დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2, 3, 4
ja_ja
გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით.

ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს.



ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ.

მოკლედ თითონ იარაღი არის აი ეს, სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები.

როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები.

თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და....


ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება

რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის.

კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით.





საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს.

ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და....




იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ biggrin.gif ნუ როგორც ამ კლიპის რეჟისორმა და პროდუსერმა ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ ინგლისურ იტალიური აქცენტის მქონე წამყვანი არ გამოგვადგებოდა, ამიტომ ეროვნულ წამყვანს ვთხოვე გადაცემას ჩადგომოდა სატავეებში smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რამდენი ელოდით ალბათ ვერაზე ამოსულ პოლ კაპელოს ჰა biggrin.gif მომიტევეთ არ შემეძლო არ მეშაყირა, რაღაც ისეთი გაჩერებული იყო ფორუმი რაცხა გამოსაცოცხლებელი იყო მოსაფიქრებელი და....

კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი.







კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა.

იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს



როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში.

ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს?

ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია.



ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია.

რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში:




ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა biggrin.gif პატარა შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ ქრონვას.



ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა biggrin.gif დაგვიბრაკა ვირთხმინატორი, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ შემდეგი გარემოებები, საცოდავ კროსმანს ზამბარა აქვს დამჯდარი. ბოლომდე მოჭერილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვება არცერთ ზამბარას არ უხდება. აქედან მორალი საჭიროა გამძლე ძლიერი ზამბარა. სხვათაშორის JAH-მა თქვა რომ ზამბარა მთლად ჯანზე ვერ იყო და ახლა ელოდება ახალ ზამბარებს. იმედი ვიქონიოთ რომ ეს მშვენიერი ეგზემპლარი მინიმუმ 200 მეტრ წამს მიაღწევს. თუმცა ამ 160 მეტრ წამითაც თავის საქმე მშვენივრად გააკეთა ამ თოფმა (ფაქტები დახურულ განყოფილებაში დევს, ვინც დახურულ განყოფილებაში ვერ შედიხართ მოგიწევთ სიტყვებზე დაჯერება).

ბოლოს განვიხილოთ კონდახი. კროსმანი ყიდის თავისი თოფისთვის კონდახს, მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით.

კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს.





დასკვნები

იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება.

არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება.

საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და....

მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი?

როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და....

P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე.

P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი.

______________________________________________________________________________

ბონუსი

ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ.



ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა biggrin.gif
geojorjika
ნუ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის იქ ვიყავი და ეს რომ წავიკითხე დავფიქრდი ნეტა რამე ხომ არ გამომრჩა მეთქი (ანუ იქ ყოფაში რამე ხომ არ გამომეპარათქო) smile.gif ნადვილი სიტყვის ოსტატი ხარ ჯაჯ . დიდი მადლობა გაიხარე smile.gif

რაც შეეხება ჩემს დასკვნას , მე გამოვდივარ იქიდან რომ 800$-ად და მეტად მე მაგ ფიშტოს არ ვიყიდი ჩემი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე , თორემ ისე რაც აუცილებლად აღსანიშნავია ხელშI ჯდება იდეალურად ძალიან გამიკვირდა თუ ესე აწყობის შაშხანას ესეთი კარგი ბალანსი ექნებოდა smile.gif , მომწონს მაგრამ ძვირია , რადგან ძვირია ესეიგი აღარ მომწონს biggrin.gif biggrin.gif , მარტივი ლოგიკაა biggrin.gif , არ ვიცი შეიძლება მე ვცდები მაგრამ იგივე ფასად მემგონი ბრენდსაც იყიდის კაცი smile.gif

Evanix Renegade Take Down Rifle 530$


ან

Air Arms TDR ფასი როგორც ჩვეულებრისვ AA S 400/410-თს smile.gif
Jah
საქმე იმაშია რომ წესით და კანონით ეს ყველაფერი, თავისი დონორით ანუ 1337-ით უნდა დამჯდარიყო მაქსიმუმ 550-600$
მაგრამ... იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ...-ში თავისი გადაგზავნა გამოგზავნებით, ყველაფერი დაჯდა ბევრად ძვირი sad.gif
მარტო 1337, გაგეცინებათ მაგრამ 55$-ის მაგივრად დამიჯდა 150$ დანარჩენ სატიუნინგო ნაწილებზე ხო საერთოდ...
მოკლედ ვეცდები გავიხსენო და დავწერო დეტალურად რა და რამდენი დაჯდა.
რაც შეეხება ზემოდ ხსენებულ იარაღს... ევანიქსი რომც მაჩუქონ არ მინდა smile.gif აი Air Arms TDR საკმაოდ სერიოზული აგრეგატია
ja_ja
დავამატე ბოლო ბონუს ვიდეო. სადაც ნაჩვენების დისკოს და 1377-ის ძალა. თუმცა ეს ტესტი შეიძლება შემდგომ გასამეორებელი იყოს, რადგან 1377-ის ზამბარა პრაქტიკულად დამჯდარია და ახალი ზამბარისშედმეგ ხელახლა იქნება ყველაფერი სანახავი.
nihontoman
ციტატა
საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და....

ხო და კანონითაც არ შეიძლება.
ციტატა
რაც შეეხება ზემოდ ხსენებულ იარაღს... ევანიქსი რომც მაჩუქონ არ მინდა

რაც შენ კროსმანს დაახარჯე, იმდენი მაგ ევანიქსს რო დაახარჯო გაცილებით უკეთეს ფიშტოს მიიღებ -_- ჩემი აზრით მაგას მარტო გადიდებული რეზერვუარი და და ჰაერის კარგი ჰერმეტიზაცია საკმაოდ კარგ ვარიანტად აქცევს...
beqa
ძალიან კარგი ნამუშევარია.

უფრო ძვირიც რომ დამჯდარიყო ჩემი აზრით მაინც ღირდა. ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის

პროცესში განიცდი.
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM) *
ხო და კანონითაც არ შეიძლება.

ვერ გავიგე რა არის აკრძალული? 4.5-იანი იარაღი??

ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM) *
რაც შენ კროსმანს დაახარჯე, იმდენი მაგ ევანიქსს რო დაახარჯო გაცილებით უკეთეს ფიშტოს მიიღებ

მეეჭვება, კროსმანს ერთხელ დაახარჰავ მიიყვან კონდიციამდე და მუშაობს, ერთადერთი ჩემის აზრით დაგჭირდება ზამბარის ცვლა, დანარჩენი კი იმუშავებს და იმუშავებს, აი ევანიქსზე კი ყველა ამბობს, იმ დირკას ამოქოლავ ეს გაიჩითება, ამას ამოქოლავ და იგერ პრობლემაა. მოკლედ ნიხტ ვორკენ რა biggrin.gif


beqa
ციტატა(beqa @ 11th August 2009 - 11:51 AM) *
უფრო ძვირიც რომ დამჯდარიყო ჩემი აზრით მაინც ღირდა. ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის

ოქროს სიტყვებია, აწყობის პროცესი ხშირად უფრო საინტერესო და ჩამთრევია ვიდრე გამოყენება. აზარტი აქვს თავისებური, ტვინს ამოძრავებ მუშაობ რაღაცაზე...
nihontoman
ციტატა
ვერ გავიგე რა არის აკრძალული? 4.5-იანი იარაღი??

არა ღმერთმა დაგვიფაროს, ნადირობაა აკრძალული საერთოდ პნევმატური ირაღით.
Power_VANO
ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ! მშვენიერი რეპორტია smile.gif

Jah-საც ვულოცავ კიდევ ერთხელ, მშვენიერი ფიშტო გამოსულა კროსმან 1377-დან smile.gif
Jah
ციტატა(beqa @ 11th August 2009 - 11:51 AM) *
ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის

პროცესში განიცდი.

+1000
Jah
ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM) *
ევანიქსს რო დაახარჯო

მერცმუნე, რომ არსებობს იარაღი, რომელიც არამარტო უხარისხოა და კონსტრუქციულად ბანზია, რომ ტიუნინგიც არ უშველის...'
ბევრი რომ არ ვობაასოთ ტყუილად... ყველა ევანიხებს, როგორც პატარებს ასევე დიდ შაშხანებს აქვს "ტყვიის უდარნი დაყენება ნარეზებზე" biggrin.gif
ანუ არ აქვს მიმწოდებელი... და ტყვია კლიპიდან პირდაპირ დარტყმით ერჭობა ლულის კვეთში... ხო და წარმოიდგინე - 1. ტყვიის დეფორმირება, და გამომდინარე უზუსტობა.
2. ბარაბნიდან ლულაში გადასვლისას უამრავი აირის დაკარგვა, აქედან "ზვერსკი" გადახარჯვა, რაც ახასიათებს ყველა ევანიქსს, და რაზეც ფაქტრიურად უშედეგოდ იტანჯებიან მფლობელები და ხელოსნები.
+ სტატისტიკით 100 დან 98%-ტი ჟონავს ყველა ხვრელიდან, და ზოგჯერ ჟონვა გამოუსწორებელია და მფლობელს უწევს მიმართოს გამყიდველს გარანტიაზე...
ეს არ არის ცემი აზრი, ეს სტატისტიკაა wink.gif
კიდე შემიძლია 5-6 მაგის მინუსი მოვიყვანო მაგრამ მეზარება biggrin.gif
dawiti
მშვენიერი ფიშტოა სროლაც მაგრად ასწორებს მაგ იარაღიდან smile.gif
Der Rote Baron
მმმაგარია ბიჭებო! საღოლ ჯაჯას და პოლ კაპელოს ანუ ჯორჯიკას biggrin.gif
bazuka
Jah
ციტატა(Jah @ 11th August 2009 - 06:49 PM) *
ყველა ევანიხებს, როგორც პატარებს ასევე დიდ შაშხანებს აქვს "ტყვიის უდარნი დაყენება ნარეზებზე"

მგონი სცდები. ყველას არ აქვს http://www.pyramydair.com/cgi-bin/zoomed_m...l?model_id=1786
Jah
ციტატა(bazuka @ 12th August 2009 - 09:51 PM) *
მგონი სცდები. ყველას არ აქვს http://www.pyramydair.com/cgi-bin/zoomed_m...l?model_id=1786

ხო მართალი ხარ, ბლიზარდი დამავიწყდა... ახალი გამოსულია.
მაგაზე ჯერ სტატისტიკა არც არის ბევრი, თუმცა რატომრაც მგონია, რომ ასევე როგორც სხვა ევანიქსის მოდელები, ამასაც მხოლოდ უაზროდ დიდი ენერგია ექნება და სხვა არაფერი... მაგათი არც ლულები ვარგა, ნუ მოკლედ... smile.gif
nihontoman
ციტატა
მაგაზე ჯერ სტატისტიკა არც არის ბევრი, თუმცა რატომრაც მგონია, რომ ასევე როგორც სხვა ევანიქსის მოდელები, ამასაც მხოლოდ უაზროდ დიდი ენერგია ექნება და სხვა არაფერი... მაგათი არც ლულები ვარგა, ნუ მოკლედ...

რატო ვერ იტან ევანიქსს? smile.gif არა, მართლა ამერიკელები იმენა ანძრ***ნ ამ თოფებზე, რუსები კი ატრაკებენ მაგარი ბანძიაო, მარა მე რატომღაც მგონია, რომ ბლიზრდი სწორედ იმიტომ გამოუშვეს კორეელებმა, რომ ძველი მოდელის უმთავრესი ნაკლი-ჰაერის გადახარჯვა და რევოლვერული სისტემით გამოწვეული უზუსტობა აღმოეპხვრათ.
მე რომ ამ მოდელს ვუყურებ, ვხედავ ლამაზ, დახვეწილ (გარეგნულად მაინც) "ბოლტოვიკს". საიტზე კორეელებს უწერიათ ჩოკიანი ლულა აქვსო და მგონი თუ ისეთივე მძლავრი იქნება, როგორც ძველი მოდელები და ისეთი სტაბილური, როგორიც თუნდაც იგივე დისკოა, მე მაგალითად ვიყიდი.
მოკლედ, ერთ-ერთს მოუწევს გარისკვა და ამის ყიდვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 13th August 2009 - 11:17 AM) *
მოკლედ, ერთ-ერთს მოუწევს გარისკვა და ამის ყიდვა

მგონი ეგ ერთერთი შენ იქნები biggrin.gif მე მარადიორს ველოდები უკვე. დროის ათვლა დაწყებულია, მინიმუმ 3 კვირაში ვფიქრობ რომ აქ იქნება, მაგრამ მაქსიმუმ რამდენი იქნება არ ვიცი შეიძლება მთელი 5-6 კვირაც იყოს. მოკლედ დავეთა წასულია და კროსმანის ამბავი რომ ვიცი სადღაც 10-14 დღე უნდებიან გამზადება გამოგზავნას. წინა ჩამოტანა 3-4 დრეში მორჩა, მერე 2-3 დღე განბაჟება და....

იმედია საბაჟო ისევე არ გაახურებს როგორც დისკოს მოუწია (ტფუი, ტფუი, ტფუი), და იმედია ეს ჟოპოზიცია ისევ ქუჩაში არ გამოვა.
Jah
ციტატა(nihontoman @ 13th August 2009 - 11:17 AM) *
რატო ვერ იტან ევანიქსს?

იმიტომ რომ არსებობს აირგანერების 2 კატეგორია.
1. როგორც შენ ამბობ, ან*რევენ (ისე სასურველია ასეთ სიტყვებში ვარსკვლავის ჩასმა) გახვრეტილ ვედროებზე, და ფიცრებზე. (მონადირეები)
2. ვისაც არ ჭირდება ზედმეტი ენერგია, და ან*რევენ © იარაღის სიზუსტეზე, და მის ტაქტილურ სრულყოფილებაზე. (სპორტსმენ-პლინკერ-მოყვარულები biggrin.gif)

აი მე სწორად ამ მეორე კატეგორიას ვეკუთვნი. და რომ მქონდეს "დუროსტრელი" ევანიქსი, ყველაფერს ვიზამდი რომ ჩამოუხრჩო ცოტა და ნორმალურ ენერგიაზე დავაყენო wink.gif
ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვერ ვიტან სუბარუ-ს, მერს - ფორევერ biggrin.gif
geojorjika
Jah
მერს-ი არანალებ დაკუთულია smile.gif
nihontoman
ციტატა
როგორც შენ ამბობ, ან*რევენ (ისე სასურველია ასეთ სიტყვებში ვარსკვლავის ჩასმა) გახვრეტილ ვედროებზე, და ფიცრებზე. (მონადირეები)


მერე ერთი კია არა, სამი ვარსკვლავი ჩავსვი!
ციტატა
ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვერ ვიტან სუბარუ-ს, მერს - ფორევერ

ცნობისათვის, გუშინ თუ გუშინწინ, სვეტაფორიდან სვეტაფორამდე ჩავხადეთ ახალ bmw 745-s და რაღაც მერსედეს სლკ-ს. ფორესტერით 2.0 xt.
ორივეს ეცინებოდა ფორესტერმა როგორ უნდა გვაჯობოსო, მარა საქმე საქმეზე რო მიდგა, 80000 დოლარიან სპორტულ bmw-ს 5000 დოლარიანმა ფორესტერმა აჯობა. ასე რომ გამოიტანე დასკვნა.

p.s. არ გეგონოს რომ იმათმა შეგვიცოდეს, პროსტო არცერთ მანქანას ტრაკი არ ეყო ფორესტერისთვის ეჯობა, ასე რომ სუბარუ არაა ხელწამოსაკრავი მანქანა. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მარა მე ფაქტი მოვიყვანე, თავიდან მეც არ მჯეროდა რო გადავასწარით, მარა ბმვ-ს გამწარებული მძღოლის სახე რო ვნახე, დავიჯერე.
nihontoman
ციტატა
მგონი ეგ ერთერთი შენ იქნები

მადლობთ, მარადიორს დავჯერდები და ექსპერიმენტებს არ ჩავატარებ.
Jah
ციტატა(nihontoman @ 13th August 2009 - 02:24 PM) *
ცნობისათვის, გუშინ თუ გუშინწინ, სვეტაფორიდან სვეტაფორამდე ჩავხადეთ ახალ bmw 745-s და რაღაც მერსედეს სლკ-ს. ფორესტერით 2.0 xt.

მაგაშია სწორად საქმე biggrin.gif
მე არ მიყვარს სწრაფი სიარული, და არც ზარბაზნიდან სროლა...
ეს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვერვიტან ევანიქსს wink.gif
parna
ციტატა(Jah @ Aug 13 2009, 04:42 PM) *
მაგაშია სწორად საქმე biggrin.gif
მე არ მიყვარს სწრაფი სიარული, და არც ზარბაზნიდან სროლა...
ეს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვერვიტან ევანიქსს wink.gif

smile.gif smile.gif მეკიდე პირიქით მიყვას ზარბაზნიდან სროლა და ჩქარა სიარული საბლოოდ ხდება რომ კელეზე ვრჩებიხომლე მოსახვევში ვერჩატევის გამო :lol:
Hellados
გუშინ ვნახე ეს იარაღი სოხას ხელში და ძალიან მომეწონა, ხმა ჩუმი, ნაკეთობა ულამაზესი, ყვავებზე სანადიროდაც მშვენიერია. მოკლედ კაი რამეა

ნეტა 1377-ის გადაკეთება რა დაჯდება?
tengo
ციტატა(Hellados @ Oct 25 2010, 04:56 PM) *
გუშინ ვნახე ეს იარაღი სოხას ხელში და ძალიან მომეწონა, ხმა ჩუმი, ნაკეთობა ულამაზესი, ყვავებზე სანადიროდაც მშვენიერია. მოკლედ კაი რამეა

ნეტა 1377-ი რომ ვიყიდო გადაკეთება რა დამიჯდება?
შემიყვანა მუღამში biggrin.gif

იქ 1377-ის არაფერია დარჩენილი, არვიცი რატომქვია Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით.
ja_ja
Hellados
ციტატა(Hellados @ 25th October 2010 - 04:56 PM) *
ნეტა 1377-ის გადაკეთება რა დაჯდება?

1377-ი გრიშას აქვს, შაბათს ვნახე რომ უდევს, აი დანარჩენი კი... ნუ ყველაზე მტკივნეული მანდ რეზერვუარის შეცვლა იქნება.

tengo
ციტატა(tengo @ 25th October 2010 - 05:02 PM) *
იქ 1377-ის არაფერია დარჩენილი, არვიცი რატომქვია Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით.

დარჩენილი არაფერია, მაგრამ თავიდან 1377-ი იყო. მაგ თოფის ისტორია შენ არ იცი, აქ ძველმა სასტავმა ვნახეთ პირველი მცდელობები, როგორ მიდიოდა ჩალიჩი და ასე შედმეგ, ამიტომაც ჰქვია 1377-ის ტუნინგი. თორემ სამომხმარებლოდ მაგ თოფს ვირთხა ჰქვია.
tengo
ციტატა(ja_ja @ Oct 25 2010, 05:26 PM) *
Hellados

1377-ი გრიშას აქვს, შაბათს ვნახე რომ უდევს, აი დანარჩენი კი... ნუ ყველაზე მტკივნეული მანდ რეზერვუარის შეცვლა იქნება.

tengo

დარჩენილი არაფერია, მაგრამ თავიდან 1377-ი იყო. მაგ თოფის ისტორია შენ არ იცი, აქ ძველმა სასტავმა ვნახეთ პირველი მცდელობები, როგორ მიდიოდა ჩალიჩი და ასე შედმეგ, ამიტომაც ჰქვია 1377-ის ტუნინგი. თორემ სამომხმარებლოდ მაგ თოფს ვირთხა ჰქვია.

ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დარჩა მასში 1377-ის რამე?
bazuka
tengo
ციტატა(tengo @ 25th October 2010 - 06:34 PM) *
აგრამ დარჩა მასში 1377-ის რამე?

მოგონებები თენგიჯან, 1377-ის მოგონებები დარჩა rofl.gif

nihontoman
ვისაც მსგავსი აგრეგატი გინდათ ოღონდ ისეთი, რომ კროსმანისაც იყოს რამე დარცენილი, თქვენთვისაა მარადას პისტოლეტი. გამოუშვებენ .177 კალიბრში როცა იქნება და ეგაა.

ეს კონკრეტულუი კი, ისეა, რა, ონონიზმის პონტში. biggrin.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 25th October 2010 - 09:58 PM) *
ეს კონკრეტულუი კი, ისეა, რა, ონონიზმის პონტში.

ნუ შენთვის ხელთცქვიტობაა, ვიღაცისთვის კი სულის ჩაკერება, ასე რომ შემდეგში ცოტა კორექტულობა!

tengo
ციტატა(tengo @ 25th October 2010 - 06:34 PM) *
ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დარჩა მასში 1377-ის რამე?

ჰო მაგრამ იმასაც შეხედე როდისაა ეს ეპორტი დაწერილი, მაშინ ვიცოდით რომ გიას 1377 ჰქონდა რომელსაც ეჩალიჩებოდა, მაშინ მაგ ჩალიჩის მუღამით იყიდა bazuka-მაც 1377 მაგრამ გადაიფიქრა და გაყიდა.
tengo
ციტატა(ja_ja @ 26th October 2010 - 12:12 AM) *
ჰო მაგრამ იმასაც შეხედე როდისაა ეს ეპორტი დაწერილი, მაშინ ვიცოდით რომ გიას 1377 ჰქონდა რომელსაც ეჩალიჩებოდა, მაშინ მაგ ჩალიჩის მუღამით იყიდა bazuka-მაც 1377 მაგრამ გადაიფიქრა და გაყიდა.

ხოდა, კაცმა ყიდვა გადაწყვიტა და გადაკეთებას აპირებს, როგორიც გიას ვირთხა იყო.( ამ კუთხით ვამბობ).
ja_ja
tengo
ეე თენგო კაი რა ახლა ტყუილა ვაოფებთ ამ თემას biggrin.gif სიტყვების სხვადასხვა კუთხით შეხედვას განვიხილავთ.
Hellados
იტოგში მე ვირთხას მსგავსი თოფი ძალიან მიჯდება ჭკუაში, მანქანიდანაც მსოახერხებელია სროლა, წონაც მშვენიერი, ვიზუალურად ძალიან ლამაზი... სიძლიერესაც არ უჩივის. მოკლედ ის თოფია რაც მე მინდა, ხოდა აგერ ხალხმა თქვა მარადას პისტოლეტი იქნება მალეო და დაველოდები და ვნახოთ რა იქნება.. პირადად მე4-5კგ-იანი თოფის ტარებას ასეთი მსუბუქი თოფის ტარება მირჩევნია, კანფეტ სუში biggrin.gif
giga_st
ციტატა(Hellados @ 26th October 2010 - 10:48 AM) *
იტოგში მე ვირთხას მსგავსი თოფი ძალიან მიჯდება ჭკუაში, მანქანიდანაც მსოახერხებელია სროლა, წონაც მშვენიერი, ვიზუალურად ძალიან ლამაზი... სიძლიერესაც არ უჩივის. მოკლედ ის თოფია რაც მე მინდა, ხოდა აგერ ხალხმა თქვა მარადას პისტოლეტი იქნება მალეო და დაველოდები და ვნახოთ რა იქნება.. პირადად მე4-5კგ-იანი თოფის ტარებას ასეთი მსუბუქი თოფის ტარება მირჩევნია, კანფეტ სუში


მეც მაგას ველოდები უფრო მეტიც სანამ ჩვენ კალიბრში გამოვიდოდა ულულოდ გამოგზავნის საკითხებითაც დავინტერესდი მაგრამ კოვზი ჩამივარდა ნაცარში არ აგზავნიან ეგ ბედოვლათები და .177 კალიბრში დიდი შანსია არც გამოუშვან, თუმცა შესაძლოა .22 საერთოდ კოლოფის შეცვლა დაჭირვებოდა ეგეც გასარკვევი იქნებოდა.
Jah
სავარაუდოთმაგ პისტოლეტის ფასი იქნება არანაკლები ვიდრე მარადიორის... ნახავთ თუ არა.
იმ კუკუ კოლიმატორის გულისთვის მაგის ლოდინი ნაღდად არ ღირს.
ასე რომ ლოდინს ჯობია მარადიორი იყიდო კაცმა და გადაჭრა რეზიკი და დაამოკლო ლულა, და ან ბულპაპი გააკეთო ან 1377-ის ტარი დაუყენო, მიდის იდეალურად იგივე ადგილას აქვს ნახვრეტები...
nihontoman
ციტატა(ja_ja @ Oct 26 2010, 12:12 AM) *
nihontoman

ნუ შენთვის ხელთცქვიტობაა, ვიღაცისთვის კი სულის ჩაკერება, ასე რომ შემდეგში ცოტა კორექტულობა!



მერე ვინ თქვა რომ ხელცქვიტობა ცუდია? biggrin.gif მე მასე დანების ლესვა მიყვარს და ვირაცამ რომ შემხედოს, ალბათ ისიც იფიქრებს, რომ ონანიზმია და მეტი არაფერი, მარა ხომ ვიცი, რომ პროცესი სასიამოვნოა :დ რაღაცას შემით რომ გააკეთებ მაგას რა სჯობია....

აი დაახლოებით მაგ გაგებით ვთქვი ონანიზმია მეთქი, ანუ კარგი გაგებით....


ხო, რაც თემას შეეხება, ჯაჰის გადაკეთებული ვირთხა რა ენერგიის პატრონი იყო? საინტერესოა, იმიტომ რომ ადრე სადღაც განს რუ-ზე ვნახე ჯაჰის პლატო მარა დამავიწყდა და ეხლა ვეღარ ვნახოლუბ....
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 26th October 2010 - 11:57 AM) *
ხო, რაც თემას შეეხება, ჯაჰის გადაკეთებული ვირთხა რა ენერგიის პატრონი იყო? საინტერესოა, იმიტომ რომ ადრე სადღაც განს რუ-ზე ვნახე ჯაჰის პლატო მარა დამავიწყდა და ეხლა ვეღარ ვნახოლუბ....

მგონი 200-220 მეტრ წამს იძლეოდა. იდეალურია ეგეთი ფიშტოსთვის და 50 მეტრამდე მანძილზე სანადიროდ.

Jah
ციტატა(Jah @ 26th October 2010 - 11:39 AM) *
ასე რომ ლოდინს ჯობია მარადიორი იყიდო კაცმა და გადაჭრა რეზიკი და დაამოკლო ლულა, და ან ბულპაპი გააკეთო ან 1377-ის ტარი დაუყენო, მიდის იდეალურად იგივე ადგილას აქვს ნახვრეტები...

ისე შენ რომ აპირებდი მარადიორის დათრევას აღარ აპირებ?? კონდახენ ინტერესუეტ smile.gif (მახსოვს მოცილება გინდოდა კონდახის, აღარ გაწუხებს ეგ იდეა?)
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 26th October 2010 - 12:52 PM) *
ისე შენ რომ აპირებდი მარადიორის დათრევას აღარ აპირებ??

კერქი რაა. კერქი რააა
მაშინ კომპი არ ქონდა. ეხლა ნეტბუქი არ აქვს, ხვალ ....
ადამიანს რამე თუ არ გინდა, მიზეზი უამრავია ....
cz80
ციტატა(bazuka @ 26th October 2010 - 01:19 PM) *
კერქი რაა. კერქი რააა
მაშინ კომპი არ ქონდა. ეხლა ნეტბუქი არ აქვს, ხვალ ....
ადამიანს რამე თუ არ გინდა, მიზეზი უამრავია ....

თემო, ჯა-ს კითხა და არა ნიჰონტოს biggrin.gif biggrin.gif
giga_st
ციტატა(Jah @ 26th October 2010 - 11:39 AM) *
სავარაუდოთმაგ პისტოლეტის ფასი იქნება არანაკლები ვიდრე მარადიორის...


გია მართალი ხარ ამაზონზე მაგათ შორის სხვაობა სულ 20 დოლარია, თუმცა შენს მიერ აღწერილი სამუშაოები დამატებით დაბანდებებს ითხოვს რაც საბოლოოო ჯამში რეალიზებულია უკვე მარადიორის პისტოლეტში, რა თქმა უნდა საკუთარი ხელით გაკეთება მორგება სულ სხვაა, როცა სულს აქსოვ და საბოლოოდ იღებ იმას რაც შენ მიიღე ვირთხის სახით, რომელიც ძალიან მაგარი რამეა! მაგრამ როცა დრო არ გაქვს და კონკრეტული მოდელი უკვე არსებობს, ჩემთვის მისაღებია დაახოებით ერთი და იგივე ფასის გადახდა, მოკლედ კაცია და გუნება smile.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 26th October 2010 - 01:19 PM) *
კერქი რაა. კერქი რააა
მაშინ კომპი არ ქონდა. ეხლა ნეტბუქი არ აქვს, ხვალ ....
ადამიანს რამე თუ არ გინდა, მიზეზი უამრავია ....

სლიუში დარაგოი, რაი გინდა? მე სულ სხვას ვეკითხები და ველოდები ეგებ და ახალ კონდახს გამოვკრა ხელი მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 26th October 2010 - 02:40 PM) *
სლიუში დარაგოი, რაი გინდა? მე სულ სხვას ვეკითხები და ველოდები ეგებ და ახალ კონდახს გამოვკრა ხელი მეთქი

ის რომ ნიხო არაფრის მყიდველი არაა rofl.gif
nihontoman
bazuka
scratch_one-s_head.gif
ja_ja
bazuka
ბაზუკ სლიუში, მე JAH-ს მივმართავდი მეთი ადრე მარადიორის ყიდვას აპირებდი და გადაკეთებასთქვა და კიდევ ხომ არ აპირებთქვა. მახსოვს კონდახის გაყიდვა უნდოდა, მე კი ახლა ამენთო და ყიდვა მინდა biggrin.gif

შენ კიდო ნიხოს ტისკავ...
bazuka
ja_ja
უპს ესლა გადავხედე და ....
მეგონა ნიხოს ეკითხებოდი


nihontoman

wink.gif
ja_ja
არ გავაგდძელოთ ეს თემა?

ხომ მივივიწყეთ ყველამ მოშნადა, მოშნადა smile.gif კაი ბატონო როგორც აღმოჩნდა ამ აგრეგატს მთლად მარტივი ბედი არ ჰქონია biggrin.gif მფლობელის გამოცვლისა და საველე პირობებში მუშოაბის შემდეგ, ახალ მფლობელს გარკვეული სურვილები გაუჩნდა, გარკვეული პრობლემებისა თუ მიზეზების გამო.

მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ეს ფიშტო თავის დროზე ხელში მოშნად ვატრიალე, მან ჯერ კიდევ პირველი მფლობელის ხელში ბევრი დამატებითი მოდიფიკაციები გაიარა, მე კი ეს თოფი არ დამიშლია, რადგანაც სხვა ადამიანის საკუთრება იყო და ჩამბარდა გასატესტად და არა დასაშლელ მოსაშლელად. ასე რომ შიგნეულობა როგორ იყო რეალისებული არ ვიცოდი.

ახალ პატრონს კი პრობლემად მიაჩნდა ის ფაქტი რომ გასროლისას აშკარად იგრძნობოდა რომ ჰაერი იპარებოდა ლულის მიდამოებში. ნანახი ჰქონდა ალბათ ჩემს მიერ აღწერილი დისკოს ლულის გადაკეთება და ... გასაგებია რომ იდეა მოეწონა, ამიტომაც თავდაპირველად სურვილი იყო იგივენაირად გაკეთებულიყო ვირთხაზეც ლულის ამბავი. ამასობაში მე ვიცოდი რომ ვირთხაში ლულა სწორედაც რომ მარადიორის პრინციპით იყო რეალიზებული, მაგრამ თურმე სადა ბანაობ.

დავშალეთ მე და სოხამ ფიშტო, ამოვიღეთ ლულა და ვნახეთ რომ ლულის ობტურაცია ცოტა არ იყოს და სტრანნად არის რეალიზებული, ადრე ამ ფიშტოს KIT-ის მწარმოებლის პოსტებში წაკითხული მაქვს რომ კლიენტებისთვის იოლი გადაკეთების მიზნით ლულის დაჯდომა რეალიზებული ჰქონდა დამატებით დეტალზე, ანუ ლატუნის ცილინდრი იყო გაკეთებული რომელშიც ჩამჯდარი უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის რეზინის რგოლი და იმისათვის რომ ნებისმიერს უმტკივნეულოდ ჩაესვა ლულა ზედმეტი გადაკეთების გარეშე ამ დეტალს წინიდანაც ჰქონდა ზერინის რგოლი რომელზეც ჯდებოდა ლულა.

ნუ ვერ შეედავები, გლობალური გადაკეთებისას და მასიური გაყიდვისას მისაღები მეთოდია, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ვინც KIT-ს იყიდის თავისი ლულით უნდა მიადგეს იდეის ავტორს და ლულა უნდა გადააკეთებინოს, ასე კი ყველას შეუძლია საშინაო პირობებში შეცვალოს ლულა, თან დააყენოს ნებისმიერი ფირმის ლულა.

სამწუხაროდ აქ თავდება კარგი იდეა. რეალობაში ნუ ეს დეტალი რა თქმა უნდა არის, მაგრამ რეალიზება..... განსაკუთრებით გატეხა დისკოს ტიპის გადამშვებმა უცნაური აბტურაციით. მოკლედ დავიწყოთ.

კოლოფში ზის ეს დეტალი და ამ დეტალზე მჭიდროდ უნდა იყოს მიდებული ლულა



შესაბამისად ამ მრგვალ დეტალშია მოთავსებული მიმწოდებლის ჩამკეტი რეზინა და ჰაერის გადამშვებიც მას უერთდება, მაგრამ საოცრად, ანუ ლითონი ლითონზე, თან ლითონის ზედაპირის სისუფთავე ისეთი არაა რომ აღტაცება გამოხატო.



მდაა რუსები ხანდახან მაგრა ასწორებენ ხოლმე კოლოფი საკმაოდ მაღალ დონეზეა გაკეთებული, თუნდაც ის ლულის ადტურატორი და მიმწოდებლის შესასვლელი ხვრელი, მაგრამ ეს გადამშვები რამ მოაფიქრათ smile.gif

ნუ უფრო ნათელი რომ იყოს ნახაზსგაჩვენებთ:



აბტურაციისთვის კი აქვს გადამშვებს რეზინები, მაგრამ აკავებს თუ ამაგდებს კოლოფის თავს, ანუ რეზერვუარიდან ამოსასვლელი ხვრელი რეზინაზეა, ეგ კარგია, შემდეგ კოლოფში რომ შედის გადამშვები იმის მაგივრად ლულაში ასევთქვათ უზრუნველყოს ჰაერის დანაკარგის გარეშე გადაშვება, ჰაერის არ გაპარებას იცავს იმისგან რომ ჰაერი არ გაიპაროს კოლოფსა და გადამშვებს შორის (მაგარი ტექსტი დავწერე, ტაფტოლოგია ზეიმობს ალბათ smile.gif ). არა იდეაში ცუდი არაა, მანდაც დაიცვას მაგრამ რისთვის???

სამაგიეროდ ლულასა და გადამშვებს შორის რეზინის ნატამალი არაა, ახლოდან სქემააზე გამოიყურება.



ვერ დავუკარგავ კონსტრუქტორს იმ გადასარევ იდეას რომ ლატულის გილზის ჩაყენებით მომხმარებელი ააცილა თავისასატკივებელ სამუშაოს, მართალია ძნელია, რეზინა და ლულა ისე მიაჭირო ერთმანეთს რომ...., მაგრამ შესაძლებელია, ერთერთ TOP გერმანელში ზუსტად ეგრეა ლულის აბტურაცია მოფიქრებული რამდენადაც ვიცი, ასე რომ სქემა მუშაობს, მაგრამ ეს გადამშვები....




საინტერესო კიდევ ერთი ფაქტი იყო, მართალია აბტურაცია პრაქტიკუალდ არ არსებობს ამ შემთხვევაში, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ის მოქმედება რომლითაც სოხამგამაოცა smile.gif, უბრალოდ მოუშვა ლულის ზემოთ არსებული ვინტები და ლულა გამოაძრო კოლოფიდან biggrin.gif გავშრი, რაღაც სხვანაირ დამაგრებას ველოდი, ნუ იდეაში რაღაც აქ მოყვანილი სქემის ვარიანტია HW100-ში უზრუნველყოფილი, ოღონდ გერმანელში ლულაშია რეზინა ჩასმული და არა გილზაში, მაგრამ მაგით დიდი არაფერი იცვლება.

რა თქმა უნდა შეიძლებოდა გილზაშივე ამოღრუტნულიყო რეზინის ხვრელი მარადიორის პრინციპით, მაგრამ სოხამ მთხოვა ლულაშივე ყოფილიყო. როგორც მივხვდი ბატონ სოხას ხშირად უყვარს ლულის მოშვება და მერე ლულის რეზინაზე მიჭერა ავიწყდება ხოლმე biggrin.gif

მოკლედ იყო და არა იყო რა, ახალი გადამშვები გამოიჩარხა, ახალი რეზინები დაყენდა და გადამშვებიც ამოიღრუტნა.









ნუ რადგანაც რეზინის ადგილი ამოსაღები იყო და უკანა ფასკაც გასასწორებელი იყო, მივადექი და ცოტა ძველი საჭრელით მივათალე ნაწილი ადგილი. ლულაზე ჩანს კვალი მთლად სუფთა რომ არაა. უბრალოდ ლეგენდებს აავყევი ვიცოდი რომ IJ-ის ლულა მაგარი ფოლადია და ვაი ვუი... ერთი ფეხებია biggrin.gif ტყუილა მოვჟმოტე საჭრელი smile.gif ნუ ჯანდაბას საჭრელის კვალი იმ ადგილზე ჩანს რომელიც კოლოფში იმალება.

ნუ ახალი სქემით გასაგებლარია რაც გამოვიდა, ანუ:





ნუ თან ზედა ნახაზს თუ დააკვირდებით ლულის ვიწრო ნაწილი კოლოფს სცდებოდა და უშნოდ ჩანდა, ახლა კი ზუსტად კოლოფის პირამდეა მითლილი და ვიზუალურად მომგებიანად გამოიყურება. თუმცა აქვე ვაღიარებ ერთი შტუკა მღრღნის შიგნიდან.სოხას არ დაუტოვებია კლიპი, შედეგად რამდენად სწორედ დავწოვე ადგილი ლულაზე კლიპის ჩამოსაჯდომად სულ მაგაზე ვფიქრობ.... თუ აღმოჩნდა რომ ბევრი დავტოვე ვავა smile.gif მომიწევს წაჭრა და თავიდან ყველაფრის გაკეთება, რადგანაც რეზინა საკმაოდ ახლოს არის ჭრილთან განთავსებული და ჩამოთლის შემთXვევაში ადგილი არ დარჩება.

ნუ ბარემ რადგანაც ყველაფერი აწყობილი და გამზადებული იყო, გადავწყვიტე გამესინჯა ფიშტოს შესაძლებლობები, გასროლისას თითქოსდა ჰაერს არ აპარებს, მაგრამ ეგ მაინც მფლობელმა უნდა შეაფასოს, ვდრუგ და არ მოეწონოს სიტუაცია. რავიცი რავიცი smile.gif

კაი ბატონო ძველ მფლობელთან გავარკვიე ადრე თოფი რა სიჩქარით ისროდა, როგორც ირკვევა მძიმე 10.5 CP-თი ისროდა 230 მეტრ წამით, ჰოდა მეთქი ბარემ შაბამოწმოთ, უცებ აივანზე ქრონი და:

1) JSB 10.2 გრანი - გაფრინდა 248.9 მეტრ წამით
2) JSB 8.4. გრანი - გაფრინდა 274.7 მეტრ წამით
3) CP 10.5 გრანი - გაფრინდა 242.4 მეტრ წამით
4) JSB Monster 13.4 გრანი - გაფრინდა 217.4 მეტრ წამით.

გასროლა მოხდა სულ 4 ცალი და სადღაც 1 მეტრის მანძილიდან 3 სანტიმეტრიანი ფიცარი ოთხივე ტყვიამ გახვრიტა. რეზერვუარი დატენილი იყო 3000 PSI-ზე ნუ სადღაც 2900-ზე.

ნუ იდეაში რაცხა სიჩქარე მოემატასავით, დამრტყმელის და სასხლეტის პარამეტრები არ შეცვლილა, რამდენადაც მახსოვს ეს ფიშტო ლამის 5 მეტრ წამიანი დერეფანით ისროდა, შესაბამისად სიჩქარეები ეგეთი დერეფნით უნდა დარჩეს +- 2.5 მეტრ წამი.სამწუხაროდ სამსახურის გადამკიდე სრული სიჩქარეების დიაპაზონი და გასროლების რაოდენობის დათვლის დრო არ მქონდა sad.gif

P.S. აუ ისე გადატენვა მაგარი მურტალი აქვს რა ამ ვირთხას smile.gif, დროებით ჩახმახი მარჯვენა ხელზე გადავაკეთე თორემ ჩემი ნერვები და ძალები გადატენვას არ ყოფნიდა.
soxa
ja_ja
გაიხარე გიო, მაგარი ხარ რა, ბევრიც გიწვალია ამ უდროობაში. არც ველოდი თუ ასე მალე გააკეთებდი 30.gif 30.gif
ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 16th February 2011 - 07:52 PM) *
არც ველოდი თუ ასე მალე გააკეთებდი

ჯერ მაიცა biggrin.gif მაიტა კლიპი და თუ არ ჩაეტია მერე ნახე შენ biggrin.gif biggrin.gif:D სადღაც 0.5 მილიმეტრით უფრო მეტი გამომივიდა მემგონი და მაინტერესებს კლიპი ჩაჯდება თუ არა.
soxa
მეც აღარ გამხსენებია კლიპის დატოვება, ხვალ ქალაქში არ ვიქნები და პარასკევს შეგეხმიანები
ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 16th February 2011 - 08:07 PM) *
მეც აღარ გამხსენებია კლიპის დატოვება, ხვალ ქალაქში არ ვიქნები და პარასკევს შეგეხმიანები

ნიხტ პრობლემო, ნუ გეშინია შენს ფიშტოს ცივ ნიავს არ გავაკარებ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.