ესეც დღეისათვის ბოლო რეპორტი, იმედია დროებით გაგართობთ, დარჩენილი 2 ტყვიის რეპორტსაც მალე მოგაწევთ

მაშ ასე ამჯერად ვიხილავთ GAMO Expander-ს (ისევ და ისევ Ochopintre-ს დიდი მადლობა ამ ტყვიების მოწოდებისთვის), თავიდანვე დავძენ რომ ეს ტყვია პრაქტიკულად Crosman Destroier-ის ანალოგია, სხვათა შორის დესტროიერი არის დარჩენილი ტყვიებიდან ერთერთი, დესტროიერი CZ80-მა მომაწოდა კაიხნის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ციოდა და მუხებს შორის ქარი დასეირნობდა, ყველას ქურთუკი გვეცვა, წვიმდა და უხასიათოდ ვიყავით ყველანი

მოკლედ მეორე მოსვლა აღვწერე მემგონი

, იმის თქმა მინდა რომ CZ-მ კაიხნის წინ მომაწოდა კროსმანის ტყვია, მაგრამ დღემდე არ დამიდია მისი მიმოხილვა. გამოვასწორებ მალე.
დღეს კი Ochopintre-ს მიერ მოწოდებული Gamo Expander-ს ვიხილავთ
სამწუხაროდ წონა ზუსტად არ ვიცი და სიჩქარე არ გამიზომია, თუმცა მსუბუქია და იდეაში 300 მ/წ-ზე მეტი სიჩქარე უნდა ჰქონდეს მარადიორიდან.

დასახელებიდან გამომდინარე ტყვია უნდა ფართოვდებოდეს, მოდი ვნახოთ ვენახი... რამ შეჭამა ვენახი? რა თქმა უნდა სეტყვამ... უპს.. რაცხა ავურიე, მგონი სხვა პლასტინკა ჩავდე დრაივში, მმმმ ახლავე გამოვასწორებ...
აჰა, ვნახე საჭირო პლასტინკა, მაშ ასე ტყვია ლულაში და ჩავახუტეთ პლასტენილს:

ხვრელი არ გამოვიდა სიმეტრიული, თან სიგანეში საკმაოდ დიდი ხვრელია, ამას ადასტურებს შემდეგი სურათი, მაგრამ თუ დაუკვირდებით ვერტიკალზე უფრო დიდია ხვრელი

აი სიღრმეში კი ტყვიამ ძლივს შეაღწია 5 სანტიმეტრზე

თუ გახსოვთ ასეთი შედეგი მხოლოდ კარგ ექსპანსიურ ტყვიებს ჰქონდათ. წესით და რიგით დასახელება მართლდება.
ეს კი ტყვიის გზა, მემგონი იდეალური კონუსია, ძაბრია... რა ვიცი რაც გინდა დაარქვით, მაგრამ ჰიდრო დარტყმა საკმაოდ სუსტადაა გამოხატული, რაღაც პირველ 5-8 მილიმეტრზე ჩანს გაფართოება და შემდეგ კონუსია.


მოდი უფრო ახლოდან განვიხილოთ ტყვიის გზა

როგორც ხედავთ ტყვია გზაში ფრაგმენტებს კარგავს, რაც საკმაოდ აბინძურებს ჭროლობას და აზიანებს სხეულს, პლიუს დააკვირდით , შუაში არსებული ფრაგმენტიდან მუქი ნაკაწრი მიყვება ჭრილობას, რაც იმს ნიშნავს რომ საკმაოდ წვეტიანი ზედაპირი შერჩა ტყვიას როდესაც ეს ფრაგმენტი მოსძვრა.

ახლა გადავინაცვლოთ თავისკენ ვნახოთ ძირითად მასას რა დაემართა.

ჰოო ტყვიის თავზე შემოხვეული წრე შემოეხა და ... გასაგებია რომ ამან გამოიწვია ჭრილობის დიდი დაზიანება.
ფაქტია ჯანმრთელობისთვის ეს ამოშვერილი ნაწიბური მთლად სასარგებლო არ უნდა იყოს

სულ ფრაგმენტებიდან გამოვიდა აი ეს


ეს კი ორიგინალი და სროლის შემდეგ


ვიტყოდი რომ მშვენიერი სანადირო ტყვიაა, ამართლებს ტავის დასახელებას, მაგრამ... აი ეს წყეული მაგრამ...

გავიხსენოთ პირველი
მიმოხილვა ამ ტყვიის, აქაც დავდებ 25 მეტრიან დისტანციაზე შედეგს...


როგორ ფიქრობთ 25 მეტრზე თუ ამას აკეთებს ტყვია, უფრო დიდ დისტანციაზე რას იზამს???