|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Aug 10 2009, 11:00 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით. ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს. ![]() ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ. მოკლედ თითონ იარაღი არის აი ეს, სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები. როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები. თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და.... ![]() ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის. კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით. ![]() ![]() საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს. ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და.... იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი. ![]() ![]() ![]() კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში. ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს? ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია. ![]() ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია. რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში: ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა ბოლოს განვიხილოთ კონდახი. კროსმანი ყიდის თავისი თოფისთვის კონდახს, მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით. კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს. ![]() ![]() დასკვნები იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება. არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება. საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და.... მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი? როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და.... P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე. P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი. ______________________________________________________________________________ ბონუსი ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ. ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა
| |
| > |
|
|
ja_ja Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით Aug 10 2009, 11:00 PM
geojorjika ნუ მოკლედ სიტყვები... Aug 10 2009, 11:29 PM
Jah საქმე იმაშია რომ წ... Aug 11 2009, 08:36 AM
ja_ja დავამატე ბოლო ბონუ... Aug 11 2009, 10:16 AM
nihontoman ციტატასაეჭვოა გამ... Aug 11 2009, 10:39 AM
beqa ძალიან კარგი ნამუშ... Aug 11 2009, 10:51 AM
ja_ja nihontoman
ციტატა(nihontoman @ 1... Aug 11 2009, 11:01 AM
nihontoman ციტატავერ გავიგე რ... Aug 11 2009, 11:22 AM
Power_VANO ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩა... Aug 11 2009, 05:40 PM
Jah ციტატა(beqa @ 11th August 2009 ... Aug 11 2009, 05:42 PM
Jah ციტატა(nihontoman @ 11th August 2... Aug 11 2009, 05:49 PM
dawiti მშვენიერი ფიშტოა ს... Aug 11 2009, 09:01 PM
Der Rote Baron მმმაგარია ბიჭებო... Aug 11 2009, 10:00 PM
bazuka Jah
ციტატა(Jah @ 11th August 200... Aug 12 2009, 09:51 PM
Jah ციტატა(bazuka @ 12th August 2009 ... Aug 12 2009, 09:58 PM
nihontoman ციტატამაგაზე ჯერ ს... Aug 13 2009, 10:17 AM
ja_ja nihontoman
ციტატა(nihontoman @ 1... Aug 13 2009, 02:03 PM
Jah ციტატა(nihontoman @ 13th August 2... Aug 13 2009, 02:14 PM
geojorjika Jah
მერს-ი არანალებ დ... Aug 13 2009, 02:23 PM
nihontoman ციტატაროგორც შენ ა... Aug 13 2009, 02:24 PM
nihontoman ციტატამგონი ეგ ერთ... Aug 13 2009, 02:27 PM
Jah ციტატა(nihontoman @ 13th August 2... Aug 13 2009, 07:42 PM
parna ციტატა(Jah @ Aug 13 2009, 04... Aug 15 2009, 01:02 AM
Hellados გუშინ ვნახე ეს იარ... Oct 25 2010, 03:56 PM
tengo ციტატა(Hellados @ Oct 25 2010, 04... Oct 25 2010, 04:02 PM
ja_ja Hellados
ციტატა(Hellados @ 25th ... Oct 25 2010, 04:26 PM
tengo ციტატა(ja_ja @ Oct 25 2010, 05... Oct 25 2010, 05:34 PM
bazuka tengo
ციტატა(tengo @ 25th Octobe... Oct 25 2010, 06:50 PM
nihontoman ვისაც მსგავსი აგრე... Oct 25 2010, 08:58 PM
ja_ja nihontoman
ციტატა(nihontoman @ 2... Oct 25 2010, 11:12 PM
nihontoman ციტატა(ja_ja @ Oct 26 2010, 12... Oct 26 2010, 10:57 AM
tengo ციტატა(ja_ja @ 26th October 2010 ... Oct 25 2010, 11:23 PM
ja_ja tengo
ეე თენგო კაი რა ა... Oct 25 2010, 11:33 PM
Hellados იტოგში მე ვირთხას ... Oct 26 2010, 09:48 AM
giga_st ციტატა(Hellados @ 26th October 20... Oct 26 2010, 09:59 AM
Jah სავარაუდოთმაგ პის... Oct 26 2010, 10:39 AM
ja_ja nihontoman
ციტატა(nihontoman @ 2... Oct 26 2010, 11:52 AM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 26th Octobe... Oct 26 2010, 12:19 PM
cz80 ციტატა(bazuka @ 26th October 2010... Oct 26 2010, 12:22 PM
giga_st ციტატა(Jah @ 26th October 2010 ... Oct 26 2010, 12:42 PM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 26th Octo... Oct 26 2010, 01:40 PM
bazuka ja_ja
ციტატა(ja_ja @ 26th Octobe... Oct 26 2010, 02:28 PM
nihontoman bazuka Oct 26 2010, 02:39 PM
ja_ja bazuka
ბაზუკ სლიუში, მე... Oct 26 2010, 03:26 PM
bazuka ja_ja
უპს ესლა გადავხ... Oct 26 2010, 04:35 PM
ja_ja არ გავაგდძელოთ ეს ... Feb 16 2011, 06:36 PM
soxa ja_ja
გაიხარე გიო, მაგ... Feb 16 2011, 06:52 PM
ja_ja soxa
ციტატა(lasha_74 @ 16th Febr... Feb 16 2011, 06:55 PM
soxa მეც აღარ გამხსენებ... Feb 16 2011, 07:07 PM
ja_ja soxa
ციტატა(lasha_74 @ 16th Febr... Feb 16 2011, 07:12 PM
soxa ცოტა დავწყნარდი Feb 16 2011, 08:06 PM
bazuka ja_ja
კი გერმანელშიც ... Feb 16 2011, 08:08 PM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 16th Febr... Feb 16 2011, 08:21 PM
bazuka ციტატა(ja_ja @ 16th February 2011... Feb 16 2011, 09:37 PM
ja_ja bazuka
იასნა, ეგრეც ვიფ... Feb 17 2011, 04:45 PM
geojorjika სურათები რატომ არ ... Feb 27 2011, 10:42 PM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(giorgi @ 27th February 201... Feb 27 2011, 10:53 PM
ja_ja მოკლედ ახლა დავარე... Feb 28 2011, 10:08 AM
ja_ja მაინტერესებს სურა... Mar 4 2011, 03:21 PM
giorgi-RW1k77X2 კი, ჩემთანაც გამოჩ... Mar 4 2011, 03:25 PM
ja_ja giorgi-RW1k77X2
კაია, მაშIნ დ... Mar 4 2011, 03:32 PM
EnDeL ჩემთანაც გამოჩნდა ... Mar 4 2011, 04:56 PM
nikola_migina რა ღირს ეს თოფი? May 20 2011, 02:04 PM
jjjjkki Crosman 1377 200 თუ 220 ლარი
და... May 20 2011, 04:31 PM
bazuka ციტატა(jjjjkki @ 20th May 2011 ... Aug 25 2013, 11:34 AM
ja_ja ჰმმმმ, მეც არ ვიცოდ... Aug 25 2013, 01:04 PM
BlackBaron რომელ ზეთს იყენებთ... Aug 27 2013, 06:50 PM
ja_ja BlackBaron
ციტატა(BlackBaron @ 2... Aug 27 2013, 09:17 PM
BlackBaron ja_ja
საკუთარ კითხვას ... Aug 27 2013, 09:55 PM
ja_ja დაძებნე Crosman Silicone Chamber Oil Aug 27 2013, 11:00 PM
BlackBaron ციტატა(ja_ja @ Aug 28 2013, 12... Aug 27 2013, 11:13 PM
BlackBaron http://www.ebay.com/itm/Crosman-Factory-OE...=item... Sep 28 2013, 08:09 PM
geojorjika BlackBaron
ის ნავთლუღში ... Sep 28 2013, 08:59 PM
soso66 დგუშისა და ჰაერის ... Sep 28 2013, 09:50 PM
ja_ja სადღაც ასეთი ბაასი... Sep 28 2013, 09:59 PM
Ex3 ციტატა10 და მაქსიმუ... Sep 29 2013, 08:38 AM
BlackBaron ასეთი გადაკეთება მ... Sep 29 2013, 07:57 PM
geojorjika ძალიან კუსტარული რ... Sep 29 2013, 08:17 PM
ja_ja Ex3
ციტატა(Ex3 @ 29th September ... Sep 29 2013, 09:07 PM
ikaaa მე მაქვს ჩატარებუ... Sep 29 2013, 10:38 PM
ja_ja ikaaa
შენი კიდევ გრძე... Sep 29 2013, 10:45 PM
ikaaa ციტატა(ja_ja @ 29th September 201... Sep 29 2013, 10:56 PM
Ex3 ikaa
მზიმე რომელი 14 გრ... Sep 30 2013, 04:44 PM
ja_ja Ex3
ციტატა(Ex3 @ 30th September ... Sep 30 2013, 06:19 PM
Ex3 ja_ja
ოკ ) შაბათ კვირას ... Sep 30 2013, 06:26 PM
SVD სალამი ყველას,ალბა... May 19 2016, 02:54 AM
ja_ja 1) გრიშასთან იკითხე ... May 19 2016, 07:14 AM
userman SVD
ციტატა(ja_ja @ 19th May 2016... May 19 2016, 11:49 AM
bubusicha ციტატა(SVD @ 19th May 2016 ... May 19 2016, 04:42 PM
SVD ციტატა(bubusicha @ May 19 2016, 0... May 19 2016, 04:56 PM
koknar SVD
თვითონ ფიშტოც ხო ... May 19 2016, 05:01 PM
SVD ციტატა(koknar @ May 19 2016, 06... May 19 2016, 05:18 PM
Multi-Tool ციტატა(bubusicha @ 19th May 2016 ... May 19 2016, 05:26 PM
SVD ციტატა(Multi-Tool @ May 19 2... May 19 2016, 05:34 PM
mamukaaa გამარჯობათ ყველას.... May 19 2016, 06:38 PM
SVD ციტატა(mamukaaa @ May 19 2016, 07... May 19 2016, 07:47 PM
ja_ja ციტატა(SVD @ 19th May 2016 ... May 19 2016, 07:13 PM
bubusicha ციტატა(gabrichidzegocha @ 19th Ma... May 19 2016, 08:30 PM
userman ციტატა(gabrichidzegocha @ 19th Ma... May 19 2016, 09:02 PM
pilotina userman
ციტატა(userman @ 19th Ma... May 19 2016, 09:24 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 07:46 AM |
| Hosted by Pro-Service |