|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Sep 23 2013, 04:19 PM
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი |
სალამი აირგანელებო დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ. დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს: • მწარმოებელი - Crosman • მოდელის ნომერი - CVW1K77NP • ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ • მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... ) • წონა - 3.56 კგ • სიგრძე - 113 სმ • დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა • ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი • კალიბრი - 4.5მმ • ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style • ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32 • სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი • კონდახი - ხე (წიფელი) თოფი მწარმოებლის საიტზე: http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515...om%20Series.pdf ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77...0&%20PL.pdf თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ: http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე... ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება ![]() ![]() გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით... ![]() ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები ![]() (მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. უფრო ვრცლად კი აქ...) ![]() პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი ![]() გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც: ![]() კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია ![]() ![]() ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით ![]() პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და..... აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება... მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა...
| |
| > |
|
|
![]() |
Oct 16 2013, 07:28 PM
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი |
smekosmeko გაიხარე. ჰანტერის შედეგი მეც მომეწონა თან წონაც კარგი აქვს, მაგრამ გასატესტია ქაღალდზე... ფანტომი საშინლად ფანტავდა და თუ იგივე განმეორდება ვენომის შემთხვევაშიც, მაშინ აუცილებლად მომიწევს ახალი გზების ძიება...
| |
| > |
|
|
EnDeL Crosman nitro venom Sep 23 2013, 04:19 PM
gela EnDeL
პირველ რიგში პა... Sep 23 2013, 06:28 PM
ilo ინსტრუქციაში უწერ... Sep 23 2013, 06:54 PM
EnDeL gela
უღრმესი მადლობა ... Sep 23 2013, 07:05 PM
dawiti EnDeL გილოცავ ბავშვის ... Sep 23 2013, 07:25 PM
EnDeL dawiti
ციტატა(daviti @ 23rd Sep... Sep 23 2013, 07:53 PM
gregory EnDeL
გილოცავ პატარა ... Sep 24 2013, 06:56 AM
soso66 პირველ რიგში გილოც... Sep 24 2013, 03:21 PM
gela მეგობრებო დღეს გა... Sep 24 2013, 06:26 PM
EnDeL gregory
უღრმესი მადლობ... Sep 24 2013, 07:10 PM
gela EnDeL
ციტატა(endel @ 24th Septem... Sep 24 2013, 08:31 PM
foxi ცხოველ! რა უნდა ვ... Sep 24 2013, 11:52 PM
okela84 20 ან 30 მეტრიანი ჯგუფ... Sep 25 2013, 09:20 AM
gela okela84
ციტატა(aleqsandre @ 25th... Sep 25 2013, 09:44 AM
Shalva32 Nitro Venom Dusk - ის შეძენა მ... Sep 25 2013, 03:49 PM
gregory ციტატა(Shalva32 @ 25th September ... Sep 25 2013, 06:28 PM
EnDeL okela84
მე ჯერ მაგისთვი... Sep 26 2013, 10:43 PM
gela მოკლედ დღეს მე და ი... Sep 28 2013, 06:34 PM
azzy სახლში სახაზავი ვე... Sep 28 2013, 11:24 PM
okela84 azzy
56 მმ ვიანგარიშე მ... Sep 29 2013, 02:32 AM
azzy ციტატა(okela84 @ Sep 29 2013, 03... Sep 29 2013, 03:29 PM
iorama azzy
შენ გული არ გაიტ... Sep 29 2013, 07:37 AM
EnDeL ციტატა(iorama @ 29th September 20... Sep 29 2013, 03:14 PM
okela84 azzy
როგორც ფორუმელე... Sep 29 2013, 07:51 PM
azzy ციტატა(okela84 @ Sep 29 2013, 08... Sep 30 2013, 01:10 AM
gela EnDeL
ციტატა(endel @ 29th Septem... Oct 1 2013, 10:55 AM
ja_ja gela
არ ვიცი რასთან გ... Oct 1 2013, 02:47 PM
gela ja_ja
ციტატა(ja_ja @ 1st October... Oct 1 2013, 08:16 PM
geojorjika ეჭვი მაქვს ეგ სასხ... Oct 1 2013, 09:45 PM
smekosmeko რადგან ამ ტემაში დ... Oct 5 2013, 04:04 PM
ja_ja smekosmeko
არ კეთდება ნიტ... Oct 5 2013, 08:07 PM
smekosmeko ისე სასხლეტი სახარ... Oct 5 2013, 08:28 PM
EnDeL მე დავშალე ჩემი ვე... Oct 5 2013, 08:56 PM
foxi smekosmeko
გილოცავ თოფს... Oct 5 2013, 11:50 PM
smekosmeko foxi გაიხარე. აქეთ არ ... Oct 6 2013, 08:19 AM
smekosmeko დეკონვერსაცია ჩავ... Oct 6 2013, 08:11 PM
gregory დღესაც მივწრე ქროს... Oct 6 2013, 08:21 PM
giorgi555 ციტატა(endel @ 5th October 2013 ... Oct 6 2013, 09:28 PM
EnDeL ციტატა(smekosmeko @ 6th October 2... Oct 6 2013, 09:45 PM
gregory ციტატა(endel @ 6th October 2013 ... Oct 7 2013, 06:57 AM
ja_ja EnDeL
ციტატა(endel @ 6th October... Oct 7 2013, 08:51 AM
EnDeL ციტატა(ja_ja @ 7th October 2013 ... Oct 7 2013, 11:15 PM
master ციტატა(EnDeL @ Oct 8 2013, 12... Oct 8 2013, 10:11 AM
geojorjika EnDeL
მაგენის მეტი რა ... Oct 7 2013, 11:32 PM
EnDeL geojorjika
არ გადამრიო ა... Oct 7 2013, 11:39 PM
ja_ja EnDeL
ციტატა(endel @ 8th October... Oct 8 2013, 08:31 AM
smekosmeko ნასოსზე ერთი დეტალ... Oct 8 2013, 09:26 AM
EnDeL ja_ja
ციტატა(ja_ja @ 8th Octobe... Oct 8 2013, 01:43 PM
smekosmeko ისე რო რამე ვენომა... Oct 8 2013, 01:47 PM
TARASICHA ციტატა(EnDeL @ Sep 23 2013, 05... Oct 8 2013, 01:50 PM
gregory ციტატა(smekosmeko @ 8th October 2... Oct 8 2013, 02:53 PM
smekosmeko gregory მეც მაგას ვეკით... Oct 8 2013, 03:10 PM
EnDeL ციტატა(TARASICHA @ 8th October 20... Oct 8 2013, 03:16 PM
ja_ja TARASICHA
ამხელა პოსტს ნ... Oct 8 2013, 04:23 PM
TARASICHA კარგი ბატონო Oct 8 2013, 04:44 PM
bachana და მაგ ნიტრო ვენომ... Oct 8 2013, 07:59 PM
azzy bachana
სასხლეტი აქვს ... Oct 8 2013, 08:14 PM
smekosmeko მასალა უფრო რბილია... Oct 8 2013, 08:15 PM
EnDeL ციტატა(bachana @ 8th October 2013... Oct 8 2013, 09:45 PM
gela მოკლედ დგეს ვისროლ... Oct 9 2013, 06:35 PM
ja_ja ისე შეიძლება სისულ... Oct 9 2013, 07:57 PM
ikaaa ტყვიებს რაიმე დეფ... Oct 9 2013, 07:59 PM
EnDeL gela
თავიდან გავიფიქ... Oct 9 2013, 10:09 PM
gela EnDeL
ციტატა(endel @ 9th October... Oct 9 2013, 10:23 PM
EnDeL ციტატა(gela @ 9th October 2013 ... Oct 9 2013, 10:37 PM
EnDeL 2 დღეა მთელი ვაგზალ... Oct 11 2013, 01:29 AM
EnDeL . Oct 11 2013, 01:30 AM
smekosmeko კარგი ტესტია, მარა... Oct 11 2013, 09:00 AM
ja_ja EnDeL
ციტატა(endel @ 11th Octobe... Oct 11 2013, 09:14 AM
EnDeL ციტატა(ja_ja @ 11th October 2013 ... Oct 11 2013, 01:25 PM
EnDeL ნიტროს მფლობელები... Oct 15 2013, 11:30 PM
smekosmeko საღო კარგიო ტესტია... Oct 16 2013, 10:18 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 07:46 AM |
| Hosted by Pro-Service |