![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#61
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(giorgi @ 7th September 2016 - 09:03 PM) როდის წავიდეთ სანადიროდ? რავი, ქესალოში ბევრი ვერაფერი ვინადირეთ... ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#62
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
სხვაგან წავიდეთ მერე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#63
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
შაბათს ან კვირას მოვიფიქროთ. ყვარელში შეიძლება.... ბიჭებიც გვეძახიან რა ხანია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#64
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
უფრო კვირას ალბათ შაბათს ვმუშაობ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#65
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი ![]() |
საღამო მშვიდობისა! მინდა ჩემი და რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის წალკაში ნადირობის ამბავი მოგიყვეთ სახელწოდებით "იხვი არა იხვი" ![]() ![]() ![]() დაახლოვებით 2 კვირის უკან იხვის და წალკის კარასის დაგემოვნების მიზნით გადავწყვიტეთ მეგობრებმა 2 დღით "გაგველაშქრა" (რომელიც ჩვენდაუნებურად და გიოს მანქანის გადამკიდე 4 დღიანში გადაგვეზარდა ![]() ხოდა ჩავაბარგეთ ჩვენი თოფ იარაღები, აღჭურვილობიანად და კარავ სპალნიკებიანად ორ მანქანაში და დავადექით გზას. მოკლედ თავშივე მინდა ავღნიშნო რომ, როგორც აღმოჩნდა გიოს მანქნას ნამეტანი "ჩვილი გული" აღმოაჩნდა და რო გაიგო სანადიროდ მიმაჭენებს ჩემი პატრონიო გზაშივე ჯერ აუდუღდა და მერე შეუღონდა გული მანგლისის აღმართებთან (წყალი აგვიდუღა ![]() ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთა რო გადავიარეთ და ცხრა ზღვა როგორც იქნა მივედიდით დანიშნულების პირველ პუნქტამდე, არმისული სოფელ იმერამდის გზისპირას ორი პატარა დაჭაობებულ ტბაა (უფროსწორად მოზრდილი გუბურები) და იქ გადავწყვიტეთ ალიონის შეხვედრაც და ნადირობის დაწყებაც, გათენებამდე სადღაც 1 საათი იყო დარჩენილი და ჩვენც უქმად რომარ დაგვეკარგა დრო წავიხემსეთ და ერთი სახარება და დილის მადლი დავილოცეთ... ერთს მეორე მოყვა და მეხუთე სახარებაზე ირიჟრაჟა კიდეც ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამ ახორხოცებულ და უკვე კაი დამფრთხალ ჭაობის მობინადრეებთან კუკუ-დამალობანას თამაშს უკვე აზრი აღა ქონდა და ჩვენც გადავწყვიტეთ დილოკაციის ადგილის შეცვლა და მეორე დანიშნულების პუნქტის მონახულება, ჩავბარგდით ისევ მანქანებში და გადავინაცვლეთ ცოტა წინ წალკის მიმართულებით, ხელმარჯვნივ სოფელ ბარეთთან არის მოზრდილი ტბა ამავე სოფლის დასახელებით ხოდა ჩვენც იქით გადავუხვიეთ: აქ უკვე კარგათაც ინათა და ტბის დანახვისთანავე ტბაზე კაი მრავლად შევნიშნეთ იხვებიც მარა რათგინდა? ყველა შუაგულ ტბაში დაცურავდა ნაპირს არცერთი არ ეკარებოდა, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადეთ მაინც იღბალი, აკაკიმ ანკესებიც ჩაუშვა დროის დაუკარგავათ ჩვენ ნავი გავბერეთ და ჩვენმა ახალმა მეგობარმა გიორგიმ ინსტრუქტაჟიც ჩაგვიტარა ნავით წყალში როგორ უნდა მოვქცეულიყავით. გადავწყვიტე ბედის ცდა და ყველასგან დამოუკიდებლად მარტომ შევბედე ნავით ტბაში შესვლა, უნდა ვაღიარო ცოტა წვალების შემდეგ ავუღე ალღო თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნიჩბებთან და შედეგიც მალე გამოიღო ჩემმა მონდომებამ, ერთი წრე შემოვუარე ახლომახლო ლეშქაშებს და დავბრუნდი უკან ნაპირთან, ჩემდა გასაკვირად ძალიან სასიამოვნოცკი გამოდგა ტბაში ნავით სეირნობა, მარა ჩვენი ძირითადი მიზანი, იხვი და თევზი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო და დავატყეთ აქაც არ გვქონდა მაინცადამაინც დიდი შანსები, იხვები 200-300 მეტრზე ახლო არ გვიშვებდნენ გაშლილ წყალში და ზედ დართულზე ანკესები რომ დაინახა ერთი მწყემსიც მოვიდა გაკვირვებული აქ თევზს რაუნდა შვილო ეტყობა პირველად ხართო, თევზი თუ გინდათ წალკაში ჩადითოოო. ჩვენც ავიბარგეთ, ეს გაბერილი ნავი აკაკის მანქანაზე დაუჩუტავად დავაკარით და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად გავემგზავრეთ, ხოდა აი აქედან დაიწყო ჩვენი მარცხიანი ნადირობაც!!! ![]() გიო თავის მანქანით წინ მიდიოდა უკან აკაკის მანქანით მივყვებოდით ჩვენც როცა ჩემდა ჭირად (უფროსწორად გიოს და გიოს მანქანის ჭირად) ტბის ნაპირას ლეშქაშებში ორი იხვი შევნიშნე, აკაკიმ ესევე გააჩერა მანქანა და ვინაიდან თოფი მარტო მე მქონდა მზათ (აკაკის თოფი შალითაში იდო) ჩემი თოფი აკაკის მივეცი რომ ჩემთვის მოუხერხებელი იყო მარჯვენა პოზიციიდან სროლა, აკაკის 2 თუ სამი ახლო მანძილზე აცდენის შემდეგ (ის იხვიც წერას ყავდა ატანილი აშკარად) იხვი ისევ ადგილზე დარჩა არ გაფრენილა, მხოლოდ დაყვინთავდა და ისევე იქვე ამოდიოდა მალევე სადაც ჩაყვინთავდახოლმე, ისევ მე ვცადე ჩემივე თოფიდან სროლა, პირველი აცდენის შემდეგ მივხვდი რომ თვალის ზომამ მანძილი მომატყუა და მესამე წერტილზე ავუწიე სამიზნე, ბახ და რამდენიმე გაფართხალების შემდეგ ამობრუნდა ეს ჩვენი მყვინთავი იხვუნია და თეთრი მუცლით ამობრუნებულმა დაიწყო წყალზე ტივტივი!!! რაციაზე ვახარეთ უკვე კაი მანძილზე წინ წასულ გიოს პირველი ნანადირევი და ვთხოვეთ გაჩერებულიყო დაეცადა ჩვენთვის ვიდრე წყლიდან გამოვიტანდი იხვს. კი დავიხადე და ვცადე ამ დაჭაობებულ ნაპირზე შესვლა მარა მკერდამდე რო ჩავეფალი ჭაობში მივხვდი შეიძლებოდა იმ იხვივით მეც იქ დამედო სამუდამო სასუფეველი და უკან ამოვბრუნდი, კი გვეზარებოდა მარა სხვა რა გზა იყოდა მოვხსენით გულდაგულ გამოკვანძული ნავი აკაკის მანქანის სახურავიდან, მარა ჰოი საოცრებავ ნიჩბები კაპუტ!!! გიოს ჩაუწყვია თავის მანქანაში, ისევ გადავეცით რციაში ნიჩბები მოეტანა ჩვენთვის და ამაობაში გვარიანად ამაკანკალა, გახურების და მინიმუმ სურდოს აცილების მიზნით 2-2 სახარება კიდევ ცავცხეთ მედა აკაკიმ, გიოც მობრუნდა ამასობაში და ნიჩბები მოგვიტანა, იხვი მოიკითხა აბა სადააო და იქით გავახედეთ საითაც გვეგულებოდა მარა ვაი!!! სადაა იხვი???!!! არადა ვიდრე გიო მოვიდოდა 10-15 წუთი ამობრუნებული თეთრი მუცლით ტივტივებდა წყალზე, არ შევეპუე და მაინც ნავით დიიიიიდი წვალებით შევაღწიე ამ აჭაობებული ნაპირიდან შედარებით ცოტა წყლიან ადგილას სადც იხვი მეგულებოდა, კაი ხანს ვეძებე, ვეძებე, ვეძებე მარა ფაფუ იხვი, სად გაქრა და როგორ ვეღარ გავარკვიე გზა და კვალი!!! რაღაც ვიზავდი? შევეგუე მარცხს და გამოვბრუნდი უკან. დავაკარით ისევ ნავი კაკაის მანქანას და გავაგრძელოთ გვინდა გზა წალკისკენ მარა.... !!!! გიომ გასაღებს ვერ ვპოულობო!!! ყველა ჯიბე რომ ამოვატრიელებინეთ და მერე ტვითონ გიოც ამოვაბრუნეთ და ისე ვიქნიეთ თავდაყირა და არაფერი არ გადმოუვარდა გასაღების მსგავსიცკი, მივხვდით გზაში ამოუვარდა სადმეო და ოთხივემ გავუყევით იმ გზას რაც გიომ ნიჩბების მოტანისას გამოიარა ჩვენსკენ. მოკლედ დაახლოვებით 5 საათის მანძილზე თვითოეულმა ალბათ იმ დღისით 10-10 კილომეტრი მაინც ვიარეთ ეს გზა წინ და უკან, წინ და უკან მარა იმ იხვივით ცამ ჩაყლაპა ის გასაღები თუ მიწამ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. გადავწყვითეთ "ზამოკის" ჩამოშლა და "პერემიჩკით" დაქოქვა მანქანის მარა კუკუ!!! ისე საგულდაგულოდ ჩაურაზია გიოს წამოსვლის წინ მანქანა ბუზიცკი ვერ შევაფრინეთ მანქანაში რომ კარები გაეღო შიგნიდან, რომელიღაცამ დაიძახა მავრთულიო მარა იმ ტრიალ მინდორში მავრთულის გარდა ყველაფერი ვიპოვოთ, დავაჯექით აკაკის მანქანას და ბარეთში ჩასვლა გადავწყვიტეთ მავრთულისთვის!!! გზათ ფერმა შემოგვხვდა და იმის ღობეს მოვატეხეთ საჭირო ზომის მავრთული და დავბრუნდით უკან, ბევრი წვალების შემდეგ წკაპ და მოედო კბილი საკეტს!!! არის გაიღო კარები და ცოტა გვეშველათქო ვიფიქრეთ, ვეცი ატვერტკით ჩამოვყარეთ "ზამოკის პროვოდკები" მარა ნწ-ნწ-ნწ!!!! არაფრით არ უნდა გიოს თეთრას დაქოქვა, რააღარ ვეხვეწეთ დავანამუსეთ კაი ბენზინით ყელის ჩაკოკლოზინებასაც დავპირდით მარა კახურ ვირზე ჯიუტი გამოდგა ეგ ოხერი!!! ![]() გადავუღეთ სურათები ამ ჩამოშლილ "ზამოკს" და ვაიბერზე გადმოვუყარეთ თბილისში ხელოსანს და... ![]() ამ ხელოსანმა სუმთლა ცივი წყალი გადაგვავლოოოო, ეგო ჩიპიანი გასაღები ყოფილაო და ვერაფრით ვერ დაქოქავთ ევაკუატორი გინდათოოოო!!! რას ვიზავდით? ჩავედით წალკაში, ერთ ახლობელს ვთხოვე და გვიშოვა ევაკუატორი, მეორე დღისთვის შევუთანხმდით და დავბრუნდით უკან გიოს გაჯიუტებულ თეთრასთან. უკვე ჩამობნელდა კიდეც და დავიწყეთ ვახშმის სამზადისი: იმ ღამით კაი გვარიანი ქეიფი მოვცხეთ, აკაკის კახური რქაწითელი ძალიან მოუხდა მწვადს და... ![]() ![]() მეორე დღეს ვიდრე ევაკუატორი მოვიდოდა (4 საათზე შევითანხმეთ) მაინც გადავწყვიტეთ ერთი მანქანით ჩავსულიყავით წალკის ტბაზე, საჭირო აღჭურვილობა გადმოვაბარგეთ აკაკის მანქანაში და წავედით, იქ ცოტა უფრო იღბლიანი დღე გვქონდა და... მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო თბილისიდან დაგვირეკეს ეგ ჩამოშლილი ზამოკის ნაწილები გამოგვიგზავნეთო, ახალ გასაღებს გავჩარხავთ დაგიპროგრამებთ მაგ ზამოკზევეო და ისევ უკან გადმოგიზავნითო, დააყენებთ და დაიქოქებაო. ევაკუატორს გავუუქმეთ გამოძახება და ერთი დღე კიდევ გადავწყვიტეთ დარჩენა, მე და გიო წავედით ავიღეთ ეს ნაწილებიც და კარავ სპალნიკებიც გამოვიყოლეთ, ჩავედით წალკაში და გამოვაგზავნეთ თბილისის მარშუტკით ის ნაწილები, დავბრუნდით ისევ ტბაზე სადაც აკაკიმ და გიმ დაჭერილი კარასები დაგვახვედრეს და ის ღამეც წალკის ტბის თავზე ტყეში გაშლილ კარვებში გავათენეთ. მეორე დილას ადრიანად გავუტევით ტყის ნაპირებს მე და გიო იქნებ რამე შემოგვეფათერაკოსო, მარა რამოდენიმე შაშვის და ჩხიკვების მეტი ვერაფერი ვნახეთ. აი სოკო კი დავკრიფეთ ოხრათ მარა ცნობა არცერთმა არ ვიცოდით, სურათები გადმოვაგზავნეთ ისევ სოკოს "ექსპერტებთან" და ამათმა ზუსტი და უეჭველი დასკვნა გადმოგვიგზავნეს: ორი ვარიანტიაო, ან მოგწამლავთ ან არაო!!! ![]() ![]() აი მესამე დილით კი გიომ როგორც იქნა კაი შორ მანძილზე მოინადირა იხვუკა ![]() ამასობაში მოსაღამოვდა და ის დაშლილი ზამოკი ახალი გასაღებიანად ჩამოგვივიდა უკან, ვეცით სასწრაფოდ დავაყენეთ მარა.... გიოს თეთრამ როგორც წინა დღეს გაფშიკა ფეხები ისევ ისე ჯიუტად გააგრძელა უარზე ყოფნა, ![]() ![]() ![]() მოგვიწია ისევ იმ ევაკუატორის მოძებნა, მარა ამაღამ ვერაფრით გიშველით დილაზე მოვალოოოოო, ის ღამეც ბარეთის ტბასთან გავათენეთ ნაქანაში... მეოთხე დღეს როგორც იქნა დავუდეთ ევაკუატორზე ეს გაჯორებული "ეშმაკის მოგონილი" და წამვჩაკჩაკდით თბილისს, მივაღწიეთ ელექტრიკამდე და ზუსტად 10 წამში დაქოქა მანქანა!!! სიგნალიზაციის ბლოკზე მიაჭრა ორი შნური ერთმანეთზე გადაგრიხა და დაიქოქა!!!! ![]() ![]() ![]() საბოლოოთ კაი გვარიანი წვალება კი გამოგვივიდა მარა მაინც მშვენიერი რელაქსაცია იყო!!! იძულებითი 4 დღე მარა მაინც... ![]() პ.ს. ხო, კიდევ გუშინ მოვასხედით გიოს თეთრას ბიჭები და კაჭრეთში გავსქურეთ ქედნების "მოსაკითხათ" მარა ეტყობა თავიდან არ იცოდა და გზაში რო გაიგო მანქანამ ისევ სანადიროთ მივყევარო უკვე ადგილამდეც აღარ მიგვიყვანა, ზედ ჩაილურის წყალთან გაფშიკა ფეხები და შეუღონდა გული!!! ძველი გამონათქვამი აგვიცხადა და მართლა ჩაილურის წყალი დალია პირდაპირი მნიშვნელობით!!! ![]() გუშინაც ევაკუატორით ჩამოვაბრძანეთ უკან, ხოდა გიო ხო ხედავ რო ნადირობაზე ელეთმელეთი ემართება მაგ მანქანას და ბარემ თავიდანვე ევაკუატორი ვიქირავოთხოლმე და იმით ვიაროთ სადაც წავალთ, რაღას ვწვალობთ ან ჩვენ და ან ეგ მანქანა? ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#66
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 322 რეგისტრ.: 29-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: მაღარო წევრი №: 2,176 ქალაქი:სიღნაღი ![]() |
aleqsa კაი ხანია ესე არ მიცინია. შენ ისე წერ კალმით უნდა შოულობდე ლუკმაპურს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#67
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#68
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი ![]() |
koba1973 ციტატა(koba1973 @ 16th October 2018 - 06:20 AM) შენ ისე წერ კალმით უნდა შოულობდე ლუკმაპურს. გაიხარე კობა ძმობილო მადლობა, მარა ჩემი ამბავი რო ვიცი მაინცადამაინც მაშინ მოვიტეხავ თითს ვიდრე იმ "ლუკმა" ვიშოვი და დამრჩება ცოლშვილი მშივრები ![]() ![]() mamukaaa შე დალოცვილო ამხელა "ვეფხის ტყაოსნისთვის" რომარ მიგეჭირა პასუხზე მარტო ნიკი ჩაგესვა ჩემი ან მხოლოდ იმ ადგილის ციტირება გაგეკეთებინა სადაც კაჭრეთი ვახსენე კინაღამ მართლა ამოვიგდე თითი იმდენი ვიქნიე მობულურის ეკრანზე მაღლა დაბლა რო თქვენი ნიკები ჩამესვა ![]() ![]() ![]() კაჭრეთში ქედნები არიყვნენ მარა მტრედები ოხრად იყვნენ. ძველი საბჭოთა დროინდელი წისქვილ-კომბინატი რომაა მანდ ვიყავით. მარა მანდ შესვლა იოლი საქმე არაა. ენერჯიმ გაგვიხერხა ეგ საქმე. ქედნების დიდი გუნდები შარშან მე და გიოს გამარჯვების მინდვრებში ნაყანობევებში გვყავს რამდენჯერმე ნანახი. გიომ მაშინ ვანტაჟით (ზ.დ.პ.) თოფიტ სადღაც 60მ. ზე მოხსნა ერთი ხიდან. თან გასაკვირი ის იყო რომ ფაქტიურად შუაზე იყო გაწყვეტილი შემავალი და გამავალი მხრიდან ნეკნები ქონდა დალეწილი და ხერხემალიც შუაზე ქონდა გაწყვეტილი, ხელში რო ავიღეთ ერთი ნახევარი მჩვარივით ჩამოეკიდა, მარა დაახლოვებით 30-35 მეტრი მაინც კიდევ იფრინა და მერე ჩამოვარდა!!! ერთიორკაცთან მოვყევი და იგონებო!!! გიოს მონაყოლს კიარ ვიმეორებ იქ ვიყავი მეც და ჩემითვალი თმაქვს ნანახი ეგ ამბავი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#69
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 322 რეგისტრ.: 29-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: მაღარო წევრი №: 2,176 ქალაქი:სიღნაღი ![]() |
aleqsa ციტატა(ale @ 16th October 2018 - 08:14 AM) არმეგონა ესეთი ამტენი თუ იყო მტრედები და მისი მოდგმა აგე ვერ ხედავ თავში აქვს ნატყვიარი და აქეთ იწევდა ჩვენზეო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#70
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
aleqsa მშვენიერი რეპორტია ![]() დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახეები გაქვთ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#71
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი ![]() |
aleqsa მართლა შედევრია!!! საინტერესო ფაქტებით და კარგი იუმორით. ფოტოებიც კარგად ასახასვს თქვენს თავგადასავალს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#72
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
მადლობა რეპორტისთვის, კარგად გავერთე. ფაქტიურად ყველაეფრი აკეთეთ რაც კი შეიძლებოდა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#73
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
aleqsa ციტატა(ale @ 16th October 2018 - 08:14 AM) შე დალოცვილო ამხელა "ვეფხის ტყაოსნისთვის" რომარ მიგეჭირა პასუხზე მარტო ნიკი ჩაგესვა ჩემი ან მხოლოდ იმ ადგილის ციტირება გაგეკეთებინა სადაც კაჭრეთი ვახსენე კინაღამ მართლა ამოვიგდე თითი იმდენი ვიქნიე მობულურის ეკრანზე მაღლა დაბლა რო თქვენი ნიკები ჩამესვა ![]() ![]() ეს მართალია, ამხელა პროსტინას ციტირება ნამეტანია. რეპორტი კი სანაქებო გამოვიდა. მალადეც თქვენ, ცოტა ფორტუნა შემოგიბრუნდათ ერთი ადგილით, მარა არა არაუშავს, მაინც გაართვით თავი ბოლომდე ყველა პრობლემას.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#74
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 707 რეგისტრ.: 18-May 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,171 ქალაქი:თბილისი ![]() |
მადლობა ბიჭებო. გაიხარეთ. ![]() კიი ზურა მართალიხარ, ბოლო ორი გასვლაა ფორტუნა მართლაც "კუკუზნაკით" დაგვიდგა მარა კარგი გულიანი ხალხის და ჯიგარო ძმაკაცების წყალობით მაინც მშვენიერ და ლამაზ მოგონებებს ტოვებს ეს დღეები!! იმედიმაქვს მომავალში იღბალიც შემოგვირიგდება და გაგვიღიმებს?!! ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#75
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 503 რეგისტრ.: 28-April 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბაკურციხე წევრი №: 2,169 ქალაქი:თბილისი ![]() |
aleqsa აბა იხვი? ![]() ![]() aleqsa რეპორტმა გაასწორა თავიდან გამახსენა დეტალურად ეს დღეები
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#76
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 343 რეგისტრ.: 28-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,502 ![]() |
იხვი არა იხვი მაგარი იყო ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 08:42 AM |
Hosted by Pro-Service |