დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სლაგის ტესტირება პლატენილში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
MonSoon
მოგესალმებით.
მინდა გაჩვენოთ პლასტენილში ნასროლი ტყვიის ფოტო მასალა. მოგვიანებით შევეცდები სრული ვიდეო მასალაც შემოგთავაზოთ.

სროლა გავაკეთე 0, 50, 75 და 105 მეტრებზე პლასტენილში. მაინტერესებდა შეღწევადობა და ის თუ რა მოუვიდოდა ტყვიას.
ტყვია იყო ნილსენის ახალი 4.5 კალიბრის ე.წ. სლაგი. სულ ახალი დაწყებულია მისი წარმოება. 2 წონის აქვს ნილსენს ეს ტყვია. 0.8 გრამი და 0.97 გრამი. მიმოხილვაში საუბარი გვექნება 0.8 გრამზე.
საუბარია აი ამ ტყვიებზე.
მარჯვნივ 0.8 გრამი ხოლო მარცხნივ 0.97 გრამი.





ვინც არ იცის მოკლედ რო ვთქვათ რა არის სლაგი. სლაგი არის ინგლისური სიტყვა, ინგლისურ პნევმო სამყაროში მსგავსი მოყვანილობის პნევმატიკის ტყვიებს ეძახიან. უფრო მძიმეა და უფრო მეტი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ტყვიებს რასაც ვისვრით ხოლმე. რუსები Полнотелые пули_ს ეძახიან. ჩვენთან შესაბამისი სახელი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა ამიტომაც მარტივად სლაგი დაერქვა. ის არის ბევრნაირი კალიბრის, ზომის, ფორმის, ბალისტიკური მაჩვენებლების. მარტივად რომ ვთქვათ ზემოთ ხსენებულ ნილსენის 0.8 გრამს ბალისტიკური კოეფიციენტი (ბკ) აქვს 0.07. შესადარებლად 0.67 ჯსბ_ის აქვს 0.032. ანუ 2.2 ჯერ უფრო დიდი ბკ აქვს რაც ნიშნავს იმას რომ 2.2 ჯერ უფრო სტაბილური იქნება ქარში ვიდრე 0.67 ჯსბ. პლიუს უფრო სწორი ფრენის ტრაექტორია ექნება. იგივე ხდება 4.5 ის ზევით კალიბრებშიც მაგრად ჩვენ 4.5 ზე ვისაუბრებთ.
ესე გამოიყურება სხვადასხვა სლაგები






საქმეზე გადავიდეთ. 4.5 ში სლაგები არის უკვე დიდი ხანია და თან რამოდენიმე ბრენდსაც აქვს გაყიდვაში მაგრამ ღირს ძალიან ძვირი. 100 ცალი 15 დოლარი ადგილზე. პირველი ნაბიჯი ნილსენმა გადადგა გაიაფებისკენ და ინტერესის გამო ჩამოტანილ იქნება ეს ტყვიები.
მე ვფიქრობ არც შევმცდარვართ. ვიზუალურად კარგათ გამოიყურებიან და სიზუსტეც როგორც აღმოჩნდა არც ისე ცუდია.

საინტერესო იყო შიგნით რა ეფექტი ექნებოდა. ამისათვის გამოვიყენე პლასტენილი. პლიუს კიდევ პლასტენილი დაახლოვებით იმიტაციას ქმნის ხორცის.


როგორც ზევით დავწერე სროლა გაკეთდა 0, 50, 75 და 105 მეტრებზე. თავიდანვე დავწერ რომ ყველა ამ მანძილზე შეღწევადობა ჰქონდა მაქსიმუმ 4.5 სმ. საშუალოდ 4 სმ გამოვიდა. 0.87 გრამი ჯსბ რედიზაინების შეღწევადობა იყო 9 სმ 0 მეტრზე. ერთი შეხედვით შეღწევადობის ტესტით სლაგი 2 ჯერ უფრო ეფექტური ჩანს სხეულში მოხვედრისას. იგივე შეღწევადობა ჰქონდა ჯსბ 0.54_საც.
MonSoon
0 მეტრზე ნასროლი სლაგი გამოიყურებოდა ესე.

download high resolution instagram photos

download high resolution instagram photos


როგორც ხედავთ გადაშლილია. ჩემი აზრით კარგ ეფექტს შექმნის სხეულში მოხვედრისას.
დანარჩენ მანძილებზე ცალკეული სურათები არ მაქვს ამიტომაც შემოგთავაზებთ ერთ ფოროს რომელზედაც ასახულია იმ კონკრეტულ მანძილზე მოხვედრისას სლაგის სიჩქარე, ენერგია და დამდგარი შედეგი, დეფორმირებული ტყვიის სახით.


download high resolution instagram photos

როგორც ხედავთ 75 მეტრის შემდეგ ცხვირის გადაშლა აღარ აქვს ტყვის არადა სიჩქარე და ენერგია დიდად არ დაკლებია. შეღწევადობა კი ერთნაირი აქვთ. დასკვნები თქვენთვის მომინდია.




ეს კიდევ არის პლასტენილიდან ამოღების შემდეგ 0 მეტრზე მარცხნიდან მარჯვნივ
ნილსენი 0.8გ - 277 მ/წ
ჯსბ 0.54 გ - 335 მ/წ.
ჯსბ 0.87 გ რედიზაინი - 270 მ/წ.


download high resolution instagram photos
NRG
ჰმ.. 4.5 ნახე რა დღეშია მავნებელი ფრთოსანის რისხვა იქნება თან კაი მანძილებზე
pilotina
საინტერესო მიმოხილვაა. good.gif
ერთი ქათამი რო იყიდო გუდვილში და მაგაზეც დატესტო, საინტერესო იქნება. smile.gif
okela84
50 კალიბრამდე ბევრი არ უკლია 50 მეტრზე
100 მეტრზე 20 ჯოული ვაბშე სრული სიგიჟეა 4.5 თვის. ვფიქრობ ცოტათი შემცირდება 22-25 კალიბრებზე მოთხოვნა ამ ციფრების გამო, ვინც ნადირობისთვის იდულობს
MonSoon
okela84
ნადირობაშია საინტერესო.

სიზუსტის შედეგი მოსალოდნელზე კარგი აღმოჩნდა ჩემ თოფზე. 45 მეტრზე ვიტყოდი რო 15 მმ ზე პატარა ჯგუფები აქვს. პლასტენილშიც არაა მგონი ცუდი. ნადირობაშიც თუ გაამართლა და მთლად უკეთესი.
ჩერო
საინტერესოა ფრინველზე თუ მასეთი ეფექტი ექნება. თუ მოახერხებ დატესტე მე ძალიან მაინტერესებს
ja_ja
pilotina
ციტატა(pilotina @ 23rd September 2020 - 05:30 PM) *
ერთი ქათამი რო იყიდო გუდვილში და მაგაზეც დატესტო, საინტერესო იქნება.

ქათამი არაფერს მოგცემს, ჯერესერთი ფერმის ქათმ,ები ფაფუკელებია, და მეორეცერსერთი მოხვდება ვთქვათ ჰიდრო კავერნას გააკეთებს, გაგრამ პოსტ ფაქტუმ მაგას ვერანაირად ვერ გაინახავ.

მაგას უნდა პლასტენილის დიდი გუნდა, ჯერ ვთქვათ 25 მეტრზე და გაჭრა სურათის გადაღება, კაი სტოპ კადრს იძლევა, მერე იგივე 50 მეტრზე და ან პირდაპირ 100-ზე ან 75 და მერე 100-ზე და გამოგივა 3-4 დისტანცია და ტყვიის ეფექტის სტოპ კადრები.

გამოჩნდება კავერნაც ჰიდრო დარტყმის და გამოჩნდება გაივლის ტყვია ბოლომდე თუ გაჩერდება პლასტენილში.

MonSoon
ისე პლასტენილი მართლა არაა ცუდი აზრი, პროსტა რატომღაც აქ მხოლოდ რუსული პატარა პლასტენილები იყიდება. ადრე გერმანული 1 კილოგრამიანი ბრიკეტები იყიდებოდა და 2-3 რომ აგეზილა ერთმანეთში კაცს საკმაოდ კაი ზომა გამოდიოდა სიგრძესიც და სიგანეშიც, თუ დაითრევ კაი, თუ არა და მე ვაპირებ გერმანიაში დაკვეთას და თუ გინდა გამოვიწერ მაგ საქმისთვის
MonSoon
ja_ja
რით განსხვავდება რუსულებისგან.

არა რავი, მგონი აღარც ვაპირებ სროლას პლასტენილზე. პელეტის იგივე ტესტის ინტერესი თუ არ გაჩნდა.
NRG
MonSoon
მგონი, ბევრჯერ მოგიწევს სროლა ძერწში ასე მგონია spiteful.gif
ja_ja
MonSoon
ციტატა(bedo @ 24th September 2020 - 05:48 PM) *
რით განსხვავდება რუსულებისგან.

რავი რუსული მალე შრება და რამდენიმე თვის მერე ძნელად ასაზელია ხოლმე და იშლება ფრაგმენტებად როდესაც ხლიჩავ, გერმანული მაქვს დარჩენილი აი 10 წლის წინ რომ პლასტენილის ტესტებს ვატარებდი, ღიად მედო აივანზე, წელს ვიპოვე რომ სადღაც მიგდებული იყო და ისევ ისეთივე კონსისტენცია აქვს, არ მოველოდი მართალი გითხრა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.