Daisy Powerline 1000S, პირველი შთაბეჭდილება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Daisy Powerline 1000S, პირველი შთაბეჭდილება |
Mar 6 2009, 09:12 PM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 27-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 29 |
დრეს შევიძინე Daisy Powerline 1000S მაღაზია ქარავანში. ფასი საკმაოდ კარგი იყო თვილისის კვალობაზე 179 ლარი, როგორც მითხრეს ფასდაკლებული ჰქონდათ ეს მოდელი. ბოლო თოფი წავიღე თუ არ ვცდებ (ერთი დაბრაკული დარჩათ კიდევ). ისე უცნაურია, ყველგან მთელს მსოფლიოში ეს მოდელი ოპტიკური სამიზნით იყიდება, ქარავანში კი სამიზნის გარეშე ყიდიან. როგორც მითხრეს იმდენად უძვირებს ეს სამიზნე მათ საქონელს, რომ არჩევენ სამიზნის გარეშე შემოიტანონ. ისე თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ იაფფასიანი სამიზნეები მოყვება ამ მოდელებს კომპლექტში, მე ასე მერჩივნა. თან დარწმუნებული არა ვარ, რომ ოპტიკური სამიზნე დამჭირდება, ჯერ ვნახავ, როგორ გამოვიყენებ პრაქტიკაში ამ თოფს და მერე გადავწყვიტავ, ვიყიდო თუ არა სამიზნე. თოფი საკმაოდ ლამაზ ყუთში დევს და თურქულენოვანი ინსტრუქციის გარდა არაფერი მოყვება. ჰო კიდევ ტყვიებიც ვიყიდე რა თქმა უნდა ერთი კოლოფი დასაწყისისთვის. 250 მძიმე ტყვია 7 ლარი ღირდა მაგ მაღაზიაში. ახლა შთაბეჭდილებები. თოფის წონა ზრდასრული ადამიანისთვის საკმაოდ მისაღებია (არც მსუბუქი არაა და არც ძალიან მძიმე, ხელში სოლიდურად ჯდება) და ზომითაც შედარებით პატარაა, ვიდრე ჰატსან 1250. ისე ჰატსან 125-ის ყიდვას ვფიქრობდი მანამდე და ეხლა მიხარია, რომ გადავიფიქრე. ჰატსანი გაცილებით მძიმე და მოუხეშავი თოფია და სიმძლავრეში არა მგონია დიდი განსხვავება იყოს. საცდელად რამოდენიმეჯერ გავისროლე და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ხმაურიანი გასროლა აქვს. ასევე იგრძნობა უკუცემა სროლისას, თუმცა ჩემი ზომა-წონის გათვალისწინებით ჩემთვის ეს არანაირი პრობლემა არაა, აი პატარა ბავშვებისთვის კი ამ თოფს ნუ იყიდით. თოფის გადატენვა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს და ხანდახან მუხლის წაშველებაც მოგიწევთ. პატარა ბავშვი ამ თოფის დატენას ალბათ ვერ შეძლებს. ამიტომ თუ ვთქვათ 8-10 წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ სახლში, შეგიძლიათ თავისუფლად იყიდოთ ასეთი თოფი და ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვი თქვენ არ ყოფნაში ამ თოფით ითამაშებს და რამეს დაიშავებს, რადგან თოფის გადატენვა ჩემი აზრით მაგ ასაკის ბავშვისთვის ძალიან პრობლემატური იქნება. დავუჯერე გამოცდილი ადამიანების რჩევებს, ინტერნეტში ასე უხვად რომ დევს და გადავწყვიტე ხმარებამდე თოფი დამეშალა და გამეწმინდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაღაზიის გამყიდველმა არ მირჩია ამის გაკეთება, აწყობა გაგიჭირდებაო. სამწუხაროდ არ დავუჯერე გამყიდველის რჩევას და გადავწყვიტე დამეშალა და გამეწმინდა. თოფი მთლიანად დავშალე, მაგრამ ჯობდა ეს არ გამეკეთებინა, რადგან როგორც აღმოჩნდა, გასაწმენდი ბევრი არაფერი იყო მექანიზმში. ძალიან გამიჭირდა დაშლილი სასხლეტი მექანიზმის აწყობა, რადგან ვერაფრით ვერ ვსვამდი პატარა პრუჟინას ადგილზე სწორ მდგომარეობაში. ბოლოს რომ ჩავსვი აღმოჩნდა, რომ დგუში მქონდა არასწორად ჩასმული და ისევ დავშალე. საერთოდ იარაღთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს. კისტის თოფიც მქონდა ბავშვობაში რუსული და კალაშნიკოვსაც აღვილად ვშლიდი და ვაწყობდი ჯარში, მაგრამ ასეთი პატარა დეტალები მართლა საჩალიჩო აღმოჩნდა და გირჩევთ მოუმზადებლად არავინ დაშალოთ. ყველაფერს აჯობებს, თუ სურათებს გადაიღებთ დაშლა-აწყობის პროცესში. მე სამწუხაროდ ასე არ მოვქცეულვარ და ერთი საათი მოვუნდი აწყობას, როცა დაშლით 5 წუთში დავშალე. ძალიან დამეხმარა parna-ს გადაღებული სურათები (მადლობა parna-ს სურათებისთვის) და კიდევ ინგლისურენოვანი ინსტრუქცია მოვძებნე ძალიან დეტალურად დასურათებულ-გაწერილი ინტერნეტში (ჩემსას თურქული მოყვა და თურქული არ ვიცი). ლინკს ვდებ რა იცი რაში გამოგადგეთ, მარტო ამ მოდელისთვის არაა, რამოდენიმე მოდელს ეხება: ასევე ძალიან გამიჭირდა ბოლოს დიდი პრუჟინის ადგილზე ჩასმა. არ გირჩევთ მარტო ცადოტ ამ თოფის დაშლა. სახლში ვინმე თუ არ არის, ჯობია მეგობარს თხოვოტ დაგეხმაროტ, თორემ მარტო ამ თოფს ვერ ააწყობთ. პრობლემა ისაა, რომ პრუჟინბა ძალიან ხისტია და დაწოლიტაც ფრთხილად უნდა დააწვეთ, რადგან პრუჟინას გარედან პლასტმასის დეტალი უდგება, რომელშიც მცველი თუპრედახრანიწელი რა ქვია ზუსტად არ ვიცი, ის ჯდება. დაწოლისას დიდი შანსია ეს დეტალი დააზიანოთ, თუ არასწორად იმოქმედებთ. მე ვნახე ქარავანში ერთი ასეთი თოფი ჰქონდათ დაბრაკული, რომელსაც ზუსტად ეგ პლასტმასი ჰქონდა გატეზილი (არ ვიცი რატომ გაუტყდათ, მაგრამ მგონია აწყობისას დაზიანდა ალბათ). მოკლეთ ერთი საათის წვალების შემდეგ თოფი ავაწყე და არავიტარი სურვილი არა მაქვს ხელახლა დავშალო რთული არაფერია, დეტალები არ აგერევათ, თუ ოდნავ დაკვირვებით დაშლით, მთავარია, არაფერი დაგეკარგოთ, რადგან რამოდენიმე წვრილი დეტალია სასხლეტში. აწყობის შემდეგ თოფი გავსინჯე და მგონი ნორმალურად ისვრის, მაგრამ დიზელი მაინც აქვს, რადგან ლულა არ გამიწმენდია შომპოლის არქონის გამო. ისე სადღაც ინტერნეტში წავიკიტხე, ყურების ჩხირებით ურჩევენ რუსი მომხმარებლები ლულის გაწმენდას ხალხს, მაგრამ ვერ გავრისკე მაინც. გადაკეცილ მდგომარეობაში ლულას რომ ამოძრავებ, ოდნავ ჭრაჭუნობს ოღონდ ლულა კი არა ლულიდან გამომავალი გადასატენის შტირი. ისე არ მახსოვს, შეიძლება ასე იყო თავიდანვე, ალბათ ასე იქნებოდა, რადგან ყველაფერი მუშაობს საკაიფოდ, ანუ წესით სწორად ავაწყვე. კიდევ ერთია, ჩაკეტვა თოფს ცოტა უჭირს. ხელი თუ არ მიაყოლე, ინერციით მოქნეულზე როგორც წესი არ იკეტება, მაგრამ მე მგონი ეს თავიდანვე ასე იყო და საერთოდ, როგორც ჩანს, თურქულ თოფებს ასე აქვთ, რადგან ინტერნეტში ნანახ კლიპებშიც რომ დავაკვირდი უჭირს ცოტა ჩაკეტვა ამ მოდელებს. ჰო, ტყვიასაც ცოტა უჭირს ცაჯდომა დატენვისას, ჭირდება ცოტა ჩატენვა ფრჩხილით ან რამის დაკაკუნება. ახლა ვფიქრობ, ხომ არ გავაფართოვო ოდნავ ლულის ნახვრეტი, მაგრამ ალბათ თავს შევიკავებ, მოჯდება იმედია დროთა განმავლობაში. მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება დადებითი მაქვს, მაგრამ სანამ სროლისას მიზანს არ გავსინჯავ ჯერ უფრო ზუსტ შეფასებას ვერ მივცემ.
| |
> |
|
|
Mar 6 2009, 10:14 PM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ჩაკეტვაზე არინერვიულო ჩემიც ეგრეიყო თავიდან დიზელი ლულაში არახდება ცილინდრში ხდება ლულაშ პირველი მეორე გასროლისთანავე ამოიწვება დარჩენილი ზეთი გაწმენდისას ძალიან ძალიან ბევრი შავი ჭუჭყი გამოვა შავი ჭვარტლივით შომპოლი არც ჩემსას მოყვა და კემპით გადავასვარკებინე სამი საქსოვი ჩხირი და იმითი ვწმინდავდი მაგრამ დამიმტვრია ჩემმა დებილმა ძმამ ტყვიის კაბა ჩემსასაც გარეთ რჩება თავიდან ვურახუნებდი და ვუკაკუნებდი რო ჩასულიყო მაგრამ არგაიწია ზომაში და მეც გასაფართოებელიმაქ შესასვლელი ნახვრეტი გირჩევ გააფართოვო ცოტა ფასკა მოჭრა ანუ მაგ იარაღს 16 წლამდე არშეიძლება ტყუილა არაწერია თავიდან მეც ძალიანმიჭირდა გადატენვა
| |
> |
|
|
Mar 6 2009, 10:22 PM
პოსტი
#3
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ციტატა ჩაკეტვა თოფს ცოტა უჭირს. ხელი თუ არ მიაყოლე, ინერციით მოქნეულზე როგორც წესი არ იკეტება კარგია ეგრე თუა მალე არ მოიშლება და არ ექნება ადგილი ლულის თვითნებურ გადახსნას, ესეთი რამ ხშირად ხდება როცა ნაადირობისას სწრაფად გადაადგილება გიწევს და თოფი ერთი ხელით გიჭირავს. თან უფრო მყარად იქნება ბუდეში და შატკაც არ ექნება
| |
> |
|
|
Mar 6 2009, 10:24 PM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ციტატა(geojorjika @ Mar 6 2009, 08:22 PM) კარგია ეგრე თუა მალე არ მოიშლება და არ ექნება ადგილი ლულის თვითნებურ გადახსნას, ესეთი რამ ხშირად ხდება როცა ნაადირობისას სწრაფად გადაადგილება გიწევს და თოფი ერთი ხელით გიჭირავს. თან უფრო მყარად იქნება ბუდეში და შატკაც არ ექნება ეგეთი არაფერიმოხდება ძალიან მაგრადზის
| |
> |
|
|
Mar 6 2009, 10:27 PM
პოსტი
#5
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
ციტატა ეგეთი არაფერიმოხდება ძალიან მაგრადზის კარგია ეგრე თუა მე ჩემი ცუანა იჟ-38 -ით როცა ვნადირობდი გაქცევისას ნახევარჯერ ლულა მეხსნებოდა და ტყვია მეკარგებოდა
| |
> |
|
|
Mar 6 2009, 10:28 PM
პოსტი
#6
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ციტატა(geojorjika @ Mar 6 2009, 08:27 PM) კარგია ეგრე თუა მე ჩემი ცუანა იჟ-38 -ით როცა ვნადირობდი გაქცევისას ნახევარჯერ ლულა მეხსნებოდა და ტყვია მეკარგებოდა :lol:
| |
> |
|
|
Mar 27 2009, 08:44 PM
პოსტი
#7
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 263 რეგისტრ.: 18-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 20 |
mab ინტერესისთვის გავხსენი შენ რო ლინკი დადე შენი თოფის შესახებ,,,, რამდენიმე კვირის წინ ვიყიდე Walther Talon Magnum-ი, მინდა გითხრა რო შიგნეულობა აბსოლუტური კოპიაა რაც ვნახე ინსტრუქციაში,, ჩემმა ვინტოვკამ პრობლემები შემიქმნა ჯერ მანჯჟეტი გამიხეთქა არ ვიცი რატო,,,მეორეც გახეთქა,,ეხლა რაღაც სპეციალური მასალისგან დავამზადებიე,,,ისიც თუ გახეთქა არ ვიცი,,,მერე დაველოდები ალბათ თურქეთიდან როდის ჩამოვა,,,მარა ის ძაან მტკიცე მასალაა,იმედი მაქვს. ყველაზე სუსტი რაც ჩანს ეგ არის მიმმართველი,,,აი ის ნაწილი რაზედაც პრუჟუნა ეცმევა და ჩახმახი (პლასტმასის) თავსდება,,, მე დამიმტვრია, ის ნაწილი სადაც შტოკი ეყრება სასხლეტის დასამაგრებლად ეხლა ვაჩარხიებ მაგ ნაწილს დურალისას რო აღარ გატყდეს :lol: p.s. ისე მართალი გითხრა თურქული იარაღი და თურქეთში აწყობილი იარაღი ....... აშკარად შორსაა ჭეშმარიტებისგან :lol:
| |
> |
|
|
Mar 27 2009, 09:25 PM
პოსტი
#8
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
(ისე მართალი გითხრა თურქული იარაღი და თურქეთში აწყობილი იარაღი ....... აშკარად შორსაა ჭეშმარიტებისგან :lol: ) შენი იარაღი არვიცი მარა ჩემი დეიზი ვირივით მუშაობს და ჯერ პრობლემა არშემქმნია მექანიზმთან დაკავშირებით მარტო პლასმასის კონდახი გამიტყდა და ხის გავაკეთე :rolleyes:
| |
> |
|
|
Mar 27 2009, 09:49 PM
პოსტი
#9
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 263 რეგისტრ.: 18-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 20 |
parna შეიძლება მე შემხვდა ცუდი ვარიანტი,,,მარა იარაღი რო დავშალე რამდენიმე ნაწილი აშკარად ხალტურაზეა გაშვებული,,,,,განსაკუთრებით პლასტმასის მიმმართველი,,,,ყოველ შემთხვევაში იმ კინეტიკისთვის რაც walter talon magnum-ს აქვს აშკარად სუსტი აღმოჩნდა :lol: პ.ს. ყველაზე ხარისხიანი რაც ამ იარაღს აქვს ეს არის ლულა
| |
> |
|
|
Mar 27 2009, 10:35 PM
პოსტი
#10
|
||
Rastafari ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 |
ციტატა(ninja @ 27th March 2009 - 10:49 PM) შეიძლება მე შემხვდა ცუდი ვარიანტი,,,მარა იარაღი რო დავშალე რამდენიმე ნაწილი აშკარად ხალტურაზეა გაშვებული პრივეტ ninja მერწმუნე შენ რომ დაგეშალა ხატსან 70 ან 125 უფრო გაგაღიზიანებდა, ანუ ის რაც შენ დაინახე ეს სავსებით მისაღებია ამ ფასის იარაღისთვის რომ გავამარტივოდ და არ დავიწყოთ რღმად შეხედვა - ზ.დ.პ.-ს რომელს, 600$ ქვეშ ფასი აქვს ნებისმიერ ვარიანტში იგულისხმება ხელის შევლება, და ამა თუ იმ ნაწილის, გაუმჯობესება/გადაკეთება, ან საერთოდ თავიდან გაკეთება სანამ ის იარაღი დაიწყებს მფლობელისთვის სიამოვნების მინიჭებას
| |
> |
|
|
Mar 27 2009, 10:50 PM
პოსტი
#11
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ხოო ხასტანების გაბრიქული ლულები ნამდვილად გაგაღიზიანებდა ზოგგან რომ ამომტვრეულია ნარეზი :lol:
| |
> |
|
|
Apr 6 2009, 08:12 PM
პოსტი
#12
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 27-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 29 |
ninja მეც რომ დავშალე ვაკვირდებოდი დეტალებს. ერთად-ერთი რომელი დეტალიც ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა იყო მცველის დასამაგრებელი წვრილი გრძელი ბოლტი, რომელიც რატომღაც შუა ადგილას ვიწროვდება და გაღუნულია. სულ მეშინოდა არ გამტყდარიყო, მაგრამ ჯერჯერობით უძლებს. კიდევ ზევიდან რომ ორი პატარა ნახვრეტი აქვს თოფს და ერთზე პატარა ბოლტით რაღაც გაუგებარი ნასადკა დამაგრებული, ეგ ეხსნება ხოლმე სროლიასას დროთა განმავლობაში. სხვა ჯერჯერობით არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს.
| |
> |
|
|
Apr 6 2009, 08:16 PM
პოსტი
#13
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,984 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 9 |
ციტატა(mab @ Apr 6 2009, 05:12 PM) ninja მეც რომ დავშალე ვაკვირდებოდი დეტალებს. ერთად-ერთი რომელი დეტალიც ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა იყო მცველის დასამაგრებელი წვრილი გრძელი ბოლტი, რომელიც რატომღაც შუა ადგილას ვიწროვდება და გაღუნულია. სულ მეშინოდა არ გამტყდარიყო, მაგრამ ჯერჯერობით უძლებს. კიდევ ზევიდან რომ ორი პატარა ნახვრეტი აქვს თოფს და ერთზე პატარა ბოლტით რაღაც გაუგებარი ნასადკა დამაგრებული, ეგ ეხსნება ხოლმე სროლიასას დროთა განმავლობაში. სხვა ჯერჯერობით არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს. მაგ მცველის ბოლტზე ნუინერვიულებ მეც ნანახიმაქ რო გაღუნულია არაფერიმოუვა ჩემიაზრით
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 03:29 PM |
Hosted by Pro-Service |