| 
 გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )  | 
  
			
			  Sep 23 2020, 09:53 AM
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	||
        	
				
					![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 685 რეგისტრ.: 27-May 17 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,267 ქალაქი:თბილისი  | 
       
			
			 
				მოგესალმებით. მინდა გაჩვენოთ პლასტენილში ნასროლი ტყვიის ფოტო მასალა. მოგვიანებით შევეცდები სრული ვიდეო მასალაც შემოგთავაზოთ. სროლა გავაკეთე 0, 50, 75 და 105 მეტრებზე პლასტენილში. მაინტერესებდა შეღწევადობა და ის თუ რა მოუვიდოდა ტყვიას. ტყვია იყო ნილსენის ახალი 4.5 კალიბრის ე.წ. სლაგი. სულ ახალი დაწყებულია მისი წარმოება. 2 წონის აქვს ნილსენს ეს ტყვია. 0.8 გრამი და 0.97 გრამი. მიმოხილვაში საუბარი გვექნება 0.8 გრამზე. საუბარია აი ამ ტყვიებზე. მარჯვნივ 0.8 გრამი ხოლო მარცხნივ 0.97 გრამი. ![]() ვინც არ იცის მოკლედ რო ვთქვათ რა არის სლაგი. სლაგი არის ინგლისური სიტყვა, ინგლისურ პნევმო სამყაროში მსგავსი მოყვანილობის პნევმატიკის ტყვიებს ეძახიან. უფრო მძიმეა და უფრო მეტი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ტყვიებს რასაც ვისვრით ხოლმე. რუსები Полнотелые пули_ს ეძახიან. ჩვენთან შესაბამისი სახელი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა ამიტომაც მარტივად სლაგი დაერქვა. ის არის ბევრნაირი კალიბრის, ზომის, ფორმის, ბალისტიკური მაჩვენებლების. მარტივად რომ ვთქვათ ზემოთ ხსენებულ ნილსენის 0.8 გრამს ბალისტიკური კოეფიციენტი (ბკ) აქვს 0.07. შესადარებლად 0.67 ჯსბ_ის აქვს 0.032. ანუ 2.2 ჯერ უფრო დიდი ბკ აქვს რაც ნიშნავს იმას რომ 2.2 ჯერ უფრო სტაბილური იქნება ქარში ვიდრე 0.67 ჯსბ. პლიუს უფრო სწორი ფრენის ტრაექტორია ექნება. იგივე ხდება 4.5 ის ზევით კალიბრებშიც მაგრად ჩვენ 4.5 ზე ვისაუბრებთ. ესე გამოიყურება სხვადასხვა სლაგები ![]() ![]() ![]() საქმეზე გადავიდეთ. 4.5 ში სლაგები არის უკვე დიდი ხანია და თან რამოდენიმე ბრენდსაც აქვს გაყიდვაში მაგრამ ღირს ძალიან ძვირი. 100 ცალი 15 დოლარი ადგილზე. პირველი ნაბიჯი ნილსენმა გადადგა გაიაფებისკენ და ინტერესის გამო ჩამოტანილ იქნება ეს ტყვიები. მე ვფიქრობ არც შევმცდარვართ. ვიზუალურად კარგათ გამოიყურებიან და სიზუსტეც როგორც აღმოჩნდა არც ისე ცუდია. საინტერესო იყო შიგნით რა ეფექტი ექნებოდა. ამისათვის გამოვიყენე პლასტენილი. პლიუს კიდევ პლასტენილი დაახლოვებით იმიტაციას ქმნის ხორცის. როგორც ზევით დავწერე სროლა გაკეთდა 0, 50, 75 და 105 მეტრებზე. თავიდანვე დავწერ რომ ყველა ამ მანძილზე შეღწევადობა ჰქონდა მაქსიმუმ 4.5 სმ. საშუალოდ 4 სმ გამოვიდა. 0.87 გრამი ჯსბ რედიზაინების შეღწევადობა იყო 9 სმ 0 მეტრზე. ერთი შეხედვით შეღწევადობის ტესტით სლაგი 2 ჯერ უფრო ეფექტური ჩანს სხეულში მოხვედრისას. იგივე შეღწევადობა ჰქონდა ჯსბ 0.54_საც. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია MonSoon: Sep 23 2020, 09:59 AM 
			
			
			 |  | 
	
| > | 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Sep 27 2020, 11:30 AM
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	||
        	
				
					![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი  | 
       
			
			 
				MonSoon  რით განსხვავდება რუსულებისგან. რავი რუსული მალე შრება და რამდენიმე თვის მერე ძნელად ასაზელია ხოლმე და იშლება ფრაგმენტებად როდესაც ხლიჩავ, გერმანული მაქვს დარჩენილი აი 10 წლის წინ რომ პლასტენილის ტესტებს ვატარებდი, ღიად მედო აივანზე, წელს ვიპოვე რომ სადღაც მიგდებული იყო და ისევ ისეთივე კონსისტენცია აქვს, არ მოველოდი მართალი გითხრა 
			
			
			 |  | 
	
| > | 
			
			 | 
	|
 MonSoon   სლაგის ტესტირება პლატენილში   Sep 23 2020, 09:53 AM
 
 MonSoon   0 მეტრზე ნასროლი სლ...   Sep 23 2020, 10:19 AM
 
 NRG   ჰმ.. 4.5 ნახე რა დღეში...   Sep 23 2020, 04:27 PM
 
 pilotina   საინტერესო მიმოხი...   Sep 23 2020, 04:30 PM
 
 okela84   50 კალიბრამდე ბევრი ...   Sep 23 2020, 09:16 PM
 
 MonSoon   okela84 
ნადირობაშია სა...   Sep 23 2020, 09:40 PM
 
 ჩერო   საინტერესოა ფრინვ...   Sep 23 2020, 10:08 PM
 
 ja_ja   pilotina 
ციტატა(pilotina @ 23rd ...   Sep 24 2020, 12:53 PM
 
 MonSoon   ja_ja 
რით განსხვავდებ...   Sep 24 2020, 04:48 PM
 
 NRG   MonSoon 
მგონი, ბევრჯერ ...   Sep 25 2020, 07:51 PM![]() ![]()  | 
	
 
  | 
		მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 03:53 AM | 
| Hosted by Pro-Service |