|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Apr 16 2014, 05:32 PM
პოსტი
#1
|
||
|
გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 |
"საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა, გადამზიდავმა კომპანიებმა საქართველოს ბაზარი დატოვონ "საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა, გადამზიდავმა კომპანიებმა საქართველოს ბაზარი დატოვონ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ "საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა DHL, TNT, FEDEX და ორმოცამდე გადამზიდავმა კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ", რომელიც ბაზრის ამ სეგმენტზე გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. როგორც ეკა გიგაური აცხადებს, წარმოდგენილი კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და წესებს. ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებელისგან ავტორიზაციას მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი გზავნილის გადაგზავნა, მიუხედავად შიგთავსისა, სხვა კომპანიებისთვის იქნება შეუძლებელი. სექტორის მარეგულირებლად კი კანონპროექტით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განისაზღვრება. როგორც ეკა გიგაური და გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, გარდა ამისა, კანონპროექტი საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაზე ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებს, რის შედეგად კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ჩარევა, შედეგად კი აღნიშნული სფეროს ზედმეტი და გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირება მოხდება. როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, "საქართველოს ფოსტას" ეროვნული ოპერატორის სტატუსი მიენიჭება და 20 წლით ბაზრის მონოპოლისტი გახდება, ხოლო სხვა ოპერატორები მხოლოდ "საქართველოს ფოსტის" "ქოლგის ქვეშ" შეძლებენ თავიანთი მომსახურების განხორციელებას. ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას, გაგზავნას, გადაზიდვას, ჩაბარებას. როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არ შეესაბამება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრონციპებს. ამასთან, როგორც გადამზიდავი კომპანია TNT –ს წარმომადგენელმა, ნინო მენთეშაშვილმა განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღებით დაინტერესებულია "საქართველოს ფოსტა" და მისი დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე, რომელიც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს იბარებს და ამბობს, რომ ეს კანონოპროექტი უნდა გავიდეს. როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, გარდა იმისა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც ადგენს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ლიბერალიზაციის პრინციპებს, ითვალისწინებს საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდების სერვისების გამიჯვნას და მათ განცალკევებულ რეგულირებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ, "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე უზრუნველყონ: "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტით განსაზღვრული საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა; საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ადეკვატური სისტემის დანერგვით ბაზრის ამ სეგმენტის ლიბერალიზაცია და დემონოპოლიზაცია; უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ეროვნული ოპერატორის(კანონპროექტის მიხედვით "საქართველოს ფოსტა") შერჩევის პროცესში გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ri-datovon.html რახდება, დეგვერხა ვითომ ???
| |
| > |
|
|
bazuka ახალი კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ Apr 16 2014, 05:32 PM
gela ბიძინა მრგველაშვი... Apr 16 2014, 06:19 PM
ja_ja ისე ამ დედა არღნია... Apr 16 2014, 06:42 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ისე, მეც ვერიდები ხ... Apr 16 2014, 06:51 PM
iorama ძმურად რა, ეს ერთად... Apr 16 2014, 08:30 PM
iorama ბატონო ჯაჯა ამ თემ... Apr 16 2014, 08:41 PM
ja_ja iorama
ჰოო მაიცა წავიდ... Apr 16 2014, 09:40 PM
bazuka რა ბაასს უნდა მოვრ... Apr 16 2014, 10:07 PM
ja_ja მე ვთქვი პოლიტიური... Apr 16 2014, 10:37 PM
bazuka აბა რაზეა ლაპარაკი... Apr 16 2014, 10:50 PM
foxi ყველაზე უკეთესს შე... Apr 17 2014, 12:17 AM
ja_ja bazuka
ციტატა(bazuka @ 16th Apri... Apr 17 2014, 08:35 AM
foxi ja_ja
ამის მერეც არ შ... Apr 17 2014, 10:41 AM
Hellados bazuka
ციტატა(kakha @ 17th April... Apr 18 2014, 06:17 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th November 2025 - 02:51 PM |
| Hosted by Pro-Service |