა ესენი ამ შემართებით რამდენ ხანს გაატრაკებენ და ბოლოს ერთად გამოვთვალოთ რომელი საუკუნის, რომელი დეკადის, რომელ თებერვალზეა საუბარი smile.gif
CHICO30
ეს იცით ვინმემ როგორია? http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=3385635

იყიდე ეს თოფი თუ კარგია.
geojorjika
CHICO30
ჰატსან 125-ია იგივე
CHICO30
ხოდა რა უნდა მეტი . ჩადგას შიგ ჰაერის ზამბარა და ეგააა. თუ უკვე არაა მორყეული ოპტიკა ისიც გამოადგება. ჰაერის ზამბარაზე არ გაფუჭდება.

geojorjika
თუ გინდა შენს ჰაჩიკას სტოგერში გაგიცვლი.
geojorjika
CHICO30
რომელ შტოგერში?

და რომელ ჰაჩიკას?
CHICO30
შენ ხომ გაქვს ჰატსანის ზდპ? მოდ 99 მგონი. ხოდა მე მაქვს სტოგერ X50 გურიჩასგან ნაყიდი.
geojorjika
CHICO30
მოდ 95 მაქვს მე , რავიცი აბა მოდი ნახე

მაგ შტოგერს გაზის ზამბარა აქვს არა?
CHICO30
ამ სტოგერს გაზის ზამბარაც აქვს. ნადულნიკიც აქვს და ჰაერის მომჭრელიც. შენი არ ვიცი რეები აქვს და ამ სტოგერზე აქ მინჩანინის თემაში არის ყველაფერი და სურათიც დევს იქ.
feeder
air arms s410 tdr

air arms s510 extra

air arms s410

ამათგან პრაქტიკაში რომელია უკეთესი მოდელი მირჩიეთ? მახასიათებლების თვალსაზრისით: ტყვიის სიჩქარე; ოპტიმალური სასროლი მანძილი; გასროლათა რაოდენობა და სიზუსტე.
sekurifa
ციტატა(feeder @ 4th December 2012 - 02:05 PM) *
air arms s410 tdr

air arms s510 extra

air arms s410

ამათგან პრაქტიკაში რომელია უკეთესი მოდელი მირჩიეთ?

მგონი ეგ თოფები 300 ლარამდე ნამდვილად არ ღირს ამერიკაში smile.gif
ja_ja
fff
სეკურიფამ სწორედ აღნიშნა, ამ თემაში ეგ კითხვა არ უნდა იყოს.

ჯობია გადავმარგდეთ აი ამ თემაში და რაც მთავარია, საკმაოდ არასწორი და მრავალ საკამათო პასუხის გასაცემად აგქვს დასმული კითხვა...

აფსოლუტური არაფერი არ აარსებობს. სამივე არის ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთი TDR-ი კი საერთოდ სულ სხვა კლასია.. უბრალოდ არასწორი იქნება შეადარო ერთმანეთს სიტყვაზე უფროსი ძმა S510-ი სულ სხვა დანიშნულების მქონე TDR-ს...ყოველთვის მიიღებ არასწორ და მცდარ ინფორმაციას.

მე გირჩევდი კითხვა დაგესვა იმ თემაში რომელიც ზემოთ შემოგთავაზე, და ასევე ჩამოგეწერა შემდეგნაირად: - განვიხილავ ამ სამ მოდელს, და მინდა თქვენი რჩევა რომ ოპტიმალური ავარჩიო. გამოყენებას ვაპირებ ამა და ამ საქმისთვის, ამა და ამ დისტანციაზე და ასე შედმეგ... ანუ რისთვის გინდა ის დაწერე და ბიჭები შეგირცევენ ჩამოთვლილიდან იმას რომელიც შენს ამოცანებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს

აი ამ კითხვის მერე გარწმუნებ ადეკვატურ და სწორ პასუხებს მიიღებ, რომელიც არც უაზრო საკამათო ტექსტებს გამოიწვევს და შენს ნასიამოვნები დარჩები პასუხით.

P.S. ბოლოჯერ გთხოვ შეცვალო შენი სახელი FFF- არ შეესაბამება ფორუმის წესებს (პუნქტი 3.3), ამაზე PM-ი მოგწერე, რომელზეც რეაგირებას ვერ ვხედავ, მომიწევს ძალით ჩარევა და შედეგი ნამდვილად არ მოგეწონება.
feeder
ja_ja

db-ის დაპროექტების დროს არის დაშვებული შეცდომა, "სახელი რომელიც "მიუღებელია" ვერ უნდა რეგისტრირდებოდე".
ალბათ თქვენ გაქვთ მიღებული მონაწილეობა db-ის დაპროექტებაში და წესებსაც თქვენ თვითონ ადგენთ. (მესმის).

ja_ja და fff შორის განსხვავებას მე ვერ ვხედავ.

მე რომ არ ვარ გათვითცნობიერებული მაგიტომ დავსვი ეგ შეკითხვა.
ja_ja
ასდადასდ
fff
ციტატა
db-ის დაპროექტების დროს არის დაშვებული შეცდომა, "სახელი რომელიც "მიუღებელია" ვერ უნდა რეგისტრირდებოდე".
ალბათ თქვენ გაქვთ მიღებული მონაწილეობა db-ის დაპროექტებაში და წესებსაც თქვენ თვითონ ადგენთ. (მესმის).


მოდი შევეშვათ ტექნიკური ტერმინოლოგიის ტრიალს (თუ რაღაც პროგრამირებასთან გაქვს შეხება და მხოლოდ ზედაპირულად არ ლაპარაკობ), ძალიან კაი რომ რაღაც იცი, მაგრამ კაი იქნება თუ IPB-ს ბირთვს გაეცნობი და შემდეგ იგივეს გაიმეორებ DB-ს დაპროექტების მხრივ. ეს ჩემო კარგო რაიმე ხელით დაწერილი პროგრამა კი არაა დაპროექტებაში მიიღო მონაწილეობა და სხვა ჭკვიანური ტერმინების ტრიალი დავიწყოთ... დავჯდე და ყველა შესაძლო არაადეკვატური ტერმინების ჩამოწერა დავიწყო? თუ კიდევ ერთ ჭკვიანურ ტერმინს მეტყვი ერთნაირი სიმბოლოები და მინიმალური სიგრძე არ უნდა იყოს ნებადართული? გამოჩნდება კიდევ ერთი ჭკვიანი რომელიც ფფფფფფფფფფფფფფ სახელს მოიგონებს, მეორე ფრფრფრფრფრფრ და აეეე რა კაია...

არსებობს დასარეგულირებელი ფორმატი, კერძოდ ფორუმის წესები რომელსაც ფორუმზე რეგსიტარციის დროს ეთანხმები. რეგისტრაციის შემდეგ იღებ პირველად წერილს სადაც ასევე შეხსენებულია რომ წესები უნდა იყოს დაცული

და სულაც არაა საჭირო რაიმე პრავების კაჩავი, ტიპა აი მე გამეგება ბაზებში თქვენ გოიმები ხართ და მაგარი ვარ ამიტომაც ლაზეიკა ვნახე და ეგრე ვიქნებიო, ვერ იქნები ჩემო კარგო და ლამაზო, ან დაემორჩილები წესებს, ან დავიშლებით.

არ მინდოდა ღიად ამის დაწერა, მაგრამ არღვევ ყველანაირ ურთიერთობის ნორმას, იგივე წესებს შეგახსენებ რომლის მიხედვითაც ფორუმის ადმინისტრაციასთან კამათი არ მოსულა...

თუ ძალიან გინდა გინდა მაგალითები და კონკრეტულად ჩემს ნიკს მოიხსენიებ მაგალითად, აბა მითხარი როგორ დამიძახებს ფორუმელი როდესაც ერთად ვიქნებით შეჯიბრზე ან გასვლაზე?

- ჯა ჯა მოდი რა დამეხმარე... ჯაჯინსკი მიდი რა ის შტუკა გაასწორე...

ახლა მოდი შენი ნიკი ჩავსვათ იგივე კონტექსტში

- ფფფ მოდი რა დამეხმარე... ფფფინსკი მიდი რა ის შტუკა გაასოწრე...

რათ უნდა ამას ამდენი გარჩევა მაინცა და მაინც ენა უნდა მოამტვრევინო ადამიანს?

მოკლედ საბოლო გაფრთხილება გქონდა, გადადიხარ 24 საათიან ლოდინის რეჟიმში არ იქნება ხვალ ამ დროს ეს სახელი შესწორებული და მე თვითონ გადავაკეთებ იმაზე რასაც ჩავთვლი საჭიროდ. თუ არ მოგეწონება და იგივე სახელზე დააბრუნებ, მერე უკვე დავცილდებით ერთმანეთს. მოკლედ ველი პასუხს და ეს ტემა იწმინდება უაზრო არასაჭირო საკამათო პოსტებისგან....
bazuka
ციტატა(ja_ja @ 5th December 2012 - 05:07 PM) *
- ფფფ მოდი რა დამეხმარე... ფფფინსკი მიდი რა ის შტუკა გაასოწრე...

rofl.gif
ja_ja
bazuka
ჰო შენ გეცინება და ავტორი ოდნავ წინ არ იხედება და იძულებულს მხდის განმარტება ვაკეთო იმაზე რაც აქსიომაა (ნუ ეხლა მოდაშია ტერმინი ჭეშმარიტება) smile.gif

ჯამში თავისი სურვილის გარეშე და იმის გამო რომ ხმა კაცმა არ გამცა როგორც შევპირდი მეთვითონ შევუცვალე ნიკი fff-დან feeder-ზე, ნუ ეს ჰქონდა ელ-ფოსტის მისამართში გამოყენებულიდა....

სტრანნი ხალხი რეგისტრირდება ხოლმე რა ხანდახან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.