ეს კი დღევანდელი სუპერ საჩუქარი, თუმცა თუ კარგად მოიქცევით საჩუქრები შეიძლება კიდევ დავყარო....
მაშ ასე დღევანდელი ვარსკვლავი ჩვენს პოდიუმზეეეეე....... Crosman Premier Hollowpoint წონა ამ პატარას აქვს 7.9 გრანი, იდეაში ეს არის ცნობილი BHP-ის უმცროსი ძმა, ფორმა იგივე აქვს, უბრალოდ ზომებშია დაპატარავებული და ცოოტათი დატყეპებულია. რატომღაც Crosman-ი ამ ტყვიას ტავის სახელით უშვებს ხოლო მძიმე 10.5 გრანიანს Benjamin-ის მარკით.

მაშ ასე გახსოვთ რა გააკეთა BHP-იმ??? როგორ ფიქრობთ ეს პაწუა რას იზამს? ააქვს რაიმეს ტაკუნები

ჰოოდა მოდი შევხედოთ, გადავტენოთ მარადიორი და მთელი 290 მეტრ წამით პლასტენილში გავუშვათ 50 სანტიმეტრიდან.... როგორ ფიქრობთ რა გამოვიდა????

ამოხეთქა ისლანდიაში კიდევ ერთმა პლასტენილის ვულკანმა, ცივ-ცივი პლასტენილის ლავა შემომესხა კიდევაც

კიდევ კარგი ცხელი არ იყო და გადავრჩი რომ ეს რეპორტი დამეწერა....
რას იტყვით სურათზე?? ტყვიას ხედავთ?? იცით რატომ ჩანს??

არ გაგიმხელთ სანამ ნელ-ნელა არ განახებთ

მოკლედ კიდევ ერთხელ ცოტა კუთხიდან შევხედოთ პლასტენილს
სურათი დაზიანებულია 
ხომ არის თერმო ბირთული კრატერი??

საინტერესო სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და თან არაერთხელ.
მოკლედ ეს არის შემავალი ხვრელი....

რავარია ჰა? მართალია 1-2 მილიმეტრით მეტია, მაგრამ ასეთი ვეებერთელა ზომები მგონი არავის მოუცია, მაგრამ ეგ რა არის, აი სიღრმეს შეხედეთ

ახლა ხვდებით რატომ ჩანს ტყვია ხვრელში?? ვეებერთელა ხვრელია და თან ტყვია ახლოს გაჩერდა, შესაბამისად შეაღწია შუქმა და ობიექტივმა ხვრელში
რავიცი რა ვთქვა ლამის ოთხკუთხედი გააკეთა ტყვიამ სიღრმე სიგანეში... თუ ორთკუთხედი არა მართკუთხედი ნამდვილად გააკეთა, თან საკმაოდ ფართო
აი ტყვიის ბალისტიკურ ჭრილს კი...

ჰიდრო დარტყმა აშკარას სახეზეა, ამჯერად უბრალო ძაბრი აღარ გვაქვს, გვაქვს 35 მილიმეტრიანი შემავალი, შემდეგ უფრო ფართო ჰიდრო დარტყმის წრე და შემდეგ ჩქარი კონუსი, ისიც კი არ წვრილდება, პირიქით უცებ მთავრდება, ანუ მიაყენა სხეულს ბალისტიკური დარტყმა და გაჩერდა. კაი რამეა

რას უზამს ახლა ეს მფრინავ ობიექტებს??? კურდღელს და ეგეთ სხვა დიდ არსებას ვერაფერს უზამ, აშკარად ტყავს აახევს და მორჩება, მაგრამ აი ყვანჩო, ქათამი, კვატი და სხვა... განსაკუთრებით ზურგიდან და გულ მკერდში მოხვედრისას, ფრთამ შეიძლება გააჩეროს ეს ტყვია, მისი ექსპანსიურობის გამო.... მდააა, შემზარავი შედეგია...
დროა ტყვიას შევხედოთ ახლოდან...

რას იტყვით ტყვიას ხედავთ?? მე ვერ ვხედავ, აგერ მეორე ფაქტი

ტყვია აღარ არის, რაღაც ლითონის მონეტაა თუ ფირფიტა... სადღაა ტყვია????
ასეთი დატყეპებული მე ჯერ სხვა არაფერი მინახია, მაქსიმუმ ქვაზე სროლისას ტყვია რომ ბრტყელდება ეგ მაქვს ნანახი, მაგრამ შედარებით რბილ მასაში თუ ასეთი რამის მიღება შეიძლებოდა....


ეს უკვე ფოლაქია და არა ტყვია...
შედარება საწყის ფორმასთან არ გინდათ???


ა ვიცი, სიტყვები საბეჭდად კი არა სალაპარაკოდ ვერ მოვძებნე, მოკლედ გადასარევი რამეა, მთავარია მოხვდეს რაიმეს... თქვენ წარმოიდგინეთ კროსმანის მყარი შენადნობი რას შვება და ასეთი ფორმა რომ JSB-ის რბილი ლითონიდან იყოს გაკეთებული...... უუუ.... ჩემს მტერს რასაც ის მოხვდება....
ეს კი საჩუქრად შესადარებლად, ორიგინალი კროსმანის 7.9 გრანიანი ტყვია, დეფორმირებული და მარჯვენა მხარეს დეფორმირებული BHP

გამოდგება ვიზუალური შეფასებისთვის...
ჩმა (ჩემი მოკრძალებული აზრით) შემიძლია ვთქვა მშვენიერი სანადირო ტყვიაა, თან ძვირიც არ ღირს, აქაური ფასი არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში 8.35$ ჯდება 500 ცალიანი კოლოფი... ამ ტყვიას წონაც რომ ჰქონდეს... უფრო სწორედ წონიანი ვარიანტი არსებობს BHP-ის სახით, აი BHP-ს რომ შენადნობი რბილი ჰქონდეს, ალბათ საერთოდ ნაკუწებად იქცეოდა სხეულში მოხვედრისას.