დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ახალი კანონპროექტი საფოსტო კავშირის შესახებ
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
bazuka
"საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა, გადამზიდავმა კომპანიებმა საქართველოს ბაზარი დატოვონ

"საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა, გადამზიდავმა კომპანიებმა საქართველოს ბაზარი დატოვონ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ "საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა DHL, TNT, FEDEX და ორმოცამდე გადამზიდავმა კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ", რომელიც ბაზრის ამ სეგმენტზე გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.
როგორც ეკა გიგაური აცხადებს, წარმოდგენილი კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და წესებს.
ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებელისგან ავტორიზაციას მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი გზავნილის გადაგზავნა, მიუხედავად შიგთავსისა, სხვა კომპანიებისთვის იქნება შეუძლებელი. სექტორის მარეგულირებლად კი კანონპროექტით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განისაზღვრება.
როგორც ეკა გიგაური და გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, გარდა ამისა, კანონპროექტი საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაზე ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებს, რის შედეგად კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ჩარევა, შედეგად კი აღნიშნული სფეროს ზედმეტი და გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირება მოხდება.
როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღების შედეგად, "საქართველოს ფოსტას" ეროვნული ოპერატორის სტატუსი მიენიჭება და 20 წლით ბაზრის მონოპოლისტი გახდება, ხოლო სხვა ოპერატორები მხოლოდ "საქართველოს ფოსტის" "ქოლგის ქვეშ" შეძლებენ თავიანთი მომსახურების განხორციელებას.
ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას, გაგზავნას, გადაზიდვას, ჩაბარებას. როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არ შეესაბამება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრონციპებს.
ამასთან, როგორც გადამზიდავი კომპანია TNT –ს წარმომადგენელმა, ნინო მენთეშაშვილმა განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღებით დაინტერესებულია "საქართველოს ფოსტა" და მისი დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე, რომელიც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს იბარებს და ამბობს, რომ ეს კანონოპროექტი უნდა გავიდეს.
როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, გარდა იმისა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც, რომელიც ადგენს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ლიბერალიზაციის პრინციპებს, ითვალისწინებს საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდების სერვისების გამიჯვნას და მათ განცალკევებულ რეგულირებას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ, "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე უზრუნველყონ: "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტით განსაზღვრული საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა; საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების ადეკვატური სისტემის დანერგვით ბაზრის ამ სეგმენტის ლიბერალიზაცია და დემონოპოლიზაცია; უნივერსალური საფოსტო მომსახურების გამწევი ეროვნული ოპერატორის(კანონპროექტის მიხედვით "საქართველოს ფოსტა") შერჩევის პროცესში გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ri-datovon.html


რახდება, დეგვერხა ვითომ ???
gela
ბიძინა მრგველაშვილი თუ არ გავა, ა მომჭერით მერე თავი smile.gif))))) იმდენი იძახა საზოგადოებამ და იკაიფა ჭამე ნოდარი ჭამე ნოდარიო რომ შეძახილმა ხე გაახმო და ჭამს და ჭამს ჩვენი ნოდარი : ))))) 30 წელი მონოპოლია არაა პაწია საქმე, ზუსტად მონოპოლიი წინააღმდეგ არ ყვიროდნნ აი ჩემანალის ტიალები? მოკლედ ძალიან ვერიდები და არ მინდა ხოლმე ამ პოლიტიკური განცხადებების კეთება, მითუმეტეს ამ ფორუმზე მაგრამ, თან რო აზრი არ აქვს და მაინც ვერ ვითმენ, გაგისკდა მუცელი ნოდარიიიიი !!!! biggrin.gif
ja_ja
ისე ამ დედა არღნიან საქართველოს ფოსტას ვინმემ რამე რომ უქნას არ მოსულა? ყველა მთავრობის ხელში რავა ბოგინობს?

ამერიკიდან 1 კილოს ჩამოტანა 8$ მიჯდება თან 1 კვირაში ნივთი ხელში მიჭირავს და უკრაინაში საქ ფოსტით 200 გრამის გაგზავნა 23 ლარი მიჯდება თან 3-4 კვირა გზაშია ამანათი, სადაა აქ ლოგიკა?
ხ.მ.ე.ლ.ო
ისე, მეც ვერიდები ხოლმე პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებას, მაგრამ იმას მაინც ავღნიშნავ, რომ ამ მთავრობის მოსვლის დღიდან მათ მიერ მიღებულ არცერთ კანონპროექტს არ ვემხრობი, საშინელებაა. და მიმაჩნია, რომ ესეც მორიგი საშინელებაა, ფოსტასთან დაკავშირებით...
iorama
ძმურად რა, ეს ერთადერთი ადგილია სადაც შემოსვლა იმიტომ მსიამოვნებს, რომ სრულიად აპოლოტიკური საზოგადოებაა და თემები. უმორჩილეასდ გთხოვთ " ნე ზასარიაიტე ეფირ"
iorama
ბატონო ჯაჯა ამ თემაში ჩემი აზრით ხდება ფორუმის წესდების. 7,6 ვ) მუხლის დარღვევა :-)

smile.gif
ja_ja
iorama
ჰოო მაიცა წავიდე გადავხედო წესებს ენგრე ზუსტად მეც არ მახსოვს ყველა smile.gif

ვუი ვუი მომიკვდეს თავი ტიტუუუ, ვსიო მორჩით ყველანი ბაასს თემა კაპუტ smile.gif

7.6 ასევე ფორუმზე მოქმედებს წინასწარ განსაღვრული აღმკვეთი პირობები, რომლებიც შეიძლება მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში, თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის:
ა) მონაწილეების შეურაწყოფა, უზრდელობა, მუქარები. 7 დღიანი ბანი
ბ) არანორმატიული ლექსიკის გამოყენება. 3 დღიანი ბანი
გ) მონაწილეების პროვოცირება, წესების დარღვევისკენ, უაზრო ფლუდი (არა შესაბამის განყოფილებაში). 3 დღიანი ბანი
დ) მოდერატორების ქმედებების ან უმოქმედოების, და მათი პიროვნებების განხილვა. 7 დღიანი ბანი
ე) კანონების დარღვევისკენ ნებისმიერი მოწოდება, ექსტრემიზმის ნებისმიერი ფორმა. 3 დღიანი ბანი
ვ) ყველანაირი პოლიტიკური, პოლიტეკონომიკური და რელიგიური თემების განხილვა. 3 დღიანი ბანი
ზ) აკრძალულია თემები რომლების შინაარსი, რამენაირად იქნება დაკავშირებული
თ) შინაური ცხოველების დახოცვას წვალებას განადგურებას. (შინაური ცხოველები - კატა, ძაღლი) 1 თვიანი ბანი. (რეციდივის შემთხვევაში სამუდამო )
bazuka
რა ბაასს უნდა მოვრჩეთ, სადა ბანაობთ ჰაა
მაშინ მოსპეთ ის განაყოფიც სადაც იარაღის კანონზეა ლაპარაკი

ეს კანო პროექტი კი რაზეთ თემა გავხსენი პირდაპირშეხებაშია ჩვენთან
თუ რათქმაუნდა პროფილის შეცვლა და თეფშების მტვრევაზე გადასვლა თუ არ გინდათ
სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ტყვიების ჩამოტანაზე რომ შეგექმნება პრობლემები
ან კიდე ისე გაგიძვირდება, რომ "გეკოს" ფასი გახდება რაღა ჩემს შაშაკოლად მინდა ნასოსები და ბალონები
ამიტომაც გინდათ პოლიტიკა დაარქვით და გინდათ მუჭური ფაქტია პირდაპირ სავიშვიშო თემაა

და ბანზე ბანით ვიმუქრები, კამიკაძე შაჰიდი ვარ girl_devil.gif
ja_ja
მე ვთქვი პოლიტიური ბაასი მორჩეს მეთქი და არა ფოსტის სისულელეები მეთქი ვაა smile.gif არ დამიძრო მათრახიანი სმაილიკი smile.gif მე ეგრე თოფიანი სმაილიკი მყავს hunter.gif

და აი ესეც კი მყავს maxati.gif

და ვაბშე რა gamer.gif
bazuka
აბა რაზეა ლაპარაკი, სიტყვა მიჯირყვნას და ბუტკაში შესვლას ნუ გამოვიყენებთო

ქიბორდი გამოცვალე თუ რეია რომ იმუქრები?




აუუ, არადა ბიჯო, ხო აზრზე ხარ არაა, იმენნა ამ რეშიფერებს ურტყავენ
თორე ფედექსებს და მედექსებს ერთი ადგილი მოაკვნიტონ ამ ქინძებმა.

აი შეხედე მე ამათი

ციტატა
ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას, გაგზავნას, გადაზიდვას, ჩაბარებას.
foxi
ყველაზე უკეთესს შემთხვევაში, ვინმე "ნოდარი" ჩაიგდებს ხელში მაგ მონოპოლიას და საქართველოს ფოსტა, რა კუტუც იყო ისევ ის დარჩება. უბრალოდ პატარ პატარა დაგამზიდავ ფირმებზე შეფობას აპირებენ ალბათ. რაც ავტომატურად ფასებსაც გაზრდის გადაზიდვებზე.
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 16th April 2014 - 11:50 PM) *
ქიბორდი გამოცვალე თუ რეია რომ იმუქრები?

სად გამოვცვალე, რაფრა გამოვცვალე, რას ამბობ smile.gif ამასწინად ილარიონა იყო ამოსული ჩემთან და ნახევარი სიმბოლოები კლავიატურაზე ვერ იპოვა smile.gif

მეც ეს დედა არღნიანი KB21E ვერსად ვნახე რომ იყიდებოდეს, ახალ თხელ იდიოტურ კლავებს ვერ მოვერგე და ვარ ასე smile.gif... ჯანდაბას აქაური ბაზარი, იქაურზეც ვერ ვნახე ერგონომიული ნორმალური კლავა sad.gif

foxi
ციტატა(kakha @ 17th April 2014 - 01:17 AM) *
რაც ავტომატურად ფასებსაც გაზრდის გადაზიდვებზე.

მარტო ფასი იყოს ვინ დაეძებს.... შენ წარმოიდგინე დალშე რა მოხდება თუ ეგრე განვირარდა სიტუაცია

ზანტი მომსახურება, დაკარგული ამანათები, აგერ ჩინეთიდან რამდენი რაღაც ჩამოვიდა ამ ჩემაალებს 1 ან 1.5 კვირა საბაჟოდან არ მოაქვთ იმ მიზეზად რომ ბარემ დაგროვდეს და ერთად გამოვიტანთო და ბოლოს სხვა ქვეყნებიდან გამოწერის შესაძლებლობის პრაქტიკულად შეწყვეტა, ნუ ტიპა საქ ფოსტა სხვა ქვეყნებში წარმოამდგენლობას არ გახსნის, ან რომც გახსნას მაგათი ნამუშევარი არსად გაიშვა, გამოწერილს რომ შენს ოთახში 1-2 კვირა არ ასახავენ, შედეგად იბეი იქნება თუ ამაზონი და სხვა მაგდაგვარი ჩაბარდება ისტორიას და მივიღებთ 2000 წლამდე არსებულ სიტუაციას smile.gif

ჩაკეტილი საზღვარი, ზიხარ და შენატრი საქონელს.... ზატო გაიხარებენ აქაური გადამტყიდველი მაღაზიები, ისედაც 1 ლარიანს 20 ლარად ყიდიან და რომ მიხვდებიან თავისუფლად ჩამოტანა არავის შეუძლია ეგრევე 50 ლარამდე აწევენ...

აგერ ელიავაზე ძირა რიგში არსებულ მაღაზიაში ატვიოპრკა 1 ლარი ღირს და დახლებთან გაივლი და სასტავი ვენებს იჭრის 5 ლარზე ნაკლებად ვერაო... 20 მეტი აქვს ტიპს გავლილი და 400%-ს იგებს და იქაურ საქონელზე რა მოხდება შენთვითონ მოიფიქრე,,,, ნაშოვნი ფული სად წავა ეგეც იასნია smile.gif
foxi
ja_ja

ამის მერეც არ შეიძლება პოლიტიკაზე რაიმე სალანძღავი ვთქვათ?! spiteful.gif
Hellados
bazuka
ციტატა(kakha @ 17th April 2014 - 11:41 AM) *
თორე ფედექსებს და მედექსებს ერთი ადგილი მოაკვნიტონ ამ ქინძებმა.

ციტატა(kakha @ 17th April 2014 - 11:41 AM) *
გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ "საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა DHL, TNT, FEDEX და ორმოცამდე გადამზიდავმა კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს.

მოაკვნიტოს კი არა გაქცევაზე ექნებათ საქმე თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც აპირებენ...
არც სხვა გადამზიდავები არიან მაინცა და მაინც ანგელოზები ყველა კარგად იწეწება (განსაკუთრებით აქედან ამანათის გაგზავნაზე) არც საქართველოს ფოსტაა ამაში გამონაკლისი.. მარა მონოპოლიზმს ყველაფერი სჯობია და ეს ყველაფერი ერთი კომპანიის ხელში თუ იქნება ისევ ჩვენ მომხმარებლები დავზარალდებით...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.