დღEს ვიყავი გუდვილში და ვნახე მაგნუმის მაღაზია. შევედი და ვხედავ ევანიქსის ორ ფიშტოს, არ4-ს და ბლისარდ ს-10-ს. ვებაზრე გამყიდველს, ვა რა თოფია მეთქი, რა ამბავია მეთქი ფასი და ა.შ. იმან მითხრა ნასოსითააო, ძალიან ძლიერიაო, ჰატსანს (ატ-44) 25 ჯოული ენერგია აქვსო, ამას 50. ამის არგუმენტად კი მომიყვანა ის, რომ ბალონს 20 გასროლასი ცლისო

მოკლედ მომეწონა, განსაკუთრებით ბლიზარდი, ხოდა ვთხოვე თოფი შემათამაშებინე მეთქი ხელებში
ხალხოო! სასწაული მოხდა - ტოფი ხელში დამაჭერინეს!
მეც პატარა ბავშვივით დიდი გაკრეჭილი სახით გამოვართვი და იმენა ჩავეხუტე. რა გითხრათ, ხელში მეწირა ახალი ბლიზარდი შრაუდერით და ცერა თითისთვის დირკიანი კაკლის ხის კონდახით - ერთი სიტყვით ასე ორჯერე გავათავე...
თოფს ქონდა შრაუდერი, ასევე ბოლტის თავი იყო რაღაცის რქა, ძალიან ლამაზად გაპრიალეებული ბურთი. კონდახი ძალიან კომფორტული იყო, და სასიაამოვნო დასაჭერი. გალაკული არ იყო, უფრო რარაცით გაჟღენთილს გავდა.... ხის ფაქტურა გადასარევი...
ბალანსს არაუშავდა, ისე რა, იყო. ატ-44-ივით ნაღდად არ იყო ცხვირმძიმე, მარა ბევრიც არ უკლდა (თან გაითვალისწინეთ, რომ ზედ ამ დროს თოფს რაღაც 3X9 ოპტიკა ედგა, რომელიც ცალკე იყიდება...)
მოკლედ მომეწონა. მეტალი მშვენივრად იყო დამუშავებული, საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა და ანოდიზირება ბრწყინვალე იყო.
ხარიოსხიანადაა აწყობილი, მეტალი კარგად დამუშავებული, ლამაზია ძაან და ბალანსიც არა-უშავს, მარა რავი, 2200 ლარად ყიდვის სურვილი არ მიჩნდება...
ხო, ვნახე ასევე რაღაც ნასოსი, 400 ლარად ყიდიდნენ....