დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman nitro venom
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2
EnDeL
სალამი აირგანელებო
დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ.

დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს:
• მწარმოებელი - Crosman
• მოდელის ნომერი - CVW1K77NP
• ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ
• მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... )
• წონა - 3.56 კგ
• სიგრძე - 113 სმ
• დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა
• ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი
• კალიბრი - 4.5მმ
• ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style
• ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32
• სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი
• კონდახი - ხე (წიფელი)

თოფი მწარმოებლის საიტზე:
http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP
ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515...om%20Series.pdf
ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77...0&%20PL.pdf
თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ:
http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html

ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე...

ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება



გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით...



ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები

(მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. უფრო ვრცლად კი აქ...)


პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს biggrin.gif გაცილებით რბილი და კარგი ხარისხის მოყვა ჩემი წინა თოფის ფანტომის 4x32 ოპტიკას, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა...
კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი


გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც:


კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია biggrin.gif სასხლეტის დამცავი პლასმასია.
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია biggrin.gif რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.



ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით


პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და.....
აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება...
მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... smile.gif wub.gif
gela
EnDeL
პირველ რიგში პატარას დაბადებას გილოცავ, ღმერთმა გაგიზრდოს ჯანმრთელი და იღბლიანი smile.gif) აი ახლა კი ვენომს მოგოლოცავ smile.gif) მოკლედ აქ ვიკრიბებით ყველა ნიტროს მფლობელბი, განსკუთრებით ვენომელები და ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს ჩვენი იარაღის შესახებ : ))) მე ხვალ ჩამომდის ჩემი ვენომა და შემოვაგდებ ერთ რეპორტს smile.gif)))
ilo
ინსტრუქციაში უწერია პირველი 100 გასროლა ზამბარის დასამუშავებლად სჭირდებაო,
ხოდა უტკაცუნე რამე მოძულებულია ტყვიები თუ გაქვს შემორჩენილი.
იმედია მერე ხმა საგრძნობლად შემცირდება.
EnDeL
gela
უღრმესი მადლობა გაიხარეთ smile.gif

ilo
ხმა სწორედ დიზელის ეფექტის გამო აქვს... 100 ჯერ ტყუილად გადატენას და სროლას მართლა მირჩევნია დავშალო, biggrin.gif გავწმინდო გულიანად და სილიკონის ტაოტი წავუსვა... მეტ დროს და ენერგიას დეკონსერვაციაც არ წაიღებს. თან მშვიდადაც ვიქნები და მანჟეტიც შეინახება...
dawiti
EnDeL გილოცავ ბავშვის შეძენას ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს, რაც სეეხება თოფს კარგი შენაძენია და სულ ათიანებში მოგერტყას smile.gif ნელენა მრავლდებით ზდპ-ს პატრონები და შეჯიბრშიც მიიღეთ მონაწილეობა smile.gif
EnDeL
dawiti

ციტატა(daviti @ 23rd September 2013 - 08:25 PM) *
გილოცავ ბავშვის შეძენას ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს


დიდი მადლობა smile.gif

ციტატა(daviti @ 23rd September 2013 - 08:25 PM) *
ნელენა მრავლდებით ზდპ-ს პატრონები და შეჯიბრშიც მიიღეთ მონაწილეობა


ვეცდები აუცილებლად... მაგრამ ჯერ დიდი გზა მაქვს გასავლელი... პირველ რიგში, როგორც კი მოვიცლი დააფგრეიდება მაქვს გეგმაში...
gregory
EnDeL
გილოცავ პატარა გოგონას შეძენას ! ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს...
თოფსაც გილოცავ smile.gif მართლაც რომ კარგი რამეა smile.gif

ციტატა(endel @ 23rd September 2013 - 05:19 PM) *
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.

მაგას მოდერთან არაფერი აქვს საერთო: ეგ რეზინი უბრალოდ გადატენვის კომფორტისთვისაა და შესაძლოა ლულის ვიბრაციასაც ცოტათი ახშობს
soso66
პირველ რიგში გილოცავთ პატარა ანგელოზის შეძენას.თქვენ ბედნიერ მამობას გისურვებთ,პატარას კი უღრუბლო მომავალს.მინდა გაგაფრთხილოთ,რომ ნიტრო ზამბარაზე შაშხანის დაშლა(დეკონსერვაციისთვის) არ შეიძლება ზამბარიანი შაშხანის დაშლის მეთოდით,საკუთარი ძალის ან წონის იმედით.საჭიროა სპეციალური მოწყობილობა,არის ინტერნეტში ბევრი კონსტრუქცია.პირდაპირ დაშლა საშიშია თქვენთვისაც და ნიტრო ზამბარისთვისაც.მიკვირს აქამდე რატომ არ გაგაფრთხილეს გამოცდილმა ფორუმელებმა.და ბოლოს გილოცავთ შენაძენს,გისურვებთ სასურველი მიზნების მოხსნას.


gela
მეგობრებო დღეს გამოვიტანე ნიტრო ვენომი ბესტექსიდან და ვინჩესტერის ჰოლოვ პოინტები. სადღაც 18 ნაბიჯში გავასწორე მიზანი. გამაოცა მისმა სიზუსტემ და ძალამ. თითქმის ყველა ტყვია ტყვიაში ჩაჯდა. სამ სანტიმეტრიანი ფიცარი ისე გახვრიტა რომ უკანა მხრიდან გამოაგლიჯა. კარგი ექსპანსიურობა გამოავლინა ვინჩის ტყვიებმა. სანადიროდ საკაიფი იქნება როგორც ჩანს . ცოტა ხანში ფიტოებსაც მოგაშველებთ
EnDeL
gregory
უღრმესი მადლობა ბატონო გრიგოლ smile.gif მაზლ ბრეიქთან დაკავშირებით მათალი ბრძანდებით...

soso66
თქვენც დიდი მადლობა გაიხარეთ. რაც შეეხება ჰაერის ზამბარას- უკვე მოფიქრებული მაქვს მარტივი კონსტრუქცია რაც გამიადვილებს მის უკან მოთავსებას. მაგრამ ჯერ ელიავაზე ჩასვლის დრო არ მაქვს...


gela
გილოცავთ, ბევრი უკეთესი შეგეძინოთ და მიზანს არ აგეცილებინოთ smile.gif
gela
EnDeL
ციტატა(endel @ 24th September 2013 - 08:10 PM) *
გილოცავთ, ბევრი უკეთესი შეგეძინოთ და მიზანს არ აგეცილებინოთ

მადლობა იცოცხლე მეგობარო : )


ესეც ფოტო თუ რა უქნა ჩემმა ვენომმა სქელ ფიცარს ვინჩესტერის ჰოლოვპოინტებით, ამ ფოტოზე თითქოს არ ჩანს ისეთი სისქე ფიცრის, არა და საკმაოდ სქელი ფიცარი იყო : ))
წინა და უკანა მხარე, ტყვიის ექსპანსიურობას ვამბობ რა ანუ : )
გადაღებული არ მაქვს ჯსბ რომ ვესროლე, უკან კი გამოიტანა მაგრამ არ გამოუგლეჯია, წინა მხრიდან ნასროლზე ცოტა დიდი დირკა გაუკეთა, ამან კი კარგად დააზიანა, ანუ სანადირო პონტში ეს უფრო მაგარი რამე იქნება ასე ვფიქრობ ვიდრე ჯსბ, დიდი დისტანციაზე არ მაქვს გატესტილი, არ იყო მაგის შესაძლებლობა, თუმცა ვიმედოვნებ რომ ჯიესბის ეს ჰოლოვ პოინტები ვერ აჯობებს : )

foxi
ცხოველ! რა უნდა ვთქვა აბა? ჰო კინაღამ არ დამავიწყდა, გილოცავ. კარგი იარაღია.
okela84
20 ან 30 მეტრიანი ჯგუფები დადეთ რაა, 2-ს გაქვთ უკვე და არცერთი არ დებთ smile.gif
gela
okela84
ციტატა(aleqsandre @ 25th September 2013 - 10:20 AM) *
20 ან 30 მეტრიანი ჯგუფები დადეთ რაა, 2-ს გაქვთ უკვე და არცერთი არ დებთ


ერთი დასვენების დღე მინდა ალეკო და დავდებ ერთ რეპორტს მაგაზე, კვირას თუ ამინდმა ხელი შემიწყო და ქარი არ იყო შეიძლება გასვლა სადმე ცოტა ხნით და მოგაწვდიდით ინფოს ამ თოფის შესაძლებლობების შესახებ, შეიძლება ისეთი არც აღმოჩნდეს როგორი შთაბეჭდილებაც პირველი შეხედვით დამიტოვა, ნუ შევხედოთ ერთი რას იზამს საქმეში : )) ოპტიკას რაც შეეხება, ტიტან ნიტროსი ჯობდა გამოსახულებით, ამას კი დიდი აქვს უფრო ჯერადობა, მაგრამ ბადე არ აქვს ისეთი წვრილი და დიდ ჯერადობაზე შორ დისტანციაზე ბინდავს, ტიტან ნიტროს ოპტიკა კი იყო 4X32 მაგრამ ბადეც საკაიფოდ წვრილი ქონდა და რაც მთავარია არ ბინდავდა, მაშინ ვერ გავიგე ამ ვენომის ოპტიკის პლიუსი რა არის, თუ 4 ჯერადობაზე იგივენაირად აჩვენა და დიდ ჯერადობაზე დაბინდა, რა ვიცი რა ვიცი, მითუმეტეს ბადე ტიტან ნიტროს უფრო საკაიფო და წვრილი ქონდა,,,, მოკლედ კვირას თუ შევძელი და ამინდებმაც შემიწყო ხელი, ერთ მინი რეპორტს ჩაგახუტებთ
Shalva32
Nitro Venom Dusk - ის შეძენა მინდა და მაინტერესებს ამ ორ მოდელს შორის განსხვავება მარტო კონდახშია ხო?
gregory
ციტატა(Shalva32 @ 25th September 2013 - 04:49 PM) *
Nitro Venom Dusk - ის შეძენა მინდა და მაინტერესებს ამ ორ მოდელს შორის განსხვავება მარტო კონდახშია ხო?

Shalva32
კი

EnDeL
okela84
მე ჯერ მაგისთვის ნამდვილად არ მცალია, დეკონსერვაციაც კი ვერ გავუკეთე, ისევ ყუთში დევს ხელუხლებლად... მიზეზი კი მიწერია პირველი პოსტის ბოლოში smile.gif თან კორპუსში 30 მეტრი სივცე ნამდვილად არ მაქვს biggrin.gif როცა სადმე გავალ რა თქმა უნდა თავისი სურათებითურთ იქნება რეპორტი wink.gif
gela
მოკლედ დღეს მე და იორამამ გავტესტეთ ჩემი ფიშტო, მართალია ჯგუფებზე ვერ შევამოწმეთ, ქარი იყო, მაგრამ შორ დისტანციაზე ( სავარაუდოდ 80 მეტრზე) ისე ზუსტად მიჰქონდა და ისეთი სიძლიერით რომ მე პირადად კმაყოფილი დავრჩი ამ თოფით, ლაშაც შემოვა ამ თემაში და ალბათ ისიც იტყვის ერთ ორ სიტყვას ნიტრო ვენომის შესახებ : ))
azzy
სახლში სახაზავი ვერ გავჩითე sad.gif(( მაინც დავდებ დღეს არის ნასროლი 32 ნაბიჯი დისტანცია ალბათ 30 მეტრია ქარი იყო მარა მაინც ვისროლე საყრდენი მყარი ტყვიები crosman destroyer 7.9 გრაინიანი
okela84
azzy
56 მმ ვიანგარიშე მე, აბა გადაამოწმე smile.gif
iorama
azzy
შენ გული არ გაიტეხო. არა საჯგუფე ტყვიებით ისროდი და კიდევ კარგად გამოგივიდა მე თუ მკითხავ.

როგორც გელამ დაწერა გუშინ ერთად ვარახუნეთ ეგ თოფი. გელას ხათრით არ ვიძახი ნაღდად რო მაგ ფასის თოფმა თავის შესაძლებლობები რაც გუშინ გვანახა დაგლიჯა ძმაო. იმ ამნიდში და იმ მანძილებზე რაც ჩვენ ვისროდით არა მგონია სხვა ზდპ-მ მასეთი შედეგი ანახოს. ვისროდით მინიმუმ 80 მ-ზე და იმის იქითაც საშინელ ქარში. ფრინველებისთვის არ გვისვრია იმის გამო რო ვერ ავიღებდით და მავნებლობა აღარ ვიკადრეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეყოფოდა ძალა გასანადგურებლად ცოცხალი სამიზნის.

ყველაზე დიდი საჭიროება აქვს სასხლეტის შეცვლა. ძალიან უხეშია და სროლის სიზუსტეზე აშკარად მოქმედებს. სასხლეტის პრობლემა რო მაგვარდეს მაგ ფასში ხოშიანი რამე დადგება
EnDeL
ციტატა(iorama @ 29th September 2013 - 08:37 AM) *
შენ გული არ გაიტეხო. არა საჯგუფე ტყვიებით ისროდი და კიდევ კარგად გამოგივიდა მე თუ მკითხავ.


+1

ჯსბ ცადე გაცილებით უკეთესი შედეგი გექნება wink.gif

ციტატა(iorama @ 29th September 2013 - 08:37 AM) *
ყველაზე დიდი საჭიროება აქვს სასხლეტის შეცვლა. ძალიან უხეშია და სროლის სიზუსტეზე აშკარად მოქმედებს. სასხლეტის პრობლემა რო მაგვარდეს მაგ ფასში ხოშიანი რამე დადგება


აი მაგის წამალი...(ბევრისთვის კარგად ცნობილი) პირადად მე ვეღარ მივაღწიე მაგ სასხლეტამდე, რომ პირადად გამომეცადა, მაგრამ ბევრი უწევს რეკომენდაციას...

GRT III
azzy
ციტატა(okela84 @ Sep 29 2013, 03:32 AM) *
azzy
56 მმ ვიანგარიშე მე, აბა გადაამოწმე smile.gif


55ია + ის პირველი ნასროლი იყო სადაც ქარი დავამუღამე სულ 2 სამიზე გამოვიყენე პირველი ოპტიკის გასასწორებლად და მეორე ეს
ტყვიები მჩატეა სხვა არ მაქ ჯერ ვფიქრობ crosman ultra magnum 10.5 grain იანებზე გაუსროლია ვინმეს ესენი? სხვა რავი კმაყოფილი ვარ არის მძლავრი დსპ-ს ვესროლე 30მმ-იანს და გახვრიტა სიზუსტეს რაც ეხება სანადიროდ საპლინკაოდ უკვე აჩვენა შედეგი და მისაღებია.ვფიქრობ რომ ჩემი ბრალია და უკეთესი ჯგუფები შეიძლება ამით გაკეთდეს , სასხლეტი საკმად დიდი ხოდი აქ და მე დავამუღამე ესე ნახევარზე მეტ ხოდს თავიდანვე ვატარებ მერე მიზანი და მერე გასროლა სავარაუდოდ ამ ხოდის დამოკლებაც მოსულა არ ვიცი ვნახავ ჯერ მინდა ნორმალურ ამიდში კიდევ ვცადო უკეთესი შედეგი მივიღო. Pest Control ეს არის ამისთვის მემგონი ძაან მაგარი რაც მე ყვევებს დავსდევდი 3567 ით biggrin.gif biggrin.gif ეხლა რო ვიხსენებ მაგრად მეცინება
okela84
azzy
როგორც ფორუმელები ამბობენ მე მქონდა მაგასთან შედარებით უარესი ნიტრო და მაგასთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს იძლეოდა ზუსტად მახსოვს.
შენ თან ქარში ისროდი და თან მსუბუქი ტყვიებით და რა შედეგი უნდა მიგეღო. biggrin.gif კარგ შემთXვევაში 25 30 მმ-საც გააკეთებს და წესით 35-ს არ უნდა გაექცეს ეგეთ პატარა მანძილზე კარგად თუ ისვრი შენთვითონაც smile.gif
azzy
ციტატა(okela84 @ Sep 29 2013, 08:51 PM) *
azzy
როგორც ფორუმელები ამბობენ მე მქონდა მაგასთან შედარებით უარესი ნიტრო და მაგასთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს იძლეოდა ზუსტად მახსოვს.
შენ თან ქარში ისროდი და თან მსუბუქი ტყვიებით და რა შედეგი უნდა მიგეღო. biggrin.gif კარგ შემთXვევაში 25 30 მმ-საც გააკეთებს და წესით 35-ს არ უნდა გაექცეს ეგეთ პატარა მანძილზე კარგად თუ ისვრი შენთვითონაც smile.gif


კარგად სროლის რა გითხრა ჯერ ჯერობით შედეგი ცუდია sad.gif მარა არ დავნებდები მგონია რომ უკეთესად უნდა გამოვიდეს ვნახოთ...
gela
EnDeL
ციტატა(endel @ 29th September 2013 - 04:14 PM) *
აი მაგის წამალი...(ბევრისთვის კარგად ცნობილი) პირადად მე ვეღარ მივაღწიე მაგ სასხლეტამდე, რომ პირადად გამომეცადა, მაგრამ ბევრი უწევს რეკომენდაციას...


GRT III

რა მაინტერესებს იცი? კი გასაგებია რომ ამ სასხლეტს რეკომენდაციას უწევენ მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, თუ ფორმა იგივე აქვს, რითიღა არბილებს სასხლეტს? მარტო იმიტომ რომ სხვა ლითონია, არა მგონია მარტო მაგის გამო დარბილდეს სასხლეტი, რაღაც ეჭვი მეპარება მარტო მაგ კაკვის შეცვლით დარბილდეს სასხლეტი, ან თუ რამე ვერ გავიგე, იქნებ ამიხსნათ ვინმემ რა პრინციპით არბილებს ეს სასხლეტი ქარხნულ სასხლეტს?
ja_ja
gela
არ ვიცი რასთან გაქვს შედარება....

ნუ მე ახლა მხოლოდ იდეას გამოვთქვავ და არა ფაქტს....

წესით საკმარისია ღერძს რამდენიმე მილიმეტრით და გრადუსით შეუცვალო ადგილი რომ მხარის ეფექტმა გაცილებით უფრო ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოითხოვოს... როგორც ვთქვი მე აზრზე არ ვარ რასტან შედარებაზეა საუბარი, მაგრამ ალბათ ღერძის წერტილია გადაადგილებული და მაგის ხარჯზე იგებენ.
gela
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 1st October 2013 - 03:47 PM) *
ალბათ ღერძის წერტილია გადაადგილებული და მაგის ხარჯზე იგებენ

ხო ალბათ რაღაც მსგავსი იქნება თორე, არა მგონია უბრალოდ სასხლეტის ლითონის შეცვლით რბილდებოდეს სასხლეტი, თუ მარტო ეგ არის, მაშინ რაღატომ გადავიხადოთ ამ უბრალო დეტალში 33 $ როცა დარწმუნებული ვარ მაგაზე ხუთჯერ იაფად გამოვა იგივე დეტალის გამოჩარხვა : )) (ნუ მე არ შემიძლია გამოჩარხვა, მაგრამ ხომ ვიცნობ ისეთ დიდოსტატებს ვისთვისაც ეგ ორჯერ ორი ოთხია : ))

ნუ რა ვიცი რა ვიცი, ბოლომდე მაინც ვერ არის ამოხსნილი ჩემთვის ამ უბრალო ლითონის სასხლეტით ძველის შეცვლით დარბილების თეორია : ))
geojorjika
ეჭვი მაქვს ეგ სასხლეტი იმდენად არ რბილდება რამდენადაც ორსაფეხურიანი ხდება და ეს იძლევა თითქოს რაღაც განსხვავებულის ეფექტს, ნუ რათქმაუნდა მხარის ეფექტიც იმუშავებს, მაგრამ როგორ კი ნორმალური მწარმოებლის სასხლეტს შეადარებთ მიხვდებით რომ ეგ არ არის პანაცეა wink.gif ეს რათქმაუნდა ჩმა , და ეს ჩმა სხვა და სხვა ფორუმებზე კითხვით არის ჩამოყალიბებული თორემ მე არ მქონია ეგ
smekosmeko
რადგან ამ ტემაში დავწეროთო ნიტროს ფლობელებმა მაშინ აქ დავწერ მეც. დღესშევიძინე titan nitro, ერთხელ გავისროლე გეგორისთან და დიზელის ეფექტი ძალიან მკაფიოა. არვიცი როგორ ხდება დეკონვერსაცია ნიტროზე. ისე ზუსტად ვენომია, პროსტო კონდახშია სხვაობა და ოპტიკაში smile.gif მე ესეთი დიზაინი უფრო მომეწონა.

ja_ja
smekosmeko
არ კეთდება ნიტროზე დეკონსერვაცია, მწარმოებელთან და ტომ ტეილორთან მქონდა მიოწერა, კაროჩე დაიკიდეთ თუ თავიდან კვამლი გამოდისო, 20-30 გასროლაში გაქრება და არანაირი დიზელი არ იქრსებებსო.

ნუ მაგას ამბობენ იმიტომ რომ ნიტროს ჩასმა ცოტა ძნელია დაშლის შემთXვევაში.

კერძოდ ნიტრო ზამბარა მოფამფალებულად არ უნდა იყოს ჩასმული უნდა იყოს ცოტათი სადღაც 5-7 მილიმეტრით მიჭიმული ანუ გარკვეული კომპრესია უნდა ჰქონდეს თავიდანვე.

იმის გამო რომ ეგრე მაგ ზამბარის ჩასმა ძალიან ძნელია სახლის პირობებში, იცის ეგ ამბავი მწარმოებელმა და ისე აქვს ყოლიფერი გათვლილი რომ დაშლა თოფს არ სჭირდება. ის ნომინალური ზეთი რაც შიგნითაა ამოიწვება რამდენიმე გასროლაშI და ისეა ყოლიფერი გათვლილი რომ დგუშI არ გაფუჭდებაო... ნუ რავი მე ასე მომწერა მწარმოებელმა და რაც ვნახე უცხოური ფორუმები ყველა ეგრე ამბობს რომ 10-20 გასროლაში დიზელი ქრებაო, მაქსიმუმ ძლიერ მაგნუმ კლასის პნევმოში შეიძLება კვამლი დარჩესო, მაგრამ ეგ არაფერიაო, იმიტომ რომ აფეთქება (აალება) არ ხდება, უბრალოდ გასროლისას აირი თვბება და იასნია დგუში მშრალში ვერ ივლის ცილინდრშI, ამიტომაც ზეთის მინი რაოდენობაც თბება და ბოლვას იწყებს, მაგრამ აალებამდე და იმენნა დიზელამდე არ მიდის, ასე რომ დაჟე მაგნუმ კლასის ნიტროებს არ სჭირდებათ დეკონსევრაცია.
smekosmeko
ისე სასხლეტი სახარბიელო არ აქვს და მცველი ხო საერთოდ. ძაან დარბის აქეთ-იქეთ მცველი, მე მეგონა მყარი იქნებოდა, გადასატკაცუნებელი. მოშლილივითაა, ყველა მოდელზე ესე იყო. ნუ ეგ საგანგაშო არაფერი, პროსტო თითზე ცუდად მოქმედებს უხარისხობის პონტში.
EnDeL
მე დავშალე ჩემი ვენომი... სამწუხაროდ სურათების გადაღება ვერ მოვახერხე, მაგრამ მეორედაც დასაშლელი მაქვს თან აპარატიც დავიბრუნე და ვიდეოს დავდებ მგონი აჯობებს დასურათებულ ინსტრუქციას... (ჩემდა გასაკვირად გამჭვირვალე სილიკონის ტაოტმა რომელსაც სამუშაო ტემპერატურა -30 + 230 C აწერია დიზელის ეფექტი მაინც მომცა მეორე და მესამე გასროლაზე... ცოტა ხანს დაველოდები და თუ არ გაუვლის მომიწევს ხელახლა დაშლა)

მოკლედ დავშალე თოფი და ყბა ჩამომივარდა smile.gif შიგნით დამხვდა საკმაო რაოდენობით ჟანგისფერი ზეთი და კედლებზე კარგად მიმცხვარი ფხვნილი იმავე ფერის (ნალექიანი ყავა რომ შერჩება ჭიქის კედლებზე დაახლოებით ისე) - კომპრესორის კედლებზე, დგუშის შიგნითა კედლებზე, დგუშის გარშემო, და იმ ნაწილში გაზის ზამბარის უკანა მხარე რაშიცაა ჩასმული 5. back spring guide. რის გამოც ზამბარის მაგ ნაწილზე შავი კრასკა აფხეკილი დამხვდა... ეს ნაწილი ყველაზე რთულად გასუფთავდა... დიდხანს მომიწია ჩალიჩი რომ ფაქიზად გამომესუფთავებინა შიგნეულობა... საბედნიეროდ მანჟეტიც მთელი დამხვდა.

ნუ რისი თქმა მინდოდა ეხლა ამით კი მიხვდებოდით... კარგი, რამდენიმე გასროლის შემდეგ ზეთი ამოიწვება კომპრესორშიც და ლულაც გამოიწმინდება, შეიძლება მანჟეტმაც გაუძლოს, (რაც მე პირადად მეეჭვება) მაგრამ არამგონია იმ კედლებზე მიმცხვარ ფხვნილს კარგი შედეგი მოეტანა თოფისთვის...

ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა დამებადა... რატომ მიიჩნევს ყველა გარდაუვლად ფანტომის და მისთანების (ზამბარიანების) დეკონსერვაციას გარდაუვლად (მანჟეტის და ზამბარის შესანარჩუნებლად) და რატომ მიაჩნიათ დასაშვებად ნიტრო სისტემის დაუშლელად სროლა, როდესაც ორივე ახალი თოფი მქონია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაშლისას ორივე შემთხვევაშI ანალოგიური სიტუაცია დამხვედრია შიგნით... თუ ფანტომის მანჟეტს შეიძლება შეექმნას საფრთხე, რატომ არ შეიძლება იგივე განმეორდეს ნიტროს შემთხვევაში?
foxi
smekosmeko

გილოცავ თოფს! იმედია შენ მაინც არ დაიზარებ და რეპორტებს მოგვაწვდი ხოლმე ნანადირევზე.
smekosmeko
foxi გაიხარე. აქეთ არ ვიცი ადილები და სად წავიდე, თან ტრანსპორტიც არ მყავს თორე ძაან მაგრად მინდა ნადირობა, ყოველდრე ვივლიდი სიამოვნებით.
smekosmeko
დეკონვერსაცია ჩავუტარე დღეს, არიყო ძაან რთული პროცესი (მადლობა EnDeL-ს) . შიგნით ძაან არეულობა არ დამხვედრია... გავწმინდე რაც იყო, მივუსვი სილიკონის ზეთი და დავხურე. როგორია არ ვიცი რადგან არ მცალია გასასინჯად და ტყვიებიც არ მაქვს. არც ვიცი როდის მეცლება... მგონი დასადებად ვიყიდე biggrin.gif თუ პიპიიანი გამოჩნდება ვინმე სიამოვნებით გავყვები გასატესტად ან სანადიროდ ან რავი...
gregory
დღესაც მივწრე ქროსმანს და არ უნდა დეკონსერვაციაო და რავი აბა unknw.gif
giorgi555
ციტატა(endel @ 5th October 2013 - 09:56 PM) *
ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა დამებადა... რატომ მიიჩნევს ყველა გარდაუვლად ფანტომის და მისთანების (ზამბარიანების) დეკონსერვაციას გარდაუვლად (მანჟეტის და ზამბარის შესანარჩუნებლად) და რატომ მიაჩნიათ დასაშვებად ნიტრო სისტემის დაუშლელად სროლა, როდესაც ორივე ახალი თოფი მქონია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაშლისას ორივე შემთხვევაშI ანალოგიური სიტუაცია დამხვედრია შიგნით... თუ ფანტომის მანჟეტს შეიძლება შეექმნას საფრთხე, რატომ არ შეიძლება იგივე განმეორდეს ნიტროს შემთხვევაში?

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია.
1. დეკონსერვაცია საჭიროა ყველა შემთხვევაში. ეს არა თუ იმიტომ, რომ შევცვალოთ მასში არსებული ზეთი, ჩვენი აზრით უფრო მისაღები საპოხი მასალით. მწარმოებელმა ჩვენზე ცუდად არ იცის თუ რა საპოხი მასალა იხმაროს. არამედ იმიტომ, რომ აღმოვაჩინოთ -
ციტატა(endel @ 5th October 2013 - 09:56 PM) *
მოკლედ დავშალე თოფი და ყბა ჩამომივარდა შიგნით დამხვდა საკმაო რაოდენობით ჟანგისფერი ზეთი და კედლებზე კარგად მიმცხვარი ფხვნილი იმავე ფერის (ნალექიანი ყავა რომ შერჩება ჭიქის კედლებზე დაახლოებით ისე) - კომპრესორის კედლებზე, დგუშის შიგნითა კედლებზე, დგუშის გარშემო, და იმ ნაწილში გაზის ზამბარის უკანა მხარე რაშიცაა ჩასმული 5. back spring guide. რის გამოც ზამბარის მაგ ნაწილზე შავი კრასკა აფხეკილი დამხვდა... ეს ნაწილი ყველაზე რთულად გასუფთავდა... დიდხანს მომიწია ჩალიჩი რომ ფაქიზად გამომესუფთავებინა შიგნეულობა... საბედნიეროდ მანჟეტიც მთელი დამხვდა.

მე მგონი გასაგებია რისი თქმაც მინდოდა.
2. რატომაა არა სასურველი დიზელი. მანჟეტს (არა მპ-512) 30-40 დიზელით გასროლა ვერაფერს დააკლებს. მხედველობაში მაქვს ყველაზე მეტად გავრცელებული მანჟეტები, რომლებიც კონუსურ "გრიბოკზე" მაგრდებიან. დიზელი საშიშია ჩვეულებრივი, ხვეული ზამბარისათვის. რადგან დიზელის დროს ხდება ზამბარის სწრაფად შეკუმშვა, მაშინ როცა ის გაშლის პროცესშია. რაც თავის მხრივ ხშირად იწვევს ზამბარის გატეხვას. და ნიტრო ზამბარას ასეთი ქმედება ვერაფერს აკლებს. გარდა ამისა დიზელი იწვევს თოფის ლულის ცოტაოდენ გადახსნას და იმ რეზინის "სალნიკის" გახევას, რომელიც ახდენს ლულის კოლოფის ჰერმეტულად მიბჯენას კომპრესორთან. მართალია ბევრ თანამედროვე თოფებში რეზინა შეცვლილია პოლიურეტანით, რომელიც გაცილებით უფრო გამძლეა. მაგრამ ხშირად ისიც ვერ უძლებს.
ისე კი ინფორმაციისთვის - საერთოდ დიზელის თოფებიც კი არსებობენ. და როგორც ვიცი ერთ ერთი ჩვენი თანაფორუმელი მუშაობს ამ საკითხზე. და თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ იტყვის ამაზე თავის აზრს.
EnDeL
ციტატა(smekosmeko @ 6th October 2013 - 09:11 PM) *
დეკონვერსაცია ჩავუტარე დღეს, არიყო ძაან რთული პროცესი (მადლობა EnDeL-ს)


გაიხარე friends.gif

ციტატა(smekosmeko @ 6th October 2013 - 09:11 PM) *
შიგნით ძაან არეულობა არ დამხვედრია...


მე ეგეთ რაღაცებში უიშვიათესი ბედი მაქვს biggrin.gif

ციტატა(smekosmeko @ 6th October 2013 - 09:11 PM) *
არც ვიცი როდის მეცლება... მგონი დასადებად ვიყიდე


+1 sad.gif

ციტატა(gregory @ 6th October 2013 - 09:21 PM) *
დღესაც მივწრე ქროსმანს და არ უნდა დეკონსერვაციაო და რავი აბა


არც დროთა განმავლობაში (როგორც ჩვეულებრივ ზამბარიანებს) ბატონო გრიგოლ?

P.s ისე შეგიძლიათ ეს სიტუაცია თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ biggrin.gif მე ფანტომიც და ვენომიც ამაზონზე ვიყიდე, smekosmeko-მ კი თქვენთან... მე ორივე შემთხვევაში ქაქი დამხვდა შიგ, თქვენი გაყიდული მოდელის შიგნეულობა კი სრულიად ჯანსაღი აღმოჩნდა biggrin.gif

ციტატა(giorgi555 @ 6th October 2013 - 10:28 PM) *
შევცვალოთ მასში არსებული ზეთი, ჩვენი აზრით უფრო მისაღები საპოხი მასალით. მწარმოებელმა ჩვენზე ცუდად არ იცის თუ რა საპოხი მასალა იხმაროს.


იმის შესახებ თუ რატომ არის თავიდან დიდი რაოდენობით საკონსერვაციო ზეთით გაპოხილი თოფები, განხილვა უკვე იყო ამ ფორუმზე... განხილვა რა, რამოდენიმე პოსტი ეხებდა ამ საკითხს... საბოლოო აზრი კი იყო ის რომ ზეთმა, რომელსაც მწარმოებელი იყენებს თავდაპირველად, შეძლოს დიდი ხნის განმავლობაში თოფის შიგნეულობის ჟანგისგან დაცვა...

ციტატა(giorgi555 @ 6th October 2013 - 10:28 PM) *
მე მგონი გასაგებია რისი თქმაც მინდოდა.


ჩემი პოსტის მესამე აბზაციც სწორედ მაგას ეხებოდა. თან როცა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს დაშლა-აწყობა, რატომ არ უნდა დაშალო და გაწმინდო?

ციტატა(giorgi555 @ 6th October 2013 - 10:28 PM) *
მანჟეტს (არა მპ-512) 30-40 დიზელით გასროლა ვერაფერს დააკლებს. მხედველობაში მაქვს ყველაზე მეტად გავრცელებული მანჟეტები, რომლებიც კონუსურ "გრიბოკზე" მაგრდებიან.


ეყოფა კი 40 გასროლა მაინც იმისთვის რომ სრულიად ამოიწვას ის რაოდენობა ზეთის რაც დიზელის ეფექტს იწვევს? ან გაუძლებს კი მანჟეტი მაგდენ გასროლას? სანამ ვიყიდდი რევიუებს ვკითხულობდი ამაზონზე და ერთ-ერთი მფლობელის წინადადებამაც (ნუ ეს ტიპი იქვე კიარეკლამებს ჰაცანს, მაგრამ მაინც) დამარწმუნა ჩემი ქმედების სისწორეში: Clean the barrel really well and it will still diesel for at least 50 shots.

http://www.amazon.com/Crosman-Nitro-Barrel...howViewpoints=0

თუკი ფანტომის და მისთანების (იმიტომ ამოვიჩემე ეგ მოდელი რომ მე მქონდა) შეძენისთანავე დეკონსერვაციას ვუწევთ რეკომენდაციას და მიგვაჩნია რომ აუცილებლად დაიწვება მანჟეტი (და ეგრე დამწვარი მანჟეტები ბევრი გვინახავს ფორუმებზე) ნიტრო ვენომთანაც ხომ ანალოგიური სიტუაცია გვაქვს? (იგივე მანჟეტი, იგივე საკონსერვაციო ზეთი)
gregory
ციტატა(endel @ 6th October 2013 - 10:45 PM) *
არც დროთა განმავლობაში (როგორც ჩვეულებრივ ზამბარიანებს) ბატონო გრიგოლ?

მხოლოდ 1 წვეთი სილიკონის ზეთიო ყოველი 500 გასროლის შემდეგო


ციტატა(endel @ 6th October 2013 - 10:45 PM) *
P.s ისე შეგიძლიათ ეს სიტუაცია თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ მე ფანტომიც და ვენომიც ამაზონზე ვიყიდე, smekosmeko-მ კი თქვენთან... მე ორივე შემთხვევაში ქაქი დამხვდა შიგ, თქვენი გაყიდული მოდელის შიგნეულობა კი სრულიად ჯანსაღი აღმოჩნდა


ხოოო, ეგ ამაზონზე ყავთ ეგეთი პერსონალი, რომელიც თოფებში ქაქებს ტენის biggrin.gif

ja_ja
EnDeL
ციტატა(endel @ 6th October 2013 - 10:45 PM) *
Clean the barrel really well and it will still diesel for at least 50 shots.

დებილია ეგ უბედური.... ძლიერ ნიტრო პისტონებში კვამლი მაინც იქნება, ანუ დიზელი და წვა არ იქნება მაგრამ ჩქარი შეკუმშული ჰაერი თბება და გინდა არ გინდა ჰაერში არსებული მიკრო ზეთის ნაწილაკებიც ხურდება, შედეგად ბოლავს მაგრამ იმდენი ზეთი არ არის შიგნით რომ აალება და დიზელი მოხდეს.

ამიტომაც ძლიერ ნიტრო პისტონებში ლულაში კვამლი თითქმის ყოველთვის არის, მარა ახლა თუ ცეცხლებს ყრის გასროლისას და ლულის გადახსნის გარეშე გასროლისას ლულის წინიდან პარავოზივით კვამლი გამოდის, მაშინ ეგ უკვე დიზელია, ლაითი კვამლი არ ითვლება, ანრ გასროლის შემდეგ ლულის წინიდან გამოსული არც ლულის გადახსნისას ლულაში ბურუსი.


თავიდან მეც დიზელი მეგონა, მაგრამ ამიხსნეს ეგრე არაა ჩემო კარგოო, ნიტრო პისტონი ჩვეულებრივ რკინის ზამბარისგან განსხვავებით გაცილებით ჩქარა კუმშავს ჰაერს, შედეგიც იასნია რაც მოხდება smile.gif

მშრალ ზედაპირზე კი დგუში იასნია ვერ ივლის, თორემ დაიბრიდება, შედეგად გინდა არ გინდა 1 წვეთი ზეთი, მისი მიკრო ანაორთქლი და კვამლი, ასევთქვათ სამწუხარო ტანამგზავრია smile.gif, მაგრამ არაფერს არ აფუჭებს.
EnDeL
ციტატა(ja_ja @ 7th October 2013 - 09:51 AM) *
დებილია ეგ უბედური.... ძლიერ ნიტრო პისტონებში კვამლი მაინც იქნება, ანუ დიზელი და წვა არ იქნება მაგრამ ჩქარი შეკუმშული ჰაერი თბება და გინდა არ გინდა ჰაერში არსებული მიკრო ზეთის ნაწილაკებიც ხურდება, შედეგად ბოლავს მაგრამ იმდენი ზეთი არ არის შიგნით რომ აალება და დიზელი მოხდეს.


biggrin.gif yes.gif გეთანხმები, ადრეც წამიკითხავს იგივე შინაარსის ტექსტი ჩვენს ფორუმზე...


ესეც იყოს აქვე იქნებ ვინმეს გამოადგეს ზდპ-ს აწყობისთვის... სხვადასხვა ზომებია. თავიდანვე რომ მენახა კარგი იქნებოდა... რაც მე ფანტომის აწყობისას ნატანჯი ვარ biggrin.gif და არც ეხლა მომიწევდა ელიავაზე 2 საათი სიარული... ფასი საკმაოდ იკბინება მაგრამ კაი რაღაცა ჩანს... ისე შეიძლება აქაც იყიდებოდეს, მაგრამ მე არ გამიმახვილებია ყურადღება

Irwin quick grip
geojorjika
EnDeL
მაგენის მეტი რა იყიდება ელიავაზე 5 ლარიდან დაწყებული მიდის ზევით ფასები 25 ლარამდე ზომების მიხედვით
EnDeL
geojorjika

არ გადამრიო ახლა... 25 ლარი ის ჯართი დამიჯდა ელიავაზე რო ავაწყვე... biggrin.gif 2 ბალვანკა რკინის 50 სმ - 5 ლარი, რეზბის მოჭრა 30 სანტიმეტრი ორივეზე 15 ლარი (ამახია ვიღაც ბაბუმ იქვე biggrin.gif თან ფასი ბოლოს ვკითხე და ქე მივიღე რისი ღირსიც ვიყავი... ) და 6-6 შაიბა და ბოლტიც (ოციანები) 5 ლარი... mega_shok.gif როგორ მეტყობა ელიავა კარგად რო არ ვიცი sad.gif
ja_ja
EnDeL
ციტატა(endel @ 8th October 2013 - 12:39 AM) *
რეზბის მოჭრა 30 სანტიმეტრი ორივეზე 15 ლარი

მეგობარს უბნდოდა ეგრე შვილდისრის მოსაჭიმის გაკეთება და რკინეულობის ცეხი რომაა მანდ ვკითხე ტიპს 5-5 სანტიმეტრი რეზბის მოჭრა მინდა თავშიც და ბოლოშიც ჩარხზე მეთქი (რეზბა პოლდუიმა იყო ჩემი სტანოკი ფიზიკურად ვერ მოერეოდა თორემ მაგას რაფერ ვიკითხავდი ელიავაზე)... კაროჩე გამოდის სადღაც 20 სანტიემტრი რეზბა. ტიპმა იცი რა ფასი მითხრა smile.gif

- 1 სანტიმეტრი 5 ლარიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არა და პაპანაქება ზაფხული იყო ზის ეს ცემისა საქმე არა აქვს ოფლი გასდის და იფხანს ერთ ადგილს... smile.gif მეთქი მეჩქარება და ჯანდავბას სულ 10 ლარს მოგცემ მეთქი და ტიპმა არაო

- აგერ გაიკითხე რა ფასებია კიდევ შეღავათიანი ფასი გითხარიო

ჰო რა აი სულ ძმაკაცად იყო დაბადებული რა ბავშობიდან ელიავაზე ვიზრდებოდით ორივე ერთად და ოფლი ერთად გაგვდიოდა იმ მტვერში და ბუღში smile.gif ვაი მაგის პატრონს დავუკურთხე და წამოვედით, მერე ძმაკაცმა ვარკეთილში რაცხა ცეხი ნახა (იქ ცხოვრობდა) და ტიპს აჩვენა აი ამაზე მინდა რეზბების მოჭრაო....

ტიპმა 10-10 სანტიემტრი რეზბა მოუჭრა ყველა მხრიდან 2 ტრუბაზე ანუ სულ 40 სანტიემტრი და მაგაში 2 ლარი გამოართვა smile.gif

მორალი ამ იგავში შემდეგია, ელიავა აღარაა იაფიანი წერტილი როგორც ბევრს მიაჩნია, იემნნა სოფელო და გოიმმა სასტავმა თავის დაფასება დაიწყეს იმის დედა ვატირე. 5 წუთიან საქმეში (20 სანტიემტრი რეზბის მოჭრაში) ტიპი ითხოვდა 100 ლარს, ესეიგი გამოდის რომ ტიპი უხეშად 1 საათში 1200 ლარს შოულობს მაგ ტაქსით დღეში რომ ჩავთვალოთ 8 საათი სამუშაო გამოდის რომ 10 000-ს ჭრის ტიპი დღეში smile.gif

და ეგენი კიდევ კრუსუნებენ სამუსაო არ არის და შიმშილით ვკვდებითო??? მათრახი უნდა ბერს შიშველ წელზე და ლურსმიანი ფიცრები ტრაკზე ბლიაძ smile.gif

ერთხელ მე და ჟორიკას რაცხა ალუმინის გადაჭრა გვინდოდა ელიავაზე, ტიპებმა ნიტო 10 ნიტო 15 ლარი მოIთხოვეს... უბრალოდ ბალგარკის ჩართვაზე და გადაჭრაზე ბლაიძ? დენის ხარჯი აქვთ მაგ ჩემისას მაგხელა მასალის თუ მათი მუშაობაა ასეთი ელიტარული??? იქნებ სადმე ფული ხეზე უფასოდ იზრდება და მე არ ვიცი ბლიაძ?

თავი მომაქვს კომპიუტერშიკი ვარ საცხა ნორმალურ ორგანიზაციაში ვმუშაობ და მე არ მაქვს დღეში 10 000 ლარი გამომუშავება და ერთ რაცხა მიკრო საქმეზე 15 ლარიანი დანამატი... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
smekosmeko
ნასოსზე ერთი დეტალი რომ გამიტყდა ადრე ეგ ელიავაზე 60 ლარი დამიფასეს გაკეთება თან სეიძლება ზუსტად არ დააჯდებო. მერე დასავლეთში მომიწია წასვლა და სამტრედიაში 10 ლარად გამიკეთა ტოკარმა ტან გერმიელად მომემსახურა სულ ხუმრობებით. აქ ყველა იღრინება ბლიად თითქოს ვალი გვქონდეს მაგათი. სულ ერთ ადგილას მკიდია მაგათი სტრესული მდგომარეობა. გაუზრდელდა ხალხი, რაიმე რომ შეეკითხო უნდა გეშინოდეს ბლიად.
master
ციტატა(EnDeL @ Oct 8 2013, 12:15 AM) *
biggrin.gif yes.gif გეთანხმები, ადრეც წამიკითხავს იგივე შინაარსის ტექსტი ჩვენს ფორუმზე...


ესეც იყოს აქვე იქნებ ვინმეს გამოადგეს ზდპ-ს აწყობისთვის... სხვადასხვა ზომებია. თავიდანვე რომ მენახა კარგი იქნებოდა... რაც მე ფანტომის აწყობისას ნატანჯი ვარ biggrin.gif და არც ეხლა მომიწევდა ელიავაზე 2 საათი სიარული... ფასი საკმაოდ იკბინება მაგრამ კაი რაღაცა ჩანს... ისე შეიძლება აქაც იყიდებოდეს, მაგრამ მე არ გამიმახვილებია ყურადღება

Irwin quick grip

კი არის ელიავაზე, სტენლის ფირმის 40-50 ლარამდე ღირს თუარვცდები, მაგას ჯობს ხიდზე გადახვიდე და ბოლოშია სტენლის მაღაზია და იქ აქვთ საბითუმო ფასებში
EnDeL
ja_ja

ციტატა(ja_ja @ 8th October 2013 - 09:31 AM) *
- აგერ გაიკითხე რა ფასებია კიდევ შეღავათიანი ფასი გითხარიო
ჰო რა აი სულ ძმაკაცად იყო დაბადებული რა ბავშობიდან ელიავაზე ვიზრდებოდით ორივე ერთად და ოფლი ერთად გაგვდიოდა იმ მტვერში და ბუღში smile.gif ვაი მაგის პატრონს დავუკურთხე და წამოვედით

biggrin.gif biggrin.gif

ე.ი მანდ ჩასვლა აღარ ღირს ეგეთი რაღაცეებისთვის... სულ გავლით ვიყავი ნამყოფი სანაპიროს მხრიდან biggrin.gif ამ ზაფხულს სახლის რემონტი რომ მქონდა მუშებმა დამტანჯეს ლამის 1 თვე ზედიზედ ყოველდღე მანდ ვიყავი biggrin.gif თან აქვე ვცხოვრობ წერეთლის მეტროსთან და ვიფიქრე უცებ ჩავარბენთქო... ჯერ რკინეულობას ძლივს მივაგენი და ბოლოს უკვე ისეთ დღეში ვიყავი როდის გამოვიქცეოდი იქიდან ერთი სული მქონდა...

ციტატა(ja_ja @ 8th October 2013 - 09:31 AM) *
ერთხელ მე და ჟორიკას რაცხა ალუმინის გადაჭრა გვინდოდა ელიავაზე, ტიპებმა ნიტო 10 ნიტო 15 ლარი მოIთხოვეს... უბრალოდ ბალგარკის ჩართვაზე და გადაჭრაზე ბლაიძ? დენის ხარჯი აქვთ მაგ ჩემისას მაგხელა მასალის თუ მათი მუშაობაა ასეთი ელიტარული??? იქნებ სადმე ფული ხეზე უფასოდ იზრდება და მე არ ვიცი ბლიაძ?


კიდევ კარგი მაგაშიც ფული არ მომთხოვეს თორე დავუტოვებდი თავის რეზბამოჭრილ ჯართს და წამოვიდოდი biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ 8th October 2013 - 09:31 AM) *
თავი მომაქვს კომპიუტერშიკი ვარ საცხა ნორმალურ ორგანიზაციაში ვმუშაობ და მე არ მაქვს დღეში 10 000 ლარი გამომუშავება და ერთ რაცხა მიკრო საქმეზე 15 ლარიანი დანამატი...

biggrin.gif

ციტატა(smekosmeko @ 8th October 2013 - 10:26 AM) *
სულ ერთ ადგილას მკიდია მაგათი სტრესული მდგომარეობა


ანდა რა სტრესულ მდგომარეობაში ეგენი არიან 24 საათი ნარდს თამაშობენ ერთობიან biggrin.gif
ციტატა(tedo @ 8th October 2013 - 11:11 AM) *
კი არის ელიავაზე, სტენლის ფირმის 40-50 ლარამდე ღირს თუარვცდები, მაგას ჯობს ხიდზე გადახვიდე და ბოლოშია სტენლის მაღაზია და იქ აქვთ საბითუმო ფასებში


აქამდე რომ მცოდნოდა ნაღდად ვიყიდდი და ამხელა ჯართის მაგივრად ნორმალური ინსტრუმენტი მაინც მექნებოდა სახლში ლამაზად შემოდებული თაროზე biggrin.gif
smekosmeko
ისე რო რამე ვენომას პლასტიკის კონდახი ტიტან ნიტოზე ხომ წავა?
TARASICHA
ციტატა(EnDeL @ Sep 23 2013, 05:19 PM) *
სალამი აირგანელებო
დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ.

იქნებ მოახერხო და გატესტო, რომ გვაჩვენო შესაძლებლობები ვენომის. მე ეხლა უნდა გამოვიწერო და მაინტერესებს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.