![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით, მართლაც პატივია ამ ფორუმში გაწევრიანება. ვებ-ის სერფინგის დროს ჩემდა გასაკვირად ვნახე ეს ვებ-რესურსი, სადაც ძალიან კორექტული, ამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. გმადლობთ საიტის შემქმნელებს ასეთი კარგი საიტისთვის და მომსახურებისთვის. პერსონალურად გამოყოფ Ja-Ja-ს და ioramas პოსტებს, რომლებიც ძალიან კომპეტენტური და საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების ტიპიური რჩევებია. პატივი მქონდა Ja-Ja-სთან პირადი მიწერ- მოწერისა (მადლობა მას დაუზარელი და დეტალური პასუხისთვის, ხოლო თუ ვინმეს დააინტერესებს, აქ გადმოვაკოპირებ, როგორც ნიმუშს თუ როგორი უნდა იყოს კორექტული და მრავლისმომცველი პოსტი). Ja-Ja-სვე რჩევით საერთო ფორუმზე მინდა დისკუსია გადმოვიტანო და თქვენს სამსჯავროზე გამოვფინო. ჩემი ისტორია ორიოდე სიტყვით ასე აღიწერება: დიდი სურვილი მაქვს შევიძინო პნევმატური თოფი. რამოდენიმე კვირის ძიების, მრავალი ქართული თუ უცხოური საიტის, სპეციალური ლიტერატურის გაცნობის და შედარებითი ანალიზის შემდეგ ჩემი არჩევანი შემოიფარგლა BT1500WNP Benjamin Nitro-ს და/ან მსგავსი პარამეტრების მქონე იარაღის შეძენის სურვილით. Ja-Ja-ს ზომიერი, მაგრამ მაინც უარყოფითი შეხედულებისა BT1500WNP Benjamin Nitro-ს, მისი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მიმართ, უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ. განათლებით ფიზიკოსი ვარ და ნათელია ინფორმაცია საწყის სიჩქარეს, ენერგიას და ტყვიის მასის შესახებ, ასაკითაც არ ვარ ახალგაზრდა და გამოუცდელი. უფრო დამჯდარი/ ჩასაფრებული ტიპის ნადირობის მომხრე ვარ, ამიტომაც ამ, შედარებით მძიმე, მაგრამ ძლიერი თოფის პარამეტრები მაკმაყოფილებს. მიზანში სროლით, ჯგუფთა კეთებით და/ან ე.წ. "პლინკაობის" დაკავების სურვილი არ მაქვს. პერსონალურად ვმტრობ სოფელში ჩემს შინაურ ფრინველებზე მონადირე ბანდას, რომლის წევრებიცაა: სინდიოფალა (კვერნა), მოპარპაშე ყვავ-ყორნები და ქორი, ხოლო მომხვდურთა ბანდას, უტყუარი ცნობებით მეთაურობს წუწკი ტურა. მაგათ სინდისზეა მრავალი უცოდველი წიწილის, შეღერებული ყვინჩილის თუ იმედისმომცემი ბროილერის ვარიის უმანკო სული... არც ჩასუქებულ იხვებზე აქვთ ტაბუ დადებული და ეხლახანს, ბანდის მეთაურმა, მარხვაშიაც კი სიამოვნებით გაიყოლა მოვიშვიშე მამალი იხვი. მოკლედ Casus Belli მაქვს და შურისძიებით აღტკინებული, ჯერ ვირტუალურად ვემუქრები მათ, როგორც ამერიკა ირანს... მართალია რამოდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი ვარ, მაგრამ ჟენევის კონვენციის მსგავსად, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას მათ წინააღმდეგ გარკვეული მიზეზთა გამო ვერიდები. ხომ ვერ დამეხმარებოდით იმის გარკვევაში, თუ სად შეიძლება ა) ამ თოფის, ან მსგავსი პარამეტრების მქონე თოფების შეძენა ამჟამად? (საორიენტაციოდ, ბატონ გრიგოლის ვებ-გვერდზე მითითებულ ფასებში, იხილეთ www.iaragi.ge); ხომ ვერ გამიზიარებდით BT1500WNP Benjamin Nitro-ს მფლობელები ამ ზარბაზნის ცოდვა-მადლს, ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
nxs027 ციტატა ყველას მოგესალმებით, მართლაც პატივია ამ ფორუმში გაწევრიანება კეთილი იყოს შენი ფეხი , ჩვეც მივესალმებით ყველა იტელექტუალურად აქტიურ ინდივიდს ფორუმზე ციტატა ამ თოფის, ან მსგავსი პარამეტრების მქონე თოფების შეძენა ამჟამად? სამწუხაროდ ჯერ არსად გარდა ამ საიტისა www.mymarket.ge სადაც ნახმარს თუ გამოიტანენ გასაყიდად ![]() ციტატა ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას? სამწუხაროდ აქაც იმედგაცრუება გელის ჯერ ჯერობით მხოლოდ და მხოლო 4.5 მმ პნევმატიკაა საქართველოს ფარგლებს შიგნით დაშვებული
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
nxs027 ერთადერთი რაც მასზე შემიძლია ვთქვა არის ის რომ მძიმეა, ძალოიან მძიმე. შენს შემთხვევაში, ეგ უპირატესობაცაა, რადგან სათრევად არ გინდა და დიდი წონა კარგია უკუცემის ჩასახშობად. მე მაქვს მისი უმცროსი ძმა, ნიტრო ვენომი, რომელიც ნაკლებად მძლავრი და გაცილებით მსუბუქი ვარიანტია და ძალიან კმაყოფილი ვარ ნიტრო ფისტონ ტექნოლოგიით სხვა კითხვებს რაც შეეხება, ჯორჯიკას ვეთანხმები - ჯერ-ჯერობით 4.5-ზე მეტი და ზოგადად პნევმატურის ყიდვა ძნელია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 945 რეგისტრ.: 24-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 464 ![]() |
nihontoman არც ისე მძიმეა როგორც ამბობთ, ვათრიე კიდეც 6 საათი და ხელიდანაც ვისროდი და არანაირი დისკომფორტი არ მქონია ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
მადლობა გამოხმაურებისთვის, გეთანხმები, რომ 4,5 კილოგრამი- პნევმატური თოფისთვის ოპტიკური სამიზნითურთ საკმაოდ მძიმეა, შედარებისთვის, აკ-74-იც კი 30 ვაზნიანი მჭიდით ლამის 1 კგ-თი მსუბუქია, მაგრამ სწორად აღნიშნე, რომ ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ჩასაფრებული ნადირობა ეს ერთგვარი უპირატესობაც კია... ja_ja ს ფანტასტიკური დასურათებული პოსტები აქვს დადებული და მნიშნელოვნად აიოლებს კვლევას ამ მიმართულებით. მისი მონაცემებით 10.5 gr. Field Target Premier Pellet იგივე CP, შედის 11,3 სმ-ზე პლასტელინში, 10.6 გრანიანი Beeman Kodiak Extra Heavy კი 8,5 სმ-ზე, რაც ნიშნავს, რომ მცირე ზომის სინდიოფალა (კვერნისებრი ოჯახის წარმომადგენელი, წონა 0,5-1,5კგ) და თუნდაც საშუალო ზომის ტურა (4-9 კგ) ამგვარი ნუგბარით გამასპინძლების შემდეგ ფრიად ნასიამოვნები დარჩებიან და შემდგომში ბევრჯერ დაფიქრდებიან სხვისი საკუთრების მიტაცების უპერსპექტივობაზე. ყვავი და ქორი კი ალბათ ან ადგილზე შეისწავლიან დედამიწის მიზიდულობის კანონს, ან მილევადი ბალისტიკური ტრაექტორიით ჩაეხუტებიან მშობლიურ ქართულ მიწას... ამ მძიმე ტყვიით ალბათ ამ თოფიდან გასროლა საკმაოდ ჩუმი იქნება, ვინაიდან მძიმე ტყვია ბგერის სიჩქარეს ალბათ ვერ გადალახავს, რაც შეგახსენებთ, რომ 20 °C -ზე 343 მ/წმ-ია. თუ არ შეწუხდებით, იქნებ BT1500WNP Benjamin Nitro ვინმე ბედნიერმა მფლობელმა ორიოდე სიტყვით გამიზიაროს მისი შთაბეჭდილება ტოფის მიმართ... წინასწარ დიდი მადლობა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nxs027 ციტატა(nxs027 @ 12th February 2012 - 10:25 PM) ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას? ნუ ამაზე უკვე მოგწერე ყველაფერი, აქ კი ღიად ასევთქვათ არაკანონიერი კალიბრების შესაძენი ადგილები მიმასწავლეთო, ნუ იგივეა ღიად სადმე დაწერო ხალხნო კოკაინი მინდა და სად იყიდება ხომ არ იცით მიმასწავლეთ ვინმემო ![]() ანუ არ არსებობს, და რომც არსებობდეს, ეს არის არაკანონიერი მოქმედების წახალისება თუ მოწოდება, მოკლედ რავისი რაფერაც უკეთესად გამოვა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც უკანონო გამოვა. ჩვენი წესების მიხედვით კიდევ მაგისთანა რაცხაებზე ვაი ![]() ციტატა(nxs027 @ 12th February 2012 - 10:25 PM) უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ შენი წერილიდან მახსოვს რომ ადრე მხოლოდ იჟ-38-თან გქონდა შეხება, რა არ მოგწონდა იმ თოფში შეგიძლია აღწერო და ასევე რას მოელი ამ ძლიერი თოფიდან? მაგალიტად რატომ თვლი რომ სხვა თოფი ვერ გააკეთებს იმას რაც პნევამტურ თოფს მოეთხოვება. ცოტა არ იყოს, ჩახვეული კითხვაა, ანუ მე იმას კი არ ვგულისხმობ შენ რა ჩაიფიქრე და გინდა რომ ეგრე იყოს, არამედ ვსაუბრობ იმაზე თუ საერთოდ რა შეუძლია თოფს. მაგალიტად შენ ახსენე ტურა... ნუ ფორუმზე გვყავს კაცი რომელმაც დააგდო ტურა პნევამტური თოფიდან, მაგრამ გაითვალისწინე, გაარტყა თავში და თან შედარებით სუსტი თოფიდან, ასე რომ თუნდაც იგივე ტურის შემთXვევაში რატომ უყურებ მაინცა და მაინც ასევთქვათ ერთერთ ძლიერ თოფს? რეალურად რას ელოდები მაგისგან?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
გაფრთხილება მიღებულია; თავადაც, ასე ვთქვათ მკაცრი კონტროლის მქონე სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ, არც ფორუმის წესების 2.7 პარაგრაფის დარღვევას ვაპირებ (!). თუმცა აქვე მინდა თქვენივე ციტირება მოგიყვანოთ: ja_ja: საქართველოში აქამდე მუშაობს ძველი კანონი, რომელიც მოქმედებდა 2010 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 4.5 კალიბრზე მეტს კანონი არ სცნობს. ასე რომ უფრო მეტი და ძლიერი უკანონოა. თუმცა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიქოქა მაგრამ ბოლომდე თავის ძალაში ვერ შევიდა ახალი კანონი, რომელიც უკვე სცნობს პნევმატიკურ იარაღში კალიბრებს 6 მილიმეტრამდე, ანუ როდესაც ეს კანონი ამოქმედდება, გვექნება შესაძლებლობა შევიძინოთ 3 კალიბრის იარაღი. ეს იქნება 4.5 მილიმეტრი, 5.0 მილიმეტრი და 5.5 მილიმეტრი. თუ კანონი 01.01.2011-ში ამოქმედდა, ცოტა გაუგებარია რატომ არაა აქამდე ძალაში შესული, ალბათ კანონის გარდამავალ დებულებაშია რაიმე სახის შეზღუდვა. სამწუხაროდ კოდექსის პროგრამა სახლის კომპიუტერზე არ მიყენია, აქამდე ამ საკითხის სამართლებლივი ასპექტებით არ დავინტერესებულვარ, ხოლო ხვალ ჩვენს იურიდიულ დეპარტამენტს ვთხოვ ამ საკითხის დეტალურად გავლას...ბოდიშს ვიხდი, თუ კითხვა სამართლებრივად არასწორად იქნა ფორმულირებული და ჩემს პოსტს სხვაგვარი ინტერპრეტაციის საბაბი მიეცა. ვფიქრობ, ამ განმარტებით საკითხი ამოვწურე ჩემი მხრიდან. და რაც შეეხება ნიტროს, აკვიატებას ადგილი ნამდვილად არ აქვს. რამოდენიმე მიზეზია. შევეცდები ჩამოვაყალიბო: 1. ფასი/ხარისხი; ამგვარი ტიპის გართობა/გატაცებისთვის თოფის შესაძენად 1000მდე ლარის გამოყოფას ვფიქრობ ბიუჯეტიდან. ამ ფარგლებში კი ეს გონივრული არჩევნად მეჩვენება. თქვენი არსენალი შთამბეჭდავია, მაგრამ მხოლოდ მარაუდერის ფასია 1500 ლარი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. თქვენი პოსტები მიუთითებს, რომ მარაუდერს 4.5 მმ-ის კლასში ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლით, ალბათ ასეცაა, თუმცა ფასი ლიმიტს ზემოთა. 2. ფირმის პრესტიჟი; დამეთანხმები, რომ კროსმანის რეპუტაცია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სფეროში, არ მინდა საშუალო და დაბალი რეპუტაციის თოფის ყიდვა. მინდა წლების გარკვეული რაოდენობა პატიოსნად მემსახუროს. 3. სიძლიერეს რაც შეეხება, ხუმრობანარევ სტილში ჩამოვთვალე ის ფრინველი და ოთხფეხი, რომელიც მინდა რომ პერსონალურად გაეცნონ ამ თოფის სიძლიერეს და ტექნიკურ მახასიათებლებს. რეალურად ესენია ყვავი, ქორი, კვერნა, პოტენციურად კი მელა და ტურა. სკვინჩა, ჩხართვზე და შაშვზე ნადირობას მე არ ვაპირებ, ბავშვობაში იჟ-38 -ით მათი ხოცვის ცოდვაც მძიმედ მაწევს, ეგეც მეყოფა. საერთოდ, მგალობელი ფრინველის ხოცვა ეხლა სასტიკად არასწორად მეჩვენება. იხვსა და მწყერისთვის იჟ27 მაქვს განპირობებული.. მაგალითისთვის მოგიყვან, რომ სოფელში ჩასულს, სახლიდან ღამით გამოსულს ეზოში 10-20 მეტრის ფარგლებში ეხლაც ძალიან ხშირად შევფეთებულვარ ტურას, იშვიათად, მაგრამ სინდიოფალაც დამინახია (თუმცა იმწამსვე ქრება), ვირთხის დანახვაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო ყვავ ყორანსა და ძერაზე არც ღირს საუბარი. 10-ოდე წლის წინ ღამით დუპლეტი ვესროლე ტურას, შედეგად , სოფელში ღამით სროლაზე განგაში ატყდა და კაი ხანი მომიწია საშველად მოვარდნილი მეზობლებ-ახლობლების რწმუნება, რომ არც ყაჩაღები არ დამსხმიან თავს და არც გავგიჟებულვარო (ტურა გამექცა და ნივთმტკიცებად ვერ წარვადგინე). გლუვლულიანი თოფით ხელში არ მხიბლავს ყვავებზე სანადიროდ წასვლა. არასერიოზულია და რიგი მიზეზთა გამო გაუგებრად იქნება აღქმული. დამეთანხმები პნევმატური თოფი საუკეთესო გამოსავალია. 4. ასევე ვფიქრობდი იგივე კლასის და ხარისხის კროსმანის ELS177DC ბენჯჯამინ ნიტროს შესახებ, მაგრამ მისი სიძლიერე დაბალია, ხოლო ერთი და იგივე ფასის პირობებში მოცემული BT1500WNP უფრო მძლავრია. 5. Remington Vantage, ან Remington Summit, ესენი ყიდვისათვის შესაძლო პრიორიტეტთა სიაში რიგით შემდგომი არიან. უბრალოდ მათი ფასები 400-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო გამოხმაურებები ამ საიტსა და რამოდენიმე უცხოურ საიტზე (მაგალითად www.airgundepot.com, www.pyramidair.com ) არცთუ მთლად სახარბიელო აქვს. 6. PCP , ან CO2 გაზით დატუმბული თოფის შეძენა არ მიმაჩნია პრიორიტეტულად , ვინაიდან თოფის ყოველდღიური გამოყენება არ მომიწევს, თან სოფელში იქნება განთავსებული. უსაფრთხოების ფაქტორსაც დიდ წონას ვანიჭებ (PCP მაღალი წნევის ბალონთან თამაში არაა სახუმარო), ვისაც მანქანაში საწვავი გაზის ბალონი (არაიტალიური) უნახავთ აფეთქებული უსიტყვოდ გამიგებს. 7.ფორუმზეც ამიტომაც დავრეგისტრირდი, რომ ვსაჭიროებ და მინდა საკითხში გამოცდილი ხალხიდან კონსულტაცია, თორემ კონკრეტულად ეს თოფი ხელში არასდროს მჭერია, ისევე როგორც ახალი თაობის სხვა მძლავრი პნევმატური იარაღი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
nxs027 თქვენს ყურადღებას მივაპყრობ გერმანულ ვაირაუხ 80 მოდელს, რომელიც კლასიკური ზამბარითა და ღია (რკინის, კლასიკური და ხარისხიანი) სამიზნითაა აღჭურვილი. მართალია იგი ბენჯამინ ნიტროსავით ძლიერი არ არის, თუმცა ისიც ერთ-ერთი მაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ეა, ზამბარის შეცვლით პრინციპში ეგრეთწოდებულ ულტრამაგნუმს უკაკუნებს რაც ნიშნავს იმას, რომ სადღაც 26-27 ჯოულს იღებს სტაბილურად. ბენჯამიის ნიტრო XL-თან შედარებით აქვს უკეთესი სასხლეტი (ვაირაუხის რეკორდ სასხლეტი ზ.დ.პ.-ებში ერთ-ერთი საუკეთესოა და მას აშკარა კონკურენციას ეარარმსის სასხლეტები უწევს), იდეაში უკეთესი ლულა (გერმანული) და ზოგადად დამუშავების დონე მე მისი უფრო მომეწონა ვიდრე კროსმანის. ბალანსიც ვაირაუხ 80-ს უკეთესი აქვს. ცოტა სნობურად ჟღერს, მარა მაინც გერმანული ხარისხი სხვაა ![]() რაც შეეხება კროსმანის უპირატესობას, აქ ალბათ პირველია სიმძლავრე (თუმცა ამ კალიბრში მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს) და თან მოყოლებული ოპტიკა. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია nihontoman: Feb 13 2012, 05:39 AM
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
nxs027 კი დეტალურად გადავიკითხე თქვენი დაწერილი და თქვენს თეორიასაც გავეცანი (მაღალ წნეასთან დაკავშირებით), მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ, სახიფათო არის როდესაც არ იცით, როგორ მოუაროთ იარაღს, ასევე სახიფათოა როდესაც უცოდინრობის ნიადაგზე 200 ატმოსფეროს ნაცვლად 300 ჩატუმბავთ რეზერვუარში!!! სახიფათოა, როდესაც ელიავაზე ნაყიდი ტრუბისგან გააკეთებთ რეზერვუარს და მერე შიგნით გაუშვებთ 200 ატმოსფეროს ![]() სახიფათო ხდება, როდესაც რეზერვუარს სახლის პირობებში რეზბებს მოუჭრით, ან გადმოგივარდებათ 4 სართულიდან და მერე დატუმბავთ. მე პირადად არ ვთვლი სახიფათოდ მოვლილ თოფზე 200 ატმოსფეროს, ვინაიდან ეს თოფები გათვლილია ბევრად მეტზე და თუ მტრულად არ მოებყრობი თოფს პრობლემაც არ იქნება. თქვენ თქვით, რომ სოფელში გინდათ დატოვოთ: მერე რა პრობლემაა? დაცალეთ რეზერვუარი, წაუსვით რეზერვუარს ზევიდან ზეთი, შეინახეთ თაროზე ან და ისეთ ადგილზე სადაც ნესტი ნაკლებია და მორჩა ![]() ნუ დებით თოფს მაქსმუმ რეზინები დაუზიანდეს, დატუმბვის დროს მარტივი გასაგებია, აპარებს თუ არა თქვენი თოფი, არ ხდება ისე, რომ პირდაპირ ფეთქდება რეზერვუარი ![]() ![]() ნუ ზ.დ.პ-ზეც ნიჰონტომ მოგწერათ, რომ მასეთ ბიუჯეტში უკეთესი თოფის შეძენაც შესაძლებელიაო, უკეთესში რაც იგულისხმება ისიც მოგწერათ, სასხლეტს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ისვრით 50-60 მეტრ მანძილზე, მოსანადირებელი ობიექტი კი პატარაა, ნუ იდეაში რთულია როდესაც სასხლეტზე გიწევთ ძალის დატანება და პარალელურად მიზანს აკონტროლებდეთ, არადა პატარა გაქცევა ხელის და მიზანს 100%-ით ააცელთ. არც ნიტროა ცუდი და მე მაგას არ ვიძახი, მაგრამ იმხელა წონისაა, რომ მაგის თრევა მე ვერ წარმომიდგენია სანადიროთ, მანქანიდან კიდევ რავი სანა მაგხელა თოფს გადმოიღებთ ზღარბიც მოასწრებს დამალვას ![]() რავი აი მე რას გირჩევდით მარტო თოფს მგონი 700 ლარად ყიდის, 250 დაგიჯდებათ ხელის ტუმბო და 50 ლარში საწყის ოპტიკასაც შეიძენთ, ნუ 100 ლარად უკეთეს ოპტიკას შეიძენთ. ![]() 50-70 მეტრზე ფრინველი ვერ დაგემალებათ ![]() აბა წარმატებები არჩევანში
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nxs027 რაც შეეხება კანონს, ნუ პირველი არ ხარ ვინც არ იჯერებ და მიდის წრეზე მერე - რას ქვია არ სრულდება თუ კანონია; - მე ვიცნობ ხალხს, ყველაფერს გაარკვევენ; - მე ეგ გაუგებრომა არ მეხება; - ბოლო ბოლო სასამართლოში ვიჩივლებ და მოვიგებ; და ასე შედმეგ. თუ დაგვიჯერებ ეგ ყველამ გავიარეთ და ფაქტს აგერ გეუბნებით არ გამოვა მაი საქმე ![]() მოკლედ კანონი ნებას რთავს, მაგრამ გარკვეული კურიოზებით, კერძოდ კანონი ნახსენებია რომ ნებადართული ოპნევმატიკის სტანდარტები უნდა შეუმშაოს მეტეოროლოგიისა და სტანდარტების სამსახურმა. ეს დაევალა ამ სამსახურს 2010 წლის ივლისში. მოვიდა 2011 წელი და აღმოჩნდა რომ არაფერიც არ ჰქონდათ გაკეთებული, მერე დაიწყეს ფიქრი უი რაცხა დასაწერიაო, და შარშან თებერვალ მარტში დაიწყეს მაგაზე მუშაობა (ნუ ბევრი ტემაა ჩვენთან ფორუმზე ძIრითადად ). ჩვენც კი შევთავაზეც დახმარება, ასე თუ ისე ტექნიკური ბაზაც გვაქვს გამოცდილებაც და თეორიაც დაღეჭილი გავქვს. სტანდარტების ორგანიზაციის წარმომადგენელმა რომელიც ფორუმზე დარეგისტრირებული იყო სახელით GEOSTM (სხვათაშორის ასევე ჰქვია იმ ორგანიზაციას), გვითხრა რომ თვითონ უკეთესი მცოდნე სასტავი ყავდათ. ნუ მოკედლ ეს საკითხი იღეჭება დღემდე, რაცხა დაწერეს არ მოეწონა პარლამენტს, მეორე დაწერეს შსს-ს არ მოეწონა, და არიან რა ასე ბედნიერად ![]() ![]() შედეგად კანონი არის, მაგრამ სპეციფიკაციები არ არსებობს, ამის გამო მაგალიტად სანებართვო ხელებს იქნევს - კაცო ეგ ისაა კისტის თოფს რომ ეძახიან და გაფორმება არ უნდა რაც გინდათ ის აკეთეთო (იყიდეთ, ატარეთ, ისროლეთ რაც მოგივათ თავში ის ქენითო ყველაფერი ნებადართულიაო). ამასობაში გაუგებრობის გამო მაგალითად საბაჟოს სიტყვიერი ბრძანება აქვს, არ შემოუშვას არანაირი პნევმო იარაღი სანამ სტანდარტები არ იქნება, ეს უკვე გრძელდება 2011 წლის 1 იანვრიდან, აქ არაერთს აქვს გამოწერილი ჩამოსული და საბაჟოზე გაჩერებული ტვირთი. ფიზიკური პირების გარდა იურიდიული ფირმებიც ვერ ახერხებენ შემოტანას, იგივე iaragi.ge, magnum.ge და ასე შედმეგ. მოკლედ ეს კურიოზი არსებობს და გინდა დაიჯერე გინდა ნუ დაიჯერებ, ეს იყო უბრალოდ ინფორმაციული გადახვევა ძირითადი თემიდან, დიდი თხოვნა იქნება კანონის პუნქტები ამ თემაშI არ განვიხილოთ სრული ბარდაკი იქნება. მიგითითე განყოფილება სადაც არის ეგეთი ტემები და თუ სურვილი გექნება იქ განვიხილოთ, მანამდე კი უკვე დაწერილ ინფორმაციას თუ გაეცნობი იმ თემებში კარგი იქნება. ახლა შენს კონკრეტულ თემაზე: 1) 1000 ლარინი ბიუჯეტი მშვენიერი დიაპაზონია. მანდ მოვა ხარისხიანი ზ.დ.პ კლასიც (ანუ ზამბარ დგუშიანი, პნევმატიკის კლასების გარკვევაში , სხვათაშორის მანდ ასევე არის პატარაზე ნახსენები ძლიერი ზ.დ.პ-ს მინუსები) და ასევე შეგიძლია შეიძინო საწყისი დონის PCP კლასიც. დიდი დისტანციებზე და ზუსტი სრულისთვის PCP-ზე უკეთესი არაფერია. ერთადერთი ზ.დ.პ-ს რაც აქვს პლიუსად ეს არის ავტონომიურობა, ანუ გადადეხე ლულა გაისროლე. PCP-ზე პირდაპირ ისვრი გარკვეული დრო, მერე უნდა გაჩერდე და რეზერვუარი უნდა შეავსო. 2) ნუუუ, ახლა პრესტიჟზე წუ თავიდა საუბარი... რა დაგისავა Walther-მა, Steyr-მა, Weihrauch-მა, Air Arms-მა, Feinwerkbau-მ, Merlin-მა? აი ესენი არიან თუ არის ასევთქვათ პრესტიჟული ფირმები... კროსმანი ჯერ ადგას გზას რომელიც ბოლოს შეიძლება მიდიოდეს მაგ დონის პრესტიჟთან, ჯერ კროსმანს მუშაობა სჭირდება მაგ საკითხში. ნუ ახლა ფასი ხარისხის საერთო ჯამი, თუ გაქვს მხედველობაში ეს სხვა საქმეა ![]() 3) მაინც PCP-ზე გავჩერდებოდი, გინდა ტურა გინდა ყვავი. და პატარა საიდუმლოს გაგიმხელს, იმოდენა ძალის თოფს დაადგი თვალი რო საერთოდ არ ფიქრობ იამზე თუ რა სიჩქარით კუმშავს ჰაერს ცილინდრში და მერე რას იზამს ეს შეკუმშული ჰაერი უცებ ლულიდან რომ გამოვადრება. 4) დამიჯერე უკეთესია თუ ცოტათი უფრო სუსტზე ფიქრობ,. შენ ამ საქმეში ახალბედა ხარ და როგორც ყველა ახალბედას სჩვევია, უნდათ რაღაც აი ისეთი რა, აი .. აი რომ მოხვდება და დედის ბუნდღას რომ არ დატოვებს რა... აი.. აი რელსს რომ გახვრიტავს და სხვას რომ შეშურდება ეს რა ძლიერი თოფი გაქვსო რა... ![]() ![]() 5) ნუ არ ვიცი რევიუ და ყვავებს 60-80 მეტრზე კი ყრიან მაგ თოფიდან ჩვენები ![]() 6) სულ ტყუილად. მოდი მარტივი პარალელები გავავლოთ, მე რომ დავწერო რომელიმე ცეცხლსასროლის ფორუმზე, მეშინია Win 308-ს ყიდვა სახიფათოა მეთქი რას იტყვი? ნუ მოვიყვან იქ საშიშ თეორიებს, რომ შეიძლება გავარდეს, სხვას მოხვდეს დიდ დისტანციაზე, მოვლა უნდა... ხომ გაგეცინება. ![]() ![]() ასევეა PCP-ც. თუ წიხლებით არ შედგები, არ გადააგდებ აივნიდან, არ დაარღვევ ტექნიკურ მაჩვენებლებს... რავიცი აგერ 4 PCP მაქვს სახლში 3 წელია თუ 4 წელია და .... ხალხს კი ათეოლობით წლები აქვთ PCP-ები. ეს ყველაფერი ატგავორკებია, უფრო ქვეცნობიერად ვგრძნობ რომ PCP არ გინდა იმიტომ რომ .... ნუ რავიცი რაღაც დაუწუნე რომელსაც შენც ვერ აყალიბებ, იმიტომ რომ რეალურად არაფერი აქვს დასაწუნებელი, მაგრამ რატომღაც არ გინდა... აი 1500 ბენჯიკა კი უუუუ ![]() ![]() 6) აი ეს კი კაი აღიარება იყო, მთელი საქმეც მაგაშია ეგ თოფი ხელში არ გჭერია... ვისაცგვეჭირა დაგვიჯერე ![]() ნუ შენ ცეცხლსასროთან გაქვს საქმე, და წარმოიდგინე ახლა მე რომ ვიყო შენს ადგილზე და ვამბობდე, ყვავებზე და ციყვებზე სანადიროდ მინდა მაგარი ძლიერი თოფი და ნუ ამოვარჩიე საკაიფო მოდელი 0.50 კალიბრის barret-ი... და არიქა ბიჭებო მირჩიეთ ხომ მაგარი თოფია მეთქი? ნუ როგორ ფიქრობ მჭირდება ციყვის მოსანადირებლად ბარეტი ![]() ეგრე შეიძლება BMW X5-იც კრუტოია, მაგრამ რეალურად ჯიპი არაა და ოდნავ ტყლაპოში მოხვედრისას ქალივით აიწევს იუბკას და კივილს დაიწყებს ![]() მოკლედ ჩემი გადასახედიდან, შენ თვალი უნდა შეაჩერო ან ნიჰონტოს მიერ რჩეულ ვეირაუხ 80-ზე, ან Hatsan AT44-ზე, ასევე მშვენიერი არჩევანი იქნება ილარიონამ რომ გირჩია Tengo-ს ნავაროჩენი დისკო. კარგად აწონ დაწონე ყველაფერი კიდევ არა ერთხელ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 ![]() |
ja_ja ჯაჯა ერთჳ 95-ეს დავამატებდი ლუქსუს ვერსია. ja_ja ჯაჯა ერთჳ 95-ეს დავამატებდი ლუქსუს ვერსია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 324 რეგისტრ.: 21-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 463 ![]() |
ამას რას უწუნებთ ბატონო ჯაჯა? WEIHRAUCH HW 97K, cal. 4,5 mm, 4,0 kg ფასი: 960 ლარი, იგივე წონა აქვს რაც 80ს სამაგიეროდ ლულა აქვს ფიქსირებული... რაც მემგონი სიზუსტისთვის ცუდი არაა...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja nihontoman ilariona cat მგონი კაცს სწორედ ამ თოფის მფლობელების აზრი აინტერესებს, თორემ სხვ თემაც არსებობს. მაგალითად . ამას იმიტომ ვამბობ, რომ გადავა დისკუსია ისევ ”რომელი ჯობს”-ში და აზრი არ ექნება არანაირი. ამას იმიტომ კი არ ამბობ, რომ ციტატა(ja_ja @ 13th February 2012 - 12:46 PM) გრიშას ბუფუჭებ ბიზნესს ![]() რას გამიფუჭებთ, თუ არაფერი მაქვს ![]() უბრალოდ მფლობელის თვალით დანახულის აზრი აინტერესებს ჩმა ჩვენს პატივცემულ ახალ თანაფორუმელს... რავიცი, რეალურად ეს თოფი ქონდა იორამას, კაკას(ციფრებიანს), ცოტა ხანს რემინგტონს. მე მეტი არავინ მახსენდება, ვისაც საკმაო გამოცდილება ქონდეს ამ იარაღთან ურთიერთობისა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 ![]() |
cat ნუ ოპტიკაც ხომ უნდა და პრიბამბასები ალბათ მაგიტომ არ ურჩიეს... WEIHRAUCH HW 95 de Luxe ვურჩევ მე ნამეტნავად კარგია,
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
თოფი დიდი ხანი არ მქონია მართალია, მაგრამ რაც მქონდა და რა დროსაც გამოვიყენე არ უღალატია. წვრილფეხა ცხოველი არ მომინადირებია, ძირითადად იყო ფრინველი. მაქსიმუმ გარეული მტრედი რომელსაც კარგი მორტყმის შემთხვევაში უპრობლემოდ კლავა. არ მქონია იმდენ ხანს, რომ ტექნიკური ხარვეზები რამე შემჩნეულიყო, თუმცა ერთ ჩემს ნაცნობს ჰქონდა და რაღაც პერიოდში ნიტრო ზამბარის ხუფი უკანა მხრიდან თითქოს დაძრული იყო. არადა მოხნის მცდელობისას ძვრა ვერ ვუყავი ჩემს თოფზე. შეიძლება არც ყოფიფიყო ასე, მაგრამ სამწუხაროდ თავიდანვე მისი მფლობელი არ დაკვირვებია. სანადიროდ რაც შეეხება შემიძლია გითხრა 40-50 მეტრზე კარგად მუშაობს. თუმცა მონადირებული მყავს მტრედი 85მ-ზეც. nxs027 რაც შეეხება ჩემს რჩევას ამ თოფის შეძენასთან დაკავშირებით. დღემდე ჩემში მიმდინარეობს ყოყმანი პცპ და ზდპ-ს უპირატესობებზე, მაგრამ სიზუსტე პცპ-ს კლასის თოფების უდავოდ უფრო მაღლა დგას პირადად ჩემთვისაც და რეალურადაც. მზად ვარ კონკრეტულ კითხვებზეც გაგცეთ პასუხი შეძლებიზდაგვარად ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
gregory გრიგოლ, წილობრივათ მართალი ხარ, მაგრამ: ადამიანი არჩევს თოფს, უნდა სანადიროთ და შენც კარგად იცი, რომ ეგ თოფი მაგისთვის ნაკლებად გამოადგება ![]() ახლა იმის გამო, რომ მართლა თემას არის გადახვეული, გავხსნი ახალ თემას და იქ გადავიტან ამას ყველაფერს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
ნიტროდან გადმოტანილია აქ ყველაფერი, ვინაიდან წავიდა სხვადასხვა მოდელების რჩევა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
მე კიდევ დავამატებდი მათ საყურადღებოდ რომლებიც რჩევის მიცემას აპირებთ. გთხოვთ ურჩიოთ ადამიანს მხოლოდ ის თოფები რომლებიც გაქვთ ან საკმაოდ კარგად იცნობთ ამათუიმ მოდელს. მე პირადად მაღიზიანებს ისეთი რჩევები როგორიცაა-მე ამას ვიყიდიდი, აუ ეს მაგარია და მისთანები. ანუ დაუსაბუთებელი რჩევები არ გვინდა რაა პ.ს. უკვე ამოიწია ესეთი რჩევები და მაგიტომ დავწერე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
სიმართლე ვთქვა, არც კი ველოდი რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა BT1500WNP-ის მიმართ თუ ფორუმზე ამხელა რეზონანს გამოიწვევდა. თემის შეცვლაც კი მოჰყვა, თუმცა BT1500WNP -ის მფლობელების გამოხმაურებებს მოველოდი უფრო. ბატონ გრიგოლს, რომ ჰქონოდა ფიზიკურად გაყიდვაში, რომ ასე ვთქვათ "ხელში ამეღო" თოფი და დამეთვალიერებინა, გადამეტენა , პირადად ფიზიკურად გამომეცადა ეგ თოფი, სიმძიმით და ზომებით, მაშინ მხოლოდ თემების წაკითხვას დავჯერდებოდი და არც ja_ja-ს გაღიზიანებას გამოვიწვევდი ახალბედა/არიფისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარული შეკითხვებით. ![]() რაც შეეხება pcp vs. ზდპ; გემოვნების ამბავია, იგივეა რაც ბენზინი თუ დიზელი. ლოგიკურადაც pcp უფრო ზუსტი და ჩუმი იქნება, ვიდრე ზდპ. გამოცდილი და უფრო ხარისხისადმი მომთხოვნი ადამიანი pcp-ს ამჯობინებს, ამას მეც ვხედავ, როცა აქტიური ფორუმელების არსენალს ვუყურებ და მერე წყაროებში ვეძებ თუ რაა ხილია ესა თუ ის თოფი. ფორუმის წესების დარღვევაში არ მინდა ჩამეთვალოს და არც დისკუსიების გამართვა იქნება ჩემგან კორექტული ყოველივე ზემოთნარჩევი პოსტების შემდეგ. ამიტომაც დავეთანხმები "იორამა"-ს და მოკრძალებულად ვთხოვდი იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ზდპ-ს ზემოთ ნახსენები თოფები BT1500WNP, ნიტრო ELS177DC, WEIHRAUCH HW 95, 80, 97 მოკლედ დამიხასიათოდ მათი პლიუსი და მინუსი, ჩემს მიერ ნაჩვენები ამოცანების მიმართ. პატივისცემით, nxs027
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 98 რეგისტრ.: 13-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 856 ![]() |
მემგონი ყველამ ყველაფერი გაიგო და მიხვდა ))) რა არაპროფესიონალიზმია საკუთარ საქმიანობაში. .. გამგები გაიგებს P.M. ყველაფერი კარგად წავიკითხე )))) გთხოვთ ნორმალურად აგვიხსენით თქვენი დაწერილი პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ilariona: Feb 13 2012, 08:02 PM
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 06:11 PM |
Hosted by Pro-Service |