დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Plastenilos Testos ანუ ტყვია პლასტენილში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4
ja_ja
ტყვიების ტესტირებისას პლასტენილის გამოყენების იდეა ახალი არაა.

პირველი მქონი ჩვენს ფორუმზე Parna იყენებდა პლასტენილს, მერე Bazuka-მ სინჯა პლასტენილით ტესტის ჩატარება, მაგრამ ორიოვე ჩვენს ფორმელს ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, კერძოდ - ცოოტა პლასტენილი.

დღეს პაწა საქმეზე ვიყავი ზემელზე გასული და მიწისქვეშა გადასასვლელში გავიარე, გავიარე და დევინახეე, დედა რა დევინახეეე. ეგეთი რამე მე არ მინახია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დევინახე საძერწი თიხა, კაი თიხა, გემრიელად შეფუთული, კარგად დაფასოებული... მოკლედ თურქულს არ გავდა, ვეკითხები გამყიდველს რა ღირს მეთქი, მეუბნება 6 ლარიო.... ეგრევე წამრმოვიდგინე რაფრა ხვდება ამ მასას ტყვია დააა... არა ერთი ცალი არ მეყოფა თხელი ბრიკეტია, მინიმუმ 3 პაკეტი დამჭირდება ეს კი 18 ლარია... ჰოოო

დავდე ადგილზე და სად მქონდა მანამდე თვალები?? ვეებერთელა დღემდე უხილავი პლასტენილის აგურებს ვხედავ, ვიღებ ხელში ვეკითხები რა ღირს?? მეუბნება 4 ლარი... ვაა კაი დიდია, 2 ცალი ყელში ამომივა დაჟე არც მჭირდება, მარა ჯანდაბას წავა. გადავუხადე ფული და დებილი ბავშვივით გახარებული სახლისაკენ გამოვექანე.







როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი ბრიკეტია, და წონაც გემრიელი აქვს 500 გრამი. მოკლედ დიდი დრო არ დამჭირდა იმისათვის რომ წვრილ ზოლებად დამეჭრა და ეს ყველაფერი ერთმანეთში ამეზილა, მივიღე აი ასეთი ხელოვნების ნიმუში





რავი თუ ბრონგამტანი ტყვია არ არის ქე უნდა ეყოს სიგრძე და სისქე biggrin.gif

არც ვაციე არც ვაცხელე, ავდექი და ამ პლასტენილს ჩავახუტე 290 მეტრ წამით CP 10.5.
ტყვიასთან კოცნისას პლასტენილი ასე დაიჭყანა:



კაი სიღრმეზე შევიდა ტყვია ხომ იცი, ამ ზომის ყვავი, თაგვი და მაჩვი მე არ მეგულება, ანუ გარანტირებული გამჭილი ჭრილობა აქვს მიღებული



ესეც ტყვიის მიერ გაკეთებული ხვრელუს დელ მორგუს



საკმაოდ სწორხაზოვანი ხვრელია, ტყვიაც საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, თითქმის არაფერი არ მოსვლია



აქვს რაცხა დეფორმაცია, მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა. ჰოოო რას შევადარო, რას შევადარო.... ოოო იმავე Crosman-ის ტყვიას ოღონდ Benjamin Hollowpoint 10.5-იანს როგორც ვიცით რეკლამირდება როგორც ექსპანსიური ტყვია, ჰოოდა ვნახოთ ერთი რა ექსპანსიურობის ტრაკი აქვს.

გავამთელე პლასტენილი, მაგრამ გადაზელვა დამეზარა, გადავტენე მარადიორი და... ბა... ბახ...ტყალაპპპპ, რა ვქნა ბა-ბახ-ის მაგივრად ბა-ტყლაპ-ის ხმა იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



საინტერესო ისაა რომ ამ ტყვიამ უკვე იდეალური ხვრელი კი აღარ გააკეთა, როგორც წინა ნახვრეტზე ჩანს ცოტაოდენ გახეთქასავით პლასტენილი.... ოოოო დას ისტ საინტერესოოო... ვნახოთ ხვრელის სიღრმე...



პრაქტიკულად 2-ჯერ ნაკლებია, ცოოტა კიდევ პატარა, ანუ 13 სანტიმეტრის მაგივრად 6 სანტიმეტრია, გავჭრათ აბა შუაზე და....



ესეც თქვენი ექსპანსიურობის ხვრელი!!!! აქვს თუ არა გაფუებული ხვრელი!!! არის თუ არა ეს ჰიდრო დარტყმა!!! არის და 4.5-მა მეტი რაღა ქნას, CP-სგან განსხვავებით აშკარად განსხვავებული ხვრელია!



მარა ტყვიას ხედავთ??? ხედავთ რას გავს ეგ უბედური?? და ეს მხოლოდ და მხოლოდ პლასტენილში მოხვედრისას!!!!



ასეთი რამ... ჰოოო..... მმმმ.... რა მოუვა ახლა ყვავს რომელსაც ეს მოხვდება ბეჭებში??? ალბათ კუგელ შვაინე ახტუნგ ცვაიცუნგის ამოძახება დაემართება

ტყვიის თავი ხომ საერთოდ რა... სადღაა ტყვიის თავზე არსებული ხვრელი???







შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ამ ტყვიას აქვს ექსპანსიურობა და თან სერიოზული, უძახე ახლა რომ არაფერს არ აკეთებს. თქვენი არ ვიცი და ყვავებს აწი მხოლოდ ეს გემრიელი საჭმელი უნდა ვაჭამო ხოლმე, CP მაგათთვის არ არის შექმნილი, აი BHP კი პირდაპირ მაგათთვისაა

ესეც პრაქტიკული შედარებითი სურათი, მგონი ყველაფერი ნათელი ზედმეტი კომენტარების გარეშე



კიდევ რაცხა მინდოდა მექნა და აგერ გამახსენდა CZ80-ის მიერ მოცემული ძვირიანი Hatsan Torpedo რომელიც ტესტირების მერე რამდენიმე ცალი დამრჩა და მისი მიმოხილვის დაწერას თავი ვერ მოვაბი...

მიმოხილვას ხვალ იმედია დავდებ, მანამდე კი 9.6 გრანიანი ტყვია 314 მეტრ წამით პლასტენილშიიიიიი!!!!



ა ხვრელი smile.gif დას ისტ ხვრელუს, საკმაოდ დიდი ხვრელია, აშკარად ძაბრისებურია და ექსპანსიურობაზე საუბარი არაა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხვრელია, სამწუხაროდ გვიან გამახსენდა შემავალი ხვრელის გაზომვა ასე რომ სამივე ტყვიის შემავალი ხვრელის ზომა ამ მომენტში უცნობია, ხვალ ზეგ სხვა ტყვიების ტესტირებისას გავზომავ ამ შემავალ ხვრელსაც და დღევანდელ ტყვიებსაც ხელახლა გავზომავ.

ეს კი შეღწევის სიღრმე



თითქმის CP-ს დაეწია.... მაგრამ მიუხედავად მეტი სიჩქარისა, ნაკლები წონა ხელს უშლის შეღწევაში და ცოოტათი ადრე ჩერდება.. იდეაში ტყვია რომ რბილი ლითონისგან იყოს გაკეთებული ალბათ დეფორმირებაც ექნებოდა და ადრეც გაჩერდებოდა, მაგრამ.... მაგრამ ეს ჰაჩიკას თხელკედლიანი ტყვია ისეთი ლითონისგანაა დამზადებული რომ... მოკლედ ორი თითით სანამ გალურჯებამდე არ დააწვები მანამდე ტყვის დეფორმირებას ვერ გაუჩალიჩებ, ძალიან მყარი შენადნობია გამოყენებული. აქედან შეღწევადობა არის, მაგრამ ექსპანსიურობა....

ესეც ტყვიის ტრაექტორია



და ტყვია პლასტენილში ახლო ხედით



პრაქტიკულად არაფერი მოსვლია ოდნავ შეიცვალა თავმა ფორმა



სულ ეს იყო დღევანდელი ტესტირება, ამ ტესტირების ბოლოს პლასტენილიანი ხელები მქონდა და არანაირი სურვილი აღარ მქონდა თოფისთვის, ან ფოტოაპარატისთვის მომეკიდა ხელი, ამიტომ სხვა ტყიებზე შემდგომში გავაგრძელებ რეპორტებს...
geojorjika
ნუ მოკლედ როგორც ყოველთვის საინტერესოა შნეი რეპორტი , მადლობა ჯაჯ smile.gif , მდაა BHP-ი მშვენიერი რამე ჩანს ნეტა სიზუსტე როგორი აქვს? როგორც CP-ს თუ ნაკლებად ზუსტია? smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 24th April 2010 - 10:51 PM) *
მდაა BHP-ი მშვენიერი რამე ჩანს ნეტა სიზუსტე როგორი აქვს? როგორც CP-ს თუ ნაკლებად ზუსტია?

რავი დისკოდან თითქმის ისევე ისროდა როგორც CP-ს და მარადიორს ამ დღეებში მოვსინჯავ.
nihontoman
ეს ჰოლოპოინტი რა სოკოსავით გაიშალა, ერთი უყურე ამას!

როგორც ყოველთვის, რეპორტი არის 5-იანზე.

უნდა გავსინჯო ერთი ეგ ჰოლოპოინტები..... მარა ერთი რამე კია - მარადიორი საკმაოდ მაღალი სიჩქარით უშვებს მაგ ტყვიებს და ექსპანსიაც ხდება და ფანტომი, რომელიც ალბათ 230-240 მ/წ გაქაჩავს, როგორ შეეწყობა მაგ ტყვიას? დავიჯერო ექსპანსიურობა ექნება?
cz80
მშვენიერუს wink.gif

ხოოო ეს BHP მეც მაგრად მაკვირვებს.. მეც იგივე რეზულტატი მომცა ამას წინებზე პლასტელინზე სინჯვისას smile.gif

მერე კროსმანის დესტროერს მოგცემ ჯაჯ და აი მაგის ექსპანსიურობაზე იკაიფე smile.gif
foxi
ja_ja

სერიოზული რეპორტია.ყოველთვის ვამბობ რომ ჰოლოვ პოინტი ზედგამოჭრილი სანადირო ტყვიებია მეთქი. დასის გუთ. biggrin.gif
soxa
ჯაჯ რეპორტების მამა ხარ
Quick
რეპორტი უმაღლეს დონეზეა, რა თქმა უნდა სხვას არც მოველოდი ჯაჯასგან smile.gif
ოღონდ ეს მაინტერესებს: რით ჭრი პლასტელინს ასეთი კარგი ჭრილი რომ გამოდის?
bazuka
ja_ja
საღოლ კაკ ვსეგდა და მეტს აღარ გეტყვი biggrin.gif

მამა<>შვილის შედარება მაინტერესებს მე

Quick
ჩვეულებრივი 1 ლარიანი ბრიტვით,.
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Apr 24 2010, 11:40 PM) *
ალბათ კუგელ შვაინე ახტუნგ ცვაიცუნგის ამოძახება დაემართება

lol2.gif biggrin.gif

* * *
კაი ხანია ესე სიამოვნებით ინტში არაფერი არ წამიკითხავს, როგორც ყოველთვის მმმაგარია!
Davitus
მშვენიალურია ჯაჯ... რამდენიმე საკიტხის დაზუსტება მინდა ოღონდ

1. რამდენი მეტრიდან ესროდი?

2. ტესტირების დროს პლასტელინს სადაც ესვრი, იმ ზედაპირზე მიაკარი გაზეთი ან რამე ქაღალდი და ისე ესროლე... ეგეც საინტერესოა და სხვა თვისებებს წარმოაჩენს კიდე...

პლასტელინი ისეთი მასალაა, ძალიან შორს არის თავისი თვისებებით ქსოვილოვან სტრუქტურასთან


მე ვერ გამოვნახე დრო რომ გავაკეთო ბალისტიკური გელი, რეცეფტი კი მაქვს მაგრამ ტავი ვერ მოვაბი, არც გაჭრა ჭირდება და არც გახლეჩა, საკმაოდ გამჭვირვალეა და ჩანს ყველაფერი

ბალისტიკური მაჩვენებლებითაც, ქსოვილის გამტარობას უახლოვდება...


ისე ეგ პლასტელინი ერთი ფერის რომ გეყიდა უფრო გაასწორებდა... სურათის გადაღების დროს არხის ჭრილი უფრო ეფექტურად ჩანს smile.gif
ja_ja
Quick
ციტატა(Quick @ 25th April 2010 - 01:57 AM) *
ოღონდ ეს მაინტერესებს: რით ჭრი პლასტელინს ასეთი კარგი ჭრილი რომ გამოდის?

სტანდარტული საკანცელარიო დანით, ელიავაზე ვიყიდე 1.5 ლარად 10 პირი და მიდი მოვდივარ ყველაფერში მაგ დანას ვიყენებ, გაცვდება პირი გადავაგდებ და ახალს ვაძრობ, ი ვსიო...

bazuka
ციტატა(bazuka @ 25th April 2010 - 02:44 AM) *
მამა<>შვილის შედარება მაინტერესებს მე

ვერ ჩავწვდი რომელ მამაზე და შვილზე საუბტრობ...

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 25th April 2010 - 12:03 AM) *
უნდა გავსინჯო ერთი ეგ ჰოლოპოინტები..... მარა ერთი რამე კია - მარადიორი საკმაოდ მაღალი სიჩქარით უშვებს მაგ ტყვიებს და ექსპანსიაც ხდება და ფანტომი, რომელიც ალბათ 230-240 მ/წ გაქაჩავს, როგორ შეეწყობა მაგ ტყვიას? დავიჯერო ექსპანსიურობა ექნება?

ნუ შეიძლება ისე არ გადაიფურჩქნოს როგროც ეს ეგზემპლარი, მაგრამ ექსპანსიურობის ეფექტი და ჰიდრო დარტყმის ეფექტი აშკარად ექნება. არ დაგავიწყდეს ეგრე თურქული ტყვია უფრო მაღალი სიჩქარიტ შესრიალდა მაგ პლასტენილშI, მაგრამ ეგეთი ეფექტი არ გამოუწვევაი.

Davitus
ციტატა(Davitus @ 25th April 2010 - 05:03 AM) *
1. რამდენი მეტრიდან ესროდი?


1) 0.5 მეტრი, აივანზე

2) ვერ გავიგე რას ქვია სად ვესვრი? ცენტრში, ზედაპირზე გაზეთის მიკრობა??? ვერ ჩავწვდი... აივანზე მიდევს თაროზე და ისე ვესვრი, ჩათვალე მაგიდის პირზე დევს, სად უნდა მივაკრა გაზეთი და რა ეფექტი უნდა მომცეს???

3) კი პლასტენილი აშკარად განსხვავდება სხეულისგან, სხეული უფრო რბილია, მაგრამ პლასტენილი და ეს კონკრეტული ეგზემპლარი საკმაოდ ახლოსაა სხეულთან, ხელში გადაზილვის დროს ნამეტანი თბილი და რბილი იყო, რა ტქმა უნდა სხეული უფრო რბილია, მაგრამ ძირითადი ეფექტის მისაღებად და დასანახად თუ რას აკეთებს სავსებით საკმარისია

4) ერთ ფერზე მეც ვიფიქრე თავიდან, მაგრამ მეთქი 2 ფერში უნდა გამოჩნდეს გადასვლა გადმოსვლები და ჩრდილები მეთქი და მაგიტომ ავურიე 2 ფერი ერთმანეთში. ნუ ეგ არაფერია, ეს პლასტენილი ტავის რესურსს რომ ამოწურავს მერე ერთ ფერის 2 აგურს ვიყიდი და ეგ იქნება.
soxa
Davitus
მაგ ბალისტიკური გელის რეცეფტი გაგვიზიარე
Power_VANO
მშვენიერუს, მშვენიერუს! მართლა რა კარგი ტყვიაა ეს BHP smile.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 25th April 2010 - 09:52 AM) *
ვერ ჩავწვდი რომელ მამაზე და შვილზე საუბტრობ...

სხვადასხვა სიმფონიაზე იძახის ბაზუკა wink.gif

ია ტაკ დუმაიუ biggrin.gif
ja_ja
cz80
ციტატა(cz80 @ 25th April 2010 - 12:09 PM) *
სხვადასხვა სიმფონიაზე იძახის ბაზუკა

ნუუუ, მაგი ბატონო კაკ მინიმუმ ერთ მათლაფა ყვავის ხარჩოს საჭიროებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ციტატა(soxa @ Apr 25 2010, 10:09 AM) *
Davitus
მაგ ბალისტიკური გელის რეცეფტი გაგვიზიარე

+1

ციტატა(cz80 @ Apr 25 2010, 12:09 PM) *
სხვადასხვა სიმფონიაზე იძახის ბაზუკა wink.gif

ია ტაკ დუმაიუ biggrin.gif


+1
Davitus
ციტატა(lasha_74 @ 25th April 2010 - 10:09 AM) *
მაგ ბალისტიკური გელის რეცეფტი გაგვიზიარე


ჯერ მე გავაკეთებ, გამოვცდი და რეპორტსაც მოვარტყამ, მე არ მეზარება რეპორტების წერა, გამოვიდეს ლიჟბი და დრო გამოვნახო...
soxa
Davitus
ბუდიმ ჟდატ
gregory
soxa
აი რეცეპტი:
Баллистический желатин.
Стандартный блок желатина, используемого ФБР в учебных целях, имеет размеры 6 х 6 х 12 дюймов (15,24 х 15,24 х 30,48 см). Так что нужна будет такая форма, но можно использовать и другую, главное соблюдайте пропорции в объемах. Весить желатин будет примерно 10кг.
1. Залейте в большую посуду 6 л горячей воды.
2. Постепенно высыпьте 1 кг порошка желатина в эту воду при медленном смешивании.
3. Добавьте 5 мл пропионовой кислоты(აფთიაქში იყიდება), чтобы предотвратить рост микроорганиззмов. Если вы планируете держать желатин менее недели в холодной среде, то кислота не обязательна.
4. Добавьте 3 л горячей воды (54 °С) к раствору желатина. Медленно помешивайте раствор 5 мин, чтобы весь порошок желатина растворился. Образовавшуюся пенку можно удалить.
5. Смажьте стенки формы силиконовым спреем, чтобы потом легче было удалить застывший желатин.
6. Влейте раствор желатина в форму и держите 4 ч при комнатной температуре для гидратации (для создания стойких соединений молекул воды и порошка).
7. Поместите форму с желатином в холодильник (3,8 °С) на 24 ч.
8. Извлеките желатин из формы.Для облегчения этого процесса влейте между желатином и формой немного ледяной воды.
9. Поместите желатин в полиэтиленовый пакет и оставьте в холодильнике еще на 24 ч.
10. Теперь баллистический желатин готов. Но учтите, что он боится длительных пребываний в жарких средах и прямых солнечных лучей. Самое оптимальное - это использовать желатин в течение 20 минут если температура воздуха выше 20 °С.
ასე რომ აბა ჰე smile.gif

gregory
ja_ja
ჯაჯ ისე მე "პლასტელინი" კი ვიცი, რომ სავსებით განსხვავდება ცოცხალი წსოვილისაგან, მაგრამ შესაძლოა "პლასტენილი" ზუსტად იგივე მახასიათებლებისაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
foxi
ამდენ წვალებას ერთი ღორის ბარკალი აიღეთ და დაუშვით სხვადასხვა ტყვია. მაგაზე უფრო ზუსტ ტესტს ვერანაირი პლასტელინ-ჟელატინი
ვერ მოგცემთ. lol2.gif
foxi
რამდენადაც ცნობილია ჯერ პლასტელინის ყვავები არდაფრინავენ!(пластелиновая ворона.) biggrin.gif
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 26th April 2010 - 06:03 PM) *
რამდენადაც ცნობილია ჯერ პლასტელინის ყვავები არდაფრინავენ!(пластелиновая ворона.)

ა მოჟეტ ბიტ ვარონა?
ნეეტ-ნეეტ-ნეეტ-ნეეტ ნეტ
ა მოჟეტ ბიტ საბაკა?
ნეეტ-ნეეტ-ნეეტ-ნეეტ ნეტ
ა მოჟეტ ბიტ კაროვა?
ნეეტ-ნეეტ-ნეეტ-ნეეტ ნეტ
ნო ტოჟე ხარაშა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ავოე, გამახსენდა კომუნიზმი და ბავშობა biggrin.gif
foxi
ja_ja

რაც მართალია მართალია იცოდნენ საბჭოეთში მულტიკების კეთება. biggrin.gif blum.gif
gregory
+1000
ნი ჩეგო ნე პონიმაიუ 19.gif 19.gif 19.gif
ja_ja
კაი გავაგრძელოთ დანარჩენი ტყვიების მიმოხილვა

ამჯერად სცენაზეა 10.6 გრანიანი Beeman Kodiak Extra Heavy



სიჩქარე აღარ გამიზომია სადღაც ესეც 290 მეტრ წამით მიფრინავდა ადრინდელი ტესტირებისას, შედეგები კი ასეთია:

ხვრელი



იდეალური მრგვალი, აი შემავალი ხვრელი კი 22 მილიმეტრია, სურათზე კი ჩანს რომ 24 და რაღაცაა, მაგრამ რეალურად აქ გადაფურჩქნული ადგილები მხედველობაში რამდენად მისაღებია არ ვიცი



ეს კი შეღწევის სიღრმე, როგორც ხედავთ CP 10.5-ს ვერ ეწევა და ვერც თურქულ Torpedo-ს, მაგრამ 83 მილიმეტრი, ნებისმიერი ყვავი გამჭოლ ჭრილობას ნიშნავს



ესეც შუა ჭრილი, თავისი შეღწევის ტრაექტორიით



რავი ეს მომავალში მიმავალი ხედი რამდენად საჭიროა არ ვიცი, მარა იყოს რა



დეფორმაცია კი აქვს ტყვიას მაგრამ... წესით რაცხა ქე უნდა დააზიანოს, არ დაგავიწყდეთ თავი წვეტიანი ფორმის ჰქონდა და პრაქტიკულად ბრტყელი გახდა, ანუ კარგად შეიცვალა ტყვიამ ფორმა, ძირითადად რბილი ლითონის ბრალია, ახლა JSB-სავით რბილი არ არის, მაგრამ არც Crosman-ის ტყვიებივით მაგარია.



ესეც შესადარებლად რა იყო და რა გახდა



წავედი ახლა სხვა ტყვიებზე ჩავატარებ იგივე ექსპერიმენტებს და ნელ-ნელა დავყრი.
geojorjika

ციტატა(ja_ja @ 26th April 2010 - 09:03 PM) *
მაგრამ 83 მილიმეტრი, ნებისმიერი ყვავი გამჭოლ ჭრილობას ნიშნავს


არ დაგავუწყდეთ ყვავებს ხორცის გარდა ძვლებიც აქვთ smile.gif
nihontoman
ja_ja
ისე, "რაძი კაიფა" ის ნორიკას ტყვიები უნდა ესროლო. ნეტა როგორი დეფორმაცია აქვს? მგონი სხეულში რომ შევა რვიანებს დახაზავს biggrin.gif
foxi
რომელი ფიშტოდან ისვრი დაგავიწყდა მაგის დაწერა?
bazuka
შემავალი ხვრელი აშკარად დიდია, მგონი დისკო10.5-ის ტოლია
Power_VANO
მარადიორითაა ტესტები ჩატარებული, ჯა_ჯა-ს დისკო ჯერ ბოლომდე არ აქვს აწყობილი, ასე რომ... smile.gif
Davitus
gregory

არ არის ეგრე მარტივად საქმე, თVითონ ჟელატინის ფხვნილსაც უნდა შოვნა, და ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული რომ მუქი არ გამოვიდეს, ტტყვიის ტრაეკტორია და თვითონ ტყვია რომ გამოჩნდეს,

მეორეც ერთი, სიმკვრივე მაქსიმალურად სხეულის სიმულაციას რომ იმეორებდეს პროპორციები საჭირო ზუსტი და კიდევ ქიმიური შენაერთდები რაც აქ არ წერია, მაგ რეცეფტით ვერ გააკეთებთ სრულყოფილი არ არის, მოკლედ მოთმინება და ყველაფერი იქნება wink.gif

ja_ja

პლასტენილი რამე სხვა არის? biggrin.gif

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, შენს პლასტელინს ეტყპბა რომ, საკმაოდ დაბალი ტემპერატურა აქვს, ხვრელი შესასვლელში კრატერზე, პლასტელინების ფხვიერი გროვა შეინიშნება... ტემპერატურაზე რომ მოზილო, უფრო ელასტიური იქნება, და არ დატოვებს ხვრელი ეგეთ პხვიერ ნაწილებს

ცოტა ტემპერატურა რომ მისცე მაგ პლასტელინს სხვანაირი ეფექტი ენქბა... ნამდვილად ვიცი smile.gif
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 27th April 2010 - 04:02 AM) *
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, შენს პლასტელინს ეტყპბა რომ, საკმაოდ დაბალი ტემპერატურა აქვს, ხვრელი შესასვლელში კრატერზე, პლასტელინების ფხვიერი გროვა შეინიშნება... ტემპერატურაზე რომ მოზილო, უფრო ელასტიური იქნება, და არ დატოვებს ხვრელი ეგეთ პხვიერ ნაწილებს

ჩემო დავით შორიდან თეორიები აშკარად არასწორეა smile.gif

თუ გინდა ამოდი და განახებ გადაზელვის მერე რა თბილი და რბილია ეს პლასტენილი, რაიმე დამატებით სითბოზე საუბარი ზედმეტია, ხელში ტრიალის გათბობისა და დაზელვის მერე მაქსმუმ 30 წამი უწევს აივანზე ყოფნა. მერე ტყვია ხვდება და მიდის ფოტოსესია.

შეუძლებელია რაიმე დამატებით სირბილეზე... ნუ ხომ ხვდები ციფრებით ვერ გეტყვი რა კონდიციაზეა პლასტენილი, სუფთა სუბიექტურად კი საკმაოდ რბილის და ელასტიური. შესაბამისად შემთბარიც.

რაც შეეხება ფხვნილს კრატერზე.... ბოლოს როდის ნახე ტყვია ვაშლს რომ ხვდება ან მარწყვს??? სადღაც აქაც იდო ეგ ვიდეო... დააკვირდი შენელებულ კადრებზე რა ფხვიერი მასა წარმოიქმნება ტყვიის კოხვედრისას, ქვიშაზე წვრილია თითქმის მტვერია და ამასობაში კაი ლამაზი რბილი ვაშლია და სულმთლად რბილი მარწყვია...smile.gif

მოკლედ სიჩქარის გამო ისეთი პროცესები მიმდინარეობს რაც ჩვენს სტანდარტულ თეორიებს ცოტა არ იყოს ჩიხში აყენებს...
Davitus
რა თეორია, მოიცა მე დავდებ ჩემს პლასტელინს და შეადარე.... ვიყიდი და განახებ... ქე იცი მე რომ თეორებიებით ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობ wink.gif პრაკტიკოსი ვარ ბლინ...


თეორია თუგინდა: ეგ ეტყობა თურქული პლასტელინია და ცოტა სხვა შემადგენლობაა... სავეტსცკი მამაპაპურ პლასტელინს დავითრევ იმედია ამ დღეებში... სურათები ბუდუთ!
soxa
აქ დიდი ომი ატყდება moil.gif
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 27th April 2010 - 09:35 PM) *
თეორია თუგინდა: ეგ ეტყობა თურქული პლასტელინია და ცოტა სხვა შემადგენლობაა... სავეტსცკი მამაპაპურ პლასტელინს დავითრევ იმედია ამ დღეებში... სურათები ბუდუთ!

ოკ ველით, მანამდე ამ პლასტელინით ვაგრძელებ ტესტირებას

მაშ ასე შემდეგი ეგზემპლარი ჩემს პლასტელნიში

თავიდან პირველი სურათი სადაც ნაჩვენებია თუ როგორ პოზიციაში დევს ეს პლასტელინი სროლის წინ.



ამ მაგიდან შრაუდერის ჭრილი მოცილებულია 50 სანტიმეტრით (ან ცოტა მეტით, ზუსტად არ ვიცი) და ისე ვუტყაპუნებ ტყვიებს

ახლა კი გადავედით დღევანდელ განხილვის საგანზე კერძოდ კი JSB Predator



დავიწყეთ ნასროლით



ეს შემავალი ხვრელის ზომა, ზუსტად ზომები თქვენ განსაზღვრეთ წესით ცოტა მეტობიტაა აქ აღებული



ეს კი ტყვიის შეღწევის სიღრმე



იდეაში ჭრილზე ჩანს ექსპანსურობა, BHP-სავით არა მაგრამ არც არაფერი აკლია





მაგრამ ყველაზე საინტერესო ტყვიის ფორმაა, დააკვირდით რა ფორმა მიიღო ტყვიამ, და ეგ ჯერ კიდევ არაფერია, ტყვიამ გამოიჩინა სრული ექსპანსიური ხასიათი, კერძოდ კი დატოვა გზადაგზა თავისი ნაფლეთები, რაც სხეულის შემთხვევაში კაი სისხლჩაქცევებისა და ნაფლეთი ჭრილობების გარანტია



დააკვირდით ერთერთ დატოვებულ ტყვიის ნარჩენს შემავალ ხვრელთან

ეს თვითონ ტყვიის თავი, მაგრა დააკვირდით წვეტიანი პლასტიკატის გადანატეხი ჩანს, მაგრამ სადაა თვითონ ისრის თავი???





ისრის თავი ვიცი სადაც არის biggrin.gif გაჩვენოთ???



ეგრე ცალ-ცალკედ მიმოფანტულია ბევრი ნარჩენი, ეგრეთწოდებული შრაპნელი, სულ პლასტელინიდან, უფრო სწორედ დატოვებული ჭრილობის ალიდან ამოვიღე აი ეს დეტალები:



მემგონი საკმაო ნარჩენებია იმისათვის რომ ვთქვათ "პტიჩკუ ჟალკო"

აი ასე ბატონო ჩემო, გადასარევი ტყვიებია საზიზღრად ძვირი რომ არ ღირდეს, 200 ცალიანი კოლოფი ღირს ამერიკაში 12.75$მ 500 ცალის ფასი გამოდის 31.90 პლიუს შიპინგი, პლიუს ჩამოტანა.... მდაააა ძვირია.
Power_VANO
ვაააააუუ... გადასარევი ეფექტია! ძვირი კი ღირს აშკარად ეგ ტყვიები, მაგრამ ეფექტი აქვს ისეთი რომ....
cz80
ბლიად როგორია ამ ტყვიის ყვავზე გაფუჭება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Davitus

ციტატა(cz80 @ 28th April 2010 - 12:52 AM) *
ბლიად როგორია ამ ტყვიის ყვავზე გაფუჭება


ხო, ახლობლისთვის თუ გაიმეტებ მარტო...


ისე მე ამ ტყვიის ექსპანსიურობა რაცხა ზედმეტობა მგონია, HPის ექსპანსიურობა სავსებით საკმარისია... იმჰო
parna
საღოლ ჯაჯაა PREDATOR ROCKS! i-m_so_happy.gif diablo.gif


jaja აეგ ჰსტან ტორპედო აიღე უკანა მხარეს ცოტა ჩაუჭერი ჯვარედინად და უკუღმა ჩადე თოფში და ესროლე რა მოხდება მაგრ მაინტერესებს scratch_one-s_head.gif
ja_ja
parna
ციტატა(parna @ 28th April 2010 - 06:39 PM) *
აეგ ჰსტან ტორპედო აიღე უკანა მხარეს ცოტა ჩაუჭერი ჯვარედინად და უკუღმა ჩადე თოფში და ესროლე რა მოხდება მაგრ მაინ

იზვინი დარაგოი, მაგას მე ვერ გავაკეთებ, ჩემს თოფს ლულაში აქვს რეზინა და არანაირი სურვილი არ მაქვს მაგ მახინაციით დავაზიანო smile.gif.
parna
ციტატა(ja_ja @ Apr 28 2010, 03:47 PM) *
parna

იზვინი დარაგოი, მაგას მე ვერ გავაკეთებ, ჩემს თოფს ლულაში აქვს რეზინა და არანაირი სურვილი არ მაქვს მაგ მახინაციით დავაზიანო smile.gif.


კაი არვიცოდი unknw.gif


დისკოს ხო არააქ მაგის პრობლემა იმით ქენი რა smile.gif
ja_ja
parna
ციტატა(parna @ 28th April 2010 - 11:58 PM) *
დისკოს ხო არააქ მაგის პრობლემა იმით ქენი რა

მოგვიანებით, ახლა დისკო დაშლილია და ახალ ტარს ეჩალიჩება smile.gif
parna
ციტატა(ja_ja @ Apr 29 2010, 08:58 AM) *
parna

მოგვიანებით, ახლა დისკო დაშლილია და ახალ ტარს ეჩალიჩება smile.gif


კაი smile.gif
ja_ja
აბა რა ვქნათ არ გავაგრძელოთ ჩვენი ტესტები? პაწა ინტერესი დავამატოთ ჩვენს ფორუმს.

მაშ ას ე დღეს დავდევ ცნობილი JSB ფირმის ტყვიების სურათებს, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, გუში დილით სამსახურში წასვლის წინ აივნიდან შემომესმა კარ-კარ... და შავმა ჩრდილმა გადაიფრინა, ტესტებიდან გამომდინარე სასწრაფოდ დავიადე BHP და ყვავს საკენკად დავუყარე...

შედეგი გამაოგნებელი იყო, მართალია ოპტიკაც წინა დღეს შემთხვევით გასწოებული მქონდა იმავე დისტანციაზე, მაგრამ მთავარი ეგ არაა. როგროც კი ყვანჩალამ BHP დაინახა, ისეთი აღფრთოვანება გამოხატა, რომ ადგილზე დარჩა, ხმაც კი არ ამოუღია, და ასე ვთქვათ ლუსტრასავით დარჩა ანტენაზე გადაფლაშული, ის იყო სურათის გადაღებას ვაპირებდი ამ გარყვნილ პოზაში ზაგარს რომ იღებდა, რომ მიქელამ რაღაც ჩასჩურჩულა და ტანში ჟრუალტელმა დაუარა, შედეგად გადასარევი კადრი დაიკარგა... sad.gif

მოკლედ BHP-ს მარტო პლასტელინზე არ აქვს ეგეთი ეფექტი!!!!

კაი დავუბრუნდეთ ჩვენს ტესტებს...

იმედია იცნობთ JSB მსუბუქებს, ანუ 8.4 გრანიანს

JSB Match Diabolo Exact



მოკლედ სტანდარტული პლასტელინი სტანდარტული პოზიცია და პირველი გასროლა



ხვრელი საკმაოდ დიდია, თუმცა ცოტათი ზემოთ მომივიდა მოხვედრა, და ზედა ნაწილი გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას წააწყდა. მიუხედავად ამისა სისქე მაინც საკმარისი იყო.

ჰიდრო დარტყმამ ზემოთა მხარე ამოანგრიასავით



ფაქტია რაღაც სერიოზული მოხდა... შემავალი ხვრელი არც თუ ისე გადასარევია, მაგრამ 22 მილიმეტრი მაინც კაი ხვრელია.

შეღწევის სიღრმე კი...



ანუ CP-ზე 2-ჯერ ნაკლები, შედეგად მთლად გამჭოლ გახვრეტას არ გააკეთებს

ყველაზე საინტერესო კი გადანაჭერზეა



მემგონი ჰიდრო დარტყმას ადგილი აქვს, შემავალი ხვრელის შემდეგ რომ გადიდებული ადგილია აშკარად ჰიდრო დარტყმამ გამოიწვია, ანუ ექსპანსიური ტყვიის ეფექტი სახეზე გვაქვს, მაგრამ რა დღეშია თვითონ ტყვია....





მგონი საკმაოდ დეფორმირდა, მართალია არ დაიხლიჩა ნაწილებად მაგრამ ეფექტი აქვს...





ეს კი რა იყო თავიდან და რა გახდა





მგონი პირველად იორამამ თქვა რომ ამ ტყვიების უფროს ძმას აქვს საკმაოდ კარგი ეფექტი და ექსპანსიურზე ნაკლებად არ ყრიდა ნადავლს...

უნდა ვაღიაროთ რომ რაღაც ეფექტი აქვს, აშკარაა რომ რბილი შენადნობი ეხმარება ექსპანსიურობის ყველა შესაძლებლობის გამოვლენაში.

ხვალ დილიდან დავდებ ამ ტყვიის უფროსი ძმის ანუ 10.2 გრანიანის შედეგებს
iorama
არ ვიცი უფრო ადრე თქვა თუ არა ვინმემ ეგ,მაგრამ მე ვადასტურებ უფროსი ძმის ჯანს.

სამწუხაროდ იმ ყვანცალების და კაჭკაჭების ჭრილი არ გამოვიდოდა და არც მაქვს სურვილი,მაგრამ მე პირადად სხვა ტყვიების ხმარებას აღარ ვაპირებ


სულმოუთქმელად ველი პათოლოგ-ანატომიური გაკვეთის პასუხებს biggrin.gif
ja_ja
iorama
მგონი პირველად მძიმე JSB-ს ექსპანსიურობის თეორია შენ წამოაყენე...

რაც არ უნდა იყოს დღეს შეპირებისამებრ ვდებ მძიმე JSB-ების შედეგებს ანუ 10.2 გრანიანის შედეგებს.



სტანდარტული დაცილება, სტანდარტული სიჩქარე და..... მოკლედ პირველი სურათი



სურათზე ისე ჩანს თითქოს და ზემოთ მოხვდა ტყვია და ამიტომაცაა ახეული სიფათი... თუმცა ეგრე არაა, სადღაც 10 მილიმეტრით ქვევით მოხვდა ტყვია ზემოთა ზღვარს, მაგრამ მიუხედავად ამისა სიფათი პლასტელინს აახია

შემავალი ჭრილობა საკმაოდ კაი დიდი ფორმის გამოდის



სიღრმეც დიდი არაა, პრაქტიკულად მსუბუქი JSB-ის ექვივალენტია



დროა გადავხედოთ ჭრილს, რა გამოგვივიდა



ბალისტიკური და ჰიდრო დარტყმის ეფექტი მგონი სახეზეა.... თუ ვინმეს რაიმეში ეჭვი გეპარებათ და გგონიათ რომ სუსტი წერტილი მხოლოდ ზემოთ მონახა და დეფორმირება მხოლოდ ზემოთ აქვს, გადახედეთ ჭრილს და ქვემოთა მიმართულებით გაკეთებული ფორმას... მემგონი ზემოთა და ქვემოთა მიმართულებით იდენტური ფორმებია



წესით მფრინავი ობიექტები აღშფრთოვანებულები (ანუ ერთდროულად განიცდის აღშფოთებას და აღფრთოვანებას) უნდა დარჩნენ ამ საკენკის დანახვაზე.

მოდით ახლა ტყვიას გადავხედოთ და ვნახოთ მისი ექსპანსიურობა



იმის გამო რომ ამ ტყვიაში მეტი ლითონია ისეთივე დეფორმირება აღარ მომხდარა როგორც მისი უმცროსი ძმის დროს მოხდა.... თუმცა ლითონი მაინც რბილია და საკმაოდ დეფორმაცია მიიღო ტყვიამ, ეგრეთწოდებული ლურსმის თავი გარანტირებულად ჩანს





ეს კი შედარება რა იყო და რა გახდა

iorama
ააა!! რავარია? არის წანწკლააა? biggrin.gif

JSB EXACT diablo-heavy

Die Geschosse die Nummer 1 in der Welt

clapping.gif clapping.gif clapping.gif 5.gif 5.gif 5.gif
nihontoman
ჰა თეორიებს ნუ მპარავთ! biggrin.gif

ხომ ვამბობდი ჯსბ ექსპანსიური იქნებაო, და ვირაცამ მითხრა ფაქტებზე დაუყრდნობლად აზრებს ნუ გამოთქვამო... აჰა, ფაქტები!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.