ბოლო თოფი წავიღე თუ არ ვცდებ (ერთი დაბრაკული დარჩათ კიდევ). ისე უცნაურია, ყველგან მთელს მსოფლიოში ეს მოდელი ოპტიკური სამიზნით იყიდება, ქარავანში კი სამიზნის გარეშე ყიდიან. როგორც მითხრეს იმდენად უძვირებს ეს სამიზნე მათ საქონელს, რომ არჩევენ სამიზნის გარეშე შემოიტანონ. ისე თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ იაფფასიანი სამიზნეები მოყვება ამ მოდელებს კომპლექტში, მე ასე მერჩივნა. თან დარწმუნებული არა ვარ, რომ ოპტიკური სამიზნე დამჭირდება, ჯერ ვნახავ, როგორ გამოვიყენებ პრაქტიკაში ამ თოფს და მერე გადავწყვიტავ, ვიყიდო თუ არა სამიზნე. თოფი საკმაოდ ლამაზ ყუთში დევს და თურქულენოვანი ინსტრუქციის გარდა არაფერი მოყვება. ჰო კიდევ ტყვიებიც ვიყიდე რა თქმა უნდა ერთი კოლოფი დასაწყისისთვის. 250 მძიმე ტყვია 7 ლარი ღირდა მაგ მაღაზიაში.
ახლა შთაბეჭდილებები.
თოფის წონა ზრდასრული ადამიანისთვის საკმაოდ მისაღებია (არც მსუბუქი არაა და არც ძალიან მძიმე, ხელში სოლიდურად ჯდება) და ზომითაც შედარებით პატარაა, ვიდრე ჰატსან 1250. ისე ჰატსან 125-ის ყიდვას ვფიქრობდი მანამდე და ეხლა მიხარია, რომ გადავიფიქრე. ჰატსანი გაცილებით მძიმე და მოუხეშავი თოფია და სიმძლავრეში არა მგონია დიდი განსხვავება იყოს.
საცდელად რამოდენიმეჯერ გავისროლე და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ხმაურიანი გასროლა აქვს. ასევე იგრძნობა უკუცემა სროლისას, თუმცა ჩემი ზომა-წონის გათვალისწინებით ჩემთვის ეს არანაირი პრობლემა არაა, აი პატარა ბავშვებისთვის კი ამ თოფს ნუ იყიდით.
თოფის გადატენვა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს და ხანდახან მუხლის წაშველებაც მოგიწევთ. პატარა ბავშვი ამ თოფის დატენას ალბათ ვერ შეძლებს. ამიტომ თუ ვთქვათ 8-10 წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ სახლში, შეგიძლიათ თავისუფლად იყიდოთ ასეთი თოფი და ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვი თქვენ არ ყოფნაში ამ თოფით ითამაშებს და რამეს დაიშავებს, რადგან თოფის გადატენვა ჩემი აზრით მაგ ასაკის ბავშვისთვის ძალიან პრობლემატური იქნება.
დავუჯერე გამოცდილი ადამიანების რჩევებს, ინტერნეტში ასე უხვად რომ დევს და გადავწყვიტე ხმარებამდე თოფი დამეშალა და გამეწმინდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაღაზიის გამყიდველმა არ მირჩია ამის გაკეთება, აწყობა გაგიჭირდებაო.
სამწუხაროდ არ დავუჯერე გამყიდველის რჩევას და გადავწყვიტე დამეშალა და გამეწმინდა.
თოფი მთლიანად დავშალე, მაგრამ ჯობდა ეს არ გამეკეთებინა, რადგან როგორც აღმოჩნდა, გასაწმენდი ბევრი არაფერი იყო მექანიზმში.
ძალიან გამიჭირდა დაშლილი სასხლეტი მექანიზმის აწყობა, რადგან ვერაფრით ვერ ვსვამდი პატარა პრუჟინას ადგილზე სწორ მდგომარეობაში. ბოლოს რომ ჩავსვი აღმოჩნდა, რომ დგუში მქონდა არასწორად ჩასმული და ისევ დავშალე.
საერთოდ იარაღთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს. კისტის თოფიც მქონდა ბავშვობაში რუსული და კალაშნიკოვსაც აღვილად ვშლიდი და ვაწყობდი ჯარში, მაგრამ ასეთი პატარა დეტალები მართლა საჩალიჩო აღმოჩნდა და გირჩევთ მოუმზადებლად არავინ დაშალოთ.
ყველაფერს აჯობებს, თუ სურათებს გადაიღებთ დაშლა-აწყობის პროცესში. მე სამწუხაროდ ასე არ მოვქცეულვარ და ერთი საათი მოვუნდი აწყობას, როცა დაშლით 5 წუთში დავშალე.
ძალიან დამეხმარა parna-ს გადაღებული სურათები (მადლობა parna-ს სურათებისთვის) და კიდევ ინგლისურენოვანი ინსტრუქცია მოვძებნე ძალიან დეტალურად დასურათებულ-გაწერილი ინტერნეტში (ჩემსას თურქული მოყვა და თურქული არ ვიცი). ლინკს ვდებ რა იცი რაში გამოგადგეთ, მარტო ამ მოდელისთვის არაა, რამოდენიმე მოდელს ეხება:
http://webpages.charter.net/guru1/document...guide%202.0.pdf
ასევე ძალიან გამიჭირდა ბოლოს დიდი პრუჟინის ადგილზე ჩასმა. არ გირჩევთ მარტო ცადოტ ამ თოფის დაშლა. სახლში ვინმე თუ არ არის, ჯობია მეგობარს თხოვოტ დაგეხმაროტ, თორემ მარტო ამ თოფს ვერ ააწყობთ. პრობლემა ისაა, რომ პრუჟინბა ძალიან ხისტია და დაწოლიტაც ფრთხილად უნდა დააწვეთ, რადგან პრუჟინას გარედან პლასტმასის დეტალი უდგება, რომელშიც მცველი თუპრედახრანიწელი რა ქვია ზუსტად არ ვიცი, ის ჯდება. დაწოლისას დიდი შანსია ეს დეტალი დააზიანოთ, თუ არასწორად იმოქმედებთ. მე ვნახე ქარავანში ერთი ასეთი თოფი ჰქონდათ დაბრაკული, რომელსაც ზუსტად ეგ პლასტმასი ჰქონდა გატეზილი (არ ვიცი რატომ გაუტყდათ, მაგრამ მგონია აწყობისას დაზიანდა ალბათ).
მოკლეთ ერთი საათის წვალების შემდეგ თოფი ავაწყე და არავიტარი სურვილი არა მაქვს ხელახლა დავშალო

რთული არაფერია, დეტალები არ აგერევათ, თუ ოდნავ დაკვირვებით დაშლით, მთავარია, არაფერი დაგეკარგოთ, რადგან რამოდენიმე წვრილი დეტალია სასხლეტში.
აწყობის შემდეგ თოფი გავსინჯე და მგონი ნორმალურად ისვრის, მაგრამ დიზელი მაინც აქვს, რადგან ლულა არ გამიწმენდია შომპოლის არქონის გამო. ისე სადღაც ინტერნეტში წავიკიტხე, ყურების ჩხირებით ურჩევენ რუსი მომხმარებლები ლულის გაწმენდას ხალხს, მაგრამ ვერ გავრისკე მაინც.
გადაკეცილ მდგომარეობაში ლულას რომ ამოძრავებ, ოდნავ ჭრაჭუნობს ოღონდ ლულა კი არა ლულიდან გამომავალი გადასატენის შტირი. ისე არ მახსოვს, შეიძლება ასე იყო თავიდანვე, ალბათ ასე იქნებოდა, რადგან ყველაფერი მუშაობს საკაიფოდ, ანუ წესით სწორად ავაწყვე.
კიდევ ერთია, ჩაკეტვა თოფს ცოტა უჭირს. ხელი თუ არ მიაყოლე, ინერციით მოქნეულზე როგორც წესი არ იკეტება, მაგრამ მე მგონი ეს თავიდანვე ასე იყო და საერთოდ, როგორც ჩანს, თურქულ თოფებს ასე აქვთ, რადგან ინტერნეტში ნანახ კლიპებშიც რომ დავაკვირდი უჭირს ცოტა ჩაკეტვა ამ მოდელებს.
ჰო, ტყვიასაც ცოტა უჭირს ცაჯდომა დატენვისას, ჭირდება ცოტა ჩატენვა ფრჩხილით ან რამის დაკაკუნება. ახლა ვფიქრობ, ხომ არ გავაფართოვო ოდნავ ლულის ნახვრეტი, მაგრამ ალბათ თავს შევიკავებ, მოჯდება იმედია დროთა განმავლობაში.
მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება დადებითი მაქვს, მაგრამ სანამ სროლისას მიზანს არ გავსინჯავ ჯერ უფრო ზუსტ შეფასებას ვერ მივცემ.