ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o @ 23rd February 2014 - 07:20 PM)

დეკონსერვაცია ძირითადად იმ იარაღებს ჭირდებათ რომელიც მუდმივად ბოლავენ,
ციტატა(x.m.e.l.o @ 23rd February 2014 - 07:20 PM)

ანუ თავისი ძველი ზედმეტი ტაოტი უნდა მოშორდეს და ახალი წაესვავს,
ციტატა(x.m.e.l.o @ 24th February 2014 - 12:24 PM)

ხო გთხარი ერთი ტაოტი აიღე და ყველაფრისთვის გამოგადგება
ციტატა(x.m.e.l.o @ 24th February 2014 - 01:01 PM)

4-ი თოფი გამოვიცვალე თქო რომ ავღნიშნე, 4 ივეზე ასე ვაკეთებდი და არაფერი არ უვნია თოფისთვის
ციტატა(x.m.e.l.o @ 24th February 2014 - 02:47 PM)

არ მჯერა, რომ არსებობს საცხი, რომელიც ნავთობს არ შეიცავს
კაი ხანია ამ თემას ვუყურებ და პროსტა არ მინდოდა ჩარევა, მაგრამ უკვე ისეთი მარგალიტები დაგროვდა რომ მგონი ჩარევის გარეშე მალე კოსმოსურ ხომალდს ააწყობ...
კაცო რომ არ გსმენია იმის შესახებ - არსებობს თუ არა რაიმე საპოხი საშუალება რომელიც ნავთობ პროდუქტს შეიცავს.... როგორ ფიქრობ ეგ იმას ნიშნავს რომ შენ არ იცი მაგის შესახებ თუ იმას ნიშნავს რომ არ არსებობს?
საიდან ასეთი თავდაჯერებულობა რომ მხოლოდ შენი სიტყვებია მართალი და სხვა ალტერნატივა ამ პლანეტაზე არ არსებობს?
ეგ იგივეა ახლა მე რომ ჭკუის სწავლება დავუწყო კარდიო ქირურგს - მე არ მინახია რომ ვინმეს გული ამოაჭრან სხვასთან ჩადოს და იმან იმუშაოს მეთქი.... რაიმე მე თუ არ ვიცი არ ნიშნავს რომ არ არსებობს, ან მაინცა და მაინც ასე უნდა იყოს როგორც მე ვთქვი.
1) შეკაცო საპოხი საშუალება თუ მხოლოდ ნავთობი წარმოგიდგენია, შენს გახარებას ერთი გადაიკითხე რა ჭირია, თუ ლხინია სილიკონი და არის თუ არა ისეთი სილიკონის საპოხი რომელიც შეიცავს ნავთობპროდუქტს?!
2) რას ქვია 4 თოფი გამოიცვალე და ყველაზე ეგრე შვებოდი და არაფერი მომხდარა? ეგრე გალეშილი ლოთიც მანქანაზე დაჯდომისას ვეჩნა ამტკიცებს - მე სულ ასე დავდივარ და არაფერი მომხდარაო. ეგ იმას ნიშნავს რომ
არაფერი არასდროს მოხდება თუ პროსტა ჯერ უმართლებდა ტიპს სიტუაცია და აი წუთი წუთზე შეიძლება აღარ გაუმართლოს? რა გარანტია გაქვს რომ იმ 4 თოფში რაც გამოდის რომ გაყიდე და ჩვეულებრივ ტაოტს იყენებდი რაიმე არ ჰქონდა უკვე დაზიანებული?
3) რას ქვია დეკონსერვაცია მაშინ სჭირდება იარაღს როცა მუდმივად ბოლავს? რა რამდენია ეგ მაჩვენებელი სახელად მუდმივი? 2 გასროლა 10 თუ 100? რამდენია ციფრებში? თუ თოფში არის გამოყენებული საკონსერვაციო ტაოტი და რკინის ზამბარიანების 80% თოფებში ეგრეა, მაშინ ყიდვისთანავე გასროლამდე უნდა მოხდეს მაგ საზიზღრობის მოცლა და გასუფთავება, შემდეგ კი სილიკონის ტაოტით ჩანაცვლება, ანუ ტაოტით რომელიც ხახუნსაც ამცირებს, აორთქლებაც ნაკლები აქვს და დგუშის მოძრაობის დროს შეკუმშული და გამთბარი აირის დროს არ იწვევს აალებას და დიზელის ძრავის მუშაობის პრინციპს....
4) მარტო ზედმეტი ტაოტის მოცილება რომ იყოს მაგაზე იოლი რა არის, მაგრამ როგორც გითხარი ჩანაცვლებაა საჭირო იმ საპოხი საშუალებით რომელიც არ აალდება. ის რომ ეგეთი საშუალება აქ ძნელად იშოვება და ელიავაზე ეგეთი არაფერი არ სმენიათ ეგ არაფერს არ მნიშნავს
მოკლედ იქნებ რჩევების დარიგებამდე აირგან მაღაზიები დაათვალიერო და ნახო რაიმე სპეციალიზირებული ხომ არ იყიდება, მაგალითად აი ასეთები


ან რაიმე სურვილი მაინც გაიჩინე გადაიკითხო რა სპეციფიკაციები აწერია ამა თუ იმ საპოხ საშუალებას, მაგალითად შედი ყველასთვის ცნობილ საიტზე და ნახე აბა ეს
სუპერ საოცრება და არ არსებული საპოხი საშულება, გადაიკითხე აბა
სახელმძღვანელოში რისთვისაა საჭირო, როგორ გამოიყენო რა პერიოდულობით.....
იქნებ აი
ასეთი მასალები გადაიკითხო რომ რაღაც ამოსავალი წერტილი ნახო, იქნებ გაიკითხო და აღმოაჩინო რომ ჰოუ საოცრებავ თურმე თბილისშიც კი იყიდება ერთერთი საპოხი საშულება სახელად Crosman Silicone Chamber Oil....
ან იქნებ გუგლში აკრიფო რაიმე შესაბამისი სიტყვა ვთქვათ და კაკ მინიმუმ მიაგნებ
აი ასეთ საიტს დიდი თხოვნაა მითხარი ეს ხალხი გიჟია ცალკე რაღაც საპოხ საშუალებებს რომ იგონებენ ჩალიჩობენ ყიდიან???
არ მიყვარს ასეთი პოსტების დადება საზიზღრად, მაგრამ მაიძულებთ ხოლმე საკმაოდ არასასიამოვნო პოსტები დავდო ხოლმე. ხალხნო ის რაც ეხლა არ გაგიგიათ და არ იცით არ ნიშნავს რო არ არსებობს და თუ CD-ROm-ის ჭუჭყიან ლინზას საკუთარი ნერწყვით წმინდავ და ამის მერე მუშაობს ეგეც არ ნიშნავს იმას რომ მსოფლიო ტექნოლოგიამ მომხმარებლის ნერწყვის გარდა ვერაფერი მოიფიქრა....
გაითვალისწინე შენი თავისთვის კი არ წერ რაღაცას, არამედ სხვას უწევ რეკომენდაციას, ანუ პასუხისმგებლობას იღებ იმაზე რომ თუ რაიმე დაემართება შენ იყავი მაგ იდეის ავტორი და შენი სიტყვებით უბიძგე კაცს ესა თუ ის მოქმედება გაეკეთებინა... და სადაა პასუხისმგებლობა? ვხედავ მხოლოდ ქართული უაზრო მიდგომას, აი ასეთი ტექსტის სახით...
ციტატა(x.m.e.l.o @ 24th February 2014 - 01:01 PM)

4-ი თოფი გამოვიცვალე თქო რომ აღვნიშნე, 4 ივეზე ასე ვაკეთებდი და არაფერი არ უვნია თოფისთვის
ძალიან მაინტერესებს შენი რეკომენდაციის მოსმენა იმ კაცის მიმართ რომელიც დაწერს მთვრალი ვარ და მანქანაზე მინდა დაჯდომაო - რას მიწერ?