ეს დღევანდელი ორსაათიანი ბოდიალის შედეგი. ასეთი კურიოზული სიტუაცია მოხდა:
მოკლედ მინდორში იჯდა ქედნების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ასე 60-65 მეტრში. ჰოდა დაუშვი. სამწუხაროდ უკვე ჰაერი მითავდებოდა, ესენი კი არ აპირებდნენ გაფრენას. ბოლოს რო გაფრინდნენ მიწაზე დარჩენილებიდან ერთი დაჭრილი იყო და კოჭლობით და ფართხალით დახტოდა აქეთ-იქეთ.
ის იყო დავაპირე მისვლა და ნანადირევის აკრეფა, საიდანღაც ამ მოფართხალე ქედანს კაი მოზრდილი მიმინო დააცხრა და კლანჭებში ჩაბღუჯა.
უხ შენი თქო, ნანადირევის ახევა გინდა მეთქი ხომ?
ეგრევე ამოვიღე მიზანში, მაგრამ რა თქმა უნდა არა იმისთვის, რომ მესროლა, უფრო ახლოდან მინდოდა შემეთვალიერებინა.
ძაან ლამაზი ფრინველია, უნდა გენახათ რა თვითკმაყოფილების გამომეტყველებით იყურებოდა აქეთ-იქეთ.
მეთქი კაი, ჯანდაბას წაიღე, ალალია შენზე თქო, მარა ქედანი შეფართხალდა და ამან მიატოვა და გაფრინდა. მოკლედ მე დამიტოვა ეტყობა

, შენ გეკუთვნის და წაიღეო.

ეს სურათი კიდევ თვალსაჩინოებისთვის დავდე. შეხედეთ რამხელა კავიტაციურ ხვრელს ტოვებს თავის ზომასთან შედარებით ჩვეულებრივი JSB დიაბოლო. ეს სადღაც 30 მეტრშია მოხვედრილი. საწყისი სიჩქარე 258-260 მ/წმ. ამ ხვრელით კიდევ 30 მეტრი იფრინა და მერე დაეცა. ( კაია რომ იფრინა,

ჩემსკენ გადმოფრინდა, თორე ღობის იქეთ დაეცემოდა და ვერ ავიღებდი )
ეხლა წარმოიდგინეთ რას უზავს პრედატორი ან ბარაკუდა ჰანტერი.