დღეს მოვხვდი გუდვილში და შევიარე ნეტა არ შემევლო ... საინტერესო ფაქტი ვეირაუხის 98 - ე მოდელი ჭკა მეგობრებო

ავიარეთ და ჩავიარეთ დახლები მარა შენც არ მომიკვდე არაა თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ

მერე ავდექი და გადმოვიღე ტდრ (ბაზუკ დამშვიდდი ორი ცალია

) რა უნდა ვთქვა რაც კაია კაია, ერთი საინტერესო რამე მოხდა გვერდით ერთი კაი გემრიელი კახელი კაცი იდგა რო გადმოვიღე ძალიან დაინტერესდა ეკითხება ესა რა არისო, ესა ტირის თოფიაო გამყიდველმა და ესა გლუშიტელიაო ? ხოვო გამყიდველმა უფრო სწორად მოდერიო

ხოდა მე ამ დროს ფასი ვკითხე მითხრა 1850 ლარიო და სიამუვნებით გავიხედე კახელისკენ რადგანაც რეაქციას ველოდი და მოლოდინმა გამიმართლა ნატურში ყბის ჩამოვარდნა ვნახე, რაო კაცოუ ესაო? ამასა ისვრისო? ტყვიბს დაადო ხელი და 1850 ლარი ღიირსოო? ხოვო ხოვო ჯერ დახედა თოფს მერე მე, ამ დროს რას ფიქრობდა ვინ იცის, მოკლედ ავუხსენი ესა ბატონო გეკოზე ნაკლები არაა თქო, ჩუმია და ზუსტია თქო ქირურგიული სროლისთვისაა თქო, ამით რომ ფრინველის გუნდს წაეპაროთ 70-90 მეტრზე 3-4 ისე მოხსნით ვერც მიხვდებიან რა ხდება თქო, მოკლედ მიყურებს ეს კაცი ინტერესი ეტყობა აშკარად მაგრამ უნდობი გამომეტყველება მაინც აქვს ესა ან ძაან ჭკვიანია ან ძაან სულელიო ფიქრობს ალბატ

ხოდა ამ დროს ერთ ერთმა გამყიდველმა ქალბატონმა ამითო ღორი მოკლესო, არაა მე ვუთხარი რავიციო აქ იყო ვიღაცა მოსული და იმან თქვაო აღიარეთ რომელმა დააბოლეთ

, ხოდა გვერდითა გლუვებიდან რეპლიკა იყო ალბათ ქვა ჩაარტყა თავშიო

მოკლედ ასე ხალისიანად ჩაიარა ჩემმა ვიზიტმა გუდვილში წამოვედი ნერწყვ მოზღვავებული და დაფიქრებული ცხოვრების რაობაზე
მადლობთ ყურადღებისათვის