ყველას კარგი სალამი!
ზ.დ.პ.-ს დეკონსერვაცია/დაზეთვასთან დაკავშირებით მინდა რომ შეგაწუხოთ.
მოკლედ, რამოდენიმე ხნის წინ, ბატონი გრიგოლისაგან (iaragi_ge) შევიძინე Remington Vantage (მანვე მომასწავლა ამ ფორუმის გზა

). ყიდვისას, რა თქმა უნდა, მირჩია, რომ აუცილებლად ჩამეტარებინა შაშხანის დეკონსერვაცია.
სიმართლე რომ გითხრათ, დეკონსერვაციისათვის კი არა, სროლისათვისაც ძლივს ვიცლი ხოლმე და რა თქმა უნდა დავიზარე და როცა დრო გამომიჩნდებოდა ხოლმე ცოტ -ცოტას ვისროდი (თან ზეთი შევუკვეთე ამაზონზე და ველოდებოდი)... ასე გავისროლე თითქმის ერთი კოლოფი ტყვია (~500 ცალი).
შაშხანის ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ეხლაც ძალიან მომწონს
სიმართლე გითხრათ, დიზელის ეფექტს თავიდანვე ვერ ვამჩნევდი: - არც კვამლი ლულის გარეთ, არც გასროლის შემდეგ ლულაში...
წინა კვირა დღეს რაღაც ხმა არ მომეწონა გადატენვისას და სროლისას. გადავწყვიტე ჩემს ზეთს დავლოდებოდი და რაც ბ-ნ გრიგოლმა მირჩია და რასაც ამ ფორუმის წევრები ურჩევთ ზ.დ.პ.-ს პატრონებს, ის გამეკეთებინა. -დეკონსერვაცია (მაგრამ საკმაოდ დაგვიანებით, როგორც უკვე მივხვდი).
ჩემი ზეთები ჩამოვიდა და ჩემი Remington Vantage-ც დავშალე
აითავად ზეთი 1და ზეთი #2 

და აი რა დამხვდა შიგნით:



მანჟეტი შეჭმულია.... ;(
მაგრამ არა კატასტროფულად (მე ასე მგონია)
გავწმინდე ყველა ნაწილი გარგად და დავზეთე ქროსმანის ზემოთხსენებული ზეთით, ზუსტად ისე, როგორც ამ ფორუმზეა აღწერილი (ალბათ უკეთესი იქნებოდა შესაბამისი ტაოტი რომ მქონოდა...)
ავაწყვე და გავსინჯე კიდევაც. სახლში რაღაც ფიცრის ნაგლეჯი ვიპოვე და იმას ვესროლე რამოდენიმეჯერ 5-6 სმ დაშორებიდან.
აი რა გამოვიდა:



აი ვიდეოებიც, თუ რამეს დაინახავთ, ლულაში სულის შებერვისას რას შვრება:
ისეთი დიზელი აქვს, რომ ფიცარსაც კი მურავს...
ასე ყიდვისასაც კი არ ქონია. არა და ზეთი მართლაც ძალიან ცოტა წავუსვი და ნაწილებიც საკმაოდ კარგად და გულიანად დავწმინდე დაზეთვამდე.
სიმართლე გითხრათ, Benjamin Marauder-ს ვუმიზნებ ახლო მომავლისათვის, მაგრამ არც ეს შაშხანა მინდა რომ დამეჩაგროს

და მინდა რომ რამე ვუშველო...
მანჟეტზე ალბათ ისევ ბ-ნ გრიგოლს მივმართავ, თქვენთან კი ერთი თხოვნა მექნება, იქნებ ვინმემ მირჩიოთ და დაზუსტებით მიმითითოთ სად შეიძლება ზ.დ.პ.-ს თვის შესაბამისი ტაოტის ყიდვა. (ზუსტი სახელი, ვებ-მისიამართი ან რაიმე მაგდაგვარი ინფო, კიდევ რომ რამე სხვა არ ვიყიდო)
P.S.იმედია ჩემი ბევრი ნაწერით თავი არ მოგაბეზრეთ.
ასევე ადმინისტრაციას მივმართავ, თუ ჩემი პოსტი არ შეესაბამება ამ თემას, რომელშიც ეხლაა, გტხოვთ გადაიტანოთ და თუ არ შეწუხდებით პ.მ. მომწეროთ, იმისათვის რომ ვიცოდე სად ვეძებო

. (ჯერ მაინც ახალი ვარ აქაურობისათვის

)