nxs027 რაც შეეხება კანონს, ნუ პირველი არ ხარ ვინც არ იჯერებ და მიდის წრეზე მერე - რას ქვია არ სრულდება თუ კანონია; - მე ვიცნობ ხალხს, ყველაფერს გაარკვევენ; - მე ეგ გაუგებრომა არ მეხება; - ბოლო ბოლო სასამართლოში ვიჩივლებ და მოვიგებ; და ასე შედმეგ. თუ დაგვიჯერებ ეგ ყველამ გავიარეთ და ფაქტს აგერ გეუბნებით არ გამოვა მაი საქმე

მოკლედ კანონი ნებას რთავს, მაგრამ გარკვეული კურიოზებით, კერძოდ კანონი ნახსენებია რომ ნებადართული ოპნევმატიკის სტანდარტები უნდა შეუმშაოს მეტეოროლოგიისა და სტანდარტების სამსახურმა. ეს დაევალა ამ სამსახურს 2010 წლის ივლისში. მოვიდა 2011 წელი და აღმოჩნდა რომ არაფერიც არ ჰქონდათ გაკეთებული, მერე დაიწყეს ფიქრი უი რაცხა დასაწერიაო, და შარშან თებერვალ მარტში დაიწყეს მაგაზე მუშაობა (ნუ ბევრი ტემაა ჩვენთან ფორუმზე ძIრითადად
აი ამ განყოფილებაში). ჩვენც კი შევთავაზეც დახმარება, ასე თუ ისე ტექნიკური ბაზაც გვაქვს გამოცდილებაც და თეორიაც დაღეჭილი გავქვს. სტანდარტების ორგანიზაციის წარმომადგენელმა რომელიც ფორუმზე დარეგისტრირებული იყო სახელით GEOSTM (სხვათაშორის ასევე ჰქვია იმ ორგანიზაციას), გვითხრა რომ თვითონ უკეთესი მცოდნე სასტავი ყავდათ. ნუ მოკედლ ეს საკითხი იღეჭება დღემდე, რაცხა დაწერეს არ მოეწონა პარლამენტს, მეორე დაწერეს შსს-ს არ მოეწონა, და არიან რა ასე ბედნიერად

ანუ მუშაობენ რა (ცუფთა ცისფერი მთებია). საქმის დამთავრებას არ შველის არ დახმარება, არც დალაპარაკება, არც მუქარა და არც სასამართლო (ყველაფერი ვცადეთ, ზოგი მეთოდი ფორუმელთა ერთმა ნაწილმა, ზოგი ემორემ და ასე შედმეგ), გამოკიდებულია ასე ჰაერში და არის საქმე

შედეგად კანონი არის, მაგრამ სპეციფიკაციები არ არსებობს, ამის გამო მაგალიტად სანებართვო ხელებს იქნევს - კაცო ეგ ისაა კისტის თოფს რომ ეძახიან და გაფორმება არ უნდა რაც გინდათ ის აკეთეთო (იყიდეთ, ატარეთ, ისროლეთ რაც მოგივათ თავში ის ქენითო ყველაფერი ნებადართულიაო). ამასობაში გაუგებრობის გამო მაგალითად საბაჟოს სიტყვიერი ბრძანება აქვს, არ შემოუშვას არანაირი პნევმო იარაღი სანამ სტანდარტები არ იქნება, ეს უკვე გრძელდება 2011 წლის 1 იანვრიდან, აქ არაერთს აქვს გამოწერილი ჩამოსული და საბაჟოზე გაჩერებული ტვირთი. ფიზიკური პირების გარდა იურიდიული ფირმებიც ვერ ახერხებენ შემოტანას, იგივე iaragi.ge, magnum.ge და ასე შედმეგ.
მოკლედ ეს კურიოზი არსებობს და გინდა დაიჯერე გინდა ნუ დაიჯერებ,
ეს იყო უბრალოდ ინფორმაციული გადახვევა ძირითადი თემიდან, დიდი თხოვნა იქნება კანონის პუნქტები ამ თემაშI არ განვიხილოთ სრული ბარდაკი იქნება. მიგითითე განყოფილება სადაც არის ეგეთი ტემები და თუ სურვილი გექნება იქ განვიხილოთ, მანამდე კი უკვე დაწერილ ინფორმაციას თუ გაეცნობი იმ თემებში კარგი იქნება.
ახლა შენს კონკრეტულ თემაზე:
1) 1000 ლარინი ბიუჯეტი მშვენიერი დიაპაზონია. მანდ მოვა ხარისხიანი ზ.დ.პ კლასიც (ანუ ზამბარ დგუშიანი, პნევმატიკის კლასების გარკვევაში
დაგეხმარება აი ეს თემა, სხვათაშორის მანდ ასევე არის პატარაზე ნახსენები ძლიერი ზ.დ.პ-ს მინუსები) და ასევე შეგიძლია შეიძინო საწყისი დონის PCP კლასიც. დიდი დისტანციებზე და ზუსტი სრულისთვის PCP-ზე უკეთესი არაფერია. ერთადერთი ზ.დ.პ-ს რაც აქვს პლიუსად ეს არის ავტონომიურობა, ანუ გადადეხე ლულა გაისროლე. PCP-ზე პირდაპირ ისვრი გარკვეული დრო, მერე უნდა გაჩერდე და რეზერვუარი უნდა შეავსო.
2) ნუუუ, ახლა პრესტიჟზე წუ თავიდა საუბარი... რა დაგისავა Walther-მა, Steyr-მა, Weihrauch-მა, Air Arms-მა, Feinwerkbau-მ, Merlin-მა? აი ესენი არიან თუ არის ასევთქვათ პრესტიჟული ფირმები... კროსმანი ჯერ ადგას გზას რომელიც ბოლოს შეიძლება მიდიოდეს მაგ დონის პრესტიჟთან, ჯერ კროსმანს მუშაობა სჭირდება მაგ საკითხში. ნუ ახლა ფასი ხარისხის საერთო ჯამი, თუ გაქვს მხედველობაში ეს სხვა საქმეა

, თორემ მხოლოდ ხარისხზე თუ არის საუბარი, მხოლოდ ჩამოთვლილი ფირმები უნდა იყოს შენი სამიზნე.
3) მაინც PCP-ზე გავჩერდებოდი, გინდა ტურა გინდა ყვავი. და პატარა საიდუმლოს გაგიმხელს, იმოდენა ძალის თოფს დაადგი თვალი რო საერთოდ არ ფიქრობ იამზე თუ რა სიჩქარით კუმშავს ჰაერს ცილინდრში და მერე რას იზამს ეს შეკუმშული ჰაერი უცებ ლულიდან რომ გამოვადრება.
4) დამიჯერე უკეთესია თუ ცოტათი უფრო სუსტზე ფიქრობ,. შენ ამ საქმეში ახალბედა ხარ და როგორც ყველა ახალბედას სჩვევია, უნდათ რაღაც აი ისეთი რა, აი .. აი რომ მოხვდება და დედის ბუნდღას რომ არ დატოვებს რა... აი.. აი რელსს რომ გახვრიტავს და სხვას რომ შეშურდება ეს რა ძლიერი თოფი გაქვსო რა...

ანუ შენ ჯერ გადაწყვიტე თოფი შენთვის გინდა თუ იმისთვის რომ სხვას დაუბნელო თვალები

5) ნუ არ ვიცი რევიუ და ყვავებს 60-80 მეტრზე კი ყრიან მაგ თოფიდან ჩვენები

, ნუ ახლა ნიტროს ვერ დაეწევიან ეგ თოფები, მაგრამ რავიცი ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ თუ მაინცა და მაინც ზ.დ.პ-ს უმიზნებ
nihontoman-მა კაი რჩევა მოგცა, ვეირაუხ 80 ფასშიც ჯდება, ხარისხი, ისეთი აქვს, რომ ნებისმიერ გააგიჟებს და ნერწყბევს წამოუყვანს, ზუსტიც, არის, სასხლეტი მსოფლიოში საუკეთესოა ზ.დ.პ-ებისთვის... ნუ მოკლედ მხოლოდ კაი და დადებითი სიტყვები მოდის მაგ თოფის ხსენებაზე.
6) სულ ტყუილად. მოდი მარტივი პარალელები გავავლოთ, მე რომ დავწერო რომელიმე ცეცხლსასროლის ფორუმზე, მეშინია Win 308-ს ყიდვა სახიფათოა მეთქი რას იტყვი? ნუ მოვიყვან იქ საშიშ თეორიებს, რომ შეიძლება გავარდეს, სხვას მოხვდეს დიდ დისტანციაზე, მოვლა უნდა... ხომ გაგეცინება.

ისევეა PCP-ც, თუ თოფს, ისე ექცევი როგორც მისთვის საჭიროა და წესები მოითხოვს, არ გაუბიცაა საშიში, მაგრამ უაზროდ თუ იქცევი და სიტყვაზე იგივე Win 308-ს ტყვიბს კოცონში ყრი რომელთანაც შენ ზიხარ, ან ლულაში ტყვიაას ჩატენი და მერე ზემოდან უყურენ კარგად ზის თუ არა ლულაში ტყვია... ნუ იასნია საშიში არის

ასევეა PCP-ც. თუ წიხლებით არ შედგები, არ გადააგდებ აივნიდან, არ დაარღვევ ტექნიკურ მაჩვენებლებს... რავიცი აგერ 4 PCP მაქვს სახლში 3 წელია თუ 4 წელია და .... ხალხს კი ათეოლობით წლები აქვთ PCP-ები. ეს ყველაფერი ატგავორკებია, უფრო ქვეცნობიერად ვგრძნობ რომ PCP არ გინდა იმიტომ რომ .... ნუ რავიცი რაღაც დაუწუნე რომელსაც შენც ვერ აყალიბებ, იმიტომ რომ რეალურად არაფერი აქვს დასაწუნებელი, მაგრამ რატომღაც არ გინდა... აი 1500 ბენჯიკა კი უუუუ

. რა მნიშვნელობა აქვს სოფელში იქნება თუ აგერ ოთახში მაქვს კედელთან მთელი ზამთარია მიყუდებული, მაქსიმუმ უსაფრთხოების მიზნით უბარლოდ რეზერვუარი დაცალე თუ დიდიხნით ინახავ და მორჩა საქმე. იმის გამო რომ ორ ლულიანი საშიშია, არ ყიდულობ თოფებს

, თუ უბრალოდ დიდი ხნით შენახვისას ზეთავ შლი ტყვიებს ამოიღებ და კარადაში ინახავ? იგივეა აქაც.
6) აი ეს კი კაი აღიარება იყო, მთელი საქმეც მაგაშია ეგ თოფი ხელში არ გჭერია... ვისაცგვეჭირა დაგვიჯერე

ნუ ერთისმხრივ გრიშას ბუფუჭებ ბიზნესს, მეორესმხრივ, შენ რომ იყიდო ნამეტანი პუკალკა რამე ინტერესს დაკარგავ, იყიდი ეგეთ ძლიერს და მალე ამოგივა ყელში რაღაც შუალებური უნდა მონახო. მთავარი კი ერთადერთი რამ არის, პნევმატიკა ცეცხლსასროლი არაა, ეს ორი მცნება უნდა განასხვაო ერთმანეთისგან. სანამ ცეცხლსასროლის გადასახედიდან მიუდგები პნევმატიკას მანამდე ვერ შეარჩევ მართებულ თოფს.
ნუ შენ ცეცხლსასროთან გაქვს საქმე, და წარმოიდგინე ახლა მე რომ ვიყო შენს ადგილზე და ვამბობდე, ყვავებზე და ციყვებზე სანადიროდ მინდა მაგარი ძლიერი თოფი და ნუ ამოვარჩიე საკაიფო მოდელი 0.50 კალიბრის barret-ი... და არიქა ბიჭებო მირჩიეთ ხომ მაგარი თოფია მეთქი? ნუ როგორ ფიქრობ მჭირდება ციყვის მოსანადირებლად ბარეტი

ციყვისთვის ნორმალური კაცი ამოირჩევდა რაიმეს .22 LR-ზე ნუ ჩვენთან რომ გეკოს ეძახიან. მოინადირებდა კიდევათაც ჩუმიც იქნებოდა, მსუბუქოც, ზუსტიც და ნადავლსაც არ გააფუჭებდა... აი ეგეთ გასაყარზე ხარ ახლა შენც, კრუტოი თოფი გინდა, მაგრამ პრაქტიკულ ამოცანებს უსახავ.
ეგრე შეიძლება BMW X5-იც კრუტოია, მაგრამ რეალურად ჯიპი არაა და ოდნავ ტყლაპოში მოხვედრისას ქალივით აიწევს იუბკას და კივილს დაიწყებს

.
მოკლედ ჩემი გადასახედიდან, შენ თვალი უნდა შეაჩერო ან ნიჰონტოს მიერ რჩეულ ვეირაუხ 80-ზე, ან Hatsan AT44-ზე, ასევე მშვენიერი არჩევანი იქნება ილარიონამ რომ გირჩია Tengo-ს ნავაროჩენი დისკო. კარგად აწონ დაწონე ყველაფერი კიდევ არა ერთხელ.