დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატური იარაღი 165$ის ფარგლებში იქ :)
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
Jah
მე მაპატიეთ ოფისთვის... მარა რაღაც სათამაშოები ვიყიდე ამაზონზე ბავშვებისთვის ახლა ამ წუთას...
და მიწერს 24 ში იქნებაო პენსილვანიაშიაო... მენანება 2 day შიპინგი 40$ მიმატებს, ხო და 24ში თუ იქნება შოპზილაში თბილისამდე 31-მდე
მოასწრებს?
nihontoman
Jah
წესით კაკრას 31-სათვის უნდა მოასწროს...
წესით biggrin.gif

გგაჩნია, ეგენი ეგრევე გამოაგზავნიან თუ არა... ( თუმცა, არვი, შეიძლება არ გამოუშვან...)
VTEC
nihontoman

ე.ი უბრალოდ დიზაინია?

და ტრაილებს მთელ ლულაზე შესქელება რომ აქვს და ბოლოში (გადატეხვის სახსრისკენ) რომ წვრილდება ეგ ხომ პლასმასია და ვიდის ამბავია?

Jah
შოპზინა ყოველდღე აგზავნის ტვირთებს? მემგონი კვირაში 2-ჯერ, რაც ზრდის იმის შანსს რომ 31-ს გადაცდეს ჩამოსვლა

თან ახალი წელი მოდის და მემგონი ეგეც არ უნდა იყოს კარგი დამთხვევა ტვირთების გადაზიდვის დაჩქარების ამბავში smile.gif

ასე რომ თეორიული შანსი კი გაქვს... მაგრამ მემგონი ჯობია 40$-ს შეელიო ვიდრე ბავშვებს აუხსნა რომ ახალმა წელმა გადაიწია... სანტას ირმები პრობკაში გაიჭედნენ და აგვიანდებათ.... ან სანტას ფაღარათი აქვს და ვერ მოდის ჯერ...


Power_VANO
Jah
24-ში მიტანილი ვერ მოასწრებს ასე მგონია smile.gif შოპზილა ხომ ბარამის სერვისს იყენებს? ბარამის ტვირთები კი გზაში 1 კვირაა ხოლმე smile.gif
giorgi-RW1k77X2
ციტატა(Power_VANO @ 15th December 2010 - 09:44 AM) *
24-ში მიტანილი ვერ მოასწრებს ასე მგონია


მეც ეგრე ვფიქრობ. თან გააჩნია 24-ში რომელ საათზე მივა... პარასკევი იქნება და დიდი შანსია რომ შემდეგ კვირამდე, ანუ 27-მდე არ გამოიგზავნოს. მერე კიდევ გზაში ერთი კვირა, + ახალწლებთან დაკავშირებული რეისების გადატვირთვა და დაგვიანებები... რავი, მე ისევ უსა2გეორგიას გირჩევდი, როგორც ამბობენ (და მეც გამოვცადე) ყოველ სამუშაო დღეს აგზავნიან ტვირთებს. უფრო მეტი შანსია რომ მოესწროს.

-------------------------------
ციტატა(Jah @ 15th December 2010 - 01:25 AM) *
Jah დღეს, 01:25 AM

Jah

უკაცრავად... გვიან შევნიშნე დაპოსტვის დრო... მგონი ჩემი პასუხი დაგვიანებულია sad.gif

VTEC
გამოგზავნილია (1)
--------------------------------------
თქვენი ამანათი გამოგზავნილია ამერიკიდან.
ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისს მიიღებთ ამანათის ჩამოსვლის შემდეგ, საშუალოდ 1 კვირაში.

--------------------------------------

ციტატა(ja_ja @ 14th December 2010 - 11:17 PM) *
ნი გავარი გოპ პაკა ნე პერეპნიგნიშ. ასე რომ ჯერ მაიცა, ჩამთავრდეს ყველაფერი კარგად და მერე მოლოცვები smile.gif


არც ეხლა მომილოცავ? biggrin.gif თუ მაინცდამაინც რომ ჩამოვა ჩემი გადაღებული სურათი უნდა დავდო? smile.gif

პ.ს. შეპირებული ძეგლი დაიდოს!!! biggrin.gif

პ.პ.ს. კტო ნი რისკუეტ ნი პიოტ შამპანსკავაოოოოო wink.gif
(რუსული კლავიატურა არ მაქვს)
nihontoman
VTEC

ვბრძანებ დღესვე შეიცვალოს თემის სათაური!!!

პ.ს.

გილოცავ. მგონი ეხლა უკვე აღარაა ნაადრევი, ხომ?

როდის ჩამოდის? რა რიცხვი უწერია?
VTEC
nihontoman

გაიხარე smile.gif

23-ში

შენ როდის მიდიხარ U2G-ში?
nihontoman
VTEC
ამ შაბატს ჩამომდის, 18-ში....

ერთად მისვლა არ გამოგვივა sad.gif
VTEC
nihontoman

ოკ...

მაშინ შენ რომ მიხვალ მიჩეხ მოჩეხე, მერე მე კანტროლკებზე ჩამოვუვლი smile.gif

პ.ს. შესასვლელში რომ სხედან ეგ გოგოები დატოვე, ჯერ ერთი რომ ლამაზები არიან და მერე მეც ხომ უნდა მომცეს ვინმემ ეს ტვირთი.
nihontoman
VTEC
მიჩეხ მოჩეხვა არ გამოვა, მაქს. რამდენიმე ძვალი დავუმტვრიო - 1 დუიმის სისქის პლასტმასის ჯოხია, მაგით კავს კი არა, პურსაც ვერ დაჭრი biggrin.gif

პ.ს.
ოფისათვის ბოდიშით
VTEC
nihontoman

შენ გეცოდინება ამას დეკონსერვაცია დაჭირდება?

ან რამის გაკეთება არის საჭირო მანამდე ვისვრი თუ პირდაპირ შეიძლება შავუბერო? smile.gif

nihontoman
VTEC
მაგას სპეციალურად ცოტა ზეთს ასხავენ როგორც ვიცი შიგნით, რომ მერე ვიღაცამ დეკოსერვაცია არ მოუნდომოს biggrin.gif ჰაერის ზამბარის დაბრუნება უფრო ძნელია, ვიდრე რკინის, ხოდა....

მარა თუ სპეციალურ მოწყობილობას გააკეთებ (ზ.დ.პ.-ების დასაშლელად და ასაწყობად) საინტერესო იქნება თუ როგორ გამოიყურება ეგ ჰაერის ამორტიზატორი და რაც ყველაზე მთავარია - აქვს თუ არა დასატენი პორტი!!!


მოკლედ თავიდან პირდაპირ შაუბერე, თუ შეატყობ რომ მურავს, მაშინ სხვა გზა არ გექნება - უნდა დაშალო....
giorgi-RW1k77X2
VTEC
clapping.gif clapping.gif clapping.gif

მოკლედ, ჩათვალე, რომ თუ თვითმფრინავი ტერირისტებმა არ გაიტაცეს, შენი ნიტრო შენს ხელშია !

ნამდვილად მოსალოცად გაქვს საქმე, მაგრამ რომ ჩამოვა და გამოიტან, მოლოცვა მერე უფრო გაგისწორდება smile.gif
ja_ja
VTEC
ციტატა(VTEC @ 15th December 2010 - 10:45 PM) *
არც ეხლა მომილოცავ?

კაცოუ, შენ მგონი გგონია რომ მე არ მიხარია რომ გამოგდის ეგ ამბავი, მიხარია და მომწონს, პროსტა ჯერ ხელში დაიჭირე smile.gif
nihontoman
ციტატა(ja_ja @ Dec 16 2010, 12:35 PM) *
VTEC

კაცოუ, შენ მგონი გგონია რომ მე არ მიხარია რომ გამოგდის ეგ ამბავი, მიხარია და მომწონს, პროსტა ჯერ ხელში დაიჭირე smile.gif






რა უნდათ, რას გერჩიან? rofl.gif rofl.gif rofl.gif
VTEC
ციტატა(gioxashuri @ 16th December 2010 - 12:29 PM) *
მოკლედ, ჩათვალე, რომ თუ თვითმფრინავი ტერირისტებმა არ გაიტაცეს, შენი ნიტრო შენს ხელშია !

ნამდვილად მოსალოცად გაქვს საქმე, მაგრამ რომ ჩამოვა და გამოიტან, მოლოცვა მერე უფრო გაგისწორდება smile.gif


საშიში ეტაპები გადალახულია მემგონი

აქაური საბაჟო დარჩა და მანდაც 1% არ მგონია რამე პრობლემა რომ იყოს wink.gif


ციტატა(ja_ja @ 16th December 2010 - 12:35 PM) *
კაცოუ, შენ მგონი გგონია რომ მე არ მიხარია რომ გამოგდის ეგ ამბავი, მიხარია და მომწონს, პროსტა ჯერ ხელში დაიჭირე smile.gif


რომ გიხარია კი ვიცი მაგრამ შენც ჩემი არ იყოს კაი ჯიუტი ჩანხარ biggrin.gif


----------------------------------------

ხალხნოუ!
მითხარით ეხლა რა მჭირდება ექსპლუატაციაში რომ გავუშვა ეგ იარაღი

შომპოლი, მომპოლი, ზეთი......
giorgi-RW1k77X2
ციტატა(VTEC @ 16th December 2010 - 12:46 PM) *
ხალხნოუ!
მითხარით ეხლა რა მჭირდება ექსპლუატაციაში რომ გავუშვა ეგ იარაღი


ბევრი და უფრო ბევრი კარგი ტყვია, დრო და სროლის ხალისი smile.gif
ჯერჯერობით მეტი მგონი არაფერი...
ხო, ჩიხოლი კიდო smile.gif
VTEC
giorgi-RW1k77X2

ეს კარგი იქნება ხო?

H&N Sport, Baracuda Hunter, 4,5 mm., 0,67 g-10,34 gr, 16-50J, 50 m.,

თუ არადა აქედან რომელი ჯობია ტიტანისთვის თქვენი აზრით?

http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-4
Power_VANO
VTEC
http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=36

გადახედე მაგ განყოფილებას. საკმაოდ ბევრი ტყვია გვაქვს გატესტილი უკვე.


ჯამში, CP, CUM, BHP, JSB, H&N-ები Field target trophy, ბარაკუდა...

სავარაუდოდ მაგ ფიშტოს 8.4-8.6 გრანიანები მოეწონება საკმაოდ smile.gif
giorgi-RW1k77X2
VTEC

ნამდვილად ვერაფერს გეტყვი.
მე სულ CP და CUM -ს ვისვრი და სხვა ტყვიები არც მქონია არასოდეს. (თუ იმას არ ჩავთვლი, ბავშვობაში ჩემი იჟით რასაც ვისროდი ხოლმე smile.gif )
როგორც Power_VANO -მ გირჩია, გადახედე იმ თემას და თვითონ გამოიტან დასკვნას რა იყიდო.
nihontoman
VTEC


ჩემს ფანტომს ზაან მოსწონს 8.რაღაცა გრანბიანი H&N Field Target Trophy - ჭამს გადასარევად.

ასევე, წესით კარგი უნდა იყოს მძიმე პრემიერები (ეგენიც მოსწონდა ჩემს ფანტომს, მარა ამეებზე გადმოვედი...) ჯსბ-ს ნებისმიერი ტყვიაც. მძიმე ჯსბ ეკზაკტი უნდა იყოს კარგი კიდე.....

მოკლედ მიდი მაგნუმში და იყიდე:

ერთი კოლოფი მსუბუქი ეკზაკტი
ერთი კოლოფი მძიმე ეკზაკტები
ერთი კოლოფი H&N Field Target Trophy
და ერთიც 1250-იანი კოლოფი გამოართვი გრიგოლს biggrin.gif

მერე ნახე რომელია კარგი მაქედან biggrin.gif
VTEC
ციტატა(nihontoman @ 16th December 2010 - 03:20 PM) *
ოკლედ მიდი მაგნუმში და იყიდე:

ერთი კოლოფი მსუბუქი ეკზაკტი
ერთი კოლოფი მძიმე ეკზაკტები
ერთი კოლოფი H&N Field Target Trophy
და ერთიც 1250-იანი კოლოფი გამოართვი გრიგოლს biggrin.gif

მერე ნახე რომელია კარგი მაქედან biggrin.gif

მასეთი ძვირიანი ცდის ჩატარების საშუალება ეხლა არ მაქვს, იმ კვირას ჩემი ვაჟკაციდ დაბ/დღეა 2 წლის ხდება. კარგი საჩუქარი მაქვს საყიდელი და 15 ბავშვი რაღაც გასართობ ცენტრში მყავს წასაყვანი smile.gif მერე ახალი წელი მოდის და იმდენი ბავშვისთვის მაქვს საჩუქრები საყიდელი რომ მაგრად გავიწეწები smile.gif

ეხლა 2 პატარა ანუ 200 ცალიანი კოლოფს ავიღებ რამე ნორმალური ხარისხისას მაგნუმში ან გრიგოლთან
1 წერტილიანი რომ იყოს და 1 კოლოფი წვეტიანი

და ბაზარზე ავიღებ რამე თურქულებს, შენ უნდა მირჩიო რომელია უკეთესი, როგორც ვიცი გამოცდილება გაქვს და იცი რომელია უკეთესი wink.gif

--------------------------------------
ტყვიებზე აქეთ დავწერე პოსტი, გადახედეთ და მირჩიეთ smile.gif
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...amp;#entry52008
nihontoman
VTEC
თურქული თუ გინდა მაინც და მაინც, ისევ მაგნუმში აიღე, 200 ცალი 5 ლარი ღირს.

ყველა სხვა თურქული, ძალიან ნაგავი ტყვიაა. საერთოდ ფულის მიცემაც არ ღირს. თორე სახლში ჯერ კიდევ მაქვს ოზიტაის ორი თუ სამი პაჩკა გაუხსნელი, იმენა სირობებია sad.gif


ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, აიღე ერთი ცალი ჯსბ ეკზაკტი მსუბუქი. 17 ლარი ღირს მაგნუმში 500-იანი პაჩკა.
VTEC
ციტატა(nihontoman @ 16th December 2010 - 06:23 PM) *
თურქული თუ გინდა მაინც და მაინც, ისევ მაგნუმში აიღე, 200 ცალი 5 ლარი ღირს.

ამას ეს
ციტატა(nihontoman @ 16th December 2010 - 06:23 PM) *
ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, აიღე ერთი ცალი ჯსბ ეკზაკტი მსუბუქი. 17 ლარი ღირს მაგნუმში 500-იანი პაჩკა.

ძალიან ჯობია?

თუ ეგრეა 500 ცალზე რომ გადავიანგარიშოთ თურქული 12.5 ლარი გამოდის და 4.5 ლარისთვის აღარ ღირს მემგონი თურქულის ყიდვა

და თუ არაა დიდი სხვაობა მაშინ თურქიშ ჯობია

ეგენი ვინმეს დაუტესტავს?

და ეს რა ტიპია?
რომ ჩამოვიტანო 18 ლარი გამოდის 500 ცალიანი
Crosman Field Hunting .177 Cal, 7.4 Grains, Pointed, 500ct
http://www.amazon.com/Crosman-Field-Huntin...d/dp/B002DM2N76
geojorjika
VTEC
არ ღირს ტყვიების ჩამოტანა , არანაირად არც ერთის იმიტომ რომ აქ გაცილებით მალე და უკეთეს ფასად იშოვი უფრო კარგ ტყვიებს
Power_VANO
VTEC
ციტატა(VTEC @ 16th December 2010 - 06:29 PM) *
ძალიან ჯობია?

თუ ეგრეა 500 ცალზე რომ გადავიანგარიშოთ თურქული 12.5 ლარი გამოდის და 4.5 ლარისთვის აღარ ღირს მემგონი თურქულის ყიდვა

და თუ არაა დიდი სხვაობა მაშინ თურქიშ ჯობია

კი, ძალიან სჯობს JSB მაგ თურქულებს. მშვენიერი ხარისხის კონტროლი, მშვენიერი განმეორებადობა წონაში და ზომებში, რასაც თურქულში ვერ ნახავ smile.gif

+ ეგ ყველაფერი აისახება სიზუსტეზეც.
GSRAW
VTEC
ვუერთდები მილოცვებს! სულ 10-იანებში გაგერტყას და ნადირ-ფრინველის მონადირებაში მოგეხმაროს!
სწორედ მაგ მოდელს ვუმიზნებ, მაგრამ ჯერ არა, ასე იანვრის ბოლოსკენ, თან შენს გამოცდილებასაც დაგვიწერ და რეალში გვეცოდინება რა ტიპია.

ცოტა ზემოთ თვალი მოვკარი, რომ ზოგიერთ საიტზე გადახდის პრობლემაა და გადამზიდავები საკუთარი PAYPAL-ით სარგებლობაში 10% ითხოვენ.
საკმაოდ ძვირია დამეთანხმებით და ამასტანავე არანაერი საჭიროება არ არსებობს, რადგან პროკრედიტბანკის ვიზა ბარათები უპრობლემოდ უერთდება PAYPAL-ს. მხოლოდ რომელიმე გადამზიდავის მისამართი უნდა მიუთითო რეგისტრაციისას და ქვეყანა აშშ მიუთითო.
ეს ისე, ინფოსთვის, ალბათ ბევრს გამოადგება, ვისაც EBAY-დან ყიდვის სურვილი აქვს
ja_ja
GSRAW
ციტატა(GSRAW @ 18th December 2010 - 02:15 AM) *
რადგან პროკრედიტბანკის ვიზა ბარათები უპრობლემოდ უერთდება PAYPAL-ს. მხოლოდ რომელიმე გადამზიდავის მისამართი უნდა მიუთითო რეგისტრაციისას და ქვეყანა აშშ მიუთითო.

სინჯა მეგობარმა და მიაბლოკეს smile.gif მეორე ბარათი აიღო და რაღაც კუკუ ქვეყნად გაფორმდა (ნითო თურქეთი, ნიტო საბრძნეთი) იმით კი პირამიდიდან ვერაფერი ვიყიდეთ, სხვა ქვეყნისააო smile.gif

კაროჩე თუ ამერიკაზე ფორმდები თურმე აცილებელია ამერიკულ ბანკში გახსნილი ანგარიშის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედამხედველი საბჭო თვალყურს ადევნებს შენი აქტივების მოძრაობას და როგორც კი 25$ თუ 50$ მეტს ხარჯავ ერთ ჯერზეო შენი ექაუნთი სუსპენდედ რეჟიმში გადაყავთო, ანუ პრაქტიკაზე ჩვენ ვნახეთ რომ მაგ დროს თანხებს ვეღარ იხდი, მაგრამ გირიცხავენ, რაც არ მივწერეთ ბაზარი არაა პროსტა ანგარიშის ნომერი მიუთითეთ და განვბლოკავთო, რომ მივწერეთ სუპორტს წესების მიხედვით შემიძლია არ მივაბა მეთქი, მაშინ ჩვენ ვთვლით რომ ფულის გათეთრებაზე ჩალიჩობო რადგან სხვა ქვეყნის ბარათი გამოიყენეო smile.gif

პირამიდთან მეორე მიმოწერა გვქონდა მეორე ბარათთან დაკავშირებით, ანუ თურქეთი თუ რაღაც ქვეყანაზე რომ არის გაფორმებული. მოკლედ როგორც გაირკვა პეიპალის ექაუნთით ვაჭრობისას გამყიდველს შეუძლია მიუთითოს ქვეყნების ჩამონათვალი ან დიფერენციალი თუ რომელი ქვეყნის პეიპალს მიიღებს და დანარჩენს მიიღებს თუ ახატია. პირამიდს იმენნა ამერიკა აქვს მითითებული და ახატია სხვა ქვეყნები, ჯინაზე ერთხელ პეიპალით იყიდი პირამიდზე რაღაცას და მერე პეიპალი გიბლოკავს ანაგრიშს თან ისე ჩათლახურად რომ ბარათს ვერ ჩახსნი რომ მეორე ექაუნთი დაარეგისტრირო და იმაზე მიაბა ბარათი. თუ ბარათ ჩახსნილი არაა სხვა ექაუნთზე მიბმისას (ქვეყანას აზრი არა აქვს, სადღაც 4-5 სხვადასხვა ქვეყანა ვსინჯეთ) ნაგლად გიწერს ეს უკვე სხვა ექაუნთზეა გამოყენებული და ჯერ იქედან მოხსენიო!

კაროჩე პეიპალის დედაც, აგერ VTEC-მა წინა გვერდებზე მშვენიერი ინფო დააგდო პირამიდი ამაზონ ჩექაუთზეც მუშაობს, ხოპდა მორჩა რა ამაზონს ფეხებზე ჰკიდია წიკები, ჩემს ბანძ Visa Electron-საც კი იღებს უპრობლემოდ. ასე რომ პეიპალის დედაც, ... ვაბშეტა პირამიდის წიკების დედაც, ეგეთი პრობლემატური მაღაზია გადახდის მხრივ, მთელს ინტერნეტში მეორე არ მეგულება biggrin.gif
nihontoman
VTEC
მეც 23-ში ვარ დაბარებული U2G-ში.... დამიგვიანეს....

ერთად მოგვიწევს მისვლა მოკლედ biggrin.gif
bazuka
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 18th December 2010 - 10:46 AM) *
ერთად მოგვიწევს მისვლა მოკლედ

რატომღაც მგონია, რომ ერთად ვერ მიხვალთ, ვიტეკას ალბად 24-25 დაიბარებენ
VTEC
ციტატა(GSRAW @ 18th December 2010 - 02:15 AM) *
VTEC
ვუერთდები მილოცვებს! სულ 10-იანებში გაგერტყას და ნადირ-ფრინველის მონადირებაში მოგეხმაროს!
სწორედ მაგ მოდელს ვუმიზნებ, მაგრამ ჯერ არა, ასე იანვრის ბოლოსკენ, თან შენს გამოცდილებასაც დაგვიწერ და რეალში გვეცოდინება რა ტიპია.

ცოტა ზემოთ თვალი მოვკარი, რომ ზოგიერთ საიტზე გადახდის პრობლემაა და გადამზიდავები საკუთარი PAYPAL-ით სარგებლობაში 10% ითხოვენ.
საკმაოდ ძვირია დამეთანხმებით და ამასტანავე არანაერი საჭიროება არ არსებობს, რადგან პროკრედიტბანკის ვიზა ბარათები უპრობლემოდ უერთდება PAYPAL-ს. მხოლოდ რომელიმე გადამზიდავის მისამართი უნდა მიუთითო რეგისტრაციისას და ქვეყანა აშშ მიუთითო.
ეს ისე, ინფოსთვის, ალბათ ბევრს გამოადგება, ვისაც EBAY-დან ყიდვის სურვილი აქვს

მადლობა მოლოცვისთვის, დღეს ან ხვალ უნდა მეღირსოს წესით უშუალოდ ჩემს თოფთან გაცნობა smile.gif

ისე ჯაჯამ მართალი გითხრა არ ღირს პირამიდთან ჭიდაობა, მაგარი სტრანნი და წიკიანი საიტია. რაც მე მანდ წერილები მაქვს ნაწერი და ნარეკიც კი smile.gif მაგათი ოპერატორები ყველა საკაიფოდ მიცნობს biggrin.gif


ja_ja
ფაიზაღ!
შენადა რომ ჩამოვა აი ტიტანი დღეს იქნება თუ ხვალ, ხო იცი ჯორჯიკას და ვანოს ვხვდები ტყვიების ამბავზე. ხოდა იქნებ შენც შემოგვიერთდე შენი ქრონიანად? წავუტესტავოთ ეგრევე პაწა smile.gif


ციტატა(nihontoman @ 18th December 2010 - 10:46 AM) *
VTEC
მეც 23-ში ვარ დაბარებული U2G-ში.... დამიგვიანეს....

ერთად მოგვიწევს მისვლა მოკლედ biggrin.gif


ხო... შეიძლება მართლა დაემთხვეს ჩვენი მისვლა

თუ მასე მოხდა შენც წამოდი ჩვენს მინი შეკრებაზე smile.gif


bazuka
ხშირად ხდება რომ როგორც ჩამოვა იმ დღესვე იწყებენ ხოლმე ოფისიდან გაცემას და ვნახოთ რა მოხდება...
VTEC
nihontoman

დამელოდე მოვდივააარ!!!

დღის მეორე ნახევარში მივიდეთ


23/12/10 - H5761524
ჩამოფრინდა. მიმდინარეობს ამანათების გაცემა. საკურიერო სერვისი დაიწყება ორშაბათს, 27 დეკემბერს.

ja_ja
VTEC
ციტატა(VTEC @ 23rd December 2010 - 11:10 AM) *
23/12/10 - H5761524
ჩამოფრინდა. მიმდინარეობს ამანათების გაცემა. საკურიერო სერვისი დაიწყება ორშაბათს, 27 დეკემბერს.

ვაააა აბა ველით ცინცხალ ინფოებს ა სასიხარულო ყიჟინს... smile.gif აბა ჩავისუნთქე და გელოდებით რაფერ განვითარდება საქმე.

ციტატა(VTEC @ 23rd December 2010 - 09:55 AM) *
ფაიზაღ!
შენადა რომ ჩამოვა აი ტიტანი დღეს იქნება თუ ხვალ, ხო იცი ჯორჯიკას და ვანოს ვხვდები ტყვიების ამბავზე. ხოდა იქნებ შენც შემოგვიერთდე შენი ქრონიანად? წავუტესტავოთ ეგრევე პაწა

ეჰ... მე შაბათამდე ცხვირს ვერ გამოვყოფ სამსახურიდან sad.gif
nihontoman
VTEC
ეეეჰ, მე უკვე ავიღე. 21-ში მომცე ს biggrin.gif

არაუშავს, შემდეგზე იყოს biggrin.gif


ეგრევე ფოტოები დაყარე ოღონდ, როგორც კი აიღებ.

და გილოცავ კიდევ ერთხელ....
VTEC
ja_ja

nihontoman

გამოვიტანე, ცოტა ვისროლე კიდეც მაგრამ საღამო იყო უკვე და სურათების გადაღება არ გამოვიდოდა
ეხლა თქვენებურად 50-70 მეტრიდან რას ვიზავ არ ვიცი, მაგრამ ოპტიკის გლეხურად ვითომ სწორების პროცესში 7-10 მეტრში სადღაც 15 მილიმეტრიანი ჯგუფი გავაკეთე

სახლში რომ მოვედი პატარა საგიჟეთი დამხვდა, ჩემი დაა გამოსული 3 ბავშვით და + 1 ჩემი. ხოდა 5 წუთში გადავმალე თორემ ყველა ზედ დაეკიდა biggrin.gif

ცოტა რომ ჩაწყნარდება სიტუაცია გადავუღებ სურათებს და დავყრი smile.gif

პ.ს. ერთი მაგარი ჩაინიკური პრიკოლი მომივიდა biggrin.gif ჯორჯიკას დავურეკე ოპტიკას რაღაც ჭირს ვერ ვასწორებთქო, სატრიალებლები რომ აქვს უაზროდ ტრიალებს და არაფერი არ სწორდებათქო... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რომ მპასუხობდა თან ცდილობდა არ გაცინებოდა მაგრამ თან თავსაც ვერ იკავებდა biggrin.gif
ნუ კი ხვდებით რაც მომივიდა biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ 23rd December 2010 - 02:09 PM) *
ეჰ... მე შაბათამდე ცხვირს ვერ გამოვყოფ სამსახურიდან

კაი მაშინ... ამის შემდეგის შემდეგ შაბათს იყოს smile.gif
cz80
VTEC
აი ეხლა უკვე გილოცავ smile.gif

სულ ათიანებში და სასურველი მიზნების მოხსნაში wink.gif

იმედია რეპორტსაც მალე დადებ wink.gif
VTEC
cz80
გაიხარე, ჯერ რა რეპორტები, ამ შაბათ-კვირას არ მცალია, მერე ახალი წლებია, აი იმის მერე თქვენთან წამოვალ შეკრებაზე და რეპორტის გამოცხობაც მერე შეიძლება wink.gif
nihontoman
VTEC
გილოცავ კიდევ კიდევ ერთხელ.
ეხლა ხელში გიჭირავს და გასწორებულში ხარ მაგრად მოკლედ biggrin.gif

სურათებს ველოდებით.
ReMiNgToN
VTEC
მომილოცია ნანატრი ნივთი ჩამოგსვლია, თუ სწორად მასხოვს შენც რუსთაველი ხარ ხო? smile.gif
VTEC
nihontoman
კიდევ მადლობა smile.gif

რა უნდა გკითხოთ.... ხალასტოიზე გასროლა რამეს აზიანებს?
ჩემი აზრით სასურველი არ უნდა იყოს

სახლში გადამეკიდნენ გადატენეო, რომ გადავტენე ტყვიას როგორ ჩავდებდი სახლში და ცარიელი გავისროლე, იმხელა ხმა ქონდა დაფრთხნენ ყველა biggrin.gif



ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 23rd December 2010 - 08:04 PM) *
მომილოცია ნანატრი ნივთი ჩამოგსვლია, თუ სწორად მასხოვს შენც რუსთაველი ხარ ხო


გაიხარე! smile.gif

კი, რუსთაველი ვარ, და გული მიგრძნობს შევხვდებით კიდეც ერთმანეთს smile.gif
dawiti
გილოცავ!!! ყველა გგულშემატკივრობდა და ბევრი ელოდებოდა შენი თოფის ჩამოსვლას smile.gif ეგ ერთი და სხვა უკეთესი და უკეთთესი smile.gif
tengo
VTEC
გილოცავ შენაძენს,სულ ათიანებში.
VTEC
daviti
tengo

მადლობა smile.gif

ციტატა(daviti @ 23rd December 2010 - 08:15 PM) *
ყველა გგულშემატკივრობდა და ბევრი ელოდებოდა შენი თოფის ჩამოსვლას

ხო, მგონი ამ განყოფილების "ბესთსელერი" (არაპირდაპირი მნიშვნელობით) გახდა ეს თემა smile.gif
Allstar
გილოცავ , მთელი ბიუჯეტი დაწერე რა თუ შეგიძლია რამდენი დაგიჯდა და რამდენი ხანი ელოდე?
iorama
მომილოცავს მომილოცავს ზემლიაკ.ეგ ერთი და სხვა მრავალი wink.gif

რაღა დაგიმალო და მეც ძალიან მაინტერესებს ეგ ნივთი.ნიტრო სისტემამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილებები დატოვა და ერთი სული მქონდა როდის ჩამოგივიდოდა.მაინტერესებს რა შეიცვალა ფასთან ერთად.

ვფიქრობ მომცემ უფლებას და ყველას დავასწრებ მის ნახვას.თუ გეცლება ხვალ დღეს პმ-ში მომწერე შენი ნომერი და გამოგისეირნებ რა საღამოსკენ smile.gif
STIG
VTEC

ჯერ გილოცავ და მშვიდობაში biggrin.gif

მერე
{{Nov 23 2010, 10:27 PM

პ.ს. STIG სულ შენი ბრალია ყველაფერი! შენ რომ ფორუმ.გე-ზე არ გესწავლებინა ეს ფორუმი ეხლა ფანტომი აქ მექნებოდა უკვე და ოპტიკის ლოდინში ვიქნებოდი, რომელიც საკმაოდ მალე გამიფუჭდებოდა}}

[[ Dec 14 2010, 11:15 PM
STIG

შენი ბრალია ყველაფერი!

შენ რომ ეს ფორუმი არ გესწავლებინა ჩემთვის ეხლა წყნარად ვიჯდებოდი]]

ჰოდა, მაშინვე სპეციალურად არ გიპასუხე. დაველოდე როდის ჩამოგივიდოდა და ეს დღეც დადგა.
მაინტერესებს ბოლოს ღირდაა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პ.ს. U2G-მ რაო, ხომ არ გაახურეს როცა მიხვედი? შემდეგშიც გამოუშვებენ? წონა რამდენი გამოვიდა?

პ.პ.ს ისე ვინმემ ამ კაცს პოსტები დაუთვალეთ ამ თემაში საერთო რაოდენობასთან შედარებით რამდენი აქვს. biggrin.gif
VTEC
Allstar
iorama
STIG
ჯერ მადლობა smile.gif

ეხლა...

ციტატა(Allstar @ 23rd December 2010 - 08:39 PM) *
გილოცავ , მთელი ბიუჯეტი დაწერე რა თუ შეგიძლია რამდენი დაგიჯდა და რამდენი ხანი ელოდე?


იქ მივეცი 166$ - 16.6$(10% კუპონი) და + სადღაც 12$ შიფინგი, ანუ 161.5$ smile.gif ე.ი. 285 ლარი
აქამდე ჩამოტანა 5.5 კგ 44$-80ლარი
სულ გამოდის 365 ლარი
10ში ვიყიდე და 23-ში ჩამომივიდა


ციტატა(iorama @ 23rd December 2010 - 08:42 PM) *
ვფიქრობ მომცემ უფლებას და ყველას დავასწრებ მის ნახვას.თუ გეცლება ხვალ დღეს პმ-ში მომწერე შენი ნომერი და გამოგისეირნებ რა საღამოსკენ

ვერ დაასწრებ sad.gif გეოჯორჯიკამ ანუ გიორგიმ ნახა ეგრევე, პირველად მან გადახსნა ლულა smile.gif
როცა გინდა განახებ, დამიკავშირდი და...


ციტატა(STIG @ 23rd December 2010 - 08:46 PM) *
ჰოდა, მაშინვე სპეციალურად არ გიპასუხე. დაველოდე როდის ჩამოგივიდოდა და ეს დღეც დადგა.
მაინტერესებს ბოლოს ღირდაა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ვხუმრობდი შეკაცო smile.gif რომ არ მპასუხობდი ვიფიქრე ხომ არ ეწყინათქო biggrin.gif

არადა მაგ სიტყვებში ის აზრი იყო მიმალული რომ შენ რომ არ გესწავლებინა ეს ადგილი ბრმად მოვიქცეოდი და აქ კიდე ყველაფერი რომ ამიხსნეს უფრო გამიჭირდა მგონი biggrin.gif
ხო გაგიგონია რაც მეტი იცი უფრო ხვდები რომ არაფერი არ იცი wink.gif

ციტატა(STIG @ 23rd December 2010 - 08:46 PM) *
პ.ს. U2G-მ რაო, ხომ არ გაახურეს როცა მიხვედი? შემდეგშიც გამოუშვებენ? წონა რამდენი გამოვიდა?

რა გაახურეს, აზრზე არ იყვნენ რას მაძლევდნენ biggrin.gif

წონა იქ პირამიდმა რომ გააგზავნა U2G-ს ფისში ფედექსის საიტზე 5 კილო იყო და აქ რომ ჩამოვიდა 5.5 გახდა biggrin.gif

ციტატა(STIG @ 23rd December 2010 - 09:30 PM) *
პ.პ.ს ისე ვინმემ ამ კაცს პოსტები დაუთვალეთ ამ თემაში საერთო რაოდენობასთან შედარებით რამდენი აქვს. biggrin.gif

ამ თემაში დავვაჟკაცდი biggrin.gif

ეს ნახე, ჯერ იარაღიც არ მქონდა და რა ზვანია მომენიჭა smile.gif
ციტატა(VTEC @ 23rd December 2010 - 09:30 PM) *
მსროლელი
giorgi-RW1k77X2
VTEC

ეხლა კი ნამდვილად მოსალოცად გაქვს საქმე !!!!
გილოცავ, გილოცავ და კიდევ გილოცავ !!!
არც ერთი მიზნისათვის არ აგეცილებინოს !!!

მეც მინდა ერთი ნიტრო და ძალიან მაინტერესებს როგორია, ვინაიდან და რადგანაც რუსთაველი ხარ, თბილისისკენ წამოსვლას რომ დააპირებ, რამენაირად გამაგებინე, თუ სურვილი გექნება რა თქმა უნდა და ქრონშიც ვნახოთ რას იზამს, მძIმე ტყვიები -10.5 გრანიანები მაქვს, თუ მსუბუქებზეც შევამოწმებთ, მგონი საინტერესო იქნება.

მე დღეს ჩამოვედი თბილისში და კიდევ 4-5 დღე ალბათ ისევ აქ ვიქნები.
iorama
ციტატა(VTEC @ Dec 23 2010, 09:32 PM) *
ვერ დაასწრებ sad.gif გეოჯორჯიკამ ანუ გიორგიმ ნახა ეგრევე, პირველად მან გადახსნა ლულა smile.gif
როცა გინდა განახებ, დამიკავშირდი და...



რა ყველაფერი დასწრებაზეა(კ/ფ ''შერეკილები'') biggrin.gif

PM-ში მომწერე რა ნომერი რომ დაგირეკო ხვალ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.