![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#121
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
მგონი ნახშირორჟანგოვან ცეცხლმქრობებს გაზიანი წყლის დამამზადებელი სიფონივით მილი აქვს შუაში და ბალონის დატენვისას გადმობრუნება არ დასჭირდება. ერთი შემოთავაზება და ექსპერიმენტის იდეა ბატონი jaja-სთვის: დიდი წნევის ტუმბო გაქვთ და 60 ატმ ჰაერით ხომ არ დაგეტუმბათ ეს ბალონუკები, რამდენადაც მახსოვს, ჰაერს ნახშირორჟანგზე მეტი გაფართოების სიჩქარე აქვს და ძალაც მეტი მიეცემა ტყვიას, პატარა პეცეპუნა გამოვა, იქნებ რაღაც პლატოც გამოინახოს, საპლინკაო იარაღისთვის საკმარისი, ერთ 15-20 გასროლას შეიძლება კიდევაც ეყოს. ჰა? იქნებ ვინმემ მიმასწავლოთ(ლინკი) ყველაზე მინიმალური ზომის ცეო ცეცხლმქრობი, უფრო სასურველია ვიწრო და გრძელი, ვინემ ლოტოს კოჭივით.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#122
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
gigi30 ჰაერით და 60 ატმოსფერომდე დატენვით მიიღებ 1 გასროლას… გაფართოების კოეფიციენტი ერთია და რაოდენობა მეორე… co2- იმით არის კარგი რომ თხევად მდგომარეობაში უფრო მეტი აირია გადაყვანილი და გასროლის წინ პატარა პორცია სითხე აირად მდგომარეობაში გადადის… და ეს აირი ყოველი გასროლის მერე წარმოიქმნდება co2-ის სითხიდან. თუ სითხე არ იქნება და პირდაპირ ჰაერი იქნება პროსტა პირველივე გასროლაზე დაიცლება ი ვსიო ![]() P.S. პატარა ცეცხლმაქრობები 2 ლიტრიანი იყიდება დომინოში, მანდ ვიყიდე 3 ლიტრიანი, მარა არ ვიცი ჩემი იყო სუპერ ეგზემპლარი თუ ყველა ეგრეა, მარა ერთი დაჭერა და მერე აღარც დაიკეტა სანამ ბოლომდე არ დაიცალა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#123
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 342 რეგისტრ.: 6-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: qutaisi წევრი №: 1,589 ქალაქი:ქ.ქუთაისი ![]() |
ციტატა(ja_ja @ 20th October 2018 - 11:15 PM) ატარა ცეცხლმაქრობები 2 ლიტრიანი იყიდება დომინოში მანქანებში და სასტუროს დერეფნებში რო ალაგია ეგ ბალონები გამოდგება თუ სულსხვაა ესენი და რამე კატეგორიებადაა დაყოფილი ეგ ცეცხლმაქრები
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#124
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
არ ვიცი რეები აყენია სასტუმროებში, მაგრამ მანქანებში co2 ბალონები როგორც წესი არ გამოიყენება, ზაფხულში ჩაკეტილ მანქანაში ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს რაც თხევადი co2-ის აგრესიულ დუღილს და რეაქტიულად წნევის ზრდას იწყებს, ბოლოს შეიძლება ბა-ბახი მოხდეს. მაგ მიზეზის გამო როგორც წესი მანქანებში გამოიყენებს ფხვნილის ან ქაფის ცეცხლმაქრები. ცეცხლმაქრები იყოფა 4 კატეგორიად, ცეცხლის და პირობების მიხედვით, ნუ არის ჩვეულებრივი ხანძრის, ცეცხლმაქრები, ნავთობის და ზეთების სხვა კატეგორიაა, ელექტრო ხანძრებისთვის და აპარატურისთვის სხვა კატეგორიაა და არის კიდევ აირადი თუ არავცდები. ცეცხლი მეცნიერულად ითვლება რომ არის 3 ძირითადი კომპონენტის შემცველი რის გამოც მას ცეცხლის სამკუთხედსაც ეძახიან, კერძოდ: საწვავი, ჟანგბადი და ტემპერატურა.... საკმარისია ამ სამკუთხედიდან ერთი კომპონენტი გამოაცალო რომ ცეცხლი გაქრეს. უმეტესი ცეცხლმაქრები მინუმუმ 2 შემადგენელ ნაწილს ებრძვიან, ძირითადად ჟანგბადი და ტემპერატურა.... თუმცა არის კიდევ საწვავის გამოცლის ვარიანტებიც. მაგალითად: 1) ფხვნილის ცეცხლმაქრები ავტომატურად გამოდევნიან გაფრქვევის ზომიდან ჰაერს და ჟანგბადს, შედეგად წვა უკვე ვეღარ მიმდინარეობს, გარდა ამისა ზედაპირზე გაფრქვეული ფხვნილი ქმნის ბარიერს და პირდაპირი მოკიდება ვეღარ ხდება, ანუ რაღაც დონეზე საწვავის გამოცლა ხდება 2) ქაფის თხევადი ცეცხლმაქრები, როგორც წესი თავისი თხევადობის გამო გაფრქვეული ზედაპირის გაგრილებას იწვევენ, პლიუს სითხის აორთქლება წარმოქმნის ბევრ ორთქლს რომელიც ცეცხლის ზონაში ჰაერის ჩანაცვლებას აკეთებს, შედეგად ალი ქრება, პლიუს ზედაპირზე გაფრქვევისას საწვავ მასალას ართმევს ალს, ანუ ზემოდან არის ქაფის სახით გადაფარებული მასალაზე და ცეცხლს რეალურად საკვები აღარ აქვს 3) co2-ის ცეცხლმაქრები მინიმუმ 2 საქმეს აკეთებენ ერთად, თავისთავად წარმოქმნიან co2-ის ღრუბელს და წვის ზონიდან ჰაერს დევნიან შედეგად წვა ვეღარ გრძელდება, პლიუს ფიზიკის კანონების მიხედვით შეკუმშული აირის გამონთავისუფლება და გაფართოება თხევადიდან აირად მდგომარეობამდე იწვევს მკვეთრად ტემპერატურის დაწევას, რჩება მხოლოდ საწვავი. 4) სპეციალიზირებული ცეცხლმაქრობები, ნუ ეს უკვე სპეც ტექნიკის ან შენობებისთვის არის შექმნილი, ისეთი რამ როგორიცაა ვთვქათ FM200 ან ეგრეთწოდებული "მშრალი წყალი", ესენი ძირითადად ჰაერის გამოცლას აკეთებენ, ნუ ეს თავისებური შენობებისთვის გამოიყენება, მაგალითად დატაცენტრებისთვის, სადაც ტექნიკა არ უნდა დაზიანდეს წყლით ან ქაფით, ხოლო co2-ის შემთხვევაში შეიძლება პერსონალი გაგუდო, ამიტომაც გამოიყენება შესაბამისი რეაგენტები, რომელიც ჟანგბადის მოცულობას მკვეთრად ამცირებს და წვას უკვე საკმარისი ჟანგვადი აღარ რჩება, მაგრამ ადამიანს გაჭირვებით, მაგრამ სუნთქვა შეუძლია და იმის დრო მაინც აქვს რომ უსაფრთხოდ დატოვოს შენობა სუნთქვის შეკავების გარეშე. გამოყენების მხრივ ყველას თავისი ზონები აქვს, მაგქალითად ნავთობპროდუქტებისთვის უფრო ქაფი გამოიყენება, რომელიც ნავთობროდუქტებს ზემოდან ეფარება და საწვავს ართმევს ალს. co2-ი გამოიყენება იქ სადაც არ არის სასურველი დასველება მაგალითად ელექტრო გამანაწილებლები და ელ მოწყობილობები, მაგრამ ღია ადგილი უნდ აიყოს თორემ გაგგუდავს ![]() რა თქმა უნდა ერთმანეთში არევა შეიძლება, მაგრამ არაეფექტურია ეგეთი საქციელი, მაგალითად ნავთობპროდუქტების ხანძრისას ფხვნილით ჩაქრობა არაეფექტური იქნება, რადგან ირგვლივ ყველაფერი გავარვარებულია და ნავთობპროდუქტი ლამის წყლის კონსისტენციაშია, ხოლო ბენზინი და დიზელი ისედაც თხევადია, შედეგად ფხვნილის ცეცხლმაქრი საწყის ეტაპზე გაამართლებს, მაგრამ თუ გაცხელებულია ყველაფერი, მაშინ ზედაპირს კი გადაეფარება და ერთი შეხედვით საწვავი წაართვა ცეცხლს, მაგრამ თხევადი ნივთიერებით უცებ გაიჟღინთება და პირიქით კაი ბაზა იქნება საწვავისთვის, ხოლო გავარვარებული ტერიტორიის გამო ან ირგვლივ აირადი ალის ნაკადების გამო ცეცხლი ისევ იოლად წარმოიქმნება და.... საერთოდ ყველა ცეცხლმაქრი შექმნილია პირველადი რეაგირებისთვის და ყველაზე დიდი ცეცხმლაქრებიც კი მაქსიმუმ 20-40 წამი მოქმედებენ, პატარები კი მაგალითად 2-3 ლიტრიანი რეალური მიშვებისას 15-20 წამში ფაფუ ![]() ![]() პლიუს გასათვლელი ისაა რომ ხშირად მინახია გამოუცდელი ცეცხლს რომ უშვერს ცეცხლმაქრს, ცდილობს შორიდან და ზემოდან მიუშვიროს ცეცხმლაქრი, ამასობაში ძალიან ახლოდან არის მისაშვები, თორემ დისტანციის ზრდასთან ერთად პროგრესულად მკვეთრად ეცემა ცეცხლმაქრის ეფექტურობა ჰაერთან გაზავების გამო
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#125
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 342 რეგისტრ.: 6-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: qutaisi წევრი №: 1,589 ქალაქი:ქ.ქუთაისი ![]() |
ja_ja ყოველმხრივ განათლებული როგორხარ რაა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#126
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ნუ საერთოდ სრული კლასები არის 6, მაგრამ რეალში განიხილება ცეცხლმაქრისთვის 4 (ესენია A, B, C, და E კლასი, ზოგიერთ წყაროში აღწერილი და ნახსენებიცაა D კლასი, მაგრამ ეგ საკამათო თემაა, დაუცველი ადამიანის მივარდნა ცეცხლმაქრით მაგ კატოგირიის ხანძართან) და როგორც წესი მაგ 4-ის აღმნიშვნელი აქვს ხოლმე ცეცხლმაქრებს, მაგრამ ვთქვათ იიგვე B კლასის მიწერა არ ნიშნავს რომ გინდა თუ არა co2-ი უნდა იყოს ან ფხვნილის უნდა იყოს.... კლასები არის შემდეგი, ნუ ეს ვიცი იმიტომ რომ კაკრაზ 1 წლისწინ თავიდან გაგვატარეს ტრენინგები ჩვენს სამსახურში, ისე კი ლამის ყოველ წელს ან 2 წელიწადში ერთახელ მაგის ტრენინგებს გვიტარებენ - «A» კლასის ხანძარი — მყარი ნივთიერებების წვა • А1 — მყარი ნივთიერებების წვა, რომელსაც თან ახლავს ნაკვერჩხალი, (მაგალითად ხე, ნახშირი, ქაღალდი, ნაჭერი) • А2 — მყარი ნივთიერებების წვა რომელსაც თან არ ახლავს ნაკვერჩხალის ეფექტი (მაგალითად პლასტმასი, ცელოფანი, ზეთის საღებავი და სხვა პლასტიკატის მაგვარი ნივთიერებები). - «B» კლასის ხანძარი — თხევადი ნივთიერებების წვა • B1 — თხევადი ნივთიერებების წვა, რომელიც არ იხსნება წყალში (მაგალითად, ბენძინი, ეფირი და ნავთობპროდუქტები). ასევე მყარი ნივთიერებები რომელიც წვისას გადადის თხევად ნივთიერებებში, მაგალითად პარაფინი და სხვა ამდაგვარი; • B2 — თხევადი ნივთიერებების წვა, რომელიც იხსნება წყალში (მაგალითად სპირტი, გლიცერინი და სხვა). - «C» კლასის ხანძარი — აირადი ნივთიერებების წვა • • აირების წვა (მაგალითად პროპანი, ბუტანი, საყოფაცხვრებო გაზი მილიდან, ან ავზებში - ანუ ბალონებში). - «D» — კლასის ხანძარი - ლითონების წვა, ნუ ეს ისეთი კატეგორიაა რომ ქე ხვდები საყოფაცხოვრებო პირობებში ყოველთვის არ წარმოიქმნება, ძალიან მაღალი ტემპერატურებია ამ შემთხვევაში და ცეცხლმაქრით მისვლა.... ნუ რავიცი ![]() • D1 — მსუბუქი ლითონების წვა, აქ არ იგულისხმება ტუტე ლითონები (მაგალითად, ალუმინი, მაგნიუმი და მისი შენადნობები); • D2 — ტუტე ლითონების წვა (მაგალითად ნატრიუმი ან კალიუმი, ნუ აქ ცეცხლმაქრი რავიცი მე პირადად ვერ წარმომიდგენია, გარდა იმისა რომ ძალიან მაღალი ტემპერატურებია და გამოიყოფა აურაცხელი მომწამლავი აირადი ნივთიერებები, ასეთ ლითონებს ახასიათებთ ფეთქებადი რეაქცია ჰაერთან და მითუმეტეს წყალთან, თუ ქიმიის გაკვეთილზე არ უჩვენებიათ რეაქციები გადახედე იუტუბზე ვიდეოებს, პროსტა როგორ უნდა გაეკარო მაგ ადგილს ვერ წარმომიდგენია თან ცეცხლმაქრით რომელი პირველადი მოქმედების ხელსაწყოა და მაგალითად იგივე ნატრიუმის ან კალიუმის წყალთან შეხების დროს მილიწამებში ფეთქებადი არეალი წარმოიქმნება, მოგისვრის, იქედან აფეთქების ტალღა შენი ცეცხლმაქრიანად ![]() • D3 — ლითონ შემცველი ნივთიერებების წვა (მაგალითად ლითონ ორგანული შენაერთები, ლითონების ჰიდრატები). - «E» კლასის ხანძარი — ელექტრო მოწყობილობების ხანძარი, • ნუ აქ ეხლა მე სადაც ვმუსაობ შესაბამის ტრენინგებს გვატარებენ, მაგრამ დაჟე აქაც მთლად მართებულად არ ითვლება ცეცხლმაქრით მივარდნა მაგალითად მაღალი ძაბვის ამომრთველთან რომელმაც დამოკლებისას შეიძლება მთელი ელვა და ელექტრო რკალი წარმოიშვას რომელიც აი ყველაფერს ადუღებს ირგვლივ... ნუ რავი ცეცხლმაქრიანად მიგადნობს მიწაზე ![]() - «F» კლასის ხანძარი — რადიოაქტიული ნივთიერებების და მისი ნარჩენების წვა... • რავი აქ კომენტარი საჭიროა ცაცხლმაქრით მისვლაზე? ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#127
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 342 რეგისტრ.: 6-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: qutaisi წევრი №: 1,589 ქალაქი:ქ.ქუთაისი ![]() |
როგორც ვხვდები წესების დაუცველად იყიდეს ის ცეცხლმაქრები, B ეწერა აშკარად არადა ხის და პლასტიკადის კონსტრუქციის საოჯახო სასტუმროს სტილის იყო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#128
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
mister_io ციტატა(mister_io @ 26th October 2018 - 01:52 AM) არადა ხის და პლასტიკადის კონსტრუქციის საოჯახო სასტუმროს სტილის იყო ნუუუ პლასტიკატი კაკრაზ ნავთობროდუქტება, ასე რომ რაცხა ახლოს არის....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#129
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
პატარა. კომპაქტური ცეო ცეცხლმქრობით შეიძლებოდა პნევმატურის შექმნა დამრტყმელი მექანიზმის და ლულის დამატებით. მაგრამ ვერსად მოვიძიე შესაბამისად პატარა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th April 2025 - 09:36 PM |
Hosted by Pro-Service |