|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Jun 20 2011, 08:36 PM
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 |
დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით. ,,დიდი გასეირნება“ თემის ავტორი: ,,Masteroff” ორგანიზატორი: ,,ilariona” ![]() მონაწილეები: 1) ნორიკა 2) დავილ 3) დავითუსი 4) ჩზ80 5) გელა 6) გრიგოლიჩი 7) ილარიონა 8) თაზო (მონადირე) 9) ჟორჟიკა (ივრეი) 10) კოკა 11) კაკო 12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული) 13) იორამა დამსწრეები: 1) გრიგოლი 2) გოჩა ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით. დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით! ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი. დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ! ![]() სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ. ![]() შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას. ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია. ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება. ![]() პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი. ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე) ![]() ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე. ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც. ![]() აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს ![]() აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“ ![]() სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით. ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა, ![]() ![]() ![]() 20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება, პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში, მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია. მანძილი 50 მეტრი. პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა, სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ. პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი. აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან. როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა. ესეც ჩემპიონატის შედეგი: 1) ნორიკა (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 27+28+34+33/4=30.5 2) გელა (ჰაცან ატ44) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 37+30+29+70/4=41.5 3) კოკა (დისკოვერი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+80+70+67/4=71 4) დავილი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+70+70+39/4=50.25 5) თაზო (მონადირე) (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 15+25+25+39/4=26 6) ციხელა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+62+44+25/4=50.25 7) ილარიონა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 21+70+25+22/4=34.5 8) იორამა (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 25+24+24+70/4=35.75 9) დავითუსი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 33+34+31+35/4=33.25 10) ჩზ80 (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 64+20+25+29/4=34.5 11) ჟორჟიკა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 23+16+29+48/4=29 12) კაკო (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 32+50+29+23/4=33.5 13) გრიგოლიჩი (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+36+29+24/4=27.75 შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე). დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც. ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს. ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე. აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც. მანძილი დარჩა 50 მეტრი. დაიწყო სროლა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა. აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც. ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია. ![]() ![]() რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება! აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა. რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები. საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად. ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო. აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ: ![]() ![]() ![]() ![]() აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია. მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ. აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები. ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ. კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
| > |
|
|
ilariona დიდი გასეირნების ლოგიკური დასასრული Jun 20 2011, 08:36 PM
ja_ja ვააა ირარიონ ყოჩაღ... Jun 20 2011, 09:06 PM
monadire. საღოლ ილო, კარგი იყ... Jun 20 2011, 09:07 PM
kaka8079 ყველაფერი მართლა ძ... Jun 20 2011, 09:11 PM
geojorjika მალაძეც
ეხლა ზედმ... Jun 20 2011, 09:11 PM
ilariona ციტატა(monadire. @ 20th June 2011... Jun 20 2011, 09:14 PM
monadire. უიუიუუიუიუიუიუიუ... Jun 20 2011, 09:15 PM
tengo მშვენივრად გაგიტა... Jun 20 2011, 09:16 PM
norica_dragon ნებისმიერი კაი გას... Jun 20 2011, 09:25 PM
davil გაიხარე ილო. ჯიგრი... Jun 20 2011, 10:01 PM
monadire. ციტატა(davil @ Jun 20 2011, 11... Jun 20 2011, 10:19 PM
rekshet მალადეც ილარიონ 10+ ... Jun 20 2011, 10:19 PM
daviti ძალინ მაგარია!!... Jun 20 2011, 10:43 PM
giga_st კარგია დიდი სტაგნა... Jun 20 2011, 10:58 PM
ochopintre დაგასარევი დრო გიტ... Jun 20 2011, 11:00 PM
geojorjika ციტატა(ilariona @ 20th June 2011 ... Jun 20 2011, 11:22 PM
ilariona ციტატა(giorgi @ 21st June 2011 ... Jun 20 2011, 11:35 PM
cz80 საღოლ ილო..საკაიფო ... Jun 20 2011, 11:47 PM
gela არა რააა, რაც კარგი... Jun 20 2011, 11:54 PM
giorgi05 კაი ჩამოყალიბებულ... Jun 21 2011, 12:20 AM
ilariona ციტატა(cz80 @ 21st June 2011 ... Jun 21 2011, 09:33 AM
norica_dragon მე მზად ვარ შემდეგ... Jun 21 2011, 09:42 AM
ilariona ციტატა(tengo @ 20th June 2011 ... Jun 21 2011, 09:57 AM
tengo ციტატა(ilariona @ Jun 21 2011, 10... Jun 21 2011, 04:10 PM
davil ilariona
გეთანხმები რო... Jun 21 2011, 10:16 AM
geojorjika ilariona
როდის დაგვეგმო... Jun 21 2011, 10:32 AM
ilariona geojorjika
როცა გინდა მა... Jun 21 2011, 11:06 AM
nikola_migina ძალიან მაგარი გასვ... Jun 21 2011, 11:38 AM
geojorjika ციტატაშემდეგში მი... Jun 21 2011, 11:45 AM
iorama მე ასეთი წინადადებ... Jun 21 2011, 12:55 PM
ilariona iorama
შტანგელს ვნატრ... Jun 21 2011, 02:06 PM
foxi ilariona
ესე იგი მარტო შ... Jun 21 2011, 03:16 PM
ilariona foxi
გაიხარე
ისე გუ... Jun 21 2011, 03:21 PM
VTEC სულ ეს იყო?
აუ არ და... Jun 21 2011, 04:37 PM
gela ციტატა(VTEC @ Jun 21 2011, 05... Jun 21 2011, 05:23 PM
ilariona tengo
მაგისთვის ერთი ... Jun 21 2011, 05:33 PM
tengo ilariona
ციტატა(ilariona @ 21st ... Jun 21 2011, 05:47 PM
VTEC gela
ilariona
მადლობა ჩემე... Jun 21 2011, 09:36 PM
davil VTEC
გული არ გაიტეხო ... Jun 21 2011, 09:45 PM
VTEC davil
არაუშავს, მანამ... Jun 21 2011, 09:54 PM
giga_st დმანისი კაი იდეაა ... Jun 21 2011, 11:21 PM
gregory მა რა გვიან შემოვე... Jun 22 2011, 09:28 AM
ilariona ციტატა(gregory @ 22nd June 2011 ... Jun 22 2011, 09:33 AM
gregory ilariona
გრავირებას რომ ... Jun 22 2011, 09:40 AM
ilariona gregory
ხო მგონი რომ ჯო... Jun 22 2011, 10:02 AM
ja_ja iorama
ციტატა(iorama @ 21st June... Jun 22 2011, 05:41 PM
ilariona ციტატა(ja_ja @ 22nd June 2011 ... Jun 22 2011, 05:45 PM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 22nd ... Jun 22 2011, 06:21 PM
ilariona ja_ja
ვნიმაწელნო ნად... Jun 22 2011, 07:01 PM
foxi ასეთ სპორტულ გასვლ... Jun 22 2011, 07:19 PM
tengo ციტატა(ja_ja @ 22nd June 2011 ... Jun 22 2011, 07:31 PM
tengo ციტატა(kakha @ 22nd June 2011 ... Jun 22 2011, 07:41 PM
davil ჩემი აზრით ისე უნდ... Jun 22 2011, 07:54 PM
ja_ja ilariona
ციტატა(ilariona @ 22nd ... Jun 22 2011, 08:03 PM
kaka8079 აი მე მაგალითად ხო... Jun 22 2011, 08:08 PM
tengo ციტატა(ja_ja @ 22nd June 2011 ... Jun 22 2011, 08:53 PM
ilariona ოფ როუდზეც ხომ მას... Jun 23 2011, 01:04 AM
geojorjika ilariona
სპაკოისტვიე ტა... Jun 23 2011, 01:15 AM
nihontoman ციტატაამას მარჯვე... Jun 23 2011, 01:22 AM
ilariona ციტატა(nihontoman @ 23rd June 201... Jun 23 2011, 01:26 AM
ilariona და სულ მთავარი დამ... Jun 23 2011, 01:33 AM
cz80 ilariona
ილოოო დაიწყნარ... Jun 23 2011, 03:51 AM
ilariona არა ბესო რას ლაპარ... Jun 23 2011, 08:22 AM
tengo იმ პოზიციებიდან ,რ... Jun 23 2011, 09:56 AM
ilariona tengo
ოპტიკა? Jun 23 2011, 09:59 AM
tengo ციტატა(ilariona @ Jun 23 2011, 10... Jun 23 2011, 10:03 AM
ilariona და სად ვიშოვოთ ეს ე... Jun 23 2011, 10:04 AM
tengo ციტატა(ilariona @ Jun 23 2011, 11... Jun 23 2011, 10:16 AM
VTEC ციტატა(kaka8079 @ 22nd June 2011 ... Jun 23 2011, 10:44 AM
gigi30 მაგით ვერ მიხვდები... Jun 23 2011, 10:55 AM
tengo ციტატა(VTEC @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 10:56 AM
ilariona VTEC
რა არა სწორად ტო... Jun 23 2011, 11:02 AM
VTEC ilariona
გაიხარე!
სად ... Jun 23 2011, 11:07 AM
ilariona ვაა ამაზე ცვალე ქა... Jun 23 2011, 11:17 AM
VTEC ციტატა(ilariona @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 11:20 AM
ilariona ციტატა(VTEC @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 11:23 AM
VTEC ციტატა(ilariona @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 11:27 AM
tengo VTEC
რამხელაა ეს ყუთი... Jun 23 2011, 01:28 PM
VTEC ციტატა(tengo @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 02:28 PM
foxi ციტატა(ilariona @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 02:47 PM
gregory tengo
VTEC
მგონი რგ არ გა... Jun 23 2011, 02:48 PM
davil მემგონი უფრო გამძ... Jun 23 2011, 02:51 PM
ilariona davil
+100 Jun 23 2011, 03:18 PM
VTEC ციტატა(gregory @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 04:51 PM
ja_ja tengo
ციტატა(tengo @ 23rd June 20... Jun 23 2011, 06:32 PM
foxi ციტატა(ja_ja @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 07:39 PM
jjjjkki foxi
შენ ჩემგან არ გე... Jun 23 2011, 07:53 PM
tengo ციტატა(ja_ja @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 08:40 PM
jjjjkki მე ისეთი შტაბეჭდილ... Jun 23 2011, 08:42 PM
tengo როგორც მახსოვს,რომ... Jun 23 2011, 09:04 PM
VTEC ციტატა(ja_ja @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 09:22 PM
ja_ja foxi
ციტატა(kakha @ 23rd June 20... Jun 23 2011, 09:27 PM
ja_ja foxi
ციტატა(kakha @ 23rd June 2... Jun 23 2011, 09:33 PM
tengo ციტატა(ja_ja @ 23rd June 2011 ... Jun 23 2011, 09:57 PM
iorama აღარ დავიწყებ მეც ... Jun 24 2011, 01:25 AM
tengo ციტატა(ja_ja @ 23rd June 2011 ... Jun 24 2011, 08:09 AM
VTEC iorama
ასიან!
ვისაც რ... Jun 24 2011, 08:16 AM
tengo ციტატა(VTEC @ 24th June 2011 ... Jun 24 2011, 08:34 AM
VTEC tengo
კაი ხო.. სამმა კა... Jun 24 2011, 09:16 AM
davil VTEC
ოქროს სიტყვებს ა... Jun 24 2011, 09:41 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 06:45 AM |
| Hosted by Pro-Service |